შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენგამოტანილი (ნაწილი 6)


18-09-2016, 18:14
ავტორი Villalobosta
ნანახია 1 750

ველოდი რას მეტყოდა, გული გამალებით მიცემდა, მისი ტუჩების სიმხურვალე ისევ მინდოდა შემეგრძნო.. ჩუმად არის.. ხმარ არ იღებს.. უბრალოდ დგას და მიყურებს. მეტი აღარ შემიძლია ეს სიჩუმე ისევ მე დავარღვიე:
- არაფერს იტყვი? - პასუხად კვლავ სიჩუმე მივიღე, ცივი მზერა, შეტრიალდა და თავის ოთახში შევიდა.. ისე რომ უკან არც მოუხედავს, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, არვიცოდი რა მექნა, უნდა გამხარებოდა თუ მწყენოდა მისი ამდაგვარი საქციელი.
დილით რომ გამოვედი ჩაის ადუღებდა და კარაქიან პურებს ამზადებდა. მაგიდასთან დავჯექი, ისევ სიჩუმე, ალბათ მისი ნება რომ ყოფილიყო არასდროს
დამელაპარაკებოდა, მაგრამ მე სულმოუთქმელი ვარ, არ შემიძლია ასეთ შემთხვევებში ჩუმად ყოფნა. ბევრი ყოყმანის შემდეგ ძლივს ამოვილუღლუღე:
- და..ლაპარაკება მინდა შენთან
- რაზე? - ისე არხეინად მკითხა ვითომც არაფერი
- ვერ ხვდები რაზეც?
- ვერაა - თან ღიღინებდა თავისთვის
- ასე მოქცევით რის მიღწევას ცდილობ!! - ხელი დავარტყი მაგიდაზე გაბრაზებულმა, მიშო უცებ შეხტა.
- აუჰ რა დღეში გაქვს ნერვები.. - ცინიკურად ლაპარაკს აგრძელებდა.
- ნუთუ შენთვის სულერთია რაც მოხდა, ნუთი ამ დონემდე გკიდია ყველაფერი.
- ამიხსენი წესიერად რას გულისხმობ
- გუშინდელ კოცნას
- რა კოცნას? მე არაფერი არ მახსოვს
- ნაგავი ხარ!
- მადლობა კონპლიმენტისთვის.. ახლა მოდი ჭამე
- შენი არაფერი მინდა - გაბრაზებული მაგიდიდან ავდექი
- ნუ გინდა. მოემზადე 10 საათისთვის საავადმყოფოში წავალთ.


ბებია სახლში წამოვიყვანეთ, მე ვუვლიდი, არაფერა ვაკლებდი, ვეფერებოდი, წამლებს ვალევინებდი.
- როგორაა - მკითხა თორნიკემ ჩუმად.
- წეღან ჩაეძინა
- მოდი ერთი წუთი აქეთ რა საქმე მაქვს.
- რა იყო? მიშო უკვე წავიდა?
- ხოო და მიშოზე უნდა გელაპარაკო ზუსტად.
- ხოო? გისმენ - თითქმის მივხვდი რაშიც იყო საქმე.
- სოფი ხო იცი ჩემთვის დასავით რომ ხარ
- ვიცი თოკა, შენც ძმა ხარ ჩემთვის
- ხოდა სწორედ მაგიტომ არ მინდა რომ გული გეტკინოს
- გული რამ უნდა მატკინოს ან ვინ - თავი ისე მოვიკატუნე თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი
- მოდი პირდაპირ გეტყვი. მიშომ ყველაფერი მითხრა გუშინ რაც მოხდა.. სოფი მიშო თავისებური ტიპია, ცუდი ადამიანი არაა, მაგრამ აჩემებული აქვს თავისთვის რაღაც ერთი მიზანი და არ მინდა რომ შენც იმ სულელური მიზნის მსხვერპლი გახდე. მას ბავშვობიდან ვიცნობ და არც ის მომეწონება რომ რომელიმე თქვენთაგანის მიზეზით ვინმესთან უკმაყოფილება მომივიდეს. გამიხარდებოდა ერთად რომ იყოთ მაგრამ შეუძლებელია ეგ ხო ხვდები არა?
- მე არ მიმაჩნია შეუძლებლად, და სანამ ბოლომდე არ ვცდი არ მოვეშვები, იდიოტია და ვერ ხვდება რომ იმ გოგოს გამო ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავს
- ეჭვი მეპარება რამე შეცვალო, გთხოვ დაანებე თავი. ნუ გააკეთებ ისე რომ ვეჩხუბო, ჩემთვის ბევრს ნიშნავს
- მე არ გთხოვ ეჩხუბეთქო
- შენ რომ გული გატკინოს როგორ ფიქრობ არ ვეჩხუბები? და მშვიდად შევხვდები ამ ამბავს?
- თორნიკე ეს ჩემი პირადია და ჩარევას არ გთხოვ.
შუადღით მიშოსთან გავედი, მის გამოლანძღვას ვაპირებდი, პირი რომ მოაღო და ჩემთან ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ახსოვდა. კარი დედამისმა გამიღო:
- გამარჯობა ეკა, როგორ ხარ? - გავუღიმე და გადავკოცნე
- შემოდი სოფი, შენ როგორ ხარ.
- არამიშავს, მიშო სახლშია?
- არა საღამომდე არ იქნება.
- აა კაი მაშინ საღამოს გამოვალ, საქმე მქონდა რაღაც.
- სოფი დაიცა რაა, ცივ ყავას გავაკეთებ თან შენთან ისედაც დალაპარაკება მინდოდა, თუ არ გეჩქარება
- არა არ მეჩქარება - ეკას სახლში შევყევი.
- ცუდად არ გამიგო სოფი, დღეს დილით თქვენს საუბარს მოვკარი ყური შემთხვევით.
- ღმერთო რა სირცხვილია - ეკასი ძალიან შემრცხვა ჩემზე რას იფიქრებდა.
- არა არა ნუ გრცხვენია ჩემი. თანაც მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
- ანუ?
- ანუ ის რომ მომბეზრდა ჩემი შვილის ერთჯერადი ურთიერთობები. შენ ყველაზე კარგი შანსი ხარ მის ცხოვრებაში ჩემი აზრით.
- თქვენ ფიქრობთ რომ მიშოსთან შანსი მაქვს?
- ასე რომ არ მგონებოდა არც ლაპარაკს დაგიწყებდი მაგ თემაზე - ეკას სიტყვებმა სასწაულად გამახარა.
- იცით? თავიდან მიშო რომ გავიცანი ვერ ვიტანდი.. არვიცი ასე მოკლე დროში რა მოახერხა რომ გამაგიჟა. არც ის არ ვიცი მე ოდესმე შევძლებ თუ არა მის გულში მცირე ადგილის დაკავებას მაინც.
- მიშოს ქალების მოხიბვლა არასდროს უჭირდა.. ჩემი აზრით შენ ეს უკვე შეძელი.. მიშო ვერ ხვდება მაგდენს მაგრამ მე ვხვდები დედა ვარ და ვატყობ ჩემი შვილი რასაც გრძნობს. რაც ანის დაშორდა იმის მერე ასეთი ჩაფიქრებული, დადარდიანებული არ მინახავს. არც დაულევია და უძილობაც არასდროს უგრძვნია. არამგონია დამთხვევა იყოს რომ ეს ყველაფერი შენი გამოჩენის შემდეგ ხდება.
- თქვენ ახლა უსაშველო სტიმული მომეცით.
- იბრძოლე ჩემო გოგო ჩემი უტვინო შვილისთვის. იქნებ შენ ხარ ის ვინც შეძლოს ამ სამყაროსკენ მოაბრუნოს ისევ.
- ყველაფერს გავაკეთებ მაგისთვის.. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შორს დიდი ასაკობრივი ზღვარია და სრულფასოვან ქალად ვერ აღმიქვამს.
- ეგ არაფერი. დღეს საღამოს ქალაქგარეთ მივდივარ 2 დღით. მარტო იქნება. იქნებ ეს დღეები დაგეხმაროს უფრო.
- აუ რა ჯიგარი ხარ ეკა. სადედამთილოც ასეთი უნდა, შეიძლება ჩაგეხუტო? - ეკას გაეცინა:
- რას მეკითხები რათქმაუნდა შეიძლება - ისე თბილად ჩამეხუტა და ისეთი საყვარელი ქალია რომ არვიცი.
- ნეტა მიშოც დაგემსგავსებინა ცოტათი..
- იცი როგორი თბილია? და საყვარელი.. უბრალოდ ვერ გამოხატავს
- არაუშავს მოვარჯულებ
- აბა შენ იცი! - ვიცინოდით და ვჭორაობდით, ხან რაზე, ხანაც რაზე.. ეკასთან საუბრისას მეგონა დიდი ხნის ნაცნობ დაქალს ვეჭორავებოდი. აშკარად საოცარი ქალია.
საღამოს ლამაზად გამოვიპრანჭე, მინდოდა მიშოზე რაღაც შთაბეჭდილება დამეტოვა.. მისი სახლისკენ ავიღე გეზი. მაგრამ კარებიდან უკან მოვბრუნდი.. გამახსენდა რომ ლეიბის ქვეშ კიდევ მქონდა ნარკოტიკი
დარჩენილი.. გამოვიღე.. გავხსენი, მაგრამ იმისთვის არა რაც ახლა იფიქრეთ.. მთლიანად ყველა ფანჯრიდან გადავყარე.. ხელები გადავიბანე და კმაყოფილი წავედი მიშოს სახლისკენ. ჩემი დანახვა გაუკვირდა:
- არ მელოდი?
- არ მიყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები
- რატო, ხელს გიშლი? ალბათ რომელიმე ნაშას ელოდები რომ მარტო ყოფნით დატკბე.
- გაოცებულო ვარ ასეთი მიხვედრილი რანაირად ხარ.
- რატომ მექცევი ასე?
- როგორ?
- ჩემთან ისე იქცევი ვითომც არაფერი, მეორე წუთში კი ჩემს დეიდაშვილთან მიდიხარ და ყველაფერზე ეჭორავები.
- შენს დეიდაშვილზე გამახსენდა იცის აქ რომ ხარ? დარწმუნებული ვარ არა!
- იქ სადაც ორის საქმე არის საჭირო არ არის მესამე ჩაერიოს.
- რატომ მოხვედი, ეკამ გელაპარაკა ხო?
- რომ გითხრა მომენატრე და მოვედითქო დამიჯერებ?
- მაგას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს.
- არ მჯერა.
- ნება შენია.. ჯობია წახვიდე.. არ მინდა რამე ისეთი გითხრა ან მოხდეს რომ მერე ოროვემ ვინანოთ..
- თუ იმას გააკეთებ რისი გაკეთების სურვილიც გაქვს მერე შეუძლებელია ინანო.
- რა გელაპარაკო ბავშვი ხარ და ვერაფერს ხვდები
- გეთანხმები ბავშვი ვარ მაგრამ მეორეში ვერ დაგეთანხმები. ყველაფერს შენზე უკეთესად და ადრე ვხვდები.
- მაშინ იმასაც მიხვდებოდი რომ შენი გულის ტკე
ვერიდები! წადი შენი ნებით გთხოვ! - ხმას აუწია.
- რომ არ წავიდე? არ წავალ! დამიჭირე და წავალ - მთელს სახლში სირბილი დავიწყე, მიუხედავად იმისა რომ მიშო ერთ ადგილას იდგა მე მაინც დავრბოდი, მის ოთახში შევვარდი და საწოლზე ხტუნვა დავიწყე ფეხებით, აი აქ კი ეტყობა ყელში ამოუვედი, ჩემთან მოვიდა, მკლავში მაგრად ჩამავლო ხელი და ლოგინიდან ჩამომათრია, მაჯანჯღარებდა და მიყვიროდა
- გეყოფაა! ყელში ამოხვედი! ტკბილი სიტყვა შენთან არ გადის! ნეტა შენი თავისთვის გეყურებინა! 2 წლის ბავშვიც არ მოიქცეოდა ასე! თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნია?
- არააა!!! მე უთავმოყვარეო, უსინდისო და ტუტუცი გოგო ვარ როგორც შენ მეუბნებოდი!! - მეც ვყვიროდი და ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა თვალები ცრემლებით მევსებოდა.
- ტყუილად გაქვს მოლოდინები შეიგნე! იმას ებღაუჭები რაც არასდროს მოხდება!
- არა ცდები! ასე მეგონა ნარკოტიკზეც! მაგრამ სახლიდან წამოსვლისას იცი რა გავაკეთე? მთლიანად
გადავყარე, ისე მოვისროლე ფანჯრიდან როგორც ეს შენ გააკეთე გუშინ! თუ მე ეს შევძელი, არც ის არაა გამორიცხული რომ შენც შეძლო რეალობისთვის თვალის გასწორება!
- მიხარია რომ ეს ნაბიჯი გადადგი, მაგრამ უარესიაკენ ნუ წახვალ გთხოვ! გაიგე როცა ერთხელ გეტყვიან რაღაცას! - კარები გააღო და ძალით გარეთ გამსვა, მერე კი კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. კართან ჩავიკეცე და ვტიროდი.. მიშოს სახლიდან კი ჭურჭლის მსხვრევის ხმა ისმოდა.. ავდექი და ნელ-ნელა წამოვედი.. თან ვტიროდი.. ყველაფერზე მეფიქრებოდა.. სახლში მივედი, ლოგინში ჩავწექი და მალევე ჩამეძინა.. დილით თვალები ჩაწითლებული მქონდა.. არავის ველაპარაკებოდი.. არც გარეთ გამოვდიოდი.. ახლა ყველაზე უბედური ვიყავი.. ნარკოტიკები გადავყარე მაგრამ ჩემი ყველაზე მთავარი ნარკოტიკი ვინც იყო უფრო მის გარეშე ყოფნა მიჭირდა, ვიხრჩობოდი ცრემლებისგან და მონატრებისგან.. თუმცა მეტის გაკეთებას ჯერ-ჯერობით აღარ ვგეგმავდი.. ცოტა
ხნით დატკბეს მარტოობით იქნებ მარტოობა დაეხმაროს იმის მიხვედრაში რომ ბოლომდე არ ვკიდივარ. 5 დღეში თორნიკეს დაბადების დღეა, ისედაც რესტორანში იხდის, ასე რომ მისი სურვილია მიუხედავად მაინც მოუწევს ჩემთან შეხვედრა, თუმცა მანამდე ინიციატივას არ გამოვიჩენ. არც ფეისბუქზე შევსულვარ ამ
5 დღის განმავლობაში, მობილურიც გამორთული მქონდა, ველოდი რომ თორნიკე მეტყოდა გიკითხაო თუმცა ამაოდ. ამ 5 დღის განმავლობაში ჩვენთან არცერთხელ არ მოსულა.. თითქოს ეს 5 დღე საუკუნეებად იქცა, არ შემეძლო, ახლა მართლა ვიხრჩობოდი.. მაშ ასე? კარგი! აუცილებლად ვასწავლი ჭკუას! ვანანებ
თითოეულ სიტყვას.. დადგა ეს დღეც. თორნიკეს დაბადების დღეა! ამ დღისთვის სპეციალურად ვიყიდე ახალი კაბა, მოკლე ერთიანი, წითელი.. მინდოდა რომ საღამოს ლამაზი კი არა არამედ სექსუალური ვყოფილიყავი. ზედმეტად თამამად მეცვა, კაბა ისედაც მოკლე, წინ ნახევრად მკერდი მიჩანდა, უკანაც
ამოტყავებული, მაკიაჟი გავიკეთე, თმები გავიშალე, შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი.. ერთი სიტყვით თავადა მიჭირდა იმის დაჯერება რომ 17 წლის ვიყავი რადგან ყოველთვის თინეიჯერულად ვიცმევდი. მთელი საძმაკაცო ჰყავდა დაპატიჟებული თორნიკეს, გოგოებიც ბევრნი იყვნენ.. მხოლოდ
ახალგაზრდები ვიყავით. მე დავაგვიანე, ასე განზრახ მოვიქეცი, ეფექტურობისთვის დაგვიანება ყველაზე კარგი საშუალებაა, უმეტესობა ჩემზე ამახვილებდა ყურადღებას, რეატორანში პატარა ტორტით ხელში მივედი, პირდაპირ თორნიკესკენ გავექანე და ტორტი სახეში შევათხლიეშე:
- დაბადების დღეს გილოცავ
თოკააა
- გადარეულო! - სულ კრემიანი სახით მეხუტებოდა და მკოცნიდა, გახარებული ვიყავი, ისე ვიჭერდი თავს რომ ამქვეყნად არაფერი მადარდებდა, წარმოგიდგენიათ? "ის" თორნიკეს გვერდით იდგა და მისთვის ერთხელაც არ შემიხედავს, ერთხელაც არ მიგრძვნია რომ ამ დღეების განმავლობაში მის გამო
ვიტანჯებოდი.
- ყოჩაღ სოფი ვამაყობ შენით! - ვფიქრობდი გულში. ვცეკვავდი თითქმის ყველა ცეკვაზე, ბოლომდე ვერთობოდი, ვიცინოდი. ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია, ხან ერთ ვეცეკვებოდი, ხან მეორეს.. ყველასთან ვცეკვავდი, ვხედავდი ჩუმად ვაპარებდი მაინც თვალს მისკენ.. მაგიდასთან იჯდა
იშვიათად ერთვებოდა ჩვენთან ერთად მხიარულებაში. მიხაროდა რომ ასე იყო, ვამჩნევდი იმასაც რომ ჩემი მისვლის შემდეგ უფრო და უფრო უფუჭდებოდა ხასიათი.. არ მეჩვენება ეჭვიანობს! ეჭვიანობს სხვას რომ კისერზე ვეკიდები! უბრალოდ ვირია და თავადაც არ უნდა ამის აღიარება, მაგრამ ერთი რამ ცხადია.
ჩემმა გეგმამ გაამართლა. ყველა ადამიანს აქვს სუსტი წერტილი, მამაკაცებში კი ეს სუსტი წერტილი უფრო ხშირად უყურადღებობაა, ყველას სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა, შემდეგ კი ვეღარ ვეგუებით რომ ვიღაცას ვკიდივართ. ასე გრძნობდა ახლა მიშო თავს, ეტყობოდა რომ ბრაზობდა, ცოტაც და
ალბათ გასკდებოდა, თუ მას შეუძლია თავის მოკატუნება ეს ჩემთვის ორმაგად ადვილია. სპექტაკლის შეწყვეტას მანამ არ ვაპირებდი სანამ თვითონ არ გადმოდგამდა პირველ ნაბიჯს. ისევ მაგიდასთან იჯდა, ამჯერად სულ მარტო, სიგარეტს ეწეოდა. გამომწვევად გავხედე და შემდეგ პირველ სართულზე ჩამოვედი.
უკან არ მომიხედავს მაგრამ ვგრძნობდი რომ ვიღაც მომყვებოდა. საპირფარეშოში შევედი, პომადას ვისვამდი როცა მიშომ კარი შემოაღო.. სულაც არ გამკვირვებია.. კარები ჩაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა..
უკან არ მომიხედავს მაგრამ ვგრძნობდი რომ ვიღაც მომყვებოდა. საპირფარეშოში შევედი, პომადას ვისვამდი როცა მიშომ კარი შემოაღო.. სულაც არ გამკვირვებია.. კარები ჩაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent