შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 28)


22-09-2016, 01:34
ავტორი Kristy
ნანახია 2 129

ლუკამ პირობა შეასრულა და მაშინვე დარეკა აკაკისთან; აუხსნა, რომ ლიზი შეშინებული იყო და არ უნდოდა მის ფსიქიკასთან ეთამაშა. აკაკი თავიდან ვერ იჯერებდა, რომ ლუკა სერიოზულად საუბრობდა წასვლაზე, მერე გაბრაზდა და მისი გადარწმუნება სცადა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა, დასთანხმდა და პირობა მისცა, რომ ამას მოაგვარებდა.
- ხვალ წავალ, რომ იქ ყველაფერი მოვაწესრიგო, მერე კი ყველაფერი დასრულდება. - უთხრა ბიჭმა ლიზის, როცა აკაკისთან საუბარს მორჩა.
- კარგი. - გოგონა მოეხვია და კოცნა დაუწყო. - გპირდები, დღეიდან ყველაფერი კარგად გვექნება.
- ყოველ ჯერზე ამას ამბობ ლიზი და მეც ყოველ ჯერზე მჯერა ეს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ახალი ულტიმატუმები მაინც ჩნდება.
- ძალიან მიბრაზდები?
- დაგპირდი, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც შენ გინდა. პირობას ვასრულებ და იმედია, შეცდომას არ ვუშვებ.
- არ ცდები, დამიჯერე.
დრო გადიოდა. ლიზიმ მუშაობა დაიწყო, ლუკამაც მოძებნა ახალი სამსახური და თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ მხოლოდ ჩანდა ასე. ლუკასთვის ერთი ჩვეულებრივი IT ტექნიკოსის მოსაწყენი სამუშაო საკმარისი არ იყო, ძველი სამსახური ენატრებოდა, აქტიური სამუშაო პროცესითა და მეტი უფლება-მოვალეობებით. თუმცა ცდილობდა ლიზის თანდასწრებით ეს არ შეემჩნია, ცხოვრების ახალ ეტაპზე იყვნენ და ახალი პრობლემები არ უნდოდა. გოგონა ისევ უყვარდა, მაგრამ გული მაინც სტკიოდა, რადგან მეუღლესთან თავისუფლად ვერ საუბრობდა, ვერ უყვებოდა გულისნადებს, საკუთარ თავში ჩაიკეტა და ეს მის მდგომარეობას უფრო ამწვავებდა.
ლიზი ბედნიერი იყო, ყველაფერი ჰქონდა რაზეც ოდესმე უოცნებია: მოსიყვარულე და ყურადღებიანი მეუღლე, რომელიც ყველა სურვილს უსრულებდა, სასურველი სამსახური და კარგი სამეგობრო; მერისაც შეურიგდა და მამასთანაც დაალაგა ურთიერთობა. მის ცხოვრებაში ყველაფერი ლაგდებოდა და ამ ახალი დასაწყისისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა. განსხვავებული სამუშაო გრაფიკების გამო, ლუკას იშვიათად ხედავდა, ამიტომ ერთ დღესაც გადაწყვიტა მისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და სახლში ადრე მივიდა.
- ლუკა, სახლში ხარ? - დაუძახა მეუღლეს სახლში დაბრუნებულმა ლიზიმ. - საყვარელო, მოვედი.
- ლიზი? - ლუკასთან ერთად ოთახში აკაკი და ანა-მარია იყვნენ და რაღაც საკითხს გულმოდგინედ განიხილავდნენ.
- ჰო, მე ვარ. - მათმა დანახვამ ლიზი გააოცა. - აქ რა ხდება?
- არაფერი. - დაიბნა ლუკა. - ადრე მოხვედი.
- უფლება არ მქონდა სახლში დროზე ადრე მოვსულიყავი? ხელს ხომ არ გიშლით? უკან ხომ არ გავბრუნდე?
- მისმინე ლიზი, მე უბრალოდ...
- ლუკა, მართლა წამოხვედი სამსახურიდან თუ უბრალოდ მე მითხარი ასე? - სიტყვა გააწყვეტინა ლიზიმ.
- მართლა წავიდა. - თქვა აკაკიმ და წამოდგა. - გამარჯობა ლიზი. იქნებ ჯერ მოვიკითხო მაინც, არ მახსოვს, რომ მტრებად დავშორდით.
- აკაკი. - ლუკამ კაცს საყვედურით გახედა.
- ნუ ღელავ, - გააგრძელა კაცმა. - განსაკუთრებული არაფერია, მხოლოდ კონსულტაციას გვიწევს.
- დიდი ხანია კონსულტანტი ხარ? - ისევ ლუკას მიუბრუნდა ლიზი.
- მხოლოდ ახლა.
- გასაგებია. - თქვა გოგონამ და ზემოთ ავიდა.
- ეს სულ ასე იქცევა?
- მარტო მაშინ, როცა რაღაც არ მოსწონს. - ხუმრობა სცადა ლუკამ. აკაკიმ ბიჭი ინტერესით აათვალიერა და სხვათაშორის თქვა:
- კაცს ცოლი უნდა უყვარდეს, ქალი კი პატივს სცემდეს.
- ვიცი აკაკი.
- მართლა? არ ჩანს, რომ იცი.
- და რა ვქნა აკაკი?
- ბიჭო, არიქა არ ვაწყენინოო და ყველაფერზე თავი დაუხარო, კაცობა გგონია? ასეთი არ მახსოვხარ. სად გაქრა შენი შეხედულებები ცოლ-ქმრობაზე?
- რეალობაში. - საცოდავად გაიღიმა ბიჭმა.
- მომიყვები რა ხდება?
- შევცდი აკაკი... როცა ის დავიჯერე, რაც მსურდა. - ლუკამ კეფაზე მოისვა ხელი და ნერვიულად განაგრძო. - არ ვუყვარვარ... ზოგჯერ მგონია, რომ ამას თვითონაც ვერ ხვდება.
- მაშინ ცოლად რისთვის გამოგყვა?
- მგონია, რომ უბრალოდ თავისი ძველი ცხოვრება მობეზრდა და გადაწყვიტა რაღაც ახალი ეცადა, რადგან ხვდებოდა, რომ უპირობოდ მიყვარდა.
- და რას აპირებ?
- ეს მე დავიწყე აკაკი, როგორც არ უნდა იყოს, მის გვერდით ვიქნები. დრო ყველაფერს გაარკვევს.
- შვილი რომ გეყოლებათ მერე გვიან იქნება.
- უკვე გვიანია და რომც არ იყოს, არაფერს შევცვლიდი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მიყვარს აკაკი.
- ნუ გამაგიჟებ ბიჭო...
- აკაკი, გთხოვ. - გააწყვეტინა ლუკამ.
- კარგი. - თქვა კაცმა და ანა-მარიას მიუბრუნდა. - წავედით. როგორც ჩანს, სხვაგან მოვხვდით.
ლუკამ სტუმრები გააცილა და სახლში შემობრუნდა. აკაკის სიტყვებმა თითქოს დიდი ხნის წინ დავიწყებული ჭრილობა გაუხსნა, თავიდან ასტკივდა თითოეული ნაკერი, თითოეული ნათქვამი და უთქმელი სიტყვა, იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა და იმაზე დაფიქრდა, რად იქცა მისი სიყვარული. ახლა თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა ერქვა მათ კავშირს, ყურში კი გამუდმებით ჩაესმოდა სიტყვები, რომლებსაც ყველა იმეორებდა, „თქვენ ერთად მაინც ვერ იქნებით“ო. ძალა მოიკრიბა, მოჭარბებული გრძნობები უკუაგდო და ლიზის ააკითხა; კარი ჩაკეტილი დახვდა.
- ლიზი, აქ ხარ?
- ჰო. - მოისმა ყრუ ხმა ოთახიდან.
- გამიღებ პრინცესა?
- ახლა არ მინდა შენთან საუბარი ლუკა.
- მარტო ამ ჯერზე დავეხმარე, რთული საქმე იყო.
- არ მინდა ამის მოსმენა, არც იმაზე ფიქრი მინდა, კიდევ რამდენი რთული საქმე ექნებათ. მეგონა იმ ცხოვრებას თავი დავაღწიეთ, მაგრამ როგორც ჩანს, შენ ყოველთვის ვალში იქნები აკაკისთან და ვერასდროს ეტყვი უარს, როცა დასჭირდებით.
- კარი გამიღე ლიზი. მოდი ვილაპარაკოთ ამაზე, კარგი?
- არ მინდა! - გამოსძახა გოგონამ. - სხვათაშორის, სამსახურში გაგვიანდება. თუ რა თქმა უნდა ისევ გაინტერესებს ეგ სამსახური.
ლუკა მიხვდა, რომ ახლა ვერაფერს გააწყობდა, ამიტომ გადაწყვიტა გოგონასთვის სივრცე მიეცა, თვითონ კი სამსახურში წავიდა. ფიქრობდა, საღამოს დაველაპარაკები, როცა გადაუვლის და უფრო მშვიდადაც მოვაგვარებთ ამ უთანხმოებასო. მთელი დღე მოუსვენრად იყო, მისთვის სათქმელ სიტყვებს ეძებდა და იმის გაფიქრებაზე, რომ მეუღლესთან სასაუბროდ ტექსტის წინასწარ მოფიქრება უწევდა, მწარედ ეღიმებოდა. სახლში რომ დაბრუნდა, ლიზი არ დახვდა. გაუკვირდა, ასეთ დროს სად უნდა იყოსო და ტელეფონზე დაურეკა, გათიშული იყო, ახლა კი სერიოზულად ანერვიულდა. ლიზის კარგად იცნობდა, ამიტომ მამამისს დაურეკა.
- გამარჯობა ბატონო თამაზ, ლიზი თქვენთანაა?
- ჩემთანაა. - უცნაური ტონით გასცა პასუხი კაცმა.
- შეიძლება ველაპარაკო? ტელეფონი გათიშული აქვს.
- ალბათ იმიტომ, რომ ჩემს გოგონას შენთან საუბარი არ უნდა. - თქვა კაცმა და ყურმილი დაკიდა.
ლუკამ სახლში მიაკითხა. კარი ისევ ლიზის მამამ გააღო და როგორც კი ბიჭი დაინახა, მისი მიხურვა სცადა, მაგრამ ლუკამ ამის ნება არ მისცა.
- უნდა ველაპარაკო. - თქვა მან.
- არ უნდა!
- ვალდებულია დამელაპარაკოს. თუ მას არ ვნახავ, აქედან არ წავალ.
- ვალდებული? შენ რა, ჩემი ქალიშვილი შენი საკუთრება ხომ არ გგონია?
- თქვენთან ჩხუბი არ მინდა ბატონო თამაზ. ძალიან გთხოვთ, დაუძახეთ ლიზის.
- მას ვერ ნახავ! კარს მოშორდი! - ხელი კრა კაცმა და კარები დახურა.
ბიჭი იქვე კარებთან ჩამოჯდა. სკანდალის მოწყობა არ სურდა და გადაწყვიტა დალოდებოდა, ფიქრობდა, როცა ნახავს, რომ არსად მივდივარ, დამელაპარაკებაო; წუთები საათებად იქცნენ, მაგრამ ლიზი არ ჩანდა. ბიჭი საათს დასჩერებოდა და იმის დაჯერება არ სურდა, რომ გოგონა, რომელიც ცოლად მოიყვანა, ნებას მისცემდა მთელი ღამე აქ გაეტარებინა. ამ ფიქრებში დაათენდა კიდეც.
- შენ რა, მთელი ღამე აქ იჯექი? - კარი გააღო კაცმა.
- ჰო, აქ ვიჯექი ბატონო თამაზ. ახლა შეიძლება ვნახო?
- არა! რით ვერ გაიგე, რომ არ უნდა შენი ნახვა?
- ეს პასუხი არ არის.
- ჩემთვის არის!
- რა გითხრათ? - ლუკა კაცისკენ შებრუნდა. - ჩემგან წამოსვლა რით ახსნა?
- ახსნა არ მითხოვია.
- რატომ ბატონო თამაზ?
- იმიტომ, რომ არ აქვს მნიშვნელობა.
- დამიჯერეთ, აქვს! - თქვა ბიჭმა და წამოდგა. - შემიშვით ბატონო თამაზ.
- ფეხი არ მოიცვალო! - უყვირა კაცმა.
- კარგი, აქ დაველოდები. სამსახურში ხომ წავა, არა?!
- ერთი თვით სამსახურიდან დაეთხოვა, ასე რომ ვერ ნახავ. რაც მალე შეეგუები ამ ფაქტს, ორივესთვის უკეთესი იქნება.
- ასე არ შეიძლება. მას არ აქვს უფლება ასე მომექცეს!
- უკვე მოგექცა! - მტკიცედ თქვა კაცმა და სახლში შებრუნდა. - მორჩა, წადი აქედან! პრობლემებს ნუ შექმნი.
ლუკა არსად წასულა, ისევ სცადა ლიზისთან დარეკვა, მაგრამ როგორც წინა დღეს, ტელეფონი გათიშული ჰქონდა. უცებ მერის ხმა მოესმა და მის სახლს გახედა: ქალი შვილებს სადღაც აცილებდა, ბავშვები იცინოდნენ და მის ირგვლივ დარბოდნენ, მერე კაციც გამოჩნდა, ერთმანეთს გადაეხვივნენ და მამამ ბავშვები სადღაც წაიყვანა. ქალი ერთხანს იდგა და მიმავალ მანქანას გასცქეროდა, მერე მობბრუნდა და სახლში შესვლას აპირებდა, როცა ლუკას მოჰკრა თვალი.
- აქ რატომ ზიხარ სიძე ბატონო? - გამოელაპარაკა ქალი.
- ლიზის ველოდები.
- გარეთ? - ქალმა ლუკა შეათვალიერა. - მოიცა რა მოხდა, რა სახე გაქვს?
- გუშინ სახლიდან წავიდა მერიკო, მიმატოვა.
- რაო? მე მაგას ვუჩვენებ. - ქალმა კარებზე დააკაკუნა.
- წადი ლუკა. - ამჯერად ლიზიმ გამოსძახა სახლიდან. - არ მინდა შენთან საუბარი!
- მე ვარ ქალბატონო და ჰო, ლუკაც აქაა. ახლავე გააღე!
- მერიკო, არ ჩაერიო, გეხვეწები.
- არ ჩავერიო? ეს ბიჭი გაგდებული ძაღლივით კარებთან ზის, სინდისი შეგრჩათ საერთოდ?
- მერიკო, დამანებე თავი! არაფერი იცი!
- არც მაინტერესებს! ის ვიცი, რომ შენი კიდევ ერთი კაპრიზია. ახლავე გააღე! იცოდე, ასე ვაკაკუნებ, სანამ არ გააღებთ.
- შვილო, აქ მოდი. - გაისმა კაცის ხმაც.
- ამ უსინდისოებს შეხედე რა. - ქალი გვერდით მიუჯდა. - შენ როგორ ხარ?
- როგორც მიტოვებული კაცი უნდა იყოს. - შორიახლოს სირენების ხმა გაისმა.
- ესენი სადღა მიდიან. - ჩაილაპარაკა ქალმა.
- აქ მოდიან მერიკო. - თქვა ლუკამ, როცა საპატრულო მანქანა კარებთან გაჩერდა. - მე მომაკითხეს.
- შენ?
- როგორც ჩანს, სახლის პარტონებს მყუდროება დავურღვიეთ.
ოფიცერი ზანტად გადმოვიდა მანქანიდან, ამ დროს კარიც გაიღო და ლიზის მამა თამაზი მის შესახვედრად გაემართა. პოლიციელმა „ბატონი მოსამართლის“ საჩივარი მიიღო და ლუკას სთხოვა გაყოლოდა. მერი მის დაცვას ცდილობდა და პოლიციელს ემუქრებოდა, მიკერძოებულობისთვის გიჩივლებთო. ლუკამ ქალი დაარწმუნა, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა და პოლიციელს უსიტყვოდ გაჰყვა. რადგან პირველი შემთხვევა იყო, ადმინისტრაციული ჯარიმითა და 24 საათიანი პატიმრობით შემოიფარგლნენ.
მეორე დღეს ლუკა ისევ იქ იყო, საიდანაც წაიყვანეს: ლიზის ფანჯრის ქვეშ იჯდა, ხელები მუხლებზე შემოეწყო და ფანჯარას იმ იმედით გასცქეროდა, იქნებ ერთი წამით მაინც გამოიხედოს და თვალი მოვკრაო. იმედს არ კარგავდა, რომ გოგონას გული მოულბებოდა და დალაპარაკების საშუალება მიეცემოდა. ხვდებოდა, რომ უკანასკნელ იმედს ეპოტინებოდა და სწორედ ამიტომ, მთელი ძალებით ცდილობდა მის შენარჩუნებას.
- როგორც იქნა გიპოვნე ლუკა. - თავზე წაადგა საბა, ანაც მასთან იყო. - გაგიჟდი, აქ რას აკეთებ?
- სხვაგან სად უნდა ვიყო?
- ლიზიმ დაგვირეკა, გვითხრა გუშინ რაც მოხდა.
- ანუ თქვენთან იჩივლა?
- არა, გვითხრა, წაიყვანეთ სანამ მამა ისევ დარეკავს პოლიციაში და მართლა დაიჭერენო. ხომ იცი, რომ აქ ყოფნის უფლება არ გაქვს?
- გამოდის, ჩემზე ზრუნავს, არა? - ბიჭის ხმაში მტკივნეული ირონია შეიმჩნეოდა.
- გვითხრა, რომ ამ სახლთან მოახლოებაც კი აგეკრძალა. ამას რატომ აკეთებ ლუკა? წამოდი, სახლში წაგიყვანთ.
- ამ ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ის ქალბატონი არ გამოვა და დამელაპარაკება ამ კარს მიღმა მშიშარასავით რომ მემალება! - რაც შეეძლო ხმამაღლა თქვა ბიჭმა, რომ სახლში გამოკეტილი გოგონასთვის ხმა მიეწვდინა.
- შენ გიჟი ხარ თუ ავადმყოფი? ახლავე დატოვე აქაურობა! - სახლიდან გამოვიდა ლიზის მამა.
- არა! - უპასუხა ლუკამ ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს.
- გიმეორებ, ახლავე წადი!
- თორემ რა? ისევ პატრულში დარეკავთ? - ბიჭმა აცრემლებული თვალებით შეხედა კაცს. - მაშინ დარეკეთ, რადგან მხოლოდ ისინი თუ წამიყვანენ აქედან!
- ჩაგსვამენ ბიჭო.
- თქვენც ხომ ეს გინდათ?!
- მე არაფერი მინდა, მხოლოდ ჩემს შვილს ვიცავ!
- და ჩემს ინტერესებს ვინ დაიცავს? მესმის, რომ თქვენი პრიორიტეტი ლიზია, მაგრამ იქნებ სცადოთ და ერთხელ მეც გამიგოთ. თავზე მადგახართ და თქვენს შვილს ისე იცავთ ჩემგან, თითქოს მისთვის რამის დაშავება მინდა. როდის გაიგებთ, რომ მე ის მიყვარს?
- თუ მართლა ასეა, მის სურვილს პატივი ეცი და გაუშვი!
- არა, ასე არა!
- რას ნიშნავს ასე? აბა როგორ? რას ითხოვ მისგან?
- უნდა ამიხსნას, უნდა მითხრას რატომ... იმას მაინც ვიმსახურებ, ვიცოდე ასე მოულოდნელად რატომ წავიდა.
- მას არ უყვარხარ, გაიგე ეს.
- მაშინ თვალებში ჩამხედოს და მითხრას, რომ ახლა მტოვებს, რომ ასე მტოვებს... ეს არ დამიმსახურებია! - ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო და კაცს მზერა მოარიდა.
- ციხეში დაბრუნება გინდა შვილო?
- შვილს ნუ მეძახით! - გაბრაზდა ლუკა. - ასე რომ იყოს ახლა აქ არ ვიდგებოდით და ამ თემას ქუჩაში არ გავარჩევდით... და არა, არ მინდა იქ დაბრუნება. მე მხოლოდ მასთან საუბარი მინდა.
- ხუთ წუთს გაძლევ, რომ აქედან წახვიდე, მერე პოლიციაში ვრეკავ. - თქვა კაცმა და სახლში შებრუნდა.
- ხუთი წუთი! გაიგონეთ? ხუთ წუთს მაძლევს, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სანაგვეზე მოვისროლო.
- ლუკა, გთხოვ, წავიდეთ. - მისი წამოყენება სცადა საბამ. - მდგომარეობას ნუ გაირთულებ.
- დამანებე თავი საბა! - თავიდან მოიშორა ბიჭმა. - ფეხს არ მოვიცვლი, გასაგებია? რას იზამს, ჩემს თავს მართლა დააჭერინებს? დაე, ასე იყოს! ამ შემთხვევაში, ჩემს კითხვებზე მაინც მექნება პასუხები.
- ჯანდაბა ლუკა, როგორ ხარ ასეთი ჯიუტი?
- სიჯიუტე რა შუაშია? - თვალები ისევ აუცრემლდა ბიჭს. - აქ არის ჩემი ცხოვრება... ჩემი სიმდიდრე, ჩემი ბედნიერება აქ არის, ამ კარს მიღმა... მე სად უნდა წავიდე?
- კარგი, - დანებდა საბა, როცა დარწმუნდა, რომ ვერაფრით დაიყოლიებდა. - მაშინ ჩვენც აქ დავრჩებით!
- არა, თქვენ წადით! - იუარა ბიჭმა. - დარწმუნებული ვარ, უკეთესი გეგმები გქონდათ დღეისთვის, ვიდრე ჩემნაირ უიღბლოსთან ერთად ბორდიურზე ჯდომაა.
- არც იფიქრო, - თქვა ანამ და გვერდით მიუჯდა. - აქ არ მიგატოვებთ!
- კარგი, რა აზრი აქვს, ხუთ წუთში მაინც პოლიციაში რეკავს, ხომ გაიგეთ? - მწარედ გაიცინა ლუკამ და თავი ხელებში ჩარგო.
ლიზის მამამ პირობა შესარულა და როგორც კი დარწმუნდა, რომ ლუკა წასვლას არ აპირებდა, დაპირებული დროის გასვლისთანავე დარეკა პოლიციაში. რამდენიმე წუთში პატრული ადგილზე იყო და სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა.
- ლუკა ოქრიაშვილი რომელია? - იკითხა ოფიცერმა.
- მე ვარ. - ირონიული ღიმილით თქვა ლუკამ და ხელი ასწია, მერე წამოდგა და საკუთარი ფეხით მივიდა საპატრულო მანქანასთან.
- თქვენზე საჩივარი შემოვიდა სახლის პატრონისგან.
- ნუთუ მართლა?! - გაოცებული სახე მიიღო ლუკამ, მერე ოფიცერს მხარზე ხელი დაჰკრა და მანქანაში ჩაჯდა.
ანა და საბა პატრულის მანქანას გაყვნენ. საბა ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა მეგობარს როგორ დახმარებოდა, ანამ ურჩია აკაკისთვის დაერეკა. ნახევარ საათში აკაკი უკვე განყოფილებაში იყო და ოფიცერს ესაუბრებოდა. საუბარს რომ მორჩა, საბას მიუბრუნდა:
- ნუ ღელავთ, მე მივხედავ. კარგია, რომ დამირეკეთ.
- ლუკას გამოუშვებენ? - იკითხა ანამ.
- მას მე მივხედავ, სახლში წადით ბავშვებო. - თქვა კაცმა და წასასვლელად მოემზადა.
- ლუკასთან მიდიხართ? შეიძლება ჩვენც წამოვიდეთ? - სთხოვა საბამ.
- არა, სახლში წადით.
ლუკა თავჩაღუნული იჯდა ოთახის სიღრმეში, ხელები კისერზე ჰქონდა შემოწყობილი და ფიქრებით სადღაც სხვაგან იყო. აკაკი მიუახლოვდა, სკამი ახლოს მიაჩოჩა და მის წინ დაჯდა, ბიჭს არ შეუმჩნევია. კაცმა მხარზე ხელი მოჰკიდა და ძლიერად შეანჯღრია:
- ხარ ჩვენთან?
- აკაკი, აქ რას აკეთებ?
- რას უნდა ვაკეთებდე? როგორც ყოველთვის, შენი ტრ*კის გადარჩენას ვცდილობ.
- ამჯერად არ გამოვა.
- შეწყვიტე სულელივით მოქცევა და კარგად მომისმინე, ახლა აქედან გაგიყვან, მაგრამ იმ სახლთან მიახლოება კი არა, ამაზე ფიქრიც კი არ გაბედო, გასაგებია?
- არ არსებობს!
- ნუ მეკამათები ლაწირაკო! - სწრაფად შეაწყვეტინა აკაკიმ. - სახლში წახვალ და გამოიძინებ, მერე მეც მოგაკითხავ, სალაპარაკო გვაქვს!
- არ მინდა ძილი.
- აბა რა გინდა? აქ დაგტოვო?
- დამტოვე აკაკი!
- ვინ გაგზარდა ასეთი გიჟი, ჰა?
- საქმეც ისაა, რომ არავის გავუზრდივარ.
- მორჩი ლუკა, უმადური ნუ იქნები და მუდამ ცუდს ნუ გაიხსენებ.
- და რა გავიხსენო აკაკი? ჩემს ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ასე მთავრდება?!
- თუ წასვლა უნდა გაუშვი! რადგან ვერ ხვდება, ვინ ხარ მისთვის და არ გაფასებს, ე. ი. შენი ღირსიც არ ყოფილა!
- არ შემიძლია მისი გაშვება აკაკი, არა ახლა და არა ასე... როგორ არ გესმის?
- ამასაც გადაიტან, აი ნახავ.
- არა, - თავი გააქნია ბიჭმა. - ნუ გამიყვან აქედან აკაკი, მაინც იქ მივალ.
- მოიშორე ეს უაზრო სიჯიუტე სულელო ბავშვო! - უყვირა კაცმა. - ნუ იქცევი უაზროდ! აქ როგორ დაგტოვო?
- თითქოს არასდროს გაგიკეთებია! - საყვედურით თქვა ბიჭმა, რომ გაებრაზებინა და აკაკისგან დამსახურებული სილაც მიიღო. ოთახში დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა.
- არასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, რომ მაშინ იმ წყეულ ადგილას დაგტოვე. - აკაკიმ ბიჭის სახე ხელებში მოიქცია. - წარსულის შეცვლა არ შემიძლია ლუკა, მაგრამ ახლა შემიძლია დაგეხმარო და ამას გავაკეთებ კიდეც, შენი გამოკეტვაც რომ მომიხდეს, გასაგებია?
- რატომ არ მიდიხარ აკაკი? რატომ არ მტოვებ?- ატირდა ბიჭი.
- რას მეკითხები ბავშვო, სად უნდა წავიდე?
- ყველა მიდის! არ ვიცი, ხალხს ვაშინებ, თავს ვაბეზრებ თუ რამე უარესი, მაგრამ ყველა მიდის... შენ რატომ რჩები?
- იმ სულელი გოგოს წასვლა არ ნიშნავს, რომ ყველა გტოვებს ლუკა.
- ჯერ დედა წავიდა... მერე მამა გავაქციე ჩემი უაზრო ქცევით... მეგობრებიც, ნათესავებიც... - ბიჭი ნერვიულად ისრესდა ხელს და სკამზე საქანელასავით ირწეოდა. - მერე ბებოც წავიდა... ახლა ლიზი... ვინ არ წასულა აკაკი?
- მე! - ამაყად თქვა აკაკიმ და მხარზე ხელი დაადო. - ჯერ კიდევ გყავს მეგობრები და თანამშრომლები, რომლებსაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ. ყველაფერი არ დაგიკარგავს.
- მაგრამ აკაკი, ის იყო ჩემი ყველაფერი!
- მესმის ჩემო ბიჭო, მესმის... ესეც გაივლის.
- ვერ დავივიწყებ!
- ვიცი. შენ ის გიყვარს და მეც საკმარისად კარგად გიცნობ, რომ ვიცოდე, როგორი სიყვარული შეგიძლია. - აკაკიმ ბიჭს სიბრალულით შეხედა. - არ მოგატყუებ შვილო, შენნაირ ადამიანებს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ და მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ მას ვერასდროს დაივიწყებ... მისი გაშვება ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება შენს ცხოვრებაში, მაგრამ გავა დრო და ამ ტკივილთან ერთად ისწავლი ცხოვრებას!
- და თუ არ მინდა ასე ცხოვრება?
- არჩევანი არ გაქვს!
- რატომ აკაკი? რატომ ხდება, რომ როცა მგონია ყველაფერი დალაგდა და როგორც იქნა ბედნიერი ვარ-თქო, მოულოდნელად ყველა გეგმა თავზე მენგრევა?
- ცხოვრებას რას გაუგებ ჩემო ბიჭო?! შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, ახლა კი დროა ბრძოლა შეწყვიტო!
- როგორ გავაკეთო ეს?
- ბრძენმა ყოველთვის იცის, რისთვის იბრძოლოს და სად შეჩერდეს, რომ არც საკუთარი თავი დააზიანოს და არ ის, ვისთვისაც ჰგონია რომ იბრძვის.
- არ მინდა ბრძენი ვიყო აკაკი.
- მაგრამ ხარ!
თითქოს ყველა კითხვას გაეცაო პასუხი, წამით ორივე გაჩუმდა. ლუკა მის წინ მჯდომ კაცს დაჟინებით ჩასცქეროდა თვალებში, ცდილობდა მათში თუნდაც მცირე ეჭვი ან უნდობლობა აღმოეკითხა, რაც მის სიტყვებს გააქარწ....ბდა, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. ჩამოწოლილი დუმილი ისევ აკაკიმ დაარღვია:
- აბა რას იტყვი, მივდივართ აქედან?
- ჰო. - ძლივს გასაგონად თქვა ლუკამ და წამოდგა.
აკაკი ხედავდა, რომ ბიჭი განადგურებული იყო, მაგრამ იცოდა, საბოლოოდ რომ არ დაეკარგა, მისთვის საკუთარი თავის შეცოდების უფლება არ უნდა მიეცა. პოლიციის შენობა სწრაფად დატოვეს. კაცი დისტანციას იცავდა და მკაცრად ესაუბრებოდა, წასვლამდე გააფრთხილა პირდაპირ სახლში მიდი და დამელოდეო, მერე ბიჭი ქუჩაში დატოვა და თავის გზას გაუდგა.



№1 სტუმარი Mm

Aiii dzalian momeshala nevrbi martla ra ratoimeteb am bichs amdeni tkviliatvis ? An im gogos raga mouvida xo uyvarda . ubralod usamartlobaaa .imedia isev daabruneb dzvel lizis

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Vaime exla ROM lizi AQ myavdes geficebi vcemdi.neta lizi ROM mixvdeba mid danashauls mere lukam ar miigos kargi iqneba ise unda datanjos rogorc lizi tanjavda.sazizgari
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი SillyGirl

lukam rom lizi miigos da apatios yvelaze shteri adamiani iqneba dedamiwaze. dzalian uazro gogoa nervebi momishala siyvarulis azrze araa sxva ra unda tqva, luka lizize uketess umsaxurebs . tu lizi mixvdeba tavus danashauls da luka apatiebs dzaan sisulele iqneba.
dzalian kargad wer , warmatebe i <3

 


№4 სტუმარი makukuna

ხომ ვთქვი, არაა? არ უყვარს, ან ვერ ხვდება რა უნდა საერთოდ. მოაშორე აქედაე ეს ლიზი მამამისიანად. არ არის ლუკას ღირსი. მარა ავტორ, ეს გოგო კაი სულელია, მივხვდით უკვე, მარა ამ ბიჭს რატოღა ასულელებ. არ გავდა ლუკა ეგეთს, ასე პატარა ბიჭივით ატირებულიყო და ასეთი სუსუტი და სულელური ქცევები გამოემღავნებია. მოკლედ, შენ როგორც გინდა ისე დაწერე, მარა თავიდან სულ განსხვავებული წარმოდგენა შეგვიქმენი ლიზიზეც და ლუკაზედ და ახლა სულ შეცვალე ორივე. ლუკამ რო ლიზი დაბრუნოს, ყოველშემთხვევაში, უპირობოდ, პირველივე თხოვნაზე, ახლა ხომ შტერი გამოდის, მაგრამ კიდევ უფრო შტერი ბიჭი გამოვა. ნუ დაგვაკარგვიებ შენს გმირებზე ასე წარმოდგენას ავტორო.

 


№5 სტუმარი makukuna

არავინ არ ამბობს, რომ უნდა გაუშვას. უნდა იბრძლოს რადგან უყვარს და უნდა დაიბრუნოს. მაგრამ ეს ბრძოლა უნდა იყოს კაცური. აკაკიც სწორს ეუბნება და მერიც. და არა ასეთი, როგორც ახლა თვითონ იქცევა. არ ვიყავით მიჩვეული მისგან ასეთ სისუსტეებს და არ მომწონს. ის არგუმენტი, რომ სიყვარული ასეთი სისუსტეების გამოვლენის მიზეზია, ჩემთან არ ჭრისbowtie

 


№6 სტუმარი makukuna

Kristy
makukuna
არავინ არ ამბობს, რომ უნდა გაუშვას. უნდა იბრძლოს რადგან უყვარს და უნდა დაიბრუნოს. მაგრამ ეს ბრძოლა უნდა იყოს კაცური. აკაკიც სწორს ეუბნება და მერიც. და არა ასეთი, როგორც ახლა თვითონ იქცევა. არ ვიყავით მიჩვეული მისგან ასეთ სისუსტეებს და არ მომწონს. ის არგუმენტი, რომ სიყვარული ასეთი სისუსტეების გამოვლენის მიზეზია, ჩემთან არ ჭრისbowtie


ცრემლი არ არის სისუსტის ნიშანი, ჩემო კარგო და ბოლო თავში ვეცდები ეს დაგანახოთ... ლუკა მიჩვეულია, რომ ყველაფრის შედეგი აკონტროლოს, ახლა კი ვერაფერს ცვლის და ეს უძლურების განცდას უტოვებს, რეაქციაც შესაბამისია, თუმცა ბოლო თავში ნახავთ, რომ ისეთივე ძლიერია, როგორიც იყო.



ცრემლი არ მიგულისხმია, ცრემლი და ტირილი შეიძლება. სახლის წინ ეს უაზრო ჯდომა არ მომეწონა, თან ამდენჯერ. ამის აზრი ვერ დავინახე. თან ეუბნება გოგო, რომ არ უნდა მასთნ ლაპარაკი. ამ ფორმით ჯიუტობა ჩავთვალე სისუსტედ და სისულელედ ლუკას მხირდან.

 


№7 სტუმარი Magda

სხვების რა გითხრა, მაგრამ მე მომწონს ლუკა, მომწონს როცა შეუძლია იყოს ასეთი ძლიერი ცხოვრებაში და ასეთი სუსტი როცა საქმე სიყვარულს ეხება. ჩემი აზრით თუ ნამდვილი სიყვარული არ გამოგიცდია ამას ვერ გაიგებ. ძალიან მანტერესებს ის მიზეზი რის გამოც ასე თავგამოდებით იბრძვის ახლაც, როცა უკე თვითონაც ხვდება რომ ლიზი ხელიდან წავიდა. ვაფასებ მას როგორც მამაკაცს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ოჯახის გადასარჩენად. ძალიან კარგად წერ და ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ ისტორიიდან. მადლობა რომ ხარ და მოუთმენლად ველი ბოლო თავს. მაგრამ არ მჯერა რო მთავრდება, არ მინდა

 


№8 სტუმარი მიკა

Vaimee luka rogor mabrazeeeb.. yvelapers ro usruleb mito gatutucda ase es dampali gogo .puu shemdzulda lizii dampali gogo..

Luka ra magari tipia raa rogor mecodebaa... imito ver ushvebs, ro mizezis auxsnelad gaiqca tavxedi gogo.. eo uyvardes, ar moiqceoda ise,martali iyo mamamisi...yvela winaaghmdegobas daadzleviebda siyvaruli.. ra qnas ar icis, michveulia yvelas martvas..damlapi samsaxurze atqmevia uari..... luka ra motminebit eqceva, gavgizhdi ra sayvarelia magram zogjer vbrazob ro amdens utmens..... sxva shemtxvevashi is dampali gogoc mixvdeboda ro yvelaperi ar gauva da amdens ar itripachebda.... dzalian momwons es istoria yvelapris miuxedavad daaa moutmenlad velodebi axal tavebs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent