შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (თავი XII)


5-08-2016, 12:27
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 559

დილით კარგ ხასიათზე გამეღვიძა. იშვიათად თუ ხდება ასე. ჩემს გვერდით ანასტასიას ეძინა. მშვიდი და მომღიმარი სახე ჰქონდა. ალბათ, კარგი რამ ესიზმრება. სახე ლოყასთან მივუტანე, ვაკოცე. მერე ჩემს ჩანთას დავწვდი, ტანზე ჩავიცვი და გარეთ გავედი. იქაურობის დათვალიერება გადავწყვიტე. რადგანაც კიდევ ერთი დღე უნდა ვიყოთ აქ, ამიტომ უნდა ვიცოდე როგორ გამოიყურება აქაურობა. ლამაზი ადგილი აურჩევიათ, ხეები მხოლოდ განზეა, ირგვლივ სულ მწვალეა ყველაფერი. მერე ერთ დაქანებული ადგილს ვნახულობ, მას ჩავუყვები, მოპირდაპირე მხარეს ტბაა. საერთოდ ვგიჯდები წყალზე, ჩემი სტიქიაა. ტბის ნაპირას ვჯდები და ტბას გავყურებ, მერე მუჭით კენჭებს ვიღებ და სათითაოდ ვისვრი ტბაში. საერთოდ ასეთი ჩვევა მაქვს, მუჭაში დაგროვილ კენჭებს წყალში სროლასთან ერთად ვითვლი და თუ ბოლო ლუწი რიცვია, მაშინ უკანასკნელის გადაგდებასთან ერთად სურვილსაც ვიფიქრებ. მუჭაში 18 კენჭი მქონდა, ბოლოს სურვილი ჩავუთქვი და წყალში ვისროლე, მერე ასე უსაქმურად ჯდომა მომწყინდა და სიმღერა დავიწყე, ჩუმად ვმღეროდი ,ამ დროს ჩემს უკან ფეხის ხმა გავიგე, უკან მივიხედე და გაბრიელი დავინახე.
-კარგად მღერი! ოღონდ ხმა დაბლა, კარგად ვერ გავიგე!
-მაშინ გიმღერებ როცა ამის დრო მოვა!-გავუმეორე მისი სიტყვები.-რა იცოდი აქ რომ ვიყავი?-ვკითხე ინტერესით.
-არ ვიცოდი, უბრალოდ მეც აქ ჯდომა მინდა.-მითხრა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ცოტახანი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, უკვე ადგომას და კარავში დაბრუნებას ვაპირებდი, როცა გაბრიელმა მითხრა:
-ეკა... რაღაც მინდა გითხრა!-და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
-გისმენ...
-ოღონდ ჯერ უნდა შემპირდე, რომ არ გაბრაზდები და ბოლომდე მომისმენ!-მითხრა და სახე დაისერიოზულა.
-კარგი, ბოლომდე მოგისმენ-ვუთხარი და მისკენ შევტრიალდი.
-...და არ გაბრაზდები!-თანხმობისნიშნად თავი დავუქნიე. ერთი ღრმად ამოისუნთქა და პირი გააღო რაღაცის სათქმელად, როცა უკნიდან ანდრეას ხმა გავიგეთ.
-გაბრიელ, ძმა, წამოდი შენი დახმარება გვჭირდება!
-ორი წუთში მოვალ!-ისე გასცა პასუხი, რომ მისთვის არც კი შეუხედავს.
-მერეც მოასწრებთ, საუბარს! წამოდი
-კარგი, ეტყობა რამე მნიშვნელოვანია, მოაგვარეთ და მერე ვილაპარაკოთ კარგი?-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
კარავში დავბრუნდი, ანა უკვე ამდგარიყო და ჩანთაში რაღაცას ეძებდა.
-გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა?-ვუთხარი და გვრძე მოვუჯექი.
-ჰა ჰა, ძალიან სასაცილოა. აბა როგორ გინდა? გუშინ 3 საათამდე არ დამაძინე, იმდენი ილაქლაქ რომ სულ გამოვიფიტე.-მითხრა და ენა გამომიყო.
-აა, ესეიგი მე გამოგფიტე ხომ? კარგი, ვნახოთ ამის შემდეგ კიდევ რამეს თუ მოგიყვები-ვითომ გავბრაზდი. ბოლოს ორივეს სიცილი აგვიტყდა.
შუადღით, ძალიან დაცხა. ბავშვებმა ტბაში ჩასვლა დაგაწყვიტეს. ზოგი ტანსაცმლითვე ჩავიდა, ზოგიმა კი ტანსაცმელი გაიხადა და ლიფისა და ტრუსის ამარა ჩავიდა ტბაში. მე მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმელი მქონდა წამოღებული ამიტომ ვერ დავსველდებოდი. თითქმის ყველა წყალში ჩავიდა, ზოგი იქვე ნაპირას დაჯდა, მათ შორის ანაც. იქ ჯდომა რომ მომბეზრდა კარვებთან წავედი წყლის დასალევად. თერმოსი ამოვიღე ჩანთიდა და გავხსენი.
-შენ რატომ არ ჩახვედი წყალში?-მკითხა ბაგრიელმა.
-გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მაქვს და ვერ დავსველდები.-ვუთხარი და თერმოსიდან წყალიმოვსვი.
-წყალში ტანსაცლმით ვინ ჩადის?-გაიკვირვა.-შენმა კლასელებმა რამის ისიც გაიძრონ რაც ტანზე შემორჩათ!-მითხრა და გაიცინა.
-მე ჩემი კლასელები არ ვარ!-ვუთხარი და გავუღიმე.
-მართალია. არ გცხელა?
-ისე რა, წამო ბავშვებთან გავიდეთ-ვუთხარი და ზურგი ვაქციე. ჯერ კარვებიდან, დაშორებულიც კი არ ვიყავი რომ ზურგზე სიგრილე ვიგრძენი. ტავიდან ვერ მივხვდი რა იყო, მაგრამ ამ "სიგრილემ" მატება რომ დაიწყო მერე მივხვდი, რომ უკნიდან გაბრიელი წყალს მასხავდა. სწრაფად შევტრიალდი, გაურკვეველი და გაცოფებული სახით.
-ვაიმეეე... გაბრიელ, იდიოტი ხარ? ახლახანს არ გითხარი ვერ დავსველდები საღამოს სახლში უნდა წავიდეთ, სველი ტანსაცმელი მეცვას?-სიცილი დაიწყო, ამან უფრო გამაბრაზა და თერმოსი, რომელიც ხელში მეჭირა სწრაფად ავამოძრავე და მასაც შევასხი და წამისმეასედში გავიქეცი,რადგან მივხვდი კარგი დღე არ დამადგებოდა. ტყეში შევვარდი და ერთ-ერთ ხელ ამოვეფარე, ზურგი სველი მქონდა, თუმცა ცოტახანში, ალბათ, გამშრებოდა. მაგრამ ვინ აცალა გაშრობა? დავინახე აქეთ, როგორ მორბოდა გაბრიელი, ბოთლით ხელში. ერთი დავიწივლე და ადგილს მოვწყდი. გავიქეცი მაგრამ გაექცევი რომ? ერთი ხელით დამიჭირა, მეორით კი წყალი გადამასხა.
-აუ, სვო ვსო, კაი ბოდიში!-ვიყვირე და გავთავისუფლება ვცადე.
-მოიცადე, ბარემ ბოლომდე-გადაიხარხარა და ბოლომდე ჩამაცალა. მხოლოდ ზურგი კი არა, თავიდან ფეხებამდე გაჟღენთილი ვიყავი წყლით.
-აუ, ეხლა მთელი დღე მზეზე რომ ვიდგე მაინც ვერ გავშრები.-დავიწუწუნე და თმის ჩამოწურვა დავიწყე.
-შენი ბრალია, გამომიწვიე!-მითხრა და ისევ სიცილი განაგრძო.
-მე გამოგიწვიე? უკაცრავად, მაგრამ ზურგიდან მე შეგასხი წყალი.
-მე შენზე ვზრუნავ და შენ კიდევ არ მიფასებ! მივხვდი რომ გცხელოდა და გაგაგრილე-მითხრა და გაიღრიჯა.-კაი, ხო ნუ იბუტები, მე მაქვს ზედმეტი მაისური და მოგცემ.
-მადლობა მაგრამ საკუთარ თავს თავად მივხედავ!-სწერვა სახე დავიყუნე და გაბრაზებული ანასთან მივედი. ჩემდა გასახარად უკვე კარავთან იყო.
-ეკა სად იყავი? და სველი რატომ ხარ, მეგონა ტბაში არ ჩახვედი.
-ხო, არ ჩავსულვარ, გაბრიელმ გამწუწა-ვუთხარი უკმაყოფილო სახით და მაისურის კიდე გავიწურე.-შენ ხომ არ გაქვს ზედმეტი შარვალი და მაისური?
-აუ ეკუ, მართლა არ მაქვს! აი ეს ერთი ხელი წამოვიღე მეც და კიდე მოკლე საღამურები მაქვს, თუ გინდა ისინი ჩაიცვი.
-რამდენად მოკლეა?-როცა ვნახე სულ ვინანე რომ ვიკითხე.ბავშვები წყლიდან ამოვიდნენ, მე კი ნაპირთან დავჯექი მზეზე, იქნებ სასწაული მომხდარიყო და ერთ საათში გავმშრალიყავი. თმები გამიშრა, თუმცა ტანსაცმელი ისევ სველი მქონდა. ბოლოს სიამაყე დავძლიე დაგაბრიელთან მივედი.
-მაისური მოგცე?-სანამ ხმას ამოვიღებდი, მანამდე მკითხა და გაეღიმა.
-სპეციალურად გამიკთე ხო?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-არა, არ მეგონა თუ ასე ძალიან დაგასველებდი, ბოდიში-მითხრა სიცილით.
-ბოდიში, ტანსაცმელს გამიშრობს?
-აი, აიღე.-მითხრა და მაისური გამომიწოდა.-მაინც დიდი გექნება და კაბასავით ჩაიცვავ.-მითხრა და გ ამიღიმა. წასვლის დრო მოვიდა, კარვები თითქმის ყველაამ აშალა, მე კი იქიდან გამოსვლას როგოც შემეძლო ვწერავდი. მაისური მართლაც დიდი მქონდა მუხლებიდან ცოტა აცილებული, თუმცა არ მინდოდა ასე ვინმეს ვენახე, მითუმეტეს კი მასწავლებლებს.
-------------------------------------------------------------
ესეც ახალი თავი. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ნახვების რაოდენობა ხან 200-300 ია, კომენტარები კი 1-2 და ეს საშინლად არ მომწონს. ძალიან გთხოვთ შემიფასოთ.



№1  offline წევრი რიტა

კაიყო მაგრამ პატარა თან დაიგვიანეეე მაინტერესებს შემდეგში რა იქნება მითუმეტეს გაბრიელის მაისურით ეკა. ხვალე დადე რაა... წარმატებები ჩემო კარგო.

კარგი იყო როგორც ყოველთვის მაგრამ ძალიან პატარა. თან დააგვიანე იმედია ხვალ მაინც არ დააგვიანებ და დადებ. მქონდეს იმედი??... შემდეგ თავზე ბევრს ვიხალისებ დარწმუნებული ვარ რადგან ეკა გაბრიელის მაისურში გამოწყობილი ყველას ყურადღებას მიიქცევს, წარმომიდგენია როგორ უხერხულად იგრძნობს თავს. ნერვები მომეშალა იმაზე რომ არ დააცადეს სიმართლის თქმა გაბრიელს და დარწმუნებული ვარ ვეღარ ეტყვის და ეკა ამას რომ გაიგებს ერთი ამბავი ატყდება :D შეეცადე ხვალ დადო რაა... წარმატებები ჩემო კარგო.

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

რიტა
კაიყო მაგრამ პატარა თან დაიგვიანეეე მაინტერესებს შემდეგში რა იქნება მითუმეტეს გაბრიელის მაისურით ეკა. ხვალე დადე რაა... წარმატებები ჩემო კარგო.

კარგი იყო როგორც ყოველთვის მაგრამ ძალიან პატარა. თან დააგვიანე იმედია ხვალ მაინც არ დააგვიანებ და დადებ. მქონდეს იმედი??... შემდეგ თავზე ბევრს ვიხალისებ დარწმუნებული ვარ რადგან ეკა გაბრიელის მაისურში გამოწყობილი ყველას ყურადღებას მიიქცევს, წარმომიდგენია როგორ უხერხულად იგრძნობს თავს. ნერვები მომეშალა იმაზე რომ არ დააცადეს სიმართლის თქმა გაბრიელს და დარწმუნებული ვარ ვეღარ ეტყვის და ეკა ამას რომ გაიგებს ერთი ამბავი ატყდება :D შეეცადე ხვალ დადო რაა... წარმატებები ჩემო კარგო.

მართალი ხარ, ყველაფერში მართალი ხარ ჩემო ლამაზო. ხვალ დავდებ შემდეგ თავს <3 სიყვარულით Argent

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

ანი ანი
ასე პატარა თავებს რატო დებ?! ისტორია საინრტერესოა.. მაგრამ თავები გაზარდე ახლახანს გადავწყვიტე ეს ისტორია წამეკითხა და ყველა თავის წაკითხვისთვის ერთი საათიც არ დამჭირვნია..
მალე დდე ხოლმე და თავები გაზარდე აუცილებლაააააააააად !

როგორც სემიძლია ისე ვცდილობ, მაგრამ აუცილებელია 1 საათი დაგჭირდეს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent