შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები (4)


16-09-2016, 14:28
ნანახია 3 001

**


თაბაშირი მედო ფეხის თითებიდან მუხლამდე. რა უბედურებაა ამხელაზე თაბაშირი ვერ ვხვდები. ან რას მივხვდები მე ხომ ექიმი არ ვარ. რა მაგარი იქნებოდა ექიმობა? გრეის ანატომიას რომ ვუყურებ ისე მიზიდავს ეს პროფესია ლამისაა გავიქცე და ეროვნულები თავიდან ჩავაბარო. სხვა რა საქმე მაქვს? ვარ ჰორიზონტალურად და ვუყურებ სერიალებს, კინოებს, წიგნებს ვკითხულობ.

-შეიძლება?-ოთახში თავი გიორგიმ შემოყო და ჩემმა გულმაც თავი გამოყო საგულედან. უბრალოდ, ვეღარ დაეტია ფიზიკურად. საწყალი ის და საწყალი-მე.
-კი, მოდი..-გავუღიმე. რა ჯანდაბა მინდა ვერ ვხვდები. არც მწვადს ვწვავ და არც შამფურს. სულ მეცინებოდა ბავშვობაში ამაზე და მაინც ვერ ვხვდებოდი ვერაფერს.
-რას უყურებ?-მკითხა გიორგიმ ინტერესით და გვერდზე მომიჯდა.
-ველური თაფლი ჰქვია.
-თურქულებზეც გადახვედი?-გაეღიმა გიორგის.
-ჰო. იცი, რა კარგი კინოა? სასწაული სიყვარულის ამბავია!
-ეს ბიჭი რო თავს იკლავს, იცი?
-აუ, ნუ მეუბნები რა!-გავბრაზდი. ვერასოდეს ვიტანდი წინასწარ რომ მეუბნებოდნენ ფილმის დასასრულს ან შინაარსს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე საეჭვოდ სჩანდა ამ ბიჭის მოქმედება მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ გადარჩებოდა და არ მოკვდებოდა. გიორგიმ კიდე ყველაზე მთავარი მითხრა.
-გამებუტე?
-დიახ!
-რა ბუტია ხარ,-გაეცინა და ლოყაზე მაკოცა. გამაცია.. იმდენად სასიამოვნო იყო წამით ავფრინდი ზემოთ, ჭაღთან.-ხოდა, ასე შემოგირიგებ,-მითხრა და პარკი მომაწოდა.
-აუ, რა არის?-ინტერესით დავიწყე პარკის ქექვა და აღმოვაჩინე ძალიან ბევრი ალუბალი, ალუბლის ქეიქი და ალუბლის ჟელიბონები.-აუ, რას მიშვები? უნდა გამასუქო?
-კაი, რა.. შენ რამდენსაც ჭამ წესით სპილოსავით უნდა იყო, მაგრამ აზრი?!
-რა სიბოროტეა! გშურს, ხო?
-ხო, აბა.. 10 ხინკალს შევჭამ და პერანგი მუცელზე მასკდება,-გაეცინა გიორგის. გამეცინა, რომ გამახსენდა მართლა შემოასკდა ერთხელ პერანგი. იმ პერანგის ღილს ვეძებდით მერე მთელი რესტორანი.
-მაგასაც ხო ნიჭი უნდა!-ვუპასუხე ბედნიერმა და ალუბლის ჟელიბონი გავიქანე პირში.
-იცი, ეგ ღორის ქონისგან რო კეთდება?
-კი, ვიცი. სულ არ მაქვს პრობლემა!
-რა გაჭმევს მაინც ვერ ვხვდები...-მხრები აიჩეჩა გიორგიმ.
-აი, გასინჯე..-ამოვიღე ერთი ცალი და პირთან მივუტანე. რა წამსაც გიორგის ტუჩები ჩემს თითებს მოხვდა, აი, მაშინ ვიგრძენი რომ სადღაც ჰაერში ვიყავი. გული კოჭებში მქონდა გაპარული.. ისეთ ემოციებში ჩავვარდი, სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მიყურებდა გიორგის თვალები და თითქოს რაღაცას მეუბნებოდა.
-გემრიელია..-მითხრა ხმადაბლა. მისმა ხმამ გამომაფხიზლა და ვერ მოვასწარი გამეგო, რას მეუბნებოდნენ თვალები. თავი ავარიდე და ისევ ველურ თაფლს შევხედე, რომელიც რომელ ეპიზოდზე იყო არ ვიცოდი და საერთოდაც რა ხდებოდა. მაგიჟებდა ეს ბიჭი! აშკარად, ძალით მიკეთებდა!-კიდევ მაჭმევ?
-მე გაჭამო?-საცოდავად შევხედე გიორგის. ვერ გადავიტანდი მეორედ მის ტუჩებს ჩემს თითებზე.
-ხო, არა?
-კი, კი..-ვუთხარი და ამოვიღე ერთი ცალი ალუბლის ჟელიბონი. ესეც ვაჭამე და ამანაც გადამიყვანა ჭკუიდან. რა მემართებოდა, როცა მისი ტუჩები მეხებოდა? თითებზე მაგიჟებდა და ალბათ, როცა სხვაგან შემეხებოდა ნამდვილად, ასათიანის პაციენტი გავხდებოდი.
-შენი მოწოდებული ყველაზე გემრიელია!-მითხრა ხმადაბლა ყურში.
-ისედაც გემრიელი ჟელიბონია,-ვუპასუხე სასწრაფოდ და ჩავიტენე რამდენიმე ცალი პირში.
-შენი მოწოდებული სულ სხვაა. რამდენ გოგოს უჭმევია, მაგრამ ასეთი გემრიელი არც ერთი მომჩვენებია.
-მართლა? ხო, მართალი ხარ. ალბათ, გეჩვენება. აბა, იმ ლილეს მოწოდებულზე გემრიელი სხვა ვერ იქნებოდა..-გავბრაზდი. ცივმა ოფლმა დამასხა. რა პონტში მადარებდა ვიღაც სხვებს?!
-ხო, ლილე სულ სხვა იყო.. პრინციპში მართალი ხარ. მომეჩვენა ნამდვილად. ლილესთან ვერაფრით ვერ მიხვალ!
-კი, ნამდვილად. სად მე და სად ლილე!
-ხო, თან ამ ყველაფერს ბევრ, ბევრ კოცნებს აყოლებდა და კაროჩე..-თქვა გიორგიმ და თავი გადასწია. ფიქრებში წავიდა ბიჭი! უზრდელი. ვიღაც ლილეს მადარებს აქ! თან რა ურცხვად ფიქრობს ლილეზე?
-ხოდა, არსად დაკარგო!-ვუთხარი და სიმწრისგან მთლიანი პარკი ჩავიტენე პირში.
-რა სასაცილო ხარ, ნენე...-ახარხარდა გიორგი.
-რა გაცინებს?!-უფრო გავბრაზდი.
-ძალიან სასაცილო და ბავშვური ხარ.
-ლილე ხოა ძაან ზრდასრული ყველაფერში!-ვუპასუხე პირგამოტენილმა.
-ფრთხილად არ გადაგეყლაპოს,-გამიცინა გიორგიმ და წამოდგა.
-აუ, სად მიდიხარ?
-საქმე მაქვს, ნენ..-მითხრა და საკოცნელად გამოიწია. ხელით ოდნავ გავწიე და თვალებში ჩავხედე. აუ, რა ცეცხლი გიზგიზებდა მის თვალებში!
-ლილესთან?
-ჰო, თუნდაც..-მიპასუხა, მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე და ოთახიდან გავიდა.
-ჯანდაბაშიც წასულხარ გიორგი დადვანო!-დავიღრიალე და უაზრო მოქმედების შედეგად ხელი კომოდს ჩამოვარტყი.


***


გახარებული გამოვიდა გიორგი ნენეს სადარბაზოდან. გული უფართხალებდა და სასწაულად კარგ ხასიათზე იყო.

-იკუშ, სად ხარ?
-სახლში, შენ?
-დავაი, 15 წუთში გამოგივლი და წისქვილში ავიდეთ..-უთხრა გიორგიმ და მანქანა ირაკლისკენ დაძრა. ზუსტად ორ წუთში იკას სახლთან იყო.
-რა იყო იფრინე?-გაეცინა იკას და მანქანაში ჩაუჯდა.
-სულ რომ არ ჩამოსულიყავი სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდებოდი,-უთხრა გიორგიმ და ლოყაზე უჩქმიტა ძმაკაცს.
-რა მოქმედებებით ხარ, ტო? რომელი ბაღის ბავშვი მე მნახე რო დამიზილე ეს ლოყა?-მოისრისა ირაკლიმ ლოყა და სათვალე გაიკეთა.-ან რა წისქვილი აგიტყდა ამ გაგანია საცობის დროს,ტო.
-წამო, რა.. კაი ხედია, სიმშვიდეა, გემრიელი საჭმელია.
-შავი ღვინო და ბარემ ნომერი ავიღოთ რომანტიული ღამისთვის მე და შენ. ჰა, რას იტყვი?-გააეცინა იკას.
-მაიმუნი ბიჭი ხარ,-უთხრა გიორგიმ და გაეცინა. მალე წისქვილში იყვნენ, საჭმელიც შეუკვეთეს. ირაკლი აკვირდებოდა ძმაკაცს და რამდენიმე აზრი უტრიალებდა რა შეიძლებოდა მიზეზი ყოფილიყო.
-რას იღრიჯები მთელი დღეა?
-რა იყო არ მოგწონს ჩემი ღიმილი?-დაეკრიჭა გიორგი.
-მომწონს რომელია, ტო. მეტი აღარ გამიღიმო თორემ ორიენტაციაში პრობლემები შემექმნება,-უთხრა ირაკლიმ,-მართლა, ე. რატო ხარ გაღიმებული?
-პროსტა, რა. არ შეიძლება?
-კი, შეიძლება მაგრამ უმიზეზოდ არაფერი ხდება ხო იცი?
-კი, ეგ ვიცი.-დაეთანხმა გიორგი.
-ვახუნა ახალ მანქანას შეგპირდა?-ჰკითხა ირაკლიმ.
-არა, ტო..-გაეცინა გიორგის,-არ მეყოფა ეს მანქანა, რაც მამაჩემმა მიყიდა?
-რავიცი, მე..
-მაშინ, ახალი ნაშა გააძრე?
-აუ, ბოდავ რა..-გაეცინა გიორგის და ერთი ღრმად ჩაისუნთქა.
-მოიცა!-წამოიძახა ირაკლიმ,- ნენე?
-რა ვახო, რის ვახო..-გაეცინა გიორგის,-ეგრევე ეგ გეთქვა.
-კაი, ტო.. ვაფშე ვერ ვიფიქრებდი ჩემი დაფერფლილი ძმაკაცი თუ ოდესმე რაღაცას მიაღწევდა,-გაიცინა ირაკლიმ,-რაო? კიო?
-რა კიო. ზუსტად ვიცი, რომ ვუყვარვარ!
-გითხრა? უთხარი? ილაპარაკეთ?-მიაყარა შეკითხვები ირაკლიმ.
-არა, ტო. გაჭედა ლილეზე..-იცინოდა გიორგი,-აუ, ისეთი საყვარელი იყო. კინაღამ ჩავკოცნე! არა, ლოყაზე რო ვაკოცე გული კი გამიჩერდა და მომინდა, რომ უფრო სხვაგანაც და მეტი მეკოცნა, მაგრამ ნუ, ჯერ თავი შევიკავე.
-რას ბოდავ თუ ძმა ხარ?!-წარბი აუწია ირაკლიმ.
-კაროჩე, მაგრა იეჭვიანა ლილეზე. ანკესს წამოეგო, რა..-თქვა გიორგიმ და ყველაფერს მოუყვა.
-აუ, ტიპს პროსტა რა გარეკილი გაქვს. რამდენიმე შეკითხვამ და რეაქციამ მიგახვედრა, რომ უყვარხარ?
-მეტი რა არის საჭირო?!
-აფრენ ხო შენ?!
-კაი, რა.. ზუსტად ვიცი, რომ ვუყვარვარ. ჩემს შეხებაზე ისეთი ემოცია ჰქონდა მეგონა ხელებში ჩამადნებოდა. ვიგრძენი გულისცემა, ვიგრძენი ემოცია და დავრწმუნდი, რომ ის ნამდვილად ჩემია, რა.. მთავარია იმ გამოს***რებულმა არაფერი ქნას, თორემ იცი რისი გამკეთებელიც ვარ!
-ეგ კაი.. მაგარია ძაან..-უთხრა ირაკლი,-მაგრამ ერთი პრობლემაა. იცის რომ გიყვარს?
-არა,-გაეცინა გიორგის.
-მერე ბიჭო მე რომ ვიცი ეგ გიშველის შენ?!-შეიცხადა გიორგიმ.
-არა. ეგ მაგარი რთული თემაა.. იცი, რა ძნელია? აი, რო მეგობრობ და დღე და ღამე ერთად ხართ. ელაპარაკები შენს პირად ცხოვრებაზე, ისიც გელაპარაკება და ამ დროს ცოტა დრო გადის და ხვდები, რომ მისი პირადი ინტერესები უკვე ძალიან გაღიზიანებს. შენსას აღარ უყვები ან თუ უყვები მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსცადო რა რეაქცია ექნება და რას გეტყვის. ბიჭები, რომლებიც მის მიმართ ინტერესს იჩენენ იმ წამსვე გძულს და მათი მოკვლა გინდა. დავიღალე ამდენი ჩხუბით. ალბათ, ნენეს ჰგონია, რომ არავის უყვარს,-გაეცინა გიორგის,- იცი, რა რთულია დაიწყო ყველაფერი ახლიდან და სხვა ფურცლიდან, როცა წარსულში სხვა ურთიერთობა იყო? მაგრად მიჭირს, ტო.. ძაან ძნელია. რამდენჯერ მქონია შემთხვევა რომ შემეძლო დალაპარაკება, მაგრამ ვერ ვქენი. პროსტა ვერ ვუთხარი, რა..
-მერე რამ შეგახედა მეგობარზე?
-აი, შენ რომ შეგიყვარდება მიხვდები, რომ შენ თვითონ არ ირჩევ იმას, ვინც უნდა შეგიყვარდეს. აი, ამას..-გულზე ხელი დაიდო გიორგიმ,-ვერ მიუთითებ რა ქნას. მით უმეტეს, ვინ შეიყვაროს.
-მაგარ შარში ხარ,-გაეცინა ირაკლის.
-ჰო, ეგ ვიცი. მაგრამ სამაგიეროდ ისიც ვიცი, რომ ვუყვარვარ!
-აფრენ, რა! უთხარი და გითხრას ჯერ!


***

-ანდრუშ, როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-ბიჭო, მეც არამიშავს, რა. რას შვება შენი გასიებული ცოლი?
-სივდება და არის,-უპასუხა ანდრომ და გაიცინა.
-ბიჭო, რაზე გირეკავ. ნენე სადაა ხო არ იცი? 3 დღეა ვურეკავ და არ იღებს.
-სად იქნება შენც კაი ტიპი ხარ. სახლში ალბათ. რა იყო გააბრაზე?
-არა, ან შეიძლება კი,-ჩაეცინა გიორგის.
-მაგარი აპასნია ისე რომ იცოდე ეგ თუ გაბრაზდა. უთხარი ჩვენზე?
-საყვარლები რო ვართ?-სერიოზულად ჰკითხა გიორგიმ ანდროს.
-ძალიან დეგენერატი ბიჭი ხარ!-ახარხარდა ანდრო.
-რავიცი, არც უკითხავს კინაღამ რო ჩაგეფსკვენი იმ დღეს. კაი, ავადგები მაშინ.
-მიდი და ჭკვიანად, რა. ბიჭო, მისმინე რატის თემა ხო იცი?
-ხო, მერე?
-რამე ისეთი არ მოხდეს გიო, ძმურად რა.. ნუ, გამხლეჩთ შუაზე.
-რა უნდა მოხდეს? იმან თავის ნაშას მიხედოს და ერთი ადგილი დააყენოს და არაფერიც მოხდება,-კბილებში გამოსცრა გიორგიმ.
-დაშორდა სოფის.
-მეღადავები?
-ხო, ძველ ნოტაზე დავრჩი და გეცანცარები. მართლა გეუბნები, რა. პროსტა, არ მინდა რამე ისე მოხდეს ხო აზრზე ხარ?
-კი, დამშვიდდი. კაი, წავედი და დაგირეკავ, რა..-თქვა გიორგიმ და ტელეფონი გათიშა. სიგარეტს მოუკიდა და ნენეს ოთახს ახედა. ფანჯარა ღია იყო და ფარდას სიო აქრიალებდა ოთახში და ოთახიდან გარეთ.
-დღეს დაველაპარაკები..-თქვა გიორგიმ და მანქანიდან გადავიდა. სასწრაფოდ აირბინა რამდენიმე სართული და კარზე დააკაკუნა. ცოტახანში კარი თიკომ გაუღო:

-გამარჯობა, თიკო დეიდა..-მიესალმა ნენეს დედას.
-გამარჯობა გიორგი. დეიდა მოაშორე, რა. თავი მგონია უბებრესი,-გაიცინა თიკომ,-შემოდი.
-კარგი, თიკო. ნენეს ვურეკავ და არ იღებდა და ხო კარგად არის?
-კი, კარგად არის. ფეხის ტკივილები აღარ აქვს. დალევ რამეს?
-არა, მადლობა ვნახავ თუ შეიძლება.
-არ არის ნენე სახლში. რატი იყო მოსული და სადღაც წავიდნენ,-უთხრა თიკომ,-არ დალევ რამეს?
-არა, მადლობა თიკო. წავალ მაშინ.
-კარგი, ვეტყვი რომ იყავი.
-არა, არ შეწუხდეთ მერე შევეხმიანები,-თქვა გიორგიმ ორაზროვნად და სახლიდან გავიდა. სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა და ისეთი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ბოლი დააყენა ქუჩაზე.


***


-მოვკვდი სახლში ჯდომით, რა!-დავიწუწუნე და რატის გავხედე, რომელიც ჩაფიქრებული იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
-მერე, შენ ბიჭს არ გამოჰყავდი გარეთ?
-რატი... კარგი, რა..
-კაი, ხო. სოფის დავშორდი.
-რა ქენი? რატო?-მართლა გამიკვირდა,-სოფი ხომ შვილს ელოდებოდა შენგან?
-რას შვრებოდა?-ახარხარდა რატი.
-შვილს ელოდებოდა. რა გაცინებს? ბავშვის მაღაზიაში არ შემხვდით?
-ა, რა სულელი ხარ.. თავისი დისშვილისთვის უნდოდა.
-რატო დაშორდი? ძალიან კარგი გოგო იყო. ლამაზი, ზრდილობიანი თან როგორ უყვარდი?-დავიწყე სოფის თავგამოდებით დაცვა.
-ძალიან დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. ეგაა მერე ყველაზე დიდი პრობლემა, ნენე. წლები რომ ხვდებით ერთმანეთს უკვე ურთიერთობა ისეთ ფაზაში გადადის ან ოჯახი უნდა შექმნა, ან დაშორდე.
-და თქვენ მეორე აირჩიეთ..
-მე ავირჩიე. უკვე ვხვდებოდი, რომ სოფისთან საერთო აღარ მქონდა. სიახლეს ვერ ვიღებდი. ამდენი წელი ხდებოდა ერთი და იგივე. არ მეგონა სოფიზე კარგი ვინმე თუ იქნებოდა, მაგრამ ძალიან მწარედ შევცდი.
-კარგი, რა! რა უნამუსო ბიჭი ხარ?-აღვშფოთდი და წყალი მოვსვი.
-რა ვქნა, ნენე? რა ჩემი ბრალია. ნუ, ალბათ ჩემი ბრალიც არის ასე რომ გაგვიფუჭდა ურთიერთობა და მისიც. არაფერს ვშვებოდით იმისთვის, რომ წინ გადაგვედგა ნაბიჯი.
-ხო, ეგ ძალიან ცუდია..-ჩავილაპარაკე ორაზროვნად და გულით შემეცოდა სოფი.
-ნენე, იცი რა მინდა გითხრა?
-კიდე რა დააშავე?
-შენ შემიყვარდი,-მიპასუხა მაშინვე და თვალი ამარიდა. მე რა ვქენი მაგ დროს? გამოვცალე ერთი ბოთლი წყალი, გადავხედე თბილისს, დავფიქრდი ცხოვრებაზე და გამახსენდა გიორგი. ცოტა გავბრაზდი რამდენიმე დღის წინ რომ ლილესთან იყო, მაგრამ მერე რა.. ყოფილიყო! მეც მქონდა ბედნიერების უფლება. მაგამ რატი იყო ის ადამიანი, რომელიც ამ ბედნიერებას მომანიჭებდა?
-რატი.. მე.. კარგი, რა!-ვუთხარი და ცრემლი გადმოვაგდე.
-კარგი, რა გატირებს?-გაეცინა რატის,-სიყვარულს გიხსნი და შენ კიდევ ტირი?
-სატირალია აბა რა არის? სოფის ჩემ გამო დაშორებიხარ, გავლანძღე თავი, შენც, ნერვები მოვიშალე და ამას პლუს მიზეზი რომ მე ვარ მაგაზე ვგიჟდები. შენც გაგიჟდი, ხო?
-გავგიჟდი, ნენე. მიყვარხარ მართლა. უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდა.. შენ მაინც სხვა გიყვარს.
-ვინ სხვა?
-გიორგი.
-კარგი, რა. რას აიჩემე გიორგი გიორგი?!-აღვშფოთდი. ნერვები მეშლებოდა იმაზე, რომ მეუბნებოდა გიორგის უყვარხარო თუ იმაზე, რომ გიორგის ეხებოდა?!
-კაი, შენ რომ გამოფხიზლდები ძალიან გეტკინება, ვიცი და მე შენ გვერდზე ვიქნები სულ..-მითხრა რატიმ. ნერვები მომეშალა, ვეღარ ვსუნთქავდი.
-წავიდეთ, რატი. სახლში მინდა, რა..
-სხვას არაფერს მეტყვი?
-შენ ჩემი მეგობარი იყავი და როგორ ფიქრობ, შემიძლია რამე გითხრა?!
-ხო, მართალი ხარ. კაი, წავედით..-მითხრა რატიმ და ადგომაში მომეხმარა.


***


გაშტერებული ვიჯექი და ერთ წერტილს ვუყურებდი ისე, როგორც რატი უყურებდა მაშინ სანამ რამეს მეტყოდა. რა ხდებოდა საერთოდ ჩემ თავს! როცა ეგ ბიჭი მინდოდა მაშინ ავუკრძალე ფიქრი თავს და როცა, ჩემ ცხოვრებაში ახალი ემოციები გამოჩნდა მაშინ დამატყდა თავს და აკრძალულისკენ მიმიწევს. დავხედე ტელეფონს და გიორგის გამოტოვებული მეასე ზარი იყო უკვე.რას ვერჩოდი გიორგის? თავისუფალი ბიჭი იყო, რატომ მეშლებოდა ნერვები გიორგიზე ვისთანაც უნდოდა იმასთან ერთად იქნებოდა. რა შუაში ვიყავი მე ასე რომ ვეროჟებოდი, ეს დღეები ვემალებოდი. სერიოზული პრობლემის წინ ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა გამეკეთებინა. კიდევ რეკავდა. გაუჩერებლად რეკავდა..

-ხო, გიორგი..
-გააფრინე, ნენე? სად ხარ სამი დღეა?-ღრიალებდა გიორგი,-გიჟივით რომ გირეკავ და არ მპასუხობ!
-არვიცი, გიორგი არ ვიცი!
-რა იცი, ნენე? შენ საერთოდ რამე იცი? ხვდები საერთოდ რამეს?!
-ვერაფერს ვერ ვხვდები,-ამიტყდა ტირილი.
-კაი, ნუ ტირიხარ. უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ! თანაც სასწრაფოდ...
-ეხლა?
-რა იყო ჩემთვის დრო აღარ გაქვს?-ჩაეცინა გიორგის.
-კი, ამოხვალ?
-ამოვალ და ჩამოგიყვან,-მითხრა და ორ წუთში ზარი დაირეკა. თიკომ გააღო, რომელიც გიორგის კისკისით შეხვდა. ვგიჟდებოდი ამ ქალზე! სულ კისკისა და მხიარული როგორ იყო?!
-თიკო, წავიყვან ცოტახანს ნენეს.
-წაიყვანე. შენ სადაც გინდა იქ წაიყვანე,-უთხრა თიკომ გიორგის, რომელმაც ჩვეულებრივად ხელი დამავლო და ამიტანა.
-ისე, შენ ხელებში უკეთესად გამოიყურება ჩემი შვილი!-შემოგვცინა თიკომ. რა საშინელი ქალია! ყოველთვის ისეთ რაღაცას ამბობს, რაც არ არის საჭირო. რა ქნას საზღვარგარეთ გაიზარდა და სხვანაირად ესმის ცხოვრება. იმაზეც ეცინებოდა დილას სხვას რომ ვყავდი ხელში აყვანილი და საღამოს სხვას. რა აცინებდა? ნორმალური აშკარად არ იყო ეს ყველაფერი.. მაგრამ იმას მაინც ვერ დავუკარგავ, რომ რატისთან რომ დამინახა ასეთი მოკისკისე არ იყო.
-სად მივიდვართ?
-ყველგან ოღონდ შენ სახლში არა!- შემომიღრინა გიორგიმ.
-რანაირად მელაპარაკები?-აღვშფოთდი. გოგოებმა მაგრა ვიცით ეს თავის გადებილებები.
-რანარიად? უარესს იმსახურებ, ნენე! 3 დღეა გავსდკი რეკვით, სამი დღეა იმაზე ვფიქრობ რა გაწყენინე, რა დაგიშავე, რა ჩავიდინე. სამი დღეა არ მძინებია და ვერ ვბედავდი სახლში ამოსვლას. რა უნდა მეთქვა თიკოსთვის? მითხარი უბრალოდ. დღეს გავბედე და ამოვედი და სად არის ნენე? იმ ს*რთან ერთად არის წასულიო. შენ საერთოდ აზროვნებ, გოგო?
-ნუ ყვირიხარ!
-კიდე ნუ ვყვირივარ? რომ არ გკლავ აქვე მადლობა მითხარი!
-აუ, რა გინდა გიორგი გამაგებინე, რა.. რატის ვუყვარვარ და არ მაქვს უფლება იმ ადამიანთან ერთდ ვიყო ვისაც ვუყვარვარ?!
-იცი უკვე რომ უყვარხარ? რა იყო ოცნების კოშკები აგიგო? შენ უყვარხარ მაგრამ შენ? მითხარი შენ გიყვარს?!
-რანარად ლაპარაკობ, გიორგი!
-მოკლედ, კარგად მომისმინე და ამ პატარა თავში შეუშვი,-თითი მომადო თავზე გიორგიმ და ვხედავდი მის წითლად ანთებულ თვალებს. როგო ცდილობდა ემოციების დაშოშმინებას, მაგრამ იმდენად ემოციური იყო თვითონ, რომ ძლივს მალავდა.-კარგად მომისმინე, ნენე! რამდენი დღე ვცდილობდი, რამდენჯერ მქონდა შანსი ღმერთმა იცის მარტო რომ დაგლაპარაკებოდი. უკვე აღარ შემიძლია. არ შემიძლია იმის გაფიქრება, რომ რატი ან მისნაირი ს**რები მართმევენ შენ თავს! შეუშვი ამ თავში, რომ მეგობრობიდან სიყვარულამდე არის ერთი ნაბიჯი. მხოლოდ ერთი! და ეგ ერთი ნაბიჯი თავისთავად გადმოიდგა ჩემგან. რა დავაშავე და რა შევცოდე ასეთი რომ შემიყვარდი? სულელი გოგო ხარ, რომელმაც ამდენი ხანია ვერ დაინახა ჩემი სიყვარული. რა გიყვართ ამ გოგოებს ყველაფერზე სახელის დარქმევა, რა.. აუცილებელი იყო მეთქვა ეს ყველაფერი, რომ მიმხვდარიყავი? დიახ! მიყვარხარ, ნენე იცი როგორ მიყვარხარ? სიგიჟემდე. გოგოს, რომელსაც თავიდან დას ვეძახდი, გოგოს, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო როგორც და და მეგობარი ეხლა იცი, ვინ ხარ? ჩემი საოცნებო ქალი. შენზე ვფიქრობ დღე და ღამე. ასეთი სიყვარული ალბათ გულს გამიგლეჯს. არ მჯეროდა არსებობდა თუ არა. ძალიან დააჩქარე, მაგრამ ეს კარგიცაა.. ძლივს გითხარი სათქმელი..-თქვა გიორგიმ და ამოისუნთქა. მე? მე ვიჯექი გაშტერებული და ვუყურებდი ემოციისგან დაცლილ ადამიანს. იცით რა დამემართა? გული ამომივარდა. ვუყვარდი.. ჩემს მეგობარს ვუყვარდი. თუმცა, ბოლო პერიოდის ურთიერთობას რომ შევხედო რანაირი მეგობრები ვიყავით? არ ვიცი.. არაფერი აღარ ვიცი.. რა ჯანდაბა ხდება დღეს ჩემ თავს!
-ნენე, მისმინე კარგად. შენ ჩემთვის ჩემ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ხარ.. ვიცი, ძალიან ძნელია შენთვის ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ ცოტა დაატანე ტვინი და კარგად დაფიქრდი, რა.. -მითხრა გიორგიმ და შუბლზე მაკოცა.-ეს კიდე შენ..-მომაწონა პარკი, სადაც ზუსტად ვიცოდი რა იდო.
გამიხარდა, მესიამოვნა და ალუბალი ამოვიღე.

-შენ მოტანილ ყველა ალუბალს სულ სხვა გემო აქვს,-ვუთხარი და ჩემთვის გავიღიმე. ალბათ, დამინახა. აღარაფერი უთქვამს. დაქოქა მანქანა და ძალიან ნელა, მიმიყვანა სახლამდე. ჩემი ხელი ეჭირა, არ მიშვებდა. არც მე მინდოდა, რომ დავშორებოდი.. ალბათ, ჩემმა „მემ“-აც გადადგა ის ერთი ნაბიჯი, რაც გიორგისამ გადმოდგა.

ოთახში რომ დამტოვა ისევ შუბლზე მაკოცა და წავიდა. არც შემოუხედავს. თიკოს კისკისით მივხვდი, რომ გიორგი დადვანი უკვე მიღებული იყო ოჯახში.
თიკო შემომივარდა ოთახში ყუტით ხელში.
-ვაიმე, დედიკო ნახე კართან იდო ეს ყუთი..-მითხრა და მომაწოდა.
-რა არის?
-არვიცი, გახსენი რა.. უშენოდ ვერ გავხსენი ნენე აწერია და როგორ გამეხსნა?!-შეიცხადა თიკომ. ვითომ, აქამდე ჯერ არ გაუკეთებია ესეთი რაღაცა. გავხსენი უძალიანეს უბევრესი ალუბლიანი ტორტი იდო.
„ალუბლის გოგოს ალუბლის ტორტი. ეს ჯერ დასაწყისია. რ.მ“.

შემეშინდა.
ძალიან შემეშინდა აბსოლუტურად ყველაფრის.
რატი მათიაშვილი თუ გიორგი დადვანი?
ეს ჩემი გულიც უშნოდ იყო გაჩუმებული, არც ტვინი აფრქვევდა აზრებს.
აი, მანდ მივხვდი რომ რაღაც ცუდის დასაწყისი ნამდვილად იქნებოდა.


***

ესეც ასე. მეოთხე თავიც..ცოტა ჩახლართული და იმედი მაქვს, მოგეწონებათ!:)



№1  offline წევრი An_Gel

აუუუუუუუუ გავაფრენ მალეე!!! ორივე მინდოდა მთელი ეს დრო,ეხლა მგონი რატი უფრო მინდა იმიტორო მისით დაიწყო ისტორია,ნამდვილად რატი მინდა იმიტომ,რომ სხვანაირი ურთიერთობა ქონდა მასთან დასაწყისიდანვე. ვიცი რომ გიორგისთან ტოვებ,აი ვგრძნობ რომ ეგრეა. მაგრამ მე უფრო რატისკენ ვიხრები. სოფიზე ხომ ვთქვი? ვიცოდი რომ არ იყო ორსულად უბრალოდ მაინც მეცოდება ეგ გოგო,მეტს იმსახურებს. იცი რატი რატომ მირჩევნია? უფრო ვაჟკაცური და გამბედავია ვიდრე გიორგი,თან რატი უფრო კარგი სახელია :D მოკლეედ,გასკდა გული ლოდინით და გემუდარები არ დააგვიანო რა <3

 


№2  offline წევრი ელენა ილდანი

papastatekulosi
აუუუუუუუუ გავაფრენ მალეე!!! ორივე მინდოდა მთელი ეს დრო,ეხლა მგონი რატი უფრო მინდა იმიტორო მისით დაიწყო ისტორია,ნამდვილად რატი მინდა იმიტომ,რომ სხვანაირი ურთიერთობა ქონდა მასთან დასაწყისიდანვე. ვიცი რომ გიორგისთან ტოვებ,აი ვგრძნობ რომ ეგრეა. მაგრამ მე უფრო რატისკენ ვიხრები. სოფიზე ხომ ვთქვი? ვიცოდი რომ არ იყო ორსულად უბრალოდ მაინც მეცოდება ეგ გოგო,მეტს იმსახურებს. იცი რატი რატომ მირჩევნია? უფრო ვაჟკაცური და გამბედავია ვიდრე გიორგი,თან რატი უფრო კარგი სახელია :D მოკლეედ,გასკდა გული ლოდინით და გემუდარები არ დააგვიანო რა <3


ვერ შეგპირდები მალე დადებას :( წინ და უკან დავდივარ და ძლივს ვტვირთავ ამასაც :( ვეცდები უახლოეს 3 დღეში მაინც ავტვირთო :*
ვნახოთ, ვნახოთ :) სულ სხვა რაღაც მქონდა ჩაფიქრებული, სხვა გამოვიდა და იქნებ კიდევ რამე სხვა მოვახდინო :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent