შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენგამოტანილი (ნაწილი 7)


19-09-2016, 20:12
ავტორი Villalobosta
ნანახია 1 872

არხეინად ვიყავი, ყურადღება არც ახლა მივაქციე, პომადის წასმას ვაგრძელებდი, მოვიდა და პირდაპირ ჩემს წინ დადგა. მიყურებდა. მხოლოდ ახლა გავხედე და ცინიკურად ვუთხარი:
- რამე მოხდა მიშო? - ცოტახანი ჩუმად იყო, თავი ჩახარა, შემდეგ მკლავში ხელი ისე მაგრად მომიჭირა როგორც არასდროს, საშინლად მეტკინა, კედელთან მიმიმწყვდია და საშინლად გაბრაზებულმა ყვირილი დამიწყო:
- რას გავს შენი საქციელი, რა ჯანდაბაა ეს - კაბაზე ხელი მომკიდა. პირველ რიგში მისი ხელი მოვიცილე და მე მშვიდად ვესაუბრებოდი ისევ, ვიცოდი რომ ამით უფრო ვაღიზიანებდი:
- რამე ცუდი გავაკეთე? - სარკესთან დავდექი და ისევ პომადის წასმას შევეცადე, მაგრამ პომადა ხელიდან გამომგლიჯა და ძირს დაახეთქა:
- რატომ იქცევი ასე, ყველას კისერზე ეტორღიალები, ან რა გაცვია, ან რანაირად იქცევი, ცოტაც და თემოს ალბათ კალთაში ჩაუჯდებოდი და იმ ოფოციანტთან ალბათ შუა მაგიდაზე გააჩაღებდი რამეს.
- პირველი: წესიერად ილაპარაკე ჩემზე და ყველა შენნაირი ნუ გგონია. მეორე: შენთან არ ვათანხმებ რა ჩავიცვა და ვის ჩავუჯდე კალთაში, მესამე: შენ ჩემთვის არავინ ხარ, ისევე როგორც მე შენთვის და მეოთხე: მადლობა ყურადღებისთვის.
- შენ გგონია ვერ ვხვდები რომ ამას ჩემს საეჭვიანოდ აკეთებ? - ამ დროს სიცილი დავიწყე.
- შენ ვინ მიგდიხარ ან რაში უნდა მჭირდებოდეს შენი ეჭვიანობა. ან თუ მასე გგონია და როგორც ამბობ ხვდები მაშინ რაღატომ ეჭვიანობ.
- ჯანდაბა არ ვეჭვიანობ არ მინდა რომ შენი მოკლე ჭკუის გამო რაღაც სისულელე გააკეთო, არ მინდა რომ ვინმე არარაობასთან დაიჭირო ურთიერთობა იმის გამო რომ მაეჭვიანო
- დამიჯერე შენზე მეტ არარაობას რომ მოვინდომო ამ რესტორანში კი არა მთელს ქვეყანაში ვერ ვიპოვი!
- მაგაში გეთანხმები.. - კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ გაჩერდა, კედელზე მუშტი მიარტყა და გარეთ გავარდა.. მიხაროდა ასე რომ მოიქცა ახლა აშკარა იყო რომ მართლა სკდებოდა ეჭვიანობისგან, თმას ვისწორებდი სარკეში და მეორე წუთში ისევ შემოაღო კარები და შემომივარდა. ისევ ჩაკეტა, ჩემთან მოვარდა, მისკენ მიმიზიდა, წელზე მაგრად მომიჭირა ხელი, მეორე ხელი თმებში შემიცურა, კედელთან მიმიყვანა ისევ, ახლოს მოიწია, იმდენად ახლოს რომ ჩვენი სახეები ერთმანეთს ეხებოდა, გული ამოვარდნას მქონდა მისი ასეთი სიახლოვის გამო, მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა როცა მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა, როცა პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. ცოტახანი ასე ვიყავით ხმის ამოუღებლად შემდეგ კი მან თქვა:
- ახლა მე მოვკვდები ამწუთას ეს რომ არ გავაკეთო, მე გავგიჟდები ახლა - სიტყვები დაასრულა
და მაშინვე ტუჩებში ისე ძლიერად, ისე სასიამოვნოდ მაკოცა რამის ადგილზე მოვკვდი. ეს უკვე მეორედ ხდება მაგრამ ასეთი გრძნობა პირველ ჯერზე ამ მქონია, რადგან ახლა ეს ყველაფერი მისი ინიციატივით ხდება, ახლა მასაც ისე უნდა როგორც მე, ახლა ის შებოჭილი არ არის შიშისგან ეს და ეს მიზეზები ამ კოცნას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ნელ-ნელა კაბის ქვეშ ხელი შემიცურა და მთელი გრძნობით მეფერებოდა. გაჩერდა, თან მკოცნიდა და ხმადაბალი ხმით თითქმის ჩურჩულით მეუბნებოდა:
- არ მინდა ამის გაკეთება მაგრამ თან ძალიან მინდა. უსაშველოდ მინდა, ახლა ვერ გავჩერდები არ შემიძლია.
- ახლა რომ
გაჩერდე მოვკვდები - ეს ვუთხარი და ისევ კოცნა დავუწყე, ჩემთან იყო, მაგრამ იმდენად მიყვარდა, იმდენად რომ მაინც მენატრებოდა. კარი გააღო, ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა.
- სად მივდივართ
- არვიცი ქვეყნის დასალიერში ან სადმე ჯანდაბაში მაგრამ ისეთ ადგილას სადაც მხოლოდ შენთან ერთად ვიქნები. - მანქანა დაძრა და რესტორნიდან კარგა ხელაზე მოშორებით წავედით, არვიცი რა ადგილი იყო მაგრამ ხალხი საერთოდ არ ჩანდა, გზის პირას გააჩერა, ირგვლივ ბევრი ხე იყო. ცოტახანი ჩუმად იჯდა მანქანაში, მეც ასევე, არც კი ვიცოდი ახლა რა უნდა მეთქვა ან მექნა. მანქანიდან გადავიდა, მეც კარი გამიღო, ძირს ჩამოვედი, ნელ-ნელა ისევ მიახლოვდებოდა, მე უკან ვიხევდი მანამ სანამ მანქანის კარს არ დავეჯახე, ისევ კოცნა დამიწყო, ისევ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როცა მას ვკოცნიდი მეგონა რომ ვცდებოდი, რომ მართლა არსებობს ბედნიერება, ჩემთვის ბედნიერება მიშოსთან ყოფნა იყო, მეხუტებოდა და მკოცნიდა.
- დარწმუნებული ხარ რომ ეს უნდა გავაკეთოთ?
- ბოლომდე, 100%ით, მიყვარხარ, არა ამ ქვეყნიურად!!! შენ მართლა ჩემი ნარკოტიკი ხარ. მოვკვდები უშენოდ. - ის ღამე იყო ყველაზე ლამაზი რამ ჩემს ცხოვრებაში, მთელი ჩემი არსებობის მანძილზე ასე ბედნიერად თავი არასდროს მიგრძვნია. რატომ? იმიტომ რომ მე იმ ღამეს საბოლოოდ მისი ვიყავი, იმ ღამეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაზე მთავარი დავრწმუნდი რომ ბედნიერება მართლა არსებობს. ეს ყველაფერი მიშოს წყალობით მოხდა, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, კიდევ
მილიარდჯერ შემიძლია გავიმეორო რომ მიყვარს და ამით არ დავიღლები, ის რაც მიშოს უკავშირდება არასდროს დამღლის. შეიძლება დაიღალო მუშაობისგან, სტრესისგან, იმედგაცრუებისგან, ტკივილისგან მაგრამ შეუძლებელია დაიღალო სიყვარულისგან!! ბედნიერებიაგან! - დილით მის მხარზე მედო თავი და ისე გავიღვიძე, ასეთი ლამაზი დილა არასდროს მქონია, ყოველდღიურად ერთნაირი იყო ჩემთვის დილაც და ნებისმიერი დღეც, მაგრამ ამიერიდან ვიცი რომ ეს ასე აღარ იქნება.
- დილამშვიდობისა - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე, გაეღიმა, ჭკუა მეკეტებოდა როცა იღიმოდა, და ლოყები ეჭყინტებოდა, ღმერთო რა სიცოცხლეა,
არ შემიძლია.
- დილამშვიდობისა - მანაც მაკოცა.
- როგორ გეძინა?
- სიმართლე გითხრა საწოლში გაღვიძება შენთან ერთად უფრო კომფორტული იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, არც მანქანის სავარძელზეა მთლად ცუდი, მთავარია რომ შენთან ერთად ვარ
- არაუშავს შემდეგში გავითვალისწინებთ - გაეცინა.
თავი წამოვწიე და მიშოს პერანგი მივიფარე სხეულზე:
- აუ ჩემი კაბა სად არის?
- შენი კაბა მთელია? - იცინოდა მიშო.
- ეგეც საკითხავია, იმედია შენი პერანგით არ მომიწევს სახლში დაბრუნება.
- აი აქაა. ისე მაგ კაბის დამსახურებაა თორე მასე გიჟივით არ დაგეტაკებოდი ალბათ
- კაბის გარეშეც მოხვიდოდი ადრე თუ გვიან.
- აუ ნახე 25 გამოტოვებული ზარი თორნიკესგან.
- ჩემსას არ ჩავრთავ მაშინ თორე შეიძლება გაჭედოს. ისე ეს რა კარგი ადგილია, არავინ არ იყო შემაწუხებელი. ხშირად დადიხარ ხოლმე აქ?
- კვირაში 4-5ჯერ. კაი ვღადაობ.. ერთხელ ვიყავი მარტო და უკვე მეორედ. მინდა რომ ეს ჩვენი ადგილი იყოს.
- "ჩვენი", როგორ მომწონს ეგ სიტყვა, გვაერთიანებს.. მაგრამ მაინტერესებს ამის მერე რა იქნება.. - ამ კითხვის დასმის შემდეგ მიშომ ამოიხვნეშა და მითხრა:
- სიმართლეს გეუბნები უამრავი ქალი მყოლია მაგრამ ისეთი რამ რაც გუშინ იყო არავისთან მიგრძვნია, არვიცი ეს გადამეტებული სასმელის, ეჭვიანობის, ვნების, სიყვარულის თუ რისი ბრალი იყო, მაგრამ..
- მოიცა მოიცა.. შენ კიდევ ვერ ხვდები გუშინ რაც მოხდა რისი ბრალი იყო?
- ვერა
- გასაგებია
- სოფი ცუდად ნუ გამიგებ, მართლა არვიცი რა იქნება, არც ის ვიცი როგორ წავა ჩვენი ურთიერთობა, ვგრძნობ რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ მაგრამ არც იმაში ვარ
დარწმუნებული რომ ბოლომდე ერთად ვიქნებით.
- კაი გასაგებია ყველაფერი - მანქანის კარი გავაღე.
- რას აკეთებ
- ვცდილობ სახლში წავიდე.
- დაიცა სახლამდე მიგიყვან - მანქანაში გატრუნული ვიჯექი, სახლში მოსვლამდე ხმა არ ამომიღია, იმაზე ვფიქრობდი გზაში რომ რა მაგრად მეღადავება ბედი, ნეტავ
შემეძლოს საკუთარი ბედისწერა თავად დამეწერა.. დაჩაგრული ვარ ავტორისგან. გუშინ ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი თავს და მიშოს სიტყვებმა ისევ მწარე რეალობაში დამაბრუნა. სახლში მოვედი.. ჩანთა ავიღე და სიტყვის უთქმელად გავაღე კარი, მიშომ ხელზე ხელი მომკიდა და გამაჩერა:
- მოდი
ერთმანეთს დრო მივცეთ.. დაფიქრება ახლა შენც დაგჭირდება და მეც..
- მე არაფერზე ფიქრი არ მჭირდება! ბევრიაგან განსხვავებით ვიცი ამ ცხოვრებაში რაც მინდა! ერთს გთხოვ მანამ არ გამოჩნდე ჩემს სიახლოვეს სანამ არ ჩამოყალიბდები და მიხვდები რაც მოხდა რას უკავშირებ, სიმთვრალეს, ვნებას,
სიყვარულა თუ რასაც. ოღონდ გაფრთხილებ თუ მიხვდები რომ ესეც ერთჯერადი ურთიერთობა იყო შენთვის მაშინ საერთოდ სამუდამოდ გაქრი. თუ აღარ გამოჩნდები უკეთესი იქნება და მეც დავრწმუნდები რასაც იფიქრებ. - ამის შემდეგ მანქანიდან ჩამოვედი, უკან არ მიმიხედავს, სახლში შევედი თუ არა მაშინვე ჩემს ოთახში შევვარდი.. თორნიკე და ბებია ბევრს მთხოვდნენ მეამბო რა მოხდა, რატომ ვიყავი ასე ცუდად მაგრამ ხმას არ ვიღებდი.
- მის გამო ხარ ასე? მითხარი მიშომ რამე გაწყენინა? დაველაპარაკები
- არა გთხოვ არაფერი უთხრა, ის არაფერ შუაშია, მითუმეტეს ჩემს გამო ნუ გაიფუჭებ ურთიერთობას მასთან. ჩემსა და მიშოს შორის რაც ხდება ის ჩვენ გვეხება და შენ ნუ გაერევი, თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს გთხოვ არ ეჩხუბო.
როგორც ჩანს ეს ურთიერთობა და ყველაფერი რაც იმ ღამით მოხდა მიშოსთვის მართლა ერთჯერადი იყო.. არ გამოჩენილა 4 დღე გავიდა მას შემდეგ.. არც დაურეკია, არც მომწერა.. ნახვაზე ზედმეტია საუბარი.. საერთოდ არც ჩემს და თორნიკესკენ არ გამოჩენილა.. მე ამჯერად აღარ ვაპირებდი მეტი ნაბიჯის გადადგმას. ამ ყველაფერმა ერთი რამ მაინც მასწავლა.. თავმოყვარეობა გამიჩინა, მართალია გული უსაშველოდ მტკივა, თითქოს მთელი გული დასერილი მაქვს მაგრამ არა! მაინც არ დავურეკავ, რაც
ვითავხედე მეყო. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.. ყოველდღე უფერული და უღიმღამო დღეები გადიოდა.. გული მტკიოდა, სული მეწვოდა, ყოველ ღამე ცრემლები მახრჩობდა მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. ერთ საღამოს როგორც ჩვეულებისამებრ საწოლზე ვიწექი და ყურსასმენებში მუსიკებს ვუსმენდი, უცებ შევხედე რომ მობილურმა გაანათა. ის იყო, ფეხზე წამოვხტი, მთელი სხეული ამიცახცახდა, ერთიანად გავხურდი, ძლივს ვუპასუხე და ყველაფერი გაქრა როცა ხელში მიშო კი არა ეკა შემრჩა:
- ალოო, სოფი შენ ხარ?
- კი ეკა მე ვარ..
- გცალია? რაღაც უნდა გითხრა - უცებ თავში ყველაფერმა უბედურებამ გამიელვა, იქნებ აქამდე იმიტომ არ ჩანდა რომ რამე მოუვიდა.. რა უნდა ეკას ხელში მიშოს მობილურა, აკანკალებული ხმით ვკითხე:
- ეკა რა ხდება.. ხო.. მშვიდობაა?
- კი კი.. ნუ გეშინია.. უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდა თქვენს შორის.. - გამიხარდა რომ კარგად იყო ყველაფერი მაგრამ თან მეწყინა, თავი დავიიმედე რომ რაიმე მიზეზის გამო არ ჩანდა.
- მიშოს არაფერი უთქვამს?
- არა, თორნიკეს დაბადების დღია მერე თქვა მარტო მინდაო და სვანეთში წავიდა, სოფელში. მობილურიც კი სახლში დატოვა.
- ანუ მთელი ეს დღეები სახლში არ ყოფილა?
- არა, არა. და ამიტომ დაგირეკე, შენი ნომერი არ მქონდა აქ ვიპოვე. რა მოხდა ასეთი რომ გაიქცა.
- მეც არვიცი ბოლოს როცა ვნახე მითხრა რომ ფიქრი სჭირდებოდა. მეგონა უბრალოდ მე არ მირეკავდა ისიც კი არ ვიცოდი წასული თუ იყო.
- ხო, როცა მარტო ყოფნა უნდა სულ იქ გარბის. ანისთან მომხდარის შემდეგ მთელი თვე იქ იყო, სულ მარტო.
- მარტოა?
- ხო, სახლში არავინაა. გული არ გაიტეხო სოფი, ნახავ მოგვარდება ყველაფერიმ მორჩება ის უტვინო ბიჭი ფიქრს და შენთან მოვა.
ვინ იცის.. ნუთუ მოვა? ამდენს რას ფიქრობს? ვუყვარვარ? თუ ერთჯერადი ვარ? ნეტა კარგადაა? რამე ხომ არ უჭირს? როდის ჩამოვა.. ან თუ ჩამოვა რას გააკეთებს. ყოველ წამს, ყიველ წუთს ეს კითხვები არ ამსვენებდნენ, სულმოუთქმელი ვარ, ვიცი, ალბათ იმიტომ რომ 7 თვიანი დავიბადე და ვერასდროა ვისვენებ. ყოველთვის ყველაფერი მეჩქარება. მაგრამ ჩემი სულმოუთქმელობა რას შეცვლის? ვერაფერს.. უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა და ის მაინც არ ჩანდა. ყოველგვარი იმედი გადავიწურე. უბრალოდ ვფიქრობდი.. სხვა განა შემეძლო რაიმე. იმ ღამით მარტო ვიყავი.. თორნიკე და ბებია ნათესავის ქორწილში წავიდნენ.. მე არ წავყევი, ბევრი ხვეწნის მიუხედავად.. ფორმაში ისედაც არ ვიყავი და ყველაფერი მეზარებოდა. ცოტახნით გარეთ ვიყავი, შემდეგ სახლში დავაპირე შესვლა, ბნელოდა უკვე.. ღამე იყო.. კარს ვაღებდი.. გავაღე ამ დროს უკნიდან ვიღაც მომეპარა, პირზე ხელი ამაფარა და სახლში შემათრია..



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ეხლა წავიკითხეე ყველა თავიო მომეწონა ძალიაან კარგიააა ♡♡♡მალე დადე ახალი თავიიი ♡♡♡

 


№2 სტუმარი Landa

Auuu magariaa male Dade ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent