눈에서 멀어지면, 마음에서도 멀어진다 (Out of sight, out of mind)
* მოსაცდელი დღეს სამხრეთ კორეაში მივფრინავ. ახლა კაფეში ვზივარ და ხალხს ვათვალიერებ. საინტერესო ახალგაზრდა მამაკაცი დაიარება ვითომ საქმიანი მზერით. ცოტათი ალექსანდრეს გავს, სახით. თითქმის ნახევარი საათია ვაკვირდები და ისეთი ყალბია, გულის რევის შეგრძნება მიჩნდება. ტილოს მუქი ლურჯი შარვალი და თვით ჯექსონები აცვია. ამავე ფერის, რა თქმა უნდა. პოლოს მაისური მისი სხეულის აგებულებას სულ ცოტათი ამხელს. ნავარჯიშები სხეულით აშკარად ამაყობს. საინტერესო სახის წყობა აქვს, დაყენებული ბარიტონი და, ა, ჰო, მაისურიც, რა თქმა უნდა, ლურჯი.ადგილს ჩემ გვერდით იკავებს. არადა კაფე თითქმის ცარიელია. სახეზე ეტყობა, ცდილობს საუბარი დაიწყოს. იმდენად გამაღიზიანებელია ფერთა ეს ერთობ მოსაწყენი შეხამება, რომელსაც თან იაფფასიანი ტუალეტის წყალი ერწყმება თამბაქოს სურნელში არეული, თვით ზრდილობა, გონიერება და პროგრესულობაც რომ აღმოჩენილიყო, მაინც არ დავინტერესებოდი მისით. რეგისტრაციის დაწყებამდე 15 წუთი რჩება. ჰაერი დაძაბულობისგან მძიმდება. შევამჩნიე, როგორ შეიწმინდა ხელის გულები შარვალზე. ახლა დავაკვირდი, ცუდად გაუთავებული ყოფილა. ანუ, ანერვიულდა. არადა სულაც არ ვარ ბაბაიაგა. ეს დროც როგორ გაიწელა. ზოგადად არასოდეს ვწუხდები ასეთი რაღაცებით, მაგრამ ახლა... გამაღიზიანებელია. ალბათ, გადაღლილობის ბრალია. ალექსანდრეს წააგავს-მეთქი რომ ვთქვი, აშკარად შევცდი. ერთადერთი, რაც ამ ორ უკანასკნელს საერთო აქვთ, სიყალბეა. თუმცა, ამაშიც არის განსხვავება. ლურჯი მამაკაცის სიყალბე აშკარა და მარტივი აღსაქმელია, მისი- არა. დაკვირვება მოსაწყენი ხდება და ყურადღება ჩემ წინ მოკალათებულ გოგონაზე გადამაქვს. რაღაც არ მყოფნის, რაღაც მინდა.ან იქნებ ვიღაც. ლამაზია. უეჭველად ცეკვავს. ისეთი მიმზიდველი ჩაღრმავებები აქვს ლავიწთან, დრო რომ მქონდეს, უეჭველად დავუკოცნიდი. თხელი, ნატიფი სახის ნაკვთები და მოვარდისფროდ შეღებილი პატარა, ლამაზი ტუჩები უფრო მიმზიდველს ხდის. მომეწონა თუ მეჩვენება? არადა ბოლოს ქალთან სექსი როდის მქონდა, აღარც მახსოვს. კოკოს მერე არავინ მყოლია. ლამაზი ქალი იყო-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ იმაზე მეტად სექსუალური იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგეძლოთ. მასში ყველაზე მეტად სიშმაგე მომწონდა. სმენას ოპერატორი ქალის ხმა წვდება, რეგისტრაცია იწყებაო. ფიქრებიდან გამოვყავარ და მაღიზიანებს.. ცოტათი გული დამწყდა. ჩანთას ხელს ვავლებ და კაფეს ვტოვებ. რატომღაც გასასვლელისკენ მივიხედე, თვალებით ალექსანდრეს ვეძებდი. არ მოსულა. თვითმფრინავში ადგილის დაკავებამდე ველოდი, რომ მოვიდოდა. არ მოვიდა. მიუხედავად 4 წლისა. მიუხედავად საერთო წარსულისა, არ მოვიდა. * Incheon International Airport * არ ვიცი როგორ შევეგუები იქაურობას. საქართველოსგან რადიკალურად განსხვავებულ გრემოს. ზუსტად ვიცი სამი რამ ყველაზე მეტად მომენატრება. მაჩაბლის ქუჩა, რედაქცია და ხინკალი. 5 თვის წინ გადავწყვიტე საქართველოს დატოვება და დიდი ხანი ვფიქრობდი საით ამეღო გეზი. ბავშვობის ოცნებებს გადავავლე თვალი და გამახსენდა რომ სამხრეთ კორეაში ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ჩემი ოცნება იყო სეულის ქუჩებში სეირნობა და ყოველ საღამოს ჩემი სახლის ფანჯრიდან განათებული გარუგო-სილ-ის ქუჩის ყურება. ჰოდა, მეც ავდექი და წამოვედი. საქართველოში ბევრი რამ ვისწავლე. თუ როგორ შეიძლება გიღალატოს საუკეთესო მეგობარმა. როგორ შეიძლება მიაღწიო ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ჭკუის იმედად. როგორ შეიძლება ახვიდე მწვერვალზე, მაგრამ მაინც უქონელი იყო. ხოდა, სამინისტოში განცხადება დავტოვე გათავისუფლების შესახებ, თბილისში ახლადშენაძენი ბინაც გავყიდე, მიწებიც, მანქანაც, საგურამოს და კოჯრის აგარაკიც. ყველაფერი ანგარიშზე შევიტანე და საბუთების მოწესრიგება დავიწყე. ერთადერთი რაც დავიტოვე ბებიის ნაჩუქარი ოროთახიანი ბინა გახლავთ. ჰოდა, ახლა ვზივრ თვითმფრინავში და ახალი ცხოვრების დაწყებით გულათრთოლებული ვფიქრობ სად დავიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა რომ საბანკო ანგარიშზე დაახლოებით ორ მილიონ-ნახევარი ამერიკული დოლარი მაქვს, მინდა იქაც ყველაფერი 0-დან დავიწყო. ნეტავ ჩარტერული რეისი ყოფილიყო. თვითმფრინავი ახლახანს მეოთხედ გამოვიცვალე. სამაგიეროდ მალე ინჩონის საერთაშორისო აეროპორტში დავდგამ ფეხს. განრიგის მიხედვით შუაღამეეს, სამის ნახევარზე ქალაქ ინჩეონში ვიქნები. ანუ 4 საათისთვის უკვე სეულში ვიქნები. სასტუმროში ოთახი ორი თვის წინ დავჯავშნე. წესით იქ მხოლოდ 1 კვირით უნდა გავჩერდე. 11 საათზე შეხვედრა მაქვს გაყიდვების მენეჯერთან. 7 აპარტამენტი უნდა ვნახო. იმედია, რომელიმე მაინც იქნება ისეთი, მე რომ წარმომედგინა. საინტერესოა რას მიმზადებს კორეული ცხოვრება. იქნება მასში რაიმე საინტერესო? შევძლებ ადამიანებს ისევ ვენდო და მეგობრები გავიჩინო? იქნებ სულაც არ იყოს სეულის ყოველდღიური რიტმი ჩემთვის მოსაწონი და საინტერესო? იქნებ სულაც არ არის იქაურობა ისეთი, როგორიც ჩემს ოცნებებში იყო ? სახელი და გვარი შევიცვალე. დღეიდან ჩემი სახელი და გვარი ოჰ რი ჯინია. მიზეზი ორია. მეეჭვება ვინმემ შეძლოს თამარა ყიფიანის წარმოთქმა და დამახსოვრება. მეორე კი შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ. არ მინდა ვინმეს შეეძლოს ჩემი წარსულის მარტივად გაგება. ბორტგამცილებელმა დაშვების შესახებ გვაცნო და მეც ღვედი შევიკარი. გულის ცემა გამიორმაგდა. ფლეილისტში ჯანგ ჯე ინის სიმრერას ვეძებ და ვრთავ. თვალებს ვხუჭავ და უნებურად ვიღიმი. რაც უნდა იყოს, ვიცი ყველაფერი გამომივა. არაფერი არაა შეუძლებელი. შეიძლება რთული იყოს, შეიძლება მტკივნეული ან პირიქით, იოლი და სასიამოვნო. უნდა ვცადო, სხვანაირად ვერ გავიგებ. დავეშვით. თვითმფრინავს ვტოვებ და შუშის დერეფანში შევდივარ, რომელსაც აეროპორტში შევყავარ. აეროპორტის ინტერიერი ძალიან საინტერესო და მომხიბვლელია. წარმოიდგინეთ გმიერთა მოედანი აეროპორტის შეიგნით, ოღონდ თითოეულ მათგანზე კაფეები, მაღაზიები და სხვადასხვა ოფისები მანქანიების მაგივრად. მარტო ამ სანახაობით ვწყვეტ რომ წინ ძალიან მაგარი დღეები მელის და გასასვლელისკენ გავდივარ. ტაქსის ვაჩერებ და სასტუმროსკენ მივდივარ. * სეული და ცისარტყელა * როდესაც მეკითხებიან, თუ რას წარმოადგენს სეული, მე ვპასუხობ – „სეული არის ძალაინ დიდი და უსაფრთხო“. მართლაც, მსოფლიოს უამრავ მეგაპოლისს შორის სეული შედის ქალაქთა იმ მცირე რიცხვში, სადაც უცხოელი, ქალაქელი და პროვინციიდან ჩამოსული საკუთარ თავს ერთნაირად უსაფრთხოდ გრძნობს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. ეს მით უფრო გასაოცარია, როდესაც გაიხსენებთ, რომ სეულის მოსახლეობა 24 მილიონ ადამიანს აჭარბებს. არ იქნება გაზვიადება, თუ ვიტყვი, რომ ქუჩისა და ძალადობრივი კრიმინალი კორეაში თითქმის არ არსებობს. როდესაც აქბუცხოელი ჩამოდის, სეულის მკვიდრნი მას აოცებენ – კორეელისთვის სრულიად ნორმალურია სიტუაცია, როდესაც მიწისქვეშა პარკინგზე მანქანასა და გასაღებს აბარებ პირველ შემხვედრ ადამაინს, რომელიც საკუთარ თავს პარკინგის ადმინისტრტორად გაასაღებს. მანქანის გატაცება კორეისთვის სრულიად უცხო ხილია. ქალაქის სიღრმეში არსებული უბნის პატარა მაღაზიის პატრონისთვის სრულიად ნორმალურია საკუთარი მაღაზიის დატოვება გაღებული კარით – მაინც ყველა თავისიანია, არავინ არაფერს წაიღებს. ანალოგიური სიტუაცია არის ჩანთებთან მიმართებაში, რასაც საკმაოდ კურიოზული და მრავლისმთქმელი შემთხვევები მოსდევს თან. სადღაც 15 წლის წინ ერთ-ერთ კორეულ გაზეთში დაიბეჭდა შემდეგი ისტორია: ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში თანამშრომელს მშენებელთან თანხის მიტანა დაავალეს. თანხაც მნიშვნელოვანი იყო – მიახლოებით მილიარდი კორეული ვონი (სადღაც მილიონი აშშ დოლარი). ქალბატონმა ფული ჩანთაში ჩააგდო, ჩავიდა მეტროში და ჩანთა მეტროს ვაგონის თაროზე (სეულის მეტროში ასეთი თაროებიც არსებობს, როგორც ჩვენთან სამარშრუტო ავტობუსებში) და წიგნი გადაშალა. საჭირო გაჩერებაზე ის ქალბატონი ვაგონიდან გამოვიდა, ხოლო ჩანთა, როგორც მკითხველი მიხვდა, ადგილზე დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ მას გაახსენდა დანაკარგის შესახებ და მან პოლიციელს მიმართა. სასწრაფოდ გაგზავნილმა პატრულმა ჩანთა იქვე იპოვა, სადაც პატრონმა ის დატოვა.ქალბატონს უფროსმა ანდო მას თითქმის მილიონი დოლარი და ამის თაობაზე სულ არ უნერვიულია. ალბათ, ზუსტად ამიტიტომ გადაწ=ვწყვიტე აქ ცხოვრება. სასტუმრო “რიც კარლტონი” იმედებს არ მიცრუებს. მაღალ შენობას თავისი თვალისმომჭრელი ექსტერიერით აღტაცებაში მოვყავარ. შიგნით შესულს კი თავი სამოთხეში მგონია. მდიდრული ინტერიერი, როიალი, მუქი მწვანე და შინდისფერი სალონები,რენესანსის სტილის ავეჯი, მაღლი ჭერიდან დაშვებული ხავერდოვანი ფარდები ზუსტად ის არის, რაც გჭირდება იმისთვის, რომ თავი სასახლეში იგრძნო. ჩემი ოთახი ძალიან მომწონს. მუქი ფერის ხის საწოლი, რომელსაც თეთრი თეთრეული აქვს გადაფარებული, სავსეა რბილი ბალიშებით. რძიანიშოკოლადისფერი გადასაფარებელი საოცრად ეხამება ოთახის კედლის ფერს. მთლიანი ოთახი მუქ ყავისფერსა და სპილოსძვლისფერშია შეხამებული. საძინებელში არსებულ მინის კარს კი აივანზე გავყავარ, საიდანაც სეულის ერთ-ერთი რაიონის, განგნამის თვალწარმტაცი ხედი იშლება. ეს ყოველივე ისეთ ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს, ვაპირებ სასეირნოდ.გავიდე. რატომ გაგიკვირდათ? სეული ხომ უსაფრთხო ქალაქია. მახსოვს, “ცისარტყელის შადრევნის” ნახვა ძალიან მინდოდა, ხოდა, ზუსტად იქ წავალ. სეულის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ქალაქის ცენტრში, ბანპოს ხიდზე მდებარეობს - შადრევანი ცისარტყელა 1140 მეტრით, მსოფლიოში ყველაზე გრძელია. აშკარად იღბლიანი ვარ. დღეს შოუა, ანუ, ბანპოს ცისარტყელა აცეკვდება. ხიდი ორიარუსიანია. ქვედა მხარეს ქვეითთა გზაა ზემოთ კი მანქანები მოძრაობენ. ჰოდა, მეც ზიდს მივუყვები. აქაურობა ნამდვილ სამოთხეს მოგაგონებთ. ორივე მხრიდან შადრევანი გაცილებს, ფერადად შეფერილი, ნაზი მოძრაობებით. ეს ყველაფერი იმდენად ლამაზია ხიდის კიდეს ვეყრდნობი და მინდა დრო გაჩერდეს. მე მიყვარს სეული. მთავარია სეულმა შემიყვაროს მე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.