შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (5)


17-09-2016, 20:39
ავტორი Genius))
ნანახია 3 233

მე და ჩემი ბედი დაჭერობას ვთამაშობდით...
ეს თამაში ყველაზე მეტად გავს ჩემს ცხოვრებას , ის ყველაფერს მიმალავს და შემდეგ მე "დასტუკებამდე" უნდა შევძლო და გავიმარჯვო
მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ილუზიაა , ილუზიაა გამარჯვება , მაგრამ რეალობას ყველგან "game over" ერგება და ჩემ გონებაში წაგების დროს "სტუკა" ისმის
როგორ მინდოდა ამ შემთხვევაში ბედს მამუკა გადაემალა მაგრამ როგორც ჩანს თამაშის შეწყვეტა მოუნდა ცოტახნით.
როდესაც თემოთ სახე დავინახე გონებაში იმის დაგეგმა დავიწყე თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი როდესაც მამუკა ჩემი განთავისუფლების შესახებ მომახსენებდა... გეგმაში კი ამაყად გამოსვლა და კარის მოჯახუნება იყო.
შეტრიალება არ მინდოდა რადგან მოვლენებს დავაჩქარებდი , მეშინოდა და სახეს თავის დახრის მეშვეობით ვმალავდი...
მთელი სხეული მიხურდა რადგან ვგრძნობდი რომ ჩემთან ახლოს იდგა , თან უკვე წარმოდგენილი მქონდა როგორი სახითაც მიყურებდა , არაფრისმეტყველი მაგრამ ისეთი რომ ძალიან შეგაშინებდა , თან პირდაპირ თვალებში იცოდა ყურება და ეს კიდევ უფრო მეტად გაბნევდა
ბავშვების თვალებში ვგრძნობდი რომ უკვე ზედმეტები მომდიოდა და უნდა შევბრუნებულიყავი , რომ ეს სიჩუმე მხოლოდ ჩემ გამო იყო
უეცრად თავი ავწიე , გავიმართე და უკან მივტრიალდი , როდესაც ის დავინახე შიშისგან შევხტი და უხერხულად გავუღიმე
-გამარჯობა ბატონო მამუკა - ძლივს გადავაბი ეს სამი სიტყვა ერთმანეთს და შიშისგან ჩემს ტუჩებს კბენა დავუწყე
-რისი შეგეშინდა კატო? - მისი ხმა ძალიან მშვიდი იყო რაც ცოტათი მეუცნაურა
-არაფრის , უბრალოდ... - არ ვიცოდი სიტყვა როგორ დამემთავრებინა ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე
-გამომყევი - უემოციოდ ჩაილაპარაკა და მისი კაბინეტისკენ წავიდა
მივხვდი რომ ამ ბარში ჩემი მოღვაწეობა დასრულდა და ტირილი მომინდა
ბავშვებს ნაღვლიანად გავხედე და შემდეგ ბარი მოვათვალიერე , ნუ როგორც იციან გონებაში რომ დაგვრჩეს თუ რაღაც...
-გამაგდებს! - ჩუმად ჩავილაპარაკე და კარებზე მივაკაკუნე
ყელში რაღც საშინელი მომაწვა , ღრმად ჩავინუთქე და კარები გავაღე
მამუკა იჯდა და რაღაცას ეძებდა , როდესაც შევედი ხელით მანიშნა რომ მის წინ დავმჯდარიყავი , ჩემთვის საერთოდ არ შემოუხედავს
მეც რატომღაც დავემორჩილე და მისი სავარძლის წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი
-გისმენთ - უკვე გაუსაძლისი იყო ესე ყოფნა , ამიტომ სიჩუმე მე დავარღვიე
მას გაეცინა და საბუთები რომელიც ხელში ეჭირა , მაგიდაზე დადო
-ანუ პატარა ვიბლიანი ჩაგისახლდა? - ირონიულად ჩაილაპარაკა და მისი "მგელივით" თვალები თვალებში გამიყარა
-დიახ! - დაუფიქრებლად ვუპასუხე და სახეზე ყველანაირი ემოციის წაშლა ვცადე
-პირდაპირ მეტყვი რომ ჩემს შვილზე საუბრობდი თუ ნელნელა შემოვაპაროთ? - თავი მის ხელის გულებზე ჩამოდო და გამიღიმა
კიდევ უფრო დავიბენი , საერთოდ აღარ ვიცოდი ეს ყველაფერი რას ნიშნავდა , ან საერთოდ უნდა მეთქვა თუ არა რამე
-დიახ თქვენს შვილზე ვსაუბრობდით - მისი ნათქვამი სწორად გავიგე და უარყოფა არც მიცდია
-და რათქმაუნდა გიკვირს რომ ის შენთან ცხოვრობს არა? - სავარძელზე "გადაწვა" და მომაშტერდა
-კი - რადგან უნდოდა ერთმანეთთან პირდაპირ გვესაუბრა არც მე ვიყავი ამის წინააღმდეგი
-და რატომ? - გამიღიმა და ჩემ პასუხს დაელოდა
-იმიტომ რომ ის თქვენი შვილია - დაუფიქრებლად ვუპასუხე და რატომღაც გამეღიმა
-აჰა - თავი დამიქნია მამუკამ მაგრამ რატომ ვერ მივხვდი - მერე შეეგუე? - სიმწრისგან ჩაეცინა
-სიმართლე გითხრათ? - გავუღიმე და რატომღაც ჩემი შიშები საერთოდ გაქრა
-რათქმაუნდა - ის წამოიწია და ინტერესით მომაშტერდა
-ის ძალიან თავხედია - პირდაპირ ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე
-ბევრჯერ უთქვამთ - გაეღიმა და თავი გააქნია
-მაგრამ ის მაინც თქვენი შვილია - არვიცი რატომ მაგრამ ჩავთვალე რომ დღეს ამ ყველაფრის მიზეზს გავიგებდი მამუკასგან
-რისი თქმა გინდა? - დაბნეულმა გამომხედა
-ყველაზე თავხედიც რომ იყოს ის მაინც არ უნდა წამოვიდეს სახლიდან... - არვიცოდი სწორად ვსაუბრობდი თუ არა მასთან მაგრამ ეს საჭიროდ მივიჩნიე - ან გააგდოთ! - ბოლოს ის სიტყვები დავამატე რის გამოც ეს წინადადება დავიწყე
-ანუ შენ ფიქრობ რომ ჩემი შვილი მე გავაგდე სახლიდან? - ინტერესით გამომხედა მამუკამ
-დიახ! სხვა შემთხვევაში ის არ იქირავებდა სახლს - თავი დავხარე
თვითონ მიკვირდა საიდან მოვიდა ამდენი ამბიცია რომ ჩემ უფროსს შევკამათებოდი , რომ მისთის რჩევები მიმეცა
ამ ყველაფრით უფრო დამაჯერებელს ვხდიდი ჩემი სამსახურიდან წასვლას მაგრამ ამ წამს ეს საერთოდ არ მადარდებდა
-და ვთქვათ ის თვითონ წავიდა სახლიდან? - ჩემი სიტყვები თანდათან მის ნერვებს აზიანებდა და ეტყობოდა როგორ უჭირდა თავის კონტოლი იმისგან რომ ჩემთვის არ ეყვირა
-გაბრაზებული? - მე კი მშვიდად ვაგრძელებდი საუბარს და მისი საერთოდ არ მეშინოდა
-კი - პირდაპირ მიპასუხა და ამის დამალვა არც უცდია
-მაშინ ეს მაინც თქვენი ბრალია - თავი ავწიე და ამაყად გავუსწორე თვალები
-რატომ? - გამეღიმა , თითქოს მან ჩემში ფსიქოლოგი დაინახა და საუბრის გაგრძელება მოუნდა
-ის დიდი ბიჭია , მას თავისუფლება უნდა და როდესაც მის ასაკში ვიღაც ყველაფერს ურძალავს , რათქმაუნდა გაუჩნდება სურვილი ამ ყველაფრისგან თავი დააღწიოს - ნაღვლიანად ვლაპარაკობდი , მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი რომ ამ წამს პატარა ვიბლიანს ვიცავდი და მისი ცხოვრება მტკიოდა
-შენ მშობლები არ გყავს კატო და ამას ვერასდროს გაიგებ - თავი გააქნია და საბუთების ქექვა დაიწყო
-ბატონო მამუკა ძალიან გთხოვთ ჩემს ცხოვრებას ნუ ეხებით! - ტონს ავუწიე და ვიგრძენი როგორ დამეძაბა მთელი სხეული
-კარგი მართალი ხარ - თავი გააქნია - ბოდიში - გამიღიმა - მაგრამ შენ უკვე ჩემს ცხოვრებაში შემოხვედი
-მე თქვენ მთხოვეთ ამაზე მასაუბრა , ჩემი მიზეზებით თქვენ არ შეგხებივართ - ოდნავ გამეღიმა
-შენ ჩემს შვილთან ცხოვრობ! - ტონი გაამკაცრა და გამომხედა
-უფრო სწორად რომ ვთქვათ ის ცხოვრობს ჩემთან - ვლაპარაკობდი და შემდეგ ვნანობდი
-როგორ არის? - უერად ეს კითხვა დამისვა და რატომღაც გამიკვირდა
-კარგად - დაუფიქრებლად ვუპასუხე
-მადლობა - ხელით მანიშნა რომ გავსულიყავი
-სულ ეს იყო? - უეცრად ავლაპარაკდი და შემდეგ ხელი ინსტიქტურად გამექცა პირისკენ
-და კიდევ რა უნდა ყოფილიყო? - ღიმილით გამომხედა უფროსმა
-რავი - დაბნეულმა ჩავილაპარაკე და ფეხზე წაოვდექი
-ჩემი შვილის ქცევების გამო შენ სამსახურიდან არ დაგითხოვ ნუ გეშინია - გამიღიმა
უბრალოდ თავი დავუქნიე და ოთახიდან სასწრაფოდ გამოვედი
*************
გახარებულმა ღიმილით გამოვაბიჯე კაბინეტიდან
უკვე დარწყმუნებული ვიყავი რომ პატარა ვიბლიანის გამო სამსახურში პრობლემები არ შემექმნებოდა და სახლში მას ნამდვილად არ მივცემდი საშუალებას ჩემით ეთამაშა
მიზეზი მაინც ვერ გავიგე , ყველაფერი ეს საინტერესო იყო
მამუკა თან შვილს დასცინის თან მასზე ნერვიულობს როგორც ერთ სიტყვაში მივხვდი , ის დათის არ ამართლებს მაგრამ არც მისი დაბრუნება უნდა
მოიცათ! მე შუამავალი გამოვდივარ?
ოღონდ ეს არა!
ახლა უნდა დაიწყოს მამუკას დაკითხვები მისი შვილის შესახებ და მეც მორჩილად უნდა ვუპასუხო?!
რა შარში გაყავი თავი კატუშა! ახია შენზე!
ფიქრებში გატაცებული მამუკას კაბინეტთან ვიდექი და გონს მაშინ მოვედი როდესაც თემომ შემანჯღრია
-რა უნდოდა? - ინტერესით მომაშტერდნენ სამივე და ჩემს პასუხს დაელოდნენ
მათ გვერდი ავუარე და დახლთან ჩამოვჯექი , იქვე მდგარ ფინჯანს ხელი დავტაცე და მოვსვი
მაგრამ სასმელი უკან "გადმოვაფურთხე"
-აუ შენ სულელი ხარ არაყი ესე უნდა დატოვო?! - გაბრაზებულმა გავხედე დათოს და მას ჩემს გამომეტყველებაზე გაეცინა
-შენთვის განკუთინილი არც ყოფილა - ირონიულად ჩაილაპარაკა და დამეჯღანა
მეც დავეჯღანე და მისი მოწოდებული წყალი დავლიე
-იტყვი რა უნდოდა?! - ნერვიულად მკითხა თემომ და გვერდით ამეტუზა
-არაფერი ისეთი - გავუღიმე - ვრჩები! - ლოყაზე ვაკოცე თემოს
-მე კიდევ მეგონა... - ბოლომდე არ დაამთავრა სიტყვა თემომ და ამოისუნთქა
-დათიზე მალაპარაკა და მეტი არაფერი - სამივეს ღიმილით გავხედე და უეცრად ისეთი ბედნიერება შემომაწვა რომ შემეშინდა
მართლაც რა მეშველებოდა მათ გარეშე? ესენი იყვნენ ადამიანები რომლებიც მაბედნიერებდნენ
-კარგი ადამიანია მამუკა , მსგავსი რაღაცეების გამო სამსახურს არ დაგაკარგვინებდა - ღიმილით გვითხა ელენემ და ერთდროულად სამივეს თავი მისკენ მიტრიალდა
-გავიგეთ რომ ბედნიერი ხარ მაგრამ ნუ გვაფიქრებინებ რომ გაგიჟდი! - მისკენ გადაიხარა თემო და ჩუმად უჩურჩულა
მე და დათოს სიცილი აგვიტყდა
*****
საათს გავხედე უკვე ექვსი ხდებოდა , შესაბამისად იწყებოდა ყველაზე დამღლელი საათები ჩემთვის...
უეცრად მომინდა საათი უკან გადამეწია და კიდევ ასე უაზროდ ვმჯდარიყავი მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა ნამდვილად მომიწევდა დამშიდობება
ბავშვებთან ერთად ვიცინოდი და საათს ყურადღებას არ ვაქცევდი
-თქვენ კიდევ ჭორაობთ? - გავიგეთ მამუკას ხმა და მას გავხედეთ - გააღეთ ბარი! - გასცა ბრძანება და თვითონ წავიდა კარის გასაღებად
უეცრად მთელი ბარი ჩაბნელდა და მხოლოდ რამდენიმე ფერი შემოიჭრა მთელ სივრცეში , წითები , ლურჯი , მწვანე და ნარინჯისფერი ნათურებიდან წამოსული სინათლე ერთმანეთს კვეთდნენ და რაღაც იდეალურს ქმნიდნენ , აი ისეთს თავისუფლად რომ გაატარებდი თუნდაც ერთ ოთახში ცხოვრებას
კარზეც ბარის სახელიც სხვადასხვა ფრად აკიაფდა და ხალხმა გაიგო რომ მუშაობა დაიწყო
ერთ კლიენტს , მეორე მოყვა , მეორეს მესამე და ესე გაივსო მთელი დარბაზი
მე , თემო და ელენე წინ და უკან დავრბოდით და დათოსთვის ახალ-ახალი შეკვეთები მოგვქონდა , ის კი დაღლილი გააქნევდა თავს და ახალი შეკვეთის შესრულებას იწყებდა
გაუთავებელი იყო ხალხის მოსვლა , ადგილი არ იყო მაგრამ მაინც მოდიოდნენ , ფეხზე იდგნენ და მათ ტანს უაზროდ ერთ ადგილას აქნევდნენ
როდესაც "მოიხოდებოდნენ" კი შეეძლოთ მთელი ბარი ცეკვა-ცეკვით მოევლოთ და კიდევ უამრავი ადამიანი შეეწუხებინათ
შემდეგ როდესაც უკვე დაღამდებოდა კარს ყველაზე მაყუთა ტიპები შემოაღებდნენ , აი ხომ წარმოგიდგენით , შავი პიჯაკ შარვლით შემოსულები და პიჯაკის შიგნიდან თეთრი საროჩკა ელავდა , თან საათვალეებით და რომ მიხვდებოდნენ რომ უკვე მზე აღარ ანათებდა იხსნიდნენ და "ძერკად" მის ჯიბეში ათავსებდნენ
ყველაზე მეტად მძულდა როდესაც მიწვდა მათ მაგიდასთან მისვლა , მელი მოძრაობით რომ მოატრიალებენ შენკენ თავს და გელოდებიან სანამ რამეს იტყვი , თითქოს შენ უნდა მიხვდე რა უნდათ
ახლაც მე მომიწია მათ მაგიდასთან მისვლა , ნაძალადევად გავიღიმე და ისე მივედი
ყველამ ჩემკენ გამოიხედა და მომინდა მეყვირა , მაგრამ ამის მაგივრად ვიღიმოდი
ისევ ისე! მომაშტერდნენ და მელოდებიან სანამ რამეს შევთავაზებ
-რას ინებებთ? - მშვიდად ვკითხე და ღიმილით მივაშტერდი "მთავარს"
საერთოდ ესეთ დაჯგუფებებში ყოველთვის არის ვიღაც "გლავნი" , რომელიც ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს , სხვებთან შედარებით უფრო სიმპატიურია და თან გამოხედვაც განსხვავებული , თითქოს "მეფური"
ზუსტად მას ვუყურებდი ახლა თვალებში , ის კი ღიმილით მაშტერდებოდა და "დამცინოდა" , რადგან ეს სხვას არაფერს ნიშნავდა
-როგორც ყოველთვის! - მიპასუხა და ბიჭებს მიუბრუნდა
როგორ ვერ ვიტანდი ამ პასუხს! მიდი და დაიმახსოვრე აბა ყველა კლიენტის "როგორ ყოველთვის!" , თან ისე საშინლად ამბობდნენ რომ კიდევ უფრო მაღიზიანებდნენ , თითქოს გაბრაზებულები რომ მოგახლიან და შემდეგ ისე დაგაიგნორებენ თითქოს მათზე ნაკლები იყო!
თუმცა მათთვის ეს ნამდვილად ესეა
-იცით მე არ ვიცი რას სვავთ ყოველთვის ასე რომ - მშვიდად ვუპასუხე და მის სახეს თვალი ავარიდე
-ჩვენ სულ აქ დავდივართ და როგორ... - დაიწყო სიტყვის წარმოთქმა გლავნმა მაგრამ არ დაასრულებინეს
-კარგი დაანებე თავი - მაგრამ გავიგე ვიღაცის ხმა და მსიკენ გამექცა თვალები - ორი ორმაგი ვისკი ყინულით , ერთი ტეკილა და ერთიც ჯინ-ტონიკი - ღიმილით მიყურებდა
მხოლოდ ახლა ვიცანი ის ბიჭი რომელიც გუშინ წინ ბარში თვალებს არ მაშორებდა , რომელზეც თამუნასგან გავიგე რომ მოვეწონე
-ახლავე - თავი დავუქნიე და გავუღიმე
-ერთი წუთი! - გამაჩერა ჩემმა თაყვანისმცემელმა და მისკენ მივტიალდი - მოგვიანებით წითელი ღვინო მოგვიტანე რა - თხოვნით ჩაილაპარაკა და გული მომილბო
ყველა ესეთი გაუზრდელიც არ ყოფილა!
თემოსკენ ღიმილით წავედი მაგრამ ღიმილი სახიდან გამიქრა როდესაც ჩემთვის ნაცნობი სახე დავლანდე
სალხში დავიმალე და იქამდე არ გამოვჩნდი სანამ პატარა ვიბლიანი თვალს მოეფარა
თემოს ხელი ჩავავლე და დახლთან მივიყვანე
-დამმალე! - ვუჩურჩულე და პატარა ვიბლიანს გავხედე
-რა ხდება? - დაბნეულმა მკითხა თემომ და ჩემს თვალებს თვალები გააყოლა
-ვიბლიანი - ვუჩურჩულე და თავი ჩემს ხელებშივე დავმალე
-მამუკას ემალები? - კიდევ უფრო დაიბნა თემო
-არა შე დებილო! - მხარზე ხელი წამოვარტყი - დათია აქ! - მისი თავი იმ მხარეს მივატრიალე სადაც პატარა ვიბლიანი მეგულებოდა
-და რატომ ემალები? - მე გამომხედა ისევ
-მას ვუთხარი რომ ნათესავს ვეხმარებოდი საავადმყოფოში - დავიმანჭე და დათოსკენ მივბრუნდი
-და როგორ დაგმალო? - ეს ბიჭი მხოლოდ კითხვებს მისვამდა და არც ფიქრობდა
-არ დამმალო უბრალოდ შენ მოემსახურე იქით და ჩემს თავს მე მივხედავ - მუდარით გავხედე თემოს
-ვის? - გამიღიმა
-შავების მაგიდას! - ღიმილით გავხედე და შეკვეთა რომელიც უკვე მზად იყო მას გავატანე
მე კი დავდექი და პატარა ვიბლიანს თვალებს არ ვაშორებდი , როდესაც გადაადგილდებოდა მეც ისეთ ადგილს ვპოულობდი სადაც ვერ დამინახავდა
ასე დაახლოებით ნახევარი საათი ვიარე მაგრამ შემდეგ მას ვეღარ ვპოულობდი , შიშიდგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი
დათის გაბრაზების კი არ მეშინოდა , უბრალოდ მე გამოვდიოდი ძალიან ცუდად
შემდეგ როდესაც ვეღარ ვიპოვე ჩავთვალე რომ წავიდა მაგრამ მობრუნებისას მაინც მოხვდა ის ჩემს თვალებს
ის შიგნით არ იყო , გარეთ იდგა , მამუკასთან ერთად და გაბრაზებული რაღაცეებს ლაპარაკობდა , მართალია არ მესმოდა მაგრამ ეს ჩანდა მისი ხელების მოძრაობისას
მასთან ახლოს მივდიოდი მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე , არც მამუკას დაუყოვნებია და მალე გაბრაზებული მისი კაბინეტისკენ გაიქცა , პატარა ვიბლიანი კი იმ დღეს აღარ გამოჩენილა...
**********************************
მუშაობა დილის ექვსისთვის დავამთავრეთ , უკვე გათენებულზეც იჯდა რამდენიმე ადამიანი მაგრამ მაინც გვაბეზრებდნენ თავს
აქ ლოთებიც მოდიოდნენ , ერთ გამოცლიდნენ და მეორე უნდოდათ , ამის გამო ყოველ წამს მათ მაგიდასთან გვიწევდა ყოფნა და უკვე წინასწარაც ვამზადებდით სასმელებს
ამ ხალხის ბარიდან გაგდება კი ყველაზე პრიკოლი იყო , თემო და გიორგი ჩაკიდებდნენ ხოლმე ხელს და კარამდე აცილებდნენ , კარს იქით კი კისერიც უტეხიათ!
ახლაც ესე მოგვიხდა , ბიჭებმა ისინი გაიყვანეს და მე და ელენე ვიცინოდით
ცოტახანში ორივეს ძილი მოგვერია და გამოსაძინებლად წასვლა გადავწყვიტეთ
საერთოდ არაფერზე არ გვისაუბრია , როგორც კი თვალები დავხუჭე მაშინვე დაგვეძინა
***********************
როდესაც გავიღვიძე ელენე ჩემთან ერთად აღარ იყო , თემოს მოვკარი თვალი და გამეღიმა
ისე ტკბილად ეძინა რომ მისი შემშურდა , თან შემეცოდა რადგან მალე მოუწევდა ადგომა
გამოფხიზლება ვცადე და ოთახიდან გავედი , დათო და ელენე ბარს ალაგებდნენ , როდესაც დამინახეს ელენემ ტილო მესროლა , ხოლო დათომ სიცილი დაიწყო
მეც წუწუნის გარეშე მაგიდებს მივუახლოვდი და მათი დასუფთავება დავიწყე
უაცრად კარი გაიღო და მამუკამ შემოაბიჯა , საათს გავხედეთ , ეს მისთვის ზედმეტად ადრიანი ვიზიტი იყო
მხოლოდ მე გამომხედა და კაბინეტთან გაჩერდა სანამ შევიდოდა
-კატო ჩემთან შემოდი! - გაისმა მისი საშიში ხმა და იმაზე ფიქრი დავიწყე თუ რა დავაშავე
ბავშვებს გავხედე , ტილო იქვე დავაგდე და კაბინეტისკენ წავედი
დავაკაკუნე და შევედი
ის მაგიდასთან თავდახრილი იდგა და როდესაც დამინახა გასწორდა
-დიახ ბატონო მამუკა - დაბნეულმა ვუთხარი და შეშინებული მივაშტერდი
-შენთან საქმე აქვს - სერიოზული სახით ამომხედა - უფრო სწორად შემოთავაზება
-ჩემთან? შემოთავაზება? - დავიბენი და იმაზე ფიქრი დავიწყე თუ რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო
-კი - თითები ერთმანეთში ახლართა , ეტყობოდა რომ ნერვიულობდა
-დიახ გისმენთ - თავი დავუქნიე
-მინდა რომ ჩემი შვილი "დაიმორჩილო" - თავდახრილი ვიდექი მაგრამ მისი სიტყვების გაგებისას თავი გაფითრებულმა ავწიე და გავხედე , განსაკუთრებით მისი ბოლო სიტყვა არ მომეწონა
-ვერ გავიგე - დაბნეულმა ვკითხე და სიცილი ამოტყდა
-ხო კატო , მინდა რომ დათის თავი შეაყვარო! - თვალებში შემომხედა და ჩემ რეაქციას დაელოდა
-მეღადავებით? - უეცრად წამომცდა მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებდა
-გავს ეს ხუმრობას? - ჩემი სიტყვა შემისწორა
-მე თქვენ გთხოვეთ ჩემს ცხოვრებას არ შეეხოთთქო! - გაბრაზებულმა მივახალე და სახელურს ხელი დავტაცე
-მე მზად ვარ ფულიც გადავიხადო! - მისმა სიტყვებმა შემაჩერა და მისკენ მივბრუნდი...

*******************************
ველოდები თქვენ შეფასებებს...



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ იმედი მაქვს არ დათანხმდება ;( ;( ;(
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Guest nica

Gaagrdzele gtxov dzalian magaria

 


№3 სტუმარი Guest nita

gaagrzele ra gtxov.ar sheckvito

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent