ვნება (მერვე ნაწილი)
"მეგობრის ყოლა ნამდვილად გვიხსნის კატასტროფისგან" დაგვიანებით მომივიდა პასუხი,თუმცა ვერ დავკმაყოფილდი. "შენმა მეგობარმა საიდან მოიძია?" ყველაზე უინტერესო,ყველაზე ინტერესიანად მაქცია,ასე არავის ქმედებებს არ დავკვირვებივარ,რატომღაც არ მინდა რამე გამომრჩეს,შეიძლება მეშინია კიდეც დემეტრესი,მე ხომ არ ვიცი მისი გონება მწყობრშია თუ არა. "უნივერსიტეტი,მეგობრები,რომ გითხრა მარტივია-მეთქი მოგატყუებ,არც იმ კაცს ენდო ვინს გეტყვის რომ შენზე ინფორმაციის გაგებას ხუთ წუთში შეძლებს,მე ნახევარი დღე დამჭირდა" "ანუ შენ უნდა გენდო?" კითხვა რომ გავუგზავნე გულიანად გამეცინა,ალბათ მასაც ჩაეღიმება,სადღაც ტუჩის მარცხენა ან მარჯვენა კუთხეში,მერე "ვინსტონს"ამოიღებს ჯიბიდან და ორ ღერს ისე მოწევს გემოსაც ვერ გაუგებს,სულელური გამომეტყველებით მივა სავარძელთან და მოწყვეტით დაეშვება. იმედია ასე არ იქნება. მეზიზღება სიგარეტი,მისი სუნით გაჟღენთილი მამაკაცი და მოგუდული ოთახი,სადაც მუდმივად დგას სიგარეტის ბოლის სუნი. "ვერაფერს გეტყვი წინასწარ" რატომღაც პასუხი სერიოზულად მივიღე,ვერ ვიგრძენი რომ მან ეს ღიმილით მომწერა. "უნდა მეშინოდეს?" გულის ფეთქვა ყურებში ჩამესმის,მარცხენა ხელს კისერზე ვისვამ,მასაჟით ვცდილობ დაძაბულობა მოვიხსნა. ვფარავ,მაგრამ დემეტრე მართლა მაშინებს,ალბათ იმიტომ რომ გარეგნულად ძალიან ახლოსაა იმ ადამიანთან ვინც ყოველთვის მინდოდა გვერდით მყოლოდა. "გცალია?წვიმს და მინდა ცხელ ჩაიზე დაგპატიჟო" "ქალაქში არ ვარ" რატომ ვეუბნები,რა მისი საქმეა,არ ვეტყვი სადაც ვარ. "როდის წახვედი,ან სად ხარ?" "გუშინდილით წავედით მე და დედა" "დედა? რა ჰქვია? "სანდრა,მაგრამ საკუთარი სახელი არ უყვარს,ამიტომ არ ვეძახი და ყოველთვის დედათი მივმართავ" "სად ხარ?" გამიმეორა ისევ ის კითხვა,რასაც თავი ავარიდე,რომ ჩამოვიდეს?არა,დემეტრეს იმდენად არ ვაინტერესებ რომ სანახავად თბილისიდან ყაზბეგში ჩამოვიდეს. "ყაზბეგში" მივწერე და ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს საკუთარ თავს ვუღალატე. "კარგია,მაგრამ ამ დროს მანდ ძალიან ცივა,როგორ უძლებ?" "არ ცივა,ჯერ ისევ ზაფხულია აქ,ჰამაკში ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი" "ვაი,მაპატიე,მოგაცდინე,ხვალამდე" "არა,ნუ წუხხარ,არაუშავს" უნდა გავბრაზდე საკუთარ თავზე?ისე ვემესიჯები,თითქოს დიდი ხნის ნაცნობია.სულელი ხარ ეკატერინე. გაბრუებული წავედი დედასკენ,ჩაის სმა დიდი ხნის დამთავრებული ჰქონდა და გაზეთს კითხულობდა. -რამე გაწუხებს?-დამჯდარი არ ვიყავი რომ მკითხა,გაზეთიც გვერდით გადადო. -არა,აქ, როგორ შეიძლება რამემ შეგაწუხოს,-დემეტრემ თუ არა. -ხეს ისე უვლიდი გარშემო,რომ არ ვიცოდე დალაგებული ხარ,ეჭვი შემეპარებოდა -ხუმრობა იყო? -რატომ არ იცინი? -ჩაის მეც დავლევ,მაგრამ ჩემს ოთახში,არ გეწყინოს,-წამოვდექი სკამიდან -ნურაფერს მიმალავ,-ნაწყენი ხმით მომიგო მან -არ გიმალავ,-ღიმილით მივუგე და ლოყაზე საკოცნელად მისკენ დავიხარე -ნუ მეპირფერები -ბუზღუნა ხარ,-მოვცილდი მალევე -კარგი,წადი,მეც მალე ამოვალ.ხო მართლა მიმღებში მითხრეს რომ უფასოდ მოგვემსახურებიან,რომ ყაზბეგის ბუნება დავათვალიეროთ -უფასოდ? კი,მაგრამ რატომ? -არ ვიცი,თქვენ განსაკუთრებულ სტუმრებს შორის აღმოჩნდითო,ამიტომ ასე გადავწყვიტეთ გვესიამოვნებინაო,-როგორ მაკვირვებენ უკვე მეორე დღეა,გაგიჟება შეიძლება. -როდის შეგვიძლია წასვლა? -როცა მოისურვებთო -დღეს? -ჯობია ხვალ წავიდეთ,მეორე დღეა ჯერ რაც აქ ვართ,სირცხვილია. -ოხ,კარგი,როგორც გინდა * * * მეცხრე ცა?არა მეათე ცაზე დავფრინავ,იქ მხოლოდ მე ვარ,რადგან თავად შევქმენი. ეკატერინე,როგორ მინდა გითხრა რომ შენ გამო ვარ ბედნიერი,შენი ბრალია ჩემი გული პატარა ბავშვის გულივით რომ ფეთქავს. იმდენი რამე შემიძლია დაგაბრალო ,რომ შეიძლება გული შეგიწუხდეს. ნეტავ შემეძლოს მეგისთან დაშორება და ყაზბეგში ჩამოსვლა.მერე ვიტყვი რომ თავისუფალი ვარ,მეგის ხელში ყველაფერი შესაძლებელი შეუძლებლადაა ქცეული. შენთან ვცოდავ,არ ვამხელ რომ ცოლი მყავს,არა იმიტომ რომ შენი მოტყუება მინდა,უბრალოდ მას დიდი ხანია,შენს გამოჩენამდე,ცოლად აღარ ვაღიარებ. ზუსტად ვიცი ,რომ გაიგო არ მაპატიებ,ჯერ საერთოდ ვინ ვარ შენთვის,მერე კი აღარავინ ვიქნები,უბრალოდ ნაცნობიც კი.დასწყევლოს ეშმაკმა,ადრე მივიღე გადაწყვეტილება,არ უნდა მეჩქარა,მაგრამ ახლა სინანულს და თავში ხელების წამორტყმას რა აზრი აქვს,მდგომარეობას ხომ ამით ვერ შევცვლი. ნეტავ რა რეაქცია ექნება მეგის,როცა ვეტყვი რომ მასთან გაყრა მინდა? ალბათ,ხელს ძლიერად მოიქნევს და მარჯვენა ლოყაზე ამაზილავს,კანის წვისგან სახე დამეღრიცება და ხელს ლოყაზე მივიდებ. ჩვენი სურვილისამებრ ჩვენი თავებიც კი არ მოქმედებენ და სამყაროს რა უნდა მოსთხოვო. გონება გვიკვეთავს,სხეული ასრულებს.ჩვენც არ ვიცით რისთვის ვიბრძვით,სადამდე გვინდა ვიცხოვროთ,ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველი მაშინაა,როდესაც ეგუება ტკივილს,ამით იგი ცდილობს გადაიქცეს მაზოხისტად,რომელსაც მშვიდად შეუძლია უყუროს,როგორ უმტვრევენ ძვალ-რბილს. მე ვერასოდეს შევძლებ,ვიყო მაზო,ვიცხოვრო მეგის გვერდით და ეკატერინეზე ვიფიქრო. -გამარჯობათ,ტაქსის გამოძახება მინდა,ხვალ დილით ყაზბეგში მინდა ვიყო,შესაძლებელია?. . .,უღრმესი მადლობა,-ტელეფონი გავთიშე და ბარგის ჩასაწყობად ოთახში შევედი.განა რას წავიღებ,ორი ხელი სვიტერი,ერთიც მოსასხამი და ჯინსის შარვლები,რაც დიდი ხანია არ მცმია,სამსახურის გამო სულ კლასიკურ ფორმაში ვარ.მეგის მოსვლამდე უნდა გავიდე სახლიდან,ტაქსიც მალე მოვა და მშვიდად წასვლას შევძლებ.ალბათ,ისევ ბარშია და სვამს,გულის რევის შეგრძნება მაქვს უკვე. ჩემს მწირ ბარგს ხელი დავავლე და სახლიდან გავვარდი.კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და მანქანასთან მივედი.მძღოლი შიგნით იჯდა და მელოდებოდა,უკანა კარი გავაღე და ჩემოდან სავარძელზე დავდე,მერე წინა გავაღე,მძღოლს მივესალმე და დავჯექი,ღვედი ხელის კანკალით ძლივს გადავიჭირე ტანზე,ასე მეგონა ჩემი არ არსებული ღიპი უშლიდა ხელს. -წინ დიდი გზაა,გვიანია,თუ შეატყობთ რომ ძილი მომერია,ან დამიძახეთ,ან როგორც გნებავთ,-მთხოვა შუახნის კაცმა -როგორ მოგმართოთ? -ბესო,ჩემო ბატონო,-მიპასუხა ღიმილით,-თქვენ? -დემეტრე,-მივუგე მეც -ყაზბეგში ვინმესთან მიდიხართ? -მეგობარი უნდა მოვინახულო. -იქ ცხოვრობს? -არა,დასასვენებლადაა ჩასული,-საუბარში ეკატერინე გამახსენდა და ტელეფონი ჯიბიდან ამოვაძვრინე,მაგრამ რა მივწერო ამ შუაღამისას?ტელეფონის ხმამ შეიძლება ძილი დაუფრთხოს,ყაზბეგში რომ ჩავალ მერე მივწერ. -შეყვარებულია?-ეშმაკურად მკითხა ბესომ და თვალის ჩაკვრაც მოაყოლა. -არა,მაგრამ მინდა რომ იყოს,-დაუფარავად ვუპასუხე და ღვედი შევისწორე,მან უცნაურად გადმომხედა და ხელებზე დამაკვირდა,ფუჰ შენი,ბეჭდის მოხსნა დამავიწყდა. -საყვარელია?-წამს შეიცვალა ხმის ტემბრი,თითქოს მაგრძნობინა რომ არაკაცი ვარ. -არა,არა,-თითიდან ბეჭედი მოვიხსენი და ჯიბეში ჩავიდე,-განქორწინებული ვარ,ეს უბრალოდ,-ხელები ნერვიულობისგან ამიკანკალდა-მოხსნა დამავიწყდა. -გასაგებია,-ცოტა მოეშვა,ძველებური ნდობით შემომხედა და მეც დავმშვიდდი. უკვე ღამის ოთხი საათია,ბესო ფხიზლადაა,მე კი მთქნარებით ვკვდები. -ცოტახნით წავიძინებ,-ვთხოვე და ოდნავ ქვემოთ ჩავჩოჩდი,თავი უკან გადავწიე და თვალები დავხუჭე. არც მიძინია,მალევე გავახილე თვალები და ტელეფონი მოვიმარჯვე მისაწერად,სულ მალე ყაზბეგში ვიქნები და მინდა იცოდეს,უკვე შევერიე სიმწვანეს,სიცივეს და სირგილემ გამომაფხიზლა.ბესოს მინა ჩაეწია და სახეს იგრილებდა.როგორც ჩანს დღეს ცივა ყაზბეგში,ან დილის სუსხია და შუადღით დათბება. რა მივწერო ეკატერინეს? ასე პირდაპირ ხოარ ვეტყვი რომ ჩამოვედი. ახლა,ის უნდა გავაკეთო,რაც ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია. ალბათ სცივა,საბანშია გახვეული და ისე სძინავს,ან ღვიძავს სიცივისგან შეწუხებულს და ცხელ ჩაის სვამს,გათოშილ თითებს ცხელი ჭიქით ითბობს.წვიმაც წამოვიდა უკვე.მგონი,მართლა ცივი დღეა. ეკატერინე რას შვება ნეტავ, ახლა? ვერ ვითმენ,რაღაც არააორდინალური,არაჩემეული მინდა მივწერო. ტელეფონი ანათებს და მელოდება,როდის შევახებ სენსორს თითის ბალიშს. “მინდა რომ წვიმდე, ბეთჰოვენს ართმევდე სონატის რითმებს ვიცი,რომ ითმენ სხეულზე ვერ მაწყობ გათოშილ თითებს...“ მგონი ზედმეტი მომივიდა,მაგრამ ჩემი რა ბრალია,გულმა მიკარნახა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.