შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


15-09-2016, 03:13
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 926

თავი 23

ქეთიმ ოპერაცია დაასრულა და საოპერაციო დატოვა. ის იყო კაბინეტში აპირებდა დაბუნებას რომ სასწრაფოდ სხვა პაციენტთან დაიბარეს. სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და მის გარდა არავის იკარებდა. პალატაში გაიქცა და სუნთქვა სასწრაფოდ დაურეგულირა. უკან რომ ბრუნდებოდა მაშინ მოჰკრა ალექსს თვალი. მისი კაბინეტის წინ იდგა,კედელს მიყრდნობოდა და ელოდა.
-დიდი ხანია მელოდები?
-არც ისე. სულ რაღაც ერთი საათია. როგორ ხარ საყვარელო? ალექსი ქეთის მოეხვია.
-გაგიჟდი რას აკეთებ?-ხელის ერთი კვრით მოიშორა ბიჭი
-ჰო შენ გამაგიჟე უკვე დიდი ხანია.
-წამოდი კაბინეტში შეიდეთ, აღარ მინდა ხალხს ზედმეტი სალაპარაკო მიეცეს.
-რით ვერ დაივიწყე ეს ხალხი?რასაც უნდა იმას იტყვიან. დროა ჩვენზე ვიფიქროთ.-ალექსმა კარი მიხურა და ქეთის ძლიერად მოეხვია.
-მომენატრე.
-მეც ძალიან მომენატრე. მიჭირს უშენოდ. ბიჭმა გოგოს აკოცა.
-დავქორწინდეთ ქეთი.
-როგორ?ჯერ დათოს უნდა გავშორდე.
-მალე თორემ უკვე ვეღარ ვძლებ უშენოდ.
-შენ რომ უკან დაბრუნდები ქალაქში მე უკვე თავისუფალი ქალი ვიქნები -უთხრა ქეთიმ და პალტო მოისხა.-წავიდეთ დღეს მუშაობა დავამთავრე.
-სადმე გავისეირნოთ არ გინდა?
-კი მოდი სადმე წყნარ ადგილას ვივახშმოთ. მომშივდა.
-იქ წავიდეთ სადაც პირველად დაგპატიჟე.
-წავიდეთ.ალექსმა გზა დაუთმო და თვითონ უკან მიჰყვა ქეთის. მერე გვერდით ამოდგა, ხელზე მორიდებით მოჰკიდა ხელი და ასე ხელიხელ ჩაკიდებულები ჩაუყვნენ კიბეს. ისე თითქოს სკოლის მოსწავლეები ყოფილიყვნენ და ახლა გაეცნოთ ერთმანეთი.
-მინდა სულ ასე ვიყოთ.იმ დღეს როცა ჩემი ცოლი გახდები. ხელს ასე ჩაგკიდებ და აღარასოდეს გაგიშვებ. ვინც არ უნდა მოინდომოს და რაც არ უნდა მოხდეს შენს თავს აღარავის დავუთმობ.
-აღარასოდეს გამიშვა და აღარც უფლება მომცე რომ ჩემმა სიფიცხემ ისევ მძლიოს და ყველაფერი გავაფუჭო.
-მიყვარხარ.-უთხრა ალექსმა და მანქანის კარი გამოაღო. ქეთის დაჯდომაში მიეშველა. მერე თვითონაც მოუარა მანქანას და ნელა დაძრა ადგილიდან....


საავადმყოფოს დერეფანში ორნი ისხდნენ. თორნიკე და ზაზა.ხმას არც ერთი არ იღებდა. ორივე დუმდა.ექიმის მოლოდინში.მერე ზაზამ ყავა მოიტანა და ერთი თორნიკეს მიაწოდა.
-მაპატიე ძმაო. ვერ დავიცავი.
-რომ დავკარგო ვერ გადავიტან ზაზა.
-გადარჩება ნახავ იბრძოლებს და გამოძვრება.
-ისეთი მხიარული იყო,ისეთი სიცოცხლით სავსე. სადაც მიდიოდა და სადაც ის იყო ირგვლივ ყველაფერი სხვანაირი იყი. ბედნიერებას ასხივებდა, მე კი გვიან გავიგე მისი ფასი.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.აი ექიმი მოდის.
-როგორ არის ექიმო?-დაასწრო თორნიკემ
-ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. იმის პირობებში რომ პატარა საავადმყოფო ვართ, მეტის გაკეთება არ შეგვიძლია.ისე მიკვირს რომ ჯავშანჟილეტი არ ეცვა. ეს როგორ მოხდა?
-როგორ?მე თვითონ შევამოწმე რომ ყველაფერი სწორად გააკეთა.
-როგორ მოხდა ეს ზაზა?-მკაცრად ჰკითხა თორნიკემ
-ხომ გითხარი. საკუთარი ხელით შევუსწორე. ეტყობა გაიხადა ზემოთ რომ იყო. ხშირად ვარჯიშებზეც იხდიდა, ვერ იტანდა. სულ ხუმრობდა ეს უფრო მბოჭავსო.
-მოკლედ გირჩევთ კამათი შეწყვიტოთ და სასწრაფოდ ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანოთ. დიდი შანსია რომ შინაგანი სისხლდენა განვითარდეს და ჩვენ ვერ ვუშველით.
-როგორ?აქ ნუთუ ექიმი არ არის რომ ოპერაციია ნორმალურად გააკეთოს.-აყვირდა თორნიკე და ყავის ჭიქა ისოლა, რომელიც კედელს შეასკდა და მერე ძირს ხმაურით დაეცა.
-ეს სამხედრო ჰოსპიტალია და რა გსაკვირია რომ აქ გინეკოლოგი ან მეანი არ გვყავს. საშვილოსნოა დაზიანებული. გირჩევთ ყვირილს მორჩეთ. დამშვიდდეთ და ვერტმფრენი მოიძიოთ რომ გადააფრინოთ და დრო არ დაკარგოთ.
-დამშვიდდი ძმაო. შუაში ჩაუდგა ზაზა და მისი დამშვიდება სცადა.
-შეგიძლიათ ინახულოთ. მხოლოდ რამდენიმე წუთით.
-თორნიკე ცოტა დამშვიდდა და ექიმს უკან აედევნა. ზაზას კი მიაძახა ბაზაზე დარეკე ვერტმფრენისთვისო.....
ეკას სხეული უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა.სახეზე ფერი დაჰკარვოდა. ტუჩები გაფითრებოდა და ამის მიუხედავად მაინც ლამაზად გამოიყურებოდა მისი სახის ნაკვთები. თორნიკე მოიუხლოვდა საწოლს და მისი ხელი თავის ხელისგულებში მოიქცია.
-მაპატიე ჩემო საყარელო. ჩემო ლამაზო. მაპატიე რომ ვერ დაგიცავი, რომ ახლა აქ ხარ. მაპატიე რომ ჩემს გამო შეგემთხვა ეს ყველაფერი..რას არ დავთმობდი ახალ რომ შენს ადგილზე მე ვიყო. როგორ დაგტანჯე. იბრძოლე გეხვეწები იბრძოლე. გეფიცები ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ, ოღონდ ახლა იბრძოლე და გამოჯანრთელდი.- თორნიკე დაიხარა და შუბლზე აკოცა. თვალებზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი. ცივი შუბლი ჰქონდა გოგოს. ვერ გაუძლო და ცრემლი წამოუვიდა. რამდენიმე ეკას დაეცა სახეზე. მანაც თითქოს იგრძნოო საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა ხელი აამოძრავა და პასუხად აპარატიც ახმაურდა. რეანიმაციაში ექთნები შემოვარდნენ და თორნიკე მას მოაცილეს.
-გარეთ გადით.
-რა ხდება?რა ხდება მითხარით. გთხოვთ.
-ხომ გითხარით სასწრაფოდ მის გადაყვანაზე იზრუნეთ, უპასუხა ექიმმა და გულის ასამუშავებლად დეფიბრლატორი ჩართო. მის წინ რეანიმაციის ჯარი დაიხურა და თორნიკე ვეღარაფერს ხედავდა....

ვახშამმა მშვიდად ჩაიარა. ქეთიმ გამონაკლისი დაუშვა და რამდენიმე ჭიქა შამპანური დალია. ოდნავ შეთვრა და თავს სასიამოვნოდ გრძნობდა. ალქსს მიხუტებდა და მანქანიდან გადასვლა აღარ უნდოდა.
-გვიანია უკვე საყვარელო.
-ვიცი.-მოკლედ მოუჭრა ქეთიმ
-იქნებ შინ შეხვიდე, არ გაცივდე.
-თავიდან მიშორებ?-თავი ასწია ქეთიმ და თვალებში ჩახედა
-არასოდეს. უბრალოდ დღეს ძალიან გადაიღალე და მინდა დაისვენო.
-კარგი წავალ და დავიძინებ. ხედავ რა დამჯერი გოგო ვარ.
ორივეს გაეცინა.
-წამოდი, წამოდი. ამდენი არ უნდა დაგელია. ალექსმა მანქანიდან თითქმის ძალით გადაიყვანა ქეთი.გოგომ ხელი ჩაჰკიდა სახლისკენ წაიყვანა.
-რას აკეთებ.
-არ შემოხვალ?
-გვიანია უკვე. არ მინდა დათოს შევხვდე. ალექსს რაღაც უნდა ეთქვა კიდევ მაგრამ მისმა მობილურმა დარეკა.
-გისმენ ნიკა...-რაა? როგორ? როდის?..-კარგი. არა არ დავტოვებ...
ქეთიმ მისი საუბრიდან ვერაფერი გაიგო და გაკვირვებული მიაცქერდა ბიჭს.
-რა ხდება?-ჰკითხა მაშინვე როგორც კი საუბარი დაამთავრა
-არაფერი. ..აბა წავიდეთ?-თემის შეცვლა სცადა მან
-სანამ არ მეტყვი არსად არ წავალ...გაიბუსხა გოგო
-ღმერთო რა ჯიუტი ხარ..კარგი გეტყვი.დათო საავდმყოფოდან გაიქცა და საფრთხე გემუქრება
-რაა?-შეჰკივლა ქეთიმ
-კარგი დაივიწყე. მე შენთან ვარ.დამშვიდდი.. აბა რაო სად წამოვიდე?მიპატიჟება კიდევ ძალაშია?
-კი.-სწრაფად უპასუხა გოგომ და ბინაში შეუძღვა. ალექსმა კარი შიგნიდან გადაკეტა და გოგოს ზურგიდან მოეხვია.წელზე შემოხვია ხელები. მერე ნაზად ააყოლა ზემოთ.
-რას აკეთებ?გაგიჟდი?-შეცბა ქეთი და თითქოს დენმა დაარტყესო მისი მოშორება სცადა. მაგრამ ბიჭი უფრო მეტად მოეხვია.
-ხომ იცი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?ცემს სცოცხლეზე მტად?
-ვიცი ალექს. მეც ძალიან მიყვარხარ? ქეთი მოტრიალდა და კისერზე შემოხვია ხელები. ტუჩებში აკოცა. მერე ლოყაზე. მერე კისრისკენ ჩაუყვა
-ამ დღეს რამდენი წელია ველოდი.-ჩურჩულებდ ქეთი...
-მაპატიე თავი ვერ გავაკონტროლე,- გამოერკა უცებ ალექსი და გოგოს მოშორდა...
-მინდიხარ...თვითონაც უკვირდა საიდან ასეთი სითამამე, მაგრამ ამ წუთას მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. მთავარი ის იყო რომ გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდა...
-დარწმუნებული ხარ?
-ვგავარ თინეიჯერს რომელსაც შედეგების ეშინია?-გაუღიმა ქეთიმ
-არა.-უთხრა ალექსმა და გოგოს მოეხვია.-არავის მივცემ უფლებას ჩემს გარდა ვინმე რომ შეგეხოს. შენ ჩემი ხარ გესმის ჩემი...
-მე შენს გარდა არავინ არ მინდა.
ბიჭმ ხელში აიყვანა და საძინებლისკენ წავიდა. კარი ხმაურით გააღო და საწოლზე დააწვინა გოგო. მერე სინათლე ჩააქრო და გრძნობით დაეწაფა საყვარელი ქალის ტუჩებს...
დილით ქეთის გაეღვიძა პირველს. ალექსს ძლიერად მოეხვია მასზე ხელები და ვერ ინძრეოდა. ერთხანს უყურებდა მის სახეს და ტკბებოდა მისი ყურებით. მერე ერთი ხელი გაინთავისუფლა, თმის ბოლო აიღო და ნაზად სეუღიტინა სახეზე. ბიჭი შეიშმუშნა, მაგრამ არ გაღვიძებია. ისევ გაგრძელა და თან ეღიმებოდა.
-ვიღაც დაისჯება. ჩაეღიმა ალექსს, მაგრამ თვალები არ გაუხელია.
-გამანთავისუფლებ შენი ბორკილებიდან?
-თუ მაკოცებ კიი.
-ოოო რა დაუნდობელი ხარ. ესეგი ერთი კოცნა..
-ჯერ ერთი მეყოფა..გამოფხიზლდა საბოლოოდ ალექსი და ქალს აკოცა.
-ყავა გინდა?
-კი, მაგრამ უშაქრო და ცოტა ძლიერი რომ გამოვფიზლდე.
-წავალ გავაკეთებ?
-შენ?-გაუკვირდა ქეთის
-პრინცესას ხომ უნდა მოვემსახურო. ჩაუღიმა ბიჭმა და შარვალი სწრაფად ამოიცვა...

******************
ქეთი ნერვულობამ შეიპყრო. აგერ უკვე რამდენიმე საათი გავიდა და ალექსი არ შეხმიანებია. ტელეფონზე დაურეკა და არ უპასუხა. დილით ერთად ისაუზმეს და მერე საავადმყოფოში დატოვა. თვითონ სახლში წავიდა, შეჰპირდა დაგირეკავო. ის კი ჯერ არ ჩანდა. უკვე შუადღე მოსულიყო. არადა შეთანხმდენენ რომ შესვენებაზე ერთად ისადილებდნენ. დროის მოსაკლავად ანას დაურეკა.მოიკითხა. პატარას ამბები გამოჰკითხა. მერე თაკოს ეჭორავა...აღმოაჩინა რომ რამდენიმე დღე გოგოების შესახებ არაფერი არ უკითხვს. შეუთანხმდა რომ საღამოს ერთმანეთსსადმე შეხვედროდნენ.
-იცი რაა ქეთი. ბავშვს ძიძასთან დავტოვებ, ანასთან ვეტყვი და სამსახურში გამოგივლი. თან ისედაც საქმე მაქვს შენთან და თან ერთმანეთს ვნახავთ.
-კარგი თაკო.აბა გელოდებით...
ტელეფონი გათიშა და მაინც ვერ დაწყნარდა. შინაგანად გრძნობდა რომ რაღაც ცუდი მოხდა ან მოხდებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. შეშინდა. ალექსი ეგონა და ისე უპასუხა ნომერს არც კი დახედა.
-გისმენ საყვაერლო...
-როდის აქეთ მომმართავ ასე?-მოესმა დათოს უხეში ხმა.-უკვე საყვარელოც გახდა და აღარ ერიდები ხომ და აღარ მალავ მასთან ურთიერთობას.
-დიახაც შენ კარგად იცი რომ მე ის ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება.
-ხოდა იმისთის გირეკავ რომ გაგაფრთხილო კარგად ვიცი რომ ალექსს ხვდები და დილითაც საავადმყოფოში მან მიგიყვანა. იცოდე არ შეგარჩენ იმას რომ ვერ შემიყვარე და ჩემი არ გახდი. დაემშვიდობე შენ საყვარელ ალექსს. -მან ბოროტად ჩაიცინა
-არ გაბედო და არაფერი დაუშავო, თავი დაგვანებე გესმის? თავი დაგვანებე.. -აყვირდა ქეთი, მაგრამ დათოს ტელეფონი უკვე გაეთიშა. გაბრაზებულმა და განერვილებულმა ალექსის ნომერი აკრფა . ბიჭი ჯიუტად არ პასუხობდ....
თაკომ ანა მანქანით მიაკითხა. ანა უკვე მზად იყო და პატარასთან ერთად ეზოში ელოდა მას. მეგობრის დანახვაზე მისკენ წავიდა და მანქანაში მოთავსდა. ერთმანეთი თბილად მოიკითხეს. მერე თაკო ბავშვს მოეფერა.
-შენ რატომ არ მოგყავს ბავშვები?
-ტასუნა საბავშვო ბაღშია. ლაშიკოს კი ძილის დრო ჰქონდა. ასე რომ მარტო მოვდივარ.
-კარგი წავიდეთ..თაკომ მანქანა დაძრა და ნელა მიდიოდა.პარკთან რომ ჩაიარეს ჩხუბის ხმა შემოესმათ. თავიდან ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ შუქნიშანზე რომ გაჩერდნენ უცებ წინ ნაცნობმა სახემ გაირბინა. გონს მოვიდნენ და დაინახეს რომ ნიკა იყო. ანამ დაუძახა. ბიჭსა არ გაუგია. გარბოდა პარკისკენ. იქით საიდანაც ჩხუბის ხმა მოდიოდა. თაკომ მანქანა გადააყენა გზიდან და გააჩერა.
-რაღაც ხდება თაკო.-თქვა ანამ და ნიკას გააყოლა თვალი.
-აქ იყავი მე ვნახავ. არ გადმოხვიდე შენ...
თაკო ნიკას უკან აედევნა და სწორედ იმ დროს მიუახლოვდა რომ საკუთარი თვალით დაინახა როგორ გაუყარა დათომ დანა მუცელში ალექსს.თაკომ შიშისგან იკივლა. კივილზე მისკენ მოიხედეს, დათომ ხელი გაუშვა ალექსსა და ძმაკაცებთან ერთად გაიქცა. ნიკა და თაკო თითქმის ერთად მივიდნენ ალექსთან.
-ალექს ძმაო როგორ ხარ?
-ნუ გეშინია გადავრჩები. მაგრამ არ შევრჩენ...მოვკლავ იყვირა მან, მაგრამ თაკო რომ დაინახა გაჩუმდა.
-აქ რა გინდა?მიუბრუნდა ნიკა მას.
-შუქნიშანზე გავჩერდით მე და ანა და ამ დროს დაგინახე რომ აქეთ გამორბდი, რა გამაგრძელებინებდა გზას. უკან გამოგყევი.მოდი მოგეხმარები ავაყენოთ და სავადმყოფოში წავიყვანოთ.
ნიკა და თაკო ალექს მხრებქვეშ ამოუდნენ და მანქანისკენ წაიყვანს. გზაში ალექსი სისხლს კარგავდა და უფრო და უფრო ეშვებოდა მისი სხული.
-ქეთის არ უთხრათ.არ მინდა ინერვიულოს.
-გაჩუმდი ბევრს ნუ ლაპარაკობ...
-კარგი რაა თაკო.არ უთხრა გთხოვ არც ის რომ ესს...
უცებ ბიჭმა ენაზე იკბინა
-რომ ეს ჩემმა ძმამ ჩაიდინა ხო?კარგად დავინახე და ამ ყველაფერს მე დავუსვავ წერტილს.შენ კი გაჩუმდი და წამოდი. ძალები დაზოგე....
ანას სისხლის დანახვაზე შეჰკივლა .
-ამის დრო არ არის ანა. მერე აგიხსნი.-მიაძახა თაკომ და საჭეს მიუჯდა. ნიკამ უკანა სავარძელზე მოათავსა ალექსი.გზაში მოულოდნელად მან გონება დაკარგა.
-თაკო იჩქარე თორემ რაღაც ვერაა საქმე კარგად.-მიაძახა ნიკამ და ჭრილობას ხელით აწვებოდა რომ სისხლი შეეჩერებინა. მერე მაისურ გაიხადა და მის ჭრილობას დაადო.
თაკომ და რამდენიმე წუთში საავდმყოფოს ეზოში გაბმული სიგნალებით შევარდა დიდი სიჩქარით.
-ნელა შუმახერ არ დაგვამტვრიო.-გაეხუმრა ნიკა
-ხუმრობ კიდეც?-შეუბღვირ თაკომ და მანქანიდან გადავიდა. მიმღებში შევარდა და იყვირა
-მიშველეთ. დაჭრილი მყავს მანქანაში, უგოოდააა....

ქეთი დაიბნა როცა მიმღებში არეულობა დაინახა. თაკო იცნო მხოლოდ. მეგობარი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. შორიდან ვერაფერი გაარჩია და სწრაფად დაეშვა კიბეეზე მეორე სართულიდან...ალექსი რომ დაინახა უგონოდ საკაცეზე ერთ წამს გონება დაებინდა. მაგრამ მალე გამოფხიზლდა და თემოს გვერდით ამოუდგა...
-მე გვაკეთებ ოპერაციას
-კარგი მაგრამ მეც შენს გვერდით ვიქნები და მარტო არ შეგიშვებ საოპერაციოში.....
ჭრილობა არც ისეთი ღრმა აღმოჩნდა და საშიში. სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანოები არ იყო დაზიანებული. მალე დაასრულეს. ალექსს დამამშვიდებელი გაუკეთეს და პალატაში გადაიყვანეს. ქეთიმ წვეთოვანი შეუსწორა საყვარელ ადამიანს. მერე გასაფარებელი გადააფარა რომ არ შესციებოდა და მოსაცდელში გავიდა,სადაც უკვე ელოდნენ ნიკა. თამუნა, ანა და თაკო. პოლიცია რომ დაინახა შეცბა. მაგრამ მაინც თამამად მივიდა მათთან
-რა ხდება?
-არაფერი ქეთი.
-როგორ არაფერი ნიკა.მე დავურეკე-თქვა თაკომ
-შენ?რატო?-გაუკვდა ქეთის.
-ბატონო გამმოძიებელო მინდა ჩვენება მოგცეთ, დავინახე ვინც დაჭრა ჩემი მეგობარი
-თაკო იქნებ არ გინდა, მაინც შენი ძმაა..-
-არა ნიკა. მე მოვუღებ ბოლოს ჩემი ძმის ბოროტებას.
-მაშინ ქალბატონო განყოფილებში უნდა წამობრძანდეთ.
-წავიდეთ.თაკო თამამად გაჰყვა მათ.
-ნიკა რა ხდება? ვინ დაჭრა ალექსი?
-მაპატიე ქეთი, თაკოს გავყვები. მარტო ვერ გავუშვებ. ანა გეტყვის ყველფერს.ნიკა უკან აედევნა გამომძიებელს და თაკოს....
-გამაგებინებთ რა ხდება ანა?
-დათო იყო თავის ძაკაცებთან ერად. ჩვენი თვალით დავინახთ.
-არაკაცი,ახლა მესმის რატომაც დამირეკა. და გამაფრთხილა. ამიტომ მიგრძნობდა გული ცუდს.
-წავალ მე. ბავშვი ცოდოა დაიღალა და ვეღარ ვაჩერებ. უკვე ჭირვეულობს.
-წადი ანა წადი. არადა როგორ მინდოდა ერთი კარგად გვეჭორავა და ყავა დაგველია.-
-სხვა დრს მეგობარო. წადი ალექსს მიხედე. ხომ ვიცი რომ გული იქით მიგიწევს.გაეცინა ანას დადაემშვიდობა. ქეთიმ მეგობარი გააცილა, ტაქსში ჩასვა და თვითონ ალექსთან წავიდა....
რამდენიმე საათი გავიდა.ალექსს ისევ ეძინა. შუაღამე იყო. პალატში ის და თამუნა ისხდნენ და მის გაღვიძებას ელოდნენ.
-იქნებ წახვიდე თამო სახლში და დაისვენო. გაჰყოლოდი შენს მშობლებს.
-იყოს ჩემს ძმას ვჭირდები...
ამ დროს ნიკაც მოვიდა. ჩუმად შემოვიდა და თამუნას მიუსკუპდა გვერდით.
-თქვენ როდემდე უნდა დამალოთ თქვენი სიყვარული?-გაეღიმა ქეთის
-ჩვეენ? -ერთხმად თქვეს მათ
-ხო ეს ხომ უკვე შესამჩნევია,..
-არადა არვის არ შეუჩნევია-გაეცინა ნიკას და თამუნას ხელი მოხვია.გოგომ დაიმორცხვა და გაწითლდა
-ხომ ვიძახდი სადღაც ახლოსაა ჩემი ანგელოზი და მას ვიპოვი-თქო. აი ვიპოვე ჩემი პატარა...ნიკამ ლოყაზე აკოცა გოგოს.
-ძალიან მიხარია
-ალექსს არ უთხრა ხო?
-არაფერს ვეტყვი,მაგრამ მგონი ჯობია რომ იცოდეს.
-ჯერ არა ქეთი. მალე ვეტყვი დამიჯერე.
ამ დროს საუბარში ისე გაერთნენ რომ ტელეფონის ხმა გამოეპარათ.
-ტელეფონი გირეკავს ქეთი
-ნეტავ ამ შუაღამისას ვინ უნდა იყოს?-ჩაილაპააკა და უპასუხა.
-ქეთი თორნიკე ვარ. სასწრაფოდ მჭირდები...
-რა მოხდა რა ხმა გაქვს?ეკას ხომ არაფერი მოუვიდა?
-ეეკა მძიმედ დაიჭრა. ახლა ცენტრალურ საავდმყოფოში გადაგვყავს მაგრამ იქ კარგი ექიმი არ ვიცი და იქნებ დამეხმარო. შენ ხომ იქ მუშაობდი. თან ეკას შენს გარდა ვერავის ვანდობ.სწრაფად მიაყარა თორნიკემ
-რაა?დაჭრილია?მძიმედაა?გაგიჟდი? ეკა..?ქეთი სიტყვებს ვერ პოულობდა....-მოვდივარ.მალე მანდ ვიქნები...
-რა ხდება ვინ დაიჭრა?
-ეკა დაჭრეს დ მძიმედაა. ნიკა დედაქალაქში მივდივართ. თამო ალექსთან დარჩი და არავის არაფერი არ უთხრა. არ მინდა ინერვიულონ.
-მეც მოვდივარ მარტო არ გაგიშვებთ.-წამოხტა ის. კამათის დრო არ იყო, ქეთიმ სასწრაფოდ გასცა განკარგულებები. თემოს ჩააბარა სააავადმყოფო და პაციენტები. საჭირო ნივთები ერთ ჩანთაში ჩაყარა და მანქანაში ჩაჯდა.უკან თამუნა დაჯდა. საჭეს ნიკა მართავდა.
-ღმერთო გადაარჩინე, მიმასწრებინე გთხოვ.-ჩურჩულებდა ქეთი და ტელეფონში ნომერს ეძებდა.შუაღამე იყო უკვე. ზარს კი არავინ პასუხობდა...
-როგორც იქნა მიპასუხე. გიგა როგორ ხარ?სად ხარ?
-რა მოხდა?წესივრად ვერ ლაპარაკობ ქეთი?
-სად ხარ გიგა?
-სახლში. ეხლახანს მოვედი...
-გიგა გეხვეწები მიშველე.ატირებას არაფერი უკლდა ქეთის
-რა მოხდა?დამშვიდდი და ამიხსენი
-გიგა საავდმყოფოში უნდა დაბრუნდე. ეკა დაჭრეს. მძიმედაა. ახლა თორნიკე გადმოაფრენს ვერტმფრენით და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. არაფერი არ ვიცი მე უკვე გზაში ვარ. ოპერაციაზე უნდა დამეხმარო
-ახლავე წავალ ქეთი შენ არ ინერვიულო. ეკას ვუშველით.გიგამ ტელეფონი სწრაფად გათიშა და მანქანიდან არც გადასულა ისევ დაქოქა და დიდი სიჩქარით გავიდა გზატკეცილზე...



№1 სტუმარი Guest nita

dzaan momcons es istoria.male dade raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent