არ მოკვდე გთხოვ! იცი, ჩვენ შვილი გვეყოლება....(მესამე თავი)
ფეხზე წამოდგომისთანავე ჩემს ძმას დავურეკე, კარგი ვერაფერი მითხრა. -დეე სავადმყოფოში უნდა წავიდე. -ქეთუ ამ მდგომარეობაში საჭესთან არ დაჯდე დეე, ტაქსით გადი ან მე წაგიყვან. -არა, არ მინდა, ტაქსით გავალ დე. სასწრაფოდ გამოვიცვალე და წავედი. სავადმყოფოში შესულს კანკალმა ამიტანა, ასე მეგონა ყველამ ყველაფერი იცოდა და ჩემი დანახვა ყველას გააღიზიანებდა, თავს საშინელ დამნაშავედ ვთვლიდი, ვთვლიდი რაა....ჩემი ბრალი იყო, ალეკო ჩემს გამო განერვიულდა და ჩემს გამო ებრძვის დღეს სიცოცხლეს! ღმერთო რა საშინელი გრძნობაა, როცა ვერავის უყვები და შენს გულში იმარხავ ამ დიდ ტკივილს.. რომ დავინახე ლელა დეიდას, გიორგი ძიას და სანდროს განადგურებული სახეები უარესად მომიკვდა გული...ლელა დეიდა ჩემს დანახვაზე ჩემსკენ გამოექანა, უცებ გულში გავიფიქრე, აშკარად ყველაფერი იცის თქო, მაგრამ შევცდი...მოვიდა და გადამეხვია, ისეთ გულში ჩამწვდომ სიტყვებს მეუბნებოდა უარესი დამემართა. -ქეთა შვილო მოხვედი? ხომ იცი ჩემს ალეკოს როგორ უყვარხარ, ხომ იცი როგორ გაღმერთებს, დედა ენაცვალოს 5-წელია ქეთა სახელზე აბოდებს, ვაიმეე შვილოო ეს რა დაგვეართაა, ჩემს შვილს ეს როგორ უნდა მოსვლოდა... ჩავეხუტე, ვცდილობდი რომ დამემშვიდებინა. -კარგით ლელა დეიდა, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება, ალეკო არ დაგვტოვებს, უფალი არ წაგვართმევს მის თავს. მივედი ბავშვებთან, ყველა ტიროდა და ყველას ერთნაირი შემზარავი სახეები ჰქონდათ. თავი ვეღარ შევიკავე, მივედი სანდროსთან და ჩავეხუტე, თუმცა მისგან წამოსულმა საშინელმა სიცივემ უფრო გამაცია, შემდეგ ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა. -შენთან სალაპარაკო მაქვს.. მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კანკალი დავიწყე, ვეღარ ვჩერდებოდი...ჩემმა დაქალმა ლიკომ ჭიქით წყალი მომაწოდა და მამშვიდებდა, ყველას უკვირდა ჩემი ასეთი რეაქციები, მხოლოდ სანდრო მიყურებდა ბოღმიანი თვალებით, ბოლოს მომენტი დაიჭირა და აფთიაქში გაყოლა მთხოვა რომ დამლაპარაკებოდა. -შენ ხვდები ჩვენს ურთიერთობას რა მოჰყვა? შენ ხვდები შენს ერთ მოწერილს რა მოჰყვა? რომ გამეღვიძა მესიჯი გახსნილი დამხვდა, რამდენიმე წუთში კი დაგვირეკეს და ეს უბედური შემთხვევა გაგვაგებინეს...ქეთა თავი როგორ ვიცოცხლო ამის შემდეგ? რომც გადარჩეს ექიმმა თქვა ფეხზე ვერასოდეს ვერ გაივლისო, ხვდები რა ტკივილით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება? ყოველი მისი შეხედვა ჩემს არასწორ საქციელებს გამახსენებს. ყველაზე ცუდი კი იცი რა არის? სამწუხაროდ მეც შემიყვარდი! ჰოო...ამას აქ და ამ სიტუაციაში ნამდვილად არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა დაწყების დღიდან არანორმალურია... (( გულს ვერ უბრძანებ, შემიყვარდი, მაგრამ აზრი? ჩვენ დღეის შემდეგ ისედაც ვერ ვიქნებით ერთად როგორც რამდენიმე დღის უკან ვიყავით..ალბათ შენც ხვდები რომ მორჩა, ყველაფერი დასრულდა... -აჰა, ე.ი სამწუხაროდ შენც შეგიყვარდი ხო? : ) კაიი...შენ კიდევ არ იცი რაღაცებიი... -რაა? კიდევ რაა არ ვიცი? ცრემლები ჩამომდიოდა, მიჭირდა სანრიკასთან ამ თემაზე საუბარი, ძალა მოვიკრიბე და ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა... : ( -ანუ შენგან რომ წამოვიდა მაშინ მოყვა ავარიაში...“ვახ ჩემი დედას შევეცი“ და იმ დღის „დედას შევეცი“ როცა მე შენ ასე ახლოს მოგიშვი, და „ვაფშე“ მე ვარ „“ თავი რომ შეგაყვარე და მეც რომ შემიყვარდი... -გთხოვ სანდრიკ გაჩერდი, შენ უარესს ნუ მიშვრები, ისედაც განადგურებული ვარ.. -კაი,დავაი ავიდეთ მაღლა, ვატყობ საუბრის გაგრძელებას კარგი არაფერი მოჰყვება. თვალთ მიბნელდებოდა, ვარაუდით მივაღწიე ბავშვებთან, შემდეგ აღარ მახსოვს.... გული წამსვლია, ვეღარ ვუძლებდი ამდენ განცდებს და ნერვიულობას... სანდროს მკლავებში მოვედი გონს, თვალი რომ გავახილე სანდროს ცისფერმა ცრემლით სავსე თვალებმა მომნუსხა, იმ წუთში თავიდან შემიყვარდა... -ქეთუ, ქეთუსი...როგორ ხარ ქეთ? რატომ შეგვაშინე? შენც ჩემი ძმასავით არ მოგვექცე რაა გთხოვ... აი მაშინ ნამდვილად ვიგრძენი სანდროს სიყვარული, მას ჩემი დაკარგვის შეეშინდა, გავუღიმე და წამოვიწიე. -ნუ გეშინია სანდრი, კარგად ვიქნები. ალეკოც გამოკეთდება უფლის წყალობით. იმ ღამეს სავადმყოფოში გავათენეთ, ახალს ვერაფერს გვეუბნებოდნენ ექიმები. მე და სანდრო შემთხვევით თუ გადავაწყდებოდით სავადმყოფოში ერთმანეთს, ისე არანაირი კავშირი აღარ გვქონია...ორივეს ცუდი პერიოდი გვქონდა და ალბათ ასეც ჯობდა.. ჩემმა ძმამ შეყვარებულთან იჩხუბა და დაშორდნენ, თუმცა ყველას გასაკვირად ჩხუბიდან 1-კვირის შემდეგ ლიკოს ცოლობა სთხოვა. ძლივს გავიგე ერთი სასიხარულო ამბავი, ძალიან გამიხარდა, ლიკო საუკეთესო დაქალი იყო, თენგო კი ჩემი გულის ფეთქვის მიზეზი.. : ) ჩემებმა ქორწილის გადახდა დროებით გადადეს ალეკოს გამო, სამეგობროში არავის არ გვქონდა გართობის განწყობა, მამამ გული არ დასწყვიტათ და 1-კვირით პარიზში გაუშვა ორივე დასასვენებლად. 3-კვირა გავიდა ამ საშინელი დღიდან.....ალეკო კი ისევ უგუნოდ იყო..მე ბოღმა მახრჩობდა, ერთი სული მქონდა ლიკო და ჩემი ძმა ჩამოსულიყვნენ, გადავწყვიტე ლიკოსთვის თავიდან ბოლომდე სიმართლის მოყოლა, გულში ვეღარ ვიტევდი ამ დიდ ტკივილს.. ერთ დილით გულის რევის შეგრძნებამ გამაღვიძა, მთელი დღე უგუნებოდ ვიყავი ვერაფერს ვჭამდი, ვერაფრის სუნს ვეღარ ვიტანდი და ხშირად მერეოდა გული, ერთი ვიფიქრე ალბათ მოვიწამლე თქო, მაგრამ მგავსი სიტუაცია მეორე დღესაც მქონდა.... გავიფიქრე ორსულად ხომ არ ვარ თქო, შიშმა ამიტანა, ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო....არა, არა! რა ორსულობაა...სასწრაფოდ ჩავიცვი და ჩავედი აფთიაქში, ტესტი ვიყიდე და დილით სულ ხელების კანკალით გავიკეთე. ვაიმეეე არ არსებობსს!!! ტესტმა ორი ხაზი მიჩვენა, დადებითია, ეს არ უნდა მომხდარიყო, ახლა ამის დრო არ იყო...ახლა რა უნდა ვქნა? ეს როგორ უნდა ვუთხრა სანდროს? მის გარეშე ვერ გადავწყვეტ ამ საკითხს... ვინმესთვის აუცილებლად უნდა მომეყოლა ყველაფერი. იმ საღამოს ჩემი ძმა და ლიკო ჩამოვიდნენ პარიზიდან, ჩემს ძმას ბიჭებმა დაურეკეს ალეკო დამძიმდა და ყველა სავადმყოფოში მივდივართ სანდროს გვერდით უნდა ვიყოთო..წავიდა თენგოც, ჩემებმა რომ დაიძინეს ლიკო შევიყვანე ჩემს ოთახში და თავიდან ბოლომდე ყველაფერი დეტალებში მოვუყევი. გაგიჟდა ლიკო, რაღაც საოცარი რეაქციები ჰქონდა. -ქეთუ არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან არასწორად მოიქეცი. შენ მაგ საქციელებით ჯერ პირველ რიგში თენგოს გადაახტი, მერე ალეკოს და ხვდები ახლა თქვენი საქციეებით ალეკოს ცხოვრება რომ დაუნგრიეთ? ღმერთმა იცის გადარჩება თუ არა, ან თუ გადარჩება სამუდამოდ დაინვალიდდება...არ ვიცი რა გირჩიო, ან საერთოდ რა ვთქვა, გაოგნებული ვარ, აზრზე ვეღარ მოვდივარ. ლიკოს ახლა ორსულობის ამბავი რომ ვუთხარი პიკზე იყო...აი საშინელი რეაქციები ჰქონდა ამ ამბის გაგების შემდეგ. -შენ მართლა სულ გააფრინე ხო? გოგო ხვდები ახლა ამ სიტუაციაში ეგ რას ნიშნავს? ვაიმეე გადავირევი, რა უნდა გააკეთო რას ფიქრობ? მე შოკში ვარ, დღეს ვერაფერს ვერ ვფიქრობ დღეს ჩემგან რჩევას ნუ ელოდები...ამ ყვლაფერს ბრაზიც ემატება, ყელში მეჩხირება სიბრაზისაგან ბურთი! -ვიცი ლიკუ ვიცი, ჩემი ამ საქციელებით ყველას მივაყენე ტკივილი და შეურაცყოფაც... დიდი ხნის საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ მეორე დღეს გინეკოლოგთან წავსულიყავით მე და ლიკო, გიანი იყო თენგოც მოვიდა სახლში, ალეკო ისევ უგონოდ იყო, ისევ არაფრის იმედი არ ჩანდა.. მეორე დღეს მე და ლიკო კლინიკაში წავედით, ექოსკოპია გადავიღე, დადასტრურდა ჩემი ორსულობა, 1-თვის ვიყავი. მთელი გზა ხმას არ ვიღებდი, არც ლიკოს უკითხავს რაიმე, სადარბაზოში ასვლისას ერთი მითხრა რომ ავალთ სახლში შედი შენს ოთახში და დაისვენეო. სახლში დავბრუნდი პატარა შავი სურათით და არანაირი მომავლის იმედით. თავს სუსტად ვგრძნობდი, ამ ყველაფერს ალეკოს ავადმყოფობა ემატებოდა, ძალიან განვიცდიდი მის მდგომარეობას, იმაზეც ვდარდობდი სანდროსთვის როდის, ან როგორ უნდა მეთქვა ჩვენი შვილის ამბავი..მოკლედ არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. : ( ალეკოს გონზე მოსვლას 5-კვირა ველოდეთ, იქამდე ვერ ვბედავდი სანდროსთან დალაპარაკებას და სიმართლის თქმას. ერთ საღამოს ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა ალეკო გონზე მოვიდა, ექიმები იმედს გვაძლევენ უკეთესობიკენ მიდის საქმეო. ვერ აგიღწერთ როგორ გამიხარდა. : ) მეორე დღეს ლაპარაკი და ჭამაც დაიწყო, ყველა თვალებში შეჰყურებდნენ, მე ვერ ვბედავდი მის ოთახში შესვლას, მეშინოდა ჩემს დანახვაზე უარესი რეაქცია არ ჰქონოდა. გონზე მოსვლის შემდეგ 2-კვირაში სავადმყოფოდან გაოწერეს, გამოკეთდა, მაგრამ წელს ქვემოთ დაინვალიდდა. : (( ვერ ვბედავდი მის ახლოს ნახვას, მეშინოდა, სულ ის დაწყევლილი დღე მახსენდებოდა და მეზიზღებოდა საკუთარი თავი... 2-თვემდე ვიყავი, ერთ დღესაც მოვიკრიბე ძალა და სანდროს დავურეკე და ვთხოვე შეხვედრა და საუბარი. საღამოს საბურთალოს ერთ ერთ ბარში შევხვდით. -ქეთა შეჭამ რამეს? -არა მადლობა, ყავას დავლევ. -უკაცრავად, ორი ყავა თუ შეიძლება.... სანდროს თვალებში იკითხებოდა ზიზღი საკუთარი თავის, სინანული და უიმედობა....ძალებს ვიკრებდი რომ დამეწყო ლაპარაკი, ხმა მიკანკალებდა, არ ვიცოდი როგორ მეთქვა თან მაშინებდა მისი რეაქციები. -აბა გისმენ ქეთა, რატომ გინდოდა ჩემი ნახვა ან რა გაქვს სალაპარაკო? მგონი მაშინ გარკვეულად გითხარი რომ ყველაფერი დამთავრდა თქო, ჩვენ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით. -ვიცი სანდრო, რაღაც მნიშვნელოვანი რომ არ ხდებოდეს არც გთხოვდი შეხვერას...არ ვიცი როგორ გითხრა, სიმართლე გითხრა ძალიან მეშინია..... -არ მაქვს ქეთა ბევრი დრო, რის გეშინია, ამაზე უარესი მაინც ვერაფერი ვეღარ მოხდება, ასე რომ მითხარი რის თქმასაც აპირებ. -სანდრი მე ორსულად ვარ, ჩვენ შვილი გვეყოლება. სანდრო წამიერად სკამიდან წამოხტა, შემდეგ ისევ დაჯდა....ხმას ვერ იღებდა, მაგრამ მისი თვალები ყველაფერს მეუბნებოდა... -ეს როგორ? ნუ „გამომა....ვე“ ეს მინდოდა ახლა კიდე? რამდენი თვის ხარ? -დამიჯერე მე შენზე უარესად ვარ სანდრო, 2-თვის ვხდები... სანდრიკას ლამაზი თვალები ჩაუწყლიანდა, მისიც მესმოდა, რთული არჩევნის წინაშე ვაყენებდი...მაგრამ რომ არ მეთქვა მარტო ამ საკითხს ვერ გადავჭრიდი. -ქეთა გთხოვ დღეს ნუ მომთხოვ პასუხს, რამდენიმე დღეში შეგეხმიანები, ახლა იმ მდგომარეობაში არ ვარ რომ ეს საკითხი რამდენიმე წუთში გადავწყვიტო, ვერაფერს ვერ გეტყვი, უარესად ავირიე...წამოდი გავიდეთ, წადი შენ სახლში, მეც წავალ..ცოტა დრო მომეცი გავაანალიზო ყველაფერი. -გაითვალისწინე რომ ყოველი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასე რომ ეცადე მალე გაერკვე ყველაფერში. ჩავჯექი მანქანაში და წავედი სახლში, ეს გაურკვევლობაში ყოფნა მანადგურებდა, მისი გამომეტყველებიდან და მისი თვალებიდან გამომდინარე მივხვდი რომ ბავშვის მოშორებას მთხოვდა, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცოდი რომ მე ამას არასოდეს გავაკეთებდი....მარტო იმიტომ არ გავაკეთებდი, რომ სანდრო ძალიან მიყვარდა, მე ჩვენი სიყარულის ნაყოფს ვერ გავანადგურებდი, მე ჩემს პატარას სიცოცხლეს ვერ მოვუსწრაფებდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.