შენ ჩემი გახდები?! (დასასრული)
სად დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა?! ნუთუ მაშინ როდესაც ალექსანდრე ნაკაშიძე შევიყვარე?! არ ვიცი... საერთოდ არაფერი აღარვიცი, ჩემი სული კივის და სულის კივილი ვისაც გამოუცდიაა დამეთანხმება ყოველ მიზეზ გარეშე თუ რა მწარეა ეს ყოველივე. შეიძლება ასე ძვირად რომ დამიჯდა ეს ყველაფერი ჩემი ბრალიცაა, იმის ბრალიცაა რომ იმაზე მეტად განვიცდიდი ყველაფერს ვიდრე საჭირო იყო, იმაზე მეტად მეცოდებოდნენ ჩემს ირგვლივ მყოფი საყვარელი ადამიანები, რომ ჩემზე ზედმეტად დიდი პასუხისმგელობა ავიღე თუმცა არ ვიცი..... ვის რა ვავნე რომ ასე დავისაჯე ცხოვრებისგან? ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები რომლებიც უნდა ყოფილიყო, ჩემი ახალგაზრდობის წლები ტირილში, მალვაში, გოდებაში, შიშში, საყვარელი მამაკაცის მონატრებაში და ქვრივობაში გავლიე. ჯერ კიდევ 19 წლის ვიყავი პირველად რომ შევფიცე ჩემს თავს,იმაზზე უფრო ბედნიერი ვიქნები 30-წლის ასაკამდე ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენიათქო, რადგან ახალგაზრდობის ამ წლებს ვეღარ დავიბრუნებთქო თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. ჩემმა ახალგაზრობის და ბედნიერების მატარებელმა ხუილით ჩამიქროლა და მხოლოდ ორთქილი დამიტოვაა, ბინძური მწუხრის გამონაბოლქვი. ********************************** **************************************** ქუჩაში მივაბიჯებდი და მეგონა სიცივეე მათბობდა და არ მაცივებდა. კიდევ ცოტაც და ნიკას სახლთან ვიქნები. ნეტავ სახლში იქნება? რომ არ იყოს სახლში რა ვქნა? ან კიდევ რომ არ მოინდომოს ჩემი ნახვა?! ფეხები ავაბაკუნე და გვედა ტუჩი კბილებს შუა მოვიქციე. აი, ახლა ნიკოლოზ გეგეშიძის სახლის წინ ვდგევარ და არ ვიცი ზარი დავრეკო თუ არა?! იქნებ მომესინჯა და ეზოში დაუკითხავად შევსულიყავი, მერე იქნებ ბედს გაეღიმა და სახლის კარიც ღია დამხვედროდა და ყოველი დაკითხვის გარეშე მომეხელთებინა ნიკა სახლში და რაც მთავარია დავლაპარაკებოდი. ჭიშკარი შევაღე და და დავინახე ჩემსკენ მომავალი დაცვის ბიჭი. -საღამომშიდობისა ქალბატონო ნინუცა, უმალ მიცნო ზაზამ. -სარამომშვიდობისა ზაზა... ნიკა სახლშია? ნერვიულობისგან ხელებს ვიმტვრევდი. -დიახ, თუმცა სტუმარი ჰყავს! ჩვეულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა ბიჭი. სახეზე ეტყობა, რაღაც ისეთი გრძნობა გამომეხატა, რომ მასში სიბრალული გამოიწვია. -თუმცა ახლა ვეტყვი, რომ მოხვედით და ალბათ მიგიღებთ. სახლისკენ შებრუნდა, მაგრამ ნაბიჯთა სვლა შევაწყვეტიე. -ზაზა, გთხოვ ნუ ეტყვი, რომ მოვედი! გთხოვ შევალ სახლში და მე თვიითონ ვნახავ მას... -არა, ქალბატონო ეს დაუშვებელია, სამსახურს დავკარგავ, ისედაც საშინლათ განერვიულებულია ბატონი ნიკოლოზი და ახლა უბრალო მიზეზი სჭირდება, რომ აქედან გაგვიშვას, გთხოვთ ასე ნუ მომექცევით! ეს ის ბოლო სიტყვები იყო, რომელიც გავიგე, სახლის კარი შევაღე, მივიწევდი წინ უკვე ოთახის სიღმეში შევედი და იქვე გავშეშდი... ნიკა ვიღაც ქალს უკოცნიდა გულ-მკერდს, ზუსტად ისე, როგორც მე მაშინ მის კაბინეტში, დივანზე იწვნენ, ქერა თმა უკან გადაეყარაა ქალს, მისი კვნესა და ნიკას გახშირებული სუნთქვა არღვევდა ოთახში იდილიას. უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ნიკამ დამინახა. -შენ აქ რას აკეთებ?! მისმა ყინულივით ცივმა ხმამ დაამშვიდა მკვნესარე ქალი და მე კი რეალობაში დამაბრუნა. -არ შევჩერებულვარ, კარისკენ მივიწევდი და ვხვდებოდი, რომ ადამიანებს როგორც შენ მოექცევი ასჯერ უფრო ცუდათ მოგექცევიან ისინი. -ნინუცა შენ გელაპარაკები, შეჩერდი! -ბოდიშს ვიხდი უნებართვოთ არ უნდა მოვსულიყავი, ბოდიშს ვიხდი იმის გამოც, რომ უნებურად შევესწარი თქვენი ინტიმური ცხოვრების ამსახველ კადრებს! ბოდიში! სირბილით ამოვედი, რამდენიმე საფეხურზე და კარი გამოვაღე, ცივი ჰაერი მესიამოვნა შეგუბებულმა სუნთქვამაც თავისუფლება ჰპოვა თითქოს თან... შუა ეზოში მოვაბიჯებდი, როდესაც მკლავში ტკივილი ვიგრძენი, გამომყოლოდა უკან გეგეშიძე თუმცა ჩემი დახშული ყურთასმენისგამო მისი ნაბიჯების ხმა და ძახილი ვერ გამეგო. -არ გესმის რომ გეძახი?! წელსზევით შიშველი იყო, ამ სიცივეში. -არ შემეხო შენი ბინძური ხელებით! გველივით ამოვისისინე. იმ ხელებით, რომლითაც წამის წინ სხვა ქალს ეფერებოდი. -მეჩვენება თუ ეჭვიანობის სცენას მიმართავ?! არ მეშვებოდა ნიკოლოზი. -შენზე მე არასდროს ვიეჭვიანებ, იმიტომ რომ მე და შენ იმდენათ შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ევერესტი და უბრალო ბორცვი. -და თუ ასე შორს ვართ ერთმანეთისგან, რატომ მოხვედი ამ შუაღამეს ჩემთან, მითუმეტეს გათხოვილი ქალი ხარ შენ, სამი შვილის დედა და ეს არ შეგშვენის... სხვა უცოლო ახალგაზრდა კაცის სახლში შუაღამით მისვლა, თანაც დაუკაკუნებლათ შესვლა... კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ არ ვაცადე. -საკმარისია, საკმარისია ის რაც დავინახე, მე.... მე...მე.... -რა შენ? გეგეშიძის თვალებში ის ნაპერწკალი დავინახე, რომელიც მაბრუებდა. -გაცივდები! სრულიათ მოულოდნელი რამ ვთქვი და მხარზე ხელი დავუსვი. -მერე შენ ამას ინაღვლებ? -მე არა ნიკა, თუმცა ის ნამდვილათ ინაღვლებს, ქერაზე მივუთითე, რომელიც სახლის კართან ატუზულიყო, უკვე ჩაცმული. -ის უბრალო რიგირთი ქალია, მას შემდეგ რაც შენ და შენი შვილები ჩემი ცხოვრებიდან წახვედით... დანისვლოდა ნიკოლოზს თვალები და მზერას მარიდებდა. -მე შენს ცხოვრებაში არც არასდროს ვყოფილვარ ნიკა... ისინი სხვისი შვილები არიან, მე კი ....მე მათი დედა ვარ, მართალია მალე სხვისი ცოლი აღარ მერქმევა, მაგრამ მე და ალექსანდრეს სამუდამოთ დაგვაკავშირებს ის ძლიერი ძაფი რასაც ჩვენი სამი შვილი ქმნის. -ვილაპარაკოთ?! ცოტახნის შემდეგ მითხრა და ნერვიულათ მოისრისა სახე, თან ხელი შემიშვა. -სწორედ სალაპარაკოთ მოვედი აქ, თუმცა მე პირისპირ მინდა გელაპარაკო და არა დამსწრე საზოგადოებასთან. -ის წავა.... მშრალად ამოილაპარაკა. -სახლისკენ გამიძღვა და მისაღებში იმ ქერას მზერამ გამბურღა, მეორე სართულზე ამიყვანა, თვითონ კი დაბლა ჩაბრუნდა, რამდენიმე წუთში კი წითელი ღვინით სავსე ბოკლებით ხელში დაბრუნდა. უხმოდ დადგა ბოკალი ჩემს წინ, რამდენიმე წუთს გაგრძელდა ეს საშინელი სიჩუმე, სიჩუმე რომელიც გვანადგურებდა ყველას ჩვენის მხრივ. -არ ვიცი საიდან, ან როგორ დავიწყო ყველაფრისთქმა თუმცა... გავჩუმდი, რამდენიმე წუთში კი კვლავ განვაგრძე. ის შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ბოდიშის მოსახდელათ მოვედი აქ ნიკა.. მე დამნაშავე ვარ იმაში, რომ შენსკენნ ის ნაბიჯი გადმოვდგი, რომლის სავალიც სხვა მამაკაცისკენ იყო მიმართული. იმ დღეს ვწყევლი, იმ დღეს, როდესაც მე ავყევი ლტოლვებს და შენი გამოყენება გადავწყვიტე... და იცი რისთვის.. -შეწყვიტე! თვალები დახუჭა და მზერა კვლავ ამარიდა. -არ შევწყვეტ, მინდა სიმართლე იცოდე! -რომელ სიმართლეზე მელაპარაკები, რომელიც იმ ქეთის ჩემს საწოლში ნახვამდე არ მეტყოდი და ახლა მეუბნები?! იმ სიმართლის, რომლითაც შენ ქმარს, კაცსს რომელიც გიყვარს გამოექეცი სახლიდან, განქორწინება მოთხოვე და ჩემთან წამოხვედი?! -ნიკა, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა..იმ ქერას მადლობასაც კი ვეტყვი დაიცი რატომ, მიმახვედრა კიდევ უფრო კარგად ჩემი ქმრის ფასს... მე შვილებს ვფიცავარ შენთან არ წამოვსულვარ სახლიდან, მე ეს ალექსის მარწუხებიდან თავის დასაღწევად გავაკეთე ასე... მე გულწრფელად მტკივა ის ფაქტი, რომ შენ იმედები ჩაგისახე, ის რომ გამოგიყენე, ხო გამოგიყენე იმის გამო რომ ვნება მომეკლაა,პირდაპირ გეტყვი შვიდი წლის მერე პირველი კაცი ხარ ვისაც ისე შევხედე როგორც კაცსს, ვისთანაც დაწოლის სურვიილი გამიჩნდა, თუმცა მაშინ ისე გხედავდი როგორც ჩემი ქმარის სახითმყოფს. ვწუხვარ და დიდი ბოდიში! მე პატარა გოგო აღარ ვარ მალე 30-ის გავხდები და კარგად ვხვდები, რა არის სწორი და რა არა...ალექს ვშორდები თუმცაა წამითაც არ მიფიქრია ის, რომ შენში მას გავცლი, არა იმიტომ რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ, არა რა სისულელეა შენ ალექს ბევრად სჯობიხარ და მეც ადამიანური ღირებულებებით, მაგრამ მე ეს არ შემიძლია, ვერცერთს ვერ გატკენთ, შენ მე ძაალიან გაფასებ.. -ნუ იმართლებ თავს იქ სადაც არაა ეს საჭირო! ნიკა ჭერს შეჰყურებდა. -კი, მაგრამ... -არავითარი, მაგრამ წადი და ორივესგან შორს იცხოვრე ბედნიერათ! კაბინეტის კარის სახელურის დაწევას ვაპირებდი, როდესაც შემოვბრუნდი და ის ვთქვი რასაც აქამდე ვმალავდი. -რა იქნებოდა ადრე გამოჩენლილიყავი ჩემს ცხოვრებაში ნიკა?! რა იქნებოდა 18 წლისას შენ შემყვარებოდი და არა ალექსანდრე ნაკაშიძე? რა იქნებოდა შენ ყოფილიყავი ჩემი შვილების მამა და არა ის?! რა იქნებოდა მისი სიყვარულით კი არა შენი სიყვარულით რომ ვიწვოდე, რა იქნებოდა რააა?! მუშტი დავკარი კედელს. -ის, რომ შენი და ალექსანდრეს მარადიული და ძლიერი სიყვარული არ იარსებებდა! ჩემსკენ დაიძრა და ჩემი ხელი მისსაში მოიქცია. იცი, მისი მშურს და თანაც ძლიერ, შენნაირ ქალს ასე რომ ვუყვარდე ამდენი წელი სიცოცხლესაც არ დავიშურებდი მისთვის, როგორც მან არ დაიშურა შენთვის, ის საუკეთესო მამაკაცია... იმისთვისაც დაუფიქრებლად დავთმობდი სიცოცხლეს, რომ შენგან შვილი მყავდეს, შვილი რომელსაც სიყვარულის ნაყოფად ჩავთვლიდი და სიცოცხლეს გამილამაზებდა. -არააა საუკეთესო ალექსი, მან მე იმდენი ტკივილი მომაყენა, რომ ჩამოთვლაც კი მიჭირს... შენ ამდენს არ მომაყენებდი ადრე რომ გამეცანი... -რა იცი რომ არ მოგაყენებდი, იქნებ უფრო ბევრიც მომეყენებინა?! თვალები შემომანათა, შავი თვალები, რომლებსაც ის სხივი დაეკარგათ რომელიც უნიკალურობას სძენდა მათ. -რატომ ხარ ასეთი კეთილი და თბილი ადამიანი?! როგორ შეგიძლია ასეთი კაცთმოყვარეობა, როგორ შეგიძლია პატიება ნიკა?! -პატიება ყველაზე დიდი და აღმაფრენი რამაა, ამ უნარით დაჯილდოებული ადამიანები ვმაღლდებით. სახეზე ხელი დამისვა, შემდეგ კი შუბლზე მომაკრო ცხელი ტუჩები. არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ასე, ბოლოს კი ისევ მან დაიწყო. -ვიცი ეს მარაზმია, ვიცი ეს მე არ შემშვენის, მაგრამ მიყვარხარ ნინუცა, მიყვარხარ და შენთან კიდევ ერთჯერ დავიმცირებ თავს და გეტყვი არ წახვიდე, ვცადოთ იქნებ გამოგვივიდეს რამე, გთხოვ! შენს შვილებს ჩემად მივიღებ, თანაც ჩემი სიყვარული იმხელაა ორივეს გვეყოფა! ამ ფრაზამ ამატკივა კიდევ ერთჯერ სული, გამახსენდა მე რომ ვუთხარი იგივე ალექს. -არ გვეყოფა... ცალმხრივი სიყვარული კლავს, არ გინდა მერწმუნე ისეთი ქალი გვერდით ვისაც სხვისი სიყვარული წვავს! თანაც მე მას კვლავ გავუგე გემო ამდენი წლის შემდეგ და ვერ დავივიწყებ ვეღარასდროს ჯერ ისედაც დაუვიწყარს! -მასთან იწექი? -ხო, ვიწექი, ის ჩემი ერთადერთი მამაკაცი იყო, არის და იქნება! ხელი შემიშვა და თვალებში ჩამაშტერდა. მე კარი გავაღე და კიბეებზე დავეშვი, უკვე ჭიშკარში გასვლას ვაპირებდი, ნიკას ხმა რომ გავიგე კვლავ. -აპატიე და იმ ბედნიერებას ნუ მოიკლებ რასაც ის გაგრძნობინებს.ბედნიერბას ნუ კრავ ხელს, ზურგს ნუ აქცევ და ჯოჯოხეთად ნუ იქცევ ცხოვრებას! იცი, ყველაფერი იქ მაღლა ზეცაში იწერება, მერე თითეულ ჩვენგანს თან გვყვება და მას ბედი ეწოდება...ის შენი ბედია, უმისოდ შენ ვერ იარსებებ, ასე რომ წადი მასთან, აპატიე ყველა ტკივილი და ხელი ჩაჭიდე მას უშენოდ გაუჭირდება, შენ კი უმისოდ! შენ მისი სიყვარულით ხარ დაავადებული და დაე, მანვე გაგკურნოს! ბედნიერებას გისურვებ ნინუცა და გახსოვდეს, რომ სულ მეყვარები, ერთადერთი ქალი ხარ ვინც შემიყვარდა და მუდამ მეყვარები ჩემთვის, ჩუმად გულში! ხელი დამიქნიაა...ჩემი ცრემლები კი ზღვას უერთდებოდა თითქოს მის თითეულ სიტყვაზე...ხელი ავწიე მეც და ჰაერში გამიშეშდა. -გემუდარები, ბედნიერი იყავი ნიკა რა...ვსლუკუნებდი უკვე...თუმცა ის აღარსად ჩანდა, მასთან ერთად კი ჩემი მომავალიც. ********************************************************8 ************************************************** -შენს გარეშე ცხოვრებაა განაცრისფერდა, უშენობა დაეტყო ჩემს სულსს, შენი და ბავშვების გარეშე ეს სახლი, ბაღი, კომპანიაა, მე და საერთოდ ყველაფერი ცარიელია, უშენობისგან გამოწვეული ტკივილი იმაზე უფრო მწველი და ძ₾იერი ყოფილა ვიდრე წარმომედგინა... იცი მეგონა არ მოგწერდი, მეგონა გულიდან ამოგიგლეჯდი აი, მაშინ როდესაც სახლის კარი გამოიხურე და მარტო დამაგდე იქ, თუმცა ვერ შევძელი... ვიცი რომ ნიკოლოზთან იყავი მისული, ისიც ვიცი, რომ მასთან ყოფნას არ აპირებ თუმცა არც ჩემთან ხარ... იცი გამოუსწორებელ რომანტიკოსად მაქციე, შენ მე კიდევ ერთხელ შემცვალე და მე თვითონ ვეღარ ვცნობ ჩემს თავს, რაც არ შეიცვალა ჩემში შენი სიყვარულია, უბრალოდ იმდენად გაქვს ფესვები ჩემში გამდგარი ვერ ამოგძირკვავ, არ შემიძ₾ია, მაგრამ.... იცი მიჭირს წერა მიჭირს, სიტყვებს ვერ ვალაგებ, იმედიც არ მაქვს რომ ამ შეტყობინებას მეილზე ნახავ, თუმცა იმედს არ ვკარგავ... შენი ბედნიერება თუ მარტო ყოფნაა იქნებოდა არ მეგონა, აი თურმე არც მე გიცნობდი კარგად მაგრამ ახლა ამასა აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს! მენატრები და ისევ მენატრები ნინუც, ჩვენი სიყვარულის ელფერით განათებული მიდამო მენატრება, ჩვენი შვილები მენატრება და თქვენი ერთად შეზავებული საოცარი სურნელი. მიყვარხარ! შენი რომანტიკოსი ქმარი.... 27.11.2015. ***************************************************** ************************************** ისევ სუსხიანი და სპეტაკი ზამთარი მიღებს კარს, გათოშილი ხელების გასათბობად ჩაის ცხელ ფინჯანს ვხვევ ხელებს, გავყურებ ჰორიზონტს და ადრე თუ იქ რამე მნიშვნელოვანს ვხედავდი დღეს უკვე ვეღარაფერს ვხედავ, მხოლოდ ტკივილი ბუდობს ჩემში, ტკივილი რომელსაც დიდი ალექსის და პატარა ალექსის სიტყვები ერთად უფრო მიმძაფრებენ. ცხელი ჩაი მოვსვი და სითხე, რომელიც აქამდე ყველაზე უფრო ძლიერ მიყვარდა საშინლად არ მესიამოვნა ახლაა, მეტიც მთლიანი გული ამ ერთმა ყლუპმა სითხემ ქვეშ ჩაიტანა თითქოს. ბნელოდა , როგორ მიყვარდა ზამთრის თეთრი ღამეები, ყინვებს დაეჭირა უკვე თბილისში, ჩემს თბილისსში.... ქალაქში, რომელიც არასდროს არ მიყვარდა, ქალაქმა რომელმაც, მომცა კარგი განათლება, ახალი ცხოვრება, კარგი სამსახური, ძვირადღირებული ცხოვრება, საუკეთესო მეუღლე,მეუღლე, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობდა დღემდე მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემი ერქვა უკვე, მაინც... დიდი ბიზნეს ლიგის წევრობის პატივიც ამ ქალაქში მივიღე,მეტიც მფლობელის სტატუსიც, ამ ქალაქით და ამ ქალაქში გავხდი ყველაფერი საუკეთესოს მფლობელი თითქოს, მაგრამ გული?! გული წამართვა ამ ქალაქმა, ადამიანთა ნდობაა და საერთოდ ყველაფერი ძ₾იერ ძვირად დამიჯინა. აივანზე მდაგრმა შეხება ვიგრძენი დედაჩემი იყო. -როგორ გათოშილხარ! მხარზე ხელი დამისვა. წამოდი სახლში შევიდეთ , გაცივდები! დედაჩემს საოცრად თბილი ხმა ჰქონდა აი, ისეთი ბავშვობის დროინდელი. -იცი ვერ ვგრძნობ სიცივეს დეე...ჩემს მთელს სულსა და გულს ცეცხლი უკიდიაა, ყინვა ოდნავ მიამებს ტკივილს. -უკვე სამ თვეზე მეტი გავიდა რაც სახლიდან წამოხვედი, მგონი დროა ვისაუბროთ არაა ნინო?! -რაზე უნდა ვისაუბროთ დედა?! -შენს ცხოვრებაზე, ალექსზე...კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას თუმცა შევაწყვეტიე. -გთხოვ არ გინდა დედი რაა, ნუ ჩაერევი ჩემს საქმეში გემუდარები, ნუ გააკეთებ ამას რა.... გათოშილი ხელები მის გავარვარებულ ხელებს ჩავჭიდე და თვალებში ჩავაცქერდი. -რატომ იტანჯავ შენს თავს ან იმ ბიჭს რატომ ტანჯავ შვილო? ბავშები მაინც არ გეცოდება?! -დედა ბავშვებით ნუ მანიპულირებ გთხოვ! მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ხომ იცი ბავშების ძალით შენარჩუნებული ოჯახის. -მათ დედაც და მამაც ჭირდებათ,ამ ეტაპზე კი არცერთი არ ჰყავთ ხომ ხვდები?! მამამის ნახულობენ ისეთივე ინტენსივობით როგორც შენ, თანაც ერთჯერ მაინც არ გინდა ვინმე გვერდით? არ გინდა ბავშვის გულისცემა ერთად მოისმინოთ შენდა ალექსმა? ნუ წაართმევ იმ ბედნიერებას ერთჯერ მაინც ნახოს მისი მუცლადმყოფი შვილი, მისი მოუსვენრობა შეიგრძნოს,არ გინდა შენი ხელი ეჭიროს მაშინ როდესაც ბავშვს გულზე დაგაწვენენ? არ გინდა ნინო? ამას ხომ ნატრობდი სულ? ტყუპებზე ორსულობისას როგორ განიცდიდი ამ ყოველივეს ახლა კი შანსი გაქვს და ნუ გაუშვებ ხელიდან. -დედა ჩვენ ერთმანეთისთვის უბედურების მეტი არაფერი მოგვაქვს...მინდა ვაპატიო, მინდა დავბრუნდე იმ სახლში, მინდა გულში ჩავიკრა ძლიერად მაგრამ არ შემიძ₾ია,ვერ ვპატიობ, შვიდი წელი ვკვდებოდი ცოცხლად.... როცა მგონია რომ ვაპატიე და შევძლებ მასთან დაბრუნებას ყველა ის ტკივილი მახსენდება რაც მან მომაყენა და მისმა ოჯახმა და ისევ უკან ვიხევ, არ შემიძლია..იცი მტკივა ყველა მისი წერილი რომელსაც მწერს, მტკივა ჩემსაზე უფრო მისი მდგომარეობა, ის მუდამ ოცნებობდა ვენახე ფეხმძიმე,გაბერილი მუცლით, უნდოდაა ეზრუნა,უნდოდა შემხებოდაა, მაგრამ იცი ბედმა ეს არ მოინდომა,ასე რომ მე ვეღარაფერს შევცლი, ეს ტკივილი გაუვლის და ვინმეს მოძებნის.... დანანებით ამოვიჩურჩულე ბოლო სიტყვები. -შენ რა ამ ბავშვის არსებობის შესახებ არ აპირებ ალექს, რომ უთხრა? დედაჩემი გააფთრებული მეცა. -მას ორი შვილიც ეყოფა! ეს მარტო ჩემი შვილია, ჩემი საყვარელი შვილი, შვილი რომელიც მასზედ ტკივილს დამიამებს! უკვე გამობერილ მუცელზე ხელი დავისვი. -შენ სულ გაგიჟდი?! ამის უფლება არ გაქვს ნინო, არა! ალექსი ამის ღირსი არ არის, ეს ყველაფერი რომ გაიგოს მან ყველაფერს დაკარგავ, ხომ იცი... -მე ისედაც დავკარგე ყველაფერი.....ამოვიბურტყუნე და ცას ავხედე, ბარდნიდა. -იცი სულ შენ გკითხულობს, ორჯერ ნახა ამ ხანებში ბავშები და მკვდარია, მოსიარულე მკვდარი... -შეწყვიტე დედაა არ მაინტერესებს, მასზე არაფერი არ მაინტერესებს. -დასუსტებულა, თვალები ჩასისხლანებული აქვს, წვერი მოუშვია, ნეტავ განახა რა მოუვლელიაა, როგორი უძილო და ნაღვლიანია, აღარც კი იცინის! ყურებზე ხელს ვიფარებდი და ვევედრებოდი გაჩუმებულიყო დედაჩემი მაგრამ არ ჩუმდებოდა. -დედა, გთხოვ გაჩუმდი რა... არ მაინტერესებს მასზე არაფერი. -კარგი ნება შენია,მაგრამ... ცოტახანს შეყოვნდა დედაჩემი, მერე კვლავ განაგრძო. იცი სად დაუშვი ყველაზე დიდი შეცდომა ნინო შვილო?! თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე. პირველი: მაშინ როდესაც ნაკაშიძე ჯერ კიდევ 18 წლისამ მთელი არსებით შეიყვარე. მეორე: როდესაც მის კომპანიაში დაიწყე წლების მერე მუშაობა და ცოლად გაყევი. მესამე: ყველაფრის მიუხედავათ მისი ხელს ჩაეჭიდე და შენს თავზე იმდენად დიიდი პასუხისმგებლობა აიღე, რომ ახლა თავად გიჭირს თავისუფლების ატანა. მეოთხე: მისი სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ ასე მდუმარედ რომ დატოვე ყველაფერი და მალვა ამჯობინე ბრძოლას. მეხუთე: მისი ოჯახი შენად მიიღე და ახლა ისინი გენატრება, მათ აპატიე ის რასაც ალექს ვერ პატიობ. იცი რას ნიშNავს მკვლელობას რომ გაბრალებებ? შენ ეტყობა ესეც ვერ გაიაზრე, ალექს ეს მაინც არ დაუბრალებია შენთვის დაე, ზურას თუ აპატიე ალექს რატომ ვერ პატიობ?! ნუთუ ის ამას არ იმსახურებს? მეექვსე:აირიეე, სხვა მამაკაცი ალექსად წარომიდგინე, მერე მისი გამოყენებაა გადაწყვიტე და ამიტომ ახლა სინდისი გაწუხებს. და ბოლო მეშვიდე: იცი რა მაგარი ქმარი გყავს, არა ამასაც კი ვერ იაზრებ და იცი რატომ, იმიტომ რომ არ გინდა. კაცი რომლის სიყვარული აკრძალული ხილივით იყოო შეიყვარე, მისი გახდი და მამაკაცმა რომელმაც შენს სიცოცხლეში მისი გადაცვალა ზურგი აქციე. მან ბედნიერებაზეც კი უარი თქვა ოღონდ შენ ყოფილიყავი ბედნიერი, იმის უფლებაც მოგცა სხვისთვის გაგეზიარებინა მისი წილი ბედნიერება მაგრამ შენ შენი ბედნიერების გაზიარებას კი არაა მისი სისხლის და ხორცის გაზიარების უფლებას არ აძლევ, უმალავ რომ მისგან შვილს ელოდები! -ეს მისი შვილი არ იქნებაა ეს ჩემიაა, მარტო ჩემი და შენ არ გაქვს უფლება მას რამე უთხრა. -შენ ჩემი შვილი აღარ ხარ ასე მგონია, ის ამას არ გააკეთებდა, შენ ცხოვრებამ გაგაბოროტა გინდა შური იძიო გაამწარო და ატკინო ალექსს, მაგრამ თავად უფრო მეტად გტკივა! შენი თითეული შეცდომა ესაა, მაგრამ ამასაც ვერ გაიაზრებ შენ ის ძააალიან კარგი ადამიანია, ისაა ნათელი ნაკაშიძეების, იმ ნაკაშიძეების რომლებმაც მე ოჯახი და მეობა გამინდგურეს. იცი რა მიკვირს რით დაიმსახურე შენ უსულ-გულო ადამიანმა ასეთი ბიჭის სიყვარული?! როგორ ატკინე და მაინც სულ შენზე საუბრობს და წამითაც არ გამტყუნებს. -რას გეკითხება?! ძალა მოვიკრიბე და აივნის კართან მყოფ დედაჩემს ვკითხე. -აინტერესებს როგორ ხარ? და რას აკეთებ თუმცა მე ჩემს პირობას ვასრულებ და არაფერს ვეუბნები. მაინც შენს მხარეს ვიკავებ, არა და ვიცი რა დიდ შეცდომასაც ვუშვებ! გონს მოეგეე, თორემ მე დიდხანს აღარ გავჩუმდები ყველაფერს ვეტყვი ალექს და როცა შვილების გარეშე და საყვარელი მამაკაცის გარეშე დარჩები იტირე რამდენიც გინდა, მე არცერთ ცრემლს არ შეგიშრობ და თითსაც არ გავატოკებ შენს დასახმარებლად, რა ეგოსიტი და უგულოც ბავშვობაში იყავი ახლაც იგივედ დარჩი! გულზე ისარივით მხვდებოდა მისი თითეული სიტყვა, მაგრამ არც თავს ვიმართლებდი რადგან ალბათ ნაწილობრივ, ვგრძნობდი, რომ ის მართალი იყო. *********************************************** 8******************************************** -„იშვიათი წერილების წერიდან გადავწყვიტე ყოველდღე მოგწერო უკვე ნინ, ვიცი არცერთს არ წაიკითხავ მაგრამ მე მგონია, რომ ასე ოდნავ მაინც გიახლოვდები...რომ იცოდე როგორ მენატრები, შენი კისკისი, ხმა, ყვირილი ხელები და საერთოდ შენი თითეული ნაკვთი მენატრება“. 05.12.2015 -„მგონია ვკვდები, სხეული მეყინება, უშენობა მკლავს, იცი რამდენი ღამე ნორმალურად არ მიძინია, ვცადე თითეული უშენოდ გატარებული ღამე შემემოკლებინა, მაგრამ ვერ შევძელდი პირიქით უფრო და უფრო გრძელდება თითეული, მკლავს ეს უზომოდ დიდი ღამეები რადგან უზომოდ ბევრს ვფიქრობ იმაზე თუ ოდესმე მაპატიებ... ნეტავ მაპატიებ ოდესმე?! დამიბრუნდები?!.... აღარ მინდა რომ მიყვარდე, მაგრამ მაინც მიყვარხარ, მინდა მძულდე, მაგრამ მაინც მიყვარხარ მეტიც უფრო ძლიერ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები შეგიძულო და დაგივიწყო, გეფიცები დაგივიწყებ!“ 07.12.2015 -„აი, ისევ გწერ, აი ის ამაყი ალექსანდრე ნაკაშიძე რომელიც ერთ დროს გიყვარდა და გჯეროდა მისი, პირობას ვერ ასრულებს და ვერ გიძულებს. მაინტერესებს როგორ ხარ? მაინტერესებს უჩემოდ როგორ სუნთქავ? ან საერთოდ როგორ არსებობ მაშინ როდესაც... თუმც არ ღირს ვერ გატკენ...ბავშვებიც და ქალბატონი მარიამიც დუმან, ვიცი შენ აიძულე ისინი ასე მოქცეულიყვნენ, მაგრამ მაინცც ვერ გიძულებ...იიცი როგორ მაინტერესებს სახლიდან წასვლის შემდეგ, რას გრძნობ, ტირი, არ ტირი ან საერთოდ თუ დარდობ ჩემზე?! 12.12.2015 -„გუშინ იცი ალექსს წამოცდა „დედა ბევრს ტირისო“, არ მინდა ტიროდე, არ მინდა კიდევ გდიოდეს ცრემლები არა! რას არ მივცემდი ახლა მათი კოცნით შემშრალების უფლება, რომ მომცე, მაგრამ ვიცი არ მომცემ და მეტიც ამას ვერასდროს ვეღირსები კიდევ... შენი ცრემლები ნიშანიაა იმის რომ დარდობ, გტკივა და საერთოდ კვლავ ფიქრობ ჩემზე. ეს ის ოდნავი ნაპერწკალია რაც მე ჩამენერგა ალექსის ნათქვამის შემდეგ და ვუწოდე, შენი დაბრუნების ნაპერწკალი“... 13.12.2015 -„დღეს კომპანიაში ვიყავი, გული ვერ დავუდე ვერაფერს, ძველად შენს კაბინეტში და ახლა კვლავ ჩემს კაბინეტში შენი სურნელი ასდის თითეულ ნივთს...სული შემეგუდა ცუდად გავხდი..შენი შარფი ვნახე ახლა მკლავზე მაქვს შემოხვეული ვყნოსავ და ამ წერილს ისე ვწერ...წერილს რომელსაც ვიცი არასდროს ნახავ, ისევე როგორც მე...“ 15.12.2015 -„რამდენი დღე გავიდა უშენოდ უკვე მთელი 109 დღე, მაგრამ ტკივილი და მონატრება ოდნავადაც არ გამიქარვდა, როგორც იმ დილით მტკიოდა სული და გული როცა ამ სახლის კარი გაიხურე ახლაც ისე მტკივა... იცი დღეს დეკემბრის 17-ში ვინანე პირველათ ამ ხნის განმავლობაში რომ გაგიშვი, უჩემოდ ბედნიერების თუ არაა სიმშვიდის უფლება მოგეცი... უშენობას და შენს ბედნიერებას ვნანობ, ტკივილამდე მენატრები... ნეტავ ბედნიერი ხარ? უჩემოდ ბედნიერი ხარ ნინუც? არა ვერ იქნები, რადგან შენ ჩემი გედენიძის ამაყი ქალი ხარ! რა სულელი ვარ, სადღა არსებობს ჩვენში სიტყვა „ჩემი“...აი ხარი, ხართან რომ დააბაო, იმ პრინციპზე გადმოვედი, მეც გავეგოისტდი შენსავით და ვფიქრობ, რომ უჩემოდ წამი ბედნიერების უფლებაც კი არ გაქვს....“ 17.12.2015 -„აღარ მოგწერე ეს ხანები მინდოდა გაუფრთხილებლათ გავმქრალიყავი და იქნებ შეგშინებოდა და მოგეწერე, მაგრამ არ მომწერე, ისევ მე გწერ... სიცხე მქონდა ეს დღეები, ვიწვოდი მაგრამ უშენობისგან გამოწვეული სიცივე და ტკივილი მლუგავდა...დადამ და თემომ წამიყვანეს დაჟინებით ექიმთან და მწვავე პლევრიტი მაქვს... თან იცი როგორ ვახველებ, აი, შენ როოგრც ამბობდი „ბელუხა ძაღლივით“ ვიგუდები, ბრონხების საშინელ მდგომარეობაში მაქვს... თემომ ბორჯომი და რძე მომიდუღა დღეს და საერთოდ აქ დასახლდა იცი.... მერე დადა და ნინია მოვიდნენ, მათ მითხრეს რძე და სოდაა კარგიო და ისეთი მყრალი რამე დამალევინეს, კინაღამ მოვკვდი ღებინებით! ბედი არ უნდა ყველაფერს, წუპას ხელში არ მოვკვდი იარაღს რომ მიმიზნებდა და ესენი მკლავენ ამ სოდებით და რძეებით.... მჭირდებიიიი..“ 24.12.2015 -„ჯერ კიდევ ცოლ ქმარი ვართ,ალბათ შენც მიიღე სასამრთლოდან დებულება 31 დეკემერს მიიღებთ საბუთებს ხელის მოსაწერადო... ალბათ ახალ წელს უნდათ თვისუფლები შევხვდეთ, კანონიც შენს მხარესაა...“ 27.12.2015 -„წუხელ საოცრად ლამაზიი სიზმარი ვნახე...ვნახე თითქოს ორსულად იყავი და თეთრად გადაპენტილ ჩვენს ბაღში დავაჯბაჯებდი...ასე ალბათ 4-5 თვის ფეხმძიმე იქნებოდი, მაგრამ მუცელი გემჩნეოდა უკვე კარგად.. იცი როგორ მინდაა ეს სიმართლე იყოს და გნახო ასეთი, მე ხომ შენ ფეხმძიმე არ მინახიხარ...იცი როგორ მინდა პირველად ერთად მოვისმინოთ ჩვენი პატარას გულისცემა, მისი მოძრაობები დავთვალო და შენი კაპრიზები ვასრულო..მაგრამ ეს ყველაფერი სიზმარი იყო დიდი და ლამაზი სიზმარი..ეს ყველაფერი არასდროს მოხდება... გახსოვს როგორ მინდოდა 5 შვილი რომ გაგეჩინა ჩემთვის და ყველას შენი გასაოცარი თვალები გამოყოლოდა?! ალბათ აღარ გახსოვს რადგან შენ ჩემს დავიწყებას ცდილობ და ვატყობ გამოგდის კიდეც ჩემგან განსხვავებით... რომ იცოდე როგორ მენატრები შეგეცოდებოდი! ჯერ კიდევ შენი ქმარი ნაკაშიძე“... 29.12.2015 ****************************************************8 ************************************** -თითეული მისი წერილი მკლავს დათო, მისი თითეული სიტყვა გულს მისერავს, რას დავამსგავსე კაცი რომელიც ყველაზე ძლიერად მიყვარდა?! -გამოუსწორებელ რომატიკოსად აქციე ეს ერთი მხრივ კარგიცაა... ოპტიმისტურად მსჯელობდა დათო. -ნეტავ რას ჭამს და სვავს? დედამ მითხრა დასუსტებულიაო და მოუვლელიო, ჯერ როდის მითხრა დედამ დიდი წვერი აქვსო, ნეტავ როგორ არის? იცი ორი დღეა არაფერი მოუწერია, დღეს განქორწინების საბუთები უნდა მოგვიტანონ, ნეტავ რას იზავს? ალბათ ხელს არ მოაწერს და ისევ განაგრძობს ჩემს დევნას... -ვერ ვხვდები რა გინდა ნუციკო?! გინდა რომ შეურიგდე თუ არ გინდა ჰაა? -მინდა დამივიწყოს, ასე მეც დავივიწყებ... ფანჯარისკენ მივაბრუნე თავი რომლის რაფაზეც ლეპტოპი მედო და ველოდი მეილზე ახლად მოსული წერილი როდის აციმციმდებოდა... -გამოუსწორებელ შეცდომას უშვებ, რას არ მივცემდი ახლა ნინო რომ ცოცხალი იყოს, ნეტავ მატყუებდეს, ნეტავ დაბრუნდეს და დაუფიქრებლათ გადავეშვებოდი მის ალერსში, შენ კი დროს კარგავ, უფალმა შანსი მოგცა და ხელიდან უშვებ! რა უნდა უთხრა დროის გასვლის შემდეგ ბავშვებს როცა ეგ პაწაწა არსება დაიბადება? რა უნდა თქვა მაშინ როდესაც ალექსი მისი არსებობის შესახებ გაიგებს? -ვეტყვი, რომ ის მისი შვილი არაა, ასე მარტივად შემიძულებს...ამოვიჩურჩულე და თვალზე დადენილი ცრემლი, შევიმშრალე. -რატომ გოგო, რატომ? -იმიტომ რომ დედა მართალია, მე მას არ ვიმსახურებ, მის ამ უანგარო სიყვარულს არ ვიმსახურებ..მე მას სულ ტკივილს მივაყენებ ის კი ბედნიერების ღირსია, მე ყველას ტკივილს ვაყენებ...მწარედ ავქვითინდი -რა სულელი ხარ! შენ ყველას დიდი ბედნიერებას ანიჭებ, ეს დაიმახსოვრე, მამა-შვილს ნუ დააცილებ ერთმანეთს და ნურც შენ დაცილდები მას. შუბლზე მაკოცა და დამტოვა. საღამოს მოიტანა ფოსტამ საბუთები, არ გამიხსნია რათქმაუნდა... ამანათის მოტანის შემდეგ შეტყობინების ველიც აციმციმდა და მოვიდა ნანატრი შეტყობინება. -„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც...დასრულდა ყველაფერი დასრულდა და ბინდმა მოიცვა ირგვლივ ყოველივე. გელოდი, ყოველ დღე და ყოველ წამს გელოდი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი, რომ აღარასდროს არ შემოაღებ ჩვენი სახლის კარს, კარს რომელიც ადრე ასე მსუბუქი იყო შენთვის, დღეს კი ასე მძიმეა... იცი შენ როგორც გიყვარდა და ტრადიციად გქონდა, დღეს 31 დეკემბერს, როცა გარეთ თოვს, სახლში ბუხარი ანთია და სუსხს სითბო აქარვებს, ნაძვის ხე ავაწყვე და მოვრთე, დიდი და ლამაზი ნაძვის ხე, მაგრამ არა შენს გამო უკვე ჩემს გამო, შენ თუ უჩემოდ ისწავლე ცხოვრება მეც ვისწავლი... უშენობისგან გამოწვეულ ტკივილს სიძულვილი დაამებს! მძულხარ! მთელი არსებით მძულხარ! უკვე თავისუფალი ქალი ხარ, უკვე აღარაფერში შეგიშლი ხელს და რაც გინდა ის გაკეთე რაც გინდა და როგორ! გპირდები გადაგიყვარებ, გპირდები დაგივიწყებ! გახსოვს რომ ამბობდი, ახალი წელი რაღაც ახალთან ასოცირდება და რაღაც ახალს გვიქადისო, ხო და ახალ ცხოვრებას ვიწყებ, მაგრამ უშენოდ! მიუხედავათ ყველაფრისა სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები შენი რადგან შენ მე შვილები მაჩუქე, შვილები რომელთათვისაც სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობ, ბედნიერებას გისურვებ, მხოლოდ იმისგამო, რომ ჩემი შილების დედა ხარ და მათ შენი უბედურება ეტკინებათ... მშვიდობით, ბედნიერი ახალი წელი და ახალი ცხოვრება! უკვე შენი ქმარ-ყოფილი ალექსანდრე ნაკაშიძე. 31.12.2015 ამოვიკითხე ბოლო წინადადებაც და ტირილს ვუმატე, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა მივხდი, რომ უჩემოდ ცხოვრებას ლამობდა..მივხვდი რომ ჩემსას მივაღწიე და გული გამეგლიჯა ტკივილისგან. ყველაფერს ვამტვრევდი, კარი ჩავკეტე და მოთქმით ვტიროდი ჩემს სულელურ ქმედებაზე. კონვერტი გავხსენი და შიგნით ალექსის მიერ ხელმოწერილი საბუთი იდო, რამაც უფრო ამტკივდა სული... -ნუ თუ შენი დაკარგვის საფრთხე უნდა შემეგრძნო, რომ მეპატიებინა, რომმ ავმდგარიყავი ამ წყეული საწოლიდან და გამეღო ამ ოთახის კარი?! ალბათ კი.... უეცრად ფეხზე წამოვდექი და მოწიკწიკე საათს გავხედე, რომელიც 22:07 წუთს უჩვენებდა.... არ მოგცემ უფლებას უჩემოდ იცხოვრო,არ მოგცემ უფლებას უჩემობა ისწავლო და საერთოდ წამი მაინც დაყო უჩემოდ! კარადა გამოვაღე და ტანსაცმელი გამოვყარე, 15 წუთში უკვე ჩემი შვილებიანად მანქანაში ვიჯექი, რომლის სპიდომეტრი 140-ს უჩვენებდა. ************************************************************8 *************************************************** ბოლო წუთებს ითვლიდა უკვე ძველი წელი... ფუჟერი შამპანურით მქონდა სავსე და ვფიქრობდი რა ცარიელი იყო ეს ბუმბერაზი სახლი...ნაძვის ხის ნათურები ციმციმით თავს იკლავდნენ, ბუხარში კი შეშა ტკაცუნობდა გამუდმებით... სევდიანმა მიმოვავლე თვალი სახლს და როიალს მივუჯექი, როიალს რომელზეც მთელი 12 წელია არ დამიკრავს... რამდენიმე კლავიშს დავაჭირე და მისი ჰანგები მესიამოვნა, საბოლოო ჯამში ისე გაამოვიდა რომ მოცარტის სიმფონიების პოპურს ვუკრავდი. -დადგება ახალი წელი დადგება, ახალი იმედებითა და ახალი ცხოვრებით! კეთილი იყოს შენი მობრძანება, ახალო ცხოვრებავ! ვთქვი და მოვსვი სასმელი. -მაგრამ, არა უჩვენოდ! უეცრად ოთახის სივრცე გააპო მისმა გაყინულმა ხმამ.... ჩვენს გარეშე ვერ იცხოვრებ შენ ახალი ცხოვრებით, ეს ყველას ახალი ცხოვრება! ვხედავდი ქალს, რომელიც ასე მიყვარდა და ასე ვნატრობდი, ჩემს შვილებთან ერთად კარში გახევებულს და ახალი წლის ჯადოსნურობაში უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა. -არ მოგცემ არასდროს უფლებას დამივიწყო! შენ არ გაქვს უფლება უჩემოდ წამით მაინც ისუნთქო! არ მოგცემ იმის საშუალებას, რომ შემიძულო და საერთოდ ვინ მოგცა უჩვენოდ ახალი ცხოვრების დაწყების?! არავინ! შენი მდგომარეობა და ჩემიც ორმაგად მტკიოდა, ვეცადე გეფიცები ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა, შენ ჩემი ბედი ხარ მე კი შენი! უშენოდ ვერ ვარსებობ, ვკვდები! გპატიობ ყველა ტკივილს და ცრემლს გპატიობ, ვერ გაგიმეტებ ტკილი ტკივილისთვისაც კი ალექს ვერა! ჩემსკენ მოიწევდა ქალი, რომელსაც ამდენი თვე ვნატრობდი მაგრამ,უეცრად რაღაც დამემართა და ზურგი ვაქციე.... -გვიანია ნინო! უკვე გვიანია! ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი აღარ ვართ! დასრულდა ჩვენი 8 წლიანი ცოლქმრობა და შენც გაქრი ჩემი გულიდან! -არ გავმქრალვარ და არც გავქრები! მითხრა და ჩემი მიმართულებით სიარული არ შეწყვიტა ვგრძნობდი... -წადი, გთხოვ წადი და ერთჯერ მაინც მომეცი უფლება სიმშვიდე მოვიპოვო! მოელვარე ნაღვერდლეს ვუყურებდი, რათა მისთვის არ შემეხედა წამითაც კი და გული არ მომლბობოდა. -არ წავალ და იცი რატომ?! შენხარ ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის, მე კი ის საჩუქარი უნდა გაჩუქო რაც ყველა ამ ტკივილს დაგიამებს! ხელზე შემეხო და უმალ ტაომ დამაყარა....ჩემი ხელი აიღო და რაღაც ბურთს დაადო, რომელიც უეცრად გაინძრა.. მისკენ შევატრიალე თავი და ის იყო, ჩემი ოცნებების ამხდენი საყვარელი ქალი. -შეუძლებელია! ესღა აღმოხდა ჩემს ბაგეებს და ცრემლებმა იწყეს წკაპუნი, აი ისე როგორც ჟუჟუნა წვიმამ. -ეს შესაძლებელია, აი ისააა ალექს შეუძლებელი, რომ ის დღეს, შენი შეხებისას გაინძრა პირველად! რთული ორსულობა მაქვს, ექიმს ეგონა არ გაინძრეოდა არასდროს და ვერც დაიბადებოდა, მაგრამ თურმე ის შენ გელოდებოდა, შენს შეხებას... ის დაიბადება! ვუყურებდი მის თვალებს და ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილის მოძრაობებს ვგრძნობდი და ვხდებოდი რა ბედნიერი ვიყავი დღეს... -დაიბადება, ის აუცილებლად დაიბადება! ვუთხარი და მონატრებულ და ათრთოლვებულ ტუჩებს დავწვდი, რომლებიც წითლად ღვუოდნენ. გარეთ კი, გარეთ კვლავ ძ₾იერ ბარდნიდა, ცას კი მეტალიკის ფერები ანათებდა, დედამიწას ხმაური აღვიძებდა ალბათ ზამთრის გოგონას ბედნიერება უხაროდა ყველას! ********************************************************* ************************************************* -რა იცოდი, რომ არასდროს არავინ არ მომკარებია შენს გარდა მტელი ამ ხნის განმავლოვაში? მის მკერდზე თავი მედო და ვუსვავდი ყველა იმ კითხვას რომელთა პასუხიც ასე მაინტერესებდა. -ვიცოდი.. შენ იმ ღამით ისე კრთოდი ჩემს თითეულ შეხებაზე როგორც მაშინ პირველ ღამეს! კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ცხვირზე აკოცა ქალს. -ჩემი ახდენილი ოცნება ხარ ნაკაშიძევ! -შენ კი ჩემი! მისი ტუჩები ისევ თაფლივით ტკბილი იყო, როგორც ადრე. -ეი, გვრიტებო ცოტა დროს ვერ დაგვითმობთ, შემოსასვლელიდან იძახდა ვიღაც... მალევე ვიცანი ხმა, ნიკა იყო, ჩემი ძმა ნიკუშა. -ეს აქ რას აკეთებს?! ერთხმად ვიკითხეთ მე და ალექსმა და წამოდგომა ვცადე, რაც არ გამომივიდა დახმარების გარეშე. მისაღებში შემოიზუტა ნიკუშა ვიღაც წაბლისფერ თმიან გოგოსთან ერთად, დაბნეულობა უმალ დაგვეტყო, ისიც ღელავდა, მაგრამ მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა ეტყობოდა. -ეს...ეს... მარიამია ჩემი ცოლი! ამოიბუტბუტა ნიკუშამ და თვალები გამიორმაგდა. -რა თქვი?! სახე მომექუფრა. -ახლა არ დაიწყო თუ ღმერთი გწამს ნინო...მიყვარს ვუყვარვარ და ვქორწინდებით! ისე არხეინად საუბრობდა მინდოდაა ჩავბჟირებულიყავი სიცილით. -როდის? მოულოდნელათ დავუსვი ის კითხვა რაც ასე მაინტერესებდა. -7-ში შობის ღამეს დავიწერთ ჯვარს და კანონითაც მაშინ დავქორწინდებით. ვუყურებდი ამ ერთი ციდა, ბავშვს რომელიც ჩემი ხელებით გავზარდე და მივხვდი როგორ დავშორებივარ, ერთი წამითაც არ გამჩენია ამდენი ხნის მანძილზე ეჭვი რომ მას ვინმე უყვარდა, გამეღიმა, მათკენ წავედი და ნიკუშას გადავეხვიე. -მაინც მარიამი, არა?! ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი მარიამი ერქმევათქო! გავიღიმე და თმა ავუბურდე. -გაჩერდი გოგო, ახლა თავი არ მომჭრა! შემომიბღვირა მე კი ხმამაღლა გადავიკისკისე. ***************************************************** ******************************************* სადა და ლამაზი ქორწილი იყო, ნიკუშასი და მარიკოსი, რომელიც მათმა სიყვარულმა უზადოთ აქცია. დათომ დაგვტოვა სამწუხაროდ,ნინოს სიკვდილმა გადაიყოლა ისიც თან, მაგრამ გეფიცებით მისი სიკვდილის შემდეგ ერთი ცრემლიც არ გადმომიგდია... მე მას დავპირდი რომ არ ვიტირებდი, არასდროს, მოვიგონებდი ისე როგორც მკვდარს, სულ ცოცხალად ვიგულებდი და მის შვილს ღირსეულათ აღვზრდიდი. ნიკუშა და მარიკოც გოგონას ელოდებოდნენ, გადაწყვიტეს დედას სახელი დაერქმიათ და ვიმედოვნებ დედაჩემივით ღირსეული ადამიანი იქნებოდა. ახლა ალექსზე მაქვს ძ₾იერად ხელი ჩაჭიდებული და უკვლევ თოვლს ვაკვლევთ, ისევ თოვს! -მ.მმ.მ.მ.მ.მ როგორ მიყვარს თოვლი და ზამთარი! ის ჩემი წელიწადის დროა, მარტო ჩემი. ამოვიფრუტუნე და ალექს მივეკარი უფრო მჭიდროთ. -შენ ჩემი ზამთრის ნინია ხარ! გაიცინა და შუბლზე მაკოცა. არ მეგულება შენზე ლამაზი ორსული, როგორ ვოცნებობდი ამ წუთებზე და ოცნება ამიხდა! ჩემს ფეხებთან დაიხარა და ჩემს მუცელს დაუწყო ფერება. უეცრად ტკივილი ვიგრძენი, თუმცა უმალ დამიამდა, როდესაც ვიგრძენი ჩემი პატარას გულის ჩემა ჩემს გულზე... თითქოს სამყაროს აყრუებდა მისი ტირილი. ალექსი კი ბედნიერების ცრემლებს აღვარღვარებდა. გოგონა იყო ლამაზი გოგონაა, რომელსაც მამამისის ხელები და ჩემი თვალები ჰქონდა. ალექს მივანდე მისთვის სახელის შერჩევა და ნინო დაარქვა, გადაწვიტა რომ ერთი ემისპასელური ქალბატონი კვლავ უნდოდა მას ოჯახში, რომელიც იქნებოდა ჩემი სეხნია და ჩემს ასლად აღზრდიდა. -ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ნინუცა! ვინმე რომ მითხრას ამ ყველაფერს ამ ქალის სიყვარულის გამო თავიდან გაივლიო იცი, დავთანხმდები, ყველაფერზე თანახმა ვარ შენ გამო, შენი სიყვარულის გამო, შენ ჩემი ახდენილი ოცნება ხარ! მიკოცნიდა სახეს და ვხვდებოდი, რომ ჩვენიი სიყვარული ყველა საზღვარს სცდებოდა. ****************************************************** ******************************************** ახლა ვუყურებ ჩემს რეალურ ხუთ შვილს: ალექსანდრეს, გეგას, ნინიას, ალექსანდრას,დემეტრეს და ორ შეძენილ შვილს, რომლებიც მე არ მიტარებია მუცლით 9 თვე თუმცა ჩემი ბიოლოგიური შვილებისგან არასდროს გამირჩევია გიორგის და ნინუცას და ვხვდები სადაა ბედნიერებბის ზენიტი. თითეულ ჩვენგანს დაბადებიდან დაჰყვება თავის ბედი და ბედის ვარსკვლავი, რა ვქნა, რომ ისევ ასე ვფიქრობ ახლაც ამდენი წლის შემდეგ. თითეულ ჩვენგანს საკუთარი ბედი აქვს, რომელსაც იქ, მაღლა ზეცაში წერენ,თუმცა ამ ბედის შეცვლაც შესაძლებელია ჩვენ თუ ხელს გავატოკებთ, არ დავმორჩილდებით მას და დაუღალავად ვიბრძოლებთ ჩვენი ბედის ვარსკვლავის გასაკაშკაშებლათ. მე და ალექსმა ვაჯობეთ ბედს, რომელიც ბევრჯერ მუხანათურად მოგვექცა, ბევრჯერ აგვატკივა სული, ბევრჯერ გაგვიპო მრავალ ადგილას პირმოკრული იარები, თუმცა ჩვენ ეს შევძელით, ჩვენი ძლიერი სიყვარულის წყალობით, რომელიც მარადისობად იქცა. ვატარეთ ყოველი მიღწევა და მარცხი ერთმანეთის მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და ჩვენი სიყვარულით მრავალჯერ დავანთეთ ცისკარი. ყოველ ღამე უფალს მადლობას ვწირავ იმის, გამო რომ მე ეს მამაკაცი მარგუნა ბედად! ხო, მართალი იყო ყველა ვინც ამბობდა, რომ მე ალექსანდრე ნაკაშიძის ბედი ვიყავი, ის - კი ჩემი! ჩვენზე უფრო ბრძენ ხალხს უთხვამთ; „ბედი მხოლოდ იმათ აჩოქებთ ვინც ძლიერები არიან, რადგან სუსტები ისედაც სულ დაჩოქილნი დადიან“ მართალიც არის. დაუნდობელ და მუხთალ ბედს მეორე ლოყა შეუშვირე სილის გასარტყმელად, დაჩოქილი მრავალჯერ წამოვდექი, მაგრამ ახლა, როდესაც უკან ვიხედები გადატანილი ტკივილიების გასახსენებლათ და აწმყოში ჩემს ქმარ-შვილს ვუყურებ ვხვდები, რომ ეს ამად ღირდა, მარტო ჩვენი სიყვარული ღირდა ამ ტკივილების ფასად. ღმერთი ყველას იმ სიძლიერის გასაჭირს უგზავნის რისი გაძლებაც შეგვიძლია, მე ბევრის გაძლება შემძლებია, ახა ვიცი რომ ვერავინ და ვერაფერი დამამრცხებს, ვიცი რომ ყველას და ყველაფერს ვაჯობებ თანაც მე ხომ ჩემი ნაკაშიძე და გასაოცარი ოჯახი მყავს გვერდით. ოჯახი, რომლის თითეული წევრის სიყვარულით ვიწვი და ვიდაგები და კიდევ ერთი ალექსანდრე ნაკაშიძე ჩემი გახდა მე კი მისი! ასრულდა ჩემი ოცნებაც და ვინ თქვა რომ ოცნებები არ სრულდება?! „მზის ამოსვლიდან, მთვარის ჩასვლამდე ვუყვარვარ“ ჩემს ნაკაშიძეს მე კი ის მიყვარს. ნაკაშიძე ჩემი გახდა, სამუდამოთ ჩემი! დასასრული. --------------------------------- აი დასრულდა ეს ისტორიაც, ისტორია, რომელიც დიდ სიყვარულს და დიდ ტკივილებს იტევს. არ ვიცი ზოგისთვის ეს შესაძლოა ზღაპარივით იყოს ან კიდევ ზედმეტად დაუჯერებელი თუმცა ეს დამეფიცება, რომ რეალობა იყო, დიიდი სასტიკი და ამავდროულად დაუჯერებელი რეალობა! მე არ ვეთანხმები მათ ვინც ფიქრობს რომ ეს დიდი ზღაპარია, რადგან ამ სამყაროში ამაზე მეტად უფრო მწარე და ტკივილიანი ბედის მქონე ადამიანებიც ცხოვრობენ. ამ ისტორიას ჰყავდა ბევრი კრიტიკოსი, ბევრი ამბობდა რომ ეს სხვისი იყო მაგრამ მინდა ვთქვა თამამად რომ ეს ჩემი ისტორიაა, თავიდან დაწყებული ჩემი ისტორია, თავიდან რაც იყო ის კი ავუხსენი იმას ვინც ნამდვილად იყო ამის ღირსი და ბოდიში მას, რომ ზოგიერთი ადამიანის დაუფიქრებლობით ეტკინა. ახლა კი თქვენ ჩემო საყვარლებო, ტკბილო შოკოლადებო ძაალიან დიდი მაადლობა გვერდში დგომისთვის, თბილი სიტყვებისთვის, იმისთვისაც რომ მრავალი თქვნგანი ჩემს გამუდმებულ დაცვაში იყო და ამის გამო ბევრჯერ გატკინეს. ბოდიში თქვენ ამისთვის. თქვენ იყავით ჩემი სტიმულები, რომ გამეგრძელებინა წერა, არ შევპუებოდი არაფერს და დამესრულებინა ეს ისტორია. მაადლობა იმათ ვისაც გიყვარვართ მოგწონთ ჩემი ისტორიიების კითხვა, მაადლობა იმათაც ვინც უბრალოდ დიდ კრიტიკას აკეთებს რადგან სწორედ ჯანსაღი (და არაა შეურაცმყოფელი, გულისმკვლელი და დამაკნინებელი კრიტიკააა) მოყვარული მწერლების სულის საზრდო. მაადლობა იმათაც თანაც განსაკუთრებული, (რადგან თქვენც ჩემი სტიმულები იყავით) ვინც ჩემს სალანძღავად სიტყვებს არ იშურებდა, ვინც ათას სიმდაბლეს მაბრალებდა, ვისაც ერეოდა როგორც ფილოსოფოს მრავალი სტუდენტის ნაწერი გასწორებისას აზრები, ეს იმასაც უწერია და იმასაცო და პლაგიატობაში დებს ეჭვს თუმცა ფილოსოფოსს ბოლოს უნათდება გონება და ხვდება რომ ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი აზრები და ეს პლაგიატია კი არაა მსგავსი შინაარსის მქონე განსხვავებული სიტყვებით თანწყობილი წინადადებაა....რომელიც სულაც არაა პლაგიატი და უბრალოდ ეს სუპერ ეგოს გამოძახილია!> მოკლედ ძაალიან, ძაალიან მიყვარხართ ყველანი და მაადლობა რომ არსებობთ და მანებივრებთ ამ ლამაზი სიტყვებით!... <3 ძაალიან მიყვარხართ და ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი ისტორიით! უდიდესი პატიისცემით და სიყვარულით თქვენი ალექსანდრა. <3 პ.ს. "ტკივილის გარეშე არ იქნებოდა განცდა და წუხილი, წუხილის გარეშე ვერასდროს ვისწავლიდით ჩვენს შეცდომებზე. იმისთვის, რომ სწორედ გამოგივიდეს, ტკივილი და განცდა ერთადერთი გასაღებია ყველა ფანჯრის. მათ გარეშე ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია." (ანჯელინა ჯოლი). |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.