შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკეთესობის მოლოდინში (ნაწილი 2)


16-09-2016, 16:48
ავტორი ana gurgenidze
ნანახია 1 205

თავჩარგულმა ცრემლები მოვიწმინდე და ჩემი მდგომარეობით დაინტერესებულ პირს შევხედე. თავი მუხლებში ჩამივარდა როდესაც გავაცნობიერე თუ ვინ იდგა ჩემს წინ..ეს იყო ადამიანი რომელიც ორი წლის უკან სკოლის კარნავალზე ვეცეკვე.საოცრად მიმზიდველი პიროვნება გამხდარიყო,თუნცა მისი გამოცნობა არ გამჭირვებია. კუპრივით შავი კულულები,გაბრწყინებული შავი თვალები,მაღალი,ჩაბსკვნილი მხრებით,ეს იყო ალბათ საოცარი ნაზავი.ერთი შეხედვით მრისხანე, ხოლო მისი გაბრწყინებული სახე სულ სხვა ასოციაციას გვაძლევდა.
ჩემს გონებას კვლავ შემორჩენოდა ეს ადამიანი.არ ვიცი რატო მე მისი სახელიც კი არ ვიცოდი.ენა გადამყლაპვოდა, ჩემს თავს ხმის ამოღების საშუალებასაც არ ვაძლევდი, რათგან ვიცოდი რო თუ ხმას ამოვიღებდი ცრემლებისაგან დავიცლებოდი ან რაიმე სისულელეს წამოვროშავსი და მაინც ვიტირებდი.ასერომ უბრალოდ თავი ავარიდე.
-იქნებ როგორმე დაგეხმარო?იკითხა უცნობმა და უნებურად ჩამეღიმა მისი ხმის გაგონებაზე.არაფერი მიპასუხია უბრალოდ თავი გავუქნიე და სიმღერა გადავრთე რომელიც უსიამოვნოდ ჩაესმოდა ჩემს სმენას..
-იცი მე შენ გიცნობ.გაოცებისგან პირი დავაღე.მეგონა რომ არ ვემახსოვრებოდი და გაკვირვებული ჩავეკითხე.
-როგორრ?? ჩემი ხმა ძლივს მიწვდა ჩემივე სმენას და აკანკალებულმა ხელი მკლავზე ვიტაცე ტირილი რომ არ დამეწყო.
-ხშირად გხედავ ხოლმე.მივხვდი რომ კარნავალი არაფერ შუაშუ არ იყოო.მან ზანტად გამიღიმა.. _სულაც არ ყოფილა მრისხანე.გულში ჩავილაპარაკე და მეც გავუღიმე.
-რატო ხარ აქქ? ასეთ მდგომარეობაში?იკითხა უცნობმა სერიოზული ტონით.ნამდვილად არ მინდოდა ვიღაც უცნობთან ლაპარაკი,თანაც ჩემს პრობლემებზე.ბოდიში მოვუხადე დაა წამოვედი..
გზაშიჩაფიქრებული მივდიოდი.ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრად მელანდებოდა.არ მესმოდა მამაჩემის უბრალოდ შეეძლო რომ სახლში დავეტოვებინე და არ წავეყვანე სოფელში.თანაც დათომ იცოდა რომ იიქ ყოფნა საშინლად არ მიყვარდა.. ვფიქრობდი,ვფიქრობდი და მხოლოდ მაშინ გამოვედი ჩემი ფიქრებიდან როდესაც ჩემზე ბევრად მაღალ "მასას" შევეჯახე.შენრცხავა..
-ოხხ.. ისევ შენნ? რ..რა გინდა? ვკითხე უცნობს რომელსაც ცოტახნის წინ დავემშვიდობე.
-იქ ტელეფონი დაგრჩა დაა... არ დაუსრულებია წინადადება ისე გამომიწოდა ჩემი ტელეფონი, გაკვირვებულმა მეც გამოვართვი ტელეფონი,მადლობა გადავუხაე და თავდახრილმა გზა გავაგრძელე.
-ანა რას აკეთებ? იქნებ და ოცი წლის მერე ინანო? არ მიხვალ და ამ ბიჭის სახელს არ გაიგებბ? ამდენიხბის მერე ისევ ნახეე,იქნებ მერე ვეღარც ნახო? ჩემ თავს ველაპარაკებოდი და უკან მივბრუნდი.
უცნობი შავ ბეენვეს მიყრდნობოდა.დარცხვენილი ავეტუზე წინ და უხერხულად გავუღიმე.
-მოხდა რამე?იკითხა მან,და დაბნეულმა მეც ლუღლუღით ვუპასუხე.
-კიი.რაა გქვია? ვიგრძენი როგორ გავწითლდი და თავი კიდევ უფრო დავხარე ჩემი სიწითლე რომ არ შეემჩნია.უცნობმა გვარიანად გადაიკისკისა და უმალ მიპასუხა.
-უჩა..უჩა თეზელაშვილი ანო.. _რაა?საელით მომმართა? საიდან იცისს?გულში ჩავილაპარაკე,გავუღიმე და მოვშორდი იქაურობას..

****

მივდიოდი ქუჩაში.მივდიოდი მაგრამ არ ვიცი სად.ნინოს ესემესებს ვკითხულობდი.დათო სამსახურში არ წასულა და მე მეძებდა,თანაც რვა საათი ხდებოდა,სახლიდან ქალაქში გამოსვლა კი ექვსი საათის შემდეგ მეკრძალებოდა.
ტყუილი მალევე ავაგორე.ნინოს დავურეკე და ვუთხარი რო მარისთან ვრჩებოდი.მარიამის ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავით ისევე როგორც ქეთას ოჯახთან. ქეთაც ჩემი კლასელი იყო ჩვენს სამნი საუკეთესო დაქალები ვიყავით,საუკეთესოები. ასერომ დათოს არანაირი გართულება არ ქონდა,მარიამი ძალიან შორს ცხოვრობდა და ვიცოდი დათო არ ჩამომაკითხავდა.მამაჩემი რომ დაწყნარდა ნინიკოს ყურმილი გავუთიშე და მარიამს დავურეკე გასაფრთხილებლად.ვინაიდან მარიამი შორს ცხოვრობდა მასთან ვეღარ წავიდოდი ასე გვიან და ქეთასთან წავედი. ქეთა სამსონაძე ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა,მეხუთე სართულზე და მალევეც მივიდოდი. საბედნიეროდ ქეთას დედა რაჭაში იყო ქმართან და პატარა ბიჭუნასთან ერთად წასული და ქეთოც მარტო მეგულებოდა სახლში.
-სამსონაძე გამიღე კარები.. ვაბრახუნებდი კარებზე და თან ქეთას ვუყვიროდი. როგორცკი კარები გამიღოო ქეთამ ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ მომცა..
-აუ რამაგარია რო რჩები..მაგრად გავერთოთ დაო.. მოდი ლუდიც დავლიოთ რაა.. აუუ მაგარია.
-მოვედი ჯერ? ამომასუნთქე შე დეგენერატო..ქეთას ლოყაზე ვაკოცე და შიგნით შევედი.

****

უკვე თორმეტი საათი იყო დაწყებული ლუდში ჩახრჩობილებს დედაჩემის ზარმა რომ გამოგვაღვიძა..გახარებულმა უმალ ვუპასუხე და მცირე დროში ვუამბე დათოს რაჭაში რო მივყავდით. ნანამ იცის იქ ყოფნა რომ არ მიყვარს და გამიგო ისე როგორც დედას შეეფერებოდა.ვიგრძენი რომ ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა და თვალები გამცრემლიანდა.
-დეეე..მენატრები დე,მინდა რო აქ იყოო, ძალიან მიყვარხარ..
აცრემლიანებულმა ყველაფერი ერთბაშად მივაყარე რასაც კი ვგრძნობდი.დედამ მომისიყვარულა და დამაწყნარა.ყურმილი რომ გავუთიშე ცრემლები მოვიწმინდე და აივნიდან სახლში შევედი.

****

სიმთვრალე აუტანელი ხდებოდა. მე და ქეთა სასუსნავების საყიდლად ქალაქში გავედით.( ჩვენ ორს სიგიჟემდე გვიყვარდა ტკბილეულის ჭამა..ნუ ზოგადად სამივეს გემოვნება ერთნაირი გვქონდა). უკვე საკმაოდ გვიანი იყოო. ვიყიდეთ თუ არა ტკბილეული ეგრევე ბინისაკენ გავვარდით. ღამე ქალაქში სიარული მაინც საშიში იყო და თავს ვიზღვევდით.თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდით,როდესაც ბინას მივუახლოვდით ცივმა ოფლმა დამასხა,მუცელში პეპლები დაპრინავდა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა როცა ქეთას სადარბაზოს წინ ნაცნობი შავი ბეენვე დავინახე.ტანში საშინლად გამცრა.. სადარბაზო არვირბინე და როგორც კი კარები შევაღე მაშინთავე აივნისკენ მივმართე გეზი. აივნიდან გადავიხედე. გადავიხედე და გამეცინა. მანქანას მიყრდნობილი პიროვნება დავინახე სიგარეტით ხელში.გამოცნობა არ გამჭირვებია. უჩა იყო.
_აქ რა უნდა? მანქანასთან წეხან არავინ იყო? ასე უცბათ აქ საიდან გაჩნდა? რისთვის მოვიდა? ჩემს თავს გაკვირვებული ვებუტბუტებოდი.ქეთასთვის ჯერ არაფერი მომეყოლა თავის შეკავება ვამჯობინე.ტკბილეული შევჭამეთ თუ არა მაშინვე საწოლში გავეხვიეთ. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.იმდენად ვიყავი ფიქრში ფართული რომ უცბად ყველაფერი გადამავიწყდა,მოვდუნდი და იქაურობა მალევე სიბნელემ მოიცვა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent