ტკივილგამაყუჩებელი (თავი 3)
ნიკოლოზის ჩასისხლიანებული თვალები არ ამომდის გონებიდან. არც მისი დაძარღული ხელები რამოდენიმეჯერ,რომ აწია ჩემს იქ ყოფნაში დასარწმუნებლად და არც ის ბგერები მოულოდნელი ამბის გაგების შედეგად რომ აღმოხდა. არ გამკვირვებია ხუმრობა,რომ ეგონა თავიდან, მეც ანალოგიურად ვიფიქრებდი. ვამჯობინებდი ვიღაცას ასე ცუდად ეხუმრა, ვიდრე ჩემთვის ახლობელი ადამიანი დამეკარგა. კალთაში ჩამიდო თავი და თვალები დახუჭა,თითქოს გარშემო ყველაფერს აქრობდა ასე. ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით და მაშინვე მაგრად დავაჭირე ერთმანეთს ქუთუთოები. არ მინდოდა ტირილი.. მეგონა ერთხელ თუ ვიტირებდი ვეღარ გავჩერდებოდი. არ მინდოდა ტირილი ვინმესთან ერთად მაინც. მაინც მივიქციე ნიკოლოზის ყურადღება. გაფაციცებით მაკვირდებოდა სახეზე, ზუსტად ვიცი, ელოდა როდის დავიწყებდი ტირილს. -ცრემლიანი თვალებით ღიმილი შენი სავიზიტო ბარათია ხო?-უცებ შეკრა შუბლი და გაბრაზებული გადმოვიდა შეტევაზე. -არა, რატო?- მეც ისე გავიკვირვე თითქოს ვერ ვხვდებოდი რას ამბობდა. -ყოველთვის,როცა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები ემოციების დამალვას ვერ შეძლებ. -არ ვცდილობ ემოციების დამალვას. -ცდილობ! შენში იგროვებ ყველაფერს: ყველა ემოციას, ყველა სიტყვას, რასაც კი გეუბნებიან. ცდილობ მაქსიმალურად იზოლირებული იყო გარესამყაროსგან. -ნიკო- მე თვითონ ვერ ვიცანი ჩემი მუდარაჩამდგარი ხმა. -რა ნიკო, მაშო, რა ნიკო?- ნელ-ნელა უწევდა ტონს ნიკოლოზი.- ჩემთანაც კი აღარ ხარ ბოლომდე გახსნილი! ხვდები რას ვამბობ? მეც კი აღარ მენდობი ბოლომდე. -იცი შენ რატოც. მაგაზე მაინც ნუღა ვილაპარაკებთ რა! - ახლა მე გავბრაზდი და ისე წამოვდექი ფეხზე თითქოს შემდეგი შეტევისთვის ვემზადებოდი. -შენი ფანტაზიის ნაწილია,რომ მე შენთან სექსი უაზრო სანანძლეოს გამო მქონდა! ისევ შეურაცყოფას მაყენებ და ვერც კი ხვდები მაგას! -ნიკოლოზ, გავიგე,რასაც ეუბნებოდა კოკა ბიჭებს და ზედმეტად უცნაურად დაემთხვა შენი გაქრობა იმ საღამოს მერე. -თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და მაგიტომ არ გნახულობდი! ჯერ კოკას ს*რულმა საქციელმა გამაგიჟა და მერე იმის გააზრებამ,რომ შენ ეგ ყველაფერი დაიჯერე! საიდან სად წავედით საერთოდ- გაბრაზებულმა შეიკურთხა და ხელები თავზე შემოიწყო. არ ვიცი ახსოვდა თუ არა,რომ მე მის ამ შესტზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ფაქტია გააკეთა და წამიერად მომგვარა ამან ღიმილი. მომენტალურად გავიაზრე,რაც თქვა და გაოცებული მივაშტერდი. -ერთი წუთით, რატომ გრძნობდი თავს დამნაშავედ? -ჩავთვალე,რომ შენი ნდობით ვისარგებლე. -ნიკო, თავისუფალ სექსზე ხშირად გვილაპარაკია და თუ სწორად მკ2ახსოვს ადრე ამას საუკუნო ცოდვად არ მიიჩნევდი!-ისევ შეტევაზე გადავედი,როცა ჩვენი განვლილი საუბრები გამახსენდა. -არც ახლა მივიჩნევ!- შუბლშეკრულმა და აშკარად ბევრად უფრო დამშვიდებულმა გადმომხედა.-ზუსტად ისევე ვფიქრობ, როგორც ადრე. არ ხარ შენ ჩემთვის ერთი ღამის გოგო,როგორებიც თავზესაყრლად მყავდა მანამდე. არ მქონია არავისთან ისეთი ურთიერთობა,როგორიც შენთან.- საუბრისას ხანგრძლივი პაუზები აშკარად მიანიშნებდა იმაზე,რომ სწორი სიტყვების შერჩევა უჭირდა თავისი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.- არავისთან არ მქონია მოლოდინი,რომ რაღაც გამოვიდოდა. შენ კიდევ, შენ სხვანაირი ხარ მაშო! თავისუფალი, მაგრამ მაინც სხვანაირი! ველოდი,რომ უფრო მძაფრად აღიქვამდი ამ ყველაფერს. იდეაში უნდა აღგექვა კიდეც. ჯანდაბა, მაშკა, რატო მალაპარაკებ ამდენს? -იმიტომ,რომ თუ არ ილაპარაკებ ისე ვერ გავიგებ რას ფიქორბ და ისევ მეგონება,რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სანანძლეოს მოგების მიზნით შექმნილი ილუზია იყო. -მაშო, ძალიან ჩამოუყალიბებელი ხარ იცი? -ვერ გავიგე?- დამაბნია მისმა ასეთმა ტონმა და თემის უეცარმა ცვლილებამ. -ამბობ,რომ ნაწყენი და გაბრაზებული ხარ. მესმის,რასაც გულისხმობ, გავგიჟდებოდი ალბათ შენ ადგილას რომ ვყოფილიყავი, მაგრამ თან მაინც გეიმედები. ამბობ,რომ იმედი გაგიცრუე და მაინც არ გავიწყდება,რომ რაშიც არ უნდა დაგჭირდე სულ შენ გვერდით ვიქნები. გახსოვს,რომ ერთმანეთის სხვანაირად გვესმის მე და შენ, განსაკუთრებულად გვეიმედება ერთმანეთი და მაინც გამწარებული მაგდებ შენგან შორს,ოღონდ, მხოლოდ გარკვეულ მომენტებში. თითქოს უცებ გახსენდება ნაწყენი,რომ ხარ და დისტანციის დაცვას ცდილობ,მაგრამ არ გამოგდის. ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები უნდა მიმღერო რა- სიცილით დაამთავრა და ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი. მე ვერ გავიცინე, არ მეცინებოდა საერთოდ, ნერვიულადაც კი. კუთხეში მომიმწყვდია... იმ ერთადერთ ხერხს მიმართა,რომელიც აუცილებლად ამალაპარაკებდა და ნიკოლოზმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა. გულის სიღრმეში მიხაროდა,ემოციებისგან დაცლას შევძლებდი ყველაფრის თქმით,მაგრამ თან რაღაც უკან მექაჩებოდა. ნაწილობრივ დაკარგული ნდობა ხმამაღლა გაჰკიოდა გონებაში,რომ ყველაფრის გულახდილად თქმა საჭირო არ იყო. -ნიკო, იცი რა ცუდია ვინმეს რომ ენდობი და უცებ, ფაფუ და აღარ ენდობი?- საოცრად დამშვიდებულმა ვკითხე.სინანულის ღიმილმა გადამირბინა ტუჩებზე, ვერ შევიკავე თავი.- თვითინ თქვი როგორც გენდობოდი. იმდენად გენდობოდი და იმდენად დაგიჩემე არც კი გამივლია თავში აზრად,რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, რაღაც მომენტში უნდა გავჩერებულიყავი. შენთან ურთიერთობაში საზღვრები არ არსებობდა, გესმის? კოკას სიტყვები როგორ მეწყინა,იცი? შოკში ვიყავი! ვერ დავუშვი,რომ შენ მე გამომიყენებდი. დავცინე კოკას, რაებს ამბობ-მეთქი. მთელი არსებით გიცავდი და ვეჩხუბებოდი, ნუ აბრალებ ნიკოს რაღაცებს-მეთქი. მარტო დარჩენილმა დავიწყე ყველაფრის გააზრება და თავში იმდენი სისულელე მომივიდა, ღმერთო, ახლაც ვერ ვხვდები საიდან შევძელი მაგდენი. ვერც გავიაზრე ისე დავკარგე ნდობა შენ მიმართ და შენზე არანაკლებ მეტკინა ეგ მე, უფრო მეტად თუ არა. გეთანხმები, ჩამოუყალიბებელი ვარ. ეგეც მარტო იმიტომ,რომ როგორც უკვე ავღნიშნე, შენთან ურთიერთობაში საზღვრები არ მქონია და დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს,რომ ეს საზღვრები უნდა დავაწესო. -ამდენ ხანს ნაგროვებ ემოციებს ვერ გავუძელი... ყელში ბურთი ისე გამეჩხირა თითქოს შუა გზაზე გადაუდგა ცრემლებს უკან დახევის უფლებას არ მოგცემთო. ნიკოს თვალებში ვეღარ ვუყურებდი. იმხელა დარდი გამოესახა სახეზე,რომ თვალი ვეღარ გავუსწორე. -როგორ განერვიულებ, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება მე კიდე განერვიულებ.-ასე მეგონა თავის თავს ელაპარაკებოდა. ერთსა და იმავეს იმეორებდა განუწყვეტლივ. -ნიკო, შემომხედე! - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვეცადე თვალებში ჩამეხედა- კარგად ვარ მე! არ მანერვიულებ, პირიქით! მიხარია ამ ყველაფერზე,რომ ვლაპარაკობთ. ემოციებისგან ვიცლები და ეს მეხმარება გესმის?- მინდოდა მის თვალებში ამომეკითხა სიმშვიდე,მაგრამ ცრმელებით დაბინდულმა მზერამ ხელი შემიშალა. ხელები უღონოდ ჩამოვყარე და შუბლი მხარზე ჩამოვადე. უეცარი თავბრუსხვევის შეგრძნებამ საშინლად იმოქმედა ჩემზე. ნიკოლოზის ხელებმა,რომლებიც ჩემ წელს მოულოდნელად შემოეხვივნენ უფრო გამაბრუა, ან ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მთელი სხეულით ამიკრა და მონოტონურად დამიწყო თმაზე ფერება. -ვიცი,რომ არ ხარ კარგად და შემდეგში ცუდად რომ გახდები შენი პირით მეტყვი იცოდე, მარჩიელობა აღარ უნდა დამჭირდეს- მკაცრად და მაინც სითბო შეპარული ხმით მითხრა და ყურის ნიჟარაზე მომაკრა ტუჩები. ეიფორიაში მყოფმა მაგრად მოვხვიე ხელები და ტრადიციული კოცნა დავუტოვე ყელში. ტუჩებით ვიგრძენი მისი დახორკლილი კანი და ეშმაკურად ჩამეცინა. -ეშმაკობ!- გამაფრთხილებელ ჩაცინებას ვნებიანი კოცნა მოყვა ლავიწთან. გამახსენდა ბოლოს ასე,რომ ვიეშმაკე რა მოხდა და დანაშაულზე რომ წაასწრებენ იმ ბავშვივით ამიწითლდა ლოყები. ჩემი სიჩუმით გაკვირვებულმა ნიკომ ოდნავ უკან გამწია სახეზე რომ დამკვირვებოდა და სიცილი ვერ შეიკავა ჩემი აფოჟრებული ლოყების დანახვისას. და მე მაინც ვერ მივხვდი ამ სიცილს რატო მოყვა უეცარი დასერიოზულება. წარმოდგენა არ მაქვს რა გადაუტრიალდა თავში მაგ მომენტში, მაგრამ მისი ხასიათის უეცარი ცვლილებით გაოცებულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ ხარბად ავლებდა მზერას ჩემ ტუჩებს. თაგვმა თხარა თხარაო გაგონილი გექნებათ... პირველი სწორედ ეს გამახსენდა შუაღამეს ნიკოლოზის გვერდით რომ გამეღვიძა. ფეხები ჩემ ფეხებში ჰქონდა ახლართული და დაძარღვული ხელები ძალიან მაგრად ჰქონდა შემოხვეული წელზე, იმდენად მაგრად რომ უკვე სუნთქვა მიჭირდა. თავი ვერაფრით რომ ვერ გავითავისუფლე, მისი გაღვიძება მომიხდა. შოკში ჩამაგდო მისმა რეაქციამ და მხოლოდ მაშინ გავიაზრე,რომ ჩემი საყრდენი ნიკო, უზომოდ ძლიერი და უშიშარი ნიკო მე რომ ასეთი გაგიჟებით მიყვარდა იმ საღამოს გავანადგურე. მონოტონურად მიმეორებდა კითხვას როგორ ვიყავი და ჩემი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულს იკვლევდა იმის შიშით,რომ რაღაც რიგზე არ მექნებოდა. -ნიკო, კარგად ვარ! უბრალოდ იმდნეად ძლიერად გქონდა ხელები შემოხვეული, რომ სუნთქვა გამიჭირდა. არაფერი ცუდი არ მომხდარა. სიყვარულისგან კინაღამ გამჭყუნე- უშედეგოდ ვეცადე მის გამხიარულებას.თუმცა ჯერ ყელში და შემდეგ ტუჩებზე ვნებიანი კოცნით მისი ხასიათის ოდნავ გამოკეთება მაინც შევძელი. ***** საწოლში მოტანილი უგემრიელესი საუზმით დაწყებული რომანტიული დილის ოცნებას ორივე მონდომებით ვახმოვანებდით ხმამაღლა იმ იმედით,რომ რომელიმეს მაინც შეგვაწუხებდა ნამუსი და უბრალოდ ჩაის ასადუღებლად მაინც ავდგებოდით. სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა და ამდენი ლაპარაკის მერე მაინც მე მომიწია პირველს ადგომა და უგემრიელესი ვერა,მაგრამ საუზმის გაკეთება. თავს უჩვეულოდ კომფორტულად ვგრძნობდი, ისე როგორც ჩემი და ნიკოს ურთიერთობის არევამდე და ჩემი ავადმყოფობის გაგებამდე ვიყავი, რაც მთელი დღის განმავლობაში ღიმილით სიარულის გარანტი იყო ჩემთვის. ნიკოლოზიც განვლილ ინციდენტთან შედარებით მშვიდად იყო, ეს კი კიდევ უფრო მახარებდა. თუმცა რაღაც მომენტში მაინც დავიჭირე ჩემი თავი ყალბ ღიმილში, ყალბ კარგად ყოფნაში. იმის ცოდნა,რომ ნიკოს ჩემი ავადმყოფობით ჩემზე უფრო მეტად ვანადგურებდი შიგნიდან მჭამდა. **** გაიგეს ბავშვებმა, გაიგო ყველამ ჩემ გარშემო და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო ამით. არა იმიტომ რომ ავად ვიყავი, არამედ იმიტომ,რომ მიწევდა ვყოფილიყავი კარგად, ამეტანა ათობით ადამიანის სიბრაულილით სავსე მზერა და მეთქვა ყველასთვის,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაშინ,როცა მე თვითონ არ მჯეროდა ამის. ბატონ დავითთან ვიზიტიდან ერთი კვირა იყო გასული და მე ისევ არ მქონდა არჩეული მკურნალობის კურსი. უამრავი ადამიანის საქმის კურსში ყოფნა ჩემ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი საქმეს აუარესებდა. ერთი სული მქონდა სადმე შორს წავსულიყავი მარტო და თავისუფლად მეფიქრა იმ ყველაფერზე, რაც ჩემ თავს ხდებოდა. ამდენი კითხვა და ზრუნვა თითქოს აზროვნების უნარს მიქვეითებდა. დღის ბოლოს ისეთი დაღლილი ვიყავი მხოლოდ ძილიღა მინდოდა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ძილის წინ ხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ნიკო ჩემთან არ რჩებოდა ან მე მასთან, ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობდი ისე მეძინებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე 1-2 დღით თუშეთში წასვლა. ჩემებს გარკვეული წარმოდგენა შევუქმენი ჩემ არყოფნასთან დაკავშირებით და ამდენი ფიქრისგან თავატკიებული დავადექი თუშეთის გზას. აბსოლუტურად ყველაფერს ველოდი სასტუმროში მისული,გარდა სახლის წინ გაჩერებული ნიკოლოზის მანქანისა და მასზე აყუდებული, აშკარად საკმაოდ გაბრაზებული ნიკოლოზის ნახვისა. --- ალილუიაა!!! როგორც იქნა დავბრუნდი. უმუზობას ვუჩივი და კუს ნაბიჯებით მომიწია ახალი თავის დაწერა. დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედია მოგეწონათ სიყვარულით, ნიტა. :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.