შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს იქით სიყვარულია! 7


4-12-2015, 15:32
ავტორი teddy))
ნანახია 3 415

რამდენიმე დღე ვიწექი. ლელა თავზე დამტრიალებდა, ალექსანდრე ყოველდღე მნახულობდა, ვაჟა კი ლელასთან მოდიოდა. აი დადგა დრო, როდესაც ფეხი იმდენად აღარ მაწუხებს.
-ნინა ფეხი როგორ გაქვს?-მეკითხება ლელა.
-აღარ მტკივა.-ვეუბნები მე.-ლელა წავალ მე გავისეირნებ.
-არა ნინა, ახლა აღარ გტკივა ფეხი და იქ , რომ რამე მოგივიდეს?-შეწუხებული დგას ლელა.
-კარგი, რა შორს არ წავალ.-მის პასუხს აღარც ველოდები , ისე ვიცვამ ლურჯ ქურთუკს და გარეთ გავდივარ. თეთრი ფიფქები პატიოსნად მომესალმნენ და თავიანთი ჯადოსნური ჯოხით მიწაზე დაეშვნენ. მე კი გზას ვაგრძელებ. გედია პაპას სახლთან ვჩერდები და ალექსანდრეც ვხედავ.
-ფეხი აღარ გტკივა?-მზრუნველი ხმით მეკითხება ალექსანდრე.
-არა აღარ მტკივა და ახლა შემიძლია ლელას დატუქსვის გარეშე გამოვიდე სახლიდან.-ვიჭიმები, ვითომცდა დიდი ამბავი მომხდარაო.
-შემოდი ჩვენთან!-მეუბნება ალექსანდრე და თან ჭიშკარს აღებს.
-იყოს, თორე ლელა გამიბრაზდება.-ვეუბნები მე და ამასობაშ ვაჟაც ჩვენთან ჩნდება.
-ლელასთან მე მივდივარ და არ გაიბრაზდება.-გვეუბნება ვაჟა. ვითომ რატო?! ისე მართალი კიდეც მის დანახვისას ლელა მოლბება.
სახლში შევედით მე და ალექსანდრე და სამ ფეხიან სკამებზე დავჯექით.
-უხდებიან ხო ლელა და ვაჟა?-მეკითხება ალექსანდრე და თან იღიმის.
-კი, თანაც ძალიან.-მეც ვიღიმი და მის შავ თვალებში ვიძირები.
-ჩვენც მოვუხდებით!-მეუბნება ალექსანდრე. მორცხვად თავს ვხრი, მაგრამ ჩემს გულში რაღაც ხდება. თითქოს ბედნიერება შემოეტანა ახალ ბრძანებელს.
-მოვედი ალექსანდრე.-გედია პაპა მოვიდა.
-გამარჯობა!-ვეუბნები მე და თუმცა ისევ ალექსანდრეს ნათქვამს ვიაზრებ.
-ნინაც აქ ყოფილა. შვილო ხომ კარგად ხარ?-მეკითხება გედია პაპა.
-გმადლობთ კარგად ვარ!-ვუღიმი და არ ვიცი რა გავაკეთო. რატომ თქვა ეს ყველაფერი ალექსანდრემ? არა, ყოველთვის მეუბნებოდა ლელა ვერაფერს ვერ ხვდებიო, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერაფერს ვხდები.
-მე უნდა წავიდე!- ვეუბნები და ნაჩქარევად გავდივარ გარეთ.
სახლში მინდა წასვლა და მინდა ყველაფერი ვუამბო ლელას, მაგრამ ახლა არა იქ ვაჟაა.
ერთი პატარა ქვას ვხედავ. ჯობს იქ დავჯდე. თოვლისგან ვფერთხავ და ვჯდები. მთა მიღიმის, მაგრამ რატომ? მას მოღუშული ღრუბელიც ჰყვება ღიმილში. როგორ მინდა ახლა ჩემს მშბლებს ვესაუბრო, მაგრამ ისინიც ალბათ ციდან მიღიმიან.



№1  offline მოდერი sopiko

მოუხდებით, აბა რა! ვაიმე მართლა ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები. მალე დადე თორემ გაგიბრაზდები ♥

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
მოუხდებით, აბა რა! ვაიმე მართლა ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები. მალე დადე თორემ გაგიბრაზდები ♥

დიდი მადლობა! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent