შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (2 თავი)


20-09-2016, 01:33
ავტორი terooo
ნანახია 5 515

ისევ ისე, ამოუხსნელი გრძნობა დამეუფლა, ბაღში შესვლას მაიძულებდა რაღაც, რამდენიმე დაუფიქრებელ ნაბიჯს, რამდენიმე მყარი ნაბიჯი მოყვა შემდეგ კი ჩემდა უნებურად ავუჩქარე ნაბიჯს, ხმა გავიგონე, ნაზი, მიმზიდველი, ამოუხსნელაად თბილი და სათუთი, ადგილზე შევკრთი, გავშეშდი, როგორ თბილად საუბრობდა, ვგრძნობდი რომ ღიმილი ეპარებოდა, ბილიკის შუაში ვიდექი და ხმას ვუსმენდი, ვიგრძენი როგორ უყვარდა ის ვიღაც, ვისაც ესაუბრებოდა, როგორ დიდ სითბოსა და სიყვარულს გადმოსცემდა მისი თითოეული სიტყვა, რომ ის სამყაროს ცენტრი იყო მისთვის, ის მას მთელ სამყაროს ჩუქნიდა, ბედნიერებას ანიჭებდა. ვიცი გოგო ვარ, მაგრამ , მაინც დაუოკებელი სურვილი ვიგრძენი, მინდოდა გამეცნო, მინდოდა მისი სახე ახლოდან მენახა, ვგრძნობდი და ვიცოდი ისეთივე ნაზი იქნებოდა როგორიც მისი ხმა.
თვალები დავხუჭე და შევეცადე წარმომედგინა როგორი იქნებოდა. საშუალო სიმაღლის, თეთრი სახე, სიფრიფანა სხეული, ხორბლისფერი კანი, თბილი სანდო გამოხედვა, ღია თაფლისფერი თვალები, უძირო და ვარსკვლავებ აციმციმებული, წითელი გამოყვანილი ტუჩები, ლამაზად გამოქნილი წარბები, პატარა ცხვირით, თმები? თმები ალბათ, ყავისფერი, ოდნავ მუქი, გრძელი? არა საშუალო სიგრძის და ტალღოვანი, მაკიაჟის არ მოყვარული.
-კარგად ხართ?- ჩამესმა ხმა. ის იყო. ნელა, ძალიან ნელა გავახილე თვალები, მინდოდა ზმანება არ ყოფილიყო, მინდოდა ის ყოფილიყო და არ მომჩვენებოდა.
-გმადლობთ კარგად- ნელა, ძალიან ნელა გავახილე თვალები, ის იყო. ისეთი ნაზი, სათუთი, ისეთი სიფრიფანა რომ მეც კი სურვილი გამიჩნდა, დამეცვა და არასოდეს გამეშვა.
-საღამო მშვიდობისა, არც კი მოგესალმეთ- გამიღიმა, ისეთივე ღიმილი ჰქონდა როგორსაც წარმოვიდგენდი, ნაზი, თბილი და ყველაფრისმთქმელი.
-საღამო მშვიდობისა- გაუბედავად ვუპასუხე.
-უბრალოდ, ერთ ადგილას რამდენიმე წუთია დგახართ და გადავწყვიტე მოვსულიყავი, მაპატიეთ თუკი შეგაწუხეთ- თბილი ღიმილით განაგრძობდა ისევ.
-უცებ რაღაცაზე ჩავფიქრდი და თან აქ ისეთი განსხვავებულია ყველაფერი, გინდა ერთად მოასწრო ყველაფრის დანახვა, მოსმენა და შესწავლა- მის სახეს თვალს ვერ ვაშორებდი, ზუსტად ისეთივე იყო როგორიც წარმოვიდგინე, ოდნავ მაღალი და ყავისფერი თვალებით.
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ? აქ პირველად გხედავთ და თუკი რამით შემიძლია სამსახური გაგიწიოთ არ მოგერიდოთ.
-არა, აქ დროებით ვარ, ვისვენებ, თან ვმუშაობ. საღამოს გარეთ გამოვედი, რომ უკეთ გავიცნო ეს სამყარო.
-ჰო, ძალიან საინტერესო ხალხი ვართ სვანები, ცოტა ცივები, გრუბები, ჯიუტები, უხეშები, სიტყვისები და მოკლედ სვანები რა.- ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა და ისე გაიღიმა, ,,როგორი მომაჯადოვებელია“- გამეფიქრა.
-სწორედ ამიტომ ვესტუმრე სვანეთს.
-რას საქმიანობ?- ისე უცებ გამიშინაურდა, მეგონა ჩემს წინ ძველი მეგობარი იდგა და არა რამდენიმე წუთის წინ გაცნობილი უბრალო გამვლელი.
-მე?- დავიბენი. თხუტმეტი წლის გოგონას მსგავსად დავიბენი, თითქოსდა ვერ გავიაზრე რა მკითხა, ის ისევ თბილი ღიმილიანი სანდო ღიმილით მიღიმოდა და თან ნელ-ნელა ეს სითბო ფესვებს იდგამდა.
-ჰო შენ- უცებ დაირცხვინა- უკაცრავად ბოდიშს გიხდით, უცებ გაგიშინაურდით და თან შენობით მოგმართეთ.
-არა, რას ამბობ- როგორც იქნა გონს მოვეგე და მეც საპასუხოდ გავიღიმე, - ვწერ. მოყვარული ჟურნალისტი ვარ, მწერალიც ალბათ, ხელოვნებათ მცოდნე. -მერე ღიმილით გავაგრძელე- ხანდახან მე თვითონაც არ ვიცი რა პროფესია მაქვს, იმდენი რამ მინდა მოვასწრო და ვიცოდე, გონი ყველაფერი ამერევა ერთ დღეს და არავითარი თქვენობითი ფორმა, აქ თითქმის არავის ვიცნობ და ნამდვილად მიხარია შენი გამოჩენა.
-მე ნაინა ვარ- ხელი გამომიწოდა- და მიხარია შენი გაცნობა ყოვლისშემძლევ- ხელი გამომიწოდა და ისევ მომაჯადოვებლად გამიღიმა.
-მე მარიამი ვარ და ორმაგად მიხარია შენი გაცნობა- მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე. სითბომ, ამოუხსნელმა ემოციამ დაისადგურა ჩემში. მივხვდი რომ მისი იმედი უნდა მქონოდა, მიუხედავად იმისა რომ ის გაცილებით ჩემზე პატარა იქნებოდა, ის მაინც ჩემეული იყო.
-უკვე რამდენიმე წუთია, ბილიკის შუაგულში ვდგავართ და ისე ვსაუბრობთ. გინდა ჩამოვსხდეთ? მინდა შენზე მეტი გავიგო.
-ჩემზე? - ახლა უფრო გამაკვირვა, გამაოცა.
-ბოდიში- მომიბოდიშა- უბრალოდ შენს მსგავს ადამიანებს იშვიათად შევხვედრილვარ და მითუმეტეს სვანეთში.
-ნაინა- ვიღაც ეძახდა ზურგს უკან, ისეთი ვიღაც როგორიც თავად იყო, ცოტა ბოხი მამაკაცური ხმა ქონდა, მაგრამ გოგონას მსგავსად თბილი და ნაინას სახელს დიდი სიყვარულითა და მოწიწებით წარმოთქვამდა.
-ჩემი ძმაა- ხელი დაუქნია და ანიშნა აქ მოდიო, ჩუმად გაეღიმა, მალულად მოავლო გარემოს თვალი ხომ არავინ დამინახაო. -მას ველოდებოდი აქ შენ რომ დაგინახე, ყოველთვის ასეთი მზრუნველი და ყურადღებიანია, სხვათა შორის უცოლო- მომაჯადოვებლად გამიღიმა და ყურთან ძალიან ახლოს მიჩურჩულა.
-საღამო მშვიდობისა- მოგვიახლოვდა და ორივეს თბილად გაგვიღიმა.
-დააგვიანე ძამიკო, ასე არ შეიძლება, პუნქტუალობა დის მიმართაც კი გმართებს.
-ნაინა სულ სამი წუთი დამაგვიანდა- ღიმილით უთხრა და საათი შეამოწმა.
-ხო არაფერს ვამბობ, მიხარია რომ დააგვიანე- მერე ისევ მე შემომხედა ღიმილით- იაგო გაიცანი ეს მარიამია, მარიამ ეს იაგოა ჩემი ძმა, უკვე მიხვდი.
-სასიამოვნოა მარიამ- ,,მარიამ“ ისე წარმოთქვა თითქოს ყველა ასო-ბგერას ეფერებოდა, მკაცრი ბარიტონი ჰქონდა, მაგრამ ამ სიმკაცრის მიუხედავად, სითბოს ასხივებდა მისი თვალები.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა, - გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი შევაგებე, სითბო და სიძლიერე ვიგრძენი, მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდა ჩვენი კონტაქტი, მაგრამ ამის შესაგრძნობლადაც კი საკმარისი იყო, თავი დაცულად ვიგრძენი.
-იაგო, მარიამი აქ სტუმრადაა, ცდილობს წიგნი დაწეროს- პოზიტივსს ასხივებდა ეს გოგო.
-ნაინა ხალხი გიყურებს- ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და წამის წინ თბილი ღიმილი წამებში გაქრა.
-ყურადღება არ მიაქციო, ესეთი უჟმურიც კი არ არის, მაგრამ მისთვის თემის აზრი უფრო მნიშვნელოვანია- ისევ უცვლელად იღიმოდა ნაინა და ძმის ბრაზიან სახეს ყურადღებას არ აქცევდა.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მარიამ- ისეთივე მკაცრი სახით მითხრა, შემდეგ კი ნაინას მიუბრუნდა- მანქანაში დაგელოდები- თბილად დამემშვიდობა, წამით გავაყოლე თვალი, მაგრამ ის წამიც კი საკმარისი აღმოჩნდა ჩემი ფიქრების სრული ანშლაგისთვის, პასუხის გაცემაც კი ვერ მოვასწარი ისე უცებ გადაკვეთა სკვერი.
-ეს ჩემი ნომერია- ნაინამ წამებში ამართვა ტელეფონი ხელიდან, ეკრანზე სწრაფად აკრიფა და ისევ დამიბრუნა- შენს ზარს ველი- ჩამეხუტა და ძმის გზას გაუდგა, შუა გზაზე მისული მოიხედა გამიღიმა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა- რამდენი სითბო, სიყვარული და პოზიტივი დამიტოვა ამ, რამდენიმე წუთის გაცნობილმა გოგომ.
ნაინას წასვლის შემდეგ იქვე, განათების ბოძისგან შორს სკამზე ჩამოვჯექი, ამ უსასრულობამდე გაწვდილ მთებს ვუყურებდი, უსასრულობის, უძირობის, მიუწვდომლობის და ვინ იცის კიდევ რის გრძნობას იწვევდნენ ეს მთები ჩემში. ქალაქისგან შორს, ხმაურისა და მტვრის გარეშე, მზის სხივებისგან და დამგუდველი ჰაერისგან ვისვენებდი, თვალები დავხუჭე და საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ტვინი გავთიშე, ოდნავ სიო როგორ მელამუნებოდა სახეზე, ცოტა შემაცია, მესიამოვნა, სრული ნეტარება, განტვრთვა რელაქსაცია და
-არა, ეს ყველაფერი მარტივად არ ჩაივლის- მოწვდა ჩემს ყურთასმენას.
-რა იყო კიდევ გაიგე რამე?- ხანშიშესულთა სკამს კიდევ ერთი შეუერთდა, ცალი თვალი გავახილე რომ დამენახა, ჩემს სამყაროს ვერ ვწყდებოდი, არ მინდოდა ესე მარტივად დამეთმო ჩემი სიმშვიდის სავანეთი.
-რესტორანში ერთი ამბავი დაუწევია, მირიანი არ აყოლია და ამაზე გაგიჟებულა ბეშკენი, ძლივს გამოიყვანესო გარეთ.
-რატო დაბრუნდა რა უნდოდა?- სხვა ხმა ჩაერთო
-რატო არ უნდა დაბრუნებულიყო გულიკო, რატო? ახალგაზრდა გოგო ჩადვეს მიწაში და ძმამ არ უნდა მოიკითხოს რა მოუვიდა იმ ახალგაზრდა გოგოს?
-ხომ ამბობენ თავი მოიკლო? -ამბის მომტანს ვაყოლებდი თვალს, რ მომწონდა მისი მიმიკები ქცევები, მოუსვენრობა ეტყობოდა, თითქოს რაღაც დააშავაო. - რა უნდოდა რატომ არ ისვენებენ.
-ანგელოზივით გოგოა მკვდარი და ამბობენ თავი მოიკლო, ვინმეს ეჭვი რატომ არ გაუჩნდა რატომ აქვს ტყვიები ზურგში თუ თავი მოიკლა?
-გულიკო გაჩუმდი ნუ ამბობ მაგას- მხოლოდ ამბის მომტანი და გულიკო კამათობდნენ სხვები არ ერეოდნენ.
-ხო ყველა გავჩუმდეთ ყველა, ჩემები მოკლეს, ვისაც ვერ მიწვდნენ სახლიდან კი არა ქვეყნიდან გამიქციეს.
-თუ მართლები იყვნენ რატომ წავიდნენ?- არ ჩერდებოდა
-მე რომ არ ვთქვა ყველამ კარგად იცის, რატომ წავიდნენ, ჩემი შვილი მშიშარა არაა, ერთი შვილიშვილი მყავს და ამ ხალხის ენებს ვერ შევწირავ ჩემ ანგელოზს.
-რა მოხდა, ბეშქენი სად წავიდა? სახლში არ მიდის?- კუთხეში მჯდომი ჩაერია ახლა საუბარში.
-მირიანს სახლი უყიდია, ახალ გზასთან რომ სახლი შენდებოდა მაგის ყოფილა და მისი სტუმრებით იქ დასახლდება.- ამბის მომტანი ჩქარა სწრაფ-სწრაფად ისროდა სიტყვებს.
-ღმერთმა ხელი მოუმართოს, ეგ დედამისს გავს, მასავეთ თბილი გული აქვს, შეტკივა მისი კუთხე- ახლა მეორე ჩაერია.
-აბობენ საცოლე ჩამოიყვანა და აქ უნდა ჯვარი დაიწერონო- ამბის მომტანი აღარ ცქმუტავდა, თითქოს ამ ამბის გამხელას აიძულებდნენ და ვერ ამბობდა, ახლა კი ამოისუნთქაო.
-დაოჯახდება, გამიხარდა
-მაინტერესებს როგორ დამთავრდება მაგათი ამბავი.
-სიმართლეს გაარკვევს მირიანი მაგიტომ ჩამოვიდა.
-აქ კარგი ამბავი არ მოხდება, ძლივს ჩაწყნარდა სოფელი, ახლა კიდევ ეს გვინდა? ძლივს ამოვისუნთქეთ.
-დამშვიდდი, მირიანი წინდაუხედავი ბავშვი არ იყო და ახლა მითუმეტეს თუ ცოლთან ერთადაა ჩამოსული.
-დღეს რესტორანში ერთი გოგო დავინახე, ნელის ელაპარაკებოდა, მისი ნათესავია თუ ვინმე ტურისტია ჩამოსული- აქ კი გამეღიმა, მეც შემამჩნიეს, არც კი გამკვირვებია, მე იმას უფრო მოველოდი რომ უფრო ადრე შემამჩნევდნენ.
-არ ვიცი, არ დამინახავს.
-შენ რას უყურებ საერთოდ ერთი თალიკო- ამბის მომტანი აშკარად უკმაყოფილო იყო, საუბარში რომ ვერ ჩარია ქალები, აშკარად თავს იკავებდნენ მასთან, თითქოს ზედმეტის წამოცდენის ეშინიათო.
პირველად გამიხარდა რომ ვერ მხედავდნენ, ცოტა კი შემრცხა, ქურდივით ჩუმად ვისმენდი მათ ნაამბობს, ნელ-ნელა ვხარშავდი მომხდარს, ტყვიებს, მკვლელობებს, ძმების ჩხუბს, ცალ-ცალკე ცხოვრებას, მათ ცივ შეხვედრას, ჩემს გადაჯეგვას, ჩხუბს და თითოეული დეტალის გადახარშვას ვცდილობდი, გონებაში კი მხოლოდ ერთი ფრაზა ჩამესმოდა, ,,თავი როგორ მოიკლა როცა ზურგში ქონდა ტყვიები მოხვედრილი“, ზარივით ჩამესმოდა ხმა.
-შენ ისევ აქ ხარ?- შემეშინდა, არ მოველოდი, მის აქ გამოჩენას, საერთოდ მის გამოჩენას, ჩემი ადგილმდებარეობის დადგენას ხომ საერთოდ, შემეშინდა, წამში გაცოცხლდა ყველა სვანური შურისძიება და მკვლელობის სცენები, წამიერად გამიელვა თვალწინ და შიში ვიგრძენი, ჩემს ზურგს უკან ვგრძნობდი მის სუნთქვას, მისი სუნთქვაც კი მკლავდა, მაშინებდა და იმ წამს, ჩემი არ არსებობა ვინატრე. დაცულობის შეგრძნება ფაიფურივით შემომეფშვნა და მოცახცახე კრავი გავხდი იმ წამს.
-მიპასუხე აქ რატომ ხარ?- ისევ გაიმეორა ხმამ და უკვე გასაქცევად მომზადებული სკამს მიველურსმე და ტკივილი ვიგრძენი, სულის და სხეულის.



-------------
ღამე მშვიდობისა... როგორ ხართ? მე ძალიან დაღლილი... შემჭამეს, ჩამყლაპეს, ტერორი მომიწყვეს, ერთი აქციით დამემუქრა კიდეც... არაფერი არ ესმის, ახალ პროექტზე ვმუშაობთქო და გაიგონა? არაფერი ესმის ჩემი, მე მისი უნდა გავიგო, არ შეუძლია გოგოს ყოველ დღე ახალი თავის დადება... დამპალი ეგ... წაიკითხე და ერთი რამე არ მოწონებია შემომეგლიჯები ხელში...



№1 სტუმარი Guest nasia

Dzaliaj magaria, moutmnlad velodebi shemdeegs, imeia male dadeeb ♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Guest nasia
Dzaliaj magaria, moutmnlad velodebi shemdeegs, imeia male dadeeb ♥

Guest nasia
Dzaliaj magaria, moutmnlad velodebi shemdeegs, imeia male dadeeb ♥

მადლობა

 


№3 სტუმარი momewona

kargia da cota mal male dade ra

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ჩემი ტეროოო <3 გპირდები, შენც წაიკითხავ დღეს ჩემი მოთხრობის ახალ, დიდ თავს!! ახლა რაც შეეხება ამას, სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი, ვაღიარებ ლოდინად ნამდვილად ღირდა, საოცრებაა ნამდვილი <3 ვერაფრით ვხვდები როგორ განავითარებ სიუჟეტს და უკვე ვკვდები ინტერესით :დდ მიყვარხარ მე შენ ძალიან <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

Saintereso istoriaa.yvela istoria muyvars RAC svanebs da svanetshi exeba da gamixarda ROM we're.veli shemdegs
--------------------
ლანა

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

momewona
kargia da cota mal male dade ra

შევეცდებიი....

tamo1804
ჩემი ტეროოო <3 გპირდები, შენც წაიკითხავ დღეს ჩემი მოთხრობის ახალ, დიდ თავს!! ახლა რაც შეეხება ამას, სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი, ვაღიარებ ლოდინად ნამდვილად ღირდა, საოცრებაა ნამდვილი <3 ვერაფრით ვხვდები როგორ განავითარებ სიუჟეტს და უკვე ვკვდები ინტერესით :დდ მიყვარხარ მე შენ ძალიან <3

ოჰ, მოეწონა გოგოს, წავიკკითხე მგონი სულლ ორი ხაზი იყო ისე უცებ დამთავრდა...
იმედი მაქვს ლოდინს გაგიმართლე...
შენი თავებიც მალე იქნება იმედი მაქვს

La-Na
Saintereso istoriaa.yvela istoria muyvars RAC svanebs da svanetshi exeba da gamixarda ROM we're.veli shemdegs

დიდი მადლობა ვეოდები შეფასებებს...

 


№7 სტუმარი cisartyela

ეს არის არაფერი გამომივაო?
ამაზე ამბობდი მშრალიაო?
უკვე ინტერესი მკლავს

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
ეს არის არაფერი გამომივაო?
ამაზე ამბობდი მშრალიაო?
უკვე ინტერესი მკლავს

ოოხ... ვითომ არ იცი წინ რა გელის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent