შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 24)


19-09-2016, 00:01
ავტორი სატი
ნანახია 2 134

ანკა და ერეკლე გაქრნენ საავადმყოფოდან მაშინვე მენეჯერთანგ გავარდნენ დადა და გიგა. ნახეს ვიდეოები და აბა გამოიცანით ვინ მოიტაცა ანკა და ერეკლე. გიორგიმ, უფროსწორად რომ ვთქვათ მან და ერეკლემ მოიტაცეს ანკა და სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროს ანკა, ერეკლე და გიორგი. ანკა ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო გონს არ მოდიოდა.გოირგი და ერეკლე იჯდნენ პატარა საავადმყოფოში სადაც სხვა სახელით ჰყავდათ დარეგისტრირებული ანკა.
-თქვენ მე დამეხმარეთ ადრე ეხლა მე გეხმარებით. თან მე ანკა მიყვარს(გიორგი)
-მადლობა ესენი კი მის მოკვლას აპირებდნენ. არ მესმის როგორ მოუვიდათ ეს აზრად
-ერეკლე ანკას ტვინის უჯრედები მკვდარია ამიტომ შეილება მართლა არ აქვს აზრი მის აქ გაჩერებას უბრალოდ რადგან შენ იმედი გაქვს რომ გაცოცხლდება მეც იგივე მექნება.
-ნიაკო?
-ნიაკო სახლშია, ჩემთან რომ შენებმა მე დაკითხვა არ დამიწყონ. სიარული და ყველაფერი შეგილია უკვე ხო?
-კი, კი. წადი შენ დაცვა ხო დგას აქ?
-კი მე დავიქირავე ჩემი ბიჭები არიან არავინ იცის რომ აქ ხართ და არც ჯობს რომ ვინმეს უთხრა
გიორგი წავიდა. ანკს მდგომარეობა უცველი იყო. 2კვირა ყველა მათ ეძებდა მაგრამ როგორც იქნა გამოჩნდა ერეკლე სახლში, ანკას გარეშე. ყველა მას მივარდა და კითხვების დასმა დაუწყეს.
-ნუ მიაყარეთ დასვით ორი წუთით(ვაჟა)
ერეკლე დაჯდა, ანი აცოცდა დივანზე და ერეკლეს კალთაში ჩაჯდა.
-ანკა გადაყვანილი მყავს საავადმყოფოში სადაც დამთანხმდნენ დამატებითი ერთი კვირა მის აპარატზე დატოვებაზე. მე გამომწერეს.
-რატომ არ გვითხარი შვილო
-ყველა თანახმა იყავით მის მოკვლაზე რაზეც მე თანახმა არ ვიყავი გიორგიმ გვიშველა. ეხლა კიდე მივდივარ გიორგისთან რომ ნიაკო მოვინახულო.
-ერეკლე დარჩი(ელენე)
-შენ ყველაზე მეტად გაწყობდა ხომ ანკას სიკვდილი? არც გიგლოვია.
ერეკლე გიორგისთან წავიდა.შესვლისთანავე ნიაკო ეცა ერეკლეს. მან ხელში აიყვანა და ჩაიხუტა.
-როგორ მომენატრე შენ არ იცი-ერეკლემ მისი პატარა თავი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა-იმედი აღარ არის, დედიკოს თვალები გაქვს. ნეტა მის თვალებს ვხედავდე ახლა ღიას რას არ დავთმობდი.
უცებ საავადმყოფოდან დაურეკეს. ერეკლე ნიაკოს ძირს დაუსმელად გავარდა საავადმყოფოში ანკას ეღვიძა.
-ანკა ანკა. როგორ ხარ? ჩემო ცხოვრება მეგონა მოკვდი, მეგონა ვეღარ გნახავდი. ჩემი ბრალია ყველაფერი გეხვეწები არ მოკვდე აღარ წახვიდე, არ დამტოვო. აღარასდროს
-ერეკლე...
-რა? რა?
-2წუთი მომისმ... ბავშვები საფრთხეში არიან. მე... საკეისრო უნდა გამიკეთონ დღესვე
-არა ვერ გაუძლებ რას ქვია საკეისრო. ანკა მოკვდები ხელში ჩამაკვდები, ანკა არ გამიკეთო ეს. ანკა არ მოგცემ ამის უფლებას
-დაწყნარდი, მე სულ რომ მოვკვდე ნიაკო გყავს და ჩვენი შვილები
-ანკა ნუ ლაპარაკობ ეგრე, მე შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ ბავშვებს ხელს ვერ მოვკიდებ რომ მეცოდინება რომ შენ მათ გამო მოკვდი
-დამპირდი რომ მოვკვდე რომ მიხედავ მათ
-შენ არ მოკვდები, არ გაიკეთებ საკეისროს
-ან მე ან ისინი ერეკლე
-ანკა ჩვენ კიდე ბევრჯერ გვეყოლება ბავშვები. გთხოვ იფიქრე. არ მოგცემ ამის უფლებას მე არ ვარ თანახმა
-ერეკლე... ჩვენ ოფიციალურად აღარც ვართ ერთად...
-არა, მე შენი ქმარი ვარ და უარზე ვარ ამ ყველაფრის! გთხოვ გონზე მოდი ანკა არ გამიკეთო ესეთი რამ
-ერეკლე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა
ნიაკომ ტირილი დაიწყო. ანკამ მის გვერდით დაიწვინა.
-და ამას ნიას გაუკეთებ? ნიას დატოვებ?
-ერეკლე მორჩა ამაზე ლაპარაკი
-არ გაქ ამის უფლება, ანკა ნუ მოგვექცევი ეგრე.
ანკას ჩაეძინა. მთელი ღამე ერეკლემ გაათენა დილისკენ ჩაეძინა და რომ გაიღვიძა ანკა აღარ დახვდა პალატაში, არც ნიაკო. გიჟივით წამოხტა, კარს მივარდა ჯაჯგური დაუწყო, უცებ კარი მის მხარეს შემოიღო. გიორგი იყო.
-ანკა სადაა!!!
-დაწყნარდი ოპერ...
-რა ოპერაცია! მოკვდა ხო? როგორ მიეცი ამის უფლება! გიორგი როგორ?!!! როგორ გამიკეთე ეს
-დაწყნარდი ერეკლე ამახსნევინე
-ერთი თქვენიც ყველასი!!! სად არის!!! სად არის გამატარე!!!-ერეკლე რეანიმაციაში შევარდა იქიდან ექიმებმა გამოიყვანეს არ წყნარდებოდა და დამამშვიდებელი გაუკეთეს და პალატაში წაიყვანეს.
გაეღვიძა, ანკა დაინახა თეთრ ტანსაცმელში.
-შენ რა... ანგელოზი ხარ?
ანკა სახეზე სულ წითელი იყო, იმდენი იტირა. ნაწამები სახე ჰქონდა.
-რა მოხდა, ხმა ამოიღე?
-ერეკლე... ერთი მოგვიკვდა-ანკა ვერ წყვეტდა ტირილს, ერეკლემ გულზე მიიკრა
-რას ამბობ
-ვერ... გადაიტანა-ანკა ტიროდა ერეკლე ვერ აწყნარებდა.
-ნუ ტირი. ანკა გთხოვ
საღამომდე ასე იწვნენ. საღამოს ყველა მოვიდა. ანკასთან და ერეკლესთან შევიდნენ.
-ღმერთს მადლობა რომ შენი თავი დამიბრუნა ანკა(მაკა გადაეხვია)
-ბავშვები სად არიან?(ელენე)
-დედა... ნიკოლოზი გადარჩა მაგრამ... აი...
ანკას ისევ ტირილი აუტყდა, ყველა გაკვირვებული უყურებდა.
-რა მოუვიდა-ყველას თვალები აუცრემლიანდათ
-არაფერი. არ გინდათ ამაზე
-ანკა, როგორ მოხდა(სანდრო)
-გადით აქედან(ერეკლე)
-მაგრამ...
-გადით ყველა აქედან და გიორგის დაუძახეთ მალე!
ყველა გავიდა და გიორგი ნიაკოსთან და ნიკოლოზთან ერთად შემოვიდა. ერეკლემ ნიკოლოზი დაიკავა ხელში.
-მა... ნიკოლოზ. ანკა არ დაიკავებ?
ანკამ თავი კედლისკენ შეაბრუნა.
-ანკა შემომხედე-ერეკლემ სცადა მისი თავი შეეტრიალებინა მისკენ-ანკა არ შემილია შენ ტკივილს ვუყურო გთხოვ გამომხედე.
ერეკლე ადგა ნიკოლოზი დააწვინა და ანკასთან მეორე მხრიდან მივიდა და ჩაეხუტა. გიორგი დაჯდა ნიკოლოზი და ნიაკო დააძინა და გავიდა.ნიკოლოზი 4თვე ინკუბატორში ჰყავდათ ამ 4თვის განმალობაში ერეკლე უყურებდა ანკას ტკივილს. დღითი დღე ანკა ხელში აკვდებოდა, არანაირი წამალი, დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი არ შველოდა ანკას. სახეზე ფერი არ ედო და მთელი დღეები ტირილში ატარებდა. საწოლიდან არ დგებოდა, ნიკოლოზს არ ნახულობდა არც ნიაკოს აქცევდა ყურადღებას. არცერთისკენ არ იხედებოდა. ერეკლე გიჟივით დარბოდა ყველანაირ ექიმს, ფსიქოლოგს თხოვდა დახმარებას მაგრმა ანკას არაფერი არ შველოდა, რამოდენიმეჯერ მისი პატარა ძაღლიც კი შევიდა ოთახში საწოლზე აძვრა მაგრამ ანკა ყურადღებას არ აქცევდა. ნიკოლოზის დაბრუნების დღეს ერეკლე შევიდა ანკას ოთახში. ანკას წინ დადგა.
-ადექი... ანკა ადექი მეთქი. დაყრვუდი? წამოდექი. მეც მეწყინა ანას სიკვდილი შენ გგონია მე არ ვგლოვობ?არ ვგლოვობ ჩემი გოგონას სიკვდილს? არ მენატრება? მაგრამ ნიაკოს და ნიკოლოზის გამო მე ჩემ თავს ხელში ვიკავებ. არ ვნებდები და შენც იგივეს გირჩევ. წამოდექი საწოლიდან სანამ საშინელება ჩამიდენია და ხელი ამიწევია რომ ადგე!
-ერეკლე გადი და თავი დამანებე
-არ მოგცემ ამის საშუალებას! არ გაქ ამის უფლება! ანკა მიყვარხარ და გული მიკვდება გეხვეწები წამოდექი. ნიკოლოზი იცი რა სიმპატიურია? შენი თვალები და ჩემი თმები აქვს ანკა. გთხოვ დაიკავე ხელში
-ის მხოლოდ ჩემ დანაკარგს მახსენებს
-ანკა შენ დანაკარგზე მეც ვფიქრობ მე მისი მამა ვიყავი მაგრამ იფიქრე იმაზე რაც გაგიჩნდა. შენი შვილი. ანკა ადექი და გეყო გლოვობა, ასეთ მდგომარეობაში ვერ გიყურებ გინდა ჩვენ სახლში დავბრუნდეთ? გინდა?
-დავბრუნდეთ
-გეხვეწები გაიღიმე. მკვდრის ფერი გადევს არ ჭამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმას ჭამა არ ქვია. გადასხმებისგან სულ ხელები გაქ გაუბედურებული რადგან სხვანაირად ვერ დარჩები ცოცხალი. ანკა ბოლოჯერ ვიმეორებ არ ადგები და ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ
ანკა ნელა წამოდგა იმდენად გამხდარი და დასუსტებული იყო რომ ძლივს დგებოდა ფეხზე, ერეკლემ ცალი ხელით დაიჭირა. ანკამ ხელიდან მოიხსნა ნემსი და ბამბა დაიჭირა.
-სარკეში ჩაიხედე რას დაამგვანე შენი თავი რას! ცარიელი ჯოხი ხარ! ძალა არ გაქვს დასადგომადაც კი!
-და რა მერე! რა, მითხარი აბა? მე შვილი დავკარგე, ვერ გადავარჩინე ჩემი შვილი. ეს ავარია...
-ჩემი ბრალია ანკა! ეს ავარია ჩემი ბრალია
-ნუ ლაპარაკობ ასე
-მე მოვკალი ჩემი შვილი შეგილია მე მირტყა დამიყვირო რაც გინდა ის ქნა მაგრამ შენც არ დაგკარგავ!-ერეკლემ ხელში აიყვანა პლედი გადააფარა და ქვემოთ ჩავიდა.
-ნანული დეიდა, ეხლავე ჩაალაგეთ ყველაფერი. ვაჟა ბავშვები წამოყვანე და მეორე მანქანით გამომყევი
-შვილო ამ შუა ღამეს სად მიდიხარ! თან ანკასთან ერთად ის სუსტადაა
-მე და ჩემი ცოლი მივდივართ მალე ჩაალაგეთ ყველაფერი 1საათში ჩემ სახლში იყოს
ერეკლე და ანკა წავიდნენ. მისაღებში შევიდნენ ერეკლემ წამოაწვინა ანკა სავარძელზე.
-გშია?
-აქ არაა ექთანი
-რა კიდე ხელების დასიებას აპირებ? ანკა წესიერად უნდა დაიწყო ჭამა
-დამანებე თავი
-მაინც არ იშლი შენსას. შენ მართლა ვერ აცნობიერებ რას გავხარ! არ მინდა ექთანი 4თვის განმალობაში ვისწავლე როგორ უნდა მაგის კეთება-ერეკლემ გამწარებულმა მოიტანა წამალი და დაკიდა მერე ნემსი გაუკეთა ხელში და ბავშვების დასაძინებლად გავიდა. ანკა ნელა წამოდგა ცალი ხელით სავარძელს დაეყრდნო. მეორე მოკიდა ხელი იმას რაზეც დაკიდებული იყო წამალი. სამზარეულოში გავიდა და წყალი აიღო. დალია მერე ტელეფონი აიღო. ამ დროს ერეკლე შემოვიდა.
-რატომ ადექი
-გავლა მომინდა
-სუსტად ხარ
-რაც უფრო ბევრს ვივლი მით უფრო კაი
-წამო ოთახში დაიძინე
-არ მეძინება. ნიკოლოზთან შემიყვანე
-ძინავს
-რას აჭმევდით აქამდე?
-საავადმყოფოში აჭმევდნენ
ანკა ისევ დაწვა.
-ხელს მტკენს-ანკამ მოხსნა დაიწყო მაგრამ ერეკლემ შეუშალა ხელი.
-იმ შემთხვევაში მოიხსნი თუ შეჭამ რამეს.
-უნივერსიტეტში მინდა ისევ სწავლა
-რომ მოძლიერდები ბაზარი არაა
-ძაან გაწამე ეს 4-5თვე?
-არა. ჩემი ბრალია ყველაფერი მაპატიებ?
-არაა შენი ბრალი. გიორგი სადაა
-სახლში
-დაურეკავ?
-კი
ცოტახანში გიორგი მოვიდა, ერეკლე ბავშვების ოთახში გავიდა.
-როგორ ხარ
-ხომ ხედავ ხელები დასიებული და ჯოხი როგორც ერეკლე იტყვის
-ძაან გაწამდა ამ თვეებში. არ გიფიქრია კვებაზე?
-არ ვიცი, არაფრის სურვილი არ მაქ
-არ გეტყობა რადგან ლაპარაკობ და აქ ხარ ესე იგი რაღაც შეიცვალა
-მივხვდი რომ ტყუილა გლოვით ვერაფერს გავხდები მაგრამ არ მითქვამს რომ ისევ ისეთივე ხალისიანი გავხდები.
-ბავშვები გკიდია?
-არა.
-აბა ანკა არ მესმის რატომ იქცევი ასე
-იმიტომ რომ ჩემი შვილების გარდა ყველა და ყველაფერი
-ცუდად იქცევი
-არ ვიქცევი ცუდად-გამოიძრო ხელიდან ნემსი და სამზარეულოში გავიდა ყველანაირად ცადა თავი დაეჭირა რომ არ წაქცეულიყო გამოიღო შოკოლადი და შეჭამა-კმაყოფილები ხართ? გიორგი მე დაგირეკე იმიტომ რომ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ცოცხალი ხარ.
-კაი ცოცხალი ვარ და რა წავიდე?
-არა... ნატალისთან როგორ ხარ
-კარგად. ერეკლესთან გავალ
ერეკლეს ოთახში შევიდა.
-როგორ მოვასულიეროთ გიო
-გეგმა მაქვს. მის ნერვებზე მოქმედებით ვერაფერს გავაკეთებთ მემგონი... ჯობია ავუშალოთ ნერვები ისე რომ არც ვეცადოთ ამის კეთებას. ანუ ყურადღება არ მივაქციოთ გააგრძელე შენი ნორმალური ცხოვრება, იმას ვგულისხმობ რომ იარე სამსახურში და საღამომდე არ მოხვიდე, იქნებ ბავშვებმა მაინც მოიყვანონ გონზე ცოტათი.
-ვერ დავტოვებ სუსტია
-ნუ გეშინია რომ მიხვდება რომ ზედმეტად უსუსურია და ვერაფერს აკეთებს თვითონ ითხოვს დახმარებას ეხლა რაიმეს დაძალებას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. დატოვე ხვალ დილიდანვე, საჭმელიც და ის წამალი რითიც გადასხმას იკეთებს დარწმუნებული ვარ რომ მიხვდება რომ შია საჭმელს მიირთმევს და გაივლის კიდეც. დამიჯერე ყველაზე კარგი გამოსავალი არის ეხლა მის ნებაზე მიშვება
-მართალი ხარ მაგრამ ცუდად რომ გახდეს?
-ნიაკო ხო არის იქ. ერთი ორჯერ სახეში გაულაწუნებს თუ ანკას გული წაუვიდა და რომ მოხვალ საღამოს ყველაფერს იტყვის ლაპარაკიც იცის.
-შეეშინდება
-სხვა გზა არაა
-კარგი თანახმა ვარ
გიორგი წავიდა. ერეკლე გავიდა სამზარეულოში.
-მე ვიძინებ
-მე არ მინდა ჯერ
-არც მიკითხავს
ერეკლე პირდაპირ გავიდა ოთახში. ანკამ არაფრად ჩააგდო მისი ასეთი მოქცევა. ეძინებოდა მაგრამ არ უნდოდა ერეკლეს წესებით ეთამაშა მისი სიჯიუტის გამო დაწვა სავარძელზე. შუა ღამეს გააღვიძა ნიკოლოზის ტირილმა.
-ერეკლე! ერეკლე! ნიკოლოზი ტირის
ერეკლეს ესმოდა მაგრამ სპეციალურად იწვევდა მას, უნდოდა რომ მასში გაეღვიძებინა დედის მოვალეობა... ცოტახანში ნიკოლოზი თვითონ გაჩერდა ჩაეძინა, ანკამ დაიძინა ისევ. ერეკლეს გეგმამ არ იმუშავა. დილას ადრე გამოვიდა მისაღებში. ანკას ეღვიძა მაგრამ თავი მოიმძინარა.
-ანკა მე წავედი სამსახურში
-რა? რატო
-იმიტო 4თვე ვიყავი სახლში დროა ფირმას მივხედო. რა გჭირდები?
-არა რაც გინდა ის ქენი... ჩემთვის ხომ უკეთესი რასაც მინდა იმას გავაკეთებ
-ხო რაც გინდა ის ქენი. აბა შენ იცი-ერეკლემ შუბლზე აკოცა და წავიდა
ანკა წამოდგა. ნიაკოს ოთახში შევიდა. მას ეღვიძა
-ადექი დე ეხლა მოგაკითხავს დაცვა და ბაღში წასვლის დროა
ხო ბაღი სულ გადაავიწყდა ორ სუპერმენს რომელმაც გეგმა კარგად არ გათვალა.ჩააცვა ნიას და გაუშვა. ეხლა დაფიქრდა რა გაეკეთებინა, ნიკოლოზმა ტირილი დაიწყო, ანკა საწოლს აქანავებდა იქნებ დაეძინა მაგრამ ნიკოლოზს შიოდა. დაურეკა ნათიას. ისიც სიხარულით მივიდა და აიყვანა ნიკოლოზი ხელში და რძე დაალევინა.
-მადლობა რომ მოხვედი
-არაფრის ხომ იცი ადრე თუ გვიან მოგიწევს მისი ხელში აყვანა
-ვიცი. ნათ შენ და ივა...
-არა არ ვართ ერთად
ანკამ გამოაღო კარადა და არაყი აიღო.
-მოიცა რას აკეთებ
-რას უნდა ვაკეთებდე ვსვამ გინდა?
-ეხა ლოთობას აპირებ?
-წელიწადნახევარია არ დამილევია შეილება ერთი ჭიქა?
-რათქმაუნდა.
ნათიას გიორგიმ მიწერა
,,ნათ ანკას არ დაეხმარო რაც არ უნდა გთხოვოს და როგორ და არაფერი არ დაუშალო. მერე გეტყვი ეხა თუ მანდ ხარ დატოვე. მერე აგიხსნი’’
-აუ ანკა უნდა წავიდე სანდრო მირეკავს რაღაც საშინელება გავუკეთე და მომკლავს რო არ მივიდე
-აუ ცოტახანი დარჩი რა ვუყო ნიკოლოზს
-ადვილია დაიკავე ხელში და პირში ჩაუდე ბოთლი ვისო
-არა, მე... სუსტი ვარ ვერ დავიკავებ... და დავარდება
-არ ვიცი მემგონი უკვე აღარ უნდა დავაწვენ და დაიძინებს
ნათიამ დააწვინა ნიკოლოზი და წავიდა. ნიკოლოზმა ტირილი დაიწყო, ანკას აღარ შეეძლო ამდენი ხანი მისი ტირილის გაგონება და მის ოთახში შევიდა, ერეკლეს კამერა ჰქონდა ნიკოლოზის ოთახში დაყენებული და უყურებდა ამ ყველაფერს სიგიჟემდე უხაროდა რომ ანკა გადადგამდა ამ ნაბიჯს და აიყვანდა ხელში ნიკოლოზს მაგრამ კარზე ზარი გაისმა. ერეკლეს დედა შემოვიდა.
-რას აკეთებ ბავშვი ტირის და შენ არ უვლი! ან საერთოდ ვინ განდო ესეთ სუსტს ბავშვი! გადასხმას რატო არ იკეთებ! მორჩა მე მიმყავს ჩემი შვილიშვილი
-რას ქვია მიგყავთ ის ჩემი შვილია
-და ერეკლესი არ დაგავიწყდეს! შენ მას ვერ მოუვლი!
შევიდა ოთახში და ბავშვი აიყვანა ანკა გადაეღობა წინ
-შენ გგონია შენნაირებს არ შევწინააღმდეგებივარ? ეხლავე გამეცალე.
-არა არ წაიყვანთ არ წამართმევთ ის ჩემია! ჩემი
-ნუ მაცინებ შენ დედადაც არ გამოდგები!!
ელენემ გაწია და გავიდა. ანკა დაემხო და ტირილი აუვარდა. იატაკზე იჯდა და ტიროდა, ერეკლემ ვეღარ გაუძლო ამხელა ტკივილს ანკასას და წავიდა დედამისის სახლში. კარი რასაც ქვია შეანგრია.
-შენ როგორ ბედავ და ჩემ ცოლს ესე ექცევი!
-ისე ვექცევი როგორც იმსახურებს 4თვე გააწამა არც შენ უყვარხარ არც შენი შვილები, მას ფული უნდა ფული!!! და ტრაშფანდური! ამაში დავრწმუნდი!!!
-დედაა!! ხელი არ ამაწევინო და კაცობა არ დამაკარგვინო!!!!!!!!! როგორ ბედავ და ანკაზე ესე ლაპარაკობ!! ჰა? შენ მე ვინ გგონივარ? ვაჟა? თუ ანი? რომელსაც ადვილად უბრძანებ ყველაფერს!! სადაა ჩემი შვილი! სად არის ნიკოლოზი!
-ზემოთ. არ წაიყვან მე ჩემ შვილიშვილს არ ვანდობ იმ ქალს!!
-დედა მე გითხარი ბოლოჯერ გაფრთხილეებ თქო ხოდა ეხლაც გეუბნები მე ნიკოლოზს წავიყვან ვერც მე და ვერც შენ შვილიშვილს ვეღარ ნახავ! მორჩა
ერეკლე ზემოთ ავიდა კარი შეარო და მძინარე ნიკოლოზის დანახვაზე დაწყნარდა ცოტა, აიყვანა ხელში და ქვემოთ ჩავიდა.
-ანკას ერთ ცრემლადაც არ ღირხარ-თქვა და წავიდა
სახლში რომ შევიდა ანკა ისევ უძრავად იწვა იატაკზე ოღონდ ამჯერად უგონოდ, ერეკლემ მალე დააწვინა ნიკოლოზი და ანკა აიყვანა ხელში სავარძელზე ნელა დააწვინა.
-რატომ ამდენი უბედურება! რატომ.
მალე მოასულიერა და ჩამოჯდა.
-რა დაგემართა
-ნიკოლოზი... დედაშენმა წაიყვანა
-მოვიყვანე.
-მა...მადლობა.
-კარგი. რამე გინდა?
-არა. არაფერი ადგომა-ანკა წამოდგა მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ქონდა სიჯიუტეს და დაწვა ისევ სავარძელზე
-დავიჯერო არ გეყო ამ გაბრიგინებულ ტახტზე წოლა? სახლში უამრავი ოთახია
-ახლოს ვარ სამზარეულოსთან ვერ დავდივარ ჯერ კარგად...
-როგორც იქნა სიჯიუტეს გადაეჩვიე. მე წავედი
-მოიცა შენ რა მტოვებ?
-ხო რა
-არაფერი..
ერეკლე კართან მივიდა
-ერეკლე,
-ხო?
-არაფერი.
ერეკლე გავიდა. ანკამ გიორგის დაურეკა.
-ალო?
-გიორგი არ მოხვალ?
-რატო
-რავი ისე.
-ა მე სამსახურში ვარ
-კაი.
ანკამ გათიშა და დაურეკა ლიკას.
-ლიკუშ არ მოხვალ?
-ვერ მოვალ მე და ნიკა მცხეთაში ვართ დადა და გიგასთან ერთად თემოც აქაა.
-კარგი
ამასაც გაუთიშა. ივაც გაფრთხილებული ყავდათ რო არ მისულიყო მაგრამ ივა არ დათანხმდა და მივიდა ანკასთან. დამამშვიდებელი მიცა, გადასაფარებელი ჩამოუტანა და დააფარა. მერე ჩაი გაუკეთა. დაალევინა.
-აბა უკეთესად გრძნობ თავს?
-კი მადლობა ივა. რატომღაც არავინ მთანხმდება მოსვლაზე
-რატო არ თხოვ დახმარებას ერეკლეს
-იმიტომ...
-ეჰ ანკა. ადრე თუ გვიან მოგიწევს ნიკოლოზის ხელში აყვანა.
ივამ საჭმელიც ანკას ცოტა რო მიხვდა მოძლიერდა მერე წავიდა. აი ისევ გაიღვიძა ნიკოლოზმა. შევიდა მის ოთახში მაგრამ ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ნიაკო მოვიდა. მას მისცა ბოთლი, ნიკოლოზი საწოლზე დააწვინა და უთხრა აჭამეო ნიაკოც დათანხმდა. მალე ერეკლე მოვიდა.
-ნიაკო სად ხარ?
-აქ!
ერეკლე შევიდა ნიკოლოზის ოთახში.
-ნიაკო გადი ორი წუთი ოთახიდან
ნია გავიდა.
-ანკა, აიყვანე ბავშვი ხელში?
-ხო ავიყვან მერე
-კარგი. ანკა სიმართლე მითხარი გიყვარვარ? თუ არა ეხლავე გავშორდეთ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო ეს ანკა უკვე მისი სიჯიუტით ნერვებს მიშლის.არცერთი კაცი არ მოუთმენს ამდენს რასაც ერეკლე უთმენს და აკეთებს ეს კიდე ვერ ირგებს რა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent