შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი გრძნობით შემიყვარდი (თავი 2 )


19-09-2016, 19:32
ავტორი Bluefloyd
ნანახია 2 256

დილას რუსკას ხმამ გამაღვიძა, ვიღაცას ირონიულად ელაპარაკებოდა, ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი.
-დემეტრე?
-ხო, რა იყო, არ მელოდი ცოლო?
ბოლო სიტყვა საგრძნობლად გაწელა
-ააარვიცი, შემოდი-ძალიან დავიბენი და სიტყვების ერთმანეთზე გადაბმას ვერ ვახერხებდი
-მე ყავას მოგიდუღებთ, თქვენ ილაპარაკეთ-საუბარში რუსკა ჩაერთო.
-ელენე ხო?
თავი დავუქნიე
-ხოდა იცოდე რო ცოლად არ მოგიყვან, უფროსწორად მოგიყვან, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად, სინამდვილეში კი არასოდეს გაღიარებ და ჩემი გამწარებისთვის საშინლად გაზღვევინებ
-დდემეტრე, არც მე მინდა შენი ცოლობა, მაგრამ სერიოზული მიზეზი მაქვს, რის გამოც ამ წინადადებაზე თანხმობა განვაცხადე. ახლა ვეღარაფერს შევცვლით
-ახლა ვერა, მართალი ხარ, მაგრამ მამაჩემი დიდხანს ვერ უყურებს შენს ტანჯვას ჩემ ხელში და მალევე სახლში გამოგიშვებს.
დავიბენი და ხმა არ გამიცია, ამ დროს კი რუსკა შემოვიდა ორი ფინჯანით ხელში, დემეტრემ მისთვის განკუთვნილი ყავა აიღო და გემრიელად მოსვა, მაგრამ მალევე უკან გადმოაფურთხა
-ეს რა არიიიიის ტო?
რუსკას ჩაეცინა, გავხედე და ჩანაფიქრს მივუხვდი
-უი, რა იყო?
-შაქარს და მარილს ვერ არჩევ შეეეენ? -ღრიალებდა დემეტრე
-ჯერ ერთი ნუ მიყვირი და მეორეც, მე სულ უშაქროდ ვსვამ და ამერია რა მოხდა
გაიღიმა და მხრები უდარდელად აიჩეჩა. დემეტრე წამოდგა და რუსკას ხელი მკლავში სტაცა
-რას აკეთებ, ხელი გამიშვი ახლავე-უყვიროდა რუსკა, მაგრამ ამაოდ, დემეტრემ იგი სახლის გარეთ გაიყვანა და შიგნიდან კარები ჩაუკეტა.
-ელეეენეეე, სულ გაგიჟდა ეს იდიოტიიი, დროზე კარიი გამიღეეთ, ხალათით ვარ, მცივაააა-კანკალებდა რუსკა და ხელებს მთელი ძალით კარს ურტყამდა.
-რა გააკეთე-მეცინებოდა და ამაზე დემეტრე უფრო გაგიჟდა
-შენი დაქალი არანორმალურია, ყავაში მთელი შეკვრა მარილი ჩამიყარა, ჭკუას ისწავლის.
სიცილს განვაგრძობდი და კართან გასაღებად მივედი, როდესაც ხელზე შეხება ვიგრძენი, დემეტრეს ხელი იყო, დაახლოებით ჩემსაზე ორჯერ დიდი იქნებოდა, შევტრიალდი და ხელი სახელურს მოვაშორე, კართან ამაკრა, მის სიახლოვეს ვგრძნობდი და ერთ ადგილზე გავიყინე, თვალებში მიყურებდა და ლოყაზე ხელს მისმევდა.აქამდე თუ მხოლოდ ზიზღს ვხედავდი მისი შავი თვალების მიღმა, ახლა უსაზღვროდ დიდი ტანჯვა დავინახე, ამასთანავე მისი თვალებიდან უდიდესი სითბო მოდიოდა, რომლის დაფარვას ზიზღით ცდილობდა, მაგრამ ამ დღეს მივხვდი რომ ის არც ისეთი ცივია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
-როგორ გავს ამის დედაც-ჩაილაპარაკა და გარეთ გააფთრებული გავარდა. ვერ მივხვდი რა იგულისხმა, ან ვის ვგავდი, გაშტერებული ვუყურებდი სანამ მანქანა არ დაქოქა და ელვის სისწრაფით არ მოსწყდა ადგილს.
-თავს რამდენის უფლებას აძლევს? ვინ გონია თავი ამდენს რო მიბედავს? არა, მიყუროს მაგან, სეირს ვაჩვენებ-ბრაზობდა რუსკა, მე კი მის სასაცილო ქმედებებზე გულიანად ვხარხარებდი, რაზეც უფრო და უფრო მწარდებოდა გოგონა.
_____________________
ორი დღე ძალიან მალე გავიდა და დადგა დრო, როდესაც ჭაბუკიანების ოჯახის არასრულფასოვანი, მაგრამ მაინც წევრი გავხდებოდი. მეშინოდა იმის რაც მოხდებოდა, მეშინოდა რომ გიორგი არასდროს მაპატიებდა, ისევე როგორც დემეტრე. მე ხომ საკუთართან ერთად სხვის ცხოვრებასაც ვანგრევდი.
-ხომ გაგაფრთხილე წესიერად გამოიძინეთქო -მებუტბუტებოდა რუსკა -ასეთი
ჩაშავებული თვალებით აპირებ შენ ქორწილში მისვლას?
ფუნჯები მოიმარჯვა და ჩემს „გაშპაკვლას“ შეუდგა. კურსები ჰქონდა გავლილი და ულამაზეს მაკიაჟს აკეთებდა, მაგრამ მსუბუქი ვარჩიე, კაბის შესაბამისი.თეთრი მოკლე კაბა იყო, სადა და ტანზე მომდგარი. ერთ საათში მზად ვიყავი და სარკეში ჩავიხედე, ანარეკლს ვაკვირდებოდი და ჩემ თავს ვერ ვცნობდი, ბავშვობაში სულ დიდ და გრანდიოზულ კაბაზე ვვოცნებობდი, ქორწილის შესაბამისად.
-ელენე, ძალიან ლამაზი ხარ, იმ დეგენერატს თვალები შუბლზე აუვა
რუსკა მაინც პოზიტივის შემოტანას ახერხებდა ჩემს ცხოვრებაში და ამ დაწყევლილ დღესაც, სახეზე ღიმილს მგვრიდა. მალე კარზე ზარის ხმა გაისმა, რუსკამ გააღო და დემეტრეს შეეჩეხა
-დროზე გამოვიდეს, მეჩქარება, გარეთ ბიჭები მელოდებიან
რუსკამ თითი ცხვირწინ აუფრიალა
-ჰეი შენ, „სიძევ“, ცოლი მოგყავს დღეს მოგწონს ეს თუ არა და შენ ძმაკაცებს მოცდა მოუწევთ
-შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ, თორე ელენესთან ერთად შენც გაგიმწარებ სიცხოცხლეს-შეუბღვირა დემეტრემ. ოთახიდან გამოვედი და ემოციებს დავაკვირდი, დემეტრე ანერვიულდა ისევე, როგორც მე, მაგრამ ორივე ვცდილობდით არ შეგვემჩნია, მანქანაში ჩემი ადგილი დავიკავე და რუსკას დაველოდე, რომელიც სახლს კეტავდა.
-მაგას ჩემ მანქანაში არ ჩავსვამ, აი ბიჭების მანქანაში ჩაჯდეს თუ უნდა
რუსკა მანქანასთან მოვიდა, დემეტრემ კი თითით სხვა მანქანისკენ მიანიშნა, რომელიც სავსე იყო ბიჭებით
-არა, არა იქ არ ჩავჯდები, ჩემი ადგილიც კი არაა
-ლუკააააა-იღრიალა დემეტრემ-ამას ხელი მოკიდეთ და წამოათრიეღ-ჩაეცინა და მანქანა დაქოქა, რუსკას იმედგაცრუებულ სახეს ვუყურებდი და მივხვდი, რომ დემეტრეს ამ საქციელს სერიოზულად ანანებდა. შენობაში შევედით, მარტო მე, რუსკა, დემეტრე და მისი ძმაკაცები ვიყავით. ხელი მალე მოვაწერეთ და გარეთ გამოვედით. დემეტრემ ტაქსი გაგვიჩერა და მისამართი უთხრა
-მოიცა შენ რა შენ ცოლს და მის დაქალს სახლში ტაქსით უშვებ? -შეუღრინა რუსკამ
-როგორც ხედავ-ირონია არ დააკლო უფროსმა ჭაბუკიანმა და ტაქსში ჩაგვტენა.
სახლი გარედან მორთული იყო, ეზოშიც და შიგნითაც ხალხი ირეოდა. ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და ვცდილობდი თავი ბედნიერად წარმომეჩინა. საბა მთელი ძალით ჩამეხუტა
-გილოცავ ოჯახის ახალო წევრო, იმედია გაუძლებ დემეტრეს-გამეღიმა და საპასუხოდ ლოყაზე ვაკოცე. შემდეგ ეკატერინა მოვიდა და მისგანაც საოცარი სითბო ვიგრძენი
