აღიარე, გაები ბაბნიკო! ! !(თავი 17)
-ეს რას ნიშნავს?-ვკითხე ალექსანდრეს-მთელი ღამე მანქანაში უნდა დავრჩეთ? -აქვე ახლოს სინათლე ჩანს, მაგრამ არამგონია იქამდე მისვლა მოვახერხოთ-ჩემს ტანსაცმელს დახედა-დაახლოებით კილომეტრი იქნება იქამდე. -წავიდეთ-ვუთხარი ფიქრის შემდეგ, მართალია შეგვეძლო მანქანაში დავრჩენილიყავით, მაგრამ ის რომ მთელ ღამეს მასთან ერთად გავატარებდი ძალიან არ მომწონდა. -ემილი ასეთ ფორმაში იქამდე მისვლა გაგიჭირდება-ყოყმანობდა, თუმცა მიხვდა რომ აზს არ შევიცვლიდი და მანქანიდან გადავიდა. ჩემს მხარეს მყოფი კარი გამოაღო თუ არა მაშინვე „შემოვარდა“ მანქანაში სიცივე. ალექსანდრეს შევხედე. ჩემსავით მასაც მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, რომელიც წვიმისგან დასველებულიყო და ტანზე ჰქონდა მიკრული. მანქანიდან უნდა გადავსულიყავი როცა მისი შეხება ვიგძენი და რამდენიმე წამში ჰაერში ავღმოჩნდი. -ალექსანდრე რას აკეთებ?-ამოვილაპარაკე გაბრუებულმა და გაოცებულმა. -დაწყნარდი და მოისვენე, თუ არ გინდა თოვლში იარო მაგ ფეხსაცმელებით-მითხრა და ხელები უფრო მაგრად შემომხვია. -სხვათაშორის ამ სიტუაციაში შენ გამო ავღმოჩნდი-არაფერი უთქვამს. უხმოდ გავაგრძელეთ გზა, უფროსწორად მან გააგრძელა სიარული. გზაში ბევრჯერ ვცადე მისი მკლავებისგან გათავისუფლება მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ყოველ მცდელობაზე ხელებს უფრო მიჭერდა. ბოლოს როგორც იქნა მივედით იმ სახლამდე. პატარა, ოროთახიანი სახლი იყო აივნით. ალექსანდრემ მიწაზე დამსვა და კარზე დააკაკუნა. ოთახიდან ნაბიჯების ხმა მოისმა და კარი მოხუცმა კაცმა გაგვიღო. დაახლოებით სამოცდაათ წლამდე იქნებოდა. -გამარჯობა შვილებო. ასეთ ამინდში აქ რას აკეთებთ. შემოდით არ გაცივდეთ-ძალიან გულთბილი კაცი ჩანდა. მე და ალექსანდრე სახლში შევედით. უხერხულად ვიყავი, ამ დროს ასეთ ფორმაში ალექსანდრესთან ერთად. -იცით ჩვენ მანქანა გაგვიფუჭდა-დაიწყო ალექსანდრემ-ახლომახლო მხოლოდ თქვენი სახლი შევნიშნეთ და.. სიმყუდროვე ჩემი ტელეფონის ზარმა დაარღვია. დედაჩემი რეკავდა. აივანზე გავედი. -გისმენ დედა -ემილი, ასე უცებ სად წახვედი. მე და მამაშენი შენზე ძალიან ვნერვიულობდით. კიდევ კარგი ლილემ გვითხრა რომ ალექსანდრესთან ერთად წახვედი -დედა გვეჩქარებოდა და..-პატარა ბავშვივით დავიწყე თავის მართლება -კარგი, კარგი არაუშავს. იცოდე თავს გაუფრთხილდი და შეეცადე მალე დაბრუნდეთ. დედას დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი. ალექსანდრე კაცთან ერთად რაღაცაზე გულიანად იცინოდა. როგორ უხდება ამ დამპალს სიცილი. რომ დამინახა გამიღიმა და მანიშნა მასთან მივსულიყავი. -ემილი ძალიან გაგვიმართლა. ბატონი კოტე შესანიშნავი ადამიანია-მითხრა ალექსანდრემ. -რას ამბობ შვილო, ჩემ ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. უბრალოდ მხოლოდ ერთი თავისუფალი ოთახი მაქვს. თქვენ ალბათ ცოლ-ქმარი ხართ და არანაირი პრობლემა არ იქნება-გულთბილად გვითხრა ბატონმა კოტემ. ცოლ-ქმარი? ნუთუ ალექსანდრემ მოატყუა და მთელი ღამე მასთან ერთად მომიწევს იმ ოთახში დაძინება. სანდროს ავხედე. ისიც ჩემსავით გაკვირვებული იყო, თუმცა მაინც ეტყობოდა სახეზე კმაყოფილება. -გმადლობთ ბატონო კოტე, უკვე ძალიან გვიანია. მეტს აღარ შეგაწუხებთ-ალექსანდრემ ისე შემიყვანა ოთახში არაფრის თქმა არ მაცადა. -გაგიჟდი, რატომ უთხარი რომ ცოლ-ქმარი ვიყავით?-ვუთხარი გაბრაზებულმა -დაწყნარდი. მე არაფერი მითქვამს მისთვის. ალბათ ცოლ-ქმარს ძალიან ვგავართ და ამიტომ თქვა ასე. შენ გინდოდა რომ ამ სახლში მოვსულიყავით და მანქანაში არ დავრჩენილიყავით. მოვედით და ეხლა მეწუწუნები, რა ჩემი ბრალია თუ მხოლოდ ერთი თავისუფალი ოთახია?-საკმაოდ მკაცრად საუბრობდა. ასეთი ტონით ჩემთვის არასდროს მოუმართავს. შევცბი და გული მეტკინა. -ალექსანდრე, ასე ნუ მელაპარაკები. არც მე მინდოდა რომ ასე მომხდარიყო, საერთოდ არ მინდოდა ამ შეხვედრაზე წამოსვლა. შენ მოხვედი ლილესთან სახლში ისე რომ არაფერი გითქვამს და ძალით წამომიყვანე იქედან. ეს შენ გააკეთე და არა მე. ახლა მეუბნები რომ კიდევ მე ვწუწუნებ იმაზე რომ შენთან ერთად მომიწევს დარჩენა. ხო ვწუწუნებ, არ მინდა, არ მინდა რომ შენთან ერთად ვიყო-ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა. ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ჩუმად მესაუბრა რომ კოტეს არ გაეგო. ყელში ბურთი გამეჩხირა და თვალებზე ცრემლები მომაწვა. ვუყურებდი ალექსანდრეს, რომელსაც სახეზე არავითარი ემოცია ეწერა. ან უბრალოდ იმდენი ემოცია ეწერა რომ ამის გადმოცემა შეუძლებელია. მის თვალებში ყველაფერს ვხედავდი. ერთდროულად მინდოდა მისთვის მეყვირა, მეჩხუბა რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი მის გამო, რომ მთელი სამი თვეა მის გამო სიმშვიდე დავკარგე. თან მინდოდა გავჩუმებულიყავი რომ მისთვის გული არ მეტკინა. თავში ყველაფერი არეული მქონდა. როგორ მინდოდა ცოტა ხნით გავთიშულიყავი, მოვშორებოდი ამ სამყაროს. არაფერი უთქვამს, უხმოდ დატოვა ოთახი. დაახლოებით ხუთი წუთი ვიყავი გაშტერებული. შემდეგ უბრალოდ საწოლზე დავწექი და ალექსანდრეზე ფიქრებში ჩამეძინა. როცა გამეღვიძა ჯერ ისევ ბნელოდა. საათს დავხედე სამი სრულდებოდა. ოთახს თვალი მოვავლე. ალექსანდრე რომ ვერ დავინახე გული შემეკუმშა. შემეშინდა, შემეშინდა რამე არ მოსვლოდა. სასწრაფოდ ავდექი ფეხზე. ფანჯრიდან დავინახე. აივანზე იდგა და ეწეოდა. მის ხელში მანამდე სიგარეტი არასდროს შემინიშნავს. მინდოდა მივსულიყავი, ხელიდან გამომეგლიჯა და გადამეგდო. ან თუნდაც მხოლოდ მივსულიყავი, მისი ხმა გამეგო, მისი სურნელი შემეგრძნო. თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. ამდენი ფიქრით თავი მტკიოდა. დღეს აშკარად ყველაფერს მძიმედ აღვიქვამ. თვითონ არ ვიცი რატომ მოვაწყვე ასეთი ამბავი. ღრმად ამოვისუნთქე და ისევ დავწექი. ვერ გავბედე ალექსანდრესთან მისვლა. მეორედ რომ გამომეღვიძა უკვე ხუთი საათი იყო. ამჯერად ცივი ხელის შეხებამ გამაღვიძა. თვალები რომ გავახილე და ალექსანდრე დავინახე მგონი მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მაშინვე საწოლში წამოვჯექი. -მაპატიე შენი გაღვიძება არ მინდოდა-შეწუხებულმა მითხრა. თვალები ჩაწითლებოდა და ხმა დაბოხებოდა. -არაუშავს, არაფერია-მინდოდა მასთან მესაუბრა თუმცა სიტყვებს ვერ ვპოულობდი, არ ვიცოდი რა მეთქვა. -წვიმამ გადაიღო და გზაც გაწმინდეს, შეგვიძლია გზა გავაგრძელოთ.-ცივად მითხრა და ფეხზე ადგა. -ალექსანდრე-ფეხზე წამოვდექი და მის წინ დავდექი-მისმინე, ვიცი რომ შენი ბრალი არ არის, უბრალოდ რაც წუხელ მოხდა, მოკლედ ბოდიში მინდა მოგიხადო, შენთან არუნდა მეჩხუბდა. მაპატიე. -არაუშავს ემილი, ყველაფერი რიგზეა. შენზე ნაწყენი არ ვარ. პირიქით შეიძლება მე უნდა გიხდიდე ბოდიშს-მეგონა გამიღიმებდა ან რამე, მაგრამ შევცდი. ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. მისი ხმა ისევ ისე ჟღერდა როგორც წუთების წინ. ოთახში ისევ მარტო დავრჩი. ცრემლები ვერ შევიკავე და ნება მივეცი მათ თვალებიდან გადმოსულიყვნენ. ყველაფერი შეიცვალა. ამ ერთმა ღამემ მე და ალექსანდრე გაგვაუცხოვდა. მეჩვენებოდა რომ ეს ჩემი წუხანდელი საქციელის გამო არ ხდებოდა, თუმცა ვერც სხვა ახსნას ვპოულობდი. მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი. მივხვდი რომ მიყვარდა. ალექსანდრე მეტრეველი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.