სიყვარულის უარმყოფელი(ნაწილი 9)
-რა გაარკვიეე? სახლში დაბრუნებულ ქალიშვილს მაშინვე დაეტაკა ბატონი ვახუშტი. სოფო ადგილზე გაიყინა. -შენ გეკითხები რაც ცისანამ თქვა მართალია თუ არა? -კიი მართალია, მაგრამ... სოფომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მამამისმა შეაწყვეტინა. -მორჩა მაგ ბიჭს აღარ შეხვდები! მკაცრი ტონით უთხრა ოჯახის უფროსმა. -მაგრამ რატო, მამა ეს ხომ ნიკას ბრალი არ არის მას თვითონაც არ უნდოდა ასეთი მშობლები ყოლოდა! ტირილით თქვა სოფომ. -გოგო მისმინე მაგისი ბრალი შეიძლება არ არის, მაგრამ ის მაინც თაღლითების შვილია ცუდი გენეტიკის მატარებელი, დაფიქრდი გოგო პატიმრებთან გინდა ჩვენი დამოყვრებაა? ჰო მოგვეჭრა თავი საქვეყნოდ, მერე შენი შვილები არ გეცოდებაა, რომ წამოაძახებენ სამარცხვინო ბებია-ბაბუა გყავთო! -მიყვარს! ქვითინებდა სოფო. -ეხლა ეგ გიყვარს გავა დრო და სხვა შეგიყვარდება, ოჯახზე იფიქრე შენ თავზე კი ნუ ფიქრობ, გიღირს ეგ შენი შეყვარებული ჩვენს შესარცხვენად?რატო უნდა იჭორაოს ხალხმა ჩვენზე?! -მე ნიკას არ დავთმობ! საოცარი სიმტკიცით თქვა სოფომ -აი ისე კარგად დათმობ როგორც დაგიბარებია! -რა უსამართლო ხარ მამა ოღონთ ხალხმა არაფერი თქვას და მზად ხარ შვილი საყვარელ ადამიანს დააშორო, ნიკა არ არის ვალდებული მისი მშობლების შეცდომებზე პასუხი აგოს! -გააჩუმე ენა, მირჩევნია უბედური იყო ვიდრე ხალხს შენი სისულელის წყალობით სალაპარაკო მიეცეს! ამ დროს სოფოს დედა ჩუმად იყო და ფიქრებით სადღაც დაფრინავდა, საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ამ სცენამ მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე უბედური დღე გაახსენა, დაახლოებით სოფოს ტოლი იყო როდესაც მისი მეზობელი ბიჭი შეუყვარდა ჯერ ეს ყველაფერი მეგობრობით დაიწყო შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა, უნდოდა მასთან ყოფნა, ცხოვრება უხაროდა მასთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ მასთან ერთად ყოფნა არ ეწერა, იკითხავთ რატომ? იმიტომ რომ სამწუხაროდ მისი რჩეული განათხოვარი და გაიმნაირებული ქალის შვილი იყო, ყოველ შემთხვევაში ხალხი მას იმნაირს ეძახდა, როდესაც ეს ამბავი მშობლებმა გაიგეს საბრალოს რისხვა დაატეხეს თავზე, როგორ ხალხი რას იტყვისო იმნაირის შვილი სიძეთ რათ გვინდაო, მერე თქვენს შვილებს რომ წამოაძახებენ იმნაირი იყო ბებიათქვენიო სად მიდიხარო, ჰო მოგვეჭრა თავიო, ისიც ცხვარივით დაემორჩილა დაემშვიდობა თავის სიყვარულს ისე რომ მისთვის არაფერი არ აუხსნია წესიერად, ის კი ჩუმად იტანჯებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ხალხი მშვიდად იყო და ენას არ ატლიკინებდა, ბატონ ვახუშტისთანაც მისი ქორწინება სანახევროდ მშობლების ჩარევით მოხდა, მისი ბაბუა იმ დროისათვის საკმაოდ შეძლებული ბიძია იყო, ბატონი ვახუშტი იმ დროისათვის ბლატნოი ტიპი კარგ სასიძოთ ითვლებოდა საწყალ გოგონას მშობლები ტვინს უბურღავდნენ ნახე ბედი მოგადგა კარზე შენი სისულელით არ დაკარგო, ჩვენც მშვიდად ვიქნებით პატრონს რომ ჩაგაბარებთო, ქალბატონი დედაც დაემორჩილა მშობლების ნება სურვილს, დიდი ხნის განმავლობაში თავს იმშვიდებდა, რომ სიყვარული ადრე თუ გვიან მოვიდოდა, როდესაც მიხვდა, რომ ბატონი ვახუშტი მისთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო, ბედს შეეგუა და ინერციით განაგრძობდა ცხოვრებას, შვილების გაჩენის შემდეგ მხოლოდ მათთვის ცხოვრობდა, მაგრამ ახლა როდესაც მისი ქალიშვილი იგივე სიტუაციაში იმყოფებოდა გულში ჩხვლეტას გრძნობდა. -სოფო იმ ბიჭს არ დაშორდება! თვითონაც ვერ გააცნობიერა ისე წამოიძახა. ბატონმა ვახომ გაკვირვებულმა შემოაბრუნა თავი. -რა თქვი ქალოო? -სოფო იმ ბიჭთან ერთად იქნება მოგწონს ეს შენ თუ არა! სოფო სასიამოვნოდ გაკვირვებული მიაჩერდა დედამისს. -რეებს ბოდიალობ ქალო, ამ უტვინოს შენი წახალისებაღა უნდა,ენა ჩაიგდე და ნუ ერევი! -გეუბნები სოფო იმ ბიჭთან ერთად იქნება მეთქი, ჩემი გოგოს გაუბედურებას ვერ დავუშვებ არც შენ მაინტერესებს და არც უტვინო ხალხი. სოფომ მადლიერი მზერა ესროლა დედამისს. -შენ ქალო ლაპარაკი იციი?! ირონიულად ჩაილაპარაკა ბატონმა მამამ. ამის გაგონებაზე სოფოს დედას რარაც საოცარი მრისხანება ჩაუდგა თვალებში სოფოს ასეთი გაცეცხლებული დედა არასოდეს უნახავს. -ჰო ალბათ დიდი ხანია დებილი გგონივარ რადგან სახლში ვზივარ, რადგან მაინცდამაინც არაფერში არ გეწინააღმდეგებოდი რადგან ხმას არ ვიღებდი შენს გარე გარე სეირნობებზე, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, შენ რა იცი მე შინაგანად როგორ ვიყავი და რას განვიცდიდი, მართალია მე მართლა ვჩუმდებოდი შენს გულაობებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გპატიობდი მე უბრალოდ სხვა არჩევანი არ მქონდა და იძულებული ვიყავი გადამეყლაპა ეს ყველაფერი,სინამდვილეში კი ბრაზი და საკუთარი უმწეობის შეგრძნება მახრჩობდა, რამდენი ხანია მინდოდა პირში მომეხალა შენთვის რასაც ვფიქრობდი , მაგრამ მეშინოდა ახლა კი ყველაფერს გეტყვი და შენი რეაქცია საერთოდ არ მაღელვებს, შენ ერთი მახინჯი აზროვნების მქონე ინდივიდი ხარ რომელსაც მუცლის ამოყორვისა და გენიტალიების დაკმაყოფილების გარდა არაფერი არ აინტერესებს, შენი ერთობ საამაყო კაცობა ღვინო, დუდუკი და ქალებია მეტი არაფერი, არასოდეს მიამაყია სოფოთი ისე როგორც იმ დღეს როდესაც შენი უტვინო ძმაკაცების თვალწინ მოგახალა ყველაფერი, მან თითქოს ჩემი სათქმელი თქვა, შენ კი იმის მაგივრად რომ რამეს მაინც მიმხვდარიყავი აქეთ სოფოს დაადე ვალი მაგის შემდეგ მივხვდი რომ შენთან ლაპარაკი შეუძლებელია იყო,იმდენად გაქვს ტვინი გამოლაყებული ღვინით და გულაობის მოყვარული, შენსავით ღიპიანი კაცების გამოგონებული ეგრეთწოდებული ტრადიციებით,მეცოდები შენ იმ მახინჯი საზოგადოების პროდუქტი ხარ რომელიც კაცის სიძვა მრუშობას აუცილებელ ნორმად და ხანდახან საამაყოდაც მიიჩნევს! ბატონი ვახუშტი გაოგნებული შეჰყურებდა თავის მონა-პოვრად შერაცხულ მეუღლეს. -შენ, შენ რეებს როშავ?! ენა დაება გაოგნებისგან. -ჰაჰ დაიბენი ჰომ არ ელოდებოდი ჰო ჩემგან ასეთ სითამამეს, ეს იმიტომ, რომ ახლა ჩემს შვილს ეხება