შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული თითები 2


19-09-2016, 21:19
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 973

ისევ წავიდა, არადა კვირა დღე იყო. კატო ცოტა ხანი აივანზე იდგა და ეწეოდა, ფიქრობდა და ენატრებოდა. გვიან გააცნობიერა, რომ მთელი კოლოფი დაცალა და ხველება აუტყდა.
_ სად ხარ კატუსი? _ გაიგონა ცაცას ხმა, მაშინვე მიმალა სიგარეტი სავარძელზე და ხელით გაანიავა, მერე აივნიდან გავიდა.
_ აქ ვარ _ გაუღიმა გოგოს და მასთან მოსული გადაკოცნა _ ყავა?
_ არა, ჩაი მიყვარს მე. მაგრამ ახლა წავიდეთ
_ სად მივდივართ?
_ ჩემთან სახლში. ყველანი იქ ვართ _ კატოს საძინებლისკენ წავიდა და გოგონაც უკან მიყვა.
_ ვინ ყველანი? _ ჰკითხა კატომ. მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა და ცაცა ტყუილად არ წაიყვანდა ასე სწრაფად.
_ ლევანიკო, იაკო, ჩემი დათი და გეგა... _ აქ გაჩერდა და კარადა გამოხსნა.
_ და? _ ღიმილით ჩაეძია კატო. რეაქცია არც უნდა ჰქონოდა, მხოლოდ გულში გაკრა უსიამოვნო გრძნობამ.
_ და შორენა. მოდი, ეს ჩაიცვი აბა _ შემობრუნდა და საკიდით მოაწოდა შავი, მოკლე კაბა.
_ შორენა ვინ არის, ცაცა? _ კაბა გამოართვა, მაგრამ თვალებში ჩახედა და ცაცამ სწრაფად დაუწყო კაბას სწორება _ შემომხედე
_ წამოდი რა _ დაიჩურჩულა და წვალებით გაუღიმა.
_ წამოვალ, მაგრამ დამპირდი, რომ ნიკოლოზს არ დაურეკავ _ კაბა საწოლზე დადო და გახდა დაიწყო.
_ უნდა მიიღოს იმ დეგენერატმა თავისი _ დაიყვირა ცაცამ. ისეთი გაცოფებული იყო, გაეღიმა კატოს. ცაცა ასეთი იყო. ორმაგად ტკიოდა კატოს ტკივილი, ორმაგად განიცდიდა და მეგობრობა იცოდა სასწაული. ბავშვობიდან იცნობს, სახელი ცაცაც მისი დარქმეულია და მას მერე ყველა ასე მიმართავს.
_ არ დაურეკო. ნუ ჩაერევით რა, ჩვენს ურთიერთობაში...
_ ჩაიცვი ეგ და მოკეტე _ აშკარად ეწყინა ცაცას. წყენაზე უფრო, ვერ გაუგო რატომ ითმენდა ამდენს კატო და თავი მის ადგილას რომ წარმოიდგინა, სახეზე სისხლი მოაწვა.
_ ნუ ხარ შენ აგრესიული _ სიცილით გადაისვა კაბა კატომ და მერე კარადასთან მივიდა. თეთრი ბოტასები და მაღალყელიანი, წითელი და ყვითელი წინდები გამოიღო.
_ ამაზე ერთხელ აუცილებლად ვისაუბრებთ _ მკაცრი სახე მიიღო, თუმცა წინდების დანახვისთანავე აუტყდა სიცილი.
_ ერთხელ კი _ ფეხზეც ჩაიცვა, სუნამო დაისხა, უმაკიაჟოდ გადაწყვიტა წასვლა, ჩანთაში რაღაცეები ნაჩქარევად ჩაყარა და მანქნის გასაღები აიღო.

_ ნელა ატარე _ წამოიყვირა ცაცამ. კატოს აღარ ახსოვდა, ბოლოს ასე როდის გათამამდა და სიცილით მოუმატა სიჩქარეს.
_ აუ კატო, მოვკვდებით _ აკანკალებულმა გოგონამ სპიდომეტრს დახედა და სახეზე ხელები აიფარა.
_ აი, სულ დამყავს ასე და არასდროს მოვმკდარვარ _ გულიანად აკისკისდა, წარბები აუთამაშა დაქალს და იმით გახარებულმა, რომ გზა თავისუფალი იყო, ლაღად გააგრძელა ტარება
_ დათი _ გაიგონა თუ არა გახარებული ცაცას ხმა, ფანჯარაში გაიხედა და შორს, მაგრამ მაინც შენიშნა დათი, გეგა და ვიღაც ქერა. თვალები აემღვრა და რამდენჯერმე დაახამხამა მხედველობის გასასწორებლად. კატოს წამით დაავიწყდა ყველაფერი, წესით არ უნდა მომხდარიყო ასე... სულ ნახევარი წამით მაინც რომ დაფიქრებულიყო, რომ საჭე მოეტრიალებინა... სულ ნახევარი წამით...
_ კატო, დავეჯახებით _ ბოლოს რაც გაიგო, ცაცას ყვირილი იყო. გატეხილი ხმა ჰქონდა გოგონას, ისე ღრიალებდა ყელი ეტკინა და თვალებდახუჭულ, გათიშულ კატოს უყურებდა. არ ტკიოდა არც თავი, რომელიც ისეთი სიმძიმით მიარტყა ფანჯარას, მინა ჩაიმსხვრა. რამდენიმე ნატეხი ჯერ კიდევ საფეთქელთან ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. ვერც ფეხის ტკივილს. შიშს, საშინელ შიშს გრძნობდა მხოლოდ, საუკეთესო მეგობრის დაკარგვის და ღრიალებდა, როგორც შეეძლო. მაშინ არ გავდა საკუთარ თავს, მაშინ პირველად ჩახედა უბედურებას თვალებში და ლოცულობდა. გულში ლოცულობდა ბევრს, კატოს გადარჩენას სთხოვდა უფალს.
_ ნინი, შემომხედე _ გონს რომ მოეგო, დათის ყავდა ჩახუტებული და ტირილით უსვამდა ხელს ზურგზე _ ჯანდაბა, ცაცა, გამოფხიზლდი რა... _ ისევ მანქანაში ისხდნენ, პოლიციის ხმაც შორიდან ისმოდა და სასწრაფოს სირენები კიოდნენ.
_ დათი, მიშველე _ ამოიჩურჩულა და მამაკაცმა შვებით ამოუსუნთქა. ალბათ პირველად ტიროდა ასე. ვერ ივიწყებდა შეჯახების კადრებს, მათ გვერდით შორენას კივილის ხმამ რომ გამოაფხიზლა გეგა და იქით მიიხედა, საითაც ქალი იხედებოდა. მერე ერთიანად დაცხა, მანქანა ვერც კი იცნო, ნომერს დახედა და საკუთარი სიძლიერე წამში დაფარა ტკივილმა და შიშმა. მუხლებში ვეღარ გრძნობდა ძალას და იქვე დაეცა კინაღამ.
_ ეს კატოს მანქანაა ხომ? _ განაჩენივით გაისმა დათის სასოწარკვეთილი ხმა. მერე მირბოდნენ, გეგას ლამის გული გაუსკდა, მეორედ იგრძნო ასეთი შიში კატოს დაკარგვის და მიხვდა, სანამ ცოცხალი ხარ ადამიანი, როგორც არ უნდა იყო, ჯერ კიდევ გაქვს ბედნიერების შანსი. გაიაზრა, მაგრამ გვიან. ძალიან, ძალიან გვიან მიხვდა.
_ დათი არ სუნთქავს _ ისე იყვირა, სისხლი გაეყინა. კატოსთან იდგა, მუხლებზე და ხან ყელზე უსინჯავდა პულსს, ხან მაჯაზე, მერე გულზე დაადო თავი
_ სასწრაფო მოდის, გეგა კატო ცოცხალია _ არანაკლებ შეძრწუნებულმა მიიხუტა გულზე ცაცა და გოგონას ცრემლები წასკდა. კატოსკენ გაიწია, მაგრამ მერე მოვიდა სასწრაფო და პოლიცია. ბედის ირონიით, სწორედ ნიკოლოზი ჩამოხტა პოლიციის მანქნიდან. მერე იყო ძალიან ბევრი კივილი, ყვირილი, ღრიალი, ტირილი... წაიყვანეს კატო და ცაცაც, რომელმაც მხოლოდ მერე იგრძნო ტკივილი და ხელმეორედ დაკარგა გონება. გეგა აღარ გავდა საკუთარ თავს... რამდენი რამ შეუძლია ნახევარ წამს, სულ რაღაც ნახევარ წამს.

ოპერაცია გაუკეთეს. მეორე დღე იყო უკვე, მაგრამ კატო გონს მაინც არ მოდიოდა. ღამის გათენების უფლება არ მისცეს, სახლი კი ისეთი დაცარიელებული ეჩვენა გეგას, მაინც მობრუნდა საავადმყოფოში. აქ გრძნობდა მაინც კატოს. ცაცა იმდღესვე გამოფხიზლდა და ბევრს არც საუბრობდა. კატოს კითხულობდა მხოლოდ და ტირილში გაყავდა დრო.
_ არაკაცი ხარ გეგა შენ, ღმერთი არ გაპატიებს _ საწოლიდან წამოიწია და სახეზე ხელები აიფარა ცაცამ. ოთახში ჰაერი დაიხუთა, შეცბა დათი და ქალს ოდნავ ჩამოუსვა მკლავზე ხელი. გეგა ელოდა ამას, საკუთარ თავსაც ხშირად უმეორებდა მაგრამ ცაცასგან მაინც არ ყოფილა უმტკივნეულო ამის გაგება.
_ რა შუაშია გეგა?_ ჯერ ცაცას, მერე გეგას გახედა ნიკოლოზმა. საკუთარი დის სიცოცხლე სასწორზე იდო, არც კი იცოდა, ახლა რა უნდა მომხდარიყო უარესი. მშობლებს ვერ ეუბნებოდა, სოფელში იყვნენ და გზაში მათაც არ მოსვლოდათ რამე, ძალიან შეეშინდა.
_ შუაშიცაა და თავშიც _ დაიყვირა და ამჯერად პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა.
_ ცაცა, გთხოვ _ დათიმ წამოიძახა, თვალებში უდიდესი მწუხარება ედგა და საცოლის თითებში თითები აეხლართა.
_ რას მთხოვ? _ ყვირილი გააგრძელა გოგონამ, ნიკოლოზი უკვე წამომდგარიყო სავარძლიდან და ცაცას საწოლის წინ მუხლებზე იდგა _ შენც კარგად იცი, რომ შენი ძმაკაცი ერთი ეგოისტი, უღირსი და არაკაცია !
_ ცაცა, გაჩუმდი
_ არ გავჩუმდები. ვერ აპატია, კატოს ვერ აპატია? კატოსნაირ ქალებს დათი, კატოსნაირ ქალებზე ლოცულობენ გესმის? ოცნებობენ. გეგამ დაუმსახურებლად მოიპოვა კატო, გეგამ... და მერე ერთი შეცდომა ვერ აპატია. გაწირა _ არ ჩუმდებოდა ცაცა და ვერც ვერავინ ბედავდა მის გაჩუმებას. თითქოს გეგას სახეში ხელი გაარტყეს, ისე შეეხეთქა ცაცას სიტყვები. _ რა ადამიანი ხარ შენ... მოღალატე ხარ, ნაძ*ირალა... ახლა ილოცე რომ კატომ სუნთქვა გააგრძელოს და გონს მოვიდეს _ ტირილი დაიწყო, ხელები აიფარა და დათი მოიშორა. მდუმარება ჩამოწვა, სულის შემხუთავი მდუმარება. გეგამ განა არ იცოდა, რომ სწორედ ამას ფიქრობდა ცაცა და სხვები, ვინც იცოდნენ რა ხდებოდა მასსა და კატოს ურთიერთობაში. ისინი უყურებდნენ ყველაფერს კატოს გადმოსახედიდან. ერთი წამითაც არ წარმოუდგენიათ თავი გეგას ადგილას... თუმცა, ალბათ მაინც ვერ გაიგებდნენ. არ გრძნობდა სინდისს, ნამუსს... დანაშაულსაც არ გრძნობდა, მხოლოდ კატოს ავარიის გამო ეხუთებოდა სული და რაღაც წიწკნიდა შიგ, მუცელში.
_ ვერ ვხვდები რას ნიშნავს _ თვალები ჯერ დახუჭა, მერე თითქოს რამეს შეცვლიდესლ, ისე გაახილა ნიკამ _ ეს ყველაფერი... არ ვიცი, მე კატოსთან წავალ _ სწრაფად აკოცა ცაცას შუბლზე, რაზეც უფრო აეტირა გოგონას და პალატიდან გავიდა. მერე იყო დიდი, დიდი მწუხარება და ტკივილი. იმდენად გამაგიჟებელი, გეგა სისხლის მიმოქცევასაც კი გრძნობდა თავის ვენებში და იცდიდა. საზიზღარი გრძნობა იყო... ძალიან, ძალიან საზიზღარი. შენი საყვარელი ადამიანი შენს გამო კვდება. შლიდა, მთელს არსებას უფიტავდა ამდენი ემოცია ერთდროულად და დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს... მაინც არაფერს შეცვლიდა. გეგა ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც არის.

ეკლესიაში წავიდა. მუხლებზე დაჩოქილმა იქამდე ილოცა, სანამ ცრემლები არ წასკდა და ვერაფერს მიაწერა. ნახევარ წამს რამდენი ტკივილის მოტანა შეუძლია თურმე ამდენი ადამიანისთვის. საკმარისია მხოლოდ ნახევარი წამი და ერთი ადამიანის სასწორზე დადებული სიცოცხლე. ისევ მოგონებები მოაწვა, თავი ჩახარა და მლაშე სითხე ყელში ჩაეღვარა.

" _ იცი რას გეტყვი? _ კატო მენიუს ჩაჰყურებდა და ღიმილით აატარებდა-დაატარებდა თვალებს. მის მიმიკებზე გეგა გულიანად იცინოდა და მის წინ მჯდარი, ტუჩზე იკვნეტდა ხოლმე, ზედმეტად რომ არ გამოეწვიათ ხმაური.
_ რა გინდა? _ სიცილისგან თვალები ჩაუწითლდა
_ ხაში მინდა _ მენიუ დააგდო და ხელები დაარტყა _ არ მინდა სალათები და წვენები, ხაში მინდა _ ფეხზე წამოხტა, ჯერ კიდევ გაოგნებულ გეგას დაუდგა წინ და ყურებამდე გაიღიმა.
_ კატო _ გეგა ნელა წამოდგა, ერთად გავიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. შედარებით ქართულ რესტორანში მივიდნენ, გზაში გეგა ხმას არ იღებდა, კატო კი აღტაცებული საუბრობდა როგორი გემრიელი იქნებოდა ხაში და როგორ მოეწონებოდა.
_ პირველად ჭამ? _ ჰკითხა გეგამ, როცა მიმტანმა ჯერ გაოცებით აათვალიერა მისი ჩაცმულობა და შემდეგ შეკვეთას დახედა ალმაცერად.
_ ხო _ თვალები გაუბრწყინდა კატოს. მერე იმდენი იცინეს... ვერ ჭამა კატომ ხაში, ლამის იქვე არწყია. დაიფიცა, მეორედ მის სახელსაც არ ვახსენებო. გეგამ ბევრი იცინა, სახლამდე მიაცილა და წასვლისას მიაძახა.
_ მაგიჟებ, კატო "

ახლა იდგა ეკლესიაში და ღმერთის არსებობას მთელი სულით შეიცნობდა. უკანასკნელი მხოლოდ მისი დახმარების იმედიღა დარჩენოდა. ტელეფონი აწკრიალდა.
_ გისმენთ
_ შორე ვარ, გეგუ _ "სითბოთი" სავსე ხმა გაიგო და დაკიდება დააპირა.
_ შორენა, აღარ დამირეკო
_ რატო? _ ტელეფონი გამორთო და წამში გაუელვა თავში ყველა სიტყვამ, ყველა კოცნამ, ყველა ჩახუტებამ... დიდხანს იდგა მერე მუხლებზე გეგა, ძალიან დიდხანს და ლოცულობდა. მერე ადგა და წავიდა.

ნიკოლოზმა მაინც დაურეკა მშობლებს. ბევრი იფიქრა, შეეშინდა მაგრამ იმის უფრო შეეშინდა, რომ უკანასკნელად ცოცხლად ნახვის შანსს წაართმევდა მათ. უბრალოდ ტელეფონი აიღო და გამბედაობა მოიკრიფა.
_ ხო დედა, როგორ ხართ ? _ ნანას მხიარული ხმის გაგებისთანავე თვალები დახუჭა.
_ ნან...
_ გისმენ დე _ ეტყობა არ მიუქცევია ნიკას გაბზარული ხმისთვის ყურადღება. ნანა საერთოდ ისეთი ქალი იყო, მუდამ ლაღები და სიყვარულით სავსენი რომ არიან. უცხოა მისთვის გასაჭირი...
_ ჩამოხვალ დედა? _ აქ უკვე მიხვდა, რომ არაფერი იყო კარგად. ნიკოლოზის პირველად დაძახებული "დედა". გაიყინა ქალი, მთელი სხეული დაეძაბა და ენა ჩაუვარდა. იხსენებდა და იხსენებდა, ნიკა კი ყვიროდა, მაგრამ აღარაფერი ესმოდა.
_ დე კატო, ავარიაში მოყვა. კვდება _ დიდხნიანი პაუზის შემდეგ სიტყვები ამოუშვა გულიდან და იმხელა ნაღველი ამოაყოლა... ნანამ ტელეფონი დააგდო, მაგიდას დაეყრდნო და გახშირებული სუნთქვის დაწყნარება სცადა. მერე აკანკალებულ ნიკაპზე ცრემლები ჩამოუგორდა, ღია ცისფერ თვალებში აკიაფდა წყალი და სლუკუნი დაიწყო. ერთროულად მოაწვა ტკივილი და ყელში წაუჭირა. ყელზე ხელი მოისვა ქალმა და ძირს ჩაცურდა, მძიმედ დააწვა რეალობა თავს, ქალიშვილის დაკარგვას ვერ გაუძლებდა მისი ერთიციცქნა გული.
_ ნანუ, კარგად ხარ? _ ოთახში შემოსულმა გელამ ასე რომ დაინახა ქალი, მასთან ჩაიმუხლა და სახე ხელებით დაუჭირა შეშინებულმა.
_ გელა, თბილისში დავბრუნდეთ, კატო ცუდად არის _ ჩაწითლებული თვალებიდან ცრემლები არ წყდებოდა. ასე ახედა მამაკაცს, ვერაფრით შეძლო კანკალის გაჩერება და ფეხზე ბარბაცით წამოდგა.
_ წავალთ ნანუ, წავალთ _ გასაღებს დაავლო ხელი, მერე ქალს შეაშველა, რომ არ დავარდნილიყო და მანქანაში ჩასხდნენ. მთელი გზა აწუხებდა სევდა, მთელი გზა არ გაჩერებულა ნანა. დედა იყო, ქალი იყო, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ შვილების სიყვარული ასულდგმულებდა. და იმ ღამეს ნანამ, თუმცა ჯერ მაინც ადრე იყო ამაზე ფიქრი, გადაწყვიტა რომ თუ კატო შეწყვეტდა სუნთქვას, ვეღარც თვითონ გააგრძელებდა არსებობას.

" გეგა ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, რომ მძინარე კატო არ გაეღვიძებინა და ეცადა, ფეხსაცმელი გაეხადა. კედების თასმები გახსნა, მერე ფრთხილად გახადა და გვერდით გადადო. სიცილით დახედა შარვალს და კატოს გაღვიძება მაინც მოახერხა.
_ დამანებე რა თავი _ გვერდი იცვალა გოგონამ და ბალიშში ჩარგო თავი.
_ მოუწესრიგებელი ხარ, ასე ვერ დაიძინებ _ უთხრა და მის გვერდით დაეშვა საწოლზე
_ შენ ხომ მყავხარ მოწესრიგებული _ ძლივს ამოთქვა სიტყვები და ისე დაამთქნარა, გეგას კვლავ სიცილი წასკდა. როგორ უყვარდა მძინარე კატოს რომ აღვიძებდა... ასე, ეგოისტურად.
_ კატო, ხაშის სუნი მცემს
_ არარსებობს, ფუ რა სუნია, წავიდეთ დროზე _ წამოხტა, ცხვირზე ხელი მიიჭირა და ფეხშიშველი გავიდა ჯერ მისაღებში, მერე გასასვლელ კარებს ეცა და კიბეებით ჩაირბინა ქვემოთ. გეგა მუცელზე ხელმიჭერილი ისე იცინოდა, მხოლოდ კატო კი არა, მთელი ბინები გააღვიძა და ძირს ჩასულმა კატომ, როცა მიხვდა რომ გაამასხარავეს, ტირილი დაიწყო. გეგამ ასეთი რომ ნახა, ჯერ უფრო მეტად გაეცინა, მერე დასერიოზულდა და ჩაეხუტა.
_ უნამუსო ხარ და ცუდი _ ჩაიბირტყუნა, მაგრამ ბიჭმა თმებში შეუცურა ხელები და მაშინვე გაინაბა. ყველაფერს ერჩია თმებზე გეგას თითები კატოს... ალბათ თითოეული ასეთი წუთისთვის მთელს თავის ცხოვრებას დათმობდა ისე, რომ არ დაფიქრდებოდა. ბედნიერები იყვნენ მაშინ, ძალიან ბედნიერები და პატარები. ჩვეულებრივები-მაინც არა. ისეთი წყვილი მაინც ვერა, როგორიც სხვები. ერთი-ორჯერ თუ გამოურევდნენ ბანულურობას, მაგრამ მათი ურთიერთობა სიყვარულზე ბევრად მეტი იყო. გაგიჟება იყო, შეშლა იყო, კედლების გაბზარვა იყო, გაფრენა იყო... გეგა და კატო იყვნენ და არც იყო აუცილებელი, ისეთები ყოფილიყვნენ, როგორებიც სხვა წყვილები. იდეალურები კი, იყვნენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაქორწინდნენ. მერე აღარაფერი იყო ჩვეულებრივად. მერე იყო ძალიან, ძალიან დიდი ბედნიერება და უცებ მიწაზე მტკივნეულად დაცემა. "

საავადმყოფოში, მოსაცდელში მთელი რიგი ტკივილი იდგა. გეგას არ უშვებდნენ კატოსთან, ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს და ახლაც, ახალისთვის ამზადებნენ. საოპერაციოს კარებთან იყო, ორად მოკეცილი და თავი მუხლებში ჩაერგო.
_ არაფერი გიჭამია _ როგორც კი გაიგეს, მაშინვე წამოვიდნენ საავადმყოფოში ია და ლევანიკო. ამ ამბით შეძრწუნებული ქალი, დიდხანს ვერ მოდიოდა გონზე და არ იჯერებდა, რაც კატოს დაემართა. მერე ცაცა ნახა, განადგურებული და გამოფიტული და ტირილი დაიწყო.
_ არ მშია ია _ თავი არ აუწევია, ხმადაბლა უპასუხა და იამ შეამჩნია, როგორ იწყდებდა მისი ძმა დნობას, ხმობას, როგორ ტყდებოდა ნელ-ნელა. ყველაფერი წყალში ჩაეყარა გეგას, მთელი თავისი იდეალურობა. არაფერი უღირდა კატოს გარეშე, არაფერი უნდოდა კატოს გარეშე.
_ ასე არ შეიძლება... კარგად იქნება _ მის გვერდით დაჯდა, მოკალათდა და მხარზე მიეხუტა. განიცდიდა, ძალიან განიცდიდა ია, მაგრამ ახლა იცოდა რომ გეგას სჭირდებოდა. როგორ უნდოდა ეღრიალა და დაეწყევლა მთელი სამყარო, კატოს რომ ართმევდნენ. კატო... იმ უიშვიათესი ადამიანებიდან ერთ-ერთია, რომლებმაც სიყვარული იციან უსაზღვრო და არაფერს ითხოვენ გასამრჯელოდ.
_ გინდა ვილაპარაკოთ?
_ არა, ია...
_ გეგა, მოკვდები ასე.
_ არაფერი აღარ მინდა, მის გარდა.
_ ნუ ამბობ ამას... უნდა გაუძლო.
_ წადი ია. არ გესმის შენ _ გაეღიმა და ქალმა მის სახეზე ჩამოგორებული ცრემლი დაინახა.
_ მესმის, უბრალოდ არ მინდა გავიგო.
_ აღარც მზე მინდა, ია. მეშინია სახლში მისვლის და... იცი, ფარდები ჩამოვაფარე ია და თუ კატო არ იქნება, არასდროს გადავწევ. აღარ მინდა იმ ოთახში შესვლა, სადაც კატოს ნაწილია. კატოა იქ ია, სულ ყველგან კატოა და მის გარეშე...
_ გეგა
_ აღარც გათენება მინდა და აღარც დაღამება. ყველა ნაბიჯზე მახსენდება, რომ იცოდე როგორ მტკივა. ძალიან ცუდად ვარ, ძალიან ცუდად _ ისევ ღიმილით შეხედა და მშვიდად ჩაიცინა _ არ ვიცი რა მეშველება.
_ გონს მოვა. გაიღვიძებს, შენს გამო _ ვეღარ გაუძლო, წამოდგა და სირბილით გავარდა გარეთ.



№1  offline წევრი (((end)))

არვიცი რა ვთქვა
არა,არა
მართლა არვიცი
უბრალოდ ენა გადამეყლაპა
no_mouth
ცაცა შემიყვარდა
მომეწონა,კარგი გოგოა
საშინლად მაინტერესებს რა მოხდა
რა დააშავა კატომ ?!
იმედია,მალე გავიგებთ
გეგაზე არვიცი უბრალოდ რა ვთქვა

 


№2  offline მოდერი bibo

შენ ისტორიას შიშით ვკითხულობ მე მარწყვოოოო იცოდეეე sob sob არ მიყვარს ცუდი დასასრულები და ცუდად მახსოვს ვიდრე ყვავიან შროშანებიიიი ისე ჩამიწვა გულის ძაფი ერთი კვირა ვგლოვობდიიიიი sob sob ეხა სანამ არ მორჩებიიი იქამდე გელოდები მარწყვის ქულა და ალუბვალო,ეხა სასაული საოცრება რო ხარ ორი აზრი არა.......ატმისქულააააა ემოცის პიკზე ვარ აგეთი სასწაული და საოცრება სიდან ბისკვიწოოო გელი გამგელებიული დასარულს ველი სასტაულადდდ იცოდეეეე აი გაგიჟებულიიიიიი.ბარტყი აბა წარმატებბიიიიიი

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

უკვე აღარ ვიცი ტკბილი ხარ უზომოდ მწარე,მაგრამ ვიცი თან მყინავ და იმის ძალაც შეგწევს უცებ გამათბო.დამაჯერო რომ სასწაული ხარ და შენი გმირებიც უფრო საოცრებებს გხდიან

 


№4  offline წევრი sofia25

ვაიმეეე როგორმომწონს
ძალიანძალიაან მაგარიაა!!!

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

Gons mova shenns gamo

 


№6  offline წევრი annye

აუ რა მაგარია .. ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent