ვნება (მეშვიდე ნაწილი)
-ავადმყოფი ცოლის როლში ყოფნა არ მოგბეზრდა? -რას ამბობ,ყველაფერი ახლა დაიწყო,-თქვა და წაბორძიკდა -შენ რა მთვრალი ხარ?-ახლაღა დავაკვირდი ღვინისგან გაჟღენთილ სხეულს და გული ნერვიულად შემიტოკდა -არ მითხრა რომ შეწუხდი,მიეჩვიე,დღეიდან სულ ასე ვიქნები,-მითხრა და ბორძიკი შევიდა მისაღებში,სავარძელში ჩაესვენა და ისე ამოიხვნეშა,თითქოს შრომისგან დაქანცულიყო. -უკვე ვეღარ გცნობ,-მოჩვენებითი ტკივილით მივუგე და ოთახისკენ წავედი,მის ბურტყუნს ჩემამდე არ მოუღწევია,აღელვებული შევედი ოთახში,საწოლში შევწექი და საბანში გავეხვიე. ტკივილი,ტკივილი ყველგან ტკივილი,სადამდე შეიძლება ამის მოთმენა? სასჯელია დაწესებული ცოლი რომ გადაგიყვარდეს? გავეყრები და დავისვენებ. _ _ ყაზბეგში შებინდებულზე ჩავედით,რადგან გზაში ტაქსს ბენზინი გამოელია და კალონკამდე ღოღვით მივედით.დედა საშინლად იმედგაცრუებული დარჩა,მე კი სულაც არ მანაღვლებდა არაფერი,მთავარი იყო რომ ჩვენ უკვე ქალაქს მოწყვეტილი ადამიანები ვიყავით,ბუნებაში თავ-ამოყოფილი. -ორი ოთახი დავჯავშნე გუშინ და გასაღები მინდა,-მივმართე სასტუმროს მიმღებში მჯდარ გოგონას, -სახელი და გვარი?-მკითხა მან -ეკატერინე შენგელია,-ვუპასუხე და დაველოდე,იგი წამოდგა ,საკიდებიდან გასაღები ჩამოხსნა და მომაწოდა-მადლობთ,-მივუგე ღიმილით,მანაც გაიღიმა-ფულს ახლა ვიხდი თუ. . . -ახლა,-შემაწყვეტინა მან,მე ჩანთა გავხსენი და საფულე ამოვიღე,ზუსტად მქონდა გადანაწილებული ხარჯები,ფული ამოვიღე და გოგონას მივაწოდე -თავისუფალი ხართ,-გულთბილად მომიგო,როცა ფული გამომართვა,-ოთახამდე ჩვენი პერსონალი მიგაცილებთ,-დაამატა სანამ ჩამოვცილდებოდი და ვიღაც ფორმიან კაცს ანიშნა ჩემთან მოსულიყო. -წამობრძანდით,-თავაზიანად მომიგო მამაკაცმა-ბარგს მე წამოვიღებ,-ჩემოდნები გამომართვა და მე და დედას წინ გაგვიძღვა.იმდენად კარგად დაგვხვდნენ გაოგენბისგან ხმას ვეღარ ვიღებ.დედაც ძალიან ბედნიერია და გული სიხარულით მევსება,მის გაღიმებულ სახეს რომ ვუყურებ.მამაკაცმა მეორე სართულზე აგვიყვანა,სადაც ორი გვრძელი დერეფანია,მან მარცხენა მხარეს წაგვიყვანა და მეოთხე კართან გაგვაჩერა-ეს თქვენი ოთახია,-მითხრა მე,შემდეგ დედას მიუბრუნდა-მეხუთე კარი კი-თქვენი,-ჩემოდნები კართან დაგვიწყო და წავიდა.საჩქაროდ მოვარგე გასაღები კარს და გულის ფანცქალით შევაღე,ჩემოდან ხელი დავავლე და შევედი. ოთახში სითეთრეა გამეფებული,საწოლი თეთრი თეთრეულით,კედლები თეთრი აქა-იქ ლურჯი საღებავით,კარადები თეთრი რამდენიმე შავი ზოლით,ეს ყველაფერი იმდენად უცნაურია და იმდენ დადებით ემოციას იწვევს ჩემში,ახლაღა ვხვდები რომ თეთრი ჩემი სიმშვიდის ფერია.სასწაულად ეხამება თეთრ გადასაფარებელს მონაცრისფრო ბალიშები.ნეტავ,აბაზანა როგორია? ინტერესით ვაღებ კარს,მაგრამ სრულიად სხვა გარემო მხვდება,შავი იატაკი,ღია ფერის კედლებით, საშუალო ზომის თეთრ ჩარჩოში ჩასმული სარკით.ჩემ სახლთან შედარებით აქ ნამდვილი ფუფუნებაა,ზედმეტად სუფთა სუნმაც კი შეიძლება ცემინება დაგაწყებინოს.ჯაკუზის გვერდით საკიდზე პირსახოცი და ხალათიც კი ჩამოუკიდავთ.ნიჟარის ქვემოთ კუთხეში რეზინის ჩუსტებიც დაუწყიათ.ისეთი გაოგნებული ვათვალიერებ,თითქოს პატარა ბავშვი მისთვის ჯერ არ ნახულ სამყოფელში შეეყვანათო.ონკანი მოვუშვი და წყალი ხელის გულებში ჩავიგროვე,სახეზე შევისხი და ცოტა გამოვერკვიე,გონებაში დავალაგე ყველაფერი და მშვიდად გამოვედი აბაზანიდან. * * * -სასწრაფოდ მჭირდება ეკატერინეს ნომერი,-ჩავყვირე ყურმილში კოტეს -მხოლოდ სახელით როგორ გაიგო?-მკითხა გაოგნებულმა -არ ვიცი,რამე მოიფიქრე,უნდა დავუკავშირდე აუცილებლად. . ,მოიცა,სოციალურ ფსიქოლოგიაზე სწავლობს -სულ გააფრინე,-გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა-ეგ რას მოგვცემს,ერთი უნივერსიტეტი ხომ არაა ქვეყანაში -გადათვალე რამდენია სულ და სადაც კი ასწავლიან მაგ პროფესიას დაუკავშირდი და ჰკითხე თუ ჰყვათ სტიპენდიანტი გოგონა,სახელად ეკატერინე -რა იცი რომ კარგად სწავლობს? -ეკატერინე სხვანაირი ვერ იქნება. . . -მაგრად აფრენ,-შეწუხებულმა მითხრა კოტემ -გააკეთე რასაც გეუბნები,-მოთმინებას ვკარგავ უკვე -ვეცდები დაგეხმარო,მაგრამ ეჭვი მეპარება -ვთიშავ,-გავაფრთხილე სანამ ლანძღვაზე გადავალ -კარგი,-უკმაყოფილო ხმით მომიგო მან,აღარაფერი ვუთხარი,ტელეფონი გავთიშე და ინტერნეტს მივუჯექი,ძალიან რთულია მიაგნო ადამიანს,რომლის მხოლოდ სახელი და პროფესია იცი. მთელი დღე უაზროდ ვიძრომიალე საიტებზე,გულდაწყვეტილი ავდექი და აივნისკენ გავეშურე.ეკატერინეს პოვნა არ უნდა გამიჭირდეს,ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. აივნიდან მალევე შემოვბრუნდი,წყალი მომწყურდა,თუმცა სანამ ნიჟარამდე მივედი ტელეფონზე ატყდა ზარი. -კარგი ამბავი მითხარი,-აღებული არ მქონდა რომ მივახალე -ჩაიწერე,ბალია -რა?-გაოგნებისგან პირი დავაღე,-შე ვირიშვილო მაიმუნო,ასე მალე თუ იპოვიდი რაღას მალაპარაკე ამდენი -რომ იცოდე რამდენი ვეძებე,როგორც ჩანს არ შემცდარხარ ეკატერინე შენგელია სტიპენდიანტია,თანაც ერთადერთი -რა დროს ეგაა მიკარნახე ნომერი _ _ სასტუმროს ეზოში ჩრდილ ქვეშ,ჰამაკში ვარ ჩაწოლილი და რემარკს გულმოდგინედ ვკითხულობ,დედა მოშორებით მრგვალ მაგიდასთან ზის და გრილ ჩაის სვამს,თან ნეტარებით შემომყურებს და ხელებს ათამაშებს მაგიდაზე. ირგვლივ მარადმწვანე ხეების სურნელი ტრიალებს და ცოტახნით ,გადაშლილ წიგნს მკერდზე ვიდებ,თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ,თითქოს მინდა მთელი სხეული გამეჟღინთოს სუფთა სუნით,რომ დიდხანს გამყვეს სიამოვნება. ამის შემდეგ რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა,აღარ მინდა ამაზე ფიქრი,აუცილებლად გამოვასწორებ ყველაფერს,უბრალოდ ახლა არ უნდა ვიფიქრო და ვინერვიულო,თორემ საკუთარ თავს დასვენებას ჩავუშხამებ. ისევ ვახელ თვალებს და წიგნს ვუბრუნდები,მაგრამ ერთ წინადადებასაც ვერ ვასრულებ,რადგან ტელეფონზე შეტყობინება მომდის. “პუერი?“ ეს გაცნობის ახალი მეთოდია? “არა,გმადლობ“ მეტი პასუხი ვერ მოვიფიქრე.შეტყობინება მალევე მოვიდა “იმედი მაქვს არ გაბრაზდები და შენებურად გაიცინებ,თუ გეტყვი რომ მომენატრე“ რა სასაცილო ვინმეა,ჯერ მითხრას ვინაა და მერე ვიფიქრებ გავიცინო თუ არა. “სახელი თუ შეიძლება?“ უცნაურია,მაგრამ ამ ესემესის მერე გული ამიჩქარდა,ჰამაკიდან წამოვიწიე და ფეხები დაბლა დავაწყე. “დემეტრე,იგივე დაბოლილი ბულბული“ ესემესი რომ წავიკითხე სიცილისგან ლამის უკან გადავყირავდი. “საშინლად რომ ცეკვავს?“ “კი,ისევ გახსოვს?“ “მაგას რა დამავიწყებს,ყველაზე მოუხერხებელი ხარ“ “მადლობ“ “შიძლება გავიგო,სადან გაქვს ჩემი ნომერი?“ პასუხმა დააგვიანა,მე კი უკვე ოფლი მასხავს და ჰამაკიდან საერთოდ ვდგები,გაუაზრებლად მივდივარ ხესთან და გარს ვუვლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.