შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მოკვდე გთხოვ! იცი, ჩვენ შვილი გვეყოლება.....(მეოთხე თავი)


17-09-2016, 02:46
ავტორი D M
ნანახია 2 734

სანდრიკასგან ახალი არაფერი ისმოდა. იმ დღის შემდეგ რაც გაიგო ჩვენი შვილის შესახებ აღარ გამოჩენილა. სულ ტელეფონს დავყურებდი, ყოველ დღე მის ზარს ველოდი.
მე და ლიკო ექიმთან მივედით კონსულტაციაზე, ლიკო 3-კვირის ორსული იყო, მე 2-თვის და 2-კვირის. ვხვდებოდი მალე მუცელი შესამჩნევი გახდებოდა და ეს ამბავი მაშინებდა...
რადგან ალეკო საავადმყოფოდან გამოწერეს, ჩემებმა გადაწყვიტეს თენგოსთვის და ლიკოსთვის ქორწილის გადახდა...მამამ ყველაფერი უცებ მოაგვარა.
გათენდა ლიკოსთვის ნანატრი 20-ოქტომბერი, მახსოვს ბავშვობიდან ოცნებობდა ქორწილზე და თეთრ კაბაზე, რა გასაკვირია ეს ხომ ყველა ქალის ოცნებაა... დილით სალონში წავედით მე, ლიკო და ლიკოს ორი მეჯვარე ნანკა და ნიცა, პ.ს. ეს ის ნიცაა სანდრიკას რომ შევხვდი და მასთან დარჩენა მოვიმიზეზე.
ლიკო ძალიან განიცდიდა, უნდოდა ყველაფერს კარგად ჩაევლო. სალონიდან გამოსვლის შემდეგ როგორც წესი, ლიკო თავის სახლში ავიდა, არ უნდოდა თენგოს ენახა იქამდე, სანამ კაბას არ ჩაიცვავდა...გოგოებიც ლიკოს გაყვნენ, მეც შორს არ ვიყავი წასასვლელი, გვერდით სადარბაზოში სახლში ავედი.
თენგოსაც ორი მეჯვარე ჰყავდა, გაგა და სანდრექსა, გაგა დილიდანვე თენგოს გვერდით იყო, აი სანდრიკა კი არ ჩანდა...შევედი ოთახში ჩავიცვი ჩემი გრძელი შავი კაბა, გავემზადე და გავედი ჩემი ძმის ოთახში.
-ჩემო სიხარულო რა სიმპათიური ხარ ძმიი, :* ყველაზე მაგარი სიძე ხარ ვაფშე...რომ იცოდე შენი ლიკო დღეს რა ლამაზი იქნება, აი ახლიდან შეგიყვარდება დამიჯერე.
-შენც შეუდარებელი ხარ ქეთუ, ძალიან ლამაზი ხარ ჩემო პატარა.
გავიხედე და სანდრიკას სახემ შემომანათა, მაკვირდებოდა და თვალებით მჭამდა, ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ჩემს ჩაცმულობაზე კომენტარი გააკეთა.
-უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ ქეთ.
-დიდი მადლობა სანდრიკ, შენ როგორც ყოველთვის სიმპათიური და დამატყვევებელი ხარ.
ამ სიტყვაზე ბიჭებს გაეცინათ, მან კი უბრალოდ ღიმილით გამოხატა რეაქცია.
დედა და მამა განიცდიდნენ როგორ ჩაივლიდა ეს დღე, როგორ მოეწონებოდა ხალხს და ლიკოსებს, ისე დედაჩემი ძალიან ემოციური ქალია, ელენეს შეუძლია უმნიშველო რამეზეც კი ინერვიულოს.
-დეე დამშვიდდი, ყველაფერი გათვლილი აქვს მამას, აი ნახავ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
-ხომ იცი ქეთუ ვნერვიულობ, მინდა პატარა დეტალიც კი არ გამოგვეპაროს და ყველაფერმა ისე ჩაიაროს როგორც ჩვენს ოჯახს ეკადრება.
12-საათი იყო ლიკოს ოჯახში რო ავედით, თენგომ დიდი თაიგული აუტანა ლიკოს, ბიჭებმა კი მეჯვარეებს მიართვეს ვარდები.
ჩემი ლიკო ულამაზესი პატარძალი იყო, დიდი „შლეიფიანი“ კაბა ეცვა, ის ისეთი იყო ალბათ ყველა ქალი ინატრებდა მის ადგილას ყოფნას, მის ასეთ სილამაზეს ჩემი ძმის სიმპათიურობა ამშვნებდა.
ჯვრისწერა 1-საათზე იყო სამების ტაძარში. ხელი სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში მოაწერეს. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, გასეირნება, „გონკაობა“, მოკლედ აი ისე იყო ყველაფერი, როგორც ლიკოს ბავშვობის ოცნებებში.
საღამოს 8-საათი იქნებოდა რესტორან “In The Shadow Of Metekh”-ში მივედით. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით, სანდრექსა არც კი მიმჩნევდა, ალბათ იმიტომ რომ იქ თავის ძმა ალეკოც იყო, ასევე მათი მშობლებიც. ეს იყო ქორწილი, რომელიც ყველასათვის დასამახსოვრებელ დღედ დარჩებოდა. : )
ყველა კარგად დათვრა, მე არ ვსვავდი ჩემი პატარის გამო...ცოტახანს გარეთ ჰაერზე გავედი, რამდენიმე წუთში ჩემდა გასაკვირად სანდრიკაც გამოვიდა და სკამზე გვერდით მომიჯდა.
-როგორ ხარ ქეთ? მაპატიე ყურადღებას ვერ გაქცევ ალეკოს გამო, მან იცის რომ მე და შენ ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტეთ ხომ ხვდებიი...
-რომ გითხრა კარგად ვარ თქო მოგატყუებ, უბრალოდ ვცდილობ ჩემს ძმას და რძალს არ „გავუტეხო“ მოვირგე მხიარული გოგოს ნიღაბი. : ) შენ რას შვრები?
-დამიჯერე მეც ასე ვარ, ნამდვილად არ მაქვს სამხიარულოდ საქმე. პატარა როგორ არის?
-2-კვირის უკან კონსულტაციაზე ვიყავი, პატარა კარგად არის, 2-თვენახევრის ვარ, მალე ყველა შემატყობს მუცელს და მაგაზე ვდარდობ, შენ როგორც ჩანს ისევ ვერ გაერკვიე საკუთარ თავში ხომ ასეა?
-უკვე ამხელაა ჩვენი შვილი? დღეს ამ თემაზე სასაუროდ არც დროა და არც ადგილი, ხვალაც იგივე სიტუაცია იქნება, ეს სიტუაციები რომ ჩაივლის შეგეხმიანები, გნახავ და გადავწყვიტოთ ყვეაფერი კარგი?
-კაი სანდრი, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ბავშვს არავის და არაფრის გამო არ მოვიშორებ, გახსოვდეს შეიძლება შენ მიმატოვო, ჩემებმაც ზურგი მაქციონ, მაგრამ ბავშვს აუცილებლად გავაჩენ.
-გასაგებია ქეთუსი, : ) მიდი ახლა შედი შიგნით, ცივა აქ და არ გაცივდე. ყველაფერს მოვაგვარებთ დამიჯერე.
სხვა რა გზა მქონდა, ისევ მხიარული გოგოს ნიღაბი მოვირგე და გავაგრძელე გართობა. : ) მალე სანდრიკაც შემოვიდა, კარგ დროს ვატარებდით, ლიკოს ნასროლი თაიგული ალეკომ დაიჭირა, შემდეგ მზერა ჩემსკენ გამოაპარა და ჩუმად ჩაიცინა, სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი მის ასეთ საქციელს.
გავათენეთ, დილის 7-საათი იქნებოდა სახლში რომ მივედით. საშინლად დაღლილი და უძილოები ვიყავით. დაწოლისთანავე ჩამეძინა, შუადღეს 3-საათი იყო თენგოს ხმამ რომ გამაღვიძა.
-ქეთუსი ადექი, ბავშვები მოვიდნენ უნდა გავიდეთ.
-აუუ თენგ შემეშვი რაა, მაგრად მეძინება დამასვენე.
-რადროს ძილია გოგო, მიდი მალე ადექი მოწესრიგდი.
ძლივს წამოვდექი საწოლიდან, აბანოში შევედი, აზრზე მოვედი, მოვწესრიგდი და ბავშვებთან გავედი.
ჩვენმა სასტავმა თენგოს და ლიკოს სიურპრიზი მოუმზადა, 2-დღით ყველა ერთად ბათუმში წავედით, მართალია ოქტომბერში სეზონი არ იყო, მაგრამ მაინც შესანიშნავი დროს გავატარებდით, რადგან ყველა ერთად ვიქნებოდით. ალეკო ექიმთან იყო დაბარებული იმ დღისით და ვერ წამოვიდა, სანდრექსამ თავისი დეიდაშვილი ანამარია წამოიყვანა, ის ოჯახთან ერთად საფრანგეთში, ნიცაში ცხოვრობდა. ანამარია 21-წლის იყო ჩვენზე პატარა, მაგრამ ძალიან პოზიტიური და საოცრად ენერიული იყო, ყველასთან მალე შემოვიდა კონტაქტში, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს წლებია ვიცნობდით ერთმანეთს.
შესანიშნავი 2-დღე გავატარეთ ბათუმში, საოცრად ვერთობოდით, ათასს სიგიჟეებს ვაკეთებდით ყველა ერთად, ალბათ ანამარია რომ არა, ასე ვერ გავერთობოდით.
სანდრიკაზე რა ვთქვა, მე მასთან თითქმის არ მქონია კონტაქტი, მხოლოდ თბილისში წასვლის დღეს ჩამჩურჩულა ყურში ხვალ საღამოს გნახავაო ეს იყო და ეს.... : ))
ისე მოხდა რომ სანდრიკას მანქანაში მომიწია ჩაჯდომა, ჩვენთან ერთად ანამარია, გაგა და ნიცაც იჯდნენ. ანამარიამ რამდენიმე ჩემთვის არასასიამოვნო კითხვა დამისვა...
-იცი ქეთუ ყველაზე მეტად შენ მომეწონე, წინა წელს რომ ვიყავი ჩამოსული შენ არ იყავი თბილისში და ვერ გაგიცანი, ჩემი დეიდაშვილი ალეკო აბოდებს შენზე, აი სულ შენს ხსენებაში იყო, ხომ იცი როგორ უყვარხარ. იცი სანამ აქ ჩამოვიდოდით შენზე შევეკითხე და არაფერი მიპასუხა, ვიცი შენ არ გიყვარდა, არც ახლა გიყვარს, მაგრამ ის მას არ ნებდებოდა, მას მაინც ისევ ძლიერად უყვარდი, ახლა კიი...შენზე საერთოდ აღარ ლაპარაკობს, მოხდა რამე?
-არაფერი ჩემო საყვარელო გოგო, უბრალოდ ალბათ მიხვდა რომ აზრი აღარ ჰქონდა და...თანაც ალბათ აღარც ვუყვარვარ.
-იმ სიყვარულით როგორც ალეკოს უყვარდი არ არსებობს დაევიწყებინე.
-მაპატიე ანამარია, არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, იმედია არ გეწყინება.
-ანამარიას უცებ სახე შეეცვალა, ალბათ არ მოელოდა ჩემგან ასეთ პასუხს, სანდრომაც სარკიდან თვალებით ანიშნა გაჩერდიო.
აი თბილისშიც ჩავედით. : ))) სადარბაზომდე მიმიყვანა სანდრიკამ, დავემშვიდობე ბავშვებს და ავედი სახლში.
ჩემებთან ერთად ვივახშმე თან ვსაუბრობდით, ბათუმის ამბებს ვუყვებოდით მე ლიკო და თენგო დედას და მამას.
მეორე დღეს სანდრომ დამირეკა, საღამოს გავედი მის სანახავად. ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს მომავალზე და ჩვენს პატარაზე.
-ქეთუსი იცი დრო რატომ გთხოვე? მინდოდა ყველაფერზე დავფიქრებულიყავი და სწორი გადაწყვეტილება მიმეღო, შენ რომ ორსულად არ დარჩენილიყავი ძალიან ბევრი რამ ისე არ იქნებოდა როგორც ახლა....ამიტომ ამდენი ფიქრის შემდეგ მივედი ერთ დასკვნამდე.
გულმოდგინედ ვუსმენდი სანდრიკას, მაგრამ მისი პასუხი წინასწარ მაშინებდა.
-ქეთუ ვიცი ამ გადაწყვეტილებით ალეკოს დიდ ტკივილს მივაყენებთ, მაგრამ მე რომ შენ ცოლად არ მოგიყვანო შენც დაგკარგავ და ჩვენს შვილსაც, ამიტომ ორი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან, მირჩევია ალეკოს ეტკინოს გული, გავა დრო და გადაუვლის მას, მე კი თქვენ ვერასოდეს ვეღარ დაგიბრუნებთ.
-მესმის სანდრიკ, ანუ? : )
-ანუ ის რომ...ცოლად უნდა გამომყვე! ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
გამეღიმა, მივედი და ჩავეხუტე, ასე გაოვხატე ჩემი რეაქციები, თუმცა სხვა შემთხვევაში უფრო სხვანაირად გამოვხატავდი ამ ამბის გაგებას, საოცრად ბედნიერი ვიყავი იმ წუთას. : )))
-სანდრი მართლა? მიყვარხარ ძალიან, მადლობა რომ ასეთ დროს არ დაგვტოვე მე და ჩვენი შვილი. მადლობა იმისთვის რომ ალეკოზე მაღლა დაგვაყენე. იცი, მართალია ადრე მითხარი ცოლობას მთაწმინდაზე გთხოვო, მაგრამ არაუშავრს.... : )
-ვიცი ქეთუ, ეგ დღე კარგად მახსოვს, მაგრამ მაგ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ხომ იცი... მისმინე, ეს დღეები რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, დაახლოვებით
1-კვირაში მოვრჩები ყველაფერს, ბილეთებს ვიყიდი და ეგვიპტეში წავიდეთ, ცოტახნით ყველას მოვშორებით, ხომ თანახმა ხარ?
-შენთან ერთად ყველგან წამოვალ სანდრი, კი თანახმა ვარ, მეც ამ დღეებში კონსულტაციაზე მივდივარ, ბავშვის სქესს გავიგებ.
-ანუ მალე გავიგებთ ბიჭი იქნება თუ გოგო? „აუუ ჩემი“ რაა მაგარიაა „ტო“ : )))
-სანდროს სახე გაუბრწყინდა, გამიკვირდა მისი ასეთი რეაქციები. : )
იმ დღის შემდეგ სანდრო ერთხელ შემეხმიანა, მხოლოდ ის მითხრა რომ გაემზადე, კვირას საღამოს ეგვიპტეში მივდივართო. გამიხარდა ძალიან, არ მჯეროდა, თავი სიზმარში მეგონა. ჩემი ბედნიერების შესახებ ლიკოს მოვუყევი, მასაც ძალიან გაუხარდა, დამარიგა რაღაც რჩევები მომცა.
შაბათს ექიმთან წავედით მე და ლიკო. 3-თვის ვიყავი, ექომ ბიჭი მითხრა, სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა, ნატვრა ამისრულა უფალმა. ერთი სული მქონდა სანდრიკას როდის ვეტყოდი, არ დავურეკე, მინდოდა ეს სასიხარულო ამბავი პირადად მეთქვა და დაველოდე მეორე დღის გათენებას.
გათენდა ნანატრი კვირა დღეც! : ))) დილით სანდრიკას ზარმა გამაღვიძა.
-დილამშვიდობის ჩემო პრინცესა, როგორ ხარ?
-დილამშვიდობის სანდრიკ, კარგად, შენ როგორ ხარ? რას ვშვრებით დღეს ხომ მივდივართ?
-კი ჩემო გოგო, საღამოს 8-საათზე შენს სახლთან მაღაზიასთან დაგხვდები, 1-კვირით მივდივართ.
-აჰამ კაი სანდრიკ, ჩავალაგებ ჩემოდანს და მაგ დროს იქ დაგხვდები.
სიმართლე გითხრათ ბოლო პერიოდში ალბათ პირველად ვიყავი ბოლომდე ბედნიერი. დილიდან შევუდექი გამზადებას, ჩემები ლიკოს მშობლების აგარაკზე ავიდნენ, იმ დღისით იქ რჩებოდნენ, მე კი ველოდებოდი 8-საათის დადგომას, ლიკო ხშირად მეხმიანებოდა, ჩემების აგარაკზე წაყვანა ზუსტად ლიკოს იდეა იყო, უნდოდა ჩემებისგან შეუმჩნევლად გავპარულიყავი.
7-საათი იქნებოდა სანდრომ დამირეკა და მითხრა, გარეთ ვარ გამოსული საქმეები მაქვს ცოტახანში დაგირეკავ და დაბლა ჩამოდიო.
გახდა 8-საათი, სანდრო არ ჩანდა....გავიდა კიდევ ნახევარი საათი, ისევ არ ჩანდა....დავიძაბე, მეგონა წასვლა გადაიფიქრა თქო და გავნერვიულდი...როგორც იქნაა 9-საათზე დამირეკა და მითხრა ჩამოდი სადარბაზოსთან ვიქნები 5-წუთშიო.
ჩავირბინე ბოლო კიბეები სიხარულით, აიი სანდრიკას მანქანაც გამოჩნდა. გადმოვიდა ღიმილიანი სახით მანქანიდან დაა.......უცებ სროლის ხმა გაისმა, ისეთი ხმა იყო, ძვალსა და რბილში გამიარაა, ეს ხმა დღესაც ყურებში მაქვს, დღესაც თვალწინ მიდგა სანდრიკას თვალები... : ( ზუსტად 3 გასროლა იყო.....ზუსტად 3 ტყვია მოხვდა ჩემს ერთადერთ სიყარულს, ჩემი შვილის მამას....მოხვდა და დავარდა ძირს, იმდენად შეძრწუნებული ვიყავი გაქვავებული ვიდექი ადგილზე და ვუყურებდი.....ვუყურებდი როგორ შემოეხვია ხალხი გარს, იყო ყვირილი, წივილი....მესმოდა ხმები „სასწრაფოს დაურეკეთ ხალხო ჩქარა, კვდება ბიჭი“.....ეს ხმა ისე ჩამესმოდა თითქოს ნემსებს მარჭობდნენ, რამდენიმე წუთი ასე უგონოდ გაქვავებული ვიდექი, ვერ გავაანალიზე რა მოხდა, ვინ ისროლა ან რატომ ესროლეს..
ძალები მოვიკრიბე და მივედი, სანდროს თავთან დავიჩოქე, აი მაშინ კი ამოვუშვი სასწაული ხმები....ვტიროდი, არა ეს უფრო „ბღავილი“ იყო, არაადამიანურად ვღრიალებდი..ერთ ერთმა ქალმა მკითხა თუ ვინ იყო ეს ბიჭი ჩემი....
-ვინ არის ჩემი? იცით, დღეს მე მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი, დღეს ჩვენ ვიპარებოდით და ეგვიპტეში მივდიოდით საქორწილო მოგზაურობაში....ვინ გაბედაა, ვინ ? ვინ იყო ის არაადამიანი ვინც ჩემს სანდრიკას ესროლაა....ვინ იყოოო ვინ?!!! მომიყვანეთ ის ცხოველი, ჩემი ხელით უნდა მოვკლაა...
მეზობლის ქალები ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას, მაგრამ რა დამამშვიდებდა, მას ხომ ჩემს თვალწინ ესროლეს, მისი თვალები არასოდეს დამავიწყდებაა მისი ცისფერი ლამაზი თვალები როგორ მთხოვდა შველას...
მალე პატრული და სასწრაფო მოვიდა, მე ჩემებს დავურეკე და გავაგებინე ამ საშინელი ტრაგედიის ამბავი, სანდროს დედას, ლელა დეიდასაც დავურეკე, მასაც ვუთხარი რომელ საავადმყოფოშიც მიჰყავდათ სანდრო, შემდეგ აღარ მახსოვს....გონს რომ მოვედი მეც საავადმყოფოში ვიწექი, გადასხმა მედგა, თვალები რომ გავახილე ლიკო დავინახე.
-ლიკო ჩემი სანდრიკა როგორ არის? მითხარი რომ ცოცხალიაა? გთხოვ მითხარი რომ ჩემს პატარას არაფერი დამართია...მითხარი რომ ის არაადამიანი ვინც ესოლა დაიჭირეს...გთხოვ ლიკო სიმართლე მითხარი, არაფერი არ დამიმალოო...
-ქეთუსი დამშვიდდი ძალიან გთხოვ, სანდრო ძალიან მძიმედ არის, არ ვიცით რა იქნება მომავალში....ნუ გეშინია, პატარა კარგად არის, უფლის წყალობი გადარჩი და არ მოგშორდა, ახლა კი ერთი სათხოვარი მაქვს, სანდრიკას ხათრით ბავშვზე იფიქრე....სანდროს ვინც ესროლა დაიჭირეს.
-ვინ იყო ეგ ნაძირალა? რატომ ესროლა?
-სამწაუხაროდ სხვითვის იყო ეგ ტყვია გამიზნული, სანდრო ცუდ დროს და ცუდ ადგილას აღმოჩნდა იქ...შემთხვევით მოხვდა სხვის მაგივრად ტყვია! : (
ამის გაგებამ უარესი დამმათრთა, სხვის გამო, სულ უდანაშაულო ადამიანი გაიმეტა იმ პირუტყვმა სასიკვდილოდ, ნეტა სანდრო როგორ იქნება ღმერთოო...
-ლიკო ექიმს დაუძახე ძალიან გთხოვ, სანდროსთან მინდა, მე ახლა მის გვერდით უნდა ვიყო....
-დაწყნარდი ქეთ, გადასხმა გიდგას, ცოტაც მოითმინე, მორჩები და გაგიყვანთ სანდროსთან.
-არა ლიკო, ვერ მოვიცდი....
-ექიმო, ექიმო!!! გთხოვთ მომხსენით ეს რაღაცები, მე სანდროსთან მინდა, მე მის გვერდით უნდა ვიყოო...გთხოვთ გამიშვით მასთან...
ჩემს ყვირილზე ჩემები შემოვიდნენ, ჩემებთან ერთად სანდროს მშობლებიც..რათქმაუნდა ყველას აინტერესებდა რა მოხდა, როგორ მოხვდა სანდრო იმ დროს ჩემს უბანში, ან რატომ ჰქონდა მანქანაში ჩემოდანი, ან საერთოდ რატომ ჰქონდა ორი ეგვიპტის ბილეთი ჩემს და თავის სახელზე ნაყიდი..ლელა დეიდა მომიახლოვდა თვალებში ჩამხედა და..
-ქეთა შვილო, არ ვიცი რა მოხდა და როგორ მოხდა, ძალიან გთხოვ დაიწყე ყველაფრის მოყოლა, ვხვდებით ყველა რომ შენ და სანდროს შორის რაღაც იყო, თავიდან ბოლომდე მოგვიყევი ყველაფერი....ყველას გვაინტერესებს და გისმენთ.
ძალიან მიჭირდა სანდროს გარეშე ყველაფრის მათთვის ახსნა, ისიც კარგად ვიცოდი რომ ვერ გაიგებდნენ, ერთადერთი ლიკო იყო ვინც სიმართლე იცოდა, თუმცა ის ვერაფერს იმჩნევდა, ჩემი ძმა არასოდეს აპატიებდა სიმართლის დამალვას, ასე რომ მოვემზადე და დავიწყე ყველაფრის თავიდან ბოლომდე მოყოლა...



№1  offline წევრი winny

საინტერესოა ძაან kissing_heart
--------------------
...

 


№2 სტუმარი :))

sruli sisiulelea.
davijero mსჰoblebi iseti debilebi arian rom bavshvebs ertida igive saxeli daarkves?
aleko - aleqsandre.
sandreqsa - aleqsandre.

an shemtxvevitranairad undaesrolat am xalxs 'zamikania' akvt tvalebshi?

ase uceb 3 tvis rogor gaxda?
ragaparva ris gaparva?

satauridan sulsxva shinaarsi gamomkonda da sul sxvanairi kopila.
movlenebic dzaan swrafad vitardeba da sularmomewona.

 


№3  offline წევრი D M

:))
sruli sisiulelea.
davijero mსჰoblebi iseti debilebi arian rom bavshvebs ertida igive saxeli daarkves?
aleko - aleqsandre.
sandreqsa - aleqsandre.

an shemtxvevitranairad undaesrolat am xalxs 'zamikania' akvt tvalebshi?

ase uceb 3 tvis rogor gaxda?
ragaparva ris gaparva?

satauridan sulsxva shinaarsi gamomkonda da sul sxvanairi kopila.
movlenebic dzaan swrafad vitardeba da sularmomewona.

ე.ი შენ იმას ამბობ რომ სანდრო და ალეკო ერთი და იგივეა? laughing სისულელეა რომ შენ ამბობ მაგას თუ ხვდები? grin მარა საბენიეროდ ყველა შენნაირად არ ფიქრობს, სათაურს რაც შეეხება: მემგონი სულ არ დამთავრებულა დასკვნები კი წინასწარ ნუ გამოგაქვს გენაცვალე. პ.ს და კიდევ, მემგონი გარკეულად მიწერია იქ გავიდა 3-კვირა გავიდა 4-კვირა თქო...ცოტა თვალების გახელა არ გაწყენდა. wink

winny
საინტერესოა ძაან kissing_heart

heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი winny

:))
sruli sisiulelea.
davijero mსჰoblebi iseti debilebi arian rom bavshvebs ertida igive saxeli daarkves?
aleko - aleqsandre.
sandreqsa - aleqsandre.

an shemtxvevitranairad undaesrolat am xalxs 'zamikania' akvt tvalebshi?

ase uceb 3 tvis rogor gaxda?
ragaparva ris gaparva?

satauridan sulsxva shinaarsi gamomkonda da sul sxvanairi kopila.
movlenebic dzaan swrafad vitardeba da sularmomewona.

რას ერჩი ჩემ შვილებს მინდა ნინას და ნიცას დავარქმევ ან ანის დ ანამარიას smile ეგ შენიშვნა უსარგებლოა ჩემო კარგო smiley kissing_heart

მე მომწონს ძაან გასაგბადაა ყველაფერი მარა მეგონა ძმამ ესროლა და სულ სხვა აღმოჩნდა smiley
--------------------
...

 


№5  offline წევრი nini :)

ratomgac mgonia rom specialurad ar utxra vin esrola egre moifiqra.... kargi iyoooo...

 


№6  offline წევრი dadudaduna

ძალიან კარგი ისტორიაა და ძაან გთხოვთ თავი შეიკავეთ ასეთი კომენტარებისგან თუ არ მოგწონთ არავინ გაძალებთ წაიკითხოთ..

 


№7  offline წევრი D M

dadudaduna
ძალიან კარგი ისტორიაა და ძაან გთხოვთ თავი შეიკავეთ ასეთი კომენტარებისგან თუ არ მოგწონთ არავინ გაძალებთ წაიკითხოთ..

blush

 


№8 სტუმარი ქეთა ქეთა

მაგარია მალე დადე მეხუთე თავი ველოდებიი

 


№9  offline წევრი D M

ქეთა ქეთა
მაგარია მალე დადე მეხუთე თავი ველოდებიი

აუცილებლად. blush

 


№10 სტუმარი Guest მარიამიი

ხვალ დადებ?

 


№11  offline წევრი D M

Guest მარიამიი
ხვალ დადებ?

კი, სავარაუდოდ ხვალ საღამოს. : )

 


№12 სტუმარი Guest მარიამიი

D M
Guest მარიამიი
ხვალ დადებ?

კი, სავარაუდოდ ხვალ საღამოს. : )

დაველოდებიი

 


№13 სტუმარი etiko

dges ar deeb dzaan sainteresoa chemi azrit daumales ro alekom esrola saprtxe ro ar sheqmnoda bavsh da mis tavs rac sheexeba am axali ambis tqmas mshoblebistvis imedia gaugeben

 


№14  offline წევრი D M

etiko
dges ar deeb dzaan sainteresoa chemi azrit daumales ro alekom esrola saprtxe ro ar sheqmnoda bavsh da mis tavs rac sheexeba am axali ambis tqmas mshoblebistvis imedia gaugeben

ვერ ვიცლი ჯერჯერობით და სავარაუდოდ ხვალ დადებ. )) ვნახოთ, ვნახოთ....გამოჩნდება ეგ მეხუთხე თავში.

 


№15 სტუმარი Kate javaxishvili

ვუუუ საინტერესოა საინტერესოო
მომწონს როდის დადებ მეხუყე თავს დააჩქარე რა პლიზ

 


№16  offline წევრი D M

Kate javaxishvili
ვუუუ საინტერესოა საინტერესოო
მომწონს როდის დადებ მეხუყე თავს დააჩქარე რა პლიზ

დღეს უნდა დამედო, მაგრამ ვერ ვიცლი ეს დღეები...დავდებ როგორც მოვახერხებ.

 


№17  offline წევრი proudly

აუ როდის დადეებ?

 


№18  offline წევრი D M

proudly
აუ როდის დადეებ?

დღეს საღამოს ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent