შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენგამოტანილი (დასასრული - ნაწილი 9)


21-09-2016, 22:36
ავტორი Villalobosta
ნანახია 2 090

კარი გავაღე და ადგილზე გავშეშდი. სულ მთლიანად კანკალი დავიწყე. ხელში მიშოს მობილური მეჭირა და ძირს გადამივარდა. კარის მიკეტვა ვცადე მაგრამ უშედეგოდ. ნაბიჯებით უკან ვიხევდი, ცოტაც და ისტერიკებში ჩავვარდებოდი. შიშისგან ხმას ვერ ვიღებდი:
- ჰაჰაჰა რა იყო სოფიო არ მელოდი? - ღმერთო არა ნუთუ ეს ცხადია.. არა იმედია არა! არ მჯერა. ჩემს წინ იდგა ადამიანი ვინც მთელი ცხოვრება დამინგრია და დამიმახინჯა. ადამიანი რომლის წყალობითაც არ მჯეროდა ბედნიერების არსებობის. ადამიანი რომლის ხმის გაგონებაც ჩემში უსაშველო ზიზღს იწვევდა, მისი სიცილის ხმა მეხის გავრდნას ჰგავდა. არა! შეუძლებელია! ეს არა!
- რა იყო არ მომესალმები? მოდი ჩემთან - ხელები გაშალა, ეს სასტიკი ხელები რომლითაც წლების წინ საშინელი ტრამვა მომაყენა.. ეს ის არაადამიანი იყო რომელმაც 3 წლის წინ გამაუპატიურა და ჩემს ცხოვრებას საბოლოო დაღი დაასო. ვკანკალებდი, ვტიროდი. ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. მხოლოდ მაშინ დავიწყე კივილი და ყვირილი როცა დავინახე რომ ამ არარაობამ ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა.
- არა გთხოვ ნუ იზამ ამას გემუდარები გთხოვ არ მომეკარო! არ მომიახლოვდე გთხოვ - ვტიროდი სწორედ ისე როგორც მაშინ. ნუთუ ისტორია უნდა განმეორდეს.. ღმერთო ნუ დაუშვებ ამას.
- რა სასიამოვნოა სოფიო.. ასე მევედრებოდი იმ დღესაც. მაგრამ ჩემი მაინც გახდი და მოგეწონა არ უარყო. იმ შენს სათამაშოს არ ვჯობივარ? - მითხრა და მკლავზე თითი ჩამომისვა. მე უფრო მეტად ამიტანა კანკალმა.
- მიშოზე საიდან იცი ნაგავო! გაეთრიეეეე! წადი! მეზიზღები! ხელი არ მახლო თორემ მოგკლავ გეფიცები უკან არ დავიხევ ამჯერად! - მან ისევ საზიზღარი სიცილი დაიწყო. როგორ მინდოდა ახლა ამწუთას ამ წყეული ღორისთვის კისერი გამომეღადრა!! ამას ისე დიდი სიამოვმებით გავაკეთებდი თვალსაც არ დავახამხამებდი!
- შენ რაც გიკავშირდება ყველაფერი ვიცი თოჯინა! იმდენი ხნის მანძილზე გამირბოდი, ბოლოს აქ გამომექეცი. მაგრამ ეტყობა ღმერთს უნდოდა რომ შევხვედროდით. ერთ საღამოს რესტორანში გნახე. ჩემს საკუთარ რესტორანში საკუთარი ფეხით იყავი მოსული. რომ დაგინახე თავი ძლივს შევიკავე რომ არ მოვსულიყავი, ისეთი ლამაზი, დაქალებული იყავი. მერე დაგინახე დაბლა როგორ ეზასავებოდი იმ ბიჭს. იმ დღის შემდეგ მოყოლებული შენს ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებ. იმდენს ვცდილობდი როგორმე ხელში მარტო ჩამეგდე და აი ეს დღეც დადგა. მოდი ჩემთან - მოვიდა და ცდილობდა ჩემთბის ტანსაცმელი შემოეხია, ბოლო ხმაზე ვყვიროდი მაგრამ არავინ ჩანდა. ამ ღორის სუნი გულს მირევდა, ისევ ეს წყეული სუნი, მისი წყეული ხელები ისევ ჩემს სხეულს ეხებოდა. მართლა შევიშლები ჭკუიდან, თავს ყველაზე ბინძურ არსებად ვგრძნობდი როცა მან გამაუპატიურა, ახლაც იგივე უნდა მოხდეს?
- არა გთხოვ გამიშვი, არავის არაფერს ვეტყვი ოღონდ გამიშვი. თავი დამანებე გთხოოვ - ზედატანი მთლიანად გამხადა, კისერში მკოცნიდა და ხელებს მიფათურებდა. ცრემლები მდიოდა სასტიკად, ვყვიროდი მაგრამ არაფერი გამოდიოდა. მაგრამ როგორც ჩანს ღმერთმა მოწყალების თვალით გადმომხედა. კარებში მიშო შემოვარდა, გამწარებული ამ ბინძურ ღორს დაეტაკა, საყელოში ხელი ჩაავლო და მაგრად დაარტყა მუშტი, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მაწყნარებდა, მკოცნიდა, ცრემლებს მწმენდდა, თავისი მოსაცმელი გაიძრო და ჩამაცვა.
- ნუ გეშინია პატარა მე შენთან ვარ! ვერაფერა დაგიშავებს გესმის? - ცრემლებს მწმენდდა ისევ, მერე ძირს დაგდებულ თამაზთან მივიდა, ისევ საყელოში სწვდა და ცემა დაუპირა. ისიც ხელებს იქნევდა და არ ნებდებოდა. ჩხუბი დაიწყეს.
- ფრთხილად მიშოოო - ვტიროდი, სადარბაზოში გავვარდი და შველას ვითხოვდი, არავინ ჩანდა. ვიფიქრე თამაზისთვის თავში ბოთლი ჩამერტყა, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდი უცებ ორივე გაჩერდა, ძირს დავიხედე და რას ვხედავ იატაკი სისხლისგან ივსებოდა, თამაზი და მიშო ერთმანეთთან იდგნენ და ვერ ვხედავდი რომელი იყო დაჭრილი, მაგრამ რომელიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ნერვიულობა პიკს აღწევდა. ადგილზე ჩავიკეცე, ამ დროა ნელ-ნელა მიშო ჩემსკენ შემოტრიალდა, და როცა დავინახე ენა ჩამივარდა. სულ სისხლიანი იყო, უზარმაზარი ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, თვალები ცრემლებით ამევსო.. წამოდგომა მინდოდა და ვერ ვდგებოდი, კივილი მინდოდა და ვერ ვკიოდი. მხოლოდ მაშინ ვიკივლე როცა წყეულმა თამაზმა ჩემს მიშოს მეორეჯერ დაარტყა დანა ამჯერად ზურგიდან და მაშინვე გაიქცა.
- არააააააა! დამეხმარეეეეთ! მიშველეეეეთ! მიშო არა, ჩემო სიცოცხლე არა, შენ ძლიერი ხარ ცოტაც, გაუძელი გესმის? არა არაააა! ხომ გესმის, მიშველეეეეეთ. ხალხი არ ხართ? - ვტიროდი, ჩემი ცრემლები მიშოს სისხლის გუბეში იღვრებოდა, ხანგრძლივი კივილის შემდეგ შემოვარდა რამოდენიმე მეზობელი.
- ჩქარა სასწრაფოში დარეკეთ, მალეეეე, მიშო ნუ გეშინია მალე მოვლენ და გიშველიან. შენ ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ, შენს პატარას ვერ მიატოვებ გესმიიიიის? - სისხლში მწოლიარე მიშოს ვუკიოდი რომ ვერ მიმატოვებდა, ვეფერებოდი, მასთან ერთად მეც სისხლში ვცურავდი, მისი თავი კალთაში მქონდა ჩადებული, ვეფერებოდი, ვტიროდი, უსაშველოდ ვტიროდი, ის კი.. მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვუყურებდი სული მეწვოდა! ჩემი მიშო რა დღეში ჩააგდეს. ხელს ხელზე მიჭერდა, მაგრად მიჭერდა. არ უნდოდა რომ გაეშვა, თვალებიდან ცრემლებიც გადმოუვიდა, ვეღარ ვუძლებდი, მისი ცრემლები. არა, მეტი არ შემიძლია. პირი სისხლით აევსო, ლაპარაკი უნდოდა და ვერაფერს ამბობდა.
- არა არა, გაჩერდი სასწრაფო მოვა, მე შენთან ვარ არ დაგტოვებ ჩემო სიცოცხლე - ვეხუტებოდი და ცრემლებს ვწმენდდი, მაგრამ თავადაც არ მჯეროდა იმის რომ ამ მდგომარეობაში მყოფი გამოკეთდებოდა. ცრემლებას ვერც მე ვიკავებდი. სასწრაფოს ხმა გავიგონეთ.
- აიი მოვიდნენ, ნუ გეშინია კარგად იქნები, ვიცი რომ ასე ადვილად არ დამტოვებ, ხომ არ იზამ ამას? თვალებში მიყურებდა, და ცრემლები ისევ სდიოდა, ექიმები შემოვიდნენ და საკაცეზე გადაიყვანეს, მიშო ხელს ისევ მაგრად მიჭერდა. მე მას ვჭირდებოდი, ახლა თავს ყველაზე უსუსურ არსებად ვგრძნობდი რადგან ვერაფრით შემეძლო მისი დახმარება. სისხლიანი პირით ვდილობდა რაღაცის თქმას.. მხოლოდ ეს თქვა:
-მი.. - მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო, იმიტომ რომ თვალები დახუჭა! მაგრად მოჭერილი ხელი გამიშვა!
- მი..შოოო.. მიშო.. ექიმო რა სჭირს. ხელი რატომ გამიშვა?? ჩაეიძინა ხომ? ხომ სძინავს? რამე სერიოზული ხომ არ იქნება? - ამ ყველაფერა ექიმს ვეკითხებოდი და გულის სიღრმეში პატარა იმედინ ნაპერწკალს ვიტოვებდი მაგრამ ექიმმა იმედდაკარგული თვალებით შემომხედა და მითხრა:
- ვწუხვაფ გოგონა.
- არააა! არააააააა! მიშო ადექი! მიშოოოო! გაახილე შენი შავი თვალები გთხოოოვ! მიშო ნუ გამიკეთებ ამას! ცხოვრებას ნუ დამინგრევ გთხოოვ! ადექიიი! ხელი მომკიდე! და დაასრულე რისი თქმაც გინდოდა!! მიდიი ადექი! დაასრულე სიტყვა! დაასრულე მითხარი რომ გიყვარვარ! არ მიყვარს ასე რომ მეხუმრები! - ყველა გარს მეხვეოდა და მაწყნარებდა, ყველას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, მე კი კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რომ ეს წყეული რეალობა იყო, რომ ჩემმა ლამაზმა ბიჭმა მისი პირობა არ შეასრულა, მიმატოვა, მან ისევ ჯოჯოხეთში დამაბრუნა! ის ხომ დამპირდა, დამპირდა და მითხრა რომ თითოეულ ცრემლს სიხარულით ამინაზღაურებდა, ის კი პირიქით აკეთებს. მაიძულება ვიტირო!! ის დამპირდა რომ მთელ წელს ერთად გავატარებდით მაგრამ მიმატოვა! მან მითხრა რომ არასდროს მეტირა მაგრამ ის.. ჩემი სიცოცხლის ნაწილი.. ჩემი სულის და გულის, ჩემი სიცოცხლია მთავარი ძალა ახლა მკვდარია! გესმით? ძირს წევს და სიცოცხლის ყველანაირი ნიშან-წყალი დაკარგული აქვს! მეტი არ შემიძლია, მეტს ვერ გავუძლებ! მასთან მინდა, მისი ხმის, მისი კოცნის, მისი ლოყების გარეშე? არა შეუძლებელია! - არააააააა!!!!! - კიდევ ერთხელ ბოლო ხმაზე დავიკივლე და გონება დავკარგე. არვიცი რდენი ხნით ვიყავი ასე უგონოდ მაგრამ მე მიშო ვნახე. სიზმარში მასთან ვიყავი. მივდევდი. ბოლოს ძლივს დავეწიე.
- წამიყვანე გთხოვ - ვეუბნებოდი მე და ვტიროდი.
- ჯერ ვერა პატარა. შენი ადგილი იქ არ არის. იქ მოსული არ დაგინახო! როცა ამის დრო მოვა მე თავად მოვალ შენთან. წადი! - ხელი მკრა შეტრიალდა და წავიდა. ვტიროდი ძირს დავემხვე და იქაც კი ვტიროდი. ამ დროს ნელ-ნელა გონს მოვედი.. თავზე თორნიკე მადგა ცრემლიანი თვალებით და თმაზე მეფერებოდა. ისიც ტიროდა.. სასტიკად ტიროდა.. ხელი ჩავჭიდე და წამოვდექი. ის უფრო ატირდა და ჩამეხუტა. მე კი ვერ ვტიროდი. ცრემლებიც აღარ შემრჩა, ემოციები და ყველაფერი გაქრა ჩემში. უფალი ბოლომდე მსჯის. რისთვის?ე არაფერი დამიშავებია და არც არაფერი მითხოვია მისთვის ბედნიერების გარდა.. მან კი ის მცირე ხნიანი ბედნიერებაც წამართვა.. ცრემლებიც აღარ დამიტოვა ჩემი მიშო როლ გამომეტირა.
- წამიყვანე მასთან - ვუთხარი თორნიკეს თითქმის ჩურჩულით, ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობდი.
- დარწმუნებული ხარ რომ?
- წამიყვანე!
როცა მაღლა ავედი კარი ღია იყო, ჩემს წინ უზარმაზარი კუბო იდგა. კუბოს გარს ეხვეოდნენ, ყველა შავებში ჩაცმული, ყველა ცრემლიანი თვალებით იყო. ცენტრში ეკა იჯდა, ნელი ნაბიჯებით კუბოსკენ მივაბიჯებდი, ზედ ფოტო იდო, ფოტოზე ის ბიჭი იყო გამოსახული ვისი ხმაც ყოველ დღეა მიხალისებდა, ვისი სიცილიც სიცოცხლეს მიხალისებდა. ფოტოშიც იცინოდა, მისი ლოყები ამ ფოტოშიც ისეთივე იყო. ეკას თვალწინ დავიჩოქე:
- მაპატიე!!! - ვუთხარი ისეთივე ჩუმი ხმით ეკას, როგორც თორნიკეს, მან ხელი მომკიდა და ჩემს აყენებას შეეცადა მე კი არ ვჩერდებოდი
- მაპატიე ეკა გემუდარები, მაპატიე. მაპატიე რომ გამოვჩნდი, მე რომ არა ის ახლა.. ის ახლა ცოცხალი იქნებოდა.. ჩემი ბრალია მაპატიეეე!! - ეკა ტიროდა და მეხუტებოდა, მე კი უემოციოდ ვიყავი და მხოლოდ ერთ სიტყვას გავიძახოდი "მაპატიე". კუბოსთან ვიდექი და კვლავ ამ სიტყვას ვიძახდი. მთელი დღეების განმავლობაში თვალებიდან ცრემლი არ წამომსვლია, არ ვლაპარაკობდი. არ ვჭამდი. კუბოს არ მოვშორებივარ. ვიდექი და ერთ წერტილს ვუყურებდი მხოლოდ. ყველა ცდილობდა ჩემს ამ ქვეყნად დაბრუნებას მაგრამ მე მასთან ვიყავი ფიქრებში. მისი ხმის გაგონებაზე ვოცნებობდი, თვალწინ მისი სისხლიანი პირი მედგა, მისი ცრემლიანი თვალები..
ერთი გოგო კუბოსთან მოვიდა, ცრემლიანი თვალებით, იქ დადგა და ტიროდა. არასდროს მყავდა ნანახი, მაგრამ ეკას გამომეტყველებით მივხვდი ვინც იყო. ანი! გოგო რომელიც თავის დროზე მიშოს სიცოცხლე იყო. ეკა სკამიდან წამოდგა, მივხვდი ანის გაგდება უნდოდა, მაგრამ ხელი მოვკიდე და გავაჩერე. ამის უფლება არ მივეცი. ვხედავდი ის გულწრფელი ცრემლებით ტიროდა, მასაც აქვს უფლება მიშო გამოიტიროს. მე ტირილი არ შემიძლია, ანის მაინც მივცემ ამის საშუალებას.
ანიმ გარეთ გამაჩერა და მითხრა:
- შენ სოფი ხარ არა? ბევრი მსმენია შენზე.. მინდა იცოდე რომ მას ძალიან უყვარდი, რამოდენიმე დღის წინ ვნახე და თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა. ის გაღმერთებდა. ყველაზე უბედურ ადამიანად ვგრძნობ თავს რომ მიშო მივატოვე. ის მუდამ ჩემს გულში დარჩება ლამაზ მოგონებად. ის არაჩვეულებრივი იყო. - ანი ისევ ტიროდა, როგორ მინდოდა რამე მეთქვა მისთვის მაგრამ არ შემეძლო.. არაფერი არ შემეძლო. გაქვავებული ვიყავი. ცოცხალ ლეშს ვგავდი. დაკრძალვის დღეს შევძელი მხოლოდ მისი გამოტირება, იმ დღეა როცა გავაცმობიერე რომ სამუდამოდ უნდა დავმშვიდობებოდი. მაშინ როცა კუბოს თავზე ახადეს და შევხედე როგორ იწვა უსულოდ. მივედი და ვეხუტებოდი, ბოლო ხმაზე ვტიროდი, ჩემი ცრემლები მის უსიცოცხლო სხეულზე ეცემოდა. რას არ მივცემდი ოღონდ ახლა მას ჩემთან ჩახუტება და ჩემი დაწყნარება შეეძლოს. მწარე რეალობა ახლა ჩემს თვალწინ დგას, როგორ მტკივა სული! როგორ მომენატრება! უსაშველოდ! უსაზღვროდ! საბოლოო გზაზე გავაცილეთ ჩემი მიშო. ახლა ის მიწად გარდაიქმნა. ჩემი აღარ იყო. რატომ მოიქცა ღმერთი ასე უსამართლოდ. მას ხომ ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინოდა, სიკვდილის! მართლა ხდება ახალი წლის სურვილები? მაშინ რატომ არ ვიყავით ერთად! რატომ ახდა ის რომ დაიჭრა! რატომ არ ახდა კარგი და რატომ ახდა ცუდი! საერთოდ თუ ეს ყველაფერი მას ისევ უნდა წაერთმია ჩემთვის რატომ მაძლევდა თავიდანვე! უსამართლო! ის ვინც ჩემს ბედს წერს ყველაზე უსამართლოა! რა სისასტიკეა! ახლა ყველა წავა და მეორე დღეს მიშო აღარავის ემახაოვრება მაგრამ მე მუდამ, ყოველ წამს მემახსოვრება, ის ყოველ წამს ჩემს გულში იცოცხლებს! თითქმის ყველა წავიდა სასაფლაოდან. მე ადგილიდან არ ვიძვროდი. თორნიკე მთხოვდა წავყოლოდი მაგრამ ცოცხალი თავით ფეხს არ ვიცვლიდი.
- გთხოვ წადი. მარტო დამტოვე მასთან. თავი დამანებეთ ყველამ. წადიიი! - ვუყვირე თორნიკეს. ყველა გავყარე. მხოლოდ ასე დავრჩებოდი მასთან მარტო! მიწაზე დავწექი და იმ ადგილს ვეფერებოდი სადაც ის დაასაფლავეს. ვტიროდი. და ვიხსენებდი ყველაფერს, პირველ შეხვედრას, იმ პერიოდს რკცა სულ ვჩხუბობდით. პირველ კოცნას, მასთამ გატარებულ ღამეებს, მის სიცილს ვიხსენებდი, მის ჩახუტებას და უფრო და უფრო ვიხრჩობოდი ცრემლებში. ყელში თითქოს რაღაც გამეჩხირა, თითქოს ჩემს სულს ცეცხლი წაუკიდეს და ნელ-ნელა იწვის. ბოლოს გამახსენდა ის 2 საშინელი დარტყმა.. სისხლი.მ გამახსენდა როგორ ებრძოდა სიკვდილს, გამახსენდა როგორ უმოწყალოდ გაუყადა იმ ნაბიწვარმა არსებამ ჩემს ბიჭს დანა. გამახსენდა მისდამი უსაშველო ზიზღი. გამახსენდა რომ მის გამო ვიყავი მთელი ცხოვრება უბედური და სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნებოდი. ის ღორი სუნთქბის ღირსი არაა. ცრემლები შევიმშრალე, ფეხზე წამოვდექი.. ჭუჭყიანი ტანსაცმელით, ცრემლებისგამ სოველი სახოთ გზას დავადექი. გზას რომელიც სამართლის აღსრულებაში დამეხმარებოდა. გზაში ყველა მე მიყურებდა მაგრამ მე მხოლოდ წინ მიმავალ გზას ვუყურებდი. ვჩქარობდი. სამართლის აღსრულება მეჩქარებოდა. იქ მივედი საიდანაც ყველაფერი დაიწყო. სადაც მან პიველად მაკოცა. სადაც ის ღორი იქნებოდა რადგან ეს მისი რესტორანია. შევხედე, შევხედე როგორ დადიოდა, იცინოდა, ძარღვებში სისხლი მიდუღდა, აული კიდევ უფრო ამეწვა, თვალებიდან ცეცხლებს ვყრიდი. ხელში უზარმაზარი დანა მეჭირა, პირდაპირ ამ ნაბიჭვრისკენ გავექანე და ხელის აუკანკალებლად დანა მუცელში გავუყარე. სიტყვებით შეუძლებელია იმის აღწერა რამხელა სიამოვნება მივიღე, მას პირდაპირ თვალებში ვუყურებდი, იმ თვალებით ვუყურებდი რომლებსაც შურისძიება სწყუროდათ. ირგბლივ ხალხი შემოგვესია მაგრამ ახლოა ვერავინ მეკარებოდა. ეს ღორი სწორედ ისე დავარრდა ძირს როგორც მიშო, სწორედ ისე ეღებოდა ბოლო როგორც მიშოს, სწორედ ისე ევსებოდა პირი სისხლით როგორც ჩემს მიშოს. კმაყოფილი ვარ! ის მიეზღო რასაც იმსახურებდა! ამ ქვეყნად არაფრისთვის აღარ მიღირს სიცოცხლე და მისი სიკვდილით სამყაროს პარაზიტი მოვაცილე!
- რაო წყეულო ! გტკივა? მიშოსაც სტკიოდა! სიცოცხლის ძალას კარგავ? მიშომაც დაკარგა! პირი სისხლით გაქვს სავსე? მიშოსაც ჰქონდა! გეგონა იპარპაშებდი? შენი ადგილი ჯოჯოხეთშია! ვიცი ადრე თუ გვიან მოგეზღვებოდა მაგრამ ამას ვერ დავუცდიდი! ჩემი ხელით უნდა გავაკეთო ეს! ეგ პირველი ჭრილობა მიშოს გამო! ეს (კიდევ ერთხელ დავარტყი დანა) იმისთვის რაც ადრე გამიკეთე! ეს იმისთვის(კიდევ ერთხელ) რაც გინდოდა რომ გაგეკეთებინა! ეს იმისთვის რომ ხარ! შენი სისხლით შევიღებე ხელები და იცი რა? ბედნიერი ვარ! აი ასე!! - როგორც იქნა ამ წყეულმა ღორმა მიიღო თავისი, ახლა ისიც ისჯება! თვალები დახუჭა. უამრავი ჭრილობა მივაყენე მაგრამ ეს ჭრილობა იმ ჭრილობებთან შედარებით არაფერია რომელიც მან მიაყენა ჩემს გულს! ხალხის ალყა მქომსა გარშემორტყმული, პოლიცია მოვიდა და ხელბორკილები დამადო. მანქანისკენ წამიყვანეს. მე კი ამ ღორის გვამს ვუყურებდი და სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა! ღირსია! არ ვნანობ! მილიონჯერ რომ მქონდეს შანსი მილიონჯერვე ასე ჩავაძაღლებდი! ფეხებზე რას მიზამენ მთავარია სამართალმა იზეიმა!! მოვა დრო და როცა მე მასთან იმქვეყნად მივალ, როცა მე მას შევხვდები მაშინ ვპოვებ სიმშვიდეს. მანამდე ცხოვრების დინებას წავყვები და დაველოდები იმ დღეს როცა ჩემი მიშო თავისთან მიხმობს! ჩემი ოჯახისწევრებს იმედი გავუცრუე ვიცი, იყო ცრემლიანი სახეები, და კმაყოფილიც. საკუთარი მამა კმაყოფილი იყო, მაგრამ რა არის გასაკვირი მისი ბრალია ყველა ჩემი უბედურება. ამჯერად უკმაყოფილო არ ვარ, მთავარია ჩემი მიშოს მკვლელი მკვდარია! სასამართლო რამდენს მომისჯის ეს არ მადარდებს!
*****
სასამართლო სხდომა:
მოსამართლე: - განაჩენი გამოტანილია! პატიმარ სოფიო კალანდაძეს, თამაზ კახიძის განზრახ მკვლელობაში 15 წლით ვადის აღკვეთა შეეფარდა. - დარბაზში შეძახილები არ წყდება, ზოგი ტაშს უკრავს.. ზოგიც ტირის.. ბადრაგი ხელბორკილებს მადებს და სასამართლო დარბაზიდან გავყავარ.. მივდივარ.. იქ მივდივარ სადაც მრავალი წლის გატარება მომიწევს და მაინც მე არ ვნანობ! მახსენდება მოსამართლის სიტყვები..
"განაჩენი გამოტანილია". სასაცილოა! განაჩენი ახლა კი არა დაბადებიდან გამოტანილი მაქვს! მე ის ვარ ვისაც ღმერთი მუდამ ართმევს რაღაცას.. და სამაგიეროდ მაინც არაფერს უბოძებს.. მე ის ვარ ვისაც სისულელეების სჯეროდა.. დავიჯერე რომ არსებობდა სამუდამოდ ბედნიერება. ჩემი ყოველი დღე მაინც ერთი იქნება, პირობას ვასრულებ. ყოველ წამს ჩემს მიშოზე ფიქრში ვარ. შევეგუე იმ აზრს რომ მარტო ვარ! რომ ბედნიერება არ არსებობს! რომ ვარ განაჩენგამოტანილი!

____________________________________________
პ.ს.
ვიცი ბევრს გაგიცრუეთ იმედი, უმეტესობას ალბათ სურდა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო მაგრამ როცა ამ ისტორიის წერა დავიწყე მინდოდა ბოლოში ზღაპარივით არ დასრულებულიყო, არ მინდოდა დამსგავსებოდა "ჭირი იქა, ლხინი აქა"-ს. როცა ნაწარმოებში/ფილმში ჩემი საყვარელი პერსონაჟი კვდება ცხადია მეც ძალიან მწყდება გული, მაგრამ მერჩივნა ბოლო ასეთი ჰქონოდა ამ ყველაფერს. როცა თქვენს კომენტარებს გადავეხედე და ვნახე ყველა კარგ და ბედნიერ ფინალს ითხოვდა მაგრამ გვიანი იყო ისედაც წინასწარ მქონდა დაწერილი ყველაფერი და რომც არ ყოფილიყო წინასწარვე ასეთი ფინალი დაგეგმილი ალბათ არც შევცვლიდი რადგან რეალურადაც ხომ ასეა მუდმივი ბედნიერება არ არსებობს. სწორედ ამაზე მინდოდა ხაზი გამესმა ამ დასასრულით. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო რომ ეს პატარა ისტორია წაიკითხეთ, მოიწონეთ. მე ველი რჩევებსა და კრიტიკას თქვენგან რათა შემდეგში ყველაფერი გამოვასწორ თუკი ჩათვლით რომ ჩემი ისტორიების ადგილიც არის აქ ამ საიტზე სადაც ძალიან ძალიან მაგარი ნაწარმოებები დევს <3



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორ მიყვარდა ეს ისტორიაა და როგორ სიამოვნებით ვკითხულობდიიი ..მაგრამ ბოლოშიი ასე სასტიკად დასრულდა გული ჩამწყდაა ძალიაან მაგრამ ეს ზუსტად ის მტკივნეული რეალობაა რომელიც ნამდვილად ხდება შენ ზღაპარი კი არა რეალობა გადმოევი ის რაც გინდდოდაა გამოგივიდა ყოჩაღ კარგი ხარ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს ახალ ისტორიას კიდევ ♡♡♡

 


№2  offline წევრი Villalobosta

ნიტა♡♡
როგორ მიყვარდა ეს ისტორიაა და როგორ სიამოვნებით ვკითხულობდიიი ..მაგრამ ბოლოშიი ასე სასტიკად დასრულდა გული ჩამწყდაა ძალიაან მაგრამ ეს ზუსტად ის მტკივნეული რეალობაა რომელიც ნამდვილად ხდება შენ ზღაპარი კი არა რეალობა გადმოევი ის რაც გინდდოდაა გამოგივიდა ყოჩაღ კარგი ხარ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს ახალ ისტორიას კიდევ ♡♡♡

ძალიან დიდი მადლობა ნიტა რომ კითხულობდი, მიხარია ის თუ შევძელი რაც ჩაფიქრებული მქონდა. დიდი იმედი მაქვს შემდეგი ბევრად უკეთესი გამომივა ♥♥

 


№3  offline წევრი იასამანი

სევდიანი ამატირე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent