ვნება (მეცხრე ნაწილი)
_ _ სასტუმროს ნომერში ფანჯარასთან ვზივარ და ცხელ ჩაის ვსვამ,გარეთ საშინელი ამინდია,წვიმს,მართალია მიყვარს წვიმა,მაგრამ ძალიან ცივა და ოთახშიც კი მცივა.დედასაც ღვიძავს ალბათ,უკვე რვა საათია,ნეტავ ჩემი ტელეფონი სადაა? გუშინ ისეთი გათიშული ვიყავი,სად დავდე დამავიწყდა.ფანჯარას მოვცილდი და ტელეფონის ძებნა დავიწყე.აი თურმე სად ყოფილა,სავარძელზე დამიგდია. ღმერთო ჩემო,ეს რა ტექსტია,ვიგრძენი სხეულში ცხელმა ტალღამ როგორ დამიარა,ტანზე ბუსუსებმა დამაყარა და თვალებ გაფართოებულმა ხელმეორედ წავიკითხე დემეტრეს ესემესი.გაგიჟდა? არა ეს დალაგებული ვერ იქნება,როგორ შეუძლია ადამიანს,რომლის მიმართაც არაფერს გრძნობს,მიწეროს ამგვარი შინაარსის ტექსტი.ახლა რა მივწერო? ახალი პრობლემა დამემატა სახელად დემეტრე. “კარგად ხარ?“ სხვა ვერაფერს ვიფიქრებ,იმედია ლოგიკურ პასუხს გამცემს და ისევ რამე ლექსს არ შემითხზავს.საწოლზე გავწექი და ანთებულ ტელეფონს დავაკვირდი. “ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ“ ეს პასუხი არ იყო,რა უნდა ჩემგან? ჩამოვიდა? ოღონდ ეგ არა. “კარგად ყოფნის მიზეზი რა არის? ღმერთო,შენ მითხარი რა ვქნა? იქნებ მანიაკია,მაგრამ როგორ? ჩვენ ხომ პუერი დავლიეთ ერთად. “ყაზბეგში ვარ“ გავშრი,სიცივე კიარა მისი სიტყვები მიყინავს სხეულს. “რატომ ჩამოხვედი?“ შეიძლება,ტყუილად მეშინია და აქ სხვა საქმისთვისაა ჩამოსული. “რომელ სასტუმროში ხარ?“ არ ვეტყვი,დადგეს და მეძებოს,აღარაფერს მივწერ,თუ ასე ძალიან უნდა ჩემი ნახვა გაგება არ გაუჭირდება. საწოლიდან წამოვდექი,ტელეფონი ტუმბოზე დავდე და აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებად. * * * სად ხარ ეკატერინე? უფლებას არ მაძლევ უფრო ახლოს მოვიდე? მაგრამ მე იმდენად უტიფარი ვარ,არ ვითხოვ შენგან ნებართვას გნახო. თუ ნამდვილად ჩემი ხარ,მეც იმ სასტუმროში მოვხვდები,სადაც ახლა შენ ხარ. -აქ გამიჩერე,-ვთხოვე ბესოს და ღვედი შევიხსენი-მადლობ,რამდენი უნდა მოგცე? -სამოცი,-საფულე ამოვიღე ჯიბიდან სამოცი ლარი ავიღე და გავუწოდე -დიდი მადლობა,-მივუგე და მანქანიდან გადავედი,უკანა კარი გავაღე,ჩანთა გადმოვიღე და ორივე კარი მივუხურე. -წარმატებები,-მომაