გოგონა ნახევარ მილიონად! თავი (2)
გოგონა ნახევარ მილიონად (თავი 2) * * * მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს... ორცეცხლშუა ვიწვოდი... სახლი აუქციონზე გავიტანე , მაგრამ არამგონია ეს თანხა ძალიან მალე მომსწრებოდა... დედას საწრაფოდ ესაჭიროებოდა ძვლის წითელი ტვინის გადანერგვა... ძალიან დავიბენიი... მხოლოდ ერთი მხარეღა მრჩებოდა, რომელზე ფიქრსაც გავურბოდი... მან მე მისი საყვარლობა შემომთავაზა... მისი ბო*ი უნდა გავმხდარიყავი... არ ვიცი დედა უნდა ვნახო ის მომცემს ძალას და გზას... - უკაცრავად, შეიძლება მაკა მახარაძესთან შემიშვათ?! მე მისი შვილი ვარ ძალიან გთხოვ... პატარა პუტკუნა ექთანს ვეხვეწებოდი, რომელიც დედაჩემს მეთვალყურეობს -გოგონა არ შემიძლია... -ძალიან გთხოვთ, გემუდარებით... ძალიან მჭირდება მისი ნახვა -იცით არ შემი.... -გთხოვთ -ჯანდა, კარგი მხოლოდ 5 წუთი!-მაგრამ ფორმა უნდა ჩაგაცვათ... ეს რომ ვინმემ გაიგოს სამსახურს დავკარგავ! -პირობას გაძლევთ ვერავინ გაიგებს! მალევე ჩავიცვი ფორმა და დედასთან შევედი... ჩემი სიცოცხლე... ქალი რომლისთვისაც ამ დამპლურ სამყაროში ვცხოვრობდი... პატარა ვიყავი ძალიან მამამ რომ მიგვატოვა... და სხვა ქალთან წავიდა... დედა კი მხოლოდ 15წლის იყო, როცა მე გავუჩნდი, მარტო მოუწია ჩემი აღზრდა... მახსოვს რა გაჭირვებით მოჰქონდა ფული, ლუკმა-პური რომ გვქონოდა... ჩემი სიცოცხლე რომ გადაერჩინა...შიმშილით რომ არ მომკვდარიყავი... ეხლა კი, ვუყურებ ფერდაკარგულს საავადმყოფოს საწოლზე, მრავალ აპარატზე მიერთებულს... უნდა ვიბრძოლო მისი სიცოცხლისთვის ... * * * ბევრი ფიქრის შედეგად იძულებული ვარ, გავხდე მისი!... ბატონი ალექსანდრე ჯაჭვლიანის სათამაშო მერქმეოდა... მაგრამ თუ ეს დედაჩემს გადაარჩენს, მზად ვარ ამ რისკზე წავიდე, ისე რომ არ ვინანო! * * * იგივე დრო, იგივე ადგილი, განსხვავებული მიზეზი..! ისევ შენობის წინ ვარ, ერთ წამს ისიც ვიფიქრე აქედან დავახვევდი, მაგრამ როცა ვხვდები , რომ არანაირი შანსი არ მაქვს დედაჩემს მივხედო , ნაბიჯს ვდგავ და წინ მივიწევ... უკვე კარგად დამახსოვრებული გზა გავიარე და ლიფტში შევედი... გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა... ღრმად ვსუნთქავ, ეს ლიფტიც ჩემს ჯინაზე ნელა ,,მიღოღავს'', ნერვიულობა პიკს აღწევს... გული ჩერდება, ნერვული იმპულსები აჩქარებულად მუშაობენ... თვალის გუგები გაფართოებული მაქვს... ჩერდება ლიფტი და ჩერდება ჩემი გულის ცემა... აკანკალებული მივიწევ უზარმაზარი კარისკენ... თითქოს ეს დერეფანიც საგულდაგულოდ გაიწელა და ვგრძნობ თითებს შორის ცივ მეტალს... სახელურს ფრთხილად ვწევ, ჩემს ადამიანობას კარს მიღმა ვტოვებ და ვუჩინარდები... * * * სრული დაძაბულობა იყო გაბატონებული ოთახში, მძიმე სუნთქვა, აჩქარებული ორი გული, გრძნობების მოზღვავება , იმედგაცრუება, კმაყოფილება და რაც მთვარია ჭარბი ირონია... -თანახმა ვარ ! არანაირი შესავლები და მიკიბმოკიბვა არ დამიწყია..- ახლავე მჭირდება ნახევარი მილიონი! -მოხვედი! შენ მიიღე გამოწვევა, მე ჩემს ვალს შევასრულებ..! მკაცრი ბოხი ხმა მეხივით გაისმა მთელს ოთახში... მისმა ხმამ უარესი დაძაბულობა გააჩინა... უნდა ავღნიშნო როგორ სიმპატიურად გამოიყურებოდა: მუქი ლურჯი შარვალი, რომელიც მის ტანს ულამაზეს აჩენდა, თეთრი პერანგი, რომელიც ფორმეს შესანიშნავად გამოკვეთდა... ეს იყო მისტერ სრულყოფილება... რაღაც ,,თავისებური, ალექსანდრული იყო!'' * * * მთელი ეს დრო ერთ ადგილზე ვიყავი მიყინული, არ ვინძრეოდი, მგონი არც ვსუნთქავდი... ისიც უტეხად იყურებოდა მისი მდიდრული მაგიდიდან, თვალი თვალში გამიყარა, ირონიაც თან ახლდა ამ მზერას... ვიგრძენი როგორი ფრთხილი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, მომიახლოვდა, მისი სურნელი ტანზე მომაფრქვია, ხოლო ცხელი სუნთქვა ყელთან ვიგრძენი, საგძნობლად დამეჭიმა მთელი სხეული... მუცელში პეპლები არა მაგრამ, მთელი ზოოპარკი დარბოდა... ჩემი გულისხმა მე თვითონ მესმოდა... გავარვარებული ცხელი ტუჩები მფეთქავ არტერიაზე მომაწება..დამსუსხაა.! ის ადგილი მეწვოდა, სადაც მეხებოდა... თითები წელს მომიჭირა ... მაისურის ბოლო ზემოთ აქაჩა და შიშველ წელს დაიწყო ხელების თამაში, ჩემს რეაქციებს სწავლობდა, მისი ტუჩის კუთხე ფართოთ ჩაიტეხა ღიმილით, ყელიდან ლოყაზე, ლოყიდან ცხვირზე, ცხვირიდან ისევ ყელზე, ყელიდან მკერდამდე, მკერდიდან მუცლამდე კოცნით დაუყვა და ბოლოს უბრალოდ მომშორდა...მე კი თითქოს ლავა დამასხეს იმ ადგილზე, სადაც ის შემეხო... ამიშალა მთელი ჰორმონები... პირი მსუბუქად გამეღო და ღრმად ვსუნთქავდი... ვკანკალებდი, ცრემლებმა თვალის ზღვარი გადმოლახეს და გზა გაიკვლიეს, ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე უბრალოდ მის წინ ვიდექი, ნახევრად მოშიშვლებული და ვტიროდი... ხელის მტევნები მიკანკალებდა.. ტუჩებს თავს ვეღარ ვუყრიდი, სირცხვილის გრძნობამ შიგნიდან შემომიტია... როგორც ტალღები ეხეთქება კლდის ნაპირებს, ისე მეხეთქებოდა სირცხვილი, იმედგაცრუება, და თავს დამნაშავედ მაგრძნობინებდა... ვიწვოდი ათასი ნევსი თითქოს ერთად შემერჭო... ის კი იდგა და მისი მომაჯადოვებელი, მონსტრული მზერით გაკვირვებული მომშტერებოდა, რატომ გამოიწვია ჩემში ეს რეაქცია... ცერა თითი ფრთხილდ ასწია და ცრემლები შემიშრო, ლოყაზე მომეფერა და ბოლოს თითი ტუჩზე გადამატარა... თვალებდაუხამხამებლად ვაკვირდებოდი მის ყველა ქცევას და არ ვინძრეოდი, უბრალოდ ნებას ვაძლევდი გაეკეთებინა ის, რაც მას სურდა, მან მე მიყიდა! თვითონვე გამისწორა არეული პერანგი, ჩამოშლილი თმის კულული სახიდან გადამიწია და ყურს ქვემოთ ცხელი ტუჩები მომაკრო... - შეგიძლია წახვიდე... დღეისთვის საკმარისია! მამაკაცურმა ხმამ ჩემი ყურთასმენა დაიპყრო... რამდებიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად თუ რას მეუბნებოდა და მეც ადგილს მოვწყდი... სასწრაფოდ დავტოვე ეს წყეული შენობა და ქუჩას ფეხით დავუყევი... მაღლები გავიხადე და ტირილით ტროტუარს დავუყევი... გავსკდებოდი... ამდენი ტანჯვას ვეღარ გავუძლებდი... ვეღარ გავძლებდი.... ფეხები გადამეტყავა.. სისხლი ნაკადად მოდიოდა ჩემი ტერფებიდან , მაგრამ ტკივილი ვერ მაჩერებდა , უფრო ვუმატე სიარუს, უკვე სირბილზე გადავედი და შემდეგ რომელიღაც სკამთან ჩავიკეცე და ავტირდი... მთელი ემოცია ამოვუშვი დაა ცაში ვიყურეოდი... იქნებ იქ დამენახა გზა...იქ დამენახა იმედი * * * გზატკეცილს მიხუტებული ძლიერმა მკლავებმა მომაშორა, ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა... სასიამოვნო და კარგად ნაცნობმა სურნელმა ცხვირში მომიღიტინა, მესიამოვნა, მხოლოდ ის მაცოფებს რომ ეს ყველაფერი ჩემში ზიზღს არ იწვევს! დროის შეგრძნება დავკარგე, არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი რბილ მატერიაზე... -სულელი , პატარა ბავშვი ხარ! გაბრაზებულმა მკაცრად მომმართა... მე კი როგორც ჩანს მის ოთახში მისივე ლოგინზე ვიჯექი...ის კი მხეცივით ოთახში დაქროდა... პერანგი გაიხადა და სადღაც ჯანდაბაში მიაგდო... შემდეგ რომელიღაც ოთხში შევიდა და აფთიაქის ყუთთან ერთად დაბრუნდა... ჩემს წინ დაჯდა... ჯერ ერთ ტერფს მოჰკიდა ხელი და მისი სისხლისგან გასუფთავება დაიწყო , შემდეგ მეორის და დამსკდარ ადგილებზე თან მალამოს მისვამდა, შეხებაზე ამოვიტირე.. -მტკივა! ცრემლები ისევ გადმოვყარე , ხოლო მან სულის შებერვა დაიწყო, რათა ტკივილი შეემსუბუქებინა - სად ჯანდაბაში გარბოდი, ფეხშიშველი?! ნორმანული ხარ გოგო შენ! როცა დამუშავებას მორჩა ჩემი დატუქსვა დაიწყო... მე კი ისევ ვერ ვიღებდი ხმას, რატომ მოქმედებდა ჩემზე ასე, რას მმართებდა ისეთს რომ ხმის ამოღებაც არ შემეძლო... -დედასთან წამიყვანე! მხოლოდ ამის თქმა მივახერხე ტირილნარევი ხმით.. - არა! ამაღამ აქ დარჩები... ყველაფერი მოვაგვარე ხვალ წაიყვანენ თურქეთში და ჩვენც წავალთ..! მკაცრი კატეგორიული ხმით დაიწყო საუბარი და თან სისხლიანი ბამბებს აგროვებდა... სწრაფად მორჩა და სავარაუდოდ აბაზანაში გაუჩინარდა... მთელი ეს დრო უაზროდ მივშტერებოდი შავ-თეთრ კედლებს, ყურადღება კარების გაღებამ მიიქცია... აბაზანიდან სპორტულ შარვალში გამოწყობილი ალექსანდრე გამოვიდა... თმების მშრალებით, ხოლო წყლის წვეთები მის პრესს მიიუყვებოდა და იკარგებოდა, უზადოდ სექსუალურს ხდიდა მის უნაკლო ტანს... - თუ გინდა შენც იბანავე! ისევ ეს მკაცრი ხმა... -ჩასაცმელი არ მაქვს! -ჩემს ერთ-ერთ მაისურს გავიმეტებ! და უჯრიდან მაისური ამოიღო რომელიც პირსახოცთან ერთად დამიდო... მეც ვაი ვაგლახით ფეხზე წამოვდექი და აბაზანის კარებში გავუჩინარდი... წყალმა მართლაც მიშველა... გამომაფხიზლა... მისი მაისური გადავიცვი, რომელიც კაბად მქონდა და აბაზანა დავტოვე... ოთახში შესვლისას დავინახე ალექსანდრე საწოლზე იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა... სავარაუდოდ ეძინა, მე კი გეზი ოთახში მდებარე მდივნისკენ ავიღე... -მდივანს ზოგადად დასაჯდომად იყენებენ, საწოლს კი დასაძინებლად! ისევ ეს ხმა... არ ველოდი და შიშისგან შევხტი - მანდ, შენს გვერდით არ დავიძინებ, ისიც საკმარისია აქ რომ ვრჩები... -შენ მგონი დაგავიწყდა ვინ ხარ ჩემთვის! ისევ ეს მბრძანებული ტონი... თვალებგაუხელად მელაპარაკებოდაა... მეც კიდევ ერთხელ გამახსენა რა უსარგებლო ვარ, ცრემლები მომაწვა, მაგრამ არ ვიტირებ! საწოლისკენ დავიძარი და რბილ და ფუმფულა მატერიაზე მოვთავსდი, რაც კი შეიძლებოდა კიდისკენ მივიწიე ... თუმცა ელექტრო მუხტები მაინც მოდიოდა მისგან... ჩემი ეს ცალკე ავტონომიური რესპუბლიკა დიდხანს არ ყოფილა... მალე მოახდინა ანექსირება... მის შიშველ სხეულზე ზურგით ამიკრა, ხოლო თავი კისერში ჩარგო და ღრმად სუნთქვა დაიწყო... მე კი ისევ ისე ავირიე... მაგრამ იმდენად ჰქონდა ტორები შემოჭდული ჩემს წელზე ვერაფერს ვერ გავაწყობდი ამხელა კაცთან... ვიგუდები... მახრჩობს... უბრალოდ ვერ ვხვდები რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს... მინდა მოვშორდე, მაგრამ ვერ ვშორდები... ქიმიური მუხტია ჩვენს შორის... ან მე ვაძლევ ჩემს თავს ილუზიას.. * * * მშვიდი ღამე... ალექსანდრე ჯაჭვლიანი , მდიდარი ბიზნესმენი... ტასო ავალიანი, პატარა სტუდენდი გოგონა... დიდი გულები... ტკივილი... იმედგაცრუება... მაგრამ დიდი ბედნიერება... ორი ერთმანეთზე მიკრული სხეული, სავსე მთვარე, რომელიც ვნებიან ვალს ცეკვავს უკიდეგანი ცაზე ვარსკვკავებთან ერთად... ღამე მრავალი საიდუმლოს შემნახველი და მატარებელიი.. უბრალოდ წყვდიადი..... უბრალოდ ალექსანდრე.... უბრალოდ ტასო.... უბრალოდ დიდი სიყვარული, ვნების ქარცეცხლში გახვეული.... მშვიდი რიტმული სუნთქვა, რომელიც შიგა და შიგ აჩქარდება მაგრამ იპოვის ისევ იმ კალაპოტს და გზას გააგრძელებს გოლგოთისკენ........ იმედი მაქვს მოგეწონებათ და გამოიწვევს იმ გრძნობებს , რაც ჩემშვი განოიწვია მისი წერის დროს... როგორც მე მივიღე სიამოვნება მინდა რომ თქვენც მიიღოთ... ე მოთხრობა მინდა გითხრათ.... პ.ს ყველას დიდი მადლობა და გთხოვთ დაფიქსიროთ ის აზრი რაც ამ ნაწილის კითხვის დროს დაგებადათ.... იმედი მაქვს ემოცია, და ის უაზრო ადრენალინი რომელიც ჩემთან დაქრის წერის მომენტში თქვენ კითხვის დროს გაგიჩნდებათ.. .ვემოდები შეფასებას... მიყვარხართ და თავების გაზრდას რაც შეეხება მესამედან დაიწყება დიდი დამსუყე თავები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.