ღამე ორი ცის ქვეშ (სრულად)
უცნაურია, მაგრამ მას სოციალურ ქსელში „ მე ვარ ლექსი“ ჰქვია.თავიდან რომ წავიკითხე მისი სახელი მეგონა მერიდითის დის („გრეის ანატომია“) და გამიკვირდა,ბიჭი არ არის-მეთქი, თუმცა მალევე გავაანალიზე,რომ სიტყვა ლექსი პირდაპირი მნიშვნელობით იყო ნახმარი და სულაც არ იყო მეტამორფული შინაარსის მატარებელი. ჩვენი საუბარი საინტერესოდ დაიწყო,ლიტერატურასა და შემოქმედის გიჟურ ბუნებაზე გავაბით ბაასი,თუმცა ეს არის იყო ჩვეულებრივი მიმოწერა,თითქოს რაღაც მაგიური ძალა ჰქონდა თითოეულ გაგზავნილ „ესემესს“. საათ-ნახევარი ისე მალე გავიდა,რომ ვერც კი გავაანალიზე.გული დამწყდა,როცა მომწერა,ახლა გავდივარ,მერე მოგწერო.მახსოვს,როგორ ვკითხულობდი მის ლექსებს,რომლებიც ძალიან მხიბლავდა.ჩავყვებოდი მის პოსტებს და თავი სულ სხვა სამყაროში მეგონა. მისი პირველი ლექსი,რომელმაც დამიყპყრო იყო „ქალი დგას ქუსლებზე“.განსაკუთრებით შემდეგმა სტროფებმა ჩამაფიქრა:“მოწყვეტილ ვარსკვლავზე ჩანაფიქრს მაგონებს. ოცნებობს, ოცნებობს, დილამდე დილიდან!“ ჩამოვყვები მის „თაიმლაინს“ და თითქმის მის სამყაროში ვიჭრები.უცნაურია,ასეთი განცდა ჯერ არასდროს მქონია.რამდენიმე ლექსს ვკითხულობ,შემდეგ კი ცოტა არ იყო კომიკურ პოეზიას ვაწყდები,ლექსს „ჰარმონია“ ჰქვია.ბოლო სტროფზე მეცინება,რატომ,არ ვიცი: „საღამო მოდის ცეკვით, ლამის, თეძოებს არხევს... ახლა, ყველაფერს გეტყვით, ოღონდაც, ჩვენში დარჩეს!..” ემოციებით დახუნძლული ძლივს ვანებებ თავს ინტერნეტს და გრძელ დერეფანს მივუყვები,ბინის ცენტრს წრეს ვარტყამ..ვგრძნობ,რომ თავში ათასი აზრი მიტრიალებს,ერთზე ვერ ვჩერდები,თითოეულ წამს იმ უცნაური ბიჭისკენ მიდის ჩემი გონება,ვერ ვხვდები,რატომ,თუმცა შემდეგ თავი ხელში ამყავს და დაქალს,დეას,ვურეკავს.ის მთავაზობს,რომ მასთან ერთად გავისეირნო.მართალია,სახლიდან ფეხის გადგმა მეზარება,თუმცა მიწევს,ვიცი,როგორი ახირებული ხასიათი აქვს დეას. ჩვეულად ვატარებთ დროს,მის დიდ სახლში ავდივართ,სადაც სხვა ბავშვების გვხვდებიან და „ფართის“ სტილში ვერთობით.სახლში გვიან ვბრუნდები,ჩემს ოთახში შევდივარ,ფანჯარას ვაღებ,მიხარია,ძლივს დაუბერა ნიავმა-მეთქი,ვიღიმი და საწოლიდან ლეიბს ვიღებ.მირჩევნია ძირს დავწვე,უბერავს მაინც.ცნობილია,დაბლა უფრო ნაკლებია ტემპერატურა,ხშირად გამიგია მაღალი ადამიანებისგან,ვიჩაგრებით ამ სიცხეშიო. დასაძინებლად ვამზადებ ახალ „საწოლს“,საათს ვუყურებ,შორტის თასმას ვიხსნი,ფეხებს სათითაოდ ვყოფ,მერე ზედასაც ვიშორებ და ჩემს საყვარელ ღამის პერანგს ვიცვამ. შემდეგ ნაუშნიკებს ვათავსებ ყურებში და ლეიბზე ვეხეთქები.”million years ago” იწყებს სვლას და მახსენდება დრო,როცა ამ სიმღერას საათობით ვუსმენდი ხოლმე. რატომღაც ხელი გამირბის „მე ვარ ლექსის“ პროფილისკენ,სადაც ვაწყდები ზუსტად იმავე სიმღერის ლინკს,რომელსაც ვუსმენ და მეღიმებაა..“დღეს ამით მოგიკითხავს“-დანართზე უცნაურობა მიპყრობს,თითქოს გულში სითბო მეღვრება..ასეთი ყურადღებიანი ახალგაზრდა...ისევ მიიწევს წინ ჩემი ფიქრები,მიაპობს ტალღებს.. 12:19 ნახევრად მაფარია თხელი გადასაფარებელი,ზემოთ ვიყურები,თვალებს ზოგჯერ ვხუჭავ და მუსიკას ვუსმენ,ისევ იმავე მუსიკას... „დარწმუნდი? ეს უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი ლექსის სათაურია:“მე ვარ ლექსი“ ასე ქვია..მარიამობას გილოცავ,მრავალს დაესწარი!“-მისი მოწერილი სითბოს მიასმაგებს,ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მუცელში თბილი ტალღები მიაპობენ თითოეულ ორგანოს და გარეთ რიყავს.მადლობას ვუხდი და ვწერ,რომ ყველაფერი გასაგებია ჩემთვის.ამის შემდეგ მისი ემოციური მოწერილი მომდის,ვფიქრობ,უგრძვნია-მეთქი... „იცი, ბევრი ფიქრი არ უხდება,უბრალოდ,ხანდახან ხმამაღლა უნდ იყვირო,ყველაფერი გვერდით გადადო,შენი საყვარელი ლექსი წაიკითხო და ტანში ჟრუანტელმა დაგიაროს..“-ჰმ..მის სიტყვებზეც კი მივლის ჟრუანტელი..ნეტავ,რა იქნებოდა,ჩემს წინ რომ იდგეს-მეთქი-ვფიქრობ და მახარებს ეს იდეაა,იქნებ ასეც მოხდეს-მეთქი. რეალისტი გოგონა თითქმოს ძლიერ ოპტიმისტად ვიქცევი,ნამდვილას,ასეა-მეთქი,ვწერ და ისევ მეღიმება.ვინმე რომ მიყურებდეს,იფიქრებდა,შეშლილია ეს ვიღაცაო. ჩვენი მიმოწერა ჩვეულებრივი არაა,ის უფრო სხვანაიარია...მეუბნება,რომ ისიც ფეთქებადია,ცოტაოდენი ამბიცია აქვს ლექსების საკითხში,ისე ჩვეულებრივი ადამიანია..“სიყვარულზე ვოცნებობ,ორმხრივსა და ლამაზ გრძნობაზე..თითქმის უნაკლო ურთიერთობაზე...“ მიკვირს მისი ოცნება,ასე ჯერ არც ერთ ბიჭს უთქვამს.ალბათ ბევრს უნდა მასთან ურთიერთობა,ალბათ ბევრი ეფლირტავება ხოლმე,ის ხომ გამგები,მზრუნველი და საშინლად რომანტიკოსი ჩანს... რემარკს არ ჩამოუვარდება-მეთქი-მეღიმება და თავს ბალიშზე უფრო მაღლა ვწევ.ძალიან პირადულ რამეებსაც კი მიყვება საკუთარ ბავშვობასა და ოჯახზე...მასზე ისეთ რამეებს ვიგებ,გული მეწვის...ჟრუანტელი მივლის მთელი ტანში და ვფიქრობ,ალბათ უმწეო ბავშვი დამესიზმრება-მეთქი..ცოტა არ იყოს ვშინდები,თუმცა მის ისტორიას ყურადღებით ვკითხულობ.როგორი საინტერესო ადამიანია? ან მისი „ბექგრაუნდი“ როგორო ჩამთრევია-მეთქი..ალბათ, არ უნდა, მასზე დავწერო, თორემ საკმაოდ საინტერესო რომანი გამომივიდოდა-მეთქი...ეს ყველაფერი სურვილად რჩება,სხვის ცხოვრებაში ხელები არ უნდა ვაფათურო და არც ცხვირი,ეს ბავშვობიდან ვიცი,ვიცი,რომ ადამიანებს არ უყვართ პირადი ცხოვრების აფიშირება.. სასიამოვნო თემაც მოიწევს წინ,თითქოს მოგონენები ტივტივდება მის გონებაში..მეუბნება,რომ სულ შეყვარებული იყო,მესამე კლასიდან გოგონებს ლექსებს უწერდა...საკუთარ მარტოსულობასაც ეხება..სიღრმისეული და გულწრფელია,მიკვირს,ასეთი ნდობა როგორ დავიმსახურე...გულს ოდნავ მეც ვუშლი.. ზრდილობასა და თანამედროვე ახაგაზრდებზეც ვარდება სიტყვა,გოგოსთან უზრდელი არასდროს ვარო,თუმცა ზოგჯერ “dirty mind”-ს ვურთავ ხუმრობებში,თუმცა უკვე ამასაც გადავეჩვიეო..მიყვება, თუ როგორ დაიხვეწა,შეიცვალა და მეც ვიხიბლები მისი პიროვნებით,მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი კრიტერიუმები მაქვს ბიჭის შეფასების,ეს ყველაფერი უკან იხევს და თითქმის მავიწყდება კიდეც.. ის უცნაური ბიჭია... სოფელ ჯიხაიში ვიყავი,თუმცა რა სოფელი, „ტრიუმფალური თაღი“ ავიღე და პარიზში ვიცხოვრეო...ვფიქრობ,ბევრი საერთო გვაქვს...მეც ხომ ვგიჟდები კეჟერაძისეულ დასვენებაზე. “ღვთაებრივ კომედიას“ ვკითხულობ,თუმცა მაინცდამაინც არ მითრევს-მეთქი-ვეუბნები...ლიტერატურაზე საუბარში მიყვება, ეს უკანასკნელი მასაც უყვარს ..მგონი,პირველი ბიჭია მათ შორის,ვისაც ვიცნობ,რომელსაც ლიტერატურა ასე უყვარს.. როგორც ვიგებ,მისი საყვარელი წიგნი „სამოსელი პირველია“,ხოლო მისი საყვარელი პერსონაჟი-დომენიკო...ღმერთო,რა საყვარელია! ცოტა ხნით სამყაროს ვწყდები..ის სხვებს სულ არ ჰგავს! ჩემს გარშემო ბიჭები ხომ მხოლოდ ფეხბურთზე,ქალებზე და აზრტულ თამაშებზე საუბრობენ... ის ამბობს,რომ დომენიკოა,ოღონდ შეცვლილი სახელით...ამბობს,რომ მისნაირად ცხოვრობს,მის გზას სწავლობს ცხოვრებას,ანუ ითვისებს მეგობრობას,სიყვარულს,სიკეთეს,ბოროტებას,გულწრფელობასა და პატისნებას არსს... „იცი, ხშირად რომელი წიგნიდან ამომხტარი ლიტერატურული გმირი მგონია თავი...მგონია,რომ უცხო სამყაროში მოვხვდი და აქ არაფერი მესაქმება...“-ღმერთო! თითქოს ჩემს გულშია..მეც მსგავს რამეს ძალიან ხშირად ვგრძნობ... შემდეგ ჩვენი საუბარი უფრო სხვა ექსტაზში გადადის...რაღაც უფრო ამაღელვებელ ფონს იფერებს... „აუ,ახლა იცი,რა მინდა?მინდა,ისეთი რაღაც გითხრა,რომ ოდნავ წამოწითლდე და სითბო იგრძნო,რაღაც წამიერი,უცებ რომ გაგივლის ისე,თითქოს ვერც გაიგე,რა მოხდა..“-მეღიმება და წარმოვიდგენ იმ სითბოს,რომელსაც ჩემთვის არ დაიშურება „მე ვარ ლექსი“.სასიამოვნო შეგრძნება იქნებოდა-მეთქი-ვპასუხობ და გულში მეღიმება...თითქოს ნიავი წყდება,ჰაერიც იხუთება,გადასაფარებელს თითქმის ბოლომდე ვიხდი და ფეხს ფეხზე ვიდებ..ისევ ცხელა! თუმცა,სად ვარ?! რომანტიკული ფრაზების უშველებელი გროვა მოდის ჩემკენ..დავიმალო? გავიქცე? არა,რა სისულელეა..მე ეს მინდა,მას არც კი ვიცნობ ნორმალურად,მაგრამ მასთან საუბარი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს...რატომაც არა! დაე,ამეფაკლოს სახე მისი სულიდან ამოსული რომანტიკით...რომატიკით,რომელიც უკვდავი,უბერებელი ჩანს,რომანტიკით,რომელიც უბრალოდ არსებობს და ყველას თან იყოლებს... „როცა მე ყველაფრით დავიღლები,როც ერთადერთი გამოსავალი სიკვდილი იქნება,მაშინ მოვალ შენთან,აკანკალებულ ტუჩებზე თითებს გადაგისვამ,თმებს მხრებს უკან გადაგიყრი და გეტყვი,რომ არსებობს სიგიჟე,რომელსაც შენი სახელი ჰქვია! მერე? მერე გაკოცებ და ზურგშექცევით,თავჩაღუნული გეტყვი,რომ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის,იმისათვისაც კი,რომ არსებობ!“-ემოციებს ვერ ვიკავებ,აღმაფრთოვანებელი სიტყვებია-მეთქი...ვეუბნები,რომ დამბურძგლა და ასეა,მართლაც! ძალიან მინდა,გადმომედოს მუხტი,რომელიც მისგან მოდის..ასეც ხდება! შესანიშნავია! ცოტას ვეკეკლუცები კიდეც,რეალობაში ავწითლდებოდი კიდეც-მეთქი...თუმცა,ის არ მეთანხმება და მოულოდნელად მპასუხობს: „შენ მე უნდა მნახო,თვალწინ მედექი,შენი აკანკალებული ტუჩებიც კი წარმოვიდგინე,ახლა,როცა შუაღამემაც გაიარა და თავს დედამიწაზე ყველაზე მარტოსულ ადამიანად ვგრძნობ,არავინ და არაფერია ამ წამს ჩემთვის შენზე ძვირფასი!“-ჩემი დამუხტვა უნდა...რას აკეთებ? გაები?-ბობოქრობს შინაგანი ხმა...თუმცა,რა მნიშვნელობა აქვს...მე ეს მსიამოვნებს.. „ჰოდა,წარმოვდგინე,თუმცა ვერ ვხედავ ჩემს სახეს,არ ვიცი,ავწითლდი თუ არა..ისე მთელი ხიბლი იმაშია,რომ,როცა მარტოსული არ ხარ,როცა მხიარული ხარ და ცხოვრება გიხარია,მაშინ იყოს შენთვის ადამიანი ძვირფასი..“-ვწერ და მეღიმება..მეორე წამს საკუთარ თავს ვუბრაზდები..ასე შორს მიტოპავ? საით მიექანები,ილაიდა?! „მხიარულად ვგრძნობ თავს,მაგრამ იმისთვის,რომ შენ ჩემთან მოხვიდე,საჭიროა,მარტოსული ვიყო!“-რომანტიზმის რა დონეა,ვასილ?! მისი სახელიც როგორი უცნაური,ამოუცნობია...მერე მთლად მაკვირვებს,რომელიღაც ფილმის პერსონაჟს მაგონებს,როცა მწერს: „ოდესმე ვინმეს უკოცნია შენთვის? ჩემთვის არა..ალბათ,მიხვდი,რასაც ვგულისხმობ..“-მის „ესემესზე“ სიცილი მიტყდება..ძალიან მიამიტი ხომ არაა-მეთქი,ვფიქრობ,შემდეგ კი ვპასუხობ: „არა,არ უკოცნია...მივხვდი,მართლა პირველკლასელი ხომ არ ვარ?!“-ვეკითხები ირონიით და ტელეფონს მეორე მხარეს ვდებ,სუნთქვას ვირეგულირებ და ისევ ვუბრუნდები ჩვეულ მდგომარეობას..პირდაპირ იგებს ისევ..უცნაურია! „ეგ არ მითქვამს..უბრალოდ,მინდოდა,დაკონკრეტებისგან თავი შემეკავებინა...ასეთ რამეებზე მეტაფორულად უნდა ისაუბრო,უფრო ლამაზად ჟღერს...“-მეტაფორული საუბრებით გატაცებული პირველი ბიჭია,ვისაც ვიცნობ-მეთქი,ვფიქრობ... დრო ძალიან მალე გადის..საათი საათს მისდევს წამზე სწრაფად...მიკვირს,მიკვირს! სანამ შენ გინდა,მანამდე ვისაუბროთო...მეც არ ვეწინააღმდეგები,მაინტერესებს,რამდენ ხანს გაძლებს... უფრო ჩამთრევი და სასიამოვნო საუბრები მიდის...თავი როლში მგონია... უცნაური გრძნობებისა და შეგრძნებათა მორევში მივდივარ....ახლა გადაიჩეხები!-მაფრთხილებს ქვეცნობიერი... 5:30 „არ მეგონა, ასე თუ შევტოპავდიი..“-სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ,თუმცა ეს შოკისებულ მდგომარეობას არ გამორიცხავს,ნამდვილად..ვპასუხობ და ანერვიულებული გვერდით ვდებ ტელეფონს...თვალს ვხუჭავ და ცოტა ხანში ვუპასუხებ-მეთქი,თუმცა მალევე მეძინება...სიზმარში ვერაფერს ვხედავ...ტკბილად მძინავ,თავისუფლებას მიერეკება დრო ძილის წამეებს,რომლებიც ადგენენ საათს.. პარადოქსულად ჟღერს ალბათ,რომ ერთ საათში მეღვიძება და სულ არ ვგრძნობ მოთენთილობას,პირიქით,ძალიან ენერგიულად ვარ...ვგრძნობ ძარღვებში მოარულ სისხლს,რომლის სიჩქარე აჩქარებულია.... შევდივარ „ფეისბუქზე“ და მის „ესემესს“ ვკითხულობ,მეღიმება და ერთ -ერთ ფრაზას ხმამაღლა ვკითხულობ: „ჰო,ვერც ნაწარმოების შესავალში ვერ გაიგებ,ბოლოს რა ხდება..“-სასიამოვნოაა...ის უცნაურია..ვასილი ყველაზე უცნაური ბიჭია მათ შორის,ვისაც ვიცნობ...ის თითქოს სხვა სამყაროდაანაა,ჩემი სამყაროდანაა...ის თითქოს ჩემიანიანია,თითქოს ერთ სამყაროს მოვწყდით ორივენი.. მახსოვს, წუხელ რა მითხრა..სიყავრულის ახსნაც ახსენა და ძალიან აღელვებული ჩანდა,სიმპათიებს ვერ მალავდა..თუმცა ეს უფრო აფექტად ჩავთვალე...აბა,რა უნდა მეფიქრა,როცა მწერდა,თვალებში რომ გიყურებდა,ახლავე აგიხსნიდი სიყვარულსო...ეს მეზედმეტასავით.. ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და სავარჯიშოდ გავდივარ,თან მახსენდება მისი ერთ-ერთი უსახელოს ლექსის სახელი: „ვერ ვფრინავ, ცალი ფრთით დავდივარ... ჩამკიდე ხელი და გავფრინდეთ! „ ღმერთო,ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მასთან ერთად გაფრენას ვაპირებ... „ბედი აბსტაქტული ცნებაა და მას ირონია არ გააჩნია... სწორედ, ამიტომ მიყვარს მასთან თამაში!“-მისი სიტყვები ისე მახსენდება,თითქოს ჩემი იყოს და სითბო მეღვრება გულში... საათი უკვე ნელა იწყებს მოძრაობას... მართალია, მთელი ერთ საათზე მეტ ხანს არ მიძინია,თუმცა არ მეძინება და ალბათ არც დამეძინება...ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე გრძელი და თან მოკლე ღამე იყო.... „მე ვიცი, ვიცი, რომ დაგაკლდი... თან ისე, ანბანს რომ ხმოვნები მოაკლო!“-ისევ ვასიალის პოეზია მახსენდება და უცნაური გრძნობ ამეუფლება...ნეტავ რატომ? ზუსტად 24 საათის წინ გავიცანი,თუმცა ძალიან ახლობელი მგონია..ჩემს ოთახში შევდივარ,ვიღებ ტელეფონს და მაშინვე სოციალურ ქსელში შევდივარ...გული ზემოთ-ქვემოთ მოძრაობას მიწყებს,როცა ვხედავ,რომ ვასილი ონლაინშია... “დილამშივიდობის“-ვკითხულობ და მეღიმება,ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ეს მისალმება კი არა რაღაც საოცარი რამ იყოს.წელში ვიმართები და ვხტები,ლამისაა ჭერს მივწვდე.სასაცილოა,ალბათ...რომელი პათეტიკური მე ვარ?!-ვეკითხები საკუთარ თავს,თუმცა ფიქრის დრო აღარ მაქვს,უნდა ვუპასუხო ვასილს... „ვიფიქრე,რაღაც ეწყინა..ვსო,ვეღარ მიტანს-მეთქი“-მის მოწერილზე მეცინება..რა სისულელეა-მეთქი ვპასუხობ... მალე ვემშვიდობებით ერთმანეთ,სამწუხაროდ.. „მოკლედ,წავედი ახლა...მერე მოგწერ,ან შენ მომწერე,ან რა ვიცი..თავისუფლები ვართ ყველაფერისგან და ყველაფერში...დროებით,აბა“-ბოლოს გულის სმაილი და მიმოწერა სრულდება.. რა ვიცი,აბა რას ნიშნავს?-ვეკითხები საკუთარ თავს,შემდეგ ვცდილობ,ზედმეტი ფიქრი მოვიშორო..ეს ხომ უბრალო „ჩატია“..განა ადრე ვირტუალურად არავის დავუინტერესებივარ?! მას არ აქვს ფიტნესფორმები,ცხოვრებაში ერთხელაც არ უვარჯიშია ალბათ..ის მე არ მომწონს,ჩემი კრიტერიუმები სულ სხვანაირია,მას არ მივწერ,თუ მომწერა,თავს ავარიდებ...გადაწყვეტილებას ვიღებ და ღიმილით ვაერთებ ტელეფონს დასატენად..სამზარეულოში გავდივარ,რამეს შევჭამ-მეთქი,დილას საზამთროს მეტი არაფერი მინდა,მაგიდას ვუჯდები და თან საათს ვუყურებ,დღეს კლასელებმა შეხვედრა დავთქვით,ორ საათზე ვიკრიბებით,წყნეთში უნდა ავიდეთ,სადაც ერთ-ერთ მათგანს აგარაკი აქვს.დიდად არ მიყვარს მსგავსი შეკრებები,თუმცა უარს არ ვამბობ,ურთიერთობებისთვის ესეც საჭიროა. ფიქრებს თავს ვანებებ,როცა დედაჩემი შემოდის.ლია მაცივრის კარს აღებს,მაწონი გამოაქვს და წინ მიჯდება,მეკითხება,რომელ საათზე დავბრუნდები წყნეთიდან,მეც ვპასუხობ,ღამის ორზე დავიშლებით-მეთქი,ის თავს მიქნევს და აგრძელებს ჭამას. თავს ვიწესრიგებ და შემდეგ დედაჩემს ვადგები,მანქანა მათხოვე,დღეს არსად მიდიხარ-მეთქი...ძლივს ვითანხმებ და გასაღებით ხელდამშვენებული გავდივარ სახლიდან.მინდა,ახალი სპორტულები ვიყიდო,დროც მაქვს..დეას მაინცდამაინც არ უყვარს :შოპინგი“,ამიტომ ხშირად მარტო მიწევს წოწიალი,ეს მომწონს კიდეც... სიამოვნებით დავწოწიალობ ერთი მაღაზიიდან მეორეში,ვათვალიერებ ყველაფერს და ბოლოს ვირჩევ..სპორტულ შორტსა და მაისურს ვყიდულობ „ნაიკის“ მაღაზიაში,მიყვარს ეს ფირმაც,ბოტასებსაც ვაყოლებ,ვინაიდან ფასდაკლებაა და დარჩენილი ფულით დეასთვის ვყიდულობ ე.წ გასახდომ შარვალს,ოფლი კარგად გამოდის..იქნებ ივარჯიშოს და საკუთარ ორგანიზმს ოფლის გახშირებული გამოყოფილის უფლება მისცეს..იმედია,ტყუულად არ დამახარჯინა 50 ლარი-მეთქი,ვფიქრობ და მაღაზიიდან გავდივარ..ცხელა და ნაყინი მინდება,თუმცა უარს ვამბობ,ჯანსაღი ცხოვრება არ არის გლუკოზაში. მანქანაში ვჯდები და ვქოქავ..ნელ-ნელა სახლისკენ მივდივარ,დრო ბევრი დამრჩა,არ მეჩქარება...რამდენიმე წუთში შიმშილი მიტევს,მანქანას ვაჩერებ და მაღაზიაში ორ ცალ ბანანს ვყიდულობ. ვჭამ და თან ვმართავ ერთდროულად,ლიას რომ დავენახე,მომკლავდა..ცოტა ხანში მდგომარეობა იცვლება,საჭესთან დეა ზის და ახლა ის ილუკმება,ჩიფსებს იყრის მუჭებით პირში და თან სიცილით სკდება,არ დაგვღუპო-მეთქი,ვეუბნები,თუმცა არაფერი ესმის.უკან რამდენიმე ბავშვი ზის,ისინიც ხარხარებენ.. -გოგო,რა გაჩუქე გაიხსენე..-ვეკითხები დეას,რომელიც გამოტენილ პირს ძლივს ამოძრავებს. -რა მაჩუქე?-სიცილს ისევ ვერ იკავებს,შეშლილი იუმორი აქვს ამ გოგოს. -შარვალი,რომლითაც უნდა ჩამოირეცხო ეგ ცხიმები.. -აჰ,შენ მაგისი გჯერა?!-მიყურებს და თვალს მიკრავ..არა,გავგიჟდები,50 ლარი ტყუილად დამახარჯინა ჩემნაირ ეკონომიკურად მცხოვრებ ადამიანს...მერე დაველაპარაკები ამაზე,დილას ჩემთან ერთად წავიყვან ხოლმე სავარჯიშოდ. მუსიკას ვუსმენ გზაში და ვასილზეც მეფიქრება..სოციალურ ქსელისკენ გამირბის ხელები,შევდივარ და „თაიმლაინზე“ მის ლექსს ვაწყდები..უდავოდ ნიჭიერი ბიჭია,მე კი მინდა,გულქვა ვიყო,აშკარაა,საშინლად მიზიდავს.. მისი ახალი ლექსის პირველ სტროფს ვკითხულობ: და ვბურძგლავს.. „მინდვრებმა შეგმოსეს, კესანე, ცვარია, თუ მართლა ტირიხარ? ღრუბლები ამინდებს კემსავენ, მე, შენკენ მოვილტვი, ირიბად.“ რა იყო,ლექსი არ წაგიკითხავს,ილაიდა?!ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ვიღაც გულში მიყოფს ხელს და ნაზად მეფერება...პარადოქსული ფიქრები მიპყრობს,ხან რას ვედები და ხან რა..ამასობაში შეჩერებას ვგრძნობ,აი,მოვედით კიდეც... დიდი ხანია არ დამილევია.ახლა ჩემი ზეობის ხანა მოვიდა,ნუთუ,სხვა ვერაფერსზე ვფიქრობ? მეგობრებს სათითაოდ ვკოცნი,დიდი ხანია არც ერთი მათგანი მინახავს,ეროვნულებმა ხომ გადამიყოლა,თუმცა,რაც მთავარი,ახლა სტუდენტი ვარ. მეორე სართულზე ავდივართ,რაღაცები იყიდეს და მაგიდა უნდა გაშალობ,ალბათ მეც დავეხმარები,თუმცა ჯერ მეორეჯერ უნდა წავიკითხო ვასილის ლექსი,რომელიც ელექსირად მექცა... ნოსტალგიები იღვიძებს..მახსენდება დრო,როცა მოსწავლე მერქვა და ამ ბავშვებს ყოველ დღე ვხედავდი...რა მალე გადის დრო.. ამდენი ხნის მერე ვხედან ჩემს კლასელს,რომელიც სამართალზე სწალობს;ართალია ისტოიულზე არ ჩაუბარებია,თუმცა ჩემთვის ის მაინც ისტორიკოსია...ვიცი,საუბარს გამიბამს,საუკუენა,არ გვინახავს ერთმანეთი,მაგიდის გაშლაზე ხელს ვიღებ და მის წინ ვჯდები..ერთმანეთს ვუყვებით წაკითხული წიგნებიდან დარჩენილ შთაბეჭდილებებს და კვლავ ვრწმუნდები იმაში,რომ ბედნიერი წლები გავატარე სკოლაში..მართალია,ყოველთვის ასე არ იყო,თუმცა დადებითი მაინც წონის უარყოფითს... დედაჩემის მოწერილს გამოვყავარ ლიტერატურული კომფორტიდან,შვილო,მშიერი არ დამრჩეო..ეს ქალი შეშლილია.ჩვემს მეზობელს ანორექსია სჭირდა წლების განმავლობაშიო,სულ ამას მახსენებს და შეშინებულია,შენც არ დაგემართოსო,თითქოს ეს უკანასკნელი ჰაერიდან გადადიოდეს.. ყველანი ვსხდებით თუ არა,მაშინვე ვიწყებ სმას..დიდი ვერაფერი სასმელი ვერაა,ერთი ჩვეულებრივი ლუდი აქვთ მოტანილი,თუმცა ეგ არაფერი,მთავარია,ალკოჰოლია..ყველაფერი სხვა უკანა პლანზე იწევს,თავიდან ყელს მიწვამს სასმელი,შემდეგ კი მსიამოვნებს..თითქოს სასიამოვნო ზონა იხსნება-ყოველ მომდევნო ჭიქა უფროდაუფრო მსიამოვნებს...მადა სმაში მოდის-მეთქი,ჰო ვამბობდი... საჭმელს პირს თითქმის არავინ აკარებს,ენად ვართ ქცეულნი,ათას რამეს ვყვებით,მოგონებათა მორევი გვითრევს და ნოსტალგიები გვეხვევა გარს...რა დრო იყო,რა დრო...თუმცა,თუმცა ახლანდელიც შესანიშნავია... ღამისკენ სხეულს ენით ვიწყებთ საუბარს,ცეკვა,ცეკვა და ისევ ცეკვა! სავსე მთვარე ჩანს ფანჯრიდან,ჩემი ჭიქაც სავსეა,ექსტაზში ვარ,თითქოს...თითქოს ეს რაღაც ნირვანაა..სოციალურ ქსელში შევდივარ და თან ვცეკვა,ერთი ხელი ტელეფონზე მაქვს,ხოლო მეორე ზევით,თეძოებს ვარხევ და აჩეჩილ თმებს კიდევ უფრო ვწეწავ..ეს სხეულის უცნაური ენაა,როცა ადამიანის თითოეული ნაწილი ერთ მთლიანობაში იღებს რიტმს..რიტმი,რიტმი,თუმცა სადღაა რიტმი?! ახლა უფრო ურიტმოა გულიც და მეც...ვასილის ლექსის ერთ-ერთ სტროფს ხმამაღლა ვკითხულობ: „მოგწყვეტ და წაგიღებ კესანე, მიწაზე, ხომ მაინც ლპებიან?! შენ, ისევ, აგრძელებ წეღანდელს, მე მოვრჩი. ავყევი ლელიანს.“ ლელიანს?! როგორ მინდა,აქ იყოს...ახლა ძლიერი აფექრია,ილაიდა! საკუთარ თავთან საუბარი ვითომ გამოსავალია? ასე არეული ვცეკვავ,თეძოები და საჯდომიც გამომწვევად მოძრაობს,მხრები,ხელები...თითქოს ერთი მთლიანობა ნელ-ნელა იშლება...სწრაფი,ჩქარი,სწრაფი,ჩქარი ...ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და ხელს წელიდან დაბლა ვაცურებ,ისეთი სანახავია,თითქოს სხვისი ხელია და ჩემს სხეულს ეალერსება...თეძოებზე ჩერდება ორივე მტევანი,თუმცა წელზეც ვგრძნობ მატერიას...ეს ვიღაცის ხელია,უკან ვიხედები,თუმცა დაბინდული თვალებით ვერავის ვხედავ..შანსი არაა! ვინაა? როგორი სასიამოვნო თითის ბალიშები აქვს,მისი შეხებაც არაა უსიამოვნო...წელზე მხვევს ხელს და თავისკენ მიზიდავს...დაბნეული ვარ და რას ვცეკვავ,არ ვიცი..თუმცა,მის ხელებს სხეულზე სასიამოვნოდ ვგრძნობ... არეული ვარ,სადღაც მივდივართ,მეც მივყვები..კიბეებზე ასვლაში მეხმარება,მეც მივყვები,ხელს ვაყრდნობ მხარზე,რომ არ დავეცე.შემდეგ პატარა ოთახში შევდივართ,უკვე ვხედავ,მასაც ვხედავ..ის ტატოა,ტატო,ჩემი კლასელი ტატო ..შანსი არაა.მასზე ამბობდნენ ბოლო წელს,გიჟდება შენზეო...თუმცა,მე ამას არც კი დავუშვებდი..ახლა კი ლამისაა კისერზე ჩამოვეკიდო,მისი ტუჩები მიახლოვდება,მთელი სხეულით ვთრთი,სხეულის ენა კი არა მისი ენა მიდგას თვალწინ.. -შენ ? ტატო შენ?-ხმას ძლივს ვიღებ,ნადირისგან დამფრთხალი უმწეო ცხოველივით უკან ვხტები და პირზე ხელს ვიფარებ... -მთავარია ფრანგულად კოცნა,ესპანურად ქალთან მოქცევა და იტალიურად სიყვარული შემეძლოს ქართული დახვეწილობებით არა?-ვნებიანად საუბრობს,მე კი ამქვეყნად არ ვარ,ისევ ნირვანაში ვფარფატებ... -შემეშვი,ტატო.. -შეგეშვა?-მგონი,ისიც მთვრალია,ჩემკენ ზომბივით მოდის...ოღონდ ეს არა..ხელებს ხელებზე ძლიერად მჭიდებს,ისე ახლოს მოდის,რომ მისი სუნთქვაც მესმის...ტუჩებს ტუჩებთან მიახლოებს და ცდილობს,მაკოცოს,თუმცა წინააღმდეგობას ვუწევ,ხელს ვკრავ ძლიერად და კიბეებისკენ მივდივარ,ვყვირი.. ბოლოს რაღაცნაირად თავს ვაღწევ ისე,რომ ჩემს ტუჩებს ვერ ეუფლება...ხასიათი მიფუჭედება,ნუთუ ყველაფერი ასე უნდა დასრულდეს...ბედნიერი „ენდი“ სადაა,ნეტა?! იქნებ არც არსებობს ან იქნებ ჩვენთვის,ადამიანთათვისაა,მიუწვდომელი? სახლში დეას მივყავარ და ისიც ჩემთან რჩება..მთელი ღამე ვერ ვიძინებ და მასაც არ სძინავს..დილას მეხუჭება თვალი,თუმცა რად გინდა....ისეთ კოშმარებს ვხედავ,ძალა მეცლება..საწოლიდან გიჟივით ვხტები და კედლებს გაცოფებული ვუყურებ. -მაგისი დედაც...ნაბი*ვარი!!!-ვყვირი და სავარცხელს ძირს ვაგდებ. ძალაგამოცლილი ვარ,ვეშვები საწოლზე და საათის ისრების მოძრაობას ვუყურებ..შესანიშნავია! დრო თავისას მიერეკება.. -ილაიდა,რამეს შეჭამ?-დეა შემოდის ოთახში. -ყავას დავლევ მხოლოდ,უშაქროს.. -კარგი-ფინჯანი ფოდნოსით შემოაქვს და გვერდით მიჯდება..-ამდენს ნუ ფიქრობ,გთხოვ..მთვრალი იყო,მეტჯერ ვეღარ ნახავ.. -ჰო,მაგრამ.. -მოდი,სავარჯიშოდ გამოგყვები საღამოს...-იცინის დეა და მეც მეცინება,ძლივს გამოვდივარ მდგომარეობიდან... დეას ვარჯიშის პირველი დღე ცუდად არ მთავრდება,პირიქით,ძალიან დამჯერი და მონდომებულია..ესეც გუშინდელი ფიასკოს პლუსი... სახლში მისული მაშინვე შხაპს ვიღებ.ჩემს ძმას არ ვასწრებ შესვლას და კარებს ვკეტავ.გიორგი ყვირის,თუმცა არ ვუსმენ,მომწონს,როცა ვაბრაზებ. ვგრძნობ,რომ წყალის შხეფები სასიამოვნოდ მედება სხეულზე,თითქოს რაღაც რომანტიკულს წამოვიდგენ,თუმცა მალე ვეშვევი უაზრო ფიქრებს,ვიხვევ პირსახოცს და გარეთ გავდივარ,ახლა გიორგის ჯერია. -ჩემი გოგო სტუდენტია!-ისევ იმეორებს ჩვეულად და კარს აღებს. -დიდი ამბავი-აგდებით ვპასუხობ და ოთახისკენ გავრბივარ,ჩაუცმელად ვწები საწოლზე,სოციალურ ქსელში შევდივარ და „ესემესს“ ვხსნი..ოღონდ ვასილი არააო,გონებამ,გულმა კი,ოღონდ ვასილიო... გულმა გაიმარჯვა! ვასიალია..მოწერილს ვხსნი: „შენ აღარ საუბრობ ძველებურ რუტინით, მიმტკიცებ, თუ როგორ არ ჰგავხარ სხვას! შენ ახლა ბავშვი ხარ, ცელქი და ბუტია, ნერვებზე მიპირებ ღერების თვლას...“ ოჰ,მეღიმება...საინტერესო ლექსია-მეთქი,ვწერ და „ფეისბუქიდან“ გამოვდივარ,უნდა დავისვენო..არ მინდა,ვუპასუხო,თუმცა მაინც მიმდის ხელები გულითურთ ტელეფონისკენ..ისევ შევდივარ და მოწერილს აჩქარებით ვკითხულობ. „აუ, ძალიან დავიღალეე..რას შვრები? ნასვამი ვარ,დაბოლილი არ გეგონო“-აჰ..კი ვერ ვხედავ,ამან კი,ნასვამი ვარო... „რატომ უნდა მეგონო?!“-ვეკითხები. „იმიტომ,რომ უნდა გითხრა,როგორ მომენატრე...აუ,იცი,რა ვნახე?“-დახტის ჩემი ფიქრები..ხტუნვა-ხტუნვა ზემოთ-ქვემოთ..უცნაური ბიჭია,ნამდვილად... „რა ნახე?“ „შენი ნაწარმოები რომ წავიკითხე,ჩემი ეროვნულები გამახსენდა...“-დასქრინულ პოსტს მიგზავნის,რომელიც 2014 წლის 25 ივნისით თარიღდება..ეგ მე პირველში მქონდა..ერთი კვირა იქით-აქეთ დახტუნავს?! ვკითხულობ სქრინს და მეღიმება: „ჩემი გადამწყვეტი ნაბიჯი, ჩემი უმთავრესი სვლა, მიწას ვეხვეწები - გამიშვი! მზეო გააცინე ცა... ” არა,უდავოდ,საინტერესო პიროვნებაა,თუმცა მეგობრობა ხომ შეიძლება...მას მეტი უნდა,როგორც ჩანს...აფექტის მდგომარეობაშია.. საუბარს ისევ ვაგრძელებთ..აი,ახლა გამოვალ,აი,ახლა-მეთქი ყოველი საათის გასვლის შემდეგ ვფიქრობ,თუმცა არ გამომდის,მიმოწერაში გვათენდება.. ესეც დროის ცვალებადობა..ღამეს დღე ცვლის,მთვარეს-მზე... დგება დრო,როცა უნდა გეძინოს,მაგრამ არ გძინავს....მირბის წამები და მაინც არ გეხუჭება თვალი,რადგან აფორიაქებული ხარ,რადგან შენს ფიქრებს ეპატრონება სხვა...და ხვდები,რომ ნელ-ნალა კარგავ გულზე ავტონომიას... სექტემბერიც მალე დგება..შემოდგომა ჩემი საყვარელი წელიწადის დროა.იმის გააზრებაც,რომ დღეს პირველი სექტემბერია დიდ სიხარულს მგვრის.ამას ემატება ვასილის მოკითხვა.. ჩვენი საუბრები გრძელდება,თუმცა ვერასდროს ვემთხვევით თბილისში..როცა ის ისვენბედა,დედაქალაქში ვიწვოდი,როცა ჩამოვიდა მე წავედი კვარიათში,ზღვის გარეშე არ შემიძლია.. მე და დეამ დავქოქეთ დეას დედის მანქანა და მოვშორდით ჩახუთულ თბილისს..ეს დედაქალაქი უკვე მახრჩობს,ცხელი ბორკილებით მედება და კვალსაც მიტოვებს.. აჭარაში ზღვა მაინც არის-მეთქი..თუ იწვიმა,წვიმაც მიყვარს..ის ხომ რომანტიკის სათავეა,რომანტიკის წყარო,რომელიც ამ უკანასკნელს არ აძლევს დაშრეტის საშუალებას.... „cold water“-ს ვუსმენ და თვალები მაქვს დახუჭული..ერთი სული მაქვს,როდის ჩავალთ და როდის ჩავხტები წყალში... მცხელა,მცხელა,მცხელა! ვიხრჩობი! სასტუმროში შესული ჩამოდანს განზე ვდებ,ვეძებ საჭირო ნივთებს და ზღვისკენ მივექანები...დეაც მომყვება,ეგეთი ზარმაციც არაა. ვდგავარ სასტუმროს ეზოში და წინ ვიხედები..რა ლამაზია..ზღვა,ჩემს წინაა...პატარა ბავშვივით მივრბივარ ნაპირისკენ,ესეც ბედნიერი ილაიდა...ზღვას რაც უფრო ვუახლოვდები,ვასილი მახსენდება..გუშინ მითხრა,ხვალ ჩამოვდივარ თბილისშიო... ნაპირთან მივდივარ,ვგრძნობ წყლის შხეფებს და ის მახსენდება..გული მეუბნება,ნეტავ აქ იყოს,იქნებ წასვლამდე გნახოსო... ზღაპრები შორს წავიღო,ჯობია..რეალობა წარმოსახვას როდის ჰგვას,ილაიდა?! ნელ-ნელა შორს მივიწევ და ცოტა ხანში ცურვაზეც გადავდივარ.სასიამოვნო შეგრძნებაა,საშუალებას გაძლევს,მთელი სხეული მოადუნო.დეაც მოდის ჩემკენ და ორივე მივცურავთ,ოცნებებში ვერა,თუმცა ზვაში მაინც მივცურავთ... კვარიათი ჩემი საყვარელი ადგილია..ბავშვობაში აქ მოვყვავდი ხოლმე ყოველთვის ლიას,ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ ადგილთან.. ის დრო მახსენდება,როცა მამაჩემი ჩვენთან იყო,მაშინ ხომ არც ლოთი იყო და არც ნარკომანი,მას შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა..ის ახლა მიწაში ცივი დევს.მართალი, არ იყო იდეალური და საერთოდაც დადებითი ძალიან ცოტა ჰქონდა,მაგრამ მაინც მამა იყო.. პლაჟზე ვწევარ და ზღვას გავყურებ..რა მოკლეა ცხოვრება..ათას ფიქრს ვეცემი,თუმცა მალე ვბრუნდები რეალობაში,მოკლეა და მოქმედებაა საჭირო. მზესუმზირასა და ცხელ სიმინდს ვყიდულობთ,თან რუჯს ვიღებთ..დეა ბიჭებსაც ათვალიერებს,მე კი რატომღაც არ მიმდის თვალი,ერთ დროს მეც დიდი სიამოვნებით განვიხილავდი მათ ბიცეფსა და პრესაც კი..ახლა რაღაც მემართება,მზესუმზირის გარჩევაზე გადამაქვს ყურადღება. სამი საათისთვის დასიცხულები ვდგებით,მოკლე სარაფნებს ვიცავმთ ტანზე მომშრალ საცურაო კოსტიუმზე,ივთებს ვალაგებთ და პირდაპირ აჭარულ სახაჭაპურზე მივდივართ,მზემ და ზღვამ ძალიან მოგვაშია. გზაში ლია მირეკავს,შვილო,არ დაწვე ამ დროს რუჯზეო.როგორი მზრუნველია,ზოგჯერ მაგიჟებს კიდეც,ვეუბნები,რომ ზღვისგან შორს ვარ და მშვიდდება. -ილაიდა,აქ შევიდეთ რა.მაგარი ხაჭაპურია და თან ჩემი საყვარელი ნაღებიანი წვენი.. -დედაჩემი მაგას ლაღიძეს ეძახის-ვეუბნები და შევდივარ.სუნები მახსენებს ხაჭაპურის გემოს,მაგიდისკენ მივდივარ და ერთი სული მაქვს,როდის დავაგემოვნებ მონატრებულს.მართალია,უამრავ კალორიას შეიცავს,თუმცა მერე რა,კალორიები ხშირად ბედნიერებისთვის მისწრებაა. -გვეშველა-დეას აღტაცებულ სახეს ვხედავ.მგონი,ამ გოგოს ჭამაზე მეტად არავინ უყვარს.ჭამის დროს ხმას არ ვიღებთ,დეას სულ არ ვახსოვარ,როცა გემრიელი რამეს მიირთმევს,თუმცა შუა გზაში იდილიას ვურღვევ: -ხვალ დილას ბულვარში უნდა ვირბინოთ.შენი შარვალი მოგაქვს,ვიცი. -მაგაზე კიდევ სპორტულს რომ ვიცვამ,ვიგუდები..შენ შორტები გაცვია,რა გიჭირს... -მე და შენ შეადარე ერთმანეთს? -აუ,ბალერინას გავხარ,გოგო...ანორექსია დაგემართება-ჩემს გამოჯავრება ცდილობს დეა. -შენ ნახავ როგორ ანორექციასაც დაგმართებ... ღამით წუწუნით წვება,მგონი,მართალაც,ნერვულობს მოსალოდნელზე.დეა ძალიან საყვარელია,ჩემი ცხოვრების ნაწილი და საერთოდ ყველაფერი...სიტყვები არ მყოფნის,ისე მიყვარს ეს გოგო. მისი ხასიათის თითოეული შტრიხი ვიცი,ვიცი,თუ როგორ იქცევა ამა თუ იმ მომენტში.მისი უაზრო გამოხტომებიც კი მიყვარს,მთლიანად ის მიყვარს. ახლა მას უკვე სძინავს,მე კი ტანსაცმელს ვალაგებ,ხვალისთვის უნდა გავამზადო ჩასაცმელი.ვცდილობ,არ ვიფიქრო ვასილზე,რომელიც ნელ-ნელა ეპატრონება ჩემს ფიქრებს.ეს ყველაფერი ძალიან კი მიკვირს,თუმცა ვცდილობ,არ დავკარგო თავი.ჩემი ცხოვრების ნაწილი ის ვერ გახდება და მორჩა. -ის უკვე თბილისში იქნება-ველაპარაკები საკუთარ თავს,შემდეგ გიორგი რეკავს,ვპასუხობ,ვუყვები გასული დღის შესახებ და კმაყოფილი გამომეტყველებით ვთიშავ ტელეფონს. ბედნიერება იქნებ,მართლაც,წვრილმანებშია-მეთქი,ვფიქრობ და მეღიმება...მე ხომ დიდი ხანია მინდა,გავიგო მისი არსი..ახლაც მინდა და ალბათ მუდამ მომინდება,რადგან ეს უკანასკნელი ამოუცნობი ფენომენია.. დილისთვის მაღვიძარას შვიდზე ვაყენებ,დილის ჰაერი სულ სხვაა,მით უმეტეს,აჭარის.ისეთი შეგრძნებაა,თითქოს რაღაც გბერავს სულს,სუფთა ჰაერი ფულტვებს სუფთას ხდის,ფილტვების გავლით გულამდე ყველაფერი სუფთა ხდება და იქმნება ორგანიზმის საოცარი ექსტაზი. ვცდილობ,დეა გავაღვიძო,ვირბონოთ-მეთქი,თუმცა ისე საყვარლად სძინავს,თავს ვანებებ,მარტო ვირბენ-მეთქი.რამდენიმე წელია განწყობას მიქმნის ხოლმე სირბილი,ემოციისგან მცლის და,როცა თავს ცუდად ვგრძნობ,შესანიშნავ წამლად მევლინება. ახლა მსგავს არაფერს ვგრძნობ,უბრალოდ სუფთა ჰაერის ტალღებს რომ მივაპობ,ძალიან მიყვარს.ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს რაღაც სუნთქვის მეტეორი თავიდან ბოლომდე მივლის. ბულვარზე ხალხი არაა,ასე ადრე ვინ ადგებოდა ალბათ,გარშემო ყველაფერი ცარიელია,რამდენიმე დამლაგებელ ქალს თუ დაინახავს თვალი.ღიმილით ვრთავ საყვარელ მუსიკას-“I took a pill in Ibiza” და სირბილს ვიწყებ.ენერგია ენერგიაზე მემატება,ემოცია ემოციაზე კლებულობს... ოფლი რომ გასხამს შესანიშნავი შეგრძნებაა,თვითგვემაც მიყვარს..ახლაც დიდი სიამოვნებით ვიწელები ხოლმე,რათა ჩავჯდე „შპაგატში“ და თავს არ ვინდობ ხოლმე.ცოტა ხნის წინ შუა „შპაგატიც“ დავამუღამე.ალბათ ვერ მიხვდება ადამიანი,თუ რაოდენ სასიამოვნო გრძნობაა აღნიშნული,თუ პირადად არ გამოუცდია. ცხოვრებაში ყველაფერს დამსახურება უნდა. ცოტა ხნის წინ მივხვდი,რომ ჩემი კატა სულაც არაა ჩემზე ბედნიერი.მერე რა,რომ მას არ სჭირდება საათობით ვარჯიში ფორმაში ყოფნისთვის,მერე რა,რომ ის არ იკეთებს ეპილაციას და მისი ერთადერთი ჰიგიეენა-ენით სხეულის ლოკვაა,მერე რა,რომ მას არც უნივერსიტეტში უწევს სიარული და არც სკოლაში უვლია,მერე რა,რომ მას არ სჭირდება სამსაუხური და სხვის ხარჯზე ცხოვრობს.. მერე რა,რომ მას ყველაფერი აქვს,რაც უნდა..ეს არ არის ბედნიერება,ბედნიერება ახალი მიზნებისკენ სწრაფვაში მდგომარეობს-შენებაშია ვნებათა სიმძაფრე და არა აშენებულით ტკბობაში... ამდენი ფიქრი რა ამბავია..თუმცა,სხვანაირად არც არასდროს ხდება-მე ხომ თავად ფიქრი ვარ,ადამიანი ფიქრი... რამდენი დრო გასულა,ასე მალე...დაახლოებით 4 კოლომეტრი მაქვს ნარბენი,იმ კუთხემდე მივალ და გვაჩერდები-მეთქი,ვეუბნები საკუთარ თავს და სიჩქარეს ვუმატებ,ჰაერი მეცოტავება-წყალი მჭირდება... ფანტანიც კი არსად არაა,არაუშავს,მოვითმენ,როდის არ მომითმენია რო...მაისურს მაღლა ვიწევ და ბიჭივით ვიწმენდ ოფლს კისრიდან და სახიდან,დაინახონ ჩემი პრესი,თუ უნდათ-მეთქი,საერთოდ არ ვარ მორიდებული,თავისუფალი ვარ და ბევრი რამ ფეხებზე კიდეც. რამდენიმე წუთს დავდივარ,შემდეგ იქვე არსებულ სკამზე ვჯდები და ცას ვუყურებ,მიყვარს ცისფერი ფონი,ის მამშვიდებს. მუსიკას ვუწევ და სკამზე ვწვები.მინდა ვემოდან ვუყურო ცას და მთლიანად დავინახო,არ მინდა,მისი ერთი შტრიხი მაინც გამომრჩეს..თუმცა,ნელ-ნელა თვალები მეხუჭება,ცა ისე მიმშვიდებს მხედველობას,რომ ეს არაა გასაკვირი,ცოტაც და დამეძინება,თუმცა უცნაური ხმა მესმის.მგონი,ვიღაც მადგას თავს.. -გძინავთ?-თვალებს უხერხულად ვახელ,პატრული ხომ არ არის-მეთქი,ოდნავ ვიწევი და რახან ვხედავ ჩვეულებრივი ჩემნაირი მოქალაქეა,ვმშვიდდები. -შემაშინეთ-თვალს ვუსწორებ უცნობს,თუმცა ის წესიერად ვერ მიყურებს.ჩემი მზერა რაღაცას მართებს,წრიალს იწყებს თითქოს,შორს იწევა,შემდეგ ისევ მიყურებს...როგორც იქნა გადმოვდივარ რეალობაში...მას მეც ვცნობ,ღმერთო,ის მიცნობ...ის „მე ვარ ლექსია“....ანუ არ წასულა,გული აღმა-დაღმა იწყებს სვლას.. -ილაიდა ეს მე ვარ „მე ვარ ლექსი“-იღიმის უცნაურად ვასილი,არ მჯერა.. -არ მეგონა,თუ...-ვეღარ ვასრულებ და ლამისაა ძირს დავენარცხო,რა მემართება ეს... -გამიხარდა შენი ნახვა..-დარჩენის მიზეზზე არაფერს ამბობს,არც მე ვეძიები.. -გამარჯობა,ანუ რეალობაშიც გაგიცანი..-ხელს ვართმევ და უხერხულად ვიღიმი. -ძალიან ლამაზი ხარ,ვიდრე სურათებში...-დაბნეული ჩანს,სიტყვას სიტყვაზე ძლივს აბამს..არაფერს ვეუბნები,მხოლოდ ვუღიმი..შემდეგ მახსენდება,რომ ოფლიანი ვარ,სალხში უნდა წავიდე და გადავივლო,ვემშვიდობები,თუმცა ის უარზეა.. -ზღვა რისთვისაა?-მეკითხება და ზღვისკენ მანიშნებს.იმ წამს მახსენდება,რომ ვაპირებდი დილის გრილს წყალში ცურვას,საცურაო კოსტიუმიც მაცვია,აბა,რატომ უნდა ვუთხრა უარი... გზაში ვიხდი ტანზე შემოკრულ ელასტიკსა და უსახელო მაისურს.როგორც დეა იტყვის ხოლმე,ტრაკში ოფლი მაქვს გასული.ვასილიც იმავეს აკეთებს და ზღვისკენ მიდის,მეც მივყვები,მისგან მოშორებით ვდგავარ და ფეხებს ვყოფ წყალში..ცივია,თუმცა სასიამონოდ ცივი,სულ არ ჰგავს ადამიანის სიცივეს,რომელიც გულიდან ამოხეთქავს ხოლმე ვულკანივით და გარშემო ყველაფერს ანადგურებს.. -ცივია,ჰო?-ჩემკენ აპარებს თვალს,მე კი მზერას ვაშორებ..ამ წამს არ შემიძლია დავაკვირდე მის სხეულს,რომელსაც ნულჯერ ნავარჯიშევი ვუწოდე და ვფიქრობდი,მას დეასთან ერთად ვავარჯიშებ-მეთქი... მისი სახის ნაკვთებსაც ძლივს ვიმახსოვრებს,შემთხვევითი შეხედვის დროს...უხერხულება იმუხტება,როცა ორივენი ცურვით მივიწევთ წინ..ასე ჯობია,არა სიტყვას,კი-მოქმედებას...ქმედება იწვევს სალაპარაკო ორგანის უკუქმედებას.. ნახევარ საათზ დიდხანს ვცურავთ და ხმას არ ვიღებთ,ერთმანეთს ოდნააც კი არ ვუახლოვდებით.. ამოვდივართ,პირსახოც ვიხვევ და ქვებზე ვჯდები,არც მცივა და არც გამაგრებული სხეული მიწუხებს გულს... ვასილი ჩემს გვერდით ზიდ,ოღონდ მოშორებით,ამას მხოლოდ მისი სუნთქვა მაცნობებს,გვერდით არ ვიხედები..კიდევ კარგი ის არღვევს სიჩუმეს.. -ილაიდა,არ გცივა? -არა-მეღიმება და ამ დროს პირველად ხვდებიან ჩვენი თვალები... -ტუჩები ათრთოლებული გაქვს...-მახსენდება მისი მოწერილი და მეცინება....რეალობაშიც ისეთია,ის არ ჰგავს სხვებს.. -როდის მიდიხარ? -დღეს ღამით...აქამდე არ წავედი.იმედი მქონდა,გნახავდი.. -და არ გითქვამს-თვალებბი მიფართოვდება.. -არ მითქვამს,რადგან ზედმეტად ოპტიმისტი ვარ.. -რეალურად ოპტიმისტი...-ორივეს გვეცინება.. -იცი,ჩემი დაქალიც აქაა..ახლა სძინავს და მასთან ერთად წამოვალ ცოტა ხანში.. -მიგაცილებ-ფეხზე დგება და ჩაცმას იწყებს,მეც ვიღებ ელასტიკსა და მაისურს,თუმცა ისეთი სველია ვერ ვიცვამ,არ მინდა ,სუფთა კანზე ოფლიანი მატერია მომეკრას,პირსახოცს ვიხვევ და ის ემივდივარ..ვცდილობ. დიდი ურადღება ა რგამოვიჩინო „მე ვარ ლექსის“ მიმართ. დეამ ვასილის შესახებ რაღაც-რაღაცები იცის,თუმცა მაინც ვერ მოდის აზრზე,როცა ყველაფერს ვუყვები.ბედი გაგეხსნაო,თვალები უციმციმებს...არფაერს ვპასუხობ,რადგან მეც რაღაც საოცრად ამაღევებელი გრძნობა დამუფლებია და ერთი სული მაქვს,მალე დადგეს ჩვენი მორიგი შეხვედრა... ზღვა არ ღელავს,მეტიც,ის ზედმეტად მშვიდია კიდეც....ვასილი ისევ იმავე ადგილას ზის და მელოდება...რომ მხედავს,თვალები უციმციმებს,აი,რას ნიშნავს რეალური სიხარული და არა მოჩვენებითი...დეას ვაცნობ,ისიც უღიმის...შემდეგ შეზლონგებს ვიღებთ და რუჯისთვის ვემზადებით,წყალში ჩასვლის სურვილი არ მაქვს,ამიტომ დეა მარტო ჩადის,მე და ვასილი კი მარტო ვრჩებით..აი,ეს გინდოდა,არა?-საკუთარ თავზე გულში მეცინება. *** საღამოა..უცნაური საღამო..ერთი სული მაქვს,როდის შევხვდები მას..მითხრა,რომ რომანტიკულ ვახშამს ამზადებს და როცა მორჩება გამომივლის.ვზივარ,ვუყურებ საათს და ისტერიულად ვიხედები სარკეში,დეა დამცინის,თუმცა ხმას არ იღებს,ისედაც საკმარისზე მეტად ვნერვიულობ.. ბოლოს ვასილი მოდის...მისი ღიმილი მაბნევს და ვერაფერს ვეღარ ვაკვირდები,ჩემი კრიტერიუმები შორს რჩება,შორეულ წარსულში... მალე ღია ცისქვეშ ვართ...ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და სავსე მთვარე დაგვნათის,თითქოს გვლოცავს..უცნაური გრძნობა უნდა იყოს,თითქოს ჩვენი შეხვედრა ზეცასაც უხარია... ვასილი უცნაურად იქცევა,ფეხზე დგება და გაშტერებით მიყურებს,შემდეგ იძაბება...ვფიქრობ,რა ემართება -მეთქი..მეუბნება,რომ რაღაც უნდა მითხრას,უჩვეულო შესავალი გამოსდის და მაინტრიგებს..ჰმ,დაინტრიგებაც ამას ჰქვია...მეღიმება,არ შემიძლია ემოცის შეკავება.. -იცი, ლექსი დამაწერინა ჩვენმა მოსალოდნელმა შეხვედრამ...ზღვის პირას ვწერდი..-არ არსებობს..რომანტიკული რომანის გმირს ჰგავს ვასილი. „მე ვარ ლექსი“ ლექსის კითხვას იწყებს და ჩემი მოლოდინის რეჟიმიც ირთვება...საკმაოდ დიდი ლექსია,მხოლოდ ერთი სტროფი მამახსოვრდება,რომელიც განსაკუთრებულად მებეჭდება მეხსიერებაში. „დავსხედით. ფინჯანი ყავა და საუბრის თემა გვაქვს ულევი... მოვყვებით ათადან, ბაბადან, რომ ჭკვიანს, სჭირდება სულელი!“ რა დონის რომანტიკოსია-მეთქი,ვფიქრობ და მთელი სხეული მეძაბება..რა უნდა ვთქვა ახლა? ღმერთო,ის კი იღიმის,მისი თეთრი კბილები მიყურებენ და ლამისაა აცეკვდნენ....გაშეშებულ-გაშტერებული ვზივარ,ის კი ისევ იღიმის... ძალიან დაბნეული ვარ,ასეთი დაძაბული ცხოვრებაში არასდროს ვყოფულვარ,ხელისგულებიც კი მიოფლიანდება,არ ვიცი,სად წავიდე..ჰაერი მეცოტავებასავით,რა მინდოდა,რომ ვხვდებოდი ამ რომანტიკოს მანიაკს..ღმერთო,ახლა რას იტყვის,ვინ იცის... -მოგეწონა?-სახე ეფაკლება ვასილს,მე კი..მკითხოს მაინც,რა შეგრძნებათა კორიანტელში ვიმყოფები... -შესანიშნავი იყო..-როგორ ვამბობ,მიკვირს..მისთვის პასუხის გაცემაც ხომ მეძნელება.ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მიბმული ვარ სკამზე. -ყავა დავლოთ..-უბრალოდ ამბობს და შაქარზე მანიშნებს,რამდენი კოვზიო..თავს ვაქნევ,არ მინდა-მეთქი,ეღიმება და მპასუხოვს: -ღმერთი სამობით არის, ამიტომ ჭიქაში ყოველთვის სამ კოვზ შაქარს ვიყრი და სამ ცალ „დონატს“ ვატან...-კოვზს იღებს,სამ ცალს ყრის ყავაში და შემდეგ მაშტერდება.ალბათ ახლა იტყვის,ყოველთვის სამი ქალი მყავს,რადგან ღმერთი სამობით არისო.-ანუ მე ათეისტი გამოვდივარ?-თავს ვაქნევ,სიტყვებს ვეძებ...სიტყვათა ფაღარათის მქონე გოგოს რა მემართება ? სად წავიდა ჩემი უწინდელი გამბედაობა? -ასე გამოდის...-ეღიმება და ჩაი ტუჩებისკენ მიაქვს... *** ბოლოს დაძაბული აღარ ვიყავი-მეთქი,ვიხსენებ,როცა დასაძინებლად ვწები..მახსენდება მისი საუბრის ინტონაცია,თითოეული სიტყვა და გულზე ალივით მედება,ის უკვე წავიდა,მე კი აქ საუკუნე უნდა ვიყო.სულ მეკარგება ხალისი,არ მეძინება.. -არ გძინავს?-ჩემოდის დეა. რომელიც სიცილს ძლივს იკავებს,უნამუსო გოგოა,ნამდვილად. -ჰო,არ მძინავს..-უკმეხად ვპასუხობ და თავზე გადასაფარებელს ვიმხობ. ისიც გვერდიც მიწვება,მეხვევა,თავს მადევს მხარზე და ასე გვეძინება,ახლა ნაკლებად ვნერვიულობ,თუმცა სიზმარშიც მას ვხედავ,როგორ მინდა ისევ აქ იყოს... მიმოწერისთვის არ მცალია,ისიც ფეისბუქშვებულებაშია,მონატრებული მეგობრები ჰყავს სანახავი..დრო ნელა გადის,ისედაც შავი კიდევ უფრო ვშავდები.მიყვარს რუჯი,უფრო მეტიც,ვგიჟდები მასზე...ერთ დღეს ზედმეტი მომდის და სიცხესაც კი მაძლევს,თუმცა დილას უკვე კარგად ვარ... მთელ დანაზოგს ვხარჯავთ,კლუბები,ბარები,კაფეები...მოკლედ,როგორც ამერიკელი იტყვის,ჩვენ ვართ „ონლივაილდს“.ასეცაა,დილას დავრბივართ და შემდეგ მთელ დღეს პარაზიტობაში ვატარებთ,ბევრის აზრით..მაგრამ ეს გვახალისებს,განა სხვა რაა არდადეგები... წავლის დღეს ვასილი მიკითხვას,როდის ჩამოდიხარ,მომენატრეო...მას შემდეგ გახარებული ვარ,სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ..ტელეფონით ხელში დავბრივარ ოთახიდან ოთახში და კარებთან მისულს მგონია,მარათონი გავირბინე..საოცარი შეგრძნებაა.. საღამოს მატარებელს მივყვებით. ბოლო კლასის ადგილებს ვიღებთ უკანასნელი კაპიკებით,ბოლომდე ხომ უნდა შევირგოთ დასვენება...ერთმანეთის გვერდით ვსხდებით და უფასო კოლას ვაგემოვნებთ,კომედიას ვუყურებთ,ბატიბუტს ვატკაცუნებთ და დროც გადის.. ხალხი მზადებას რომ იწყებს.მიკვირს,რა ხდება-მეთქი...ფეხზე ძლივს ვდგები,ფეხები ხომ გაბუჭებული მაქვს და ვერც ვგრძნობ.. კარებთან მივდივართ,ისევ ტრადიციულად ველოდებით ვაგზლის გაჩერებას.ქვემოთ არავის ველოდებით,ამიტომ არ ვფოქრიაქობთ.. ფიქრები ფიქრებს ახტება,სანამ დაბლა ჩავალ..დრო იწელება..თუმცა,ბოლოს მაინც ვდგამ ფეხს თბილისის მიწაზე და უცნაური გრძნობა მეუფლება,გრძნობა,რომელსაც „ვასილს მალე ვნახავ“ ჰქვია. ღიმილიანი სახით ვდგავარ და „ტაქსის“ ვეძებ თვალებით,თუმცა ჩემს ყურადღებას ჩრდილი იქცევს,მაღალი ჩრდილი,რომელიც ჩემკენ მოდის.მზერას ვაყოლებ მას და ჩემოდანს ვეყრდნობი. -ილაიდა...-ჩემი სახელი მესმის,მე ხომ არავის ველოდებოდი...ვკრთები და თვალებს ვაცეცებ.მგონი მაღალი ჩრდილის მხრიდან მესმის. -ვინაა?-დეა გაშტერებით მიყურებს,თან თვალებს ხუჭავს,როგორც ჩანს,ეძინება. -ვასილი...-ლამისაა გული ჩამწყდეს,თითქოს უხილავი ძალა ექაჩება მას ხან ზემოთ და ხან ქვემოთ. -არ რა გინდა?-შოკურ მდგომარეობაში ვარ.ის კი მიახლოვდება,ნელ-ნელა მისი სილუეტიც ჩნდება,ის აღარაა ჩრდილი. -სიურპრიზი ...-ისტერიული სიცილი მიტყდება,სიუპრიზი,თურმე...ასეთი შოკი,მგონი.ჩარიცხვების დადების შემდეგ არ განმიცდია... -არ ჩამეხუტები? ახლაც ოფლიანი ჰო არ ხარ?-ძალიან ახლოს მოდის და ორივე ხელს ბეჭებზე მხვევს,ხელები ზომბებივით მაკერია,გაშეშებული ვარ თითქოს და არ შემიძლია იმავე მოქმედებით ვუპასუხო. რამდენიმე წუთი უსუსuრად ვარ მის ხელებში,შემდეგ ძლივს რჩება ეს სასიამოვნო უხერხულობა,მისგან ვთავისუფლდებიბი და სახლისკენ მივდივართ.დეა გახარებულია,რომ „ტაქსის“ ფული შერჩა,ხვალ ნაყინებს ვიყიდიო,ყურში მეუბნება.თუმცა ამის უფლებას არ მივცემ. მანქანაში რამდენიმე ვასილის მეგობარი ზის.ერთ-ერთს მაშინვე ვცნობ და უხერხულად ვიხედები.თვითონ ვერ იცნობს,ვიცი..ძალიან კაპასი გოგოა,მისი „დააყენე “ ახლაც მახსოვს,ნევრული სისტემა წესრიგში არ აქვს,ნამდვილად.. მსგავსი სიტუაცია მაბნევს,რა საჭირო იყო სამეგობრო წრესთან ერთად მოკითხვა? ერთი სული მაქვს,სახლში როდის მივალ და როდის დავდებ ბალიშზე თავს.. -რომელ ენას ირჩევ?-მეკითხება ნელი,კაპასი გოგო. -თურქულს,შენ რომელს სწავლობდი? -ლათინურს და ძალიან უაზრობა იყო,რთული და გამოუყენებადი...-მგონი,ასეთი კაპასიც არაა-მეთქი,ვფიქრობ,თუმცა ამის თავი სად მაქვს...ძალიან მეძინება.. *** დილა ვასილის მოწერილით იწყება,ანუ შემიძლია ღიღინ-ღიღინით ავდგეა.რა მემართება,ვერ ვხვდები,თუმცა ყველაფერი მახარებს რატომღაც. ცეკვა-ცეკვით ვისხამ რძიან ყავას და ცეკვა-ცეკვითვე მივდივარ საძინებლისკენ,სწრაფად უნდა გამოვიცვალო და სურათის გადასაღებად წავიდე,დღეს რეგისტრაციის ბოლო დღეა. ეს ჩემი 3/4 -ზე ყველაზე კარგი სურათია,რაც კი აქამდე გადამიღია.ესეც პოზიტივი,ახლა უნივერსიტეტში მისვლა,რეგისტრაცია და დეასთან მივდიავრ. მე და დეამ ახალი სავარჯიშო პროგრამა შევიმუშავეს.მართალია,რთულია,თუმცა ეფექტური და მისი წუწუნის გაძლებადაც ღირს. *** დღეები იწელება,ვასილი არ ჩანს.ძალიან ვნერვიულობ.უკვე 20 აგვისტოა..მის ახალ ლექსს ვკითხულობ და ბოლო სტრიქონებზე მეცინება: „გეუბნები - ჩაიარა, ყველაფერი წავიდა! რაც ჩამოჰყვა ქარს, ნიაღვარს ანდა ვინ რას გვაცდიდა?! შენ ოდესმე გათხოვდები! შენ ოდესმე... მე კიდევ... თუ შენს სახლთან ჩამოვჯექი, ამ ერთხელაც, შემინდე!“ ნადმვილად,შეშლილია,თუმცა არც მე ვარ დალაგებული.თვითგვემა მიყვარსო,რომ იტყვის ადამიანი,წასულია მისი საქმეა.. დღეები მისი ლექსების კითხვაში გადის...არ ვწერ,არ მწერს...მე ასეთი ვარ,მიყვარს,როცა ყურადღების ობიექტი ვხდები,თორემ რომელი სექსისტი გოგო მე ვარ. საინტერესოა,მისი ლექსები მე მხიბლავს ასე,თუ... მორიგი დღე,მორიგი რომანტიკა.. „მე არ შემიძლია მოგცე გადამეტებული დოზა, სანამ მთელი სხეული არ გაგიშეშდება, სანამ ტუჩებს მეტყველების უნარი არ წაერთმევათ! ამის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ძვირფასო! არც იმ შემთხვევაში, თუ სრულიად ჯანმრთელი ხარ.“ *** იოგას ვასრულებთ,ერთი ვარჯიშიც,ბოლო ამოსუნთქვაც და მორჩა...ოფლი წყალივით ჩამომდის სახიდან,სხეულის თითოეული ნაწილი მარიალიან წყალში ცურავს.. -პირველი მე ვარ სააბაზანოში..-წინასწარ იკავებს დეა. -ჩემის სახლია...-ახალი ვარჯიშის გასაკეთებლად ვწევები,თუმცა ამ დროს ზარი ისმის..ვინ უნდა იყოს,ცბება დეა.. -ყველაფერი ახლა რომ მოუნდებათ...არადა, სულ სველი ვარ..-მივდივარ და მუხლამდე აწეულ ელასტიკს უფრო მაღლა ვწევ,ძალიან მცხელა.. ჭრილში ვიხედები,თუმცა არავინ ჩანს,ისევ ვბრუნდები ოთახში... -არავინაა..-ვაქნევ თავს უკმაყოფილოდ და ვარჯიშს ვუბრუნდები.თუმცა ორიოდე წამში ზარი მეორდება,ამჯერად დეა მიდის,მე გადავღებო... ისეც ჩემს სტიქიაში ვარ,არ ვინტერესდები,ვინ მოვიდა....ათასი ფიქრი მიტრიალებს თავში,მიჭირს აღიარება იმისა,რომ თითოეული მათგანი ვასილამდე მიდის..განა ასეთი რა აქვს ამ ბიჭს? -ილაიდა..-მოულოდნელად მესმის დეას აღტაცებული ხმა.რა ხდება-მეთქი,ვეკითხები,ის კი მპასუხობს,სიუპრიზიო.. -ოფლში ვცურავ,გოგო..ვინ მოვიდა? -გამოდი და ნახავ.. -გადავივლებ,გამოვიცვლი და კი....-დაბნეული ვპასუხობ,თუმცა ვინ მაცლის,ცოტა ხანში იმ ოთახში,სადაც ვარ,დეა შემოდის და თან ვიღაც ახლავს..მის უკან ბიჭის სილუეტს ვხედავ... -დეა!-ვასილს ვხედავ თუ არა,ლამისაა შევიშალო,რა უნდა მას აქ?! ეს ბიჭი ძალიან ჩაიძირა თავის რომანტიკულ სულში,მგონი.. -ილაიდა,გამოცვლას გაცლით..მანამდე მე და დეა ვისაუბრებთ-უბრალოდ ამბობს და ოთახიდან გადის..მისი უცნაურობა მკლავს თითქოს..გული,ფილტვები და საერთოდ ყველა ორგანო ერთიანდება.. საშხაპეში შევდივარ და მალევე გამოვდივარ,სწრად ვიცვამ ჯინსის მოკლე შორტსა და შავ ბრეტელებიან მაისურს,თმას ვიშლი და ვასილისა და დეას კამპანიას ვუერთდები..ორივენი სხედან და სასიამოვნოდ საუბრობენ,საერთო ენა უნახავთ...თან ყავას სვამენ,ალბათ თავისი თეორია დეასაც მოუყვა.. -ჰეი.ოლ-ვიღიმი და გვერდით ვუჯდები დეას. -სამი ცალი ნაყინი მინდაო და უარი ვუთხარი.. -ნაყინი იყიდე? -ჰო,მხოლოდ ერთი გადამრჩა..-კისკისებს დეა... -მე შენ რა გითხარი? ნაყინი არაა ჯანსაღი,არ უნდა ჭამო.. -ერთად ვარჯიშობთ?-კითხულობს ვასილი. -ჩემს გადმობირებას აქტიურად ცდილობს ბოლო დროს...-ეცინება დეას და მაშტერდება ისე,თითქოს მკვლელი ვიყო.. -შენ მკაცრი ყოფილხარ,მეშინია,მეც არ ამიკრძალო რამის ჭამა...-ვასილი მართებულად ასკვნის,ხომ ვგეგმავდი,მისთვისაც დამეწყებინებინა ვარჯიში. *** -რა კარგი ბიჭი ყოფილა...მისი ლექსები დავგუგლე..-იღიმის დეა,აღტაცებული ჩანს... -კარგი კი არა,შენნაირი მასხარაა.. -რა მე ცუდი ვარ?-ისევ ბავშვური ტიტინი. -არ გინდა გაგირიგო,მოგიშორო იქნებ.. -არა,შენ ისე გიყურებს,მბურძგლავს.... ესეც ახალი თეორია..იქნებ,მართლაც,უცნაურად მიყურებს...ვაღიარებ,რომ მინდა,ასე იყოს...დროსთან ერთად ჩემი მისდამი სიმპათია იმატებს.... მე და დეას სწავლის დაწყების წინა დღეს,ანუ 25-ში,მთაწმინდის პარკში გვეპატიჟები,სადაც შესანიშნავ დროს ვატარებთ...მართალია,ორივენი სამ-სამ ნაყინს მიირთმევენ,თუმცა არ ვბრაზობ,შეირგონ თავისუფლების ბოლო დღე... ვასილი ძალიან გახსილია,თავისუფალი და უბრალო...ეს ის თვისებებია,რომლებიც ადამიანში ყველაზე მეტად მომწონს.. ამბობს,რომ ფუნიკულიორის ამუშავების შემდეგ,არაერთხელ წამოსულა მეგობრებთან ერთად და უყურებია მშვენიერი ხედვისთვის,რომელის ტრავმაის მიღმა იშლება,თუმცა ახლა სულ სხვაგვარად ეჩვენება იგი.. ერთმანეთის გვერდიგვერდ მივდივართ ჩვენ სამნი,მე,დეა და ვასილი...როცა ეშმაკის ბორბალზე ვსხდებით,ის 14 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს... -მას მერე აქ არ ვმჯდარვარ,,იმ შუქის ჩაქრობისა და გაჭედვის შემდეგ ეს არ მომხდარა..მახსოვს,ჩემი ძმა მაშინ პატარა იყო,რძე უნდოდა და დედაჩემი ამსიმაღლეზე აჭმევდაო..მოყოლილზე ყველას გვეცინება,მათ შორის ვასილსაც,თუმცა შემდეგ უცნაური შიში იპყრობს,გაუცნობიერებლად მხვევს ხელს და გულში მიკრავს..მეც ძლიერად ვეკრობი და ხელებს კისერზე ვხვევ..იმედი მაქვს,რომ ეს მხოლოდ ინსქტიქტია და მეტი არაფერი..დეა თვალს მიკრავს და ირონიულად იღიმის. მისი გულის რიტმი აჩქარებულია,ჩემიც...ჯობია,დავიმშვიდო თავი და მოვიშორო ამდენი ფიქრი... -რა ლამაზია!-დეა არღვევს ჩვენს მყუდროებას. -ლამაზი?-ვასილი კითხულობს და უფრო მიკრავს..ღმერთო,მისგან რამდენი სითბო მოდის... -ჰო,ძალიან ლამაზი.. -და იმ კაცზე რას იტყვი ჩამოძენძილი რომ დადის?-მოულოდნელად კითხულობ ვასილი და ხლე მისვებს... -იმ კაცზე?-თვალებს აცეცებს აქეთ-იქით დეა. -ჰო და კიდევ იმ კაცზე ჯიპიდან რომ გადმოდის შარვა;-კოსტიუმით.. -ლიტერატურული არ გახლავართ!-ეცინენე დეას. -აშკარად,მუზა მოუვიდა...-ცერემონიულად ვამბობ და მის სახეს ვაკვირდები,თითოეული ნაკვთი უშეშდება,თუმცა მალევე იშორებს დაძაბულობას და გაღიმებული თვალებით მაშტერდება. -რაღაც მივჯღაბნე გონებაში. -აბა?-დეა ჩემზე მეტად ინტერესდება,მგონი. -უკვე სუფთა ხარ, ნელსაცხებლის აგდის სურნელი და შენს სამოსსაც არაუშავს, გამოგესვლება ქუჩაში, რადგან, ვერ მიხვდება გამოუცდელი, რომ გასარეცხი, ერთი მხოლოდ, სინდისი დაგრჩა! *** თუმცა,როდი გრძელდება დასვენება სამუდამოდ...დგება დრო, როცა უნდა შეშვა თავისუფლად ყოფნას და გახდე რუტინული... რუტინა ყოველთვის არაა მოსაბეზრებელი,ხშირად ძალზე სასიამოვნოცაა,თუმცა ეს სიტყვა ჩვენში მაინც რაღაც უსიამოვნოსთან ასოცირდება... ჰოდა,რას ვამბობდი... უნივერსიტეტი იწყება...26-ში დილას ადრე ვდგები და ვემზადები ლექციისთვის,რომელიც 12-ზე მეწყება..მართალია ჯერ 9-ც არაა,თუმცა ადრე მინდა მოსვლა,კურსელები ასე შევთანხმდით.სანამ დაიწყება პირველი ლექცია,სადმე დავსხდებით და უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. ძალიან თბილი გარემოაა,ყველა ღიმიალიანი სახით მხვდება,მეორეკურსელი ნელიც კი,რომელიც დანახვისთანავე მიქნევს ხელს... დახვედრით აღფრთოვანებული ვართ.“ცხობის სახლში“ ვიკრიბებით,ეს სტუდენტთა საყვარელი ადგილია..მართლაც,საოცრად მყუდრო და კომფორტულია... -ნელი სულ სხვანაირია რეალობაში,არა?-ვკითხულობ და მეღიმევა. -ნამდვილად,თუმცა ბოლო დროს ხასიათზე ვერაა ხოლმე. -რატომ? -ვასილი ჰო,იცი? -მესამეკურსელი,ჰო?-ვინტერესდები. -რამდენიმე თვეა,რაც მასთან გაწყვიტა ურთიერთობა. -შეყვარებულები იყვნენ?-სიცილი მიტყდება,რატომ,ვერ ვხვდები... ჭორაობით მაინცდამაინც არ ვინტერესდები, შეყვარებული ვის არ ჰყოლია და მით უმეტეს თანაუნივერსიტეტელი.პირველ კორპუსში ეს ჩვეული მოვლენაა,თვალს დაადგამ უფროსკურსელს, თუმცა გამოცდის დროს მაღლივის კიბესთან შორდები, რადგან არც ერთს გინდათ, პირველმა აიაროთ ეს სასიკვდილე კიბე. ვასილი?! ის ხომ უბრალო ბიჭია, იქნებ მეგობრებადაც დავრჩეთ.. ამდენი ფიქრი და ამდენი აზრი?! თითქოს ჯაჭვი წყდება.. დრო ჩვეულებრივ გადის.ლექციები, შესვენებებზე ახალ მეგობრებთან ბაასი, ბიბლიოთეკა, სადაც ყოფნა ძალიან შემიყვარდა..გამცდის წარმატებით ჩაბარება და „ფასტ ფუდის“ რომელიმე რესტორანში შევლა, სადაც ყოველთვის ჩემი ჯანსაღი საკვები მიმაქვს. ახლა ზუსტად ბოლო შუალედური მქონდა, კურსელები „დანკინ დონატს“ ვსტუმრობთ, ახლაც უკვირთ ჩემი თავშეკავება, შენ ყველაფერში ასეთი ხარო.მაინცდამაინც არ ვერთვები მათ სჯა-ბაასში, ყურადღება მოპირდაპირე მხარეს მაქვს, სადაც ვასილი ზის რამდენიმე მეგობართან ერთად.რამდენიმე კვირაა არ მინახავს, როცა შეხვედრას მთხოვდა, არასდროს მეცალა, სულ გამოცდების მზადებაში ვიყავი ჩაძირული. ძალიან მინდა მასთან საუბარი, ჩემი მთელი არსება ამისკენ მიბიძგებს, თუმცა მეგორებს ვერ დავტოვებ, მოიცდის ვასილი. ფიზიკურად მათ გვერდით ვზივარ, თუმცა მაინც სხვა მხარეს,ვასილის მხარესვკონცენტრირდები.მესმის მისი როლებში შეჭრილი სახე და ფაქიზი ხმა. „უკვე, შეითვისე ჟრუანტელი, ტანში გაგცრა და გაგაჟრჟოლა... შენი წინათგრძნობა უარზეა, მაგრამ, შთაგონება გაქეზებს! როცა, შენში, პოეტს უყვარდება, ლექსი - შედეგია სახეზე.“ ჰმ..რატომ მიზიდავს ასე ? ვცდილობ, სხვა რამეზე გადავრთო ყურადღება, თუმცა მიჭირს. -ახალ წელს სად ატარებ?-მეკითხება ნანიკო. -სახლში, სად გავატარებ?-მექანიკურად ვპასუხობ. -კურსელები ბაკურიანში მივდივართ.არ გინდა,წამოხვიდე?-კითხვა მესმის, თუმცა უპასუხოდ ვტოვებ. დაბნეულობის მაქსიმალურ დონეზე ვიმყოფები და არ შემიძლია, ვუსმინო ვინმეს.. „ირგვლივ უთვალავი სენტიმენტი, საგნის მიზნობრივი აღწერა... ას ოთხმოცდახუთი სანტიმეტრი, სიმაღლე ასაკზე მრავლდება.“ გონებაში ისევ ისაა და ისევ მისი პოეზიაა..როგორ მინდა ახლოს მივიდე და ისე მოვუსმინო,ძალიან მინდა...თუმცა,დრო იწელება, უკვე გვიანია. როცა მეგობრებს ვშორდები და გაჩერებისკენ მივდივარ. გარეთ თოვს, თუმცა ვერ ვგრძნობ, ამაღლებულ განწყობას ვერ მიქმის ეს ერთ დროს საყვარელი ბუნებრივი მოვლენა... დრო ძალიან უაზროდ გადის.ბოლო ორი დღე ისე მიიწელება, რომ თავი მგონია მატარებელში, რომელიც ვერასდროს ჩერდება. ბოლოს, ვთანხმდები ნანიკოს ბაკურიანში წასვლაზე, თბილისში დარჩენა და იმაზე ფიქრი, ვნახავ თთუ არა ვასილს არ მინდა. ხშირად ვეჩხუბები საკუთარ თავს იმის გამო, რომ გამოცდების გამო ის უკანა პლანზე გავსწიე. მხოლოდ ბოლო დროს თუ ვხვდები, როგორი სხვანაირია ვასილთან ერთად გატარებული დღეები. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ამ დროს არც ვარდისფერ ბუშტში ფარფატის გარეშე ვიყავი ბედნიერი.. -ანუ ჩემთან არ გაატარებ დრო?-მეკითხება დეა და თავს უკმაყოფილოდ აქნევს. -შობას შენთან შევხვდები-ვუღიმი და დაიმედებენ მზერას ვტყორცნი. ჩქარ-ჩქარა ვალაგებ ბარგს. არ მიყვარს ეს პროცესი, ამიტომ ყოველთვის ბოლო მომენტისთვის ვიტოვებ ხოლმე. ფართხა-ფურთხით ვმოძრაობ, დაულაგებლად ვყრი ყველაფერს ჩემოდანში, შემდეგ ისევ ვალეგებ და ვკეცავ ნაკლები ადგილი რომ დაიკავოს. -დაგეხმარო?-მესმის ლიას ხმა, არ მინდა-მეთქი, ვპასუხობ და ვაგრძელებ საქმეს, არ მიყვარს, როცა ვინმე ეხება ჩემს ნივთებს. უაზრო აზრების გამო არ მინდა, ჩემსა და ვასილს შორის ავწიო ბარიერი, უბრალოდ არ მინდა...ყოველ წამს ამაზე მეფიქრება, მაშინაც კი, როცა ავტოუსში ვზივარ და დაძვრას ველოდები. როგორც ყოველთვის, ახლაც ნანიკო მიზის გვერდით და თავის ხალისს ასხივებს. მაინცდამაიცნ არ მეცინება, თუმცა უნდა ავყვე. ფანჯარას გავყურებ და ისევ ცხოვრება მატარებელი მგონია. ვხედავ წარმავალ ხეებს,სახლებს, ვხედავ, როგორ პატარავდებიან და ხელსა და თვალ შუა ქრებიან..ისევ ღრმად შევიცნობ ცხოვრებისეულ კანონს, რომელსაც არამარადისობა ჰქვია და თითქოს მეც მივყვები მას.. შუა გზაში მუსიკის ფონზე მეძინება. როცა მთელი ავტობუსი ცეკვავს, მძინავს..ზოგჯერ ძლიერ ალიაქოთშიაც კი სასიამოვნოა ძილი. „დაეშვი მიწაზე! დაეშვი მიწაზე! დაეშვი მიწაზე! მიყვირიან აქეთ-იქიდან. ვპასუხობ: -არა!“ -ჩამესმის ვიღაცის ომახიანი ხმა და მეღვიძება, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს სიტყვები ჩემკენაა მომართული. -მე?!-ვსწორდები წელში და გაშტერებულ თვალებს გარშემო ვაცეცებ. ყველას სიცილი უტყდება და მეც ლამისაა მიწა გამომეცალოს ფეხქვეშ..ეს ვასილის ხმაა! მისი სახეც ჩნდება და სახეზე ბედნიერების სხივები მიჩნდება... -ჰო არ გაგაღვიძეთ?-ეს კითხვაც კი სასიამოვნოდ მხვდება გულზე და მბურძგლავს, ზოგჯერ რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის. მგზავრობის ბოლო წუთებში ჩემს გვერდით ჯდება ვასილი. ყველა გათიშულია ჩვენს გარდა,მგონი...ესეც პლუსი!-ჩვენ შეგვიძლია ხელის შეუშლებად ვისაუბროთ და ვისაუბროთ. bebe-cocaine-ს მასმენინებს,ამ სიმღერისას უბრალოდ უნდა დახუჭო თვალები და აღარაფერზე იფიქროო. არ მიყვარს ესპანური სიმღერები, თუმცა საერთო ნაუშნიკიდან მსიამოვნებს თითოეული სიტყვის გაგონება.. როცა კარი იღება, ჩავედითო, ხასიათი მიფუჭდება, მინდა დრო გაიყინოს და საუკუნეზე დიდ ხანს შემეძლოს ვასილის გვერდით ყოფნა. -ბაასი არ დაგვისრულებია!-ხელს მიქნევს და ავტობუსიდან ჩადის. საოჯახო სასტუმროა, საოცრად მყუდრო და კომფორტული. სულ სამი სართულისგან შედგება, ყველას გვინაწილებენ ოთახებს, მე და ნანიკო ერთად ვთავსდებით, შეგვაქვს ბარგი და მაყოფილნი „ვეხეთხებით“ საწოლზე. დამეთანხმებით. ეს სასიამოვნო გრძნობაა. -ვასილი მოგწონს?-მეკითხევა ნანიკო და მთელი სახე მიწითდლება. როგორ მიხვდა?! ნუთუ ასე მეტყობა?! თხილამურები ,თოვლი, სიცილ-კისკისი...და ასე გადის მთელი სამი დღე, ბოლო საღამოს ფუშფუშა დიასახლისი სუფრას გვიშლის, ბიჭებს ღვინო მოაქვთ, გიტარაც გვაქვს და ჩვენს სტიქიაში ვეშვებით. სასმელს ძალით ვსვამ, უხერხულობა რომ მომეხსნას, თუმცა ვასილის მზერის სიმწვავეს ვერაფერი შველის. მიყურებს, მიყურებს, მაშტერდება და ისევ მაშტერდება... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თვალებით მაშიშვლებს..მახსენდება მისი ძველი მეტამორფული დიალოგი და ვწითლდები. როგორ მინდა, ახლა მხოლოდ ის იყოს ოთახში..საკუთარი თავის მიკვირს და ვიძაბები...ახლა ისევე უნდა დავლიო, რომ ეს დაძაბვა მოვიხსნა, ვისროლო ფანჯრიდან და უბრალოდ თავისუფალი გავხდე... ცოტა ხანში ვასილის ხმა ჩამესმის და ყურის ბიბილოც კი წიკ-წაკს მიწყებს.ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს წინ იყოს, ძალიან ახლოს იყოს და ისე საუბრობდეს... ხელში ჭიქა უჭირავს, შიგნით ალბათ ღვინო ასხია..რა უაზრობებზე ვფიქრობ, ლიმონათი ხომ არ ესმება..ასეთი დაძაბული არასდროს ვყოფილვარ, მგონი.. უცნაურ ლექსს კითხულობს, ლექსს, რომლის სიტყვებიც არეულ-დარეულაც ჩამესმის, თუმცა ვგრძნობ, რომ ის უცნაურზე მეტია, ბევრად მეტი. რატომღაც მგონია, უცნაურ სამყაროში ვტოპავ ...ასეცაა, მე ხომ ულევი ემოცია მიტევს, მიტევს ერთდროულად და გრძნობათა მორევისკენ მიბიძგებს...ალბათ ასე ხდება, როცა გიჟი ხარ, როცა არ ხარ შენ და როცა ხარ რაღაც სხვა... ეს ლექსი ერთ გოგოს ეძღვნება..ეს გოგო ახლა აქ ზის და არ იცის, რას ვგრძნობო, ამბობს, სახე ეძაბება, ლოყები ეფაკლება და შემდეგ ლექსს იწყებს... ”ჩემო სივრცისფერო ანგელოზო, ოპიუმი ხარ და თრიაქი! მთელი ფანტაზია დამეზოგა, კელაპტარი ვარ და ვკიაფობ. ჩემო იდუმალო ქალბატონო, ფრთებით გავირთხმები მდელოზე! შევთხზავ ათასნაირ საგალობელს, მებორნე ვიქნები და შეტოპე! ტბა გაგახელებს თუ მდინარე... თმები აიჩეჩე თავშლიდან, ჰაერს მოეფერე, გაწვიდეს! ახლა, როგორ ვგავარ მანიაკს... ახლა, მართლა უნდა გავგიჟდე! მერე, აიზვირთოს ტალღები! მერე, ამიხირდე ბავშვურად! მერე, შეიხსენი საყელო! მერე, დაგიმშვენებ სასთუმალს... მზეო, მხოლოდ, ჩრდილი დამყვება... ხელებს ჯიბეებში ვინახავ. არადა, როგორ გინდა გაბედო გულო, კიდევ ერთი: "მიყვარხარ!" გულში რაღაც ზენიტურად მჩხვლეტს და ლამისაა სკამიდან გადავვარდე. მახსენდება ის დღე, როცა ბაღში ბიჭმა, რომელსაც ვუყვარდი, სკამი გამომიწია და პირდაპირ ძირს დამანარცხა და როცა მასწავლებელმა უსაყვედურა, თავი გაიმართლა, ასე მინდოდა, სიყვარული ამეხსნაო. სხეულით აქ, ფიქრით კი ხან სად და ხან სად...არ ავიხედები ალბათ ზემოთ, ჩემს ჭიქას ვაშერდები და ლამისაა საკუთარი თავი თვითონვე გავსცე..გაშტერებით მიყურებს ნანიკო, თუმცა, იმედია, ყველაფერს არ „დაფრქვავს“. -ვინაა ეს ბედნიერი?-კითხულობს ნელი და თვალებს ჩემკენ ეშმაკურად აპარებს, ესღა მაკლდა. -ეს ბედნიერი?! რთული გამოსაცნობი არაა..-ღმერთო ჩემო, ლამისაა გათქვას საკუთარი თავი და მერე მეც.. ათამდე გოგო ვსხედვართ მაგიდასთან, ნელი ირიცხება და მეტი რჩება ალბათობა იმისა, რომ ჩემზე ფიქრობენ. მინდა, გავიდე ოთახიდან, თუმცა ვერ გავდივარ, ასე ყველა იეჭვებს. -ის ბედნიერი...იქნებ ის..-ეცინება ნანიკოს, მე კი ვშეშდებო. სიტყვებით აღუწერელად ვგრძნობ თავს, მისი თითოეული სიტყვაც კი სხვა სამყაროსკენ მაგდებს..ეს უცნაურზე უცნაური განცდა მთლიანად მიპყრობს და უბრალოდ ვიშლები. მინდა, მოვწყდე სამყაროს და სადღაც შორს წავიდე.. -კარგი, არ ვიტყვი, ვერ ავაწითლებ..-ვბრაზდები ვასილზე, ლამისაა ფეხზე წამოვხტე და ვაზღვევინო, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებ.. ემოციურად დაღლილ-დაქანცული პლუს სასმელ მოკიდებული ვეხვევი ცივ საბანში და თვალებს ძალით ვხუჭავ. არ მეძინება, მაგრამ მინდა ძილმა მიხსნას უსიამოვნო ფიქრებისგან, ძალიან მინდა..თუმცა, ყოველთვის განა გამოდის ის, რაც ძალიან გვინდა ?! -ჰეი..შენ უკვე იძინებ?-შემოდის ნანიკო და საბანს ნახევრად მხდის. -მცივა, დამაფარე! -რა გჭირს? ასე ადრე როდის იყო, იძნებდი?-გაკვირვებად ვერ მალავს ნანიკო. -გადი, კარგი? -ვიცი, რომ.. -გაჩუმდი..ისედაც უაზროდ მოიქცა!-თვალებს ვაშტერებ ნანიკოს ცნობისმოყვარე მზერას და შემდეგ თავს ისევ საბნის ქვეშ ვაქცევ. -კარგი, მე ჩუმად ვარ..-თვალს მიკრავს და გადის. რამდენიმე საათს გაუნძრევლად ვატარებ საბნის ქვეშ, დროდადრო ვიხედები ზემოთ და ვტკბები სავსე მთვარის ცქერით. ის ჩვენზე, ადამიანებზე. ბედნიერია, მგონი.. ის ხომ სრულყოფილია, ეს უკანასკნელი კი ჩვენთვის უცხო ხილია... -გამოფხიზლდი...ნუ ეცემი ამ უაზრო ფიქრებში, რომელი ფილოსოფოსი შენ ხარ?!-ვეუბნები საკუთარ თავს და გამხეცებული ვვარდები საბნის ქვეშ..ძაღლის პოზაში ვწვები და თვალებს ძლიერად ვხუჭავ, იქნებ ახლა მაინც ჩამეძინოს... ღამის 4 საათი იქნება, როცა აივანზე ვიღაცის ხმა მესმის. ცოტა არ იყოს ვშინდები, ნანიკოს უკვე სძინავს და სხვა არავის ველი.. -რომელი ხარ მანდ?-ფრთხილად ვდგები საწოლიდან. -მე ვა,ილაიდა..ნუ შინდები.. -ნანიკო არ გააღვიძო..-ვეუბნები მექანიკურად. -ნანიკოს დაბლა სძინავს..-ამბობს და იღიმის..ღმერთო ჩემო, ეს ვასილია.. -აქ რა გინდა? -შენს სანახავად მოვედი..ვიცი, დაბნეული ხარ და მინდა, შენთან მესაუბრა.. -ახლა? რამის 4 საათზე? -ღამე სიმართლის მეტაფორაა... -წადი შენს მეტაფორებთან ერთად...-ჩემს ნათქვამზე ეცინება, ხელს წელზე მხვევს და თვალები ჩემს თვალებთან მოაქვს, ახლა უფრო ვიბნევი, სიცივეში სიცხე მიპყრობს და ნელ-ნელა მისადგურებს... -ლექსი მოგეწონა? -კი,არაუშავდა-ვაქნევ თავს და უკან ვიწევი, ვცდილობ, მისი ხელებისგან გავთავისუფლდე. -ჩემზე ნაწყენი ხარ? -რატომ უნდა ვიყო-ვაქნევ თავს და მეცინება, ისიც მყვება სიცილში, ხელს უფრო მჭიდროდ მხვევს და გულზე მიკრავს, ხელები ისევ ზომბებივით მეკიდებიან.. -არ გინდა, გავისეირნოთ?-ახალი შემოთავაზება.. -ახლა?-ისევ გაოცება მეხატება სახეზე. -აბა,ხვალ?-ხელს ვჭიდებს და აივნისკენ მივყავარ. -ღამის პერანგით ვარ-ვიხედები ჩემს მოკლე პერანგზე და სიცილი მიტყდება. -მოიხვიე-თავის ქურთუკს მახვევს და ხელს ჩემს წელზე ათავსებს. ძალიან თბილი და ფაქიზია მისი თითოეული შეხება, ალბათ ამიტომაც გადავყავარ ჭკუიდან.. -აქედან ჩავდივარ?-ვუყურებ სიმაღლეს გაშტერებულ-გაოგნებული და ვასილის ხელს ვეჭიდები. ფანჯრიდან ნელ-ნალა ვცოცდებით, ის წინ მიდის, ხელს მკიდებს და ჩასვლაში მეხმარება, ბოლოს ერთად ვხტებით და თოვლში ვვარდებით. ძალიან სასაცილონი ვართ, ფინიას გავხარო, მეუბნება ღიმილით და სახიდან თოვლს მწმენდს. ხელიხელ ჩაკიდებულნი მივუყვებით თოვლიან ბილიკს და გვგონია, რომ მუდამ ასე იქნება, ბედნიერებით აღტკინებულნი ვჩერდებით შუა ქუჩაში და ერთმანეთს ვაშტერდებით. უცნაურზე უცნაური გრძნობაა, როცა ბედნიერება წინ გიდგას.. ასეთი მწვავე მიშტერება ჯერ დედამიწას არ ახსოვს ალბათ...მიყურებს, ვუყურებ, მიყურებს, ვუყურებ და გრძელდება ასე...შემდეგ ცხვირი ჩემს ცხვირთან მოაქვს, თვალებით ლამისააა ჩემს თვალებს შეერწყას..გაშეშებული ვდგავარ და სად ვარ, იცის კი არ ვიცი, ჩემი სახელიც კი ლამისაა დამავიწყდეს..ისეთი გრძნობაა, თითქოს მიწა მეცლება ფეხქვეშ და თავისუფალი ვარდნით მივექანები უფსკრულისკენ. სადაც ბედნიერებას შერეული სიამოვნება მელის, თუმცა მეშინია, ფინიშამდე ვერ მივალ, მხარეს ვიცვლი და სადმე გადავიჩეხები.. თოვა სიჩქარეს უმატებს და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენი ბედნიერების ზენიტი ახლოვდება, მის თითებს თმებში ვგრძნობ და ჩემში არსებული ძაბვა მატულობს..ერთმანეთთან ისე ახლოს ვდგავართ, ლამისაა ორნი ერთად ვიქცეთ.. ხელს მიშვებს, შემდეგ ისევ მჭიდებს და მატრიალებ, მის გარშემო ვბრუნავ და მგონია, მე დედამიწა ვარ ის კი-მზე, თუმცა ის პირიქით ამბობს..მეღიმება და გული სითბოთი მევსება.. გაათმაგებულ სიგიჟეს ვეცემი, როცა მისი ბაგეები ჩემკენ მოიწევს და წამიერად იყინება, თავი საყინულეში მგონია, თუმცა ჩვენი საყინულე გაცილებით სასიამოვნოა.. *** დილას გაყინულ სკამზე ვეღვიძება, თუმცა არ მცივა, რადგან მის ხელს წელზე ვგრძნობ, მბურძგლავს სასიამოვნოდ და თავი ღრუბლებში მგონია, ანუ იქ, სადაც სიცივე ათბობს. ცას ვუყურებ და მეღიმება, ვასილს ვუყურებ და ისევ მეღიმება.. -ღამე ორი ცის ქვეშ... -უკვე ერთი ცის ქვეშ...მე და შენ რამ გაგვყო?!-თურმე მას ღვიძებია, ხელს მიშვებს და ფეხზე დგება...-შეხედე ცას! ის აღარაა ორი! ჩვენი ცები შეერთდნენ.... ისევ მეტაფორები. ისევ და ისევ! ალბათ მხოლოდ სილამაზეში კი არა სიტკბოებაშიცაა საქმე..ასე რომ არა, ვასილი ხომ არ შემიყვარდებოდა... *** რომანტიკას არ უყვარს გაწელვ-გამოწელვა და იმაზე წერა, თუ როგორ ვასწავლე ან ვერ ვასწავლე ჟანსაღი ცხოვრება ვასილს..უბრალოდ არ უყვარს! *** რამდენიმე წელი გადის, ჩვენ მხოლოდ ერთი ცა კი არა, უკვე ერთი ჭერი, ერთი საწოლი, ერთი აბაზანა და კბილის პასტაც კი ერთი გვაქვს..ეს ჩვენი იდილიაა,იდილია, რომელსაც ბევრი ვერ ჩაწვდება... ყველაფერი დაიწყო ერთი ცით და ერთი ჭერიც გრძელდება, ერთი საწოლით და ერთი კბილის პასტით. *** ვასილის გავებუტე, რაზე არ მახსოვს, თუმცა გავებუტე და სახლიდან წავედი. მახსოვს, როგორი გაბრაზებული ვიყავი, როცა ვალაგებდი ბარგს... მახსოვს, ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, არაფერი მომწონდა, ყველაეფრზე გული მერეოდა და ვერც ადამიანებს ვეგუებოდი და ვეღარც საჭმელს.. *** თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა..ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და მეცხრე ცაზე ამისროლა.. *** ბედნიერების ზენიტი..“მალე მესამეც შეგვემატებას“ ძახილი და ოთახიდან ოთახში სირბილი, სოციალურ ქსელში სახელის შეცვლა... „მე ვარ შემოქმედის“ დარქმევა და საღამომდე იმაზე ფიქრი. თუ რას მომწერს ვასილი... კიდევ კარგი პასუხს არ აყოვნებს... „მე ვარ შემოქმედი რატომ ? არაფერს ვპასუხობ. ის კი მიდის და თვითონაც იმავეს ირქმევს, შემდეგ კი ისევ ჩემი აივნიდან ძვრება, როგორც იმ ღამეს და ჩემს წინ დგება, როგორც მახარობელი ანგელოზი.. თუმცა, „როგორც“ რატომ. ის განა არაა ბედნიერების მახარებელი?! *** ჩვენს შვილს არ ვიცი, რას დავარქმევ, არც ის ვიცი. რა შეიძლება ერქვას ჩვენი სიყვარულის ნაჯვარს, არც ის ვიცი. კიდევ რამდენჯერ ვეჩხუბები ვასილს და რამდენჯერ ჩავალაგებ ბარგს, თუმცა ვიცი, ყველაზე დიდი შემოქმედი გავხდები... ვიცი, შვილი, რომელსაც მოვავლენ ნებისმიერ ნაწარმოებზე ძვირფასი იქნება, რაც კი დაწერილა და რაც კი ოდესმე დაიწერე.... *** გაბერილი ვზივარ ბუხართან, როცა ვასილი მოდის და ყურში მჩურჩულებს: „დამარცვლე: სი-ყვა-რუ-ლიი!!! მერე? უფრო ადვილად ეტყვი: მე შენ მიყვარხარ! ” ____ ლექსები ჩემი არაა, ცოტა ხნის წინ თავებად ვდებდი ამ ისტორიას პლუს ვიცი არაა გამაგიჟებელია, თუმცა მაგალითია იმისა, რომ შთაგონებას ხშირად ერთი უბრალო ნაპერწკალი სჭირდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.