შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 25)


18-09-2016, 19:14
ავტორი Kristy
ნანახია 1 974

შეშინებულმა გოგონამ მაშინვე მამასთან დარეკა და დაწვრილებით უამბო, რაც მოხდა. კაცი ხმამაღლა ილანძღებოდა, თუმცა ლიზი ვერ მიხვდა ვის ლანძღავდა, არც აინტერესებდა, ახლა მხოლოდ ლუკა ადარდებდა. მამამ სთხოვა ასე ანერვიულებული საჭესთან არ დამჯდარიყო, თვითონ გამოგივლი და ერთად წავიდეთ განყოფილებაშიო, ლიზიც მაშინვე დასთანხმდა, მანქანის მართვის თავი არ ჰქონდა. სანამ მამას ელოდებოდა, გიორგიმ დარეკა, ლიზიმ მასაც უთხრა, რომ ლუკა დაიჭირეს და რომ ეს მისი დის მკვლელის ბრალი იყო. განყოფილებაში მისულებს აკაკი იქ დახვდათ.
- სად არის ლუკა? - სწრაფად იკითხა ლიზიმ.
- ტელეფონი შენ გაქვს? ლუკამ მითხრა, რომ მათი საუბარი ჩაიწერა.
- მე სახლში ვიყავი, არაფერი ვიცი, - გოგონამ ტელეფონი გაუწოდა. - სანამ წაიყვანდნენ მითხრა, მარტო აკაკის მიეციო. რა ჩაიწერა?
- როგორც ჩანს, იმ ბიჭს ყველაფერი ათქმევინა. ეს ჩანაწერი ამტკიცებს, რომ გუკა მკვლელია.
- მართლა? ანუ დაიჭერენ?
- როგორც კი საავადმყოფოს დატოვებს. ამაზე პირადად ვიზრუნებ.
- მართლა, როგორ არის? ლუკასც ხომ არ დაიჭერენ ამის გამო?
- არა, ლუკას მე მივხედავ.
- მადლობა აკაკი.
- არაფერს, ჩემო კარგო. წამოდი, მიგიყვან ლუკასთან. შენი ნახვა გაუხარდება და იქნებ ცოტა დამშვიდდეს.
- ნერვიულობს?
- თვითონ ნახე. - ლუკა გისოსებს მიღმა წინ და უკან დადიოდა, თითებს ნერვიულად იმტვრევდა და ჭერს გასცქეროდა.
- ლუკა, კარგად ხარ ძვირფასო?
- ჰო, ჰო, კარგად ვარ. ნუ დაარდობ პრინცესა.
- აკაკიმ შემაშინა, ნერვიულობსო.
- მართლა? - ბიჭმა მას გახედა. - ეგ არაფერი, უბრალოდ აქ არ მომწონს. ტელეფონი შენ გაქვს?
- ახლა უკვე აკაკის აქვს. როგორ ათქმევინე?
- ტრაბახა ტიპია, ეს გამოვიყენე.
- და რატომღა ცემე?
- არ ვიცი, კონტროლი დავკარგე. აკაკი, გადარჩა?
- გადარჩება. რაც მთავარია, გონს მოვიდა, მაგრამ საავადმყოფოში კარგა ხანი მოუწევს დარჩენა.
- ჩანაწერის მოსმენა მინდა. - თქვა უცებ ლიზის მამამ.
- კარგი, მეც მაინტერესებს. - თქვა აკაკიმ და ჩანაწერი ჩართო.
აკაკი ინტერესით უსმენდა გუკას ყბედობას, რომელიც ძვირად დაუჯდა და გულის სიღრმეში თვლიდა, რომ ცემა დაიმსახურა; ლიზი და მამამისი კი ნერვიული გამომეტყველებით უსმენდნენ ჩანაწერს, მოვკლავ იმ ნაბი*ვარსო, წაილაპარაკებდა ხოლმე დროდადრო თამაზი, თან მუშტს შეკრავდა, თითქოს ახლა მის წინ დგას და საცემად ემზადებაო.
- ჰეი, ყველაფერი რიგზეა პრინცესა. ვერაფერს დაგიშავებს. - უთხრა ბიჭმა ლიზის, როცა მისი აკაკნკალებული ხელები დაინახა.
- არ მეშინია, უბრალოდ ვბრაზდები. - ნერვიულად თქვა გოგონამ. - კიდევ რამდენს იმუქრება. სინდისიც კარგი რამეა.
- საკადრის სასჯელს მიიღებს. ამჯერად ნამდვილად დაისჯება. - თავდაჯერებული ტონით თქვა ლუკამ და გოგონას ხელზე აკოცა.
- და შენ? ლუკა, თითქოს მშვიდად ხარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც გაწუხებს. მითხარი რა ხდება.
- ასე მეტყობა?
- ცდილობ არ შეგეტყოს და ამიტომ უფრო გეტყობა. მითხარი.
- ჯანდაბა, ამ კედლებში ჭკუიდან ვიშლები.
- მალე გახვალ. - ჩაერია საუბარში აკაკი.
- კარგი და რას ველოდებით?
- დასტურს, რომ უფლება გაქვს წახვიდე.
- წადი შენი, ორივემ ვიცით, რომ შენ ეს არ გჭირდება.
- ახლა მჭირდება, შენი წყალობით სხვათაშორის, ბევრი პრობლემა შექმენი შენი სასიყვარულო დრამის გადამკიდე. ორი ტიპი მოვა, შენ და ლიზის დაგკითხავენ, ატყვით რომ სახლში მოგივარდათ, ფანჯარა ჩაამტვრია და დაგემუქრათ, შენ კი ცოლს იცავდი და შემოგელახა. დანარჩენს მე მივხედავ.
- ვინ არიან?
- ჩვენი განყოფილების საქმიანობით დაინტერესებული პირები. - უცნაური ტონით თქვა აკაკიმ.
- ჯანდაბა, ახლა რაღა უნდათ? ან ამდენი ხანი სად არიან? აქედან სასწრაფოდ მინდა გასვლა.
- თავი ხელში აიყვანე!
- ყველაფერი კარგად იქნება ლუკა. - ბიჭის გამხნევება სცადა ლიზიმ. - არ მესმის ასე რატომ ნერვიულობ. ხომ გითხრა, რომ გაგიყვანს აქედან?!
- მიზეზი ვიცი და მისი მესმის, მაგრამ უნდა დამშვიდდეს.
- რა მიზეზია?
- არაფერი! - სწრაფად თქვა ბიჭმა და აკაკის მუქარით გახედა.
- ლუკა, მითხარი რაზე საუბრობს. - ბიჭმა თავი დახარა და გაჩუმდა.
- ის ბიჭი ვინაა, შენს წინააღმდეგ რომ აძლევს ჩვენებას? - თემა შეცვალა აკაკიმ.
- რა ჩვენება? - გაუკვირდა ლიზის.
- გიორგი მოვიდა აქ, თავი მოწმედ გამოაცხადა. როგორც ვიცი, თქვა, რომ ჩხუბი მე დავიწყე.
- შენ დაგირეკა და ვუპასუხე. მითხრა, გამყოფილებაში წავალო.
- შენ უთხარი რაც მოხდა?
- ჰო. არაფერი მესმის, ასე რატომ თქვა?
- დარწმუნებული ვარ, იმ ოფიცრის ხრიკებია, ვინც დამიჭირა. არ უნდა, რომ ამ საქმიდან გამოვძვრე, სიტყვა მომცა, რომ გამომამწყვდევდა.
- ჰო, ეგ მახსოვს. ჩემი ბრალია.
- მანამდეც ვერ მიტანდა. პრინციპში არ ვიცი რას მერჩის, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა, რამე შარი მოედო ჩემთვის.
- და ვინ არის ის ბიჭი? - ისევ იკითხა აკაკიმ.
- ჩემი მეჯვარეა. - ირონიულად გაიცინა ბიჭმა.
- და რამდენი იცის შენმა მეჯვარემ?
- არც ისე ბევრი.
- კიდევ რამდენმა იცის ეს „არც ისე ბევრი“?
- მხოლოდ რამდენიმემ.
- მათ ენდობი?
- კი.
- ისე, როგორც იმ მეჯვარეს?
- არა! მათ ყოველთვის ვენდობოდი, არაფერს იტყვიან, გიორგი კი... უბრალოდ მეგონა, რომ მასში რაღაც შეიცვალა.
- და შენც მაშინვე დაიჯერე.
- აკაკი, არ გინდა!
- კარგი და რა უნდა შენგან მაგ ბიჭს?
- არაფერი... არ ვიცი... უბრალოდ ასეთია...
- ლუკა, ლუკა! როდის გაიგებ, რომ ადამიანები არ იცვლებიან? ეს არასოდეს ხდება, არასოდეს! - ბოლო სიტყვა დიდი მონდომებით ჩამომარცვლა აკაკიმ.
- მეგონა სიმართლეს ამბობდა, მეგონა მიხვდა.
- სიმართლეს? დაიმახსოვრე ჩემო ბიჭო, ზოგჯერ ერთადერთი სიმართლე, რისიც უნდა გჯეროდეს ისაა, რომ ირგვლივ ყველა ტყუის!
ლუკა კედელში ჩაშენებულ გრძელ სკამზე ჩამოჯდა, რომელიც თაროს უფრო ჰგავდა, ხელები თმაში შეაცურა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. ლიზი მამამ გვერდით გაიყვანა და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ოთახში დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა.
- აკაკი, როდის მოვლენ? - იკითხა ლუკამ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.
- შეწყვიტე ლაწირაკივით კანკალი და დამშვიდდი. - ჩურჩულით თქვა აკაკიმ. - არ მინდა მათ ასეთ მდგომარეობაში დახვდე და აფიქრებინო, რომ არასტაბილური ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქედან ვერასდროს გახვალ! თავი ხელში აიყვანე!
- გგონია არ ვიცი? უბრალოდ არ შემიძლია. - ჩურჩულითვე გაეპასუხა ბიჭი.
- შეგიძლია! იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია! ასე რომ არ იყოს, იმ ყველაფერს ვერ გამოივლიდი და იმ კაცად ვერ ჩამოყალიბდებოდი, ვინც ახლა ხარ! ახლა კი მინდა ისევ იპოვნო შენს თავში ეს ძალები და დამშვიდდე! აღარ ხარ ის პატარა ბიჭი, აღარც ის მდგომარეობაა ახლა, რაც მაშინ იყო.
- კარგი, ჰო. ვცდილობ.
- რაზე საუბრობთ? - ჩაერია საუბარში ლიზი. - ისევ ნერვიულობ ლუკა?
- ძალიან მრცხვენია, რომ ასეთ მდგომარეობაში მხედავ.
- რას გულისხმობ? გისოსებს მიღმა რომ ხარ თუ ამის გამო რომ ნერვიულობ?
- ალბათ ორივე.
- კარგი რა, სამარცხვინო არაფერია. მითხარი, რა გავაკეთო, რომ თავი ცოტა უკეთ იგრძნო?
- გისოსებს მიღმა რომ არ ვიყო, მოგეხვეოდი. ახლა ისე მჭირდები, როგორც არასდროს.
- მოდი აქ, - ლიზიმ მისი ხელი აიღო და გულზე მიიკრა. - მე აქ ვარ, შენთან!
ლუკამ მის წინ მდგომ გოგონას ხელები დაუკოცნა, მერე თმებზე მიეფერა და თავი დამნაშავესავით ჩაღუნა, რაღაცაზე დაფიქრდა, თითქოს გონებაში რაღაც გააანალიზა და შედეგი არ მოეწონა. ლიზი ბიჭის თვალებში ხედავდა ამ დილემას, უნდოდა მისგან გაენთავისუფლებინა, უნდოდა მოეყოლა ის, რაც ასე აწუხებდა, მაგრამ არ უნდოდა რამე დაეძალებინა, მითუმეტეს ახლა.
- როცა ვთქვი, რომ ჩემზე ყველაფერი გითხარი, მოგატყუე. - თქვა უცებ ბიჭმა. - არის რაღაც, რაც ჯერ კიდევ არ იცი.
- არაუშავს ლუკა, ვხვდები, რომ ეს ციხის პერიოდს ეხება და გიჭირს ამაზე საუბარი. თუ გინდა, შეგიძლია ახლა მომიყვე.
- მე გითხარი, რომ მათ დავეხმარე და გამომიყვანეს... - ლუკამ აკაკიზე ანიშნა. - ციხე მაშინ არ დამიტოვებია, იმ ხალხმა კი, ვისაც გეგმები ჩავუშალე, გადაწყვიტა ჩემთვის ჭკუა ესწავლებინათ... ერთი ტიპი მომიგზავნეს ციხეში, მთავრობის ძუკნას მეძახდა და სულ მიმეორებდა, რომ ერთხელაც ძუკნასავით მიხმარდა. მისი საშინლად მეშინოდა, მისი ხმის მოსმენაც კი მზარავდა, თუნდაც შორიდან. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მისგან რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი.
- რას ნიშნავს ყველაფერს აკეთებდი?
- ყველა ფიქრობდა, რომ ს ვცდილობდი... სინამდვილეში კი უბრალოდ მისგან შორს ყოფნა მინდოდა. ვიცოდი, რომ საავადმყოფოში ვერ მომწვდებოდა.
- საკუთარ თავს იზიანებდი?
- ეს იმაზე ბევრად უკეთესი იყო, რაც მისგან მელოდა.
- არასდროს უცდია, დამკავშირებოდა. - დანანებით თქვა აკაკიმ. - რომ შეგვხმიანებოდა, ამის გამოვლა არ მოუწევდა.
- და რატომ არ გააკეთა ეს?
- ფიქრობდა, რომ იქ ყოფნას იმსახურებდა.
- რა? რატომ?
- არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, მიზეზი არც თვითონ იცის. უბრალოდ საშინელი თვითგანადგურების ინსტიქტი ჰქონდა გამომუშავებული.
- მე ყველაფერი გავაკეთე, რომ იქამდე მივსულიყავი, სადაც აღმოვჩნდი. - თქვა ბიჭმა. - ყველას შევაძულე თავი, ყველა გადავიკიდე და ვთვლიდი, რომ შედეგს ვიმკიდი. ამიტომ არ ვცდილობდი რამე შემეცვალა, მაგრამ იმის დაშვება არ შემეძლო, რომ ...
- კარგი... მერე რა მოხდა?
- დიდი ხანი გავურბოდი, მაგრამ ერთხელ მაინც გამომიჭირა, როცა სრულიად მარტო ვიყავი. შიშისგან ადგილზე გავიყინე, თითქოს პარალიზებული ვიყავი. - ბიჭი ხელებს იმტვრევდა. - მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავი აუცილებლად უნდა გადამერჩინა. პირველივე ნივთი ავიღე, რაც ხელში მომხვდა და გამეტებით ჩავარტყი... მახსოვს, როგორ დაიყვირა და წაიქცა, თავზე სისხლი ჩამოსდიოდა, მე კი ისევ ვურტყამდი... ვიცოდი, რომ უკვე უსაფრთხოდ ვიყავი, შემეძლო გაჩერება და წასვლა, მაგრამ არ ვჩერდებოდი, რადგან ვიცოდი, თუ აქედან გამოძვრებოდა, სხვა დროს ნამდვილად ვეღარ გადავურჩებოდი... მერე დაცვა მოვიდა, ძალით დამაწვინეს, მე კი მაინც მისკენ ვიწევდი, რომ კიდევ ერთხელ ჩამერტყა.
- ჩემი საბრალო ბიჭი. - აღმოხდა ლიზის.
- კარცერში გამიშვეს, მაგრამ არ მადარდებდა, რადგან ვიცოდი, რომ ის მკვდარი იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ აღარ სუნთქვადა, რომ მის საზიზღარ ხმას აღარ მოვისმენდი, რომ არ ვნახავდი იმ დამცინავ სახეს, რომელშიც შესაფერისი მომენტის მოლოდინი ჩანდა. თუმცა ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, გავაცნობიერე, რომ ადამიანი მოვკალი, დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა, კოშმარები დამეწყო... ცარიელ ოთახში ვიყავი გამოკეტილი სრულიად მარტო და სიბნელეში ყველგან მას ვხედავდი... მახსოვს, თავიდან ვყვიროდი, ვითხოვდი იქიდან გავეშვით, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა, მერე დავნებდი, ოთახის კუთხეში მივიყუჟე და ჩრდილების თვალთვალი დავიწყე, სასოწარკვეთილი ვიყავი, სიგიჟის ზღვარზე...
- ერთ დღეს გადავწყვიტე, მომენახულებინა ბიჭი, რომელმაც გადაგვარჩინა და სანაცვლოდ არაფერი უთხოვია. - გააგრძელა აკაკიმ. - ციხეში მივედი და მითხრეს რაც მოხდა. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ეს ჩვენ დავმართეთ და ძალიან შემეცოდა. მასთან შეხვედრა მოვითხოვე... ფერმკრთალი იყო, შეშინებული და ყველასგან საფრთხეს ელოდა... საერთოდ არ ჰგავდა იმ ბიჭს, რომელიც ადრე გავიცანი.
- დღემდე არ ვიცი, როგორ არ გავგიჟდი საბოლოოდ ან რამ გადამარჩინა, მაგრამ აკაკი რომ არა, ალბათ ვერაფერი მიხსნიდა.
- რამდენი რამ გაგივლია. - გაოცებული უსმენდა ლიზი.
- მკვლელი ვარ ლიზი, - ლუკამ საცოდავად შეხედა გოგონას. - ეს მაინც გავაკეთე, მაინც მოვკალი ადამიანი... მაპატიე, რომ დაგიმალე, მე უბრალოდ...
- მკვლელი არ ხარ! - სიტყვა გააწყვეტინა ლიზიმ. - მებრძოლი ხარ ლუკა, საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძოდი და გაიმარჯვე კიდეც.
- სულ ამას ვუმეორებ, - თქვა აკაკიმ. - მაგრამ ვერ მივაღწიე იმას, რომ დაივიწყოს რაც მოხდა და მიხვდეს, რომ არაფერშია დამნაშავე.
- აკაკი მართალია, შენ ის გააკეთე რაც საჭირო იყო!
- მესმის, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვირაც მოვკალი და მეშინია, რომ ეს ისევ განმეორდება. დღესაც კინაღამ შემომაკვდა ის ტიპი... - ბიჭს ეტყობოდა, რომ ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. - ამიტომ ვცდილობ ასე ძალიან თავის გაკონტროლებას ლიზი, ამიტომ ვმალავ ემოციებს და როცა შესაძლებელია, ვცდილობ ჩუმად ვიყო.
- ყველაფერი კარგადაა. - დაამშვიდა აკაკიმ. - ამ საქმეს თავს არაჩვეულებრივად ართმევ.
- არ მეგონა ამ კედლების ისევ თუ მეშინოდა. - მორცხვად თქვა ბიჭმა. - როგორც ჩანს, არც ისეთი ძლიერი ვარ.
- გეშინოდეს რამის ნიშნავს, რომ გაურბოდე იმას, რაც გაშინებს. - თქვა აკაკიმ. - შენ არასდროს გაურბიხარ საფრთხეს ან თუნდაც ციხეს, პირიქით ზოგჯერ ძალიტაც აიკიდებ ხოლმე, მაგალითად როგორც ახლა.
- მაშინ ეს რა არის აკაკი? რატომ ვგრძნობ თავს ისე, თითქოს იმ პერიოდს თავიდან გავდივარ?
- უბრალოდ მოგონებებია. ის შიში გახსენებს თავს, რაც ერთ დროს აქ გამოიარე.
- არაფრის უნდა გრცხვენოდეს ლუკა! ბავშვი იყავი, თან სულ მარტო იმ საშინელ ადგილას და გეშინოდა... მერე რა? - ლუკამ თავი გააქნია და კიდევ ერხელ სცადა მოზღვავებული ცრემლების გადაყლაპვა. - არც იმ ცრელების უნდა გრცხვენოდეს, ასე რომ მალავ; ამაში სამარცხვინო არაფერია!
- დიდი ბიჭები არ ტირიან! - საცოდავად გაიღიმა ბიჭმა.
- ასე არ არის, დიდებიც ტირიან და ძლიერებიც, - თქვა ლიზიმ. - არ მიყვარს ადამიანები, ტირილი რომ არ შეუძლიათ.
- არ ვიცი, უბრალოდ ასე გავიზარდე, ცრემლები ჩემთვის სისუსტის ნიშანი იყო, მე კი ყველანაირად ვცდილობდი ასეთი არ ვყოფილიყავი. ვცდილობდი ყოველთვის კაცივით მეფიქრა და მემოქმედა, რომ ნებისმიერ დროს მქონოდა ჩემი თავის იმედი და სხვებსაციგივე გრძნობა ჰქონოდათ.
- სწორედ ამაშია შენი სიმამაცე ლუკა. - უთხრა ბიჭს აკაკიმ. - თუ არაფერი გაშინებს, ე.ი. ეს თვისება არ გჭირდება რამის გასაკეთებლად. სიმამაცე მაშინ არის საჭირო, როცა გეშინია, მაგრამ მაინც აკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია.
- სულელო ბავშვო, აკაკი მართალია. - მიეფერა ბიჭს ლიზი.
- ჰო, აკაკი ყოველთვის მართალია.
- აჰა, მოხვედი არა ხუმრობის ხასიათზე?! - გაუწყრა აკაკი.
ლიზიმ მამას გახედა. კაცი ოთახის კუთხეში იდგა და დაფიქრებული უგდებდა ყურს მათ საუბარს. მალე აკაკის მიერ ნახსენები კაცებიც გამოჩნდნენ, სოლიდური ტანსაცმლითა და საქმიანი სახეებით ყვეასგან გამოირჩეოდნენ, სათითაოდ დაკითხეს მოწმეები, ცდილობდნენ გაერკვიათ რა მოხდა სინამდვილეში და ვინ რამდენი იცოდა ლუკას საქმიანობის შესახებ. აკაკიმ ყველა წინასწარ გააფრთხილა მათთვის რა უნდა ეთქვათ, ამიტომ ყველაფერი სწრაფად დამთავრდა და ლუკა სახლში გაუშვეს. სახლში დაბრუნებულ წყვილს მეგობრები იქ დახვდნენ:
- სად იყავით? აქ რა მოხდა? - იკითხა გაოცებულმა საბამ და ჩამსხვრეულ ფანჯარას გახედა.
- პოლიციაში ვიყავით. - გაეპასუხა ლუკა. - შემოდით.
- რატომ, გაგქურდეს?
- ის გუკა გახსოვს, რომ იძახდი ჩემს დას აწუხებდაო?! ჩემი დის მკვლელი აღმოჩნდა, - აუხსნა ლიზიმ. - დღეს აქ მოგვადგა და ამჯერად მე მემუქრებოდა.
- რაო? საბა მას ვერასდროს იტანდა, მაგრამ არ მეგონა თუ... - წინადადების დასრულება გაუჭირდა ანას.
- თქვენ რატომ წაგიყვანეს პოლიციაში? - ისევ იკითხა საბამ.
- ლუკამ ცემა, იმ ოპიცერმა კი ლუკა დააპატიმრა.
- ვინ ოფიცერმა?
- იმ დღეს, ჩემ გამო რომ იჩხუბეს, გახსოვს? კინაღამ მანქანამ რომ გამიტანა.
- იმ ტიპმა, ჭკუა რომ ასწავლეს? - გაეცინა საბას. - კი დაგემუქრა, დღეს მტერი გაიჩინეო, მაგრამ ვხედავ, ვერაფერი დაგაკლო.
- ის არ დაიჭირეს? - დაინტერესდა ანა.
- ახლა საავადმყოფოშია. როგორც კი გამოვა, ციხე ელის.
- შეიძლება? - ოთახში შემოვიდა გიორგი.
- აქ მოსვლას როგორ ბედავ თავხედო! - უყვირა ლიზიმ და სილა გააწნა.
- ლიზი, მოდი აქ. - გოგონა ლუკამ გვერდზე გაწია. - ახსნას ველოდები. ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა განყოფილებაში.
- ლუკა, ძალიან ვწუხვარ, იმ ტიპმა თვითონ დაწერა ჩვენება და მითხრა ხელი მოაწერეო. დამემუქრა. გეფიცები, სხვა გზა არ მქონდა.
- დაგემუქრა? რითი დაგემუქრა?
- მისმინე, ლუკა, ჩემი ძმა... ის მომხმარებელია, გესმის? არ მინდოდა, ჩემ გამო პრობლემები ჰქონოდა. შენ ის კაცი გყავს, გეხმარება, მას კი უეჭველი დაიჭერდნენ.
- ყოველთვის არასწორ არჩევანს აკეთებ გიორგი. ასე თუ გააგრძელებ, ერთ დღესაც თავს დაიღუპავ და მე ვერაფრით დაგეხმარები.
- რა უნდა მექნა? თან ვიცოდი, რომ შენ ვერ ჩაგსვამდნენ და...
- ჩვენთვის უნდა გეთქვა. აკაკი მოაგვარებდა.
- მართლა? - ბიჭმა ლუკას შეხედა. - ბოდიში, ეგ ვერ მოვიფიქრე.
- კიდევ ერთხელ გააკეთებ რამე მსგავსს და სიტყვას გაძლევ, აღარ დაგინდობ. ეს თამაში არ არის გიორგი, ადამიანების ბედით არ თამაშობენ.
- ვიცი.
- იცოდე, მითხარი, იმ პოლიციელმა ისევ თუ შეგაწუხა.
- კარგი.
ლუკამ ბიჭს კიდევ ერთი შანსი მისცა. ლიზი წინააღმდეგი იყო, ამბობდა, რომ გიორგი ნდობას აღარ იმსახურებდა და ლუკაზე ბრაზობდა, რადგან ასე უბრალოდ დახუჭა თვალი მის დანაშაულზე. იგივე აზრზე იყო აკაკიც.
- ამ მიტევებით რის დამტკიცებას ცდილობ ლუკა? - ჰკითხა ერთხელ აკაკიმ.
- დამტკიცება რა შუაშია აკაკი?! უბრალოდ არ არის ცუდი ბიჭი და მინდა... არ ვიცი, უბრალოდ ჩემთვის შანსი არავის მოუცია, არ მინდა მეც ასე მოვექცე სხვებს.
- იცია არა, რომ ეს სხვა სიატუაციაა და შენს ამბავს არაფრით გავს?
- ჰო, მაგრამ შედეგი მაინც ერთია, მასაც ისე სჭირდება ვიღაცის გვერდში დგომა, როგორც მე მჭირდებოდა მაშინ.
- მაგას ვხვდები, თუმცა ადამიანები არ იცვლებიან ლუკა. გაიხსენე, რომ არც შენ შეცვლილხარ, შენ უბრალოდ ყოველთვის ასეთი იყავი... ახლა კი იმაზე დაფიქრდი, როგორია ის.
- ფიქრობ, რომ არ უნდა ვენდო, მესმის. ნდობით არ მე ვენდობი, მაგრამ მაინც მინდა ეს შანსი ჰქონდეს. იმედს არ ვკარგავ.
- შენ უკეთ იცი.
თანდათან თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ლუკას არ გამოპარვია, რომ რაღაც ფარული დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა. ბიჭი ხედავდა, რომ ბოლო პერიოდის ამბებმა გოგონაზე გარკვეული გავლენა იქონია, მაგრამ როგორი, ბოლომე ვერ ხვდებოდა. ერთი რამ აშკარა იყო, გოგონა მოსმენილმა და ნანახმა კიდევ ერთხელ დააფიქრა თავის ბედზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე; ამას ისიც ემატებოდა, რომ ლიზის მამა ისევ წინააღმდეგი იყო მათი ქოწინების. მართალია, კაცი თავს დამნაშავედ გრძნობდა ლუკას წინაშე, რომ ერთ დროს ასე ცივსისხლიანად გაასამართლეს და ცხოვრება მოპარეს, მაგრამ მისთვის ეს საერთოდ არ წარმოადგენდა იმის მიზეზს, რომ ქალიშვილი მიეთხოვებინა. დარწმუნებული იყო, რომ ბიჭის სახიფათო ცხოვრების წესი, კიდევ შექმნიდა პრობლემებს მათ ცხოვრებაში და არ სურდა ამას, მისი გოგონა დაეზარალებინა.
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მკვლელობის საქმეზე სიმართლე გაირკვა, გუკაც გამოწერეს საავადმყოფოდან და ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, სამუდამო პატიმრობით დაისაჯა. ცხოვრება ისევ ძველ რიტმში დგებოდა: ლიზი დამშვიდდა, სამართალმა ბოლოს მაინც იზეიმაო, ისევ ბედნიერი იყო და სახლში ხალისით ფუსფუსებდა, ლუკაც სამსახურში იშვიათად დადიოდა და უნივერსიტეტისა და ერთმანეთის გარდა, საქმე არაფერი ჰქონდათ.
- ლუკა, მოდი აქ. - დაუძახა ერთხელ ლიზიმ. პასუხი არ იყო. - ლუკა გესმის?
- რა მოხდა პრინცესა? - კიბეები ჩამოიარა ბიჭმა.
- ეს რატომ წრიპინებს? - ბიჭმა დერეფანში კედელზე დამონტაჟებულ მონიტორს გახედა და ლიზის შეშინებულმა გახედა.
- ახლავე ჩადი ქვემოთ და კარი შიგნიდან ჩაიკეტე.
- რა ხდება?
- ჯერ არ ვიცი. ჩადი!
გოგონამ სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე და როგორც ბიჭმა სთხოვა, კარი ჩაკეტა. ეს იყო მონიტორებით სავსე ოთახი, რომელიც სახლში დამონტაჟებულ ყველა სათვალთვალო კამერას აკონტროლებდა და საიმედოდ იყო დაცული გარეშე პირებისგან; მისი შექმნის იდეა ლუკას გაუჩნდა, რომ ამ სახლში თავი უფრო უსაფრთოდ ეგრძნოთ და გაუთვალისწინებელ შემთხვევევში, თუ ასეთი რამ მოხდებოდა, დახმარების მოსვლამდე უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. ლიზი ხედავდა, როგორ შეამოწმა ლუკამ ეკრანი და სადღაც დარეკა; გოგონამ გამოსახულება გაადიდა და ხმა ჩართო:
- აკაკი, დამხმარე ჯგუფი მჭირდება, უსაფრთხოების სისტემამ საფრთხე აღმოაჩინა... კი, სამ კაცს ვხედავ, შეიარაღებულები არიან... არ ვიცი, შეიძლება მეტნიც იყვნენ... კი, ლიზი უსაფრთხოდაა... კარგი, მანამდე ვეცდები თვითონ შევაკავო... კარგი... - ბიჭმა ტელეფონი გათიშა და კედელს აეკრა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო რა არის უფ.რა გაუჭირენ ამ ბიჭს საქმე რა ვერ დაანებენ მშვიდი ცხოვრება რა
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Magda

მომეწონა მომეწონა. ხვალაც დადე რა

 


№3 სტუმარი Mm

Ras awameb am bichs >_<

 


№4 სტუმარი მიკა

Vaimeee yvela ertad wavikitxe, mteli ghame ar midzinia, sheni bralia :-D :-D ra kargi yopilxaar, arachveulebrivi istoriaa da male dade tore chemi guli veghar udzleebs amdens ukvee.. luka gadaarchine tore gavgizhdebiii:-D :-D

 


№5 სტუმარი მიკა

Vaimeee ra icode rogor moutmenlad veli, aghar gadadebdiiii))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent