შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენგამოტანილი (ნაწილი 4)


15-09-2016, 22:43
ავტორი Villalobosta
ნანახია 1 694

მიშო მაშინვე ტანააცმელებიანად მდინარეში ჩამოხტა ჩემთან სწრაფად მოვიდა და ცდილობდა წყლიდან ამოვეყვანე მე კი ამ დროს სიცილი წამსკდა ბოლო ხმაზე
- აჰაჰაჰაჰა ნეტა ახლა შენი თავი დაგანახა.. რა შეშინებული როჟა გაქვს.. უფს.. სულ დასველდიი
- საზიზღარო ბავშვო!!
- რა გეგონა მარტო მე დავსველდებოდი? აი ეგრეე
- წამოდი წამოდი მგონი შევაკეთე მანქანა
- ძლიივს ვაშა ბრავოო - მდინარიდან ამოვედით.
- აუუ სულ სველი რომ ვარ? - ვწუწუნებდი მე
- მეც სხვათაშორის
- შენ არაფერი გიჭირს - მანქანაში ჩავჯექი
- რას აკეთეებ
- რა იყო
- სველი დაჯექი
- ბოდიში მაგრამ ტანზე ვერ გავიხდიდი.. მოდი დაჯექი მე ისედაც დავასველე არაფერი უჭირს.
- თორნიკეს დაურეკე რა.. სალაპარაკო არ მაქვს დამირეკა მილიარდჯერ
დაახლოებით 2 საათში ბათუმში ჩავედით და თორნიკე ვნახეთ..
- გუშინ წამოსულები დღეს რანაირად ჩამობოდიალდით
- ყველაფერი შენი თარსი დეიდაშვილის ბრალია ჩაჯდა მანქანაში და გაფუჭდა
ეგრევე
- მანქანაც თუ პატრონივით ჯართი და გამოუსადეგარია ეგ რა ჩემი ბრალია
- აა ესეიგი მე ვარ გამოუსადეგარი.. კაი დავიმახსოვრებ.. ღირსი იყავი წვიმაში დამეგდე
- თორე რო წამიყვანე რას ამბობ ათასი სისულელეები დაახეთქა ჭკუიდან ამჭრა
- კაი ხოო დავიღალე კატა და ძაღლი მახსენდება ისედაც
ტვინი მისკდება - თქვა თორნიკემ და ლუდი მოსვა
- გაგისკდება აბა რა იქნება.. ეგ პომადის ლაქა მოგეშორებინა მაიმც საყელოდან - ვუთხარი მე და ვიცინოდი.. თორნიკე უხერხულად შეიშმუშნა
- რაა ბიჭო ეგ.. რა გითხარი მე შენ ჭკვიანად იყავითქო.. ან ვერ დამიცადე?
- გარყვნილებო წავედი მე ზღვაში.. - ბიჭები ცოტახანი არ ჩამოსულან მე კი ვიჯექი ნაპირთან რადგან ცურვა არ ვიცოდი.. ერთი ბიჭი პირდაღებული მიყურებდა.. მალე თორნიკე და მიშოც ჩამოვიდნენ ისინი შორს გადიოდნენ იცოდნენ ცურვა..
- აუუუ აუუუ მასწავლე რა ცურვა თოკააა - ვწუწუნებდი მე
- დამანებე გოგო თავი. ისედაც ძლივს ვახელ თვალებს შენნაირ ძონძროხას რა გამოათრევს შუა ზღვიდან
- ბოდიში მოიხადე 5 კილო მაქ დაკლებული, აუუუ მასწავლე რააა
- მართლა არ შემიძლია მიშო გასწავლის
- აუ წამო მართლა გაგიყვან შუა ზღვაში დაგტოვებ მერე იქ და აღარ შეგვაწუხებს შენი წიკვინი
- ამას ვერ ვენდობი ეს მართლა დამახრჩობს.. თორნიკეეე მასწავლე რააა
- მეჩქარება მართლა დამირეკეს და უნდა გავიდე ეხლა
- ვინ დაგირეკა
- რა შენი საქმეა ჭორიკანა
- აუუუ რას ჩამომათრიეთ აბა აქ
- ვინ დაგახია მერე კალთები - მითხრა მიშომ
- შენ მოკეტე..
- კაი წავედი - თორნიკე წყლიდან ავიდა და სადღაც წაეთრა.. მიშო შორს გავიდა.. მე ისევ ნაპირზე ვეგდე..
- ცურვის სწავლა გინდა? - მითხრა იმ ბიჭმა მთელი დღე რომ მიყურებდა
- კი მაგრამ არ მასწავლის არცერთი - მოვისაწ.... თავი
- გასწავლი თუ გინდა
- აუ კიი - წყალში შევედით.. ნელ-ნელა ცურვას მასწავლიდა თან გამომკითხა ყველაფერი
- რა გქვია?
- სოფი შენ?
- შაკო
- სასიამოვნოა
- ჩემთვისაც.. ისინი შენი ვინ არიან
- წეღან რომ წავიდა ჩემი დეიდაშვილია და მეორე.. მეორე.. - სანამ ვეტყოდი მიშოზე ვინ იყო ჩავფიქრდი.. მე თვითონაც ვერ გავარკვიე უცებ ის ჩემი ვინ იყო ან რას ნიშნავდა ჩემთვის.. გამეღიმა და ვუთხარი:
- ჩემი მეგობარია
- უბრალოდ მეგობარი თუუ?
- არა უბრალოდ მეგობარია
- გასაგებიაა.. - ამასობაში მიშომდეც მალე მივცურეთ..
- მაინც ხო მოგაგენი.. ვსო ახლა ვერ დაიძვრენთ თავს შაკომ უკვე ცურვა მასწავლაა ვოტტ - შევეცადე გამეცურა მაგრამ რამის ჩავიყვინე და შაკოს ჩამოვეპორწიალე კისერზე.. მიშოს ამის დანახვა როგორც ჩანს არ ესიამოვნა
- საღოლ მაგრად გისწავლია ტაში დაგიკრა? მადლობა რომ შეწუხდით შეგიძლია წახვიდე.. მე გავათრევ ნაპირამდე - ხელი მომკიდა და თავისკენ გადამიყვანა
- ეეე
- რა იყო? უცხო ადამიანს ხო არ შეაწუხებ მე აქ ვარ.. ვერ გაიგე? მადლობა
- კაი სოფო დროებით.. - შაკომ გაცურა.. ნაპირიდან ცოტა შორს ვიყავით ჩვენს გარდა იქ არავინ იყო
- რატო ელაპარაკე ასე უხეშად? - მიშოს ვუსაყვედურე
- ხო არ მივსულიყავი და ჩავხუტებოდი აბა? მთელი დღეა ცუდად გიყურებდა ისედაც, მაგასთან რამ მიგიყვანა
- ჯერ ერთი გთხოვეთ და არ მასწავლეთ მეც შემთხვევით ვისარგებლე.. მეორე მე არ მივსულვარ თავად მოვიდა და მესამე შენ რა იცი ცუდად მიყურებდა კარგად თუ საშუალოდ?
- შევამჩნიე ბრმა არ ვიყავი რომ ვერ შემემჩნია..
- მერე შენ რა კუჭი გეწვის
- აუ მე უნდა ვიყო სვანი და შენ არა? სადაა სამართალი.. რამე ცუდს რო დაგიპირებს ესეიგი მე თვალები უნდა დავხუჭო?
- შენ ხო ვერ მიტან
- რომ ვერ გიტანდე არც კუჭი არ "ამეწვებოდა"
- მართლა სვანი ხარ!!! - შევეცადე ჩემით გამომეცურა მაგრამ წესიერად როგორც ჩანს ვერ ვისწავლე ისევ რამის ჩავიყვინე.. მიშომ დამიჭირა
- ჰა რა ვქნა ეხლა მთელი ცოდვებისთვის პასუხი გაგებინო და მოგიცილო თუ შემეხვეწები და წაგიყვანო?
- ცხოვრებაში არავის არაფერს შევხვერწნივარ..
მითუმეტეს შენნაირ ყეყეჩს არაფერს შევეხვეწები მაგას სიკვდილი მირჩევნია
- იცი რომ არც ეგეთი ბოროტი ვარ და ამით სარგებლობ - წელზე ხელი მომკიდა და ცალი ხელით მიცურავდა
- შენს ადგილას მე ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი ისე
- ვიცი შენ ხელის აუკანკალებლად დამტოვებდი ალბათ
- აჰამ
- აუ დავიღალე რამ გამოგაბოდიალა აქამდე ჩემი თავი ძლივს მიმყავდა და ეხლა შენ.. ზურგზე დამაწექი
- რა?
- რაც გაიგე
- მასაჟიც ხო არ გაგიკეთო
- კაი მაშინ გაგიშვებ ხელს და ქვემოთ თევზებს გაუკეთე მასაჟი
- აუტანელი ხარ - ზურგზე დავაწექი
- ხელები მაგრად მომკიდე - ისე მოვეჭიდე რომ მისთვის ცურვაში ხელი არ შემეშალა.. ჩახუტებული ვიყავი მასზე.. არვიცი რა მემართებოდა როცა ამ ადამიანს ვეხუტებოდი.. მთელი სხეული მიცახცახებდა.. სულ ვწითლდებოდი.. ტანში ჟრუანტელი მივლიდა.. მინდოდა რომ მისთვის ხელი არასდროს გამეშვა.. ეს აუხსნელი რაღაც იყო.. ეს იყო ის რაც მე არასდროს განმიცდია.. - მალე ნაპირამდე გამოვედით და დამთავრდა ეს ყველაფერიც.. ხელი გამიშვა.. მალე თორნიკე მოვიდა
- სად იყავი - კითხა მიშომ
- არსად
- შენ რაღაცა ძაან მტეხავ ამ ბოლოს
- აუ რა ყ.. - თორნიკემ შემხედა ყურებდაცქვეტილი რომ ვუსმენდი და სხვანაირად გააგრძელა წინადადება
- ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ შენ - მე სიცილი წამსკდა
- აუ დღეს ვრჩებით? - ვკითხე თორნიკეს
- არა რა ვრჩებით ცოდოა ლელა მეორე დღეც მარტო?
- ცოტა საღამოს წავიდეთ მაშინ
- 1 საათში წავალთ.. გზაშიც დრო გვინდა
- შენ რა უფროსად დაგვიდექი შენი გაისწორე და გკიდივართ ჩვენ? - უთხრა მიშომ
- ნუ ტლიკინებ შენ მართლა რა - თქვა თოკომ და უხასიათოდ მანქანისკენ წავიდა
- რა ჭირს ამას - მკითხა მიშომ
- მერავიცი ალბათ არ მისცა იმ გოგომ - მიშომ გაშტერებული შემომხედა
- ხო რაიყოო - გამეცინა და ჩაცმა დავიწყე
- რატო იცვამ ჯერ
- წავიდეთ ჯობია ცოდოა მართლა ბებიაჩემი..
თბილისში ჩავედით.. იმ ღამითაც ჩვენთან დარჩა მიშო.. მე წყალი გადავივლე და ჩემს ოთახში გავედი.. საწოლზე წამოვწექი.. ხმამაღლა მუსიკები ჩავრთე.. ბიჭები მაღაზიაში იყვნენ გასულები, ჩემს სტიქიაში ვიყავი უცებ მიშო შემოვარდა ოთახში და მუსიკები გამორთო
- დაყრუვდი გოგო? - მიღრიალა და გავარდა
- გააფრინე ხო? - გამოვეკიდე და რას ვხედავ გარეთ ბებიაჩემი გონებადაკარგული იატაკზე წევს.. ადგილზე ჩავიკეცე და ძლივს ამოვილუღლუღე
- თოკა რა სჭირს ბებიას
- არვიცი არაა ჩქარა წყალი მოიტანე - მე ადგილიდან ვერ ვიძვროდი სულ ვკანკალებდი.. მიშო გაიქცა სამზარეულოში და წყალი მოიტანა.
- სასწრაფოს დაურეკე?
- კიი გზაში არიან - უთხრა მიშომ თორნიკეს.. ნელ-ნელა ცრემლები მომდიოდა.. კანკალი ვერ შევწყვიტე.. მეშინოდა.. ძალიან მეშინოდა.. ოღონდ ჩემი საყვარელი ბებია არა, ოღონდ ის არა.. მიშომ ჩხუბი დამიწყო:
- რა უბედურებაა რამხელაზე გქონდა აწეული ხმა იქნებ გეძახდა ქალი რას გაგაგონებდა
- დამესიზმრებოდა? მერავიცოდი ასე თუ იყო განზრახ ხო არ ვიზამდი - ვტიროდი
- განზრახ რომ არ იზამდი ჩვენც ვიცით სოფი მაგრამ გართობის გარდა სხვა არაფერი რომ არ გაინტერესებს მაგაზე გესაუბრები ამწუთას
- კაი გეყოთ თქვენ მაინც ნუღარ ამატებთ. სადაა ამდენ მახს ეს დედა აფეთქებული სასწრაფო - ყვიროდა თორნიკე
- მგონი მოვოდა - მიშო გარეთ გაიქცა დასახვედრად.. ექიმებმა ცოტატი მოიყვანეს გონს ბებია მაგრამ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს იმ ღამით.. ყველა უკან წავყევით.. მთელი გზა ხმა არ ამომიღია.. ვტიროდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ვერ ვისვენებდი მეშინოდა რამე არ დამართნოდა.. ექიმი გამოვიდა და თქვა რომ საშიში არაფერია უბრალოდ წნევამ აუწია და ამან იმოქმედა.. იმ ღამით იქ დატოვებდნენ ბებოს და ხვალ უკვე წამოვიყვანდით..
- კაი თოკო მე სახლში გავალ ჩემთან თუ რამე დაგჭირდება დამირეკე რა დროც არ იყოს და ეგრევე აქ გავჩნდები
- კაი ძმა მადლობა - თორნიკე მიშოს გადაეხვია, მერე მიშო წავიდა..
- სოფი შენც წადი მე დავრჩები აქ - მითხრა თოკამ
- არა იყოს ვიქნები რაა
- წადი ტყუილად უნდა იყო დაისვენე
- რა გამაჩერებს სახლში
- მიდი ნუ ნერვიულობ საშიში აღარაფერია.. დავრჩები მე.. წადი კაი?
- კაიი. თუ რამე დამირეკე ეგრევე
- კაი მიდი წადი - თორნიკემ ლოყაზე მაკოცა და წამოვედი
- დაიცა
- რა იყო
- რითი წახვალ ვეტყვი მიშოს და გაგიყვანს
- არა იყოს ტაქსს გავაჩერებ..
სახლში მოვედი.. ისევ წყალი გადავივლე და წამოვწექი.. ფიქრი დავიწყე და ტირილი.. თავს ვიდანაშაულებდი ბებიას რომ რამე მოსვლოდა ჩემი დაუდევრობის ბრალი იქნებოდა და მართლა თავს მოვიკლავდი.. მერე დედაჩემის ფოტო ავიღე.. ვეფერებოდი და გულში ვიკრავდი.. ვტიროდი და ფოტოს ველაპარაკებოდი
- ნეტა ახლა ჩემს გვერდით იყო და ჩემი დამშვიდება შეგეძლოს.. ნეტავ შენთან ჩახუტება შემეძლოს - ვტიროდი.. ძილი არ მეკარებოდა, წვიმდა და ჭექა-ქუხილიც დაიწყო.. ისევ საშინეა შიშმა და კანკალმა ამიტანა.. ის ამაზრზენი კაცი და ის ღამე გამახსენდა. ოთახში გავიქეცი, ლეიბი ავწიე და ნარკოტიკი ამოვიღე.. ამ დროს კარზე დამიკაკუნეს.. 2ის ნახევარი იყო. ღამე. უფრო შემეშინდა.. კანკალით კართან მივედი. ჭუჭრუტანიდან გავხედე და რომ დავინახე მიშო იყო ეგრევე კარი გავაღე.. მტირალი და აკანკალებული მაშინვე კარებშივე ჩავეხუტე და უფრო ძლიერად დავიწყე ქვითინი..



№1  offline წევრი marus

ბავშვებო დამეხმარეთ,ისტორიას ვეძებ:
ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3

პ.ს სხვა საიტზეც იდო ცოტა ხნის წინ,იქ სახელები შეცვლილი იყო და ლიზი და ანდრეა იყო

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

წაკითხული მაქვს სათაურით გავიხსენეე მაგრამ მეც არ მახსოვს მეტი დეტალები :((

ეს ისტორიაა კი მომეწონაა ძალიაან♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent