სიყვარულის შიშის სინდრომი (8)
ვიბლიანს უნდოდა "მისი" ხუჭუჭა გაებრაზებინა მაგრამ ყველაფერი პირიქით ტრიალდებოდა , კატო იმაზე ეშმაკი აღმოჩნდა ვიდრე მას ეგონა... უი რაღაც გამომრჩა , სწორად წაიკითხეთ "მისი" ხუჭუჭა , შეიძლება კატოს მისი არ იყო მაგრამ ხუჭუჭას მხოლოდ ის ეძახდა და სახლით მიმართვას საერთოდ არ აპირებდა , რადგან ასე განსაკუთრებულად გრძნობდა თავს... იმ წამს უბრალოდ აბედნიერებდა ის ფაქტი რომ ეს გოგო საშინლად ენამწარე იყო , მოსწონდა მისი დაპირისპირება , როგორ უნდოდა მისი დამცირება ძმაკაცებთან , მაგრამ ისიც იცოდა რომ კატოზე უკეთ მას იცნობდნენ და მის დებილურ საუბრებს ხუმრობად მიიღებდნენ რაღაც მომენტში ვიბლიანი ეთახმებოდა ლევანის , მას ზუსტად ესეთი გოგო სჭირდებოდა , მაგრამ საქმე იმაში იყო რომ მას სიყვარულში ვერასდროს ვერ გამოუტყდებოდა... არა არ უყვარდა! უბრალოდ ისე მომავლისთვის რა იცი იქნებ უყვარდება? საკუთარ თავს ვერ ცნობდა ვიბლიანი , პირველად იყო ასე , თან ძალიან უნდოდა ამ გოგოს მოშორება მაგრამ თან მის გარეშე უბრალოდ ვერ შეეძლო... როდესაც აკოცა გაფითრდა , წამიერად გაშეშდა , ვერ გაიზრა სად იყო და არც ის უნდოდა ეს ვინმეს შეემჩნია , ამიტომ გავიდა სამზარეულოში თორემ არ აპირებდა კატოსთვის ამ თხოვნის შესრულებას იქ კი გონს მოვიდა , გამოფხიზლდა და საკუთარი თავის გაუკვირდა , რა ჯანდაბას უკეთება ეს პატარა არამზადა?!. როდესაც მოდიოდა კატოსთვის თვალები არ მოუშორებია , არ უნდა მაგრამ მაინც ესე ხდებოდა! მისი თვალები ითხოვდნენ მაგ გოგოს ხილვას და უაზროდ იყვნენ ერთ ადგილას გაშეშებულები! არა! უნდა მოეშორებინა ეს აზრები ვიბლიანს თავიდან თორემ არ ჩავარდებოდა კარგ დღეში! სიყვარული სძულდა და არც აპირებდა ვინმეს შეყვარებას , მისი ცხოვრება გართობისთვის უნდა მიეძღვნა , რა საჭირო იყო შეყვარებოდა? გოგოების მეტი რა არის? რომელიც მოუნდება მისი გახდება და ბავშვი თუ მოუნდებოდა მერე მოიყვანდა ცოლს... რა სულელური ლოგიკით მოძრაობს არა? მეც მიკვირს მეც!! ************************************************************* კატო მთელი საღამო უაზროდ იცინოდა , ვიბლიანს თვალებში უყურებდა და უებნებოდა "დამარცდიო" , უხაროდა ამ შტერ გოგონას რომ ამ ბიჭს მის დაკრულზე ათამაშებდა და თან არ აძლევდა წინ ნაბიჯის გადადგმის საშულებას! კატო გეგაში მხოლოდ მოზობელს ხედავდა , არაფერი მეტი , მაგრამ მის გარეშე მისი ცხოვრება იმ რაღაც ხიბლს კარგავდა , რომელიც მან შემოიტანა... ამ საღამოს უკეთესად გაიცნო ვიბლიანი , ბიჭებმა მთელი მისი ბავშვობა მოყუყვეს , თურმე ძალიან ცელქი ყოფილა და თან გოგოების მოყვარული , ნუ მეორე არც გაკვირვებია კატოსეს ჩვევა დღემდე თან ახლავს მაგრამ პირველმა რაღაცნაირად მასზე წარმოდგენა აუმაღლა , თურმე იმდენად ცელქი იყო რომ ყველას აღიზიანებდა , ადრე სიქელქის გამო ტუქსავდნენ , ახლა კი მისი სითავხედის , ასაკთან ერთად ისიც შეიცვალა და პატარა ვიბლიანისგან საერთოდ არაფერი დარჩა , თითქოს მართლა ტირანი გახდა და მისი ცხოვრებით ტკობობა დაიწყო , მაგრამ არა კარგი რაღაცეების ძიებით არამედ უფრო "კანონების" დარღვევით ყველაფრის მიუხადავად ის მის ძმაკაცებს ძალიან უყვარდათ , მეტიც მათთის ის იყო რასაც სხვები ვერ ხედავდნენ , თბილი და მოსიყვარულე , ამ სიტყვებით დახასიათება ვიბლიანზე აკვირვებდა კატოს , მაგრამ ის ხომ საერთოდ არ იცნობდა პატარა ვიბლიანს არა? გაიცნობდა და ალბათ აუცილებლად იგივეს იტყოდა! *********************************************** -აღარ შემიძლია! უნდა დავიძინო! - მხიარულად და თან დაღლილმა ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი -ჩვენც წავალთ - გამიღიმა ლევანიმ და ბიჭებიც ფეხზე წამოდგნენ -მოიცა სად წახვალთ? გავათენოთ რა - უთხრა მათ ვიბლიანმა და ჩემთვის არც შემოუხედავს , საერთოდ არ აინტერესებდა მე რა მინდოდა -არა შე*ემა კატო ხვალ წასასვლელია და ჩვენ აქ ძალიან ვიხმაურებთ , შენც დაიძინე - გამოხედა მზრუნველი სახით ანდრიამ და კარისკენ წავიდა -ხო ჩემო სიცოცხლე შენ ხო მარტო დაძინების გეშინია! - "პადრუშკა' გავუყარე და თავი მის მხარს ჩამოვადე -ეს მიზეზია თორემ თვითონ ვერ იძინებს ჩემ გარეშე - ბიჭებს ეშმაკურად თვალი ჩაუკრა და მე ღიმილით დამხედა -ძმაკაცები არიან რისი გრცვენია ბიჭო! - ლოყაზე წავეთამაშე და სიცილი რომ შემეკავებინა მის სახეს თვალი ავარიდე -მოდი წადი და დაიძინე , მეც მოვალ - წარბები აათამაშა და ოთახისკენ ისე მიბიძგა რომ ბიჭებს არ შეემჩნიათ -არა მეორე ოთახში დაიძინე შენს ხვრინვას ვერ გავუძლებ - ხელი ავიქნიე და ოთახისკენ წავედი - ბიჭებო კარგად - მათ ღიმილით გამოვხედე და კარები მივხურე -სასწაული გოგოა! - გავიგე როგორ შემაქო ლევანიმ და გამეცინა შემდეგ აღარ ვიცი რა მოხდა , სააბაზანოში შევედი , მოვწესრიგდი და საღამურებით გამოვედი ოთახში , შეშინებული კარს ავეკარი როდესაც ჩემს საწოლზე მოკალათებული ვიბლიანი დავინახე თვალები დაეხუთა და ხელები თავქვეშ ამოედო ჩავახველე და მას მივაშტერდი , დაველოდე როდის შემომხედავდა -ვიბლიანო გზა აგერია? - ირონიულად ჩავილაპარაკე და მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი , მინდოდა წამომეგდო მაგრამ ვერ ვეკარებოდი -აბა არ ვიძინებთ? - თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და მაცდურად გაეღიმა -სამ თვლაზე აქ აღარ იყო თორემ სახე არ შეგრჩება! - წარბებშეკრულმა გავხედე ვიბლიანს და ვანიშნე რომ გასულიყო - ერთი - როდესაც თვლა დავიწყე ვიბლიანი წამოდგა - ორი - გავაგრძელე და კართან გაჩნდა - სამი! - ვთქვი და ზუსტად იმ წამს ჩემ წინ გაჩნდა -აბა რას იზავ? - სახე ჩამოწია და თვალებში მომაშტერდა ის ელოდა რომ სახეში დავარტყადი , ზუსტად ამიტომ ჩემი მუშტი მთელი ძალით მისი მუცლისკენ გავაქანე ტკივილისგან რომ გაიკეცა გამეღიმა -მოდი დაგეხმარო - ხელი მოვკიდე და კარისკენ გავიყვანე , როდესაც ჩემს ოთახს გასცდა და ამომხედა , გავუღიმე და კარი მივკეტე -ნუ მიწვევ! - გესლიანი ხმით ჩაილაპარაკა და კარს მუშტი დაარტყა -მიდი ჩემო სიცოცხლე დაიძინე - სიცილი დავიწყე და საწოლზე "დავხტი" , ბალიშს ღიმილით ჩავეხუტე და ასეც ჩამეძინა ************************************************ რომ გავიღვიძ უკვე ორი ხდებოდა... ჰო აბა რა გინდა?! ათენებ ოთხამდე და ათზე ფეხზე იყო? დაფეთებული წამოვვარდი საწოლიდან და სწრაფად გავიქეცი სააბაზანოსკენ , როგორც ყოველთვის ვიბანავე და მოწესრიგებული გამოვედი , შავი უბრალო კაბა გადავიცვი და ოთახიდან გევიქეცი თან გზაში თემოს ვუყრეკავდი მაგრამ ის სახლში დამხვდა და ვიბლიანს რაღაცაზე ელაპარაკებოდა -აქ რა გინდა? - ვკითხე თემოს დაბნეულმა და ვიბლისნისთვის ზედაც არ შემიხედავს -შენ არ ჩამოხვედი და - ფეხზე წამოდგა თემო და თვალებით მანიშნა "წამიყვანე აქედანო" მეც გამეღიმა და კარისკენ წავედი , თემოს ხელი ჩავავლე და იმის საშუალებაც არ მივეცი რომ ვიბლიანს დამშვიდობებოდა სანამ მანქანამდე არ მივედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია , მას არც ვუყურებდი , თითქოს რაღაცის მრცხვენოდა და დასჯილი ბავშვივით უნდა ვმდგარიყავი -გუშინ რა გეწყინა? - მხოლოდ იმის მიზნით რომ სიჩუმე დაერღია მკითხა თემომ -არვიცი მე არ შემიძლია გავაგდო და არც ის მიდის - ვუთხარი ის რაც რელურად აინტერესებდა და მანქანაში ჩავსხედით -შენ გადმოდი ჩემთან დროებით თუ გინდა - ღიმილით გამომხედა - ადგილი მაქვს -მადლობა ჩემო სიცოცხლე მაგრამ მირჩევნია იქ ვიყო სადაც ვარ - თბილად ვუპასუხე და გამეღიმა - ვიბლიანს ვუმკლავდები -ზედმეტი ხომ არ მოსდის? - გაღიზიანებულმა გამომხედა თემომ -ჩემთან ? - ირონიულად ჩავილაპარაკე - კაი რა , ეგრე მიცნობ? - გამეცინა -თუ რამე ხო იცი აუცილებლად მითხარი! - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მას ძალიან არ მოსწონდა რომ ვიბლიანთან ერთად ვცხოვრობდი , მაგრამ მიზეზი ვიბლიანი ნამდვილად არ იყო , ნებისმიერ ბიჭზე ესე იქნებოდა და მისი დარიგებებით თავს მომებეზრებდა და ამავდროულად ყველაზე ბედნიერს გამხდიდა -რა ქენი იმ გოგოსთან ? - თემის შეცვლა ვცადე -მარიამი იყო ეგ გოგო - სიცილით მითხრა და მანქანა გააჩერა - მოვედით - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ბარს გახედა რატომღაც გამიკვირდა რომ თამუნა გარეთ არ დამხვდა , ყოველთვის გარეთ იდგა დღეს კი... თემოს დაბნეულმა გავხედე და ბარისკენ წავედი რომ შევედი ყველა შიგნით დამხვდა , მაგრამ არცერთს არ გახარებია ჩვენი მისვლა თემო გაკვირვებული ხა მე გამომხედავდა ხარ ბავშვებს , მე კი ვერაფერს ვერ ვამბობდი რადგან გული ცუდს მიგრძნობდა -რამე მოხდა? - დაბნეულმა იკითხა თემომ და თამუნასკენ წავიდა ის მე მიყურებდა, ვხვდებოდი რომ საქმე ჩემში იყო , სიცილით გავაქნიე თავი და თამუნასთან წავედი მის წინ ჩავიმუხლე და ავხედე -პირდაპირ მითხარი რა ხდება - თვი გავაქნიე და გავუღიმე იმის ნიშნად რომ სანერვიულო არაფერი არ იყო -მამუკა გეძებს - შეშინებულმა ჩაილაპარაკა და მისი დანაღვლიანებული თვალები მომანათა თამუნასთვის არაფერი მითქვამს , ფეხზე წამოვდექი და მამუკას კაბინეტს გავხედე , მათი თვალებით მივხვდი რომ ის აქ იყო და ისიც მივხვდი რას ეხებოდა საქმე ეს კაცი ჩემს ცხოვრებას მოწამლავდა და მე ამის უფლებას ესე მარტივად ვაძლევდი! ნუთუ ამ შემთხვევაში ესეთი უსუსური ვიყავი? ბავშვებს გავუღიმე და მამუკას კაბინეტისკენ წავედი , ამჯერად დაკაკუნება არ დამიწყია , პირდაპირ შევაღე კარები...~ მას ეს გაუკვირდა და მისი საშიში თვალები თვალებში გამიყარა , მის წინ დავდექი და ვუყურებდი , მანიშნა რომ დავმჯდარიყავი მაგრამ ამაზე წარბიც არ შემიხრია , თვალები ერთი წამითაც არ მომიშორებია -კარგი რადგან არ გინდა - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო -რატომ მეძახდით? - ტონი გავამკაცრე -გათავისუფლებული ხარ - ზედმეტი ახსენბის გარეშე მითხრა და ჩემს რეაქციას დაელოდა -რატომ? - სიცილი ამიტყდა და ინსტიქტურად სკამს დავეყრდენი -ასეა საჭირო! - გამიღიმა და მანიშნა რომ გავსულიყავი -ერთი წამით მე არსად წასვლას არ ვაპირებ სანამ არ გავიგებ რატომ მიშვებთ - სახე დავასერიოზულე და დაძაბული მას მივაშტერდი - თქვენ არ იყავით ის კაცი რომელიც შვილის გამო ცხოვრებას არავის დაუნგრევდა? - ირონიულად ჩავილაპარაკე და მის თვალებში გაბრაზება ამოვიკითხე -წადი კატო აქედან! ზედმეტების გარეშე - ცდილობდა თავი შეეკავებინა -იცი რას გეტყვით? - სიცილით ვუთხარი და გავიმართე - თქვენ დათის ვერასდროს გაუგებთ და იცით რატომ? მასზე ბევრად უარესი ხართ! - გამეღიმა - კი ესეა! თქვენ მზად ხართ შვილით ითამაშოთ და საერთოდ არ მესმის ღმერთმა როგორ მოგცათ ის სიამოვნება რომ მამის წოდებას ატარებთ! -კატო! - ფეხზე წამოიჭრა და მაგიდას მუშტი დაარტყა - როგორ გეტყობა რომ მშობლებმა ვერ გაგზარდეს! - თავი გააქნია -ბოდიშით მაგრამ ეს თქვენ უფრო გეტყობათ! - ვეღარ მოვითმინე და მეც ვუყვირე - იცით შეიძლება მე ობოლი ვარ მაგრამ თქვენნაირი გარეწარი ნამდვილად არა! - კარი გამოვაღე -დათისთან არაფერზე საუბარი არ გაბედო! - ხმას აუწია -თქვენ ვერ გადაწყვეტთ იმას მე რას ვიზავ და რას არა! - მეც ავუწიე ხმას , ბავშვებმა ისე შემომხედეს რომ კარი დავხურე და ისევ მისკენ მივტრიალდი -კატო შენ არ იცი მე კიდევ რისი გაკეთება შემიძლია! - ირონიულად ჩაილაპარაკა -თქვენ ჩემს ხელში ხართ ასე რომ ვერაფერს ვერ გააკეთებთ! - მთელი სერიოზულობით ვუთხარი და კარი ისევ გამოვაღე -ბატონო? - გაეცინა მამუკას -თუ არ გინდათ რომ თქვენს შვილს საბოლოოდ შესძულდეთ მაშინ იქ დაეტიეთ სადაც ზიხართ! - კარი მივიჯახუნე და ბარიდან გავვარდი ვხვდებოდი რომ ცუდად მოვიქეცი რადგან ესე ველაპარაკე , მაგრამ მხოლოდ იმის გამო ვნანობდი რომ ჩემზე უფროსს ხმა ავუწიე , ეს კაცი კი უარესს იმსახურებდა! იმდენად მიშლიდა ნერვებს რომ მზად ვიყავი მისთვის რაღაცა ჩამერტყა მაგრამ ამაზეც მთელი ძალით ვიკავებდი თავს... კაბინეტიდან რომ გამოვედი ჩემდაუნებურად ავტირდი და გასავლელისკენ გავიქეცი თემო უკან გამომყვა , თამუნა და გიორგი და შეშინებულები შორიდან მიყურებდნენ -რა მოხდა? - შეშინებულმა მკითხა თემომ -მანქანას წავიყვან რა - ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე -კატო რა მოხდა?! - ხმას აუწიე თემომ და ჩემკენ წამოვიდა -გამანთავისუფლა - ხელიდან გასაღები გამოვგლიჯე და მანქანაში "ჩავხტი" -ფრთხილად იარე გთხოვ! - მეტი ვერაფრის თქმა ვერ შესძლო ან რა უნდა ეთქვა? უნე ვენუგეშებინე? ან უნდა გავემართლებინე? რათქმაუნდა არა , მის სიტყვებს არჩია სიჩუმით ეპასუხა ჩემთვის და სიმართლე გითხრათ ეს უფრო მესიამოვნა ვიცოდი რომ ისიც ჩემნაირად განიცდიდა ამ ყველაფერს , შეიძლებოდა წამოსულიყო კიდევაც და ყველაფერზე მეტად ამის მეშინოდა , ვინ ვიყავი მე რომ თემოს ჩემ გამო სამსახური დაეკარგა?.. ეს ყველაფერი კი სულელური მიზეზის გამო ხდებოდა! ეს დაწყევლილი შემოთავაზება! თურმე ესეა საჭირო! ადამიანი მამის როლს თამაშობდა და ამავდროულად მის შვილს გულს უკლავდა!.. მარტო ამის გამო მინდოდა მისთვის ყელი გამომეღადრა... რა ტირანი ვარ არა?! მაგრამ ესეა როდესაც ჩემს გულს ეხებიან მზად ვარ ყველაფერი დავივიწყო! *************************** სახლში ტირილით შევვარდი , კარი მაგრად მივიჯახუნე და ოთახისკენ წასვლა დავაპირე მაგრამ ვიბლიანი იქვე რომ დავინახე ადგილზე ჩავიკუზე და მწარედ ავქვითინდი , თავი ხელებში ჩავრგე და უაზროდ რაღაც სიტყვების სროლა დავიწყე... ის ჩემკენ გამოიქცა და ჩემ წინ ჩაიმუხლა , ხელები ჩემს სახეს მოაშორა და თვალებში ჩამხედა , ცრემლების მოწმენდა დაიწყო და შუბლზე რამდენჯერმე მაკოცა -რა გჭირს კატო? - შეშინებულმა მკითხა და სახე გამასწორებინა -არაფერი! - უხეშად მოვიშორე და ადგომა დავაპირე მაგრამ ვიბლიანმა ამის საშუალება არ მომცა -ჯერ მითხარი რა გჭირს! - ხმა გაამკაცრა და ხელები მაგრად მომიჭირა -შენი საქმე არ არის! - მაინც მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი ისიც წამოდგა და წინ გადამეღობა -კატო რა გატირებს? - პირველად დამიძახა სახელი და ამან რეალობას დამაბრუნდა -შენ! - ზიზღით გავხედე და გევრდი ავუარე -რა? - დაბნეულმა გამომხედა -თავი დამანებე დათი! შენი საქმე არაათქო და გირჩევ მომშორდე! - უეცრად თვალებში დამიბნელდა და წავიქეცი , ხელებით იატაკს დავეყრდენი და ძალაგამოცლილმა იქვე დაჯდომა გადავწყვიტე -მომისმინე შეიძლება გძულვარ მაგრამ მე გოგოს ესეთ მდგომარეობაში ვერ ვუყურებ - წამომაყენა - მითხარი რა მოგივიდა? ცუდად ხარ? სასახურიდან ესე ადრე რატომ დაბრუნდი? -რაში გაინტერესებს? რომ გითხრა შენ რას მიშველი? - გამეცინა -და იქნებ დაგეხმარო? - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა -ვერ მიშველი! - უხეშად მოვიშორე -შენ ცადე რომ მითხრა! - სახე მომატრიალებინა -სამსახურიდან გამომიშვეს,კმაყოფილი ხარ? - ირონიულად ჩავილაპარკე და ვიბლიანს ნაძალადევი ღიმილით მივაშტრედი -რა? - დაბნეულმა თავი დახარა - შენ არ მითხარი ნათესავთან ვმუშაობო? - ამომხედა -ხო რა მოხდა მერე? - გავიცინე - გამომიშვეს და მორჩა! არ აქვს ნათესავი იყო თუ მამა.. - მივხვდი რომ ახლა სისულელეს ვიტყოდი - ჩემი! - ბოლოს ესე დავამთავრე და ვიბლიანს თვალები ავარიდე -და ამის გამო ტირიხარ? - ცრემლები მომწმინდა და გაეღიმა -ხო დათი! ეს ერთადერთი საშუალე იყო რომ თავი მერჩინა! ახლა სახლიც აღარ მექნება და მომიწევს ისევ... - სიტყვა აღარ დავამთავრე და ფეხზე წამოვდექი -იცი რა? - იდეა მოუვიდა - მამაჩემს ვეტვყი და იქნებ დაგეხმაროს , შეძლოს შენი დააქმება - მითხრა და ჩემს რეაქციას დაელოდა მის შემოთავაზება სიცილი ამიტყდა ნუთუ მეღადავებოდა? რა დავაშავე ასეთი ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ რომ იყო?.. -შენი არაფერი არ მჭირდება! - უეცრად ყვირილი დავიწყე - საერთოდ იცი რა? შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე კარგად იქნებოდა ვიდრე არის! ისევ ისე ვიცხოვრებდი როგორც ადრე! არ მომიწევდა შენი ატანა და კიდევ გამოცდების გადალახვა შენს გამო! - მეც ვეღარ ვიზრებდი რას ვამბობდი - იცი როგორ მაღიზიანებ? ვერ გიტან ვიბლიანო! მარტო იმიტომ რომ შენს გამო ჩემი ცხოვრება აყირავდა და იქ ჩავიძირე საიდანაც ფეხი ძლივს ამოვდგი! მეზიზღები! - ვუყვირე და ჩემი ოთახისკენ მივტრიალდი -ანუ ყველაფერს მე მაბრალებ? - ირონიულად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა -ასე მგონია რომ ვიღაცამ ჯადო გამიკეთა შენი სახით - ზიზღით მივახალე -მე კიდევ მეგონა რომ სხვებისგან განსხვავდებოდი - ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა და თავი გააქნია -წაეთრიე რა! მოშორდი აქედან შენი დანახვაც არ მინდა - ვუყვირე და ხელი კარისკენ გავიშვირე -კატო დამშვიდდი რა - ის მაინც ჩემ დაწყნარებას ცდილობდა -უბრალოდ აუტანელი ხარ! ესეთი რამ გაქცია?! - რატომღაც ყველფერს ვამბობდი რაც პირზე მომადგებოდა და იმ წამს საერთოდ არ ვნანობდი ეს კი ვეღარ აიტანა ვიბლიანმა , მიბუნდა და გიჟივით გავარდა სახლიდან მხოლოდ კარის ხმამ გამომაფხიზლა... მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რაც ვთქვი... კართან ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე! მამამისის გამო მასზე ჯავრს რატომ ვიყრიდი? ახლაც ხომ ზუსტად მამამისის ხსენების გამო ვუთხარი ესეთი სიტყვები!.. და ახლა რას იზავს ვინ იცის?!. რამე რომ მოუვიდეს შემდეგ ჩემს თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებ... მამუკას გამო დათის საშინლად მოვექეცი... შეიძლება მეც ადამიანი ვარ , შეიძლება ყველა ვუშვებთ შეცდომებს მაგრამ ზოგჯერ ზღვარს გადავდივარ... როგორც ახლა... ზღვარი კი სხვის და შენს გულს შორის გადის... სხვისას არასდროს არ უნდა შეეხო... ********************************************** უკვე დაღამდა... მთვარე ანათებდა თბილისს , მე კი ჯანჯრის რაფაზე ვიჯექი , მთვარეს შევცქეროდი და თან ვიბლიანზე ვფიქრობდი... ჩემს საქციელს ვნანობდი მაგრამ ამას აზრი აღარ ჰქონდა.. მინდოდა მომეძებნა მაგრამ სად არ ვიცოდი! ამიტომ ველოდი... დაველოდებოდი უსასრულოდ ოღონდ კარგად ყოფილიყო... *** ასე ლოდინში გავიდა რამდენიმე საათი... უკვე თვალებს ვხუჭავდი როდესაც კარის გაღების ხმა გავიგონე , გიჟივით წამოვვარდი და მისაღებში გავედი -დათი - ბოდიშები უნდა მომეხადა მაგრამ როდესაც მის გვერდით ვიღაც გოგონა დავინახე ერთ ადგილას გავშეშდი -რა იყო? - მკითხა ირონიულად და ოთახისკენ წაბარბაცდა ეტყობოდა რომ ძალიან მთვრალი იყო , გოგონას ეყრდნობოდა და მე არც მიყურებდა -რა ხდება? - გაღიზიანებულმა ვკითხე და მის პასუხს დაველოდე -რა უნდა ხდებოდეს? ჩემი სახლია და შენ გკითხო ვინ მოვიყვანო? - გოგო გაუღიმა და შემდეგ მე მომაშტერდა - ჩემი ოთახი იქითაა - ხელით აჩვენა და მიბრუნდა -მოიცადე! - ხმას ავუწიე და მათკენ წავედი , გოგონას ხელი ჩავავლე და კარებისკენ წამოვათრიე -რას აკეთებ? - ნაზი ხმით "წაიკივლა" გოგონამ და ხელი გამაშვებინა არაფერი არ მითქვამს ისე გავაგდე გარეთ -ფულს ხვალ გადაგიხდის! - კარი მივუხურე და ვიბლიანისკენ მივტრიალდი რომელიც ჩემს წინ იდგა -და მის მაგივრობას შენ გასწევ? - ირონიულად ჩაილაპარაკა , გაიღიმე და ხელი წელზე აასრიალა... ************************************ ველოდები თქვენს შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.