საქმე, ძალიან ბევრჯერ გაპატიე მისი დაჩაგვრა მაშნ ხელი რომ გაარტყი არაფერი არ მითქვამს, შემდეგ ცისანას სტუმრობის შემდეგ ტალახი, რომ ესროლე ეგეც მოვითმინე , მაგრამ აი ახლა არ დავუშვებ ჩემი შვილი გაუბედურდეს და საყვარელ ადამიანს დაშორდეს , ნიკა რამდენჯერმე მყავს ნანახი და ზუსტად შემიძლია ვთვა ის კარგი ადამიანია მთავარია თვითონ არის კარგი, მშობლების გამო ის არ არის ვალდებული პასუხი აგოს. -შე უტვინო,ბეჩავო დედაკაცო! ღვარძლიანად უთხრა ცოლს. -თუ ასეთი უტვინო ვარ მაშინ არ გეწყინება სახლიდან თუ წავალ და მოგშორდები, სწორედ ამას ვაპირებ ახლა, ჰოო მე მივდივარ გშორდები და საერთოდ არ მაინტერესებს ხალხი რას იტყვის არ მაინტერესებს და საოცარ თავისუფლებას ვგრძნობ,ჰოო არ მოგესმა მე მივდივარ გეყრები გშორდებიიი! არ გაგიმართლა ჩემო საყვარელო მომსახურე პერსონალი გეცლება ხელიდან ! გადაიხარხარა ქალბატონმა დედამ . -მართლა რეებს ბოდიალობ ქალო! ახლა სიტყვით გამოვიდა თორნიკე, სად უნდა წახვიდე იცოდე ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოდგამ . -იმედია გამიგებ შვილო ოდესმე, მაგრამ აქ ნამდვილად ვერავის გამო ვეღარ გავჩერდები, ეს სახლი კი არა ჯოჯოხეთია ჩემთვის. ........ -დედა ვამაყობ შენით! დედა შეაქო სოფომ როდესაც ისინი დერეფანში მიდიოდნენ. -ეს მე ვამაყობ შენით საყვარელო, შენ სულ სხვანაირი იყავი ყოველთვის, უფრო გაბედული , თამამი, მე არასოდეს მეყოფოდა გამბედაობა გამეკეთებინა ის რაც შენ გაბედე! მათ ამ საუბარს ყურს ცისანა უგდებდა რომელიც შორიახლოს იდგა, სოფომ ის შეამჩნია თავი ვერ შეიკავა და სწრაფი ნაბიჯებით მისკენ გაემართა. ცისანას ცოტა გაუკვირდა, მაგრამ მაინც გაუღიმა და ნაძალადევი სითბოთი მოიკითხა. -სოფიკო როგორ ხარ, იმ ამბავთან დაკავშირებით რა ხდება? -ქალბატონო ცისანა დიდი ბოდიშით თავხედობისთვის,მაგრამ ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა, გეხვეწებით რა სიამოვნებაა ოცდაოთხი საათი სხვისი ცხოვრების განხილვა?! არ გირჩევნიაათ, თქვენს ცხოვრებაზე და თქვენს თავზე იფიქროთ, თქვენ გგონიათ დავიჯერეე რომ ჩემთვის კარგი გინდოდათ და იმიტომ მითხარით ეს ამბავი ნიკაზე, არა თქვენ ეს იმიტომ თქვით, რომ რეაქცია გაინტერესებდათ, შემდეგ თქვენსავით ჭორიკანა დაქალებთან ერთად, რომ გაგერჩიათ და თქვენი უაზრო ცხოვრება ოდნავ მაინც გაგეხალისებინათ, მეცოდებით თქვენ ალბათ იმიტომ ჭორავთ სულ მუდამ სხვას, რომ საკუთარი ცხოვრება არ გაგაჩნიათ,, მინდა გითხრათ ამიერიდან ჩემი სახით ჭორაობის ობიექტი ხელიდან გეცლებათ მე და დედა აქედან მივდივართ, ჰო ასეა არ მოგესმათ, ეს რა კარგი საჭორაო მასალა მოგეცით არაა? დარწმუნებული ვარ დღეს სამზარეულოში თქვენს დაქალებთან ერთად დაჯდებით და ამაზე დაუსრულებლად იჭორავებთ, კიბატონო გზა ხსნილია, მაგრამ თქვენი ენის ტრიალით მე არაფერი დამაკლდება , ეს ისე ცნობისთვის ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ იმედია უკანასკნელად გხედავთ! ეს უთხრა სოფომ და მოშორდა გაოგნებულ ცისანას. ......... სოფო და დედამისი ქალბატონ ინგასთან დაბინავდნენ, ძვირფასი დეიდა ვერ იჯერებდა თავისი მორცხვი დაიკოსგან ასეთ გაბედულ ნაბიჯს. -მართლა ესე უთხარიი? -სოფო დამემოწმება, ამის გამო გავაკეთე თორემ ალბათ ამას ვერასდროს ვერ შევძლებდი. -თორნიკეს რა რეაქცია ქონდა? -ეჰ საშინელი, იმედია დროთა განმავლობაში გამიგებს, ბოლოსდაბოლოს მე მამამისი მივატოვე და არა ის. -ახლა რას აპირებ? -არ ვიცი რამეს მოვახერხებ ალბათ, ცოტა ხანს მოვიცდი და. -იცი ბანკიდან ვაპირებდი ფულის გამოტანას და რაღაცა ბიზნესის დაწყებას, გინდა შენც დამეხმარე, ერთად ვმართოდ. სანამ დებს ერთმანეთთან საქმიანი საუბარი ქონდათ სოფომ ნიკას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თან უთხრა რომ სასწრაფო საქმე ქონდა. ......... სოფო და ნიკა ერთმანეთს უნივერსიტეთთან ახლოს კაფეში შეხვდნენ. ნიკას საშინლად მოწყენილი სახე ქონდა ეგონა სოფო მასთან დაშორებას აპირებდა. -სოფ ვხვდები დაახლოებით რისი თქმაც გინდა, მესმის შენი, მაგრამ მინდა იცოდე რომ შენი გადაწყვეტილების მიუხედავათ ძალიან მიყვარხარ. -ნიკ შენ რა გგონია შენთან დაშორებას ვაპირეებ? ნიკა დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა. -მე მეგონა ამის სათქმელად დამირეკე! -სახლიდან წამოვედი ისევ! -რაა? -ჰოო ეს ამბანი მამაჩემმა რო გაიგო მომთხოვა დაგშორებოდი, მაგრამ დედაჩემმა დაგიჭირა მხარი, შემდეგ კი სახლიდან წამოვედით ორივე. -მოიცა შენ და დედაჩემი სახლიდან ჩემს გამო წამოხვედით, არა სოფო ჩემს გამო არ მინდა ასეთი რამ ხდებოდეს, არა მე დაველაპარაკები მამაშენს, არ დავუშვებ ჩემს გამო ასეთი ამბები ტრიალებდეს. -ნიკა დამშვიდდი დედაჩემის წამოსვლასთან შენ არაფერ შუაში ხარ, ეს დიდი ხნის ამბავი იყო უბრალოდ დღეს მამაჩემის მოთხოვნა ბოლო წვეთ აღმოჩნდა მისთვის! -მე მაინც არ მინდოდა სოფ პრობლემები გქონოდა შენი ოჯახის წევრებთან ჩემს გამო,თავს ვერ ვპატიობ ამას! -ნიკა შენ არაფერ შუაში ხარ მამაჩემთან ადრეც დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ხალხის აზრის გამო შენთან დაშორების მოთხოვნა როცა იცოდა როგორ მიყვარხარ, საშინელი უსამართლობა იყო მისი მხრიდან. -ანუ ჩემთან დაშორებას არ აპირეებ? -რათქმაუნდა არა ნიკა რა სისულელეა,დედაჩემს ჩემთვის მხარი რომც არ დაეჭირა მაინც არ დავემორჩილებოდი მამაჩემს,არავის არ მივცემდი უფლებას ჩემს პირად ცხოვრებაში ასე უხეშად ჩარეულიყო. უეცრად ნიკა ადგა სოფოსთან მიიჭრა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. -ჩემი ძლიერი გოგო, ამიტომაც მიყვარხარ ასეთი ძიერი და სამართლიანი რომ ხარ, როგორ მიხარია რომ გამიგე თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა. -ნიკ გთხოოვ ამის შემდეგ აღარაფერი დამიმალო, მე შეგიძლია ბოლომდე მენდო და ყველაფერი მითხრა,მარტო ტყუილს და ღალატს ვერ ავიტან! -ისე გამიხარდა დედაშენმა მხარი რომ დამიჭირა სასიდედროც ეგეთი უნდა , მერე ცოლად რო მოგიყვან ყველგან ვიბლატავებ ჩემი სიდედრით. ამაზე სოფომ გულიანად გადაიხარხარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.