-ახლა შენც ჩემი და ხარ და შეგიძლია უბრალოდ კატო დამიძახო, როგორც სხვები მეძახიან. ბოლოს კი „დედამთლ-მამამთილი“ გადამეხვია და საჩუქარი მომცეს
-დანარჩენი საჩუქრები შენს ოთახშია, ეს კი გვინდოდა პირადად გადმოგვეცა, ოჯახის ტრადიციაა, ჩემი დიდი ბებია ატარებდა და მინდა რომ ახლა შენც ატარო, წესით დემეტრეს უნდა გადმოეცა, მაგრამ იმედია ჩემგანაც მიიღებ-ჩამეხუტა ბატონი ვახტანგი და კოლოფი ხელში ჩამიდო. გავხსენი და ულამაზესი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი დამხვდა, ალბათ ჩემ სახლზე ძვირი ეღირებოდა, თითზე მოვირგე და მადლობა მოვიხადე.
წვეულება საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, დემეტრე კი არსად ჩანდა. 1 საათზე ოთახში ავედი, წყალი გადავივლე და მკვდარივით მივეგდე ლოგინზე.
___________________________
-კაი ღამე იყო, მაგრამ ახლა უნდა წავიდე-დემეტრემ შარვალი ამოიცვა, საფულეს ხელი დაავლო, ფული ამოიღო და გოგონას მიუგდო
-ეს რა არის?
-რავი ფულია, პირველად ხო არ ხედავ?
-შენ მე ბო*ი ხოარ გგონივარ?
-არაა? -გაიკვირვა ჭაბუკიანმა
-ფუ რა იდიოტი ხარ, როგორ მეზიზღებიან შენნაირი კაცები-გოგონამ ტანსაცმელი მოხვეტა და გაიქცა. დემეტრეს ჩაეცინა
-რავი ამის კარგიც მო***ან-მხრები აიჩეჩა და სასტუმრო დატოვა.
________________________
დილის 11 საათი იქნებოდა, ალკოჰოლის სუნმა რომ გამომაღვიძა. დემეტრე იყო, ხელი ძლიერად ქონდა გადახვეული ჩემზე და სახეში არყის სუნს მაფრქვევდა. ხელი მოვიშორე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ დემეტრეს ხმამ შემაჩერა
-ფული საფულეში დევს, აიღე და წადი
მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, წყალი გადავივლე და გარდერობი გამოვხსენი, რომელშიც მოსამსახურეებს უკვე შეელაგებინათ ჩემი ტანსაცმელი და კიდევ უამრავი ახალი. მოკლე ტოპი და მაღალწელიანი შორტი მოვირგე, თმები მაღლა შევიკარი და ქვევით ჩავედი. სამზარეულოში ქეთევანი ფუსფუსებდა
-როგორ არის ჩემი საყვარელი რძალი? -გადამეხვია ქალი და საქმის კეთება განაგრძო-საჭმელი მალე იქნება, მინდა რომ პირველ დღეს ჩემი მომზადებული გასინჯო, სხვა დროს მზარეულები აკეთებენ ხოლმე.
ქეთევანს გავუღიმე, პირველად ვიგრძენი 8 წლის მანძილზე ასეთი სითბო და მივხვდი, რომ ცხოვრება არც ისეთი ცუდია. უკნიდან მზერა ვიგრძენი, დემეტრე მეგონა მაგრამ შევცდი. 30 წლამდე კაცი იქნებოდა, რომელიც უცნაურად მათვალიერებდა, მზერა ქეთევანისკენ გადავიტანე და ჩემი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ვცადე.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან მაგარია მომეწონა ველი შემდეგ თავს
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Ana

Kargia ..gaagrdzele

 


№3  offline წევრი isterichka123

ორივე თაცი ეხლა წაციკითხე ხა ძალიქნ მომეწონა კაია გააგრძელე

 


№4 სტუმარი Ana

Dges axal tavs dadeb?

 


№5  offline წევრი Kukrika123

Dzaaan momwons ecade rom didi tavebi dado xolme

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent