შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი ინტიმი


23-09-2016, 15:43
ავტორი Nanaga
ნანახია 3 753

\მბობენ მრავალი შეგრძნება არსებობს მსოფლიოშიო, ყველს სხვადასხვა აღქმა აქვს მაგრამ მოდით ვიმსჯელოთ, არსებობს იმაზე საშინელი შეგრძნება, გამთენიისას რომ ჩაგეძინებათ და დილით ვიღაცის ხმაური, რომ გაგაღვიძებთ, ადექი სამსახურში ხარ წასასვლელიო, ხომ საშინელებაა არა? მეც დამაჟრიალა არაუშავს. რომელი მაკიაჟის საშუალებით თუ ყავით გინდა გადამალო ჩაწითლებული თვალები და ბოლომდე ალეწილი სახე, ვერც ვერაფერით ვერ დამალავ და მთელი დღე ასე უნდა იარო.
- ნანკა, გეხვეწები მაცადე რა ორი წუთი - ბალიშიდან ამოვიღმუვლე და საბანი უფრო კარგად შემოვიკეცე, იმ წუთს მინდოდა ჩემი და უცბად გამქრალიყო, დრო გაჩერებულიყო და გემრიელად დამეძინა.
- ადექი ეხლა დაგაგვიანდება და მერე კიდე ერთ საყვედურს რომ მიიღებ, შენი უფროსი პანჩურებით გამოგაგდებს
- აბა კი, პანჩურებით, სულ ია ვარდის გზაზე არ გამიშვებს რომ - ჩავილაპარაკე ჩემს თავში დარწმუნებულმა და როგორღაც წამოვდექი.
გადაპრანჭვები არასდროს მყვარებია, თუმცა ქალი ვარ და მიყვარს როცა ისე გამოვიყურები, თითქოს მთელი მსოფლიო ფეხქვეშ მედებოდეს, ეს რა თქმა უნდა კომფორტულ ყოფაზეა ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეშლილი სახე მქონდა, მაინც მოვახერხე როგორმე რომ ისევ უწინდელი სილამაზე დამებრუნებინა, დიდხანს არჩევა არ მომიწია კარადასთან ყოფნისას, ყოველთვის ვიცი რასთან რა უნდა ჩავიცვა და რა დღეს როგორ უნდა გამოვიყურებოდე, ასე ვთქვათ ვახარისხებ ტანისამოსს დღეების, ფერების, განწყობისა და სხვა დეტალების მიხედვით.
ჩემს დას გემრიელად ვაკოცე ლოყაზე, ჩანთა ავიღე და მერვე სართული სულ წკაპა წკუპით ჩამოვირბინე ჩემი ათ სანტიმეტრიანი ქუსლებით.
ქალაქში ისეთი საცობი იყო, გეფიცებით ორჯერ ჩამეძინა.
მივედი თუ არა, ჩემმა უფროსმა დამიბარა კაბინეტში, ვიფიქრე ალბათ უეჭველი უნდა გამიშვას სამსახურიდან თქო მაგრამ არა, პირიქით მგონი სულაც მაწინაურებს.
- ელა, ჩემო კარგო. დღეს მე ისეთი დავალება უნდა მოგცე, რომ შენ თუ ამას შეასრულებ ჩათვალე რომ შენ იქნები ყველაზე მაგარი და ყველაზე ნიჭიერი ჟურნალისტი მთელს მსოფლიოში.
- ოჰოო, დღეს კარგ ხასიათზე ხარ, რა ხდება, რა საქმეა?
- ძალიან მაგარი ამბავი ხდება, რა თქმა უნდა ექსკლუზივი მჭირდება, არანაირი გადადებ გადმოდებები და წუწუნი მე ამას ვერ ვაკეთებ მე იმას ვერ ვაკეთებ, შეიძლება ძვირად დაგიჯდეს მაგრამ მგონი მომავალი სასწორზე არ უნდა დადო - ცოტა არ იყოს და დამაინტრიგა ამ ამბავმა, რას ქვია ძვირად დამიჯდება, ვინ არის ღმერთი ხომ არ არის ჩამოსული და მაინც და მაინც მე უნდა დავწერო სტატია ვფიქრობ ჩემთვის და თან ყავას გემრიელად ვწრუპავ
- ვაიმე თინა აღარ იტყვი რა ხდება ან ვინ არის? თუ ამდენი ილაპარაკე ექსკლუზივი კი არა მგონი სულ ბოლოს მოგვიწევს ყველაფრის გაშუქება
- ჯერ მითხარი რომ თანახმა ხარ - გაკრეჭილი სახით მიყურებს, მე კი უკვე ძალიან მობეზრებული მაგრამ მაინც დაინტრიგებული ვეუბნები
- გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ და ხო თანახმა ვარ, რა ხდება?
- მოკლედ, იცოდე დიდ რისკზე მიდიხარ, ახლა მომისმინე. რა თქმა უნდა იცი რეჟისორი, ვახტანგ თევზაძე, ერთ-ერთი პირველი და განთქმულია ჩვენს მეზობელ თუ თვითონ ჩვენს ქვეყანაში, ვახტანგს ადრეულ ასაკში გარდაეცვალა ცოლი, ბავშვი რომელიც ჰყავდა, დემეტრე თევზაძე მაგრად გაფუჭებულა, ძმაკაცები, ქუჩა, დალევა, ბალახები ნარკოტიკები და ასე შემდეგ, მერე გაუშვია უცხოეთში იქნება გამოსწორდესო, ახლა საქართველოში ჩამოსულა და ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი მოსწონებია, ისე სერიოზულად არის იმათი ურთიერთობა, რომ დაოჯახებასაც აპირებენ, მოკლედ ამ ბიჭზე არაფერი არ არსებობს, თითქოს ცხოვრების რაღაც ეტაპი წაშლილია, ერთადერთი რაც ვიცით არის, ის რომ ვახტანგის შვილია, უცხოეთში ისწავლა და ააწყო საკუთარი ბიზნესი და ახლა შეყვარებულია ულამაზეს ქალბატონზე, მე მინდა რომ შენ ყველანაირი წარსულის ფაქტი, ცოდვა შეცდომა და ყველაფერი გაარკვიო ამ ადამიანზე და ერთი გემრიელი სტატია დამიდო წინ. მინდა ორი კურდღელი დავიჭირო ერთი გასროლით, თუ საქმე წინ წავიდა, ან მაგარ ფულს უნდა გავკრათ ხელი ან კიდევ მაგარ სტატიას.
- კი მაგრამ, არა გასაგებია შენი საქმის შენ იცი შენ მავალებ მე ვაკეთებ მაგრამ, ინტერნეტში ან სადმე არარის ამ ბიჭზე რამე? ისიც არ ვიცოდი მაგ კაცს შვილი თუ ჰყავდა არადა მილიონჯერ მაინც დამიწერია
- არარის არა - მიყვირა აღშფოთებულმა, - მომისმინე, თავში არ აგივარდეს მაგრამ, მხოლოდ რედაქციაში კი არა მგონი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, მინდა, რომ ეგ ბიჭი გაიცნო, დაუახლოვდე, რაღაცეები გაიგო მის შესახებ და მერე უბრალოდ ყველაფერი ქრონოლოგიურად დაალაგო. ასე ინტერნეტით განა მე მეზარება გარკვევა - მეუბნება და ისევ აღშფოთებული სიგარეტს უკიდებს
- გავიგე, და არ ეცოდინება რომ მე ჯურნალისტი ვარ? მერე რამე არ იეჭვოს
- ხოდა შენი საქმეც ეგარის, უნდა გაარკვიო სად დადის, რას აკეთებს რომ მერე შენც ჰოპ და იქ გაჩნდე, ვიცი ბანალურია და შენც გებანალურება მაგრამ დამიჯერე, ეს ყველაზე გამართლებული გზაა რომ იმან არ იეეჭვოს ჩვენზე.
- კარგი გასაგებია, დრო მჭირდება, დღეს და ხვალ ვერ გავაკეთებ შენც იცი, მითუმეტეს თუ ვიღაც უყვარს, საერთოდ ეს გეგმა ძალიან მეუხეშება, თუ ვიღაც უყვარს, რატომ გამიცნობს მე? - ვეკითხები დაეჭვებული
- შენ როგორც გითხარი ისე გააკეთე და დანარჩენი მე მომანდე.

გამოვედი უფროსისგან გაწბილებული და ცოტა გაკვირვებული, დავიწყე ინტერნეტში ამ ბიჭის შესახებ ინფორმაციის მოძიება. არაფერი საეჭვო არ იყო, როგორც თინამ თქვა მართლა მთელი მონაცემთა ბაზა იყო ამოღებული, მერე ჩემთვის დავიწყე ფიქრი, რაში სჭირდება თინას ეს ყველაფერი? მხოლოდ პროფესიული წინსვლისთვის ამხელა რაღაცას არ დამავალებს, აშკარად ორ ოჯახს ენგრევა ყველაფერი, მაინც რა უნდა იყოს მიზეზი? თუმცა ამაზე ფიქრის დრო არც მაქვს და არც ჩემი საქმე არ არის, ჩემთვის მთავარია მაღალი ანაზღაურება და კარგი მწერლის სტატუსი. გადავწყვიტე ჩემი მეგობრისთვის დამერეკა, რომელიც თითქმის ყველა ბარს იცნობს.

- გისმენ ელაჩკა, ჩემო ლამაზო, როგორ გიკითხო? - მიყვარს ეს ადამიანი, სულ პოზიტივია, მოსიარულე პოზიტივი.
- ჯონდო ბონდო, მომენატრე, შენი ნახვა და დახმარება მჭირდება, თუ გცალია შემხვდი რა დღეს.
- ხო მშვიდობა გაქვს? რა მოხდა?
- ტელეფონში არ მინდა საუბარი, მშვიდობაა თუ ომი შენ გადაწყვიტე, შენი გლამურული გონება მჭირდება, მოკლედ ეხლა სამსახურიდან გამოვალ და ვერდეში შემხვდი კარგი?
- კარგი ჩემო სიცოცხლე დავიძრები მაშინ და ნახევარ საათში მანდ ვარ.

სანამ სამსახურიდან გამოვიდოდი ისევ თინს შევუარე.
- თინ, მე მივდივარ უკვე, გავარკვევ რაღაცეებს და რამე სიახლეს თუ გავიგებ მოვალ, თუ რამე იქნება, მეილზე მომწერე ან ვაიბერში.
- ოჰოო, ყოჩაღ, მიდი გენაცვალე და როგორც კი რამე წვრილმანი გამოჩნდება, შეგატყობინებ.
- წავედი აბა გკოცნი.

სანამ მოვიდოდა ჩემი გლამურული მასტერი, მანამდე მე ჩემთვის გეგმებს ვაწყობდი.
როგორ შეიძლებოდა მიმეზიდა ამ ადამიანის ყურადღება

- ოლა, როგორ ხარ მშვნიერო? - ძველ ხრიკებს არ ეშვება ჯონდო ბონდო
- კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? დაჯექი ბევრი დრო არ მაქვს
- რა ხდება გოგო, მშვიდობაა? რა გულს მიხეთქავ ამ დილაადრიან?
- რავიცი რა, სტატია მაქვს დასაწერი
- ხომ არ მოგიფიქრებიათ რას შეუკვეთავთ? - როგორც იციან ხოლმე მიმტანებმა, უდროო დროს გამოჩნდა ესეც
- მე მინდა ორაგულის სტეიკი თაფლის სოუსში და თეთრი, ნახევრად მშრალი ღვინო - შევუკვეთე ჩემთვის ნომერ პირველი საჭმელი
- იგივე მომიტანეთ მეც თუ შეიძლება

- აბა ეხლა ამიხსენი ნორმალურად რა ხდება?
- ესეიგი, პირველ რიგში ძალიან გთხოვ რასაც გეტყვი დარჩეს ჩვენ შორის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და ცოტა სახიფათო საქმეა, იმედი მაქვს, რომ ეს გაფრთხილება არ გინდა მაგრამ მაინც ვთქვი. ვახტანგ თევზაძის შვილია ჩამოსული, დემეტრე და ( ინტერნეტში სურათები ვაჩვენე) თუ სადმე შეგიმჩნევია ეს ბიჭი, რომელიმე ბარში ან სადმე ისეთ ადგილას მითხარი, მჭირდება ზუსტი ადგილი, ზუსტი დრო, რას ჭამს რას სვამს და საერთოდ ყველაფერი მაინტერესებს ამ ადამიანზე.
- ვიცი მე ეს ბიჭი, როგორ არ შემიმჩნევია, ერთი ორჯერ ვნახე ბამბა რუმსში, მეგობრებთან ერთად იყო. ვინ არ იცნობს ამას ნუ გადამრიე
- ანუ მარტო მანდ დადის? - ისე გამიხარდა რომ პირველი ნაბიჯები გადავდგი, ვერ წარმოიდგენთ
- მარტო მანდ დადის თუ არა არ ვიცი მაგრამ მე კონკრეტულად მანდ ვნახე ორჯერ, მეგობრებთან ერთად იყო მეთქი, ერთხელ ქალთან ერთად იყო, მომეჩვენა თითქოს მასზე ცოტა უფროსი იყო მაგრამ რავიცი რა ჩემი საქმეა მე არ მაქვს გართულება
- ვინ ქალთან ერთად, ეს ხომ არ იყო? (შეყვარებულის სურათებიც ვანახე)
- არა ეს ნამდვილად არ იყო, ხომ გითხარი ცოტა უფროსი იყო მეთქი
- ანუ მეგობრულად იყო თუ რამე განსაკუთრებული ქიმია და ინტიმური ურთიერთობის მხრივ იყვნენ?
- ვაიმე ელაჩკა, რა ვიცი მე ეხლა ეგენი ინტიმით კავდებიან თუ მეგობრები არიან, იქ საეჭვო არაფერი მომხდარა ან რომც მომხდარიყო განა მაგათ ვზვერავდი, უბრალოდ შევნიშნე და ეგარის. შენ რა ქმარი რომ გყავდა არ დადიოდი ხოლმე ჩემთან ერთად სადღაც? - გაეცინა და კერძი დააგემოვნა
- მომისმინე მე და შენ ვართ მე და შენ, ჩვენ მასეთი მაღალი ფენის და სტატუსის წარმომადგენლები არ ვართ, რომც ღალატობდეს იმ გოგოს ეგეც მაინტერესებს, ჩემმა უფროსმა ისეთი რამეები დამავალა, დაჟე ისიც კი უნდა ვიცოდე ტუალეტში რამდენჯერ შედის და რამდენჯერ უცემს გული 24 საათის განმავლობაში - ჩემს ნათქვამზე მეც გამეცინა მაგრამ, თითქმის მართლა ასეთი დავალებაა ეს ჩემთვის
- მასაც გაეცინა და თავი გაიქნია - და რა დავალებაა ასეთი? ჩვეულებრივი ტიპია მაგაზე რა უნდა დაწერო გეხვეწები? მართლა მაგას ხომ არ დაუწერ ვის აინტერესებს ეხლა ეგ რამდენჯერ შევა საპირფარეშოში. ან რომც ღალატობდეს თავის შეყვარებულს, საჯაროდ ხო არ გამოიყვანდა იმ მეორე ქალს, რა სისულელეა რავიცი
- ხოდა შენ რომ გგონია რომ ეგ ჩვეულებრივი ბიჭია, სულ არ არის ჩვეულებრივი, ადრე ნარკოტიკებთან და რაღაც ასეთ ქიმიებთან ქონია შეხება, ახლა ეს ყველაფერი ამოღებულია მისი ისტორიიდან და მხოლოდ ის ვიცით თუ როგორი ანგელოზი ბიჭია და ყველასთვის სასურველი სასიძო.
- კაი რა, ყველას აქვს მასეთი წარსული, ბევრი ფული რომ გაქვს და აღარ იცი რაში დახარჯო, ბოლოს ჩაკეტილ კარს არგებ გასაღებს, საიდანაც აღარ გინდა გამოსვლა თუ შენმა ჩასვრილმა და ნარწყევმა არ გამოგრიყა - გამიცინა ჩემმა ჭკვიანმა ბიჭმა
- მოკლედ ეგ არის და ეგ, მაგაზე უნდა დავწერო, არც მაგის შეყვარებულმა არ იცის, ორი კურდღელი ერთის ფასადო ან ბევრი ფულიო, ასე გამაფრთხილა თინამ.
- დაგღუპავს იცოდე შენ ეგ საქმე, მე გეუბნები და შენ შენი საქმისა უკეთ იცი, ალბათ - ცოტა არ იყოს და შემეშინდა მაგრამ, მაინც უნდა ვცადო.
- ვინც არ რისკავს ის არც შამპანურს არ სვამს, ხომ იცი. - თვალი ჩავუკარი და ორივემ დავტოვეთ რესტორანი.

ერთის მხრივ მომეწონა ჩემი ახალი დავალებ, ცოტა გამომძიებლობა და ტყუილებიც ურევია, უფრო საინტერესოა, აბა მარტო დაჯდე და წერო იმაზე თუ ვინ ვის დაშორდა, ვის როგორი მდიდარი ცხოვრება აქვს, გუშინ როგორი კაბა ეცვა ვიღაცას ან ვინ რა მანქანაში დააფიქსირეს, ცოტა მოსაბეზრებელია. ამიტომ დიდი იმედი მქონდა, რომ ეს გზა კი არ დამღუპავდა არამედ პირიქით, უფრო და უფრო ამიყვანდა კარიერული განვითარების საფეხურებზე.



№1  offline მოდერი Eleniko13

მომწონს, ძალიან. უბრალოდ ეცადე, წვრილმანებს ყურადღება მიაქციო.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2 სტუმარი Guest მარიამიი

უფროს რომ ემშვიდობებიან ეგრე ეუბნებიან " გკოცნი"ო?

 


№3  offline მოდერი Nanaga

Guest მარიამიი
უფროს რომ ემშვიდობებიან ეგრე ეუბნებიან " გკოცნი"ო?

მე მაგალითად ჩემს უფროსს ეგრე ვემშვიდობები, არა მე რედაქციაში არ ვმუშაობ მაგრამ ძაან დობრი უფროსი მყავს და რავი თითქმის ყველასთან ეგეთი ურთიერთობა აქვს :))) აუცილებელი არ არის უფროსი რაღაცა შოკი იყოს

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia.gaagrdzele
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent