გოგონა ნახევარ მილიონად!
გოგონა ნახევარ მილიონად თავი (1) * * * ვდგავარ სარკის წინ და უაზროდ, თვალებდაუხამხამებლად მივშტერებივარ ჩემს ანარეკლს... მეზიზღება ჩემი თავი, ერთ დროს ლაღი, მხიარული, ცხოვრებით სავსე გოგონა, რომელიც ხვალინდელი დღის მოლოდინით ცხობრობდა... ეხლა კი! მისი სხეულის ყველა ნაწილი ბინძურია, დამპალი ლეშია, რომელიც, მხოლოდ სვავების დიდი გუნდის საჯიჯგნად გამოდგება... დაიტანჯა... განადგურდა... დაიკარგა...მე არაფრისთვის დავიბადე..... მე ფიტული ვარ, არარაობა ვარ.... ვინ ვარ მე?!- არავინ! ჩემი დამპალი სულით ვამძიმებ ამ დედამიწას.... ''მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ–ნაკლებად გარეკილია.'' * * * უნივერსიტეტიდან ახალი დაბრუნებული ვარ... სახლის კარები მხიარულებით შევაღე და ბოლო ხმაზე გავყვირი - დედაააა მოვედი! არავინ გამცა ხმა, ცოტა არ იყოს შევშინდი... -დედააა , სად ხარ?! ისევ არ არის პასუხი, შეიძლება იფიქროთ დიდი ამბავი, უბრალოდ სახლში არ არის, მეზობელთანაა გასული , მერე რა მოხდა, რა პანიკებში ჩავარდი!... არა ეს ასე არასდროს არ ხდება... მხოლოდ მე და დედა ვართ ამ ცხოვრების მარათონში და უბრალოდ მას ვუფრთხილდები.... გიჟივით დავქრივარ ... ისედაც პატარა ბინა ელვის სისწრაფით შემოვირბინე... უაზროდ ვაცეცებ თვალებს სახლში... ჩემი ყურადღება დაკეტილმა სააბაზანოს კარმა მიიპყრო და მასზე ბრახუნი ავტეხე.. - დე.. დედიკო.. აქ ხარ? სახელურს ვეჯაჯგურები, თუმცა ჩაკეტილია... სასწრაფოდ სამზარეულოში გავრბივარ და სათადარიგო გასაღებს ვიღებ.. ხელი მიკანკალებს და რამდენიმეჯერ გასაღების აცმა ძირს მივარდება -ჯანდაბა... როგორც იქნა ვარგებ და გიჟივით შევვარდი... რა დამემართა იმ მომენტში... უბრალოდ მოვკვდი...დედაჩემი უგონოდ წევს იატაკზე ცხვირიდან დიდი რაოდენობით სისხლი მოდის... ტვინმა განგაშის სიგნალები ჩართო და უეცრად მივვარდი, ჩავიმუხლე და მისი თავი კალთაში ჩავიდე და გამოფხიზლება დავიწყე... მაგრამ ამაოდ... რეაქცია არ ჰქონდა.. ტელეფონს ვიღებ და 112-ში ვრეკავ... ვკანკალებ... ნერვული შეტევა დამეწყო... * * * არ მახსოვს ჟვანიაში როგორ მივედით.. სასწრაფოდ გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და საკაცით დიდი სიჩქარით გაემართნენ. მეც მათ მივყვებოდი, თუმცა ბოლო კარები ცხვირწინ მომიხურეს... დავრჩი ასე გაშტერებული... ჩავიკეცე... კედელს მივეყუდე და მივშტერებივარ თეთრ კედლებს... წამლის სუნი... აპარატების წრიპინი... * * * უაზროდ გაიწელა დრო... წამებს წუთები ცვლიდა, წუთებს საათები, არ ვიცი ძალიან დიდი დრო გავიდა ან არც გასულა და მე მეჩვენებოდა... დავინახე როგორ გაიღო კარები და ექიმი ოფლის წმენდით გამოვიდა... -მაკა მახარაძესთან ვინ არის გველნაკბენივით წამოვვარდი იატაკიდან და ექიმს თვლაბედაჭყეტილი დავუდექი წინ... -მე... მეე ვარ.. რა ჭირს დედაჩემს. მითხარით ექიმო ხომ კარგადაა - სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, ქალბატონ მაკას ლეიკემია აღმოაჩნდა... როგორც ჩანს , მან ამის შესახებ იცოდა და მედიკამენტებსაც იღებდა... თუმცა უფრო რთულ ფორმაში გაიზარდა... აქ მისი გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა.. სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადავიყვანოთ... იქ ეს ოპერაცია ნახევარი მილიონი ჯდება... დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ და ექიმი სწრაფად გამეცალა.... მეორედ მოვკვდი... ლეიკემია... გადარჩენის შანსი ნულია... თურქეთი.. ნახევარი მილიონი... კადრებივით მირტყამდა თავში ექიმის თითოეული სიტყვა... ტრიალებდა და ტრიალებდა... ამდენი ფული როგორ ვიშოვო... მაგრამ არ დავნებდები... რაც არ უნდა დამიჯდეს გადავარჩენ... სახლს გავყიდი ვიმუშავებ, მაგრამ ძალიან მალე მჭირდება... ღმერთო... დამეხმარეე... უაზროდ ამივარდა სისხლი თავში... შუბლის ძარღვი გაწყდომას ლამობდა... გულის ფეთქვა მიმისუსტდა... სასწრაფოდ ჩავედი მიმღებში და ვიკითხე თუ შეიძლებოდა დედაჩემის ნახვა... უარით გამომისტუმრეს... ქირულგიულში შესვლა მეკრძალებოდაა... მითუმეტეს ასეთი დაავადევის მქონე ადამინისთვის ცოცხალ ბაქტერიას წარმოვადგენდიი.. რას გავაწყობდი ბევრი კი ვიკივლე და ვიწივლე, რომ მე მისი შვილი ვარ და სრული უფლება მაქვს იქ ვიყო, მაგრამ კულტურული უარით გამომაპანღურეს... * * * სავადმყოფო დავტოვე... ნახვის უფლებას არ მაძლევდნენ და ეხლა სამსახური უნდა ვიშოვო... იქ ბინას გავყიდი ხელფასს რამდენიმე თვისას წინასწარ მოვითხოვ და ალბათ შევკონკავ რამეს.. პოლისიც იმედია რამე ნაწილს დააფინანსებს არ ვიცი... მაგრამ მაინც დიდი ხარჯებია... გაზეთების ჯიხურიდან ერთი გაზეთი ავიღე და ეგრევე ვაკანსიების გვერდზე გადავშალე.... და და ვიწყე წითელი ფლომასტერით სასურველი სამუშაოს ხაზვას... ძიძა, დამლაგებელი, ეს არა, არც ეს და დიდი იქსებით ავღნიშნავდი... ბოლოს ერთ -ერთ კომპანიაში მდივნის თაობაზე იყო განცხადება... საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით... ალბათ ძლიერი კომპანიაა....შემოვხაზე და სახლში წავედი... ხვალინდელი დღისთვისუნდა მოვმზადებულიყავი., როგორც ასეთ დროს კლასიკური ფორმით მიდიან... ჯანდაბა.... * * * გათენებისთანავე წამოვხტი ფეხზე... სწრაფად ვიბანავე...შავი მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა და თეთრი პერანგი ჩავიცვი.. შავი მაღლები ჩავიცვი და დანიშნულების ადგილისკენ წავედი... საშინლად ვნერვიულობდი... უსაშინლესად... როგორც წესი, ცხოვრებაში, არასდროს არ მიმართლებს და ეხლა რა გარანტია მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მსურს... იმედი მაქვს, რომ კი.. ამ ფიქრებში უზარმაზარი კომპანიის წინ აღმოვჩნდი რომ დავიწყე დაბლიდან თვალები ზემოთ ავაყოლე, როცა დავიღალე მზერა მოვაშორე და სასწრაფოდ შიგნით შევედი... მიმღევში ერთი გოგონა იჯდა და იქ მივედი - უკაცრავად გასაუბრებაზე ვარ მოსული, სად უნდა მივიდე? - ბოლო სართულზე, შავ დიდ კარებში შეხვალთ -გმადლობთ თავაზიანი მადლობა გადავუხადე და ლიფტისკენ გავემართე.. მალევე ავედი... ფეხის კანკალით გავუყევი დერეფანს სადაც მხოლოდ ერთი კარი იყო... კანკალი დამეწყო... ერთი ღრმად ჩავისუნთქე და სახელური ჩამოვწიე... გავოცდი უზარმაზარი კაბინეტი იყო.. შავ, თეთრ და ნაცრისფერ ფერევში იყო... მინის დარაბებით რომელიც მთელს ქალაქს თავს დაყურებდა... ოირღია მივშტერევოდი -როდესაც თვალიერებას მორჩები. შეგვიძლია დავიწყოთ! ოთახში მისი მამაკაცური ხმა ექოსავით გაისმა.. გამაკანკალა.. დამბურძგლა გავწითლდი... დავიბენი ბრინჯივით. და ენა დამება.. ესეც შენი საუკეთესო დღის დასაწყისი -ამ. მე მე უბრალოდ მაპატიეთ. უკაცრავად ლოყები ამიწითლდა და თავი დაბლა დავხარე. ისეთი მამაკაცირი იყო... შავი კლასიკური ბრენდის შარვალი, ამავე ფერის პერანგი... მაღალი , შავგვრემანი, ულამაზესი ჩაძირული თვალებით სწორი ლამაზი ცხვირით და თხელი ვარდისფერი ტუჩებით... -დაჯექი! ისევ ეს სადისტური მამაკაცური ხმა... და ხელით მის წინ მდებარე სავარძელზე მიმითითა.. მეც მორჩილი ბავშვივით თავდახრილი წავედი და მის მითითებულ ადგილში დავჯექი... -სახელი! -კესანე ურიადმყოფელი... პირველი კურსის სტუდენტი.. ფრთხილი საუბარი დავიწყე. თითქოს ვინმე მახრჩობდა - გაქვთ გამოცდილება! -ამ აქ დავიბენი.. ცოყა ყოყმანის შემდე დავიწყე- სიმართლე გითხრათ არა, მაგრამ მაქსიმალურად დავიხარ..... -მანდ შეწყვიტე! კმაცრად მომმართა... არანაირი გამოცდილება, პიველი კურსის პატარა ბავშვი მოვიდა აქ და მიცხადებს რომ ჩემი მდივანი უნდა იყოს... მგონი თამაშობ ხომ??? გაწონასწორებული ბარიტონით დაიწყო და თანდათან ხმას უმატებდა ვეღარ მოვითმინე და სიმწრისგან ფეხზე წამოვხტი.. -თქვენ ადამიანს არ აძლევყ შესაძლებლობას , რომ მაქსიმუმი დაგანახოთ.. ძვირიანი ტანსაცმლით და ბრენდით განსაზღვრავთ ყველაფერს... რა იცი იქმებ ყველა იმ შენს საზღვარგარეთ ნასწავლელ მდივანს ვჯობივარ.. მაგრამ ვის რაში სჭირდება პირველკურსელი ბავშვი, რომლის დედა ახლა სავადმყოფოში წევს, აქ იმ იმედით მოვიდა, რომ სამსახურს დაიწყებს და მის დედას გადარჩენს, მაგრამ ყველაფერი ეს, მდიდადარ ვარსკვლავებს ფეხებზე გკიდიათ! იმიტომ რომ თქვენ ადამიანები არ ხართ! ნამდვილი ცხოვრებასც კი არ გაქვთ! ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე ყოველივე ეს და თითქოს დავიცალე.. სწრაფად მოვკიდე ხელი ჩანთას და სწრაფი ნაბიჯებით გავემართკე კარებისკენ, როდესაც მისმა ცივმა ხმამ ადგილზე მიმყინა ხოლო.მისმა წინადადებამ კი ქუჩის ქალად მაგრძნობინა თავი -1წელი იქნები ჩემი საკუთრება... მიიღე როგორც სამსახური, გააკეთებ ყველაფერს რასაც მე გეტყვი, ნებისმიერი რამის ჩათვლით! სანაცვლოდ კი გადაგიხდი იმდენს რამდენსაც მოითხოვ! ცივი, ბრაზიანი, მომთხოვნი ტონი ჩამომიყალიბა ეს ყველაფერი და ირონიაც საჩუქრად მოაყოლა... გაშეშებუკი შევტრიალდი თვალებში ვუყურებდი... -საყვარლობას მთავაზობ? არც მე დავაკელი ირონია -ვგავარ ქუჩის ქალს? -სამსახურს! მე გასაგებად აგიხსენი პასუხი არ არის საჭირო... ახლავე ხვალ , იგივე დროს თუ აქ მოხვალ ცავთვლი რომ ჩემი წინადადება მიიღე,, მე კი მაშინვე მოგცემ იმდენს რამდენსაც მეტყვი... თქვა და კარევისკენ მიმითითა.... უკან მოუხედავად დავტოვე ის და მისი ბინძური აზრიც... აქამდე ნაკავები ემოცია და ოლიმპიური სიმშვიდე სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე დავულკანივით ამოვხედთქე... ვტიროდიი მაგრამ რას ვუშველიდი... * * * რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული? ალბათ იმიტომ რომ მას ჩვენ ვართულებთ... საავამყოფოს კარები რასაც ქვია შევგლიჯე და დედაჩემის პალატისკენ წავედი... სადაც პატარა მინის ფანჯრიდან ვაშტერტებოდი... მტკიოდა.. დედა მიკვდებოდა.... ფული მჭირდებოდა... გამოსავალი ერთი იყო... მაგრამ რა შინაარს ატარებს მისი სიტყვები.... ვერ ვაზროვნებ... საკუთარი თავის რწმენა დავკარგე... მეც დავიკარგე ..... დავბრუნდი ჩემო ტკბილობო ახალი ისტორიით, ვერ გავძელი უთქვენოთ, თქვენი კომენტარები რომ არ მხვდება დილით მოწყენილი ვარ, მოკლედ ამ სწავლის ორომტრიალში მუზები კვლავ მოფრინდნენ და მაქსიმალუირად ვეცდები ნაყოფიერად გამოვიყენე მუზების ჩემთან ყოფნა.. მითუმეტეს ეხლა როცა აბიტურიენტი ვარ და გამწარებული გამოცდების ქარცეცხლი მაქვს... იმედი მაქვს გვერდით დამიდგებით, ეს საცდელი თავია , გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში ეს მე ძალიან მჭირდება... პ.ს თქვენი თანადგომა ძალიან მჭირდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.