თუ ტკივილს ვერ განიცდი,ვერც სიყვარულისთვის გაიღებ ვერაფერს..(სრულად)
დრო გასულა. გადაკარგულა.. ამდენ ფიქრში,შემოდგომაც მოსულა. ცხრამეტი წლისა ვარ, თითქოს უკვე მეორე ნაბიჯებს ვდგამ, პირველის ნაცვლად.. მე კი, იმის მაგივრად, რომ ჩემი ქმრის სურვილი გავითვალისწინო, ჩვენი ჯერ არ დაბადებული ბავშვის სახელთან დაკავშირებით, დაუფიქრებლად ვარქმევ შენს სახელს.. იცი, სინდისის გრძნობა ძალიან მაწუხებს. ვიცი,რომ ასე ცუდად არ უნდა მოვქცეულიყავი, როდესაც ღმერთის წინ ფიცი დავდე, ჩემი ქმრის ერთგული ვიქნები სამუდამოდ-მეთქი, არადა, შენთვის უნდა დამედო ეს ფიცი. შენთვის უნდა გადმოებარებინა მამაჩემს ჩემი თავი, და ეთქვა, ერთადერთ ქალიშვილს გაბარებ და თვალის ჩინივით გაუფრთხილდიო. მერე,დროთა განმავლობაში, მივხვდი:სიყვარული არ არის, მოდიოდეს, შუბლზე ნაზად გკოცნიდეს.მიდიოდეს და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეთ ერთად. სიყვარულია, საავადმყოფოს კარებთან, დაჩოქილი, ღმერთს ევედრებოდე მისი თავი კიდევ ერთხელ გაჩუქოს.. სიყვარული ტკივილია, თუ ტკივილს ვერ განიცდი, ვერც სიყვარულისთვის გაიღებ ვერაფერს. შენც იცი, ბავშვობიდან მიყვარდა ცეკვა.. მომწონდა, როგორ ფარფატებდნენ ჰაერში ჩემი ოქროსფერი კულულები, რომლის მოფერებაც ძალიან გიყვარდა ხოლმე.. მომწონდა, როგორ იწვოდა ჩემი სხეული ენერგიით. მომწონდა, როგორ რითმულად ვაყოლებდი სხეულს მუსიკაზე.. მომწონდა, როგორ მიჩნდებოდა სიმწრისგან, უფერული ბურთულები შუბლზე, კიდურებზე. მომწონდა, როგორ მეკვეთებოდა ფეხები დაღლილობისგან, თუმცა მაინც არ ვწყვეტდი მოძრაობას. მომწონდა, ხალხის ერთდროულად გაკვირვებული და კმაყოფილი მზერა, როგორ შემომციცინებდა სახეზე. მომწონდა, ტანგო! მთაწმინდაზე ერთად, რომ ბევრჯერ გვიცეკვია. მერე, როდესაც ფეხებში ვეღარც დაღლილობა ვიგრძენი, ვერც ჩემი მოლივლივე ოქროსფერი თმა დავინახე, რომელიც უკვე შავად შეღებილიყო, ვეღარც სხეულის მოძრაობაზე რითმულად აყოლა შევძელი, მივხვდი! რომ, ყველაფერი დავკარგე, რომ მე მსხვერპლად დავუდე, სიყვარულს, რომ ყველაფერი წარსულმა წაიღო, მიივიწყა, და რომ მე საკუთარ თავს ცეკვის უფლება წავართვი.. მაგრამ, მაინც:ვისაც ტანგო შეყვარებულთან ერთად, მთაწმინდაზე, წვიმაში არ უცეკვია, ჩათვალეთ არაფერი გცოდნიათ, რომანტიკის შესახებ! *** ოცდაათი წელი, და იმის მაგივრად, რომ ჩემს ბიჭუნებს გაკვეთილების მომზადებაში დავეხმარო, და ჩემს ქმარს სამსახურში წასვლამდე საყვარელი კერძი დავახვედრო, მე ისევ შენზე ვფიქრობ! უკვე მივხვდი:სიყვარული არ უნდა ითხოვო, არც უნდა მოითხოვო, თავად სიყვარული უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ რწმენა მოგცეს. მაშინ სხვისი ბიძგიც აღარ დაგჭირდება! ძლიერი სიყვარული, თავად გაიკვლევს გზას! ჰეი, ანდრეი, მომეცი ხელი, გული, მხრები,თითები, მომე! გამოდი გარეთ, მალე-მეთქი! წამოდი, წამო. თორემ ამხელა შეგროვებულ სიყვარულს, ქარი წაიღებს, მიზეზთა და მიზეზთა გამო.. ვუყურებ ჩვენს ფოტოს. იქაც მოწყენილი ხარ, იცი? მე გეხუტები, შენ ძლიერად მეკვრი, თითქოს გეშინია, ჩემი თავი ვინმემ არ წაგართვას. ისე, რომ იტყვიან ქალური ლოგიკაო, მგონი შენ გამასწარი, მაგ საქმეში. წინასწარ გრძნობდი, ანდრეი?! რატომ არ მეუბნებოდი? იქნებ, რამე გამოსავალი გეეპოვა, გავქცეულიყავით ერთად იქ, სადაც ვერავინ დაგვაშორებდა. ნუ ხარ მოწყენილი, ანდრეი! დაიმახსოვრე, მე შენი ერთი გაღიმება იმაზე მეტად მაბედნიერებს, ვიდრე ჩემსკენ წამოსული ათასი ოვაცია.. მე შენ მახსოვხარ, და მემახსოვრები, ბოლომდე, სიკვდილამდე.. სამუდამოდ.. და, იმის იქითაც.. *** მახსოვს, როგორ მეუბნებოდი ორმოცდაათი წლისა რომ გახდები, და შვილიშვილები მოვლენ ჩვენთან სტუმრად,დავსვამ, და მოვუყვები ჩვენი სიყვარულის შესახებო. მახსოვს, განა, ამის დავიწყება შეიძლება?! ახლა,ამ წამს გადასცდა თორმეტს, და ორმოცდაათი წელი შემისრულდა.. უი,მოიცა! კარზე ზარია, ცოტახანში მოგწერ ანდრეი, ნუ მოიწყენ! მოვედი.. ჩემი შვილიშვილები იყვნენ. ვარდები მომართვეს და პატარა ტორტიც. ნიკომ მკითხა, ბებია, რამდენი წლის გახდიო, მე კი, ვერაფერი ვუპასუხე, რადგან მერე, აუცილებლად მომიწევდა ჩვენი ისტორიის მოყოლა.. იცი, როგორ მტკივა უშენობა ანდრეი? და მაინც, მირჩევნია, იმ უბადრუკ, საცოდაობას, დღევანდელი ახალგაზრდები რომ სჩადიან.. მოვალეობა, თუ რაც ჰქვია მაგას.. მარტო ამის გამო, რომ უყვარხართ, და რაღაც, ისევ ეს მტანჯველი სიყვარული მირჩევნია.. იცი? ჩემ ქმარს ვამჩნევ, რომ გული გაუცივდა ჩემ მიმართ. უკვე, კარგა ხანია, სარეცელს აღარ ვიყოფთ. მესმის მისი, განა არა? მეც ხომ არასდროს მყვარებია, უბრალოდ თავს მარტო ვგრძნობ, ხომ გესმის ჩემი? ისე, მარტოობაც მაშინ იგრძნობა ყველაზე მძაფრად, როცა ვინმეს ეხუტები, და შენს გულში, როგორც ოთახში, შემორბის პატარა ბიჭი, რომელიც სწრაფი მონაცვლეობით, ხან ცივ წყალს უშვებს ონკანიდან, და ხან ცხელს.. *** მგონი მხედველობაში დამაკლდა ცოტა. მაგრამ არაუშავს, ვის არ მოსვლია.. ხელებიც მიკანკალებს წერის დროს და მგონი ხელწერაც შემეცვალა. სულ მეუბნებოდი, ალვის ხესავით თლილი თითები გაქვსო.. ახლა დამიჭკნა, შემოდგომის ფოთოლივით ჩამოეკიდა ხის ტოტებს.. მაგრამ ვიცი, მაინც გიყვარვარ, სამოცი წლის დედაბერი.. მაგრამ ჩვენი გული, ხომ არასდროს ბერდება, ანდრეი.. ამდენი წელია გნატრობ, სიზმარშიც მხოლოდ შენ გხედავ.. ამბობენ, სიზმარი იმათია, ვინც რეალობაში უბედურია, რადგან იქ მაინც, იმ სამყაროში, თავს ბედნიერად გრძნობ. ის გეჩვენება, რაც გინდა, რომ რეალურად ხდებოდეს.. უკვე მეოთხე შვილიშვილი შემეძინა, იცი? რაღაცით გგავს, ან უბრალოდ ჩემი წარმოსახვის უნარია.. ალბათ იმიტომ, რომ მე-ნა-ტრე-ბი! აბა,ჩემო ძვირფასო, ათ წელში შევხვდებით.. **** სამოცდაათი წელი! ღმერთო ჩემო.. ძლივს გწერ, მაგრამ სიკვდილის წინ შემოგფიცე, ყოველთვის მოვნახავ შენთან დასაკავშირებელ გზას-მეთქი. წერილი კი, ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. თან, წერილი ხომ ყოველთვის პოულობს თავის ადრესატს. ვიცი, ახლა კითხულობ და გეღიმება. მე კი, როგორც მაშინ, საავადმყოფოს კარებთან დაჩოქილი ვევედრებოდი ღმერთს შენი სიცოცხლე გადაერჩინა, ახლაც ასე ვდგავარ, და ვთხოვ რომ შემიწყალოს, რომ ყველა ცოდვა მიმიტევოს და სამოთხეში, მასთან წამიყვანოს.. ვგრძნობ, ჩემი დრო მოვიდა და მიხარია, რომ გნახავ, ძვირფასო ანდრეი! რომ ამდენი ხნის ტკივილი საბოლოოდ დასრულდება.. „მათემატიკოსი ჩემს ტკივილს ასე აღწერდა:ჯამური ტკივილი კი არ მცირდებოდა, არამედ გამუდმებით იზრდებოდა, იმედის კლების პროპორციულად“ და მართალია, რომ თუ ტკივილს ვერ განიცდი,ვერც სიყვარულისთვის გაიღებ ვერაფერს. მოიცადე! რაღაცას ვხედავ.. შავი ჩრდილია.. მოიცა, ახლოვდება! ვერ ვარჩევ, ვინ არის?! მოიცადე.. ანდრეი, ნუთუ.. ნუთუ ეს შენ ხარ?! ღმერთო ჩემო, ანდრ... კავშირის დასასრული. ქაღალდი ამდენ ტკივილს ვეღარ უძლებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.