შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 27)


21-09-2016, 19:39
ავტორი Kristy
ნანახია 2 014

- რაღაც ძალიან ცუდი გავაკეთე, არა? - ისევ ალაპარაკდა გიორგი. - მისმინე ლუკა, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მაგ პოლიციელს შენგან ან რას აპირებს, მე მხოლოდ...
- მხოლოდ შენს ტავზე ზრუნავ, სხვები გკიდია. ასეთი ხარ, არ იცვლები!
- ჩემთვის არ გამიკეთებია, გეფიცები... ჩემი ძმა...
- წამალზე ზღაპარს ნუღარ მოყვები გიორგი!
- არა, ეგ მოგატყუე. ჩემი ძმა შეიარაღებულ ძარცვაზე ზის, 3 წელი დარჩა. მითხრა, თუ ყველაფერს არ მეტყვი, პასუხს ის აგებსო... - საუბარში მერის სახლს მიუახლოვდნენ, ლიზის მამაც იქ იყო, ეზოში საუბრობდნენ. ლუკამ ბიჭი მანქანაში ჩაკეტა, თვითონ კი მათთან მივიდა. - კარგად ხარ? რატომ არ მიპასუხე?
- არ ვიცოდი რისთვის რეკავდი.
- და ისე არ უნდა გეპასუხა? - ხმას აუწია ლუკამ.
- ტონი შეარჩიე, ჩემს გოგოს ელაპარაკები! - წინ გადაუდგა ლიზის მამა. მომენტი ტელეფონის ზარმა იხსნა.
- გისმენ აკაკი... გასაგებია... კიდევ ვინმე?... სიახლეები შემატყობინე... კარგი, მადლობა... - ბიჭმა ტელეფონი გათიშა და ლიზის მიუბრუნდა: - დაიჭირეს, ყველაფერი დამთავრდა!
- ვინ დაიჭირეს? ან ეს ჩემთან რა კავშირშია?
- ოფიცერი თაბუკაშვილი. მან შეატყობინა ჩემზე იმ ხალხს, მერე გავიგე, რომ შენზეც აგროვებდა ინფორმაციას და შემეშინდა... ახლა ყველაფერი დამთავრდა!
- ჰო, შემდეგ შემთხვევამდე. - სკეპტიკურად გაეპასუხა ლიზი. - ჩვენზე ვინ უთხრა იმ ოფიცერს?
- ჩემმა შეცდომამ. - ბიჭმა მანქანას გახედა, მერე მივიდა, კარი გაუღო და გადმოსვლა უბრძანა.
- რა მოხდა? - შიშით იკითხა გიორგიმ.
- იმის გამო, რომ პირი მოაღე, კინაღამ მოგვკლეს. - უყვირა ლიზიმ. - აი, რა მოხდა თავხედო!
- რა? როგორ? მე... მე მხოლოდ ჩემი ძმის დახმარება მინდოდა, რომ არ მეგონა ასე სერიოზულად თუ იყო საქმე.
- მე რა გითხარი გიორგი?
- რა?
- რა გითხარი, როცა იმ ჩვენებას მოაწერე ხელი?
- რომ თუ ისევ დამემუქრებოდა... - სიტყვა გაწელა გიორგიმ.
- ჩემთვის გეთქვა, - წინადადება ლუკამ დაასრულა. - ისევ კი არ უნდა გეღალატა... მაგრამ შენ ისევ ეს გზა აირჩიე.
- ლუკა მე...
- გაჩუმდი! მე შანსი მოგეცი, უკან დაგაბრუნე და ყველაფერი დავივიწყეთ, შანსი მოგეცი ისევ ჩვენს წრეში გეტრიალა, რადგან მეგონა რაღაც გააანალიზე, რაღაცას მიხვდი და შეცვლას ცდილობდი, მაგრამ ისევ ის გააკეთე, რაც სულში გქონდა.
- არა ლუკა...
- თუ კიდევ ერთხელ დაგლანდე ჩვენს სიახლოვეს, იცოდე განანებ! - კბილებიდან გამოცრა ლუკამ, ბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა. გიორგის მაისურზე წაავლო ხელი და სახე სახესთან მიუტანა. - და თუ კიდევ ბევრს ილაქლაქებ, მაგ ენას ამოგაძრობ, გესმის? იცოდე, თვალს არ მოგაცილებ!
- არასდროს არაფერს ვიტყვი. - აკანკალებული ხმით თქვა გიორგიმ.
- გაქრი აქედან! - ლუკამ ხელი გაუშვა და ისიც მაშინვე წავიდა.
- კიდევ ერთი მაგარი ბიჭის სცენა. - დაგესლა ლიზიმ, ლუკა შედგა და გოგონას დაბნეულად გახედა.
- მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ დაგიცვა ლიზი. არ მესმის... რას ითხოვ ჩემგან?
- შენ რომ არა, დაცვა არ დასჭირდებოდა! - ისევ ჩაერია საუბარში ლიზის მამა.
- ამ თემის კიდევ ერთხელ განხილვას არ ვაპირებ, მითუმეტეს რომ საკუთარი აზრის გარდა არაფერს ისმენთ. წავედით ლიზი. - გოგონა არ განძრეულა. - ლიზი, სახლში მივდივართ!
- მე სახლში ვარ!
ლუკას უნდოდა შეპასუხებოდა, მაგრამ მერიმ ანიშნა, ახლა არაო, უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში და უკან მარტო დაბრუნდა. სახლი წესრიგში მოეყვანათ და აღარც ნატყვიარების კვალი ჩანდა. ბიჭი ოთახში ავიდა და საწოლზე წამოწვა, მერე აკაკისთან დარეკა, პოლიციელის ამბავი იკითხა და სთხოვა, გიორგისთვისაც მიექციათ ყურადღება. დაქანცულს მალევე ჩაეძინა.
დილა იყო, როცა ლუკამ თვალები გაახილა, ადგილზე ჩამძინებიაო გაიფიქრა და გაუკვირდა, ამდენი ხანი როგორ ეძინა, წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. ცარიელმა სახლმა ბიჭს სევდა მოჰგვარა, დაალკდა ლიზის ფუსფუსი დილაობით და ხმამაღალი ტიტინი ბევრ უაზრო თემაზე. სწრაფად ისაუზმა და მასთან წასასვლელად მოემზადა, როცა ტელეფონმა დარეკა, აკაკი იყო, ახლა რაღა მოხდაო, გაიფიქრა ლუკამ და სახე უსიამოვნოდ დაემანჭა.
- გისმენ აკაკი.
- გიორგის თვალთვალი რომ გვთხოვე, იპოვნეს...
- იპოვნეს? სად? კიდევ რამე ჩაიდინა?
- თავი მოიკლა. - ლიკას ფერი წაუხდა და სკამზე დაეშვა. - როგორც ვიცით გუშინდელი ამბავია, მას მერე არავის უნახავს, დღეს კი მისი ცხედარი იპოვნეს... ლუკა აქ ხარ?
- კი აკაკი, აქ ვარ. - ძლივს წარმოსთქვა ლუკამ. - კარგი. მადლობა, რომ შემატყობინე.
- ხომ კარგად ხარ შვილო?
- ჰო, კარგად.
ლუკა შოკში იყო. მართალია, გიორგიზე ბრაზობდა, მაგრამ მისმა თვითმკვლელობამ მაინც ატკინა გული, მითუმეტეს რომ თავს დამნაშავედ თვლიდა, რადგან ამის მიზეზად მისი საქციელი მიაჩნდა - ასე სასტიკად რომ არ მოვქცეოდი, დღეს ცოცხალი იქნებოდაო, ფიქრობდა და თავს ისე გრძნობდა, თითქოს სასიკვდილო განაჩენი თავად გამოუწერა.
- ლუკა აქ ხარ? - მოესმა ყრუ ხმა ქვემოდან.
- ზემოთ ვარ. - კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაისმა და ოთახში ლიზი შემოვიდა.
- უკვე გაიგე, არა? - მიხვდა გოგონა.
- რა? - უაზროდ გაეპასუხა ბიჭი.
- გიორგის ამბავი. - აუხსნა გოგონამ და გვერდით მიუჯდა. - კარგად ხარ?
- აკაკიმაც იგივე მკითხა.
- შენ კი უპასუხე, რომ კარგად ხარ. - ბიჭმა თავი დაუქნია. ლიზიმ მისი თავი მკერდზე მიიკრა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა. - მეც იგივეს მეტყვი?
- რომ გითხრა, დამიჯერებ?
- არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ კარგად გიცნობ.
- მართლა? - უხალისოდ თქვა ბიჭმა. - მაშინ რატომ არ გესმის ჩემი?
- რას გულისხმობ?
- ყოველთვის მგესლავ, როცა რაღაც ისე არ არის. მგონია, რომ რაღაც დაგიშავე, რასაც ვერ მპატიობ.
- ასე არ არის.
- ვეძებ დანაშაულს, - გააგრძელა ბიჭმა. - მინდა გავიგო რა გავაკეთე ისეთი, რომ შენგან ეს დამოკიდებულება დავიმსახურე ლიზი, იმ იმედით, რომ იქნებ გამოვასწორო, მაგრამ ვერ ვხვდები სად შევცდი. შენ მითხარი.
- არასწორი არაფერი გაგიკეთებია.
- მაშინ რა ხდება ლიზი? რატომ მიდგები ჯიბრში ყოველთვის? რატომ მაქვს ისეთი გრძნობა, რომ ვერ მიტან?
- ზოგჯერ მართლა ვერ გიტან, განსაკუთრებით როცა ვხედავ, რომ საფრთხეში ვართ, მაგრამ ძალიან მიყვარხარ ლუკა.
- ეს საერთოდ შესაძლებელია?
- ხომ იცი არა, როგორი თავნება და ჭირვეული ვარ?! - გოგონამ შუბლი შუბლს მიაბჯინა და თვალებში ჩახედა. - ხომ ამიტან?
- ყოველთვის!
- ვეცდები აღარ დაგგესლო.
- კარგი იქნება. - გულწრფელად გაეცინა ბიჭს.
- ადექი, რამეს მოგიმზადებ.
- უკვე ვისაუზმე.
- მე არა! წამოდი და მომეხმარე. - მტკივედ თქვა გოგონამ, ხელი ჩაჰკიდა და ქვემოთ ჩაიყვანა. - სამძიმარზე უნდა მივიდეთ. ხომ წამოხვალ?
- არ ვიცი, არ შემიძლია.
- შეგიძლია!
- ჩემი ბრალია ლიზი, ჩემ გამო მოკვდა... ახლა კი ასე უტიფრად უნდა მივიდე და... როგორ შევხედო თვალებში დედამისს?
- არ არის შენი ბრალი.
- მის ცხოვრებაში რომ არ გამოვჩენილიყავი, არაფერი მოხდებოდა.
- შეიძლება, მაგრამ მაინც მოძებნიდა შარს. ის უბრალოდ ასეთი იყო, შენც ხომ იცი, შენც ხომ ასე ამბობდი?! საკუთარ თავს ნუ აჰკიდებ ამ ტვირთს.
- შეიძლება, მაგრამ ჩემი მიზეზი არ იქნებოდა. ყველასთვის უბედურება მომაქვს, მეშინია, რომ ჩემი სიახლოვით შენც დაგაზარალებ...
- არც გააგრძელო იცოდე! - გაბრაზდა ლიზი. - გახსოვს გუშინ რა თქვი? ყველაფერი დამთავრდა, დღეიდან ყველაფერი კარგად გვექნება.
- მეც ეს მინდა.
ლიზი მართალი იყო, ამ ამბის შემდეგ ყველაფერი დალაგდა: ლუკას სამსახურში პრობლემები არ ჰქონდა, საფრთხეც არ იყო და გოგონაც თავს ბედნიერად გრძნობდა თავისი მეუღლის გვერდით, რომელიც ყურადღებას არ აკლებდა, სულ თავს დასტრიალებდა და ყველანაირად ცდილობდა მის გახარებას. დადიოდნენ სასწავლებელში, სტუმრობდნენ მეგობრებს და დროც შეუმჩნევლად გადიოდა.
- თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს, - გამოაცხადა ერთხელ ანამ, როცა ყველანი შეიკრიბნენ. - ფეხმძიმედ ვარ!
- რა? მართლა? - სიხარულს ვერ მალავდა საბა. - ჩემო საყვარელო, როგორ გამახარე.
- გილოცავთ. - გაუხარდა ლუკას და ორივეს გადაეხვია. - უკვე მშობლები ხართ, როგორ გაიზარდეთ ბავშვებო.
- გაჩერდი რა, - გაიცინა საბამ. - თუ გახსოვს, პირველი ჩვენ დავოჯახდით.
- ეგრეა. მაჯობე.
- ლიზი, არაფერს გვეტყვი? - ჰკითხა ანამ მეგობარს.
- რა თქმა უნდა, - ლიზი ფიქრებიდან სწრაფად გამოერკვა. - გილოცავთ! დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მშობლები იქნებით.
- კარგად ხარ პრინცესა? - ჰკითხა ლუკამ, როცა მარტო დაიგულა. - რაზე ჩაფიქრდი?
- იცი? მე... - გოგონამ თავი დახარა. - მეც მინდა შვილი.
- ჰმ, მაშინ დროა მივხედოთ ამ საქმეს. - თვალი ჩაუკრა ლუკამ და ისე გამომწვევად გაუღიმა, გოგონას ალმური მოედო.
- ნუ ხუმრობ!
- ვინ თქვა, რომ ვხუმრობ? მეც ვფიქრობ, რომ ჩვენს პატარა ოჯახს მოუხდება კიდევ ერთი პრინცესა.
- რატომ პრინცესა? იქნებ პრინცი მინდა?
- ერთი პრინცი იკმარეთ ქალბატონო! - გაუღიმა ლუკამ. - აი ნახავ, პირველი გოგონა გვეყოლება.
- კარგი. - ისევ მოიწყინა გოგონამ.
- ლიზი, მეტყვი რატომ ხარ მოწყენილი?
- ცოტა შემშურდა, სულ ესაა. მალე გამივლის.
დრო სწრაფად გადიოდა. საბა თავის ფეხმძიმე მეუღლეს დასტრიალებდა თავს და მეგობრები სულ დაივიწყა, ლიზისაც არ უნდოდა მათი შეწუხება, ამიტომ მერისთან სიარულს მოუხშირა. მალე უნივერსიტეტის დასრულების დროც დადგა, ოფიციალურად გახდნენ კურსდამთვრებულები და შესაბამისი დიპლომებიც მიიღეს, მხოლოდ სამომავლო გეგმების შედგენარა დარჩათ, რომელიც მათ ცხოვრებას ისე დაალაგებდა, როგორც თავად სურდათ. ლიზიმ მუშაობის დაწყება მოინდომა, თან სწავლის გაგრძელებასაც აპირებდა.
- ორივეს მოვასწრებ, - ამბობდა გოგონა. - მერე რა, რამდენი აკეთებს ასე?!
- სწავლა, მუშაობა და ოჯახი ერთად? შენ ხომ შვილი გინდოდა? - გაუკვირდა ლუკას. - გადაიფიქრე?
- შვილი მინდა, მაგრამ ამის გამო სწავლის მიტოვებას არ ვაპირებ. შენ რა, გინდა დიასახლისი ვიყო და სახლში ვიჯდე?
- ეს არ მითქვამს პრინცესა.
- მაშინ რა თქვი? - უყვირა ლიზიმ.
- ის, რომ არ მინდა ზედმეტად დაიტვირთო საყვარელო, - ბიჭი მოეხვია. - თუ სწავლა გინდა ისწავლე, მუშაობა არ გჭირდება.
- მე მინდა მუშაობა!
- მოასწრებ საყვარელო.
- ახლა მინდა!
- კარგი, ისე მოიქეცი, როგორც გინდა. მე არაფერს დაგიშლი. ამაზე ნუ ვიკამათებთ.
- შენ მხოლოდ ბავშვს გაიძახი, სხვაზე არაფერზე ფიქრობ.
- ჯობია გავჩუმდე და სამსახურში წავიდე. - თქვა ბიჭმა, გოგონას თავზე აკოცა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
- ჰო, შენ წადი სამსახურში და მე აქ ვიჯდები. არც სამსახური მინდა და არც სწავლა. - მიაძახა ლიზიმ, მაგრამ ლუკა უკვე მანქანაში ჯდებოდა და არაფერი გაუგონია.
გოგონა ხვდებოდა, რომ მათ ურთიერთობაში ისევ გაჩნდა დაძაბულობა, რაშიც ლუკას ადანაშაულებდა, ფიქრობდა, რომ ბიჭს მისი არ ესმოდა და არც ცდილობდა ამის გაკეთებას, თავს სახლში გამოკკეტილად გრძნობდა და ბრაზობდა, როცა თავს მარტო გრძნობდა. სანამ ლუკა სამსახურში იყო, ლიზიმ მერის მიაკითხა.
- მერიკო, ცუდად ვარ. - მიახალა ქალს, როგორც კი კარი გაიღო.
- რა მოხდა? - გაოცებისგან თვალები გადმოსცვივდა ქალს. - კიდევ რამე მოხდა? მიდი, მოყევი.
- ლუკა მოხდა!
- ეგ რას ნიშნავს?
- საერთოდ არ მისმენს, ბავშვი უნდა და მუშაობაზე უარს მეუბნება.
- კარგი, კარგი... ბავშვი რომ უნდა ბუნებრივია, არ მესმის რა გწყინს, მუშაობაზე კი ვეთანხმები, ასეთი რა გიჭირს, რო სასწრაფოდ ეძებდე სამუშაოს?
- გაჭირვება რა შუაშია? მუშაობა მინდა!
- მუშაობაზე საერთოდ გითხრა უარი?
- თქვა ყველაფერი ერთად გაგიჭირდებაო. - გაბრაზებული სახით თქვა გოგონამ. - რადგან მინდა, ე.ი. ვიცი რასაც ვაკეთებ.
- ლიზი, ჩემო კარგო, შენი არ მესმის... შენი ქმარი გიყვარს?
- რა თქმა უნდა, რა სისულელეს მეკითხები?
- შვილი გინდა?
- მინდა.
- მაშინ რა გაწუხებს გენაცვალე? ქმარი გეუბნება, რომ მუშაობა არ გჭირდება, რომ შეგიძლია ისწავლო, შვილიც გყავდეს და დანარჩენს ის მიხედავს, შენზე და შენს საჭიროებებზე ის იზრუნებს... მეტი რა გინდა? რას უწუნებ?
- შენ იგივეს ამბობ. საერთოდ არ გესმით ჩემი.
- ბედნიერი ქალი ხარ ლიზი, გვერდით ნამდვილი მამაკაცი გყავს, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ. არცერთი კაცი არ მოგითმენდა იმას, რასაც ის გითმენს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ აქვს, უნდა მიხვდე, რომ პატივს გცემს და არ უნდა გული გატკინოს.
- მაინც რას ვაკეთებ?
- დაფიქრდი ლიზი, რას ღებულობს შენგან მისი უკანმოუხედავი სიყვარულის სანაცვლოდ? მარტო მაშინ ხარ ტკბილი და ბედნიერი, როცა ყველაფერი ისეა, როგორც შენ გინდა, მაგრამ თუ რამე არ მოგეწონა, ისე დაგესლავ, რომ სინდისიც არ შეგაწუხებს. ასე არ შეიძლება, ეს ოჯახია ლიზი!
- ანუ რადგან გავთხოვდი, ქმრის მონა უნდა ვიყო და რაც არც უნდა მოხდეს, ხმა არ გავიღო?
- ნუ გადამრიე ლიზი, რომელ მონობაზე საუბრობ? კაცმა რომ მოგისმინოს, იფიქრებს, საწყალი გოგო დაუჩაგრავთო. რა გაკლია? რა აგიკრძალა? რას არ აკეთებ მის გამო? ბიჭი თვალებში გიყურებს, რომ რამე არ გაწყენინოს.
- კარგი რა...
- მისმინე ძვირფასო, - შეაწყვეტინა ქალმა. - სიყვარული ძლიერი გრძნობაა, მაგრამ თუ პასუხს ვერ მიიღებს, მასაც გაუცივდება გული. ცალმხრივად არაფერი ხდება! თუ მართლა გიყვარს შენი ქმარი, მოეშვი ტუტუცი გოგოსავით მოქცევას და ქმარს დაუყვავე, მითუმეტეს რომ მისგანაც იგივეს იღებ, თორემ ერთ დღესაც მიხვდები, რომ დაკარგე და ზალიან ინანებ, რადგან ამაზე დიდს და მნიშვნელოვანს ცხოვრებისგან ვერაფერს მიიღებ!
- ახლა მისი დამცველი გახდი? თუ ვუყვარვარ, უნდა გამიგოს.
- შენ ძვირფასო ქმარი კი არა, მონა გჭირდება, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება შენს ბრძანებებს! რისთვის გათხოვდი? არც ოჯახზე იცი რამე და არც ქმარზე, ერთი განებივრებული და თავხედი ბავშვი ხარ!
- თავი დამანებე რა! - გაბრაზდა გოგონა.
- არ მოგწონს, რადგან სიმართლეს ვამბობ და გულის სიღრმეში ამას თავადაც ხვდები. ლუკა მოგეწონა, არაჩვეულებრივი ბიჭია გარეგნობითაც და ხასიათებითაც, მის გვერდით თავი ქალბატონად იგრძენი და ამან მოგხიბლა, ცოლად გაყევი, რადგან გეგონა, რომ შენს ყველა ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შენ ეს გაწუხებს!
- როცა ხელი მთხოვა, დამპირდა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე ვიტყოდი!
- გინდა გითხრა, რატომ არ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ნამდვილი კაცია! იმიტომ, რომ იცის სად როგორ მოიქცეს და სულ ქალის ჭკუაზე ვერ ივლის, თან იქ, სადაც არაფერი გესმის! სხვა რა აგიკრძალა? რა დაგიშალა?
- შენი აზრი არ მაინტერესებს! საერთოდ რატომ გკითხე?!
- ვხედავ, რომ არაფერი გაინტერესებს, საკუთარი აზრის გარდა და ახლა ისეთ ვინმეს ეძებ, ვინც შენს აზრზე იქნება. წადი, მამაშენთან გაიქეცი, სიხარულით აგიბამს მხარს, ჩემგან კი მხარდაჭერას ვერ მიიღებ!
- დიახაც, მამაჩემთან გავიქცევი!
- საკუთარი ხელით ანგრევ ყველაზე ძვირფასს, რაც ოდესმე გექნება ცხოვრებაში ლიზი! კარგად დაფიქრდი და გონს მოდი, სანამ შენს ქმარს მოთმინება ჯერ კიდევ ყოფნის. - მიაძახა ქალმა.
- არ ეყოფა და ნახავს! - გასძახა ლიზიმ და კარგი გაიჯახუნა.
გაბრაზებული იყო, თავს ვეღარ აკონტროლებდა, უნდოდა რაღაც დაელეწა და ასე ეყარა ჯავრი მეზობელზე, რომელმაც ყველაფერში მას დასდო ბრალი და ლუკა მსხვერპლად გამოიყვანა. გულში ისევ და ისევ იმეორებდა, თურმე დიდ და საზიზღარ ურჩხულს უცოდველი კრავი დაუჩაგრავსო და უფრო ბრაზდებოდა მეზობელზეც და ლუკაზეც. როცა ცოტა დამშვიდდა და სახე დაალაგა, სახლში შევიდა, მამა იქ დახვდა.
- რა კარგია რომ მოხვედი ძვირფასო, - გაუხარდა კაცს. - მომენატრა ჩემი მშვენიერი გოგონა.
- მეც მომენატრე მა.
- რამე მოხდა ძვირფასო?
- მამა, შეიძლება რაღაც გკითხო?
- მკითხე შვილო.
- ვისწავლო და პარალელურად მუშაობა დავიწყო, თუ შვილი გავაჩინო?
- ფეხმძიმედ ხარ? - კაცს ეს ამბავი აშკარად არ გაუხარდა.
- არა მამა, არ ვარ. უბრალოდ მაინტერესებს როგორ მოვიქცე.
- შვილო, სწავლა გინდოდა და მუშაობა, კარიერისთვის მუშაობდი ამდენს, ახლა ყველაფერი უნდა მიატოვო?
- მეც მაგას ვამბობ.
- შენი ქმარი გაძალებს შვილის გაჩენას?
- არ მაძალებს, მაგრამ მიმახვედრა, რომ ეს ურჩევნია. - კაცი წამოდგა, ოტახში გაიარ-გამოიარა და ისევ მიუჯდა შვილს.
- მისმინე საყვარელო, წამოდი მისგან. არ გიყვარს შვილო, დამიჯერე, მე ვიცნობ ჩემს გოგონას, შენ არ ხარ შეყვარებული. ეგეც რომ არა, მის გვერდით სულ საფრთხეში იქნები, გინდა ასე იცხოვრო და მეც ამ შიშში მაცხოვრო?
- მამა, გთხოვ რა, იმაზე მიპასუხე, რაც გკითხე.
- გიპასუხე შვილო, გიპასუხე. ამას არ გეუბნები სულ?!
- ისევ შენსას გაიძახი მამა, მე გათხოვილი ვარ და ქმარი მყავს. რას მთხოვ, განქორწინებას?
- ყველაფერს მე მივხედავ. სწრაფად და ჩუმად მოვაგვარებთ ყველაფერს.
- არ მინდა მამა, მე მომწონს მასთან.
- საქმეც ესაა შვილო, ხედავ? ამბობ, რომ მოგწონს შენს ქმარტან ყოფნა, ქმარი კი უნდა გიყვარდეს.
- ჯობია წავიდე, სანამ ისევ ვიჩხუბებთ.
- ნუ წახვალ. - დაუძახა კაცმა კარისკენ მიმავალ გოგონას, მაგრამ ლიზიმ ყურიც არ ათხოვა.
ლიზი საშინლად ბრაზობდა, სასურველი პასუხი რომ ვერ მიიღო, მერიმ ხომ საერთოდ გამოლანძღა და ყველაფრის გამფუჭებელი ეძახა. დარწმუნებული იყო, რომ ქმრის მიტოვება არ სურდა, მაგრამ რაღაც უნდა შეცვლილიყო, თან მამის სიტყვებზეც ფიქრობდა, რომ საფრთხეშია და ამ აზრს მთელი არსებით იზიარებდა. გზაში გადაწყვეტილება მიიღო, თუ ქორწინების შენახვა სურდა, ვითარება უნდა შეეცვალა და სახლში საბრძოლო განწყობით დაბრუნდა.
- უნდა ვილაპარაკოთ! - თქვა გოგონამ, როგორც კი სახლში შევიდა.
- კარგი. - დაიბნა ბიჭი. - ამ დილის ამბავია თუ...
- ყველა დილის, შუადღის და საღამოს ამბავია.
- გისმენ. - ბიჭი აშკარად ანერვიულდა.
- მინდა სამსახურიდან წამოხვიდე! - მტკიცედ თქვა გოგონამ.
- რა?
- გთხოვ, თუ მართლა გიყვარვარ, წამოდი იქიდან.
- არ მესმის ახლა რა მოხდა?
- მეშინია ლუკა.
- ლიზი, ხომ იცოდი რასაც ვაკეთებდი, ისიც იცოდი, რომ ასე თუ ისე სახიფათო იყო. მეგონა ეს საკითხი კარგა ხნის წინ გავარკვიეთ.
- არ მინდა სულ იმის შიშით ვიღვიძებდე, რომ ვიღაც სახლში შემოგვივარდება და მოგვკლავს. ამას ვერ ვუძლებ!
- ლიზი, არავინ არაფერს დაგვიშავებს, სიტყვას გაძლევ! - მოეხვია ლუკა გაკაპასებულ გოგონას. - მეგონა ეს თემა უკვე გავიარეთ.
- ამის გარანტიას ვერ მომცემ ლუკა, ვერავინ მომცემს ამის გარანტიას. სულელი გგონივარ?
- საყვარელო, მისმინე...
- არა, შენ მომისმინე! არჩევანი უნდა გააკეთო, ან მე ამირჩევ და წამოხვალ იმ წყეული სამსახურიდან ან იქ დარჩები და მე დამკარგავ.
- ლიზი, შენ არ გესმის. ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია, რომ მე იქ ვიმუშაო. ახლა სახელმწიფო მიცავს, როგორც მათ თანამშრომელს, მართლა რამე რომ მოხდეს ან ვინმემ მიპოვნოს, ჩვენი საუკეთესო ვარიანტი მათი მფარველობა იქნება.
- ისე, როგორც წეღან დაგვიცვეს?
- ლიზი, ცოცხლები ვართ, ეს კი მათი დამსახურებაა.
- ისევე, როგორც ის, რომ იმ ხალხის სამიზნე გახდი.
- საყვარელო, რას ითხოვ ჩემგან?
- მე უკვე გითხარი რასაც ვითხოვ. ეს ხუმრობა არ ყოფილა ლუკა, სერიოზულად ვთქვი. შენ კარგი ჰაკერი ხარ, ხომ შეგიძლია თავი დაიცვა შენნაირებისგან? მხოლოდ ეს გვჭირდება. სხვა სამსახურს იშოვი, რომელიმე კომპანიაში, როგორც ამბობ ხოლმე, დროც გექნება ოჯახისთვის და მშვიდი სამსახურიც.
- მაგრამ ეს არის ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება და შენ ამაზე მთხოვ უარის თქმას ლიზი, ასე არ შეიძლება.
- მეც ვთქვი უარი ჩემს ცხოვრებაზე, როცა შენ გამოგყევი ცოლად. ჩემს ოჯახზე ვთქვი უარი, ჩემს ახლობლებზე, ჩემს მომავალზე...
- ისევ თავიდან ვიწყებთ?
- არაფერს ვიწყებ, მაგრამ დავამთავრებ, თუ ჩემს პირობებს არ მიიღებ. - გადჭრით თქვა ლიზიმ. - დავიღალე ლუკა, მეშინია! გამიგე, თვალი ვერ მომიხუჭავს იმის შიშით, რომ ასეთი რამ ისევ განმეორდება. შვილის ყოლისაც კი მეშინია.
- ამიტომ არ გინდა დაფეხმძიმება?
- ჰო. იმის მეშინია, რომ როცა შვილი გვეყოლება, შეიძლება ისიც... - გოგონა გაჩუმდა და თავი დახარა.
- მაპატიე, რომ ამისგან ვერ დაგიცავი.
- მე ის მაინტერესებს, ახლა რას იზამ?
- თუ ეს მართლა ის არის, რაც სიმშვიდისთვის გჭირდება, გავაკეთებ რაც მთხოვე, წამოვალ სამსახურიდან.



№1 სტუმარი Magda

უფ, გენაცვალე მერიკო რა, ჩემი სათქმელი თქვა. ლუკა კი ნერვებს მიშლის უკვეე, ძალიან ბევრს უთმობს ამ ტუტუც გოგოს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№2 სტუმარი makukuna

ტუტუცი გოგოა, ნერვებს მიშლის. თავიდან რა სხვანაირი იყო, რატო შეცვალეე anguished

ლუკას სამსახურიდან მგონი საბაბია მისთVის, უბრალოდ მართლა არ უყვარს, მართალია მამამისი. ლუკა არ უნდა დათანხმებოდა სამსახურიდან წამოსვლას.

ან უკეთესი ვარიანტი, ფეხმძიმედაა, არ იცის, და ჭირვეულობს მაგიტო bowtie

 


№3 სტუმარი anuka

ლუკა ზედმეტადბევრსუტმენს არუდაწამოვდეს სასახურდან უკვე ყელშია

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Vaime es lizi gamalaxios vinmem ra.ar unda utmendes amdens luka.degeneration gogo.maladec merikos,kargia yvelaferi pirshi ROM miaxala
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი Mm

Dzalian Shecvale es gogoar iko eseti .imedia mamamisis nattqvams ar gaamrtleb ar gikvardo :d :3 tore magard gamitydeba (( tutuci gogoa da datanja luka.ise imedia es amis chirveuloba pexdzimobis brali iknebaa❤

 


№6 სტუმარი mtvaro svani

au am gogos chkua unda ascaclos ra lujam ase ar sheizleba.ra tavxedia es ukve zalian zedmetia.unda miagdos da mere mixvdeba uzrdeli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent