შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (1 თავი)


16-09-2016, 23:07
ავტორი terooo
ნანახია 10 468

წლების წინ დაიწყო ყველაფერი, როდესაც ძმებს ბიძაშვილი შემოაკვდათ ჩხუბის დროს, უფრო სწორად ბიძაშილს ბიძაშვილი. ყველაფერი კი როგორც ყოველთვის ქალის გამო დაიწყოო, მიზეზი კი.. სხვა რა, თუ არა, სიყვარული?
დაინახა!
შეუყვარდა!
დაიმისა!
მერე იმდენი გააკეთა უჩუმრად, ისე რომ ხალხს არაფერი გაეგო, ქალსაც შეაყვარა თავი. ბედნიერები იყვნენ, ცალ-ცალკე მაგრამ ერთ მთლიანობას გრძნობდნენ, იცოდნენ რომ ერთანეთი მათ ეკუთნოდათ, ცდილობდნენ ეს ყველაფერი ხალხს რომ არ გაეგოთ, მაგრამ ,,ხალხი ბრბოა“ ,,კედლებსაც ყურები აქვს“ ,,ზურგს უკან კი მესამე თვალი“, განა რამეს აშავებდნენ? არაფერს გარდა იმისა რომ ერთმანეთი შეუყვარდათ, ისე როგორც არავის არავინ, თბილი, სათნო, საყვარელი, სასურველი გრძობით უყვარდათ ერთმანეთი, ისე რომ მხოლოდ თვალები გასცემდნენ, მაგრამ ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა, ,,კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, ეს სწორედ ასე მოხდა. სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმნეთს, სალამიც კი არ ყოფილა, მხოლოდ თვალები აენთო ბიჭს და გულით გაეღიმა, ძნელია ასე შორიდან ხედავდე, ეტრფოდე და მასთან ახლოს ვერ მიდიოდე, ვერ ეხებოდე, ოდნავი სითბო, ჩახუტება და შეხებაც კი სანატრელი გიხდება. გიყვარს მაგრამ წესები გიკრძალავს, ნებას არ გაძლევენ შენი გაიხადო, ბოლომდე დაისაკუთრო.
სწორედ იმ დღეს შენიშნეს, თვალები დაინახეს, გოგონას სახის საოცარი ცვალებადობა იხილეს და სასაუბრო თემაც მიეცათ. ეს ხომ სოფელია?! ეს ხომ სვანეთია?! ეს ხომ თემია?! ესენი ხომ უხუცესები არიან?! ადგილი სადაც კანონზე მეტად სიტყვა ფასობს, სადაც, ქცევა, მიმიკა, სიტყვა, ღიმილიც კი ტყვიას უტოლდება. სადაც არწივის მზერას ტკივილი, ცრემლი და სისხლის ნიაღვარი ცვლის, სადაც ადამიანური გაგება, ნდობა სითბო და სიყვარული მხოლოდ სიტყვებია და მხოლოდ წარსულის წესები, ადათები და წეს-ჩვეულებები უფრო ფასეულია ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.

***

ისევ ბევრი ხალხი ირეოდა, ისევ ისე გადავსებული დარბაზი, რა გასაკვირია? ახლა ზაფხულია და ყველას ვისაც მზის ქვეშ წოლა და ზღვის ტალღებისგან შორს ყოფნა უნდა სვანეთს მიაშურა, სუფთა ჰაერი, სამეგობრო წრე, სიმსვიდე და ბევრი მოგონებები. დღე ლაშქრობები, ექვსკურსიები, საღამოს კი უხუცესების მიერ მოყოლილი ამბები და ლეგენდები. როგორ გაშინებს და გაწრთობს, მაგრამ უფრო მეტი ინტერესით, მთელი გულის-ყურით ისმენ რომ არაფერი გამოგრცეს, უფრო მეტის გაგება გინდა, უფრო მეტი გინდაა იცოდე, ხვდები რომ შენც ამ სამყაროს მონაწილე ხდები, ჩამქრლი ცეცხლი, ჩაბჟუტულ-ჩანაცრებული ნაკვერჩხლები და უკვე ხვდები რომ ძლის დროა. სიზმრად სვანეთს ხედავ გსურს დარჩე და მისი განუყოფელი ნაწილი გახდე, მისი მკაცრი კანონები გაშინებს მაგრამ მაინც შენ ერთგული რჩები სვანეთის და მისი სიყვარულის. დილიდან კი ისევ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდები, ისევ იხუნძლები შთაბეჭდილებებით.

***
ახლა მე სად ვარ? მეც ამ სამყაროს ნაწილი ვხვდები, აქ სვანეთს მოვაშურე რომ გავიგო რა ხდება, ჩემი თვალით ვნახო და მოვისმინო ეს ყველაფერი, ამბავი სვანებზე, ლგენდებზე, ვენდეტებზე, სისხლის აღებებზე, ამდენ გაციებულ ფუძესა და ჩამონგრეულ სახლებსა და კოშკებს. ლეგენდა ფუძის ანგელოზზე, მწვერვალ თეთნულდის საიდუმლო, მზის ქალწულის საიდუმლო.
,,ღმერთო რამდენ რამეს მალავს ეს კუთხე, რამდენი საიდუმლო დარჩა მის გალავანში. გალავანი, ეს განსხვავებული ცალკე სამყაროა, სადაც ვერანაირი ლოგიკით ვერ იმსჯელებ, სადაც სიტყვა უფრო ფასობს ვიდრე ადამიანის სიცოცხლე“
საღამოა, სვანეთში ვარ, მესამე თვალით ვაკვირდები აქ მოფუსფუსე ხალხს, ხავსს ვეძებდი საიდან უნდა დამეწყო ძებნა, არ ვიცი რას ვეძებდი ჯერ მაგრამ მაინც მინოდა, რაღაცას ჩავჭიდებოდი, უკვე მაშინებს ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად მინდა გავეცნო ამ სამყაროს, რომ ეს შიში ადრენლინად გამოყოფა ჩემს ორგნიზმში.
ნელ-ნალა ვმშვიდდები და ვცდილობ ამ სმყაროს ნაწილი გავხდე, წამით მაინც, მის სამყაროში შევაბიჯო და მისი გულის ფეთქვა მესმოდეს. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ხმაური ოდნავ მაინც ჩავახრშო დ რაიმე მნიშვნელოვანი მოვისმინო.
მუსიკის ხმა კონცენტრაციაში ხელს მიშლის, აქა იქ წამოძახილები მესმის, მაგიდები სამ მწკრივადაა განლაგებული, თითქმის ყველა მაგიდა შევსებულია, ყველ მაგიდასთან სხედან, აღნიშნავენ, მხიარულობენ, იღიმიან, ხარხარებენ, ულოცავენ, ჩუმდ მღერიან კიდეც, ჩუმად, წყნარად სხვებს ხელი რომ არ შეუშალონ, სასიამოვნო საღამოს გატარებაში.
რამდენიმე ფრაზა მესმის და მაშინვე ვახელ თვალებს, ისევ მოვავლე დარბაზს თვალი, ფანჯარასთან გოგოები სხედან, ისე იქცევიან რომ სხვების ყურადღება მათზე იყოს მიპყრობილი. დარბაზის დაზვერვას შევუდექი, რამდენიმე ადგილას დამსვენებლები ისხდნენ, დარბაზის შუაში განლაგებულ რამდენიმე მაგიდასთან უცხოელი ტურისსტები სხედან, ჩუმად საუბრობენ. ისევ ჩუმად განვაგრძობ თვალთვალს, კუთხეში მდგარმა მაგიდამ მიიქცია ჩემი ყურდღება, სოცრად მომინდა, იქ, იმ მაგიდის წევრი ვყოფილიყავი, რამდენიმე ადამიანი ჩუმად ბაასობდნენ და ყველანი საოცრად ჰარმონიულად იღიმოდნენ, ჩემი ყურადღება ერთმა პიროვნებამ მიიქცია, მაგიდასთან იჯდა მაგრამ შევატყვე რომ საშუალოზე მაღალი უნდა ყოფილიყო, დახვეწილი მანერებით, მშვიდად თავდაჯერებული საუბრობდა, დინჯი მიხვრა-მოხვრა, საუცხოო ღიმილი, შევამჩნიე რომ მხოლოდ მე არ ვუყურებდი ამ წამამდე, ჩემს წინა მაგიდიდან ხარბაად ათვალიერებდნენ, უფრო სწორად გოგონა წითელი ტუჩსაცხით, თვალ არ აშორებდა.
-ჩამოვიდა, ამდენი ხნის შემდეგ მაინც ჩამოვიდა.- სალფეთქს ხელში ატრიალებდა არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-მერე რა, მთავარია ჩამოვიდა და ამ ამბავს ასე არ დატოვებს, -უპასუხა მის წინ მჯდომმა სიმპატიურმა ყმაწვილმა.
-უფრო შეცვლილა, უფრო განსხვავებული, უფრო სიმპატიური გამხდარა- რა სასინელი საუბრის მანერა აქ ამ გოგოს, უკვე გულს მირევდა მისი სახის მიმიკები, დავინახე როგორ მოიკვნიტა ტუჩი.
ისევ უცნობის მაგიდისკენ გავაპარე თვალი, ეტყობოდა რომ იქ მყოფთა მზერასაც რძნობდა, წამით მოავლო გარემოს თვალი, ვამჩნევ როგორ შესამჩნევად ხრის თავს თანხმობის ნიშნად, გარშემომყოფებს ეთანხმება, მაგიდასთან ოცდახუთიოდე წლის გოგონა ზის, ჩემი მაგიდიდანაც კი ვხედავ როგორი ანთებული თვალები აქვს, უკაშკაშებს უცინის, გოგონა უცნობს უღიმის, ჰაეროვან კოცნას უგზავნის და მის პირდაპირ მაგიდასთან სკამზე ფრთხილად ჯდება, მისი ყოველი მოქმედება მოძრაობა ისეთი ჰაეროვანი და ნაზია, რომ... რომ... მეც კი მოვიხიბლე მისით.
მაგიდის წევრები აღფრთოვანებით შესცქერიან უცნობს, ღიმილს არ იშურებენ, ისევ უტიფრად ვათვალიერებ მათ მაგიდას, ეს ხომ მე არ მჩვევია, მაგრამ ვგრძნობ რომ აქ რააღაც საინტერესო უნდა მოხდეს, უკვე საშინლად მაინტრესებს ყოველი დეტალი, ,,ნეტავ რა ხდება?“ უცნობი ფეხზე დგება და მაგიდის წევრები უფრო მეტი ღიმილითა და კომპლიმენტებით აჯილდოვებენ.
-ნახე ფეხზე ადგა- ისევ წინა მაგიდიდან ისმის ხმა- აქ რაღაც სხვა ამბავია, რაღაც სხვა ხდება.
-შენ რა გაღლვებს? - მის წინ ბიჭი ზის, არც კი დამინახავს როდის მოვიდა.
-უბრალოდ დიდი ხანია აქ არ ყოფილა- გოგო აშკარად ცდილობს უკმაყოფილება დამალოს ბიჭის გულგრილობის გამო, მაგრამ არ გამოდის.
ისევ უცნობისკენ გაამაქვს მზერა, ის დინჯი ნაბიჯით უახლოვდება მუსიკოსებს, რაღაცას ჩუმად ეუბნება, ისინი ღიმილით თავს უქნევენ თანხმობის ნიშნად, ვგრძნობ როგორ ღელავს, მაგრამ სახეზე არაფერი არ ეტყობა, შიგნით კი ქარიშხალი მძინვარებს.
-ეს რა ისევ მღერის?- წინა მაგიდიდან ისევ იმ გოგომ წამოიძა და მე კი ნებისყოფას ვუხმობ, ის ძალით დაპრუწკული ტუჩები და თვალები ჩემებურად არ გავულამაზო, -როდის შემდეგ- ისევ ისე აგრძელებს, და ვხედავ როგორ შესამჩნევად მოიკვნიტა ტუჩი.
-შეგიძლია დამშვიდდე?- აშკარად ღიზიანდება ბიჭი და გამალებით ტელეფონის ეკრანს ჩაჰყურებს. როგორი მოსაბეზრებელი წყვილია.
უცნობი სცენაზეც კი არ ადის, სცენის მიღმა წინ დგება და ყველა ინაბება, შემიძლია დავიფიცო რომ გვერდიტ მაგიდიდან გულის ცემის ხმა მესმის, უცნობის მზერას ვაყოლებ თვალს, ისევ მას უყურებს ვარკვლავ გოგონას, თვალებ ანთებულნი შესცქერიან ერთმანეთს, ,,შეუდარებელია წყვილია“ ვამბობ გონებაში და ისევ უცნობისკენ გადამაქვს ყურადღება.
ჩემს ყურთასმენას ქართული ჰანგები წვდება, ყველა ინაბება, სიმღერას იწყებს თუ არა, ტანში ჟრუანტელი მივლის, მთელი არსებით ვგრძნობ, თითოეული ბგერა ჩემში როგორ აღწევს, როგორ ფეთქდება როგორც ფეიერვერკი, როგორ ნათდება და როგორ ნელ-ნელა ილექება ჩემს მეხსიერებაში. ვგრძნობ როგორ სათუთად ეფერება სიმღერის დროს ყველა ბგერას, როგორ სათუთად არჩევს ტონალობას, მაგრამ ვგრძნობ რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც, ღელავს. მხოლოდ ის მახსოვს ბოლოს სიჩუმეში როგორ გაისმა ხალხის ოვაციები, დდავინახე მისკენ როგორ წავიდა ვარსკვლავ გოგონა, ტუჩების მოძრაობით მივხვდი
-შენ ეს შეძელი- და მოეხვია, იმ წამს წამის მარადისობა ვიგრძენი, იმ წამს სიყვარულის უკვდავების ვიწამე, მათი შემყურე ადამიანის უკვდავება და მარად სიცოცხლე დავინახე. აი, რა არის სიყვარული, ის ყოვლლის შემძლეა.
-მიხარია რომ მას ბედნიერს ვხედავ- წინა მაგიდიდან გოგონას ხმა გავიგონე, იმ გოგონასი რამდენიმე წუთის წინ შელამაზებით რომ ვემუქრებოდი გონებაში, ალა კი სულ სხვ ვინმეს ვხედავდი, გულნატკენ და იმედ გაცრუებულს, თვალებში ცრემლებ ჩამდგარს.
-მე კი ის მიხარია რომ როგორც იქნა ამის აღიარება რომ შეძელი- ბიჭმა გაუღიმა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა.
რეალობას მოვწყდი, სადღაც უსასრულობაში დავცურავდი, თუ დავფრინავდი, ისევ ის მუსიკის ჰანგბი და მისი თბილი ბარიტონი ჩამესმოდა. უკვე სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე აქ რომ ჩამოვედი, მხოლოდ იმის გამოც კი ღირდა ჩამოსვლა რომ ეს დღევანდელი საღამო შემდგარიყო, საერთოდ რომ ვერაფერი გავიგო, დავწერო მხოლოდ ამ სიმღერის მოგონებაც კი ბედნიერს გამხდის, უახლოეს ათწლეულებშიც კი.
-როგორ მოგწონს ჩვენთან- ფიქრებიდან ნელი დეიდას ხმამ გამომიყვანა, რომელიც ჩემი მასპინძელი, პირველი მეგობარი და გზამკვლევი გახდა ჩემი აქ ჩამოსვლის დღიდან.
- შეუდარებელი საღამოა, უბრალოდ რომ იჯდე და უყურო, გარემოებაც ბევრ საინტერესო ამბებს გიყვება, ამ სიმღერამ კი შუცვლელი შთაბეჭდილება დამიტოვა.
-მიხარია ჩემო ლამაზო- ჩემს პირდაპირ სკამზე ჩამოჯდა, ის ამ ბარ-რესტორანში დამხმარედ მუშაობდა, შეუდარებელი მზარეული, უგემრიელესი კერძებით მანებივრებს სულ.
-შეიძლება რაღააც გკითხოთ?- მომლოდინე მზერა მივაპყარი და მის რეაქციას დაველოდე.
-ისევ მკვლელობებს ეხება?- მანაც გამიღიმა
-არა- ცოტა ხმამაღლა მომივიდა და გვერდით მაგიდასთან მყოფი ადამიანების ყურადღება მივიპყარი, თავის დაქნევით ბოდიში მოვიხადე და ისევ ნელი დეიდას მივიბრუნდი- მკვლელობებს არა, ვინ იყო ის ბიჭი წეგან რომ იმღერა, ყველას ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა და მითუმეტეს სიმღერა, ძალიან კარგად მღერის.
-დიდი ისტორიაა შვილო, სხვა დროს მოგიყვები, ის აქ არ ცხოვრობს, წლებია აქ არ ყოფილა, რამდენიმე წლის წლინ მისი და მოკლეს და ამბობენ ამ ამაბავს ასე არ დატოვებსო, ყველასგან განსხვავებულია, ოჯახის წევრებთან არ აქვს ურთიერთობა.
-რატომ ჩამოვიდა ახლა და არა ადრე? რატომ მოკლეს მისი და? რატომ არ გამოიძია ეს ყველაფერი პოლიციამ? რატომ არ აქვს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან? ან ის ლამაზი გოგონა ვინ არის მასთან?- მალულად გავაპარე თვალი, და ვისზე ვამბობდი ჩუმად ვანიშნე.
-შვილო ეს სვანეთია, ამ ყველაფერს აქ ვერ მოგიყვებ, ამის უფლება არ მაქვს რომ მოგიყვე, პოლიცია ასეთ რამეებში არ ერევა, ეს მთის დაუწერელი კანონია, ძველი მაგრამ მაინც შემორჩენილი, ჩემი საიდუმლო შენ არ უნდა იცოდე, თუ შემთხვევით გაიგე, - ოდნავ ხმა გაუწყდა და თავი ჩახარა ნელი დეიდამ- არა არ უნდა გაიგო, სხვისი საიდუმლოს გაგება დაღუპვას უდრის.
-რას ამბობ ნელი დეიდა კარგად ამიხსენი- უცებ დამაბნია მისმა სევდიანმა თვალებმა.
-წადი ახლა მარიამო- ღიმილმა დაუფარა სახე- გაისეირნე შორს არ წახვიდე, სუფთა ჰაერით იკვებე და სახლში გავაგრძელოთ საუბარი
-საღამომდე- დავემშვიდობე და გულსი ვფიქრობდი უცნობის მაგიდისკენ არ უნდა გამპარვოდა მზერა, ,,არა, არა, არ გაიხედო“- თავს ვარწმუნებდი და ვძლიე კიდეც.
-წინ იყურე- კარს ვაღებდი რომ უცებ ვიღაცამ მთელი ძალით შემოაღო კარი, წამით შვძელი თავის შკავება რომ ძირს არ დავარდნილიყავი, მერე კი კარის ჩარჩორს ჩავეჭიდე. ხმამ შემაკრთო, საშინლად ცივი და ბოროტები გაჟღენთილი იყო, რასაც ქვია გადამიარა, შეხედვაც კი ვერ გავბედე, მის ზურს გავხედე და უცნობის მაგიდისკენ მიმავალი დავინახე, მის პროფილს მოვკარი თვალი, ცინიკური ირონიული და რაღაც არაადამიანურად მსვიდი სახე ქონდა ყველაფრის მიუხედავად, შიშის გრძნობა დამეუფლა.
-ნახეთ ძამიკო დაბრუნებულა, მე კიდევ ახლა ვიგებ ამ ყველაფერს- მაგიდას შემოუარა და უცნობის წინ დადგა. იმდენად ხმამაღლა თქვა მთელი დარბაზის ყურადღება მიიქცია, ახლა შევნიშნე ჩემზე მოპყრობილი მზერა, თვალი გავაყოლე ნელი დეიდა მიყურებდა, თითქოს შიში გამოსახოდა სახეზე, ხელით მანიშნა წადიო.
კარს მოვშორდი, იმდენად ძლიერად ჩავჭიდებოდი რომ თითები გამთეთრებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და დარბაზიდან გავედი, ცივმა ჰაერმა გონს მომიყვანა და დარბაზის ინციდენტები წამში დამავიწყა. მაგრამ შიშის გრძნობას თავს ვერ ვაღწევდი, რაღაც მაკრთობდა, უცნობის ძმამ რაღაც აუხსნელი გრძნობა დამიტოვა.

აქ ყველაფერი სხვაგვარია, სხვა ჰაერი, სხა მიწა, სხვა სიმწვანე, სულ სხვა, სულ სხვა გალაქტიკა, ვგრძნობ როგორ მომყვება ქუჩაში უცხო თვალები, ვგრძნობ როგორ მიმაცილებს ქუჩაში მოსეირნეთა ხმები, მათი ჩურჩული, უცხო ვარ ამ საყაროსთვის, ამ ხალხისთვის, რომ იცოდნენ რისთვის ვარ აქ მატი ქოქოლა არ ამცდებოდა.
გვერდი პატარა სკვერის მსგავს დასასვენებელ ადგილს ჩავუარე, ბავშვების მხიარული სიცილის ხმა მომესმა, მხიარული შეძახილები. თვალი შევავლე, ახალგაზრდები, პატარა ბავშვები, რამდენიმე უფროსი და განაპირა სკამზე ხანში შესულები.
ისევ ისე, ამოუხსნელი გრძნობა დამეუფლა, ბაღში შესვლას მაიძულებდა რაღაც, რამდენიმე დაუფიქრებელ ნაბიჯს, რამდენიმე მყარი ნაბიჯი მოყვა შემდეგ კი ჩემდა უნებურად ავუჩქარე ნაბიჯს, ხმა გავიგონე, ნაზი, მიმზიდველი, ამოუხსნელაად თბილი და სათუთი, ადგილზე შვკრთი, გავშეშდი, როგორ თბილად საუბრობდა.

საღამო მშვიდობისა... მგონი დავბრუნდი... ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვნერვიულობ... თქვენი შეფასებები და კრიტიკები მენერვიულება... გელოდებიით... მადლობა და გამიძელით,,,,



№1  offline აქტიური მკითხველი tamo1804

აი ვკითხულობ უკვე მეორედ თუ მესამედ და არ ვიცი, რა გითხრა.. უფრო სწორად ბევრი რამე მინდა ვთქვა, მაგრამ თავს ვერ ვუყრი :)) ძალიან მაგარი კი არა, იდეალურია <3 ვერ ვხვდები საიდან გაქვს ამხელა ფანტაზია, რომ დეტალურად აღწერო ის რაც არ გინახავს, არ გამოგიცდია, არ იცი ... მოკლედ, ძალიან მაგარი გოგო ხარ და ველოდები სულმოუთქმელად შემდეგს <3 გადაგდგამ, დროულად რომ არ დადო!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
აი ვკითხულობ უკვე მეორედ თუ მესამედ და არ ვიცი, რა გითხრა.. უფრო სწორად ბევრი რამე მინდა ვთქვა, მაგრამ თავს ვერ ვუყრი :)) ძალიან მაგარი კი არა, იდეალურია <3 ვერ ვხვდები საიდან გაქვს ამხელა ფანტაზია, რომ დეტალურად აღწერო ის რაც არ გინახავს, არ გამოგიცდია, არ იცი ... მოკლედ, ძალიან მაგარი გოგო ხარ და ველოდები სულმოუთქმელად შემდეგს <3 გადაგდგამ, დროულად რომ არ დადო!!


მადლობა, ამ ისტორიას რომ ვწერ, იმდენად ისე და არ ვიცი როგორ გამოვთქვა, ორგანიზმის თითოეული უჯრედით ვნერვიულობ... მადლობა... არ ვიცი რა ვთქვა და როგორ...

 


№3  offline ადმინი შამანი

ისეთი სათაური აქვს,გვერდს ვერ ავუვლიდი. bowtie
შენი ისტორიები არ მაქვს წაკითხული,ეს პირველი იქნება. heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4 სტუმარი Guest Darina

Chemi gogo dabrunebula dzalian momewona ukve zgva emociebit var datvirtuliii

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

შამანი
ისეთი სათაური აქვს,გვერდს ვერ ავუვლიდი. bowtie
შენი ისტორიები არ მაქვს წაკითხული,ეს პირველი იქნება. heart_eyes


ძალიან დიდი მადლობაა... შეფასებასაც ველოდებიი....

Guest Darina
Chemi gogo dabrunebula dzalian momewona ukve zgva emociebit var datvirtuliii


მადლობა ჩემო საყვარელოოო

 


№6  offline მოდერი zia-maria

მიუხედავად იმისა,რომ საერთოდ გამოვეთიშე ყველაფერს ეს ორი თვეა და რატომ,შენ ყველაზე უკეთ იცი,შენი ნიკის დანახვამ ძალიან გამახარა.იტორიაც არაჩვეულებრივი დასაწყისია.როგორც იქნა დადე,რამდენი ხანია ამ ისტორიას წერ.იმედია არ დააგვიანებ და შემდეგ თავს დროულად მოგვაწვდი მკითხველს,თორემ შენს ნიკს წინა ასო რაც აკლია იმას დავწერ. stuck_out_tongue გელოდები საყვარელო,მართლა ძალიან მომეწონა პირველივე თავიდან. kissing_heart kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

zia-maria
მიუხედავად იმისა,რომ საერთოდ გამოვეთიშე ყველაფერს ეს ორი თვეა და რატომ,შენ ყველაზე უკეთ იცი,შენი ნიკის დანახვამ ძალიან გამახარა.იტორიაც არაჩვეულებრივი დასაწყისია.როგორც იქნა დადე,რამდენი ხანია ამ ისტორიას წერ.იმედია არ დააგვიანებ და შემდეგ თავს დროულად მოგვაწვდი მკითხველს,თორემ შენს ნიკს წინა ასო რაც აკლია იმას დავწერ. stuck_out_tongue გელოდები საყვარელო,მართლა ძალიან მომეწონა პირველივე თავიდან. kissing_heart kissing_heart


მადლობა ყველა შენი სიტყვისთვის.... იმედიიიაააა

 


№8  offline ადმინი შამანი

მომეწონა და რაც მთავარია დამაინტრიგა. kissing_heart
არ ვიცნობ შენი წერის სტილს.იმედი მაქვს,რომ რეალობას არ აცდები.მერე რა,რომ ისტორია...
მინდა,უფრო მეტი გავიგო სვანებზე და სვანეთზე.
წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს. heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესოდ დაიწყე და ასე გააგრძელე. ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქ უდაოდ ნიჭიერი ხარ.მალ- მალე დადე არ გვალოდინო.

 


№10 სტუმარი Nacka

Vaime ramden xans velodi am istorias

 


№11 სტუმარი Nacka

Kargi dasacyidis da mjera rom pinalic saintereso iqneba

 


№12  offline წევრი Ana Imnadze

ვოუ , პირველი მოთხრობაა შენი რომელსაც ვკითხულობ და უბრალოდ ვოუ

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

შამანი
მომეწონა და რაც მთავარია დამაინტრიგა. kissing_heart
არ ვიცნობ შენი წერის სტილს.იმედი მაქვს,რომ რეალობას არ აცდები.მერე რა,რომ ისტორია...
მინდა,უფრო მეტი გავიგო სვანებზე და სვანეთზე.
წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს. heart_eyes

მადლობა შეფასებებისთვის, არა რეალობას არ ავცდები, შევეცდები ნამდვილი ფაქტებით გავაჯერო... შევეცდები ყველაფერი რომ ზუსტად და ხარისხიანად აღვწერო...

lalita
ძალიან საინტერესოდ დაიწყე და ასე გააგრძელე. ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქ უდაოდ ნიჭიერი ხარ.მალ- მალე დადე არ გვალოდინო.

ლალიტააა.... მახსოვხარ საყვარელო... შენ ყველა თავში შენი შEფასებებით მანებივრებდი, ახლა კი ყველა ისტორიაზე მეტად ვნერვიულობ ამის დადებას, .... ველოდები შEნს შEფასებებს...

Nacka
Vaime ramden xans velodi am istorias

იმდენი ხანია ამ ისტორიის დაწერას ვაპირებდიიი...

Nacka
Kargi dasacyidis da mjera rom pinalic saintereso iqneba

იმედი მაქვს ყველს მოგეწონებათ მადლობა... ..

Ana Imnadze
ვოუ , პირველი მოთხრობაა შენი რომელსაც ვკითხულობ და უბრალოდ ვოუ

შეფასებებსაც ველოდებიი... მადლობაააა

 


№14 სტუმარი llikaa

Saocrebaaa

 


№15 სტუმარი Nacka

Terooo laivshi ar camakitxeb aq ro ar vitanjo?

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

llikaa
Saocrebaaa

მადლობააა...

Nacka
Terooo laivshi ar camakitxeb aq ro ar vitanjo?

ლაივში? სამსახურში მომაკითხე... smiley

 


№17  offline აქტიური მკითხველი tamo1804

სადაა შემდეგი საად??? გაგებუტე მე შეენ :(((

 


№18  offline წევრი Salivan

Moutmenlad veli shemdeg tavs

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
სადაა შემდეგი საად??? გაგებუტე მე შეენ :(((

მალე იქნება.... ნუ იბუტები დიდი გოგო ხარ შენ

Salivan
Moutmenlad veli shemdeg tavs

უკვე წერის პროცესშია... blush

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

დავდეე... მოისვენე და დამაძინე....

 


№21 სტუმარი cisartyela

აი დავიწყე კითხვა და უკვე ემოციებით დავიმუხტე...
ყველააზე დიდი შემფასებელი მე რო გყავარ ხომ იცი

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
აი დავიწყე კითხვა და უკვე ემოციებით დავიმუხტე...
ყველააზე დიდი შემფასებელი მე რო გყავარ ხომ იცი

ახლა გავგიჟდები... ამის კითხვაც დაიწყეეე???

 


№23  offline წევრი ბეგე

terooo
შამანი
ისეთი სათაური აქვს,გვერდს ვერ ავუვლიდი. bowtie
შენი ისტორიები არ მაქვს წაკითხული,ეს პირველი იქნება. heart_eyes


ძალიან დიდი მადლობაა... შეფასებასაც ველოდებიი....

Guest Darina
Chemi gogo dabrunebula dzalian momewona ukve zgva emociebit var datvirtuliii


მადლობა ჩემო საყვარელოოო


საინტერესო წასაკითხია

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

ბეგე
terooo
შამანი
ისეთი სათაური აქვს,გვერდს ვერ ავუვლიდი. bowtie
შენი ისტორიები არ მაქვს წაკითხული,ეს პირველი იქნება. heart_eyes


ძალიან დიდი მადლობაა... შეფასებასაც ველოდებიი....

Guest Darina
Chemi gogo dabrunebula dzalian momewona ukve zgva emociebit var datvirtuliii


მადლობა ჩემო საყვარელოოო


საინტერესო წასაკითხია

ველოდები დასასრულის ემოციას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent