შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენგამოტანილი (ნაწილი 8)


20-09-2016, 22:12
ავტორი Villalobosta
ნანახია 1 847

კივილის დაწყება დავაპირე მაგრამ მაბამდე მან შუქი აანთო და როცა მისი სახე დავინახე ენა ჩამივარდა. მეჩვენება? მართლა ისაა? არა.. არ არსებობს.. სიზმარში ხომ არ ვარ? არა, არ ვარ.. თვალებს ვერ ვუჯერებ ღმერთოო, კივილი ახლა მინდა ოღონდ სიხარულისგან, ჩემს წინ მიშო იდგა მომღიმარი სახით, მე ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი.
- არაფერს იტყვი? - მითხრა მან და უფრო მომიახლოვდა. მე ისევ ჩუმად ვიდექი, ის კი ჩემს პირდაპირ დადგა, ახლა სწორედ ისე ვიყავით როგორც მაშინ, ჩვენი სახეები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან..:
- მივხვდი - თქვა მან უცებ
- მივხვდი იმ ღამეს ის რაც იყო! - პასუხის მოლოდინში გული გამალებით მიცემდა, ის ვიცოდი რომ ერთჯერადი არ ვიყავი, მაშინ საერთოდ არ გამოჩნდებოდა. თავს ძალა დავატანე და ძლივს ვუთხარი:
- რა..ი..ყო? - ამ დროს ჩემი სახე ხელებში მოიქცია, გამიღიმა და მითხრა:
- ნასვამი ვიყავი..მაგრამ ვიცი რომ ეს არც სასმელის ბრალი ყოფილა და არაფრის.. ეს არც ვნება იყო.. ეს სიყვარული იყო! - და ამ დროს მაკოცა! ისევ ისე, ძველებურად, ტკბილად მაკოცა. აი რა მჭირდებოდა, ამ დროს მეგონა რომ სიკვდილის პირას მყოფს სიცოცხლე დამიბრუნდა, ვტიროდი. მიშო შეჩერდა როცა მის ლოყაზე ჩემი ცრემლი იგრძნო, გაჩერდა. ცრემლები მომწმინდა და მითხრა:
- არა, ამიერიდან შენს თვალებზე ცრემლი აღარ დავინახო! გაიგე?!
- ეს სიხარულის ცრემლია
- არა! არანაირი ცრემლი! შენ სულ უნდა იღიმებოდე! - ხელი მომკიდა და ტუჩები გამიწელა:
- აი ასე! ღიმილი გიხდება შენ! - მეც გამეღიმა.
- მეგონა აღარ გამოჩნდებოდი
- მეც მასე მეგონა. ხომ გითხარი დრო მჭირდებათქო.
- ამდენი?
- არაუშავს ავინაზღაურებთ ყოველ წუთსა და წამს! თითოეულ ცრემლს რაც ჩემა გამო და ზოგადად დაგიღვრია სიხარულით შეგიცვლი! გპირდები - ამ დროს გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა.
- მაშინ ბევრის გაკეთება მოგიწევს
- არაუშავს.
- მიყვარხარ - ვუთხარი და ავხედე, კისერში ვაკოცე, მერე ლოყაზე და ბოლოს ტუჩებში. მერე კი ისე ძლიერად ჩავეხუტე როგორც არასდროს!
- ჩემი პატარა ხარ შენ - კიდევ არ მჯერა, მე მას ვუყვარვარ, მე მისი პატარა ვარ. მთელი ცხოვრების განმავლობაში უბედურად ყოფნა ღირდა როცა ახლა ასეთი ბედნიერი ვარ. სიმართლე ყოფილა რომ ამბობენ როდესაც ღმერთი რაღაცას გართმევს სამაგიეროდ უფრო
უკეთესს გაძლევსო. მე უფალმა ბედნიერად ცხოვრების შანსი წამართვა მაგრამ სამაგიეროდ მიშო მომცა, რომელიც ყველანაირ ბედნიერებაზე მეტია!
მიშო სავარძელში ჩაჯდა და კალთაში ჩამიჯინა.
- თმები გაშლილი უფრო გიხდება - მითხრა და ნაწნავი დამიშალა.
- ეკამ იცის რომ ჩამოხვედი?
- კი სახლში შევიარე და ეგრევე შენთან გამომაგდო.
- ეხლა მითხარი იქ სულ მარტო იყავი? არ მომატყუო იცოდე თორე დაგსჯი!
- თავიდან კიი.. და მერეე..
- რა მერე?!
- როგორ გიხდება ეჭვიანობა - სიცილი დაიწყო.
- მიპასუხე!
- კაი ხო იქ ერთია რაა. ნატალია ქვია. მაკითხავდა ხოლმე.
- ვინ არის? რამე გქონდა?
- ნატალია ეს ის ადამიანია რომელსაც ძალიან ხშირად ვყავარ შიშველი ნანახი. - ამ დროს თავი წამოვწიე და თვალები დავუქაჩე, კიდევ უფრო სიცილი დაიწყო.
- კაი ხო ვღადაობ, დედაჩემის დაქალია და თავისთავად ვეყოლები შიშველი ნანახი პატარაობაში რომ მიცვლიდნენ პამპერასბს.
- იდიოტო - სახეში ოდნავ წამოვარტყი ხელი ამასობაში თორნიკე და ბებიაც დაბრუნდნენ. ფეხზე წამოვდექით მეც და მიშოც.
- როგორ ხართ ლელა ბებო - მიშო ბებიას მიესალმა.
- არამიშავს შვილო შენ? სად იყავი რომ არ ჩანდი
- რავი სოფელში ვიყავი..
- ერთი სიტყვა არ შეიძლებოდა რომ გეთქვა მერე - უთხრა თორნიკემ. ეტყობოდა რომ გაბრაზებული იყო.
- რავი უცებ გადავწყვიტე წასვლა.
- ჰო შენ უცებ წყვეტ ყველაფერს.
- კაი ახლა ნუ მელაპარაკები გაბუტული ცოლივით. საქმე გვაქვს მე და სოფის თქვენთან.
- მივხვდი რომ შემოვედი კარში ეგრევე საქმე რომ გექნებოდათ.
- თორნიკე ხო მიცნობ.. ისეთს არაფერს გავაკეთებ ჩვენ ამდენ წლიან ძმაკაცობას საფრთხე რომ დაემუქროს. მე სოფი მიყვარს.
- შენ? შენ ვინმე გიყვარს? მითუმეტეს სოფისნაირი პატარა გოგო
- კიიი მიყვარს! მნიშვნელობა არ აქვს პატარა არის თუ მოხუცი
- არა მოხუცებზე რომ არ გაქვს გართულება ეგ ვიცი
- კაი ეხლა გეყოს - მიშო თორნიკესთან მივიდა და მხარზე მხარი წამოარტყა, მერე გადაეხვია.
- ერთ რაღაცას უნდა დამპირდე იცოდე - გააფრთხილა თორნიკემ მიშო.
- რას აბა
- ხო იცი რა დარტყმულია, თუ რამე სასწაულ სიგიჟეს ჩაიდენს ნუ მიატოვებ - ორივეს გაეცინა.
- საზიზღარი ხარ - ვუთხარი მე თორნიკეს სიცილით.
ამ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, მიშო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ჩემთვის თითოეული წუთი დაუვიწყარი ყოფილიყო. ჩემთვის ყოველდღე ანათებდა ახლა მზე, რა ლამაზი ყოფილა სამყარო და ამდენი ხნის განმავლობაში მე ვერაფერს ვამჩნევდი, ახლა შემეძლო ყველაფრით დავმტკბარიყავი რადგან ამის მიზეზი მქონდა. მიშომ მასწავლა ყველაფრის ფერადი სათვალით ყურება.
გადიოდა დღეები და ყოველი დღე წინაზე ბევრად უკეთესი იყო. უცებ ჯოჯოხეთიდან ისეთ ლამაზ სამოთხეში მოვხვდი რომ ეს წარმოუდგენელი იყო. ყოველ საღამოს მე და მიშო ერთად ვსეირნობდით, თითქმის მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, და თუ არ ვატარებდით მაშინ მობილურზე ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მისი
ხმის გარეშე წამითაც არ შემეძლო გაჩერება. მოვკვდებოდი მისი ნახვის და სიცილის გარეშე. ჩემს ხელში ლოყები დაწელილი ჰქონდა. როგორ მიყვარდა მის ლოყებზე ჩქმეტა და მერე ბევრს რომ ვკოცნიდი ეგ მიყვარდა. ერთად მრავალი წამი, წუთი, დღე თუ ღამე გავატარეთ. ის საუკეთესოა, მე ხომ მან ბედნიერება
მაჩუქა. განა რა უნდა იყოს ამ გრძნობაზე წმინდა. ნამდვილ, წრფელ სიყვარულზე უკეთესი ამქვეყნად არაფერია.
ერთ საღამოს ვსეირნობდით. უკვე ზამთარი იყო, თოვდა. მაგრამ ჩვენთვის სიცივე არ არსებობდა, ერთმანეთს თავად ვათბობდით. ვგუნდაობდით. სხვათაშორის ბევრი თოვლი გადამაყლაპა ნაგავმა.
- თუ გავცივდი არ გაცოცხლებ იცოდე! - ვეუბნებოდი გაბუტული.
- ჭკვიანად თორე მთლად ჩაგმარხავ ეხლა თოვლში.
- ვერაფერააც ვერ მიზამ. გაბედე ერთი
- ვცადოთ? მაშინ კაი - უნდა დავეჭირე და მე გავიქეცი, ქუჩაში შეშლილებივით დავრბოდით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ბოლოს მაინც დამიჭირა ორივეს მოგვიწია თოვლში გორიალი. სიცილისგან ცრემლები მომდიოდა უკვე.
- კაი მართლა გამიშვი, მცივა უკვეე - ვწუწუნებდი მე
- მოდი აქ - მეხუტებოდა და მათბობდა.
- მიყვარხარრ, იმდენად მიყვარხარ რომ ასე ჩვეულებრივად თქმით ვერ ვკმაყოფილდები მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო რომ მიყვარხარ!!
- წამოდი - ხელი მომკიდა და წამიყვანა. ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე ავიპარეთ. შებინდებული იყო თან ციოდა მაგრამ არცერთს არ გვადარდებდა არაფერი.
- აქ რა გვინდა
- ხომ გინდოდა ყვირილი მიდი იყვირე
- ჰმმ. - კიდეში მივედი, ხელები გავშალე, ღრმად ჩავისუნთქე და ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი:
- მიშოოო მიყვარხააააააარ!!! მიყვარხააააარ!! - მიშო იცინოდა, მერე ისიც მოვიდა და მანაც ყვირილი დაიწყო:
- მეეეც მიყვარხააააააარ! - მოვიდა და ჩამეხუტა, მერე ძირა დაწვა, მე გულზე თავი დავადე და ასე ვიწექით ჩახუტებულები სახურავზე, თან თოვდა.
- ბედნიერი ხარ? - მკითხა მიშომ უეცრად.
- მართლა მეკითხები მაგას?
- კიი, მაინტერესებს შევძელი თუ არა შენი გაბედნიერება.
- მეორედ ეგ აღარ მკითხო!!!
- მინდა ბოლომდე ბედნიერი იყო.
- მე იმდენად ბედნიერი ვარ, რომ მოვკვდე ეს ბედნიერება ალბათ საფლავში გამყვება! შენ შემაყვარე სიცოცხლე და ყველაფერი.
- შენც არანაკლებად შეცვალე ჩემი ცხოვრება.
- ყველაზე მეტად რისი გეშინია?
- შენ?
- მე შენი დაკარგვის. ვერ გადავიტან - ამ დროს უფრო მაგრად ჩავეხუტე.
- მე სიკვდილის.
- დამპალო, შენი დაკარგვისო რატომ არ მითხარი
- სწორედ მაგიტომ მეშინია სიკვდილის. სხვა მიზეზით არასდროს დაგკარგავ. სიკვდილია ის ერთადერთი რამაც შეიძლება შენთან დამაშოროს.
- კაი არ გინდა ამ სიკვდილზე ლაპარაკი რაა.
- ჰო მართალი ხარ. რაღაც მინდა გითხრა. ახალ წელს მინდა ერთად შევხვდეთმ ჩვენ ორი და მეტი არავინ
- მმმ და დავუშვათ სად შევხვდეთ?
- სვანეთში, არავინ შეგვაწუხებს.
- კაი, წავიდეთ. შენთან ერთად სვანეთში კი არა მართლა ქვეყნის დასალიერში წამოვალ - ამ დროს ტუჩებში ვაკოცე. თვითონ პერანგის გახსნა დამიწყო.
- დაიცა - შევაჩერე მე.
- რაიყო შენ არ თქვი მცივაო? ამაზე კარგად რით გავთბებით.
- სულ მაგაზე რანაირად შეიძლება ფიქრობდე?!
- ხო იცი ექსპერიმენტების მოყვარული ვარ. ასწორებს. სახურავზე არასდროს მიცდია.
- შენი ექსპერიმენტებისთვის ნუ მიყენებ ძალიან გთხოვ რაა.
- სულელო, კაი სოფელში ვერსად გამექცევი სულ ჩემი არ იქნები? იქ თან ბუხარია და სითბოშიი..
- ცანცარა ხარ - ლოყაზე ვუჩქმიტე.
- ის გახსოვს? ბათუმში რომ მივდიოდით იმ ქალმა ისე დაგვლოცა მგონი ყველაფერი გვიხდება.
- რა აგიხდა? არც ორსულად ვარ და არც შენი ცოლი ვარ. ისე რამ დაგახეთქებია ეგ - სიცილი დავიწყე.
- რავიცი ისე არ შეგვიშვებდა სახლში.
- რა სულელი ხარ. წამო წავიდეთ რაა ღამდება უკვე.
- დარჩი დღეს ჩემთან
- უხერხულია ეკასთან
- აუ მიდი რაა
- არა ტეხავს. სხვა დროს, თუარადა 2 კვირაც და მარტო არ ვიქნებით?
- კაი ჰოო. - მიშომ სახლამდე მიმაცილა და მერე მალე წავიდა. შემდეგი 2 კვირის გაბმავლობაშიც სულ ერთად ვიყავით. კიდევ უამრავი სიგიჟე ჩავიდინეთ და ვერთობოდით.
- ამ დასტოინ ბიჭს ასეთი რა გაუკეთე ვაფშე შენი ჭკუის რომ გახადე - ღადაობდა თორნიკე. მართლა სულ სხვანაირი იყო, თავიდა გაცნობისას ისეთი უჟმური ჩანდა. ერთად ყოფნას აშკარად ორივესთვის კარგი შედეგები მოჰქონდა.
- სად იყავი აქამდე. ასეთი ჩემი შვილი პატარაობაშიც არ ყოფილა - მეუბნებოდა ეკა.
- მაღიარე ეკა ტალანტი ვარ
- ეკააა ჩემი ცისფერი პერანგი სადაა? - გაჰყვიროდა მიშო გვერდითა ოთახიდან
- ნახე მანდ იქნებაა.
- ა ჰო ვიპოვე
- რად გინდა დედა ამდენი ტანსაცმელი 5 თვით ხო არ მიდიხართ
- რავიცი ვნახოთ..
- დღეს მაინც დარჩენილიყავით ახალ წელს რა გინდათ იქ. და ხვალ წადით.
- ნუ დაიწყებ ეხლა. შენ სახლში უნდა გაიარო?
- არაა მანქანაში მაქვს ჩალაგებული მე ყველაფერი
- კაი ვსო წავედით მაშინ
- აბა თქვენ იცით დამირეკეთ ხოლმე - ეკამ გვაკოცა და წამოვედით.
- აუ ნელა იარე რაა ვერ ვიტან ჩქარა მგზავრობას - ვწუწუნებდი მე.
- დაიწყოო. მიკვკრდა როგორ არ წუწუნებს ამდენი ხანითქო და აჰა. რა იყო გეშინია?
- არა მაგრამ არ მიყვარს. - გზა დიდი იყო ხან წუწუნში გადიოდა დრო ხან სიცილში ხანაც ბავშვურ ჩხუბში. საღამოს 7 საათზე უკვე სვანეთში ჩავედით.
- ძალიან მაგარი ადგილია. ძაან მომეწონა.
- ჰოო? ზაფხულში არის კარგი წამოვიდეთ მერეც. შვილიშვილები რომ გვეყოლება ჩამოგვაკითხავენ ხოლმე.
- ერთი ამას უყურე უკვე შვილიშვილებზე ფიქრობს.
- ისე რომ იცოდე მე ბევრი შვილი მინდა. მაქსიმუმ 5 რომ მერე ბევრი შვილიშვილი მყავდეს.
- გაკლია. და ახლა გინდა შენ წამალი თორე მერე რაღას გიშველის.
- შენ ხარ ჩემი წამალი - უკნიდან ჩამეხუტა.
- გამიშვი ტანსაცმელები უნდა ამოვალაგო და მიდი შენ რამე კარგი ფილმი აარჩიე.
- ფილმი რად გინდა?
- ვუყუროთ რამეს აბა რა ვაკეთოთ
- მე კი ვიცი რაც უნდა ვაკეთოთ მაგრამ დაიწყებ მაგის მეტი არაფერი გინდაო და..
- დებილო - ლოყაზე ვუჩქმიტე და ტანსაცმელის ამოლაგება დავიწყე. მიშომ რაღაც საშინელება ფილმი ჩართო. თავი კალთაში ჩამიდო და ისე ვუყურებდით.
- აუ რა არი ეეეს, ამაღამ არ დამეძინება სხვა ჩართე რაა
- ეგ მინდა მეც რომ არ დაგეძინოს - სიცილი დაიწყო.
- ფუ ნაგავო! გამიშვი 10 საათია უკვე მაგიდის გაწყობას დავიწყებ და მალე 12იც შესრულდება.
- დაიცა რაა, შესრულდება თორე შენც არ გყავდეს ეხლა სტუმრები აქ
- მერე რა. გამიშვი ზარმაცო.
- ჯერ უნდა გაკოცო - მაკოცა და მერე მუცლის არეში ჩქმეტა დამიწყო:
- აუუუ გამიშვი მიშოოო მეღიტინება იდიოტო ვაიმეეე - თან მეცინებოდა თან ხელებს ვუტყაპუნებდი სახეში. მასაც ეცინებოდა და საყვარელი ლოყები ეჭყინტებოდა. ბოლოს ძლივს დავაღწიე თავი. სახლის დალაგება დავიწყე, სუფრის გაწყობა. საჭმელს ვაცხელებდი უკნიდან მომეპარა და ჩამეხუტა, მერე ლოყაზე მაკოცა, მეც კოცნით ვუპასუხე:
- ამბობენ ახალ წელს როგორც შეხვდები მთელი წელი ისე გაატარებო, ამიტომ მინდოდა რომ მარტო მე და შენ შევხვედროდით ერთად რომ მთელი წელი მარტო შენთან გავატარო.
- ჰოო? და წინა წლებში სად ხვდებოდი ახალ წელს ბორდელში?
- შენ წარმოიდგინე და კი
- ჩემს გარდა სხვა ქალისკენ რომ გაიხედო დაგასაჭურვისებ და თვალებს დაგთხრი!
- ცალი მაინც დამიტოვე არ გეცოდები?
- საერთოდ არა! მიდი გოზინაყი დაჭერი - მიშომ გოზინაყის დაჭრა დაიწყო და უცებ თითი გაეჭრა.
- აუუჰ
- რაიყო
- თითი გამეჭრა
- მაჩვენეე, რა ბანდალა ხარ - თითი შევუხვიე
- შენ რა მზრუნველი ხარ. მოიცა ახლა რა გამოდის მთელი წელი გაჭრილი ვიქნები?
- გეყო ცანცარი მოდი მომეხმარე თორე შესრულდა 12 - მაგიდა ერთად გავაწყვეთ, მერე გარეთ გავედით და ახალი წლის მოსვლას ფეიერვერკებით შევხვდით.
- მიდი ჩქარა სურვილი ჩაიფიქრე - ვეუბნებოდი მიშოს.
- აჰა დაიცა.. ვსო ჩავიფიქრე - უცებ მაკოცა ტუჩებში.
- რას აკეთებ
- ეს ჩავიფიქრე რლმ მეკოცნა და ამისრულდა. - სიცილი დავიწყე და ჩავეხუტე. გარეთ აივანზდ ჰამაკი იყო გაბმული და შიგ ჩავწექით. ვიცინოდით, თანაც ცოტათი ნსავამები ვიყავით, მიშომ ისე იწრიალა რომ ორივე გადმოვყირავდით და ძირს დავასკდით.
- აუ რა დებილი ხარ - ვიცინოდით ბოლო ხმაზე.
- ყველაფერი ჩამინგრიე.
- მე მაბრალებ კიდე უსინდისო? ადექი ამაყენე - სახლში სიცილით შევედით.
- მოდი მაგიდასთან დავჯდეთ მშია.
- რა დროს შიმშილია. აი ეს გამომართვი და ჩაიცვი
- რა არის ეს
- გახსენი - ყუთი გავხსენი და ხელში ჩემი წითელი კაბა შემრჩა:
- ჩემი კაბა? შენ რად გინდოდა
- ამასწინათ შენთან რომ დავრჩი მაშინ ავიღე, მინდოდა ამ დღეს ჩაგეცვა. ეს ის კაბაა პირველად რომ გადამრია შენზე, ჩაიცვი მიდი გელოდები. - საპირფარეშოსი გამოვედი, კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მიშოსთან დავბრუნდი.
- თმები გაშლილი უფრო გიხდებათქო რამდენჯერ გითხრა - მომიახლოვდა და თმა გამიშალა.
- აუ მცივა მიშო რად მინდა ეს კაბა
- გინდა. მაშინ ძაან კარგად გეცვა ჩემი გადარევა რომ გადაწყვიტე
- მაშინ სიცივეები არ იყო!
- ვერც ახლა იგრძნობ სიცივეს. - უკან შეტრიალდა და ცენტრი ჩართო. სადაც ტანგომ გაიჟღერა. მე სიცილი ამიტყდა.
- დაიცა დაიცაა. ცეკვას აპირებ? - სიცილს ვერ ვიკავებდი.
- მარტო მე არა - ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა.
- რას აკეთებ სულელო, ცეკვა არვიცი
- არც მე არვიცი კარგად, მაგრამ მაინც ვიცეკვებთ! - მიშოს ცეკვა მართლა არასდროს მქონდა ნანახი, და გამიკვირდა ჩემზე გაცილებით უკეთ გამოსდიოდა. მე სულ ძალით მაცეკვებდა. ცეკვის დროს ისე მეხუტებოდა და მეკვროდა რომ არვიცი. მთელი გრძნობით აკეთებდა მის საქმეს, შუა ცეკვის დროს გაჩერდა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და
თითზე გამიკეთა. მე გავშტერდი. ხან ბეჭედს დავხედავდი ხან მიშოს ავხედავდი.
- არაფერს არ გეკითხები, უარს მაინც არ მივიღებ - ცოტაზანი ჩუმად ვიყავი და მერე ვუთხარი:
- უარის თქმას არც ვაპირებდი - შემდეგ გახარებულმა წელზე შევახტი, მაგრად ჩავეხუტე და კოცნა დავუწყე, ისიც გამწარებული
მკოცნიდა, როგორც ჩვევია ხოლმე. მიშოსთან ყოფნის დროს აღარ მიკვირდა რატომ გიჟდებოდნენ მასზე ქალები, იმიტომ რომ მართლა იდეალური მამაკაცია, იცის როგორ და სად მოიქცეს, ქალს როგორ ასიამოვნოს. სამზარეულოს მაგიდაზე ჩამომაჯინა და ისევ მკოცნიდა, ხან ტუჩებში, ხან თვალებზე. შემდეგ მუცელზე დამიწყო კოცნა, სიამოვნებისგან ვიკლაკნებოდი, თმებში ხელს მაგრად ვუჭერდი და თან ვეხუტებოდი. კაბა სულ შუაზე გამიგლიჯა, ხან მაგიდაზე მკოცნიდა ხანაც კედელზე მიმანარცხებდა. ეს ბიჭი ჩემი სასწაული იყო! დილით რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საწოლში გავიღვიძეთ. უფრო სწორად გავიღვიძე, მიშო ამდგარი იყო. ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. ფანჯარასთან იდგა და ჩაის სვამდა. სერიოზული აახე ჰქონდა.
- რამე მოხდა?
- ჩემი ბინა გაუტეხიათ, წეღან დამირეკა ეკამ.
- რაა? ეკა კარგადაა?
- კიი, გუშინ დეიდაჩემთან დარჩენილა კიდე კაი სახლში არ იყო.
- წავიდეთ ხო?
- აუ ხო უნდა წავიდეთ.. ბოდიში რაა ჩემო პატარა, მინდოდა დიდხანს დავრჩენილიყავით ერთად.
- რას მებოდიშები ბიჭო ვერ ხარ? ჩვენ სხვა დროსაც მოვალთ აქ. ჩავალაგებ ყველაფერს და წავიდეთ.
- მიდი ხო.
თბილისში წავედით. სახლში მეზობლები დაგვხვდნენ, თორნიკეც იქ იყო.
- რა არი ეს მიშო, იმისთვის კი არ დაგირეკე რომ ჩაგემწარებინა ყველაფერი და ჩამოსუკიყავი. კაი რაა რატო ჩამოდით
- რას ლაპარაკობ ეკა იქ რა გაგვაჩერებდა - ვუთხარი მე
- ჩემს გამო ეხლა ჩაიმწარეთ ყველაფერი
- არაფერიც არ ჩაგვიმწარებია. ნუ ნერვიულობ შენ მაგაზე - მივედი ეკასთან და ჩავეხუტე.
- ვინმეზე არის ეჭვი? - იკითხა მიშომ.
- არვიცით, სამეზობლოში არავის არაფერი გაუგია. მოვედი დღეს დილით და ასეთი სიტუაცია დამხვდა.
- ფუ მაგათი..
- დაიცაა.. ეს რა არია გოგო - თორნიკემ ხელზე მანიშნა.
- რა არის და იყიდე შარვალ-კოსტუმი მეჯვარე ხარ - უთხრა მიშომ.
- ვაიმეე ჩემი ბავშვებიი, გილოცავთ ჩემო საყვარლებო სულ ასეთი ბედნიერები ყოფილიყავით - ეკა ორივეს ჩაგვეხუტა. თორნიკეც ჩაგვეხუტა:
- გილოცავთ გილოცავთ. როდისთვის იქნება ქორწილი? - გვკითხა თორნიკემ.
- 14 თებერვალს - ვუთხარი მე.
- ოჰ თარიღი კარგი აგირჩევიათ.
ჩემი და მიშოს ბედნიერება გრძელდებოდა კვლავ, ჩვეულებისამებრ ყოველ დღეა ერთად ვატარებდით, ახალი დღე ყოველთვის საუკეთესო იყო წინაზე.. მაგრამ ცხოვრების დაუწერელი კანონი ხომ ისაა რომ უბედურებას ყოველთვის თან მოსდევს ბედნიერება. ან პირიქით ბედნიერებას მოსდევს უბედურება. საკმაოდ დიდი ხანი უზომოდ ბედნიერი ვიყავი მიშოსთან ერთად იმდენად ბედნიერი რომ ჩემი ტანჯული ცხოვრება სულ გადამავიწყდა. მაგრამ რა ვუყოთ ამ დაუწერელ კანონებს?!
ერთ დღეს ვსეირნობდით. მიშომ სახლამდე მომაცილა, თვითონ მალევე წავიდა. იმ დღეს გუნებაზე არ იყო, თანაც დაღლილი, აღარ დავაძალე დარჩენა. მარტო ვიყავი მაგრამ არ მეშინოდა პირველად არ დავრჩენილვარ მარტო. ტელევიზორს ვუყურებდი, გული არ მემორჩილებოდა.. უცნაურ გუნებაზე ვიყავი.. ვერ ვისვენებდი ერთ ადგილას. ვიღაცამ კარზე დამიკაკუნა. - მიშო იქნება - ვიფიქრე მე. მობილური დარჩა და ალბათ მის წასაღებად დაბრუნდა.

_______________________________________
პ.ს. ამის შემდეგ იქნება ფინალი. გადავწყვიტე არ გამეწელა ეს ისტორია და პატარა გამომსვლოდა თანაც არვიცოდი რა შეფასებებს მიიებდა, ვხედავ რამოდენიმე დადებით კომენტარებს, უზარმაზარი სტიმული მეძლევა და გული სიხარულით მევსება. ეს პირველი ნაწარმოებია ჩემი რომელიც ასე მასშტაბურად გავრცელდა და ცოტათი მეშინოდა კიდეც. ვიცი ამ საიტზე ისეთი გენიალური ისტორიები დევს ეს ისტორია მათთან შედარებით ზღვაში წვეთს ჰგავს. ამიტომ მე მჭირდება თქვენი დახმარება, კრიტიკა მჭირდება რათა შემდეგში უკეთ შევძლო. უღრმესი მადლობა მათ ვინც კარგავთ დროს და კითხულობთ ჩემს ნაწარმოებს



№1 სტუმარი Uhuu

Momcoons dzaalian ubralod minda ro ar kondes banaluri tragikuli dasasruki an tundac ubralod cudi dadasruli gtxov amiti ar gaabandzo imitom rom martla karga dasackisistvus

 


№2  offline წევრი Villalobosta

Uhuu
Momcoons dzaalian ubralod minda ro ar kondes banaluri tragikuli dasasruki an tundac ubralod cudi dadasruli gtxov amiti ar gaabandzo imitom rom martla karga dasackisistvus

სწორედ ბანალურობას ვერ ვიტან თავადაც მე. ჩემთვის ბანალურობა ჰეფი ენდია. არც ისეთი ბანალრი ტრაგიზმი იქნება, თითქმის ყველა რომ ავარიაში ყვება და ისე კვდება. ტრაგიკულ დაასრულსაც აქვს ჩემი აზრით რაღაც ხიბლი გააჩნია რა ფორმით იქნება ის ტრაგიკული. მადლობა აზრის გაზიარებისთვის <3

 


№3  offline წევრი jinjeri

momwons kargia magram agar wavikitxav :( tu bednieri dasasruli banaliuria mashin tragikuli ragaa, romelsac yoveldge vxedavt cxovrebashi. ar daasrulo ra cudad da dae iyos "banaluri"

 


№4 სტუმარი Guest Linda

Ai martla umagtesi adamiani xar umagresi istoriebittt aii es ustoria xo vafshe shokia ogond ar Minda cudad damtavrdessss yvelaferi kargad aewyo exla uceb boom DA yvelaferi daimsxvrevaaaa <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent