ჩემს გარდა არავინ შეიყვარო.(4)
4თავი. -დათა! უნებურად წმოვიყვირე.არაფრისმთქმელი მზერით დაიძრა ჩემკენ.დავინახე გოგო როგორ ალმაცერად მიყურებდა.გულში რაღაცამ ძალიან მაგრად გამკრა.ასე ადვილად შეუძლია ჩემი დავიწყება?გუშინ მე რო მეფერებოდა?მე რო მკოცნიდა?მეგონა გავაფრენდი ეჭვიანობისგან.. გოგო დიდი ვერაფერი..არა ვიტყუები.მაღალი ქერა თმით,მსხვილი(დაბოტოქსებული)ტუჩებით,ცისფერი თვალებითა და უგრძესი სწორი ფეხებით.დათას ისე ჩემოკიდებოდა კისერზე..! დათა მარტო ჩემია!როგორ გაბედა?როგორ მიეკარა?და დათაც,რომ უფლებას აძლევს..ეჭვიანობის ბოლო სტადიაში ვიყავი უკვე,ვატყობდი. -მაშო როგორ ხარ? ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე,სულ დამბურძგლა.. ისეთი მშვიდი იყო.(როგორც ყოველთვის) მგონი უნერვოა არა? ხო ხო აშკარად.. -დ-ათა-ა ენა დამება მე.დავინახე ტუჩის კუთხეში როგორ ჩაეღიმა. -დათ ეს ვინ არის? საშინლად გულის ამრევი ხმით თქვა,ქერა აყლაყუდამ და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.. ოხ უკვე "დათ"-ით მიმართავს? ისეთი მკვლელი თვალებით გავხედე,მზერით სიკვდილი,რომ შესაძლებელი ყოფლიყო უკვე მოკვდებოდა.. -ჩემი პირველი სიყვარულია ნატაშ.. ლამის ფეხები მომეკვეთა ამ სიტყვების გაგონებაზე.ისევ გაეღიმა.ხოლო ეგრედწოდებული "ნატაშა" უკმაყოფილო სახით მიმზერდა. პირველი და ბოლო არა?ხომ ეგრეა?ხო ბოლოვარ?ხომ არაფერს ნიშნავს ეგ გოგო შენთვის?!გთხოვ არა რა,მიყვარხარ ძალიან!მაგრამ,რომ მეშინია რა ჩემი ბრალია?შენი ბრალია!შენ წახვედი მე კი არა.შენ დამტოვე 7წლით მე კი არა.წინ წავედი მისკენ..პირისპირ დავუდექი და ტუჩები ყურებთან ძალიან ახლოს მივუტანე. -შენთვის უკეთესი მემეტება დათ..! "დათ" ძალიან გამოკვეთილად წარმოვთქვი,შემდეგ მხარი სულ ოდნავ გავკარი და წინ სიარული გავაგრძელე..იცინოდა მთელ ხმაზე იცინოდა.მეც გამეცინა.. * ამ დღის შემდეგ ძალიან დიდი ხანი აღარ მინახავს.არც წითელი ტუჩები დამსიზმრებია ღამით.სიმართლე გითხრათ? მ-ო-მ-ე-ნ-ა-ტ-რ-ნ-ე-ნ! გიჟი ვარ ხო?არანორმალური ხო?ვიცი ძალიან კარგად ვიცი,მაგრამ ის მაზოხისტური სიამოვნება..უბრალოდ ვერ ვივიწყებ გესმით?მისი ნამდვილი შეხებებიც მენატრება.. იმდენად მენატრება,რამოდენიმეჯერ დარეკვაც კი ვცადე.არ გიკვირთ,რომ გადავიფიქრე ხო?ჰო..არც მე. ადამიანები ერთმანეთს როგორ იკიდებენ ვინმე ამიხსნის?აი ესე ერთ დღესაც რომ ჰკიდიათ.როგორ შვებიან ამას?ვინმე მასწავლის?არავის აქვს სურვილი?ამის სწავლა საერთოდაც შესაძლებელია?შესაძლებელია ესე ერთ დღესაც აღარ გენატრებოდეს,აღარ გიყვარდეს,აღარ გაინტერესებდეს რას შვება,როგორ არის..საერთოდ აღარ გაინტერესებდეს ცოცხალია თუ არა..როგორ ახერხებენ ამას?ერთადერთი ვარ ვინც ყოველ ღამე ტირილში ატარებს? რატომ ვატარებ ტირილში?იმიტომ რომ მეშინია?!და რომ მიყვარს?რატომ არ ვდგები და არ მივდივარ მასთან?რატომ არ ვეუბნები,რომ კვლავ მიყვარს და სულ ყოველთვის მეყვარება?სწრაფად წამოვხტი ფეხზე და პიჟამოიანი გავარდი ოთახიდან უკვე საკმაოდ გვიანი იყო ნატაშკას(დედაჩემს) უკვე ეძინა,ამიტომ სახლიდან გაპარვა არ გამიჭირდებოდა..კიდევ კაი ბატონი მამუკა არ იყო სახლში და მივლინებით იყო ესპანეთში.(მამუკა მამაჩემია.)მეც დრო ვიხელთე ჟაკეტი შემოვიცვი,კეტებიც ჩავიცვი და ასე გიჟივით გავვარდი სახლიდან.ნატაშკას მანქანაში სწრაფად ჩავხტი და მისი სახლისკენ ავიღე გეზი.საათს დავხედე უკვე 5სრულდებოდა.ვიცოდი ეძინებოდა მაგრამ მაინც წავედი.მის გარეშე აღარ შემიძლია,არცერთი წამიც კი. უკვე მისი კარების წინ ვდგავარ და რაც ძალი და ღონი მაქვს ვაბრახუნებ..მისი დაგუდული ხმა მესმის კარს იქით. -ამის დედაც!5საათია.მოვდივარ ხო,გაჩერდი. ყვირის და კარს აღებს.მე რო მხედავს წამით შეშდება,მერე მათვალიერებს და გაშტერებული სახით მიყურებს.პირს აღებს რაღაცის სათქმელად,მაგრამ მე ვასწრებ.. -მიყვარხარ! ისე იღიმის ისე,ჯერ რო არასდროს გაუღიმია. -აქ იდექი კარგი?არ წახვიდე,ახლავე მოვალ. თავი დავუქნიე უბრალოდ.კარები მოხურა და 15წუთში გამოწყობილი გამოვიდა სახლიდან.ლიფტში შევედით,უკნიდან მომეხვია და თავი კისერში ჩამიდო.თავიდან დავიბადეთქო მეგონა..ჩემი(დედაჩემის)მანქანით წავედით,მთაწმინდაზე.მოგონებები,რომ ამომიტივტივდნენ გამაჟრჟოლა..სიყვარული ხომ აქ ამიხსნა.. * ძალიან ხშირად მოვდიოდით ამ ადგილზე.ვისხედით,ვსაუბრობდით და თბილისს ვუყურებდით.ულამაზესი ხედი იშლებოდა ჩვენს წინ.მახსოვს ერთხელ მზე ჩადიოდა,რომ ამოვედით.მისი ჟაკეთი მეცვა და ისე მათბობდა.. -სალაპარაკო მაქვს. დაიწყო დათამ.მე კი მისკენ შევტრიალდი და თვალი თვალში გავუყარე..მაშინ ისეთი დიდები გვეგონა ჩვენი თავები.მე 14-ის ვიყავი,დათა 16-ის. -გისმენ. -ზოგმა შეიძლება ჩვენს ურთიერთობას გატაცება დაარქვას,ზოგმა მეგობრობა,ზოგმა ბავშვური სისულელე,მაგრამ გეფიცები შენ,რომ გხედავ მგონია ამ ქვეყანაზე არ ვარ.ისეთი სასიამოვნო გრძნობა მივლის,არ მინდა როდესმე დასრულდეს.შენ,რომ მეხუტები და გაყინულ ცხვირს ყელზე მადებ სიამოვნებისგან კრუნჩხვები მეწყება ხოლმე.ვგიჟდები შენ პატარა თითებზე,ვგიჟდები გაბრაზებული,რომ ხარ და ტუჩებს,რომ ბერავ ხოლმე.მეკეტება იმ სახეზე სხვა გოგოსთან ერთად,რომ მხედავ..მაშინ გეფიცები მინდება მთელი სახე დაგიკოცნო!ისეთი საყვარელი ხარ,ისეთი სიტყვებით ვერც აღვწერ.ხანდახან მერყევი ხასიათი გაქვს,რაც მაცოფებს მარა ხანახან ისეთი კატეგორიული და მტკიცე ხარ..თითქოს 2ადამიანი ცხოვრობს შენში..ვგიჟდები რაღაც,რომ გიხარია და გაბრწყინებული სახე გაქვს,ამ დროს გეფიცები მთელს გალაქტიკაში ყველაზე ლამაზი ხარ..ვგიჟდები შენზე!ყველაფერი მიყვარს შენში.იმდენად მიყვარხარ,ვერც კი გიბრაზდები.შენ,რომ სხვასთან დაგინახო სერიოზულად გეუბნები მოვკვდები,მაგრამ ხოიცი,რო ყველაზე მეტად შენი ბედნიერება გამიხარდება მაშო?თუ არ გინდა არ მივხეთ ურთიერთობას უფრო სერიოზული სახე,თუ დრო გჭირდება არც ესაა პრობლემა და თუ სხვა გიყვარს და ჩემს მიმართ არანაირი გრძნობა გაქვს,მართლა მთელი გულით გისურვებ მასთან ბედნიერებას! ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა თვალებიდან.რა შეიძლება ყოფილიყო ამაზე დიდი ბედნიერება?მისი სიყვარულით ვიყავი გაჟღინთული თავიდან-ბოლომდე.იმდენად მიყვარს მეშინია არ შემძიძღდეს.ახლაც ისე მოთმინებით უცდის ჩემს პასუხს,ისე ნაზად მეხება სახეზე და ცრემლებს მწმენდს..ღმერთო რით დავიმსახურე ეს ადამიანი?!ვიცი ბევრი იფიქრებს 14წლის გოგო რეებს ტლიკინებსო,მაგრამ გეფიცებით ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული,რომ იმას რასაც ახლა ვგრძნობ..ამ რძნობაზე ნამდვილ რამეს ვერასდროს ვიგრძნობ. -არ მჭირდება დრო.არც სხვა მიყვარს!ურთიერთობის უფრო გასერიოზულებაც მინდა და ძალიან მიყვარხარ!მართლა,ძალიან.. ისევ იღიმის,ხელებს ძლიერად მხვევს და გულში მიკრავს. რაღა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბედნიერება?! * -გახსოვს? მიხვდა რაზეც ვფიქრობდი..ზუსტად მიმიხვდა. -რა დამავიწყებს?! -ამდენი ხნის შემდეგ ისევ ერთად ვართ. -იცოდე,რომ წახვიდე..კიდევ ერთხელ,რომ დამტოვო,გეფიცები ვერ გადავიტან.. -არსად წავალ პატარავ,გპირდები!ხო გჯერა ჩემი?! თავს ვუქნევ და ვუღიმი..უკვე თენდება.. რაღა უნდა თქვა ადამიანმა? გამთენია.. მე დათა და თბილისი.. -შენზე ლამაზი მე არავინ შემხვედრია! თავი ჩავხარე,გამეღიმა.. სწრაფად ამაწევინა თავი,მიღიმოდა.მერე სწრაფად მაკოცა და გამიღიმა ისევ. -ვგიჟდები ამ მომენტზე.რამე კომპლიმენტს,რომ გეუბნები თავს,რომ ხრი და იღიმი.მართლა შენ თავს ვფიცავარ მე შენზე ლამაზი არავინ შემხვედრია.თეთრი ფაქიზი კანით,სწორი ლამაზი ფეხებით,გრძელი თითებით(რაც მთავარია მოვლილი ფრჩხილებით..)ვგიჟდები შენს პატარა,მოცუცქნულ ტუჩებზე,სწორ ცხვირზე,რომელსაც ცოტაოდენი ჭორფლები ამშვენებს,თვალებზე რომელშიც შერწყმულია ყველა ლამაზი ფერი..თვალებში,რომ გიყურებ სადღაც ვიკარგები,ამქვეყნიური აღარ ვარ მართლა..შენს თმებზე,რომელიც ძალიან თხელი და ღია ყავისფერია,მაგრამ მზე რომ ურტყავს ოდნავ რიჟავდება..ისეთი ლამაზი ხარ მაშო ისეთი!ამ ქვეყნიური არ მგონიხარ! თვალები ბლანტი ცრემლით ამევსო,ისე დაიწყეს დენა ნებართვა არც კი უკითხავთ. -საშინლად უხდება შენს თვალებს ცრემლები!მაგრამ,გთხოვ ჩემს გამო არასდროს იტირო კარგი?საერთოდ არასდროს არავის გამო არ იტირო,კარგი პატარავ? თავს ვუქნევ და ძალიან ძლიერად ვეხუტები.თავზე მკოცნის,შემდეგ კი თვითონაც მხვევს ხელებს.. მეორედ ვსვავ ამ კითხვას.. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბედნიერება? * 3თვე ისე ლამაზად და ბედნიერად გავიდა ვერც კი აგიღწერთ.ჩვენი შერიგების ამბავი ვერ ვიტყვი,რომ მთელ თბილისს გაუხარდა მაგრამ უმეტესობა ძალიან გახარებულიყო.ჩემს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი 3თვე არ მქონია..სრული ჰარმონია იყო!არ გვიჩხუბია,უბრალოდ ვკამათობდით.. მერე დაიძაბა,ძალიან დაიძაბა დაბლოკილმა ნომერმა ნატაშას და დათას სურათები,რომ გამომიგზავნა.. * მოგეწონათ?როგორი იყო?აკლდა რამე?შეაფასეთ რა გთხოვთ!უნდა გითხრათ,რომ უკვე მასწავლებლები დამეწყო და პლიუს ამას უკვე სამეცადინოები მომცეს.არ ვიცი რამდენად ხშირ-ხშირად დავდებ,მაგრამ გქირდებით თავისუფალ დროს აუცილებლად დავწერ! პ.ს ვინც იცით მოთხრობა ჩემი "ვერა-ვაკე" გინდათ,რომ გავგრძელო?ამას წინათ თვალი გადავავლე და ძალიან სისულელე იყო,ვერ მივხვდი საერთოდ როგორ გვწერდი ან რატომ,მაგრამ სიუჟეტთან დაკავშირებით მუზები მომივიდა გმირები იგივეები იქნებიან,უბრალოდ წვრილმანებს შევცვლი და დავხვეწ რათქმაუნდა!თუ გინდათ გინდათ,რომ დავწერო ისევ?ოღონდ მას შემდეგ რაც ამ მოთხრობას დავასრულებ.თუ გავაგრძელე მოთხრობა სრულად დაიდება! ვსო ახლა წავედი,გკოცნით ტაისია.კომენტარები არ დაიშუროთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.