შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (9)


6-08-2015, 16:43
ავტორი luna
ნანახია 4 290

გაშტერებული ვიდექი და ვკანკალებდი. დადიანიც არ იძვროდა, უბრალოდ იდგა და თვალებში მიყურებდა. ვიდექით, ასე გაუნძრევლად, ვუყურებდით ერთმანეთს და წვიმაც თითქოს ჩვენი ლაპარაკის მოლოდინში იყო,მაგრამ უშედეგოდ, არაფერი გვითქვამს. მე შემოვბრუნდი და გაქცევა ვცადე მაგრამ დადიანმა დამაკავა და შემომაბრუნა. ვერ აგიღწერთ მისი სახის გამომეტყველების ცვლილებას. არაამქვეყნიური სევდა აწვა სახეზე, თითქოს ტირილი სურდა მაგრამ ყველანაირი ძალეით იკავებდა. ისევ და ისევ თვალებში მიყურებდა,შემდეგ ძლივს ამოილაპარაკა.
-ნუკა არ წახვიდე. უნდა მომისმინო.
-რა უნდა მოგისმინო რა! თუ როგორ დამცინი,არაფრად არ მაგდებ და ცდილობ ყველანაირად დამაბნიო და ჩემს გრძნობებზე ითამაშო?!-ვუთხარი ანერვიუებული.ვეღარ მოვითმინე,ვიცოდი წინ ადვილი საუბარი ნამდვილად არ გველოდა ამიტომ ყველაფერი უნდა გაგვერკვია. -ყველაფერი არასწორად გესმის ნუკა!
-რა მესმის ცოტნე არასწორად რა?!-თანდათან უფრო ავნერვიულდი. -ის რომ ცუდი ადამიანი გგონივარ,ის რომ ვიღაც გრძნობებზე მოთამაშე და არავის არაფრად ჩამგდები გგონივარ-ეს მითხრა და თავი ძირს დახარა.
-შენ საერთოდ არაფერი იცი და მალე ყველაფერს გაიგებ.
-რას გავიგებ ახალს რას!იმას რომ, აქაურობას ვერ იტან და ერთი სული გაქ როდის მოცილდები? მართალი ხარ მე არაფერი ვიცი. არ ვიცი აქ რატომ ხარ,არც ის იცი მამაშენი ციხეში რატოა(სევდიანად გაეღიმა,ყოველი ირონიის გარეშე)და არც ის გუშინ ასე მოურიდებლად რატომ მაკოცე!-თითქმის ვყვიროდი. ყელში,ყველაფერი ერთიანად მომაწვა და მასთან ერთად ხმაც ვეღარ დავაკავე.
-იმიტომ რომ ძალიან დიდი მიზეზი მაქ აქაურობა,რომ მძულდეს, 1 წლის წინ მომხდარი ავარიის გამო!-ამის გაგონებაზე გავშრი. ხმა ჩამივარდა და ავკანკალდი,თავი ძლივს შევიმაგრე,რომ არ დავცემულიყავი. დადიანმა კი განაგრძო.
-დიახ! არ მოგესმა ნუკა.მე სწორედ იმ ავარიაზე ვლაპარაკობ რომელსაც,ჩემ თვალწინ 15 წლის ბიჭი შეეწირა-ჩემგან მხოლოდ დუმილი,არ ვიცი რა ვთქვა.ნუთუ ეს ის ავარიაა რომელსაც ჩემი გიო ემსხვერპლა. შეუძლებელია,ბედმა მიწასთან გამასწორა,დამცინა და დამაუძლურა.ვერფერს ვერ ვამბობდი. მძულდა ჩემი თავი და ყველაფერი.დადიანი კი აგრძელებდა და აგრძელებდა.ნერვიულობდა,თვალებს ვერ მისწორებდა და მელაპარაკებოდა.
-იმ საბედისწერო დღეს მამაჩემი იჯდა საჭესთან მე კი უკან ვიჯექი.მამიდაჩემთან მივდიოდით როდესაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა. უცებ,არ ვიცი საიდან ის ბიჭი გამოჩნდა,შემდეგ არაფერი მახსოვს,თავი დავარტყი და გავითიშე,როდესაც გამოვფხიზლდი საშინელი სურათი დავინახე რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ვერასოდეს ამოვშლი. მე სასწრაფოს მანქანაში ვიწექი,მამაჩემი კი დავინახე,როგორ დააკავა პოლიციამ და წაიყვანა.ის ბედისაგან განწირული ბიჭი კი რომელიც შენთვის ასეთი ძვირფასი იყო, ვერ გადაარჩინეს და ადგილზე გარდაიცვალა.სწორედ ამის თქმა მინდოდა და ვერ შევძელი. შენ ხომ მამაჩემს გიორგის მკვლელად თვლი და მე კი უკვე მკვლელის შვილად-მე ხმა ვერ ამოვიღე და ჩემი ცრემლებიც წვიმის წვეთებს შეერია. ვტიროდი,ჟრუანტელი მივლიდა და ვიხსენებდი გიორგის, ყველაზე თბილ ადამიანს.ვუყურებდი ცოტნეს და ჯერ ვერ გამეეაზრებინა მისი,ცხოვრებისგან მონიჭებული უდიდესი ტრამვა. მეშინოდა,არც მე ვიცოდი რისი ალბათ მეშინოდა სწორედ იმ წარმოქმნილი გრძნობების ცოტნეს მიმართ რომელიც ჩემში თანდათან იკავებდა ადგილს.შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ძლივსღა ვუთხარი.
-ჩემთვის გიორგი ძვირფასი არა იყო,არამედ ის ახლაც ყველაზე ძვირფასია!
-ვიცი ვიცი,მაპატიე. საშინლად მტკივნეულია ეს ყველაფერი შენთვის და მესმის,რომ გააზრება გჭირდება მაგრამ მე გეტყვი,რომ ეს უბედური შემთხვევა იყო რომლის მსხვერპლიც არა მარტო გიორგი არამედ ჩვენც გავხდით-ახლოს მოვიდა,ორივე ხელი მომკიდა,თვალებში ჩამხედა და მითხრა. -რა ლამაზი თვალები გაქვს,რომლის ღირსიც მხოლოდ შენ ხარ და სხვა არავინ!-შუბლზე მაკოცა,შებრუნდა და წავიდა.ვუყურებდი როგორ მიდიდოდა,გაშტერებული ვიდექი და ვუყურებდი. ვერ ვბედავდი მის შეკავებას,რაღაც არ მაძლევდა ამის უფლებას. შემდეგ სრულიად გაქრა,ვეღარ ვხედავდი,ვიდექი წვიმაში და ერთ წერტილს მივშტერებოდი,შემდეგ მომაწვა და ჩამიტანა გრძნობების ტალღამ,ძირს დავემხე და ავტირდი.ავტირდი გულის ამოვარდნამდე. არ ვიცოდი რა გამეკეტებინა,ვიჯექი და ვტიროდი.ვცდილობდი რაღაცეების გაანალიზებად და უფრო მეტირებოდა. უკვე ათის ნახევარი იყო .არაფერი აღარ მაინტერესებდა,მხოლოლდ მინდოდა მივსულიყავი ცოტნესთან და მთელი ძალით ჩავხუტებოდი.სახლში წავედი,სულ სველი ვიყავი.სახეზე ნამტირალეი დიდად არ მეტყობოდა,სწორედ ამიტომ მიყვარს წვიმა,რომ შეგიძლია შენი გრძნობები გამოლხატო და ამას, ვერავონ გაიგებს.სახლში რომ მივედი ცოტნეს მანქანა ვერსად დავინახე და ანერვიულებული სახლში შევარდი.



№1  offline წევრი Optimist

გააგრძელე აუცილებლაად! მომეწონაა <3 :*

 


№2  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

ვაიმეე რა მძიმე მომენტი იყო.მალე დადე რა შემდეგი.ძაან მიყვარს ეს ისტორია
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№3  offline წევრი luna

დიდი მადლობა love ჩამოვედი და უფრო დიდ თავებს დაგიდებთ love

 


№4  offline წევრი nino(g)

vaime rogor velodi..gaagrdzdle da xota didi tavebi daade.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent