შენს მეზობლად (ნაწილი 24)
ლიზის სახლი ძალიან მოეწონა, ბედნიერი ქალი ვარო, განაცხადა და სახლის საკუთარი გემოვნებით მოწყობას შეუდგა: ავეჯი დაამატეს, ინტერიერში სხვადასხვა დეტალები შეცვალეს, მერე ბარგი შემოზიდეს და საღამოხანს, როცა ყველაფერს მორჩნენ და როგორც იქნა, მილაგდნენ, მიხვდნენ როგორ დაღლილან საქმიანობით. ლიზი მაინც კმაყოფილი იყო, იმ საქმით დაღლა, რისი კეთებაც გსიამოვნებს, დაღლა არ არისო, თქვა და კმაყოფილებით გახედა მილაგებულ სახლს, რომელიც უზომოდ მოსწონდა, ლუკა კი უყურებდა გოგონას, რომელსაც თვალები უბრწყინავდა და მისი კმაყოფილებით ხარობდა. კვირა დღე სახლში გაატარეს. ახალ სახლსა და სტატუსს ეჩვეოდნენ და თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. მიუხედავად დაოჯახებისა, ლიზის უნდოდა ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინა და მოითხოვა, უნივერსიტეტში უნდა ვიაროთო, არც ლუკა იყო წინააღმდეგი, იქაც ერთად იყვნენ და მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. ორშაბათს ლექციები მხოლოდ ლიზის ჰქონდა, თუმცა ბიჭმა გაყოლა შესთავაზა და ლიზიც უყოყმანოდ დასთანხმდა. გოგონას ახალი სათამაშოს გამოცდა სურდა, ამიტომ უნივერსიტეტში მისი მანქანით წავიდნენ, გზად კი ანას და საბას გაუარეს. - საქორწინო საჩუქარიც ამას ქვია, - გაოცება ვერ დამალა ანამ, როცა ლიზის ახალი მანქანა დაინახა. - ულამაზესია. - თან თეთრი. - გაიცინა გოგონამ. - დასხედით. - როგორ ხარ სიძე ბატონო? - მიესალმა საბა ბიჭს. - ნეტავ, მთელი ცხოვრება ასე ვიყო საბა. - ნუ პესიმისტობ, რა გჭირს? ნახავ ეგრე თუ არ იქნა, სულ ერთად იქნებით. - ღმერთმა გისმინოს, - ღიმილით თქვა ლუკამ და გოგონას მუხლზე დაადო ხელი. - ნახეთ როგორ დაჰყავს მანქანა, ჩემი გიჟი. - წესები არ დამირღვევია. - თავი იმართლა ლიზიმ. - მეც ეგ აღვნიშნე პრინცესა. უნივერსიტეტში მათი ქორწინების შესახებ უკვე ყველამ იცოდა: ეხვეოდნენ, ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ, ლიზი კი ზედმეტი ყურადღების გამო ბრაზობდა და ჩუმად იმუქრებოდა, ვისაც არ უნდა ეთქვა ამ ხალხისთვის ჩემი გათხოვების ამბავი, ვერ გადამირჩებაო. - მათთვის არავის უთქვამს ლიზი, - დამნაშავის სახლით თქვა ანამ. - უბრალოდ იმ წვეულების სურათები ავტვირთე ჩემს გვერდზე და... არ გინახავს? - კარგი რა ანა, - შეწუხდა გოგონა. - რა იცით ყველაფრის სოც. ქსელებში გამოჭენება, ეს რა უბედურებაა?! - ბოდიში, არ მეგონა თუ გაბრაზდებოდი. - კარგი ლიზი, მერე რა მოხდა? - დაიცვა მეუღლე საბამ. - არ მესმის რა გაქვს დასამალი? ხომ ხედავ, ყველას უხარია შენი ამბავი. ახალმა ამბავმა მართლა ყველა გაახარა. ის ფაქტი, რომ ჯგუფში ყველაზე უკარება გოგომ ჩუმად იქორწინა, ყველასთვის საინტერესო გამოდგა და ყველას სურდა ამ ამბის მოსმენა. ერთადერთი, ვისაც ახალი ამბავი აშკარად არ გახარებია, ნიკა იყო: ბრაზისგან ტუჩებს იკვნეტდა და ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ბოლოს აუდიტორია ხმაურით დატოვა. - ლიზი, ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა ლუკამ გოგონას, როცა ლექცია დასრულდა და მარტო დარჩნენ. - ჰო, რატომ მეკითხები? - არ ვიცი, არ მოგეწონა რომ ჩვენს შესახებ უნიში გაიგეს... მისმინე, შეგიძლია ყველაფერი მითხრა, რაც არ უნდა იყოს, ეს ხომ იცი არა? - კი, მაგრამ მართლა არაფერი ხდება საყვარელო, უბრალოდ ამ მილოცვებს და ზედმეტ ყურადღებას ვერ ვიტან. - კარგი. - თქვა ბიჭმა და თვალით მანქანა მოძებნა. - ჯანდაბა, ახლა რაღა უნდა? - ვის? - იკითხა გაოცებულმა გოგონამ. - ნახე მანქანასთან ვინ დგას. - ეგ ნიკაა? რას აკეთებს? - მგონი ჩვენ გველოდება... იცი? მგონი უყვარხარ. - სერიოზულად? - გაეცინა ლიზის. - ჰო, ასე მგონია. - ვითომ ამიტომ ბრაზობს? - ალბათ. - მანქანასთან მივიდნენ. ნიკა კარს მიყრდნობილი იდგა და ლუკას თვალს არ აცილებდა. - შეგიძლია მანქანას მოშორდე? - იკითხა ლუკამ. - არა! - რამე პრობლემაა? - კი! - იტყვი რა გინდა თუ უნდა ვიმკითხაო? - ბოლო დროს ძალიან დავაჟკაცდი, არა?! - დამცინავად თქვა ნიკამ. - გოგო ააგდე და თავდაჯერებული გახდი? - სულ ესაა, რაც გაინტერესებს? - შენზე არაფერი მაინტერესებს, აქ შენთან სალაპარაკოდ არ ვარ. - ჩემთან რა გაქვს სათქმელი? - იკითხა ლიზიმ. - ის რომ არასწორად მოიქეცი, როცა ამ იდიოტს გაყევი ცოლად, მაგრამ კარგია, რომ ჩვენს საუკუნეში გაყრა მოდაშიც კია. - მაგარია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე გაყრას არ ვაპირებ. - დამცინავად თქვა ლიზიმ. ლუკას გაეცინა. - ნუ იცინი! - გაბრაზდა ნიკა. - შენ კი აპირებ გაყრას ქალბატონო, ოღონდ ეს ჯერ არ იცი. - მართლა? კარგი და როდის გავიგებ? - თქვენ ერთად ვერ იქნებით, ერთ დღეს მაინც გაეყრებით! - შენღა მაკლდი რა, - ვეღარ მოითმინა ლუკამ. - გაქრი აქედან! - შენ საერთოდ ჩაი*ვი! არავინ გელაპარაკება! ლუკას გაეცინა. აშკარა იყო, რომ ნიკას წარმოდგენა არ ჰქონდა ვის ემუქრებოდა და სიტყვებს თავისუფლად ისვრიდა, ლუკას კი მასზე ხელის გასვრა არ სურდა, ამიტომ გადაწყვიტა ცოტა შეეშინებინა, დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი პირველივე წინააღმდეგობის შემთხვევაში დაყრიდა ფარ-ხმალს და უკანმოუხედავად გაიქცეოდა. - გინდა ვნახოთ პირველს ვის გაეპარება? - ღიმილით ჰკითხა ლუკამ. - წადი შენი! - ბიჭი ლუკას ტონმა ცოტა შეაშინა. - ნიკა, ჩემო კარგო, ჯობია წახვიდე, - მზრუნველას უთხრა ლიზიმ. - თორემ ხომ ხედავ, ნელ-ნელა შარვალი გესვრება. - იცინე, იცინე, - გაბრაზდა ნიკა. - იცი მაინც ცოლად ვის გაყევი? - და ვის გავყევი? - შენი ძვირფასი ქმარი მკვლელობისთვის იჯდა, - ისეთი კმაყოფილი იერით თქვა ბიჭმა, თითქოს ამ წუთას ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვაო. - და იცი ვინ მოკლა? შენი პატარა დაიკო! - რას ამბობ? - ლიზიმ ლუკას გახედა. - სიმართლეს! შენმა საყვარელმა მეუღლემ და მოგიკლა. შენი მოსამართლე მამა ალბათ იამაყებს სეთი სიძით. - შენ ეს საიდან იცი? - შენ რა, იცოდი? - სახე წაუხდა ნიკას. - გოგომ კითხვა დაგისვა და ჯობია პასუხი გასცე! - ჩაერია საუბარში ლუკა. - საიდან იცი ეს ისტორია? - მე... მე... - დაიბნა ბიჭი, მანქანას მოსცილდა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, მერე უცებ შებრუნდა და გაქცევა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, ლუკამ ქურთუკის ქუდზე წაავლო ხელი და ფეხის გადადგმის საშუალება არ მისცა. - საით ნიკუშ? საუბარი არ დაგვისრულებია. - უთხრა მან. - იცოდე ვიყვირებ! - ბიჭი ძალიან იყო შეშინებული. - იყვირებ და თავს წაგაწყვეთ. მითხარი, ვინ გითხრა, რომ მკვლელობისთვის ვიჯექი? - არაფერს გეტყვი, შემეშვი! - ლუკა, აქ ბევრი ხალხია. - გააფრთხილა ბიჭი ლიზიმ. - არ მადარდებს! - გაეპასუხა ლუკა და მაშინვე ბიჭს მიუბრუნდა. - თუ ახლავე არ გამცემ პასუხს, ინანებ! - არავინ! არავინ! - აკანკალებული ხმით წამოიძახა ბიჭმა, როცა ლუკა ყელში წვდა და მანქანაზე დაანარცხა. თვითმხილველებმა პოლიციაში დარეკეს. - ილაპარაკე! - მე თვითონ ვნახე... - კანკალებდა ბიჭი. - ვნახე, რომ სხვამ მოკლა ის გოგო და მერე შენ დაგიჭირეს. მთელი ეს დრო ვიცოდი... - მკვლელი ნახე? - არ მახსოვს. - გაფრთხილებ, ნუ მეთამაშები! - კარგი, კარგი... ოღონდ არ დამარტყა... - ისევ იყვირა ბიჭმა. - შენმა მეზობელმა მოკლა, გუკამ. - პეკინელი? ის რა შუაშია? მოყევი რა იცი. - ჩვენ ერთად დავდიოდით წყნეთში ბავშვობაში, მაშინ 16ის ვიყავი... გუკას უყვარდა პატარა გოგონები და ისინიც არ ეუბნებოდნენ უარს, ვინც უარობდა... მერე ძალით აჩუმებდა... იმ გოგომ უარი უთხრა და... მერე ის მოხდა, რაც უკვე იცით. - ჩემი და 14ის იყო, სულ რაღაც 14 წლის იყო. - ხომ ვთქვი, პატარები უყვარდა მეთქი?! - შე ნაბი*ვარო! - ლიზიმ მისკენ გაიწია, მაგრამ ლუკამ გააჩერა. - მასთან იყავი, როცა ეს მოხდა? - ჰკითხა მან. - მე არა... მე... - ნუ მატყუებ! - ხმას ისევ აუწია ლუკამ. - კი, კი, ვიყავი... მასთან ვიყავი... მე მეშინოდა მისი, უარს ვერ ვეუბნებოდი... ახლაც მეშინია, მომკლავს... მანიაკია! - ყველაფერი ახე და გაჩუმდი, არა?! - ზიზღით თქვა ლუკამ. - მეშინოდა... მეშინოდა... მეშინოდა... არ დამარტყა, გეხვეწები. - ერთსა და იმავეს იხვეწებოდა ბიჭი. - მოკეტე! შენზე ხელს არ გავისვრი, მაგრამ თუ ამ ამბის შემდეგ კიდევ დაგლანდავ სადმე, სიტყვას გაძლევ თავ-ბედს გაწყევლინებ! - ნიკა წამოდგა და წასვლა დააპირა. - არა, არა, საით? ჯერ პოლიციას დაველოდებით! - არ გინდა, გეხვეწები, არ გინდა... რამე რომ ვთქვა ლუკა მომკლავს... არ ვიტყვი არაფერს, მაინც არ ვიტყვი არაფერს! - ახლა გუკა ერთადერთი აღარაა, ვისიც უნდა გეშინოდეს, ახლა კი აქ მე ვარ და არა ის! პოლიცია მოვიდა, ლუკასგან დაშინებულმა ბიჭმა ყველაფერი აღიარა და პატრულმაც განყოფილებაში წაიყვანა. მათი წასვლის შემდეგ ლუკამ აკაკისთან დარეკა, ყველაფერი მოუყვა და ამ საქმის მეთვალყურეობა სთხოვა, კაცმა კი თავის მხრივ გააფრთხილა, რომ არაფერი მოემოქმედებინა და სიახლეებს სახლში დალოდებოდა; ლუკა ასეც მოიქცა. - ვერ ვიჯერებ, რომ ის, ვის გამოც ეს ყველაფერი გამოვიარე, ამდენი ხანი ჩემს ცხვირწინ იყო, - ამბობდა ლუკა და ოთახში ბოლთას სცემდა. - თვალებში მიყურებდა და იცოდა… ყველაფერი იცოდა! - ლუკა, შეწყვიტე წინ და უკან სიარული, ნერვებზე მოქმედებ! - ბოდიში. - შეცბა ბიჭი. - კარგად ხარ? - უნდა ვიყო? თურმე ჩემი დის მკვლელს ვიცნობ და წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო, როცა გვერდით ჩავუარე... ნერვები მეშლება! - მესმის შენი, მეც ეგრე ვარ. - მამას უნდა დავურეკო, უნდა იცოდეს რაც გავიგეთ. - იქნებ ცოტაც მოვიცადოთ, სანამ ყველაფერი დამთავრდება და საბოლოოდ დავამტკიცებთ. - მამა ახლა იქ უნდა იყოს, საკუთარი თვალით უნდა ხედავდეს ყველაფერს. ლიზი ტელეფონს დასწვდა და მამასთან დარეკა, ამ დროს ლუკასთანაც დარეკეს. გოგონამ მამას ყველაფერი დეტალურად უამბო და ისიც უთხრა, სად უნდა მისულიყო. საუბარს რომ მორჩა ლუკას მიუბრუნდა. - ვინ დარეკა? - აკაკიმ. განყოფილებაში უნდა მივიდე. - რამე ცუდი ხდება? - არა, უბრალოდ თავიდან უნდა დამკითხონ მეც. - მამაც იქ მიდის. - კარგი. შენც წამოხვალ? - ჰო, აბა რა! განყოფილებაში მისულებს ლიზის მამა უკვე იქ დახვდათ, ყველაფერში გარკვეულიყო და ცდილობდა ნამდვილი დამნაშავე საკადრისად დასჯილიყო. როცა ლუკა დაინახა, შეკრთა, მერე მასთან მივიდა და თავისი საქციელის გამო მოუბოდიშა: - ძალიან ვწუხვარ ყველაფრისთვის, ვერც კი წარმოვიდგენ, რა გამოიარე. - არაუშავს, - თქვა ბიჭმა. - თქვენი ბრალი არ იყო. - მაშინ არც დავინტერესებულვარ საქმის დეტალებით, მარტო ჩემი გოგონას მკვლელის გამოკეტვაზე ვფიქრობდი და არც მერე მოგეცი თავის დაცვის უფლება... - თქვენი კარგად მესმის ბატონო თამაზ. თავის მართლება არ გჭირდებათ. - ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ მოახერხე ციხიდან გამოსვლა, მაგრამ კარგია, რომ ისევ იქ არ ხარ. - ჰო, - გაიღიმა ბიჭმა. - აქ რა ხდება? - ის ბიჭი, ვინც აღიარა, ჩვენებას აძლევს. შენც დაგკითხავენ. - ლუკა, კარგ დროს მოხვედი. - დაუძახა აკაკიმ. - მოდი აქ. - რა ხდება აკაკი? - ნიკა ძალიან შეშინებულია, არა მგონია დიდხანს გაუძლოს ამ წნეხს. გვჭირდება, რომ ის გუკაც ალაპარაკდეს, მაგრამ არაფერს ამბობს... - ანუ? - ხუთ წუთში უნდა შედხვიდე დაკითხავზე. შენ მეტს ვერაფერს იზამ. იმედია ყველაფერი გამოვა. - რას ნიშნავს, იმედია? იმ ტიპმა პირში მომახალა გიყურებდი როგორ დაგიჭირეს სხვის გამოო, ამბობს რომ მკვლელობას შეესწრო... მეტი რა სჭირდებათ? - საქმეც ისაა, რომ დაშინებულია. ასეთი რა უქენი? - ხელიც არ მიხლია. - ჰო? - აკაკიმ გამომცდელად შეხედა. - კარგი, ცოტა შევაშინე, მაგრამ არაფერი ტკენია. - ყოველთვის მაინტერესებდა სიტყვა ‘ცოტა’ს შენეული განმარტება. კარგი, წადი, გეძახიან. დაკითხვა ნახევარი საათი გაგრძელდა, გამომძიებელი ყველა დეტალს ყურადღებით სწავლობდა და ჩვენებებს ერთმანეთს ადარებდა. მერე ლიზიც დაკითხეს, როგორც აღიარების მოწმე. მალე ყველაფერი დასრულდა: ლუკა ოფიციალურად გაამართლეს, გუკა და ნიკა კი მართლმსაჯულებას გადაეცა. ლიზი გახარებული იყო, ლუკა კი ჯერ კიდევ ნერვიულობდა, ამბობდა, სანამ ციხეში არ გაუშვებენ, ვერ მოვისვენებო; აკაკიც იგივე აზრზე იყო. ლიზიმ მამა სახლში დაპატიჟა და ისიც დათანხმდა, აკაკიც მათთან წავიდა. - კარგად მოწყობილხართ. - თქვა კაცმა, როცა სახლში მივიდნენ. - მადლობა მა. - ლოყაზე აკოცა გოგონამ. - კარგია, რომ აქ ხარ. - აქ იმიტომ ვარ, რომ მაინტერესებდა, სად ცხოვრობს ჩემი გოგო - მერე ბიჭს მიუბრუნდა. - და ისიც მინდა გავიგო, რას საქმიანობ ახლა. - კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ. - ბიჭმა აკაკის გახედა. - ზღაპრებს ნუ მომიყვები ლუკა. ეგ პროფესია ციხიდან არ გიხსნიდა და არც ისეთ მეგობარს შეგძენდა, როგორიც ისაა. - კაცმა აკაკიზე მიუთითა. - ლუკას ქვეყნის კიბერუსაფრთოება აბარია. - საუბარში ჩაერთო აკაკი. - იმედია გესმით, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოა და მისი გასაჯაროება აკრძალულია. ამას მხოლოდ ლუკას გამო გეუბნებით. - რა თქმა უნდა, მესმის. - კაცს აშაკარად ეტყობოდა გაოცება. - ანუ კიბერუსაფრთხოება... კონკრეტულად რა პოზიციაზეა? - ჩვენი მთავარი კონსულტანტია ამ საქმეში. ძალიან ნიჭიერია და მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრჯერ გადაგვარჩინა მასობრივ კატასტროფებს. - სახიფათო საქმეა, თუ გამოაშკარავდა. - ეს არ მოხდება. - ჰო, ამას ამბობთ, სანამ არ მომხდარა, მაგრამ რას იზამთ, თუ ერთ დღესაც ასე მოხდა? მას გაწირავთ თუ მთელ კიბერუსაფრთხოებას? - არავინ გაწირავს სისტემას ინდივიდის გაგადარჩენად, - მშვიდად თქვა ლუკამ. - მაგრამ თუ ოდესმე ამ საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, ზუსტად ვიცი, რომ აკაკი ყველაფერს იზამს, რაც შესაძლებელი იქნება. - და რაც არ იქნება შესაძლებელი? მისმინე, არ მინდა ისევ ძველებურად გავაგრძელო, მაგრამ შენ ჩემი ქალიშვილი მოიყვანე ცოლად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა ის შენთან ერთად იზიარებს ამ საფრთხეს. - ლიზიმ იცოდა, რასაც ვაკეთებ. - იმ საფრთხის შესახებაც იცოდა, რაც ამ საქმეს სდევს თან? - ვფიქრობ, იცოდა... მაგრამ შეგვიძლია მას ვკითხოთ. - მისმინე ლუკა, ვაღიარებ, კარგი ბიჭი ხარ და ვწუხვარ იმის გამო, რისი გამოვლაც მოგიხდა ამ წლების მანძილზე, მაგრამ ამ ქორწინებას ვერ დავეთანხმები. - მამა, ისევ აგრძელებ? - გაბრაზდა ლიზი. - მე მხოლოდ შენი კარგად ყოფნა მინდა შვილო. - მაშინ შეეგუე იმ ფაქტს, რომ გავთხოვდი და შეწყვიტე ასე საუბარი. - ცალ-ცალკე ორივეს გითხარით და ახლაც გავიმეორებ, მე ვიცნობ ჩემს შვილს და ის არ არის შეყვარებული. ეს გატაცება გაივლის და მაშინ ყველაფრისგან გაქცევა მოგინდება, მაგრამ ვეღარ შეძლებ და ეს გაგანადგურებს. - მამა, წადი აქედან. - ლიზიმ კაცს კარისკენ მიუთითა. - იმედია ვცდები. - თქვა კაცმა და წავიდა. მეორე დღეს აკაკი ისევ მოვიდა და ლუკას აცნობა, რომ ნიკა ციხეში მოკლეს. მოწმის სიკვდილმა საქმე ისევ ჩიხში მოაქცია და გუკას დაპატიმრება ვერ მოხერხდა, ნაფიცმა მსაჯულებმა ბიჭი უდანაშაულოდ ცნეს. ლუკა ბრაზობდა და იმუქრებოდა, ვერ გადამირჩებაო, აკაკი ბიჭს ამშვიდებდა. - სისულელელ არ გააკეთო ლუკა, ისევ შარში ნუ გაყოფ თავს. - ასე თავისუფლად ვერ ივლის, ამას არ შევარჩენ! - ამას მე მივხედავ! რამეს მოვიფიქრებთ და დავუმტკიცებთ, დრო დასჭირდება, მაგრამ პასუხს აგებს, სიტყვას გაძლევ... შენ არ გაეკარო! - ვეცდები, მაგრამ იცოდე, უნდა ჩაჯდეს! - ჩაჯდება! - თქვა აკაკიმ. - კარგი, სამსახურში მივდივარ. შენ დარჩი, დღეს არ გვჭირდები. იმედია, არც დაგვჭირდები. - კარგი. - ბიჭმა აკაკი გააცილა და ოთახში შემობრუნდა. - ასე არ შეიძლება. - თქვა ლიზიმ. - რომ გამოძვრეს? - ვერ გამოძვრება, არ მივცემ ამის უფლებას. უცებ გარედან ფანჯარას რაღაც ესროლეს, მინა ჩაიმსხვრა და ოთახში მოზრდილი ქვა შემოვარდა. ლუკამ შეშინებულ გოგონას გახედა, ხომ არაფერი დაგიშავდაო, ჰკითხა და ფანჯარასთან მივიდა, ეზოში გუკა იდგა. - ლუკა, არ გახვიდე. - სთხოვა ლიზიმ. - აკაკის დაურეკე. - აქ მოსვლას როგორ ბედავს?! - ლუკა, - დაიძახა ეზოდან ბიჭმა. - გამოდი ნაბი*ვარო! - სახლში დარჩი. - უთხრა ლუკამ გოგონას და ეზოში გავიდა, ლიზიმ პოლიციაში დარეკა. - აქ ვარ! - თქვა ლუკამ და მის წინ დადგა. - გამარჯობა ლუკა. - დამცინავი ტონით თქვა გუკამ. - რაო ბიჭო, შურისძიება გინდოდა? არ გამოგივიდა. - ნიკა შენ მოაკვლევინე, არა? ვინ იყო, ირაკლი? თუ მერაბი? - მერაბიკოს მარტო ლაპარაკი შეუძლია ჩემო ლუკა, აი ირაკლი კი საქმეს აკეთებს. შენგან მართლა არ ველოდი, რომ ამას ვერ მიხვდებოდი. გეგონა უფლებას მოგცემდი, ასე იოლად ჩაგესვი? - ირაკლისაც ჩავსვამ. - ჩვენ ყველას მოგვიკლავს ლუკა, მაგრამ ყველანი გარეთ ვართ. ნახავ, ასეც გაგრძელდება. - იმ გოგოსგან რაღა გინდოდა ცხოველო? - იმის მოსმენა გინდა, როგორ და რატომ მოვკალი შენი ცოლის და თუ იმას მკითხავ, აქ რას ვაკეთებ? - ორივე. - კარგი, მარტივით დავიწყოთ. შენი ცოლის და ზედმეტად საყვარელი და ტკბილი გოგონა იყო, ამიტომ მისი გასინჯვა მომინდა, მან კი უარი თქვა. რა უნდა გამეკეთებინა? ძალით გავსინჯე, მერე კი საქმე იმაზე მიდგა, რომ არ უნდა ელაპარაკა. - ავადმყოფი ხარ. - შეიძლება, მაგრამ ახლა უფრო დიდი პრობლემა გაქვს, ვიდრე ჩემთვის დიაგნოზის დასმაა. - მართლა? რომელი? - ის, რომ ამ ავადმყოფს კიდევ უნდა ვიღაცის გემოს გასინჯვა. ამჯერად ასაკით უფრო დიდის, მაგრამ შენ არ მოგეწონება. - ლიზის არც მიუახლოვდე. - მართლა? როგორ დამიშლი? - აქ იმისთვის მოხვედი, რომ დამემუქრო? - არა, მინდა გაგაფრთხილო და იქამდე, სანამ ეს მოხდება, მინდა შენს პანიკას ვხედავდე. სახალისო იქნება. - გიჟი ხარ, თუ გგონია, რომ მასთან მიგიშვებ. - რას იზამ? სახლში გამოკეტავ თუ დაცვას მიუჩენ? კარგად იცი, რომ ყველგან ვერ დაიცავ, ყოველთვის ვერ დაიცავ. - დღეიდან ვერავის დაემუქრები. - ბიჭმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანი გუკასკენ შეაბრუნა. - ჩავთვალოთ, რომ აღიარებითი ჩვენება იყო. - შე ნაბი*ვარო, მომეცი ტელეფონი. - სცადე და აიღე. - ჯერ შენ მოგხედავ, მერე კი შენ გოგოს მივაკითხავ. - როგორც თქვი, ჯერ მე უნდა გამცდე. გუკა გამოექანა და მთელი ძალით ეძგერა ბიჭს, მაგრამ მალევე მოექცა მის ქვეშ და მხოლოდ ის შეეძლო, თავი დაეცვა. ლუკა გამეტებით ურტყამდა, თითქოს მთელს ბოღმას მასზე ანთხევსო და გაჩერებას არ აპირებდა. ლიზი სთხოდა, მისი ცემა შეეწყვიტა, მალე პოლიცია მოვა და დაგიჭერენო, მაგრამ ბიჭს არაფერი ესმოდა, საშინლად იყო გაბრაზებული და უნდოდა გული ეჯერებინა. მალე პოლიციაც მოვიდა, ლუკა ძალით წამოაყენეს და ხელბორკილები დაადეს. - გახსოვარ ბიჭო? - იკითხა ოფიცერმა. ლუკას წინ ისევ ის პოლიციელი იდგა. - ჰაჰ, წლის პოლიციელს ვახლავარ. - იცინე, იცინე... გახსოვს რას დაგპირდი იმ დღეს? - ციხეში უნდა გამიშვა. - უნდა ვაღიარო, შენი თავდაჯერებულობა მაოცებს, მაგრამ იცოდე, აქედან ვერ გამოძვრები. - ჰო, როგორც იტყვი. მალე სასწრაფოც მოვიდა. ლუკამ გოგონას სთხოვა ტელეფონი აეღო, რომელიც იქვე ბილიკზე ეგდო და აკაკის გარდა არავისთვის მიეცა. ოფიცერი ბიჭთან დაბრუნდა, არამგონია გადარჩესო, ახარა და კმაყოფილი სახით ჩასვა მანქანაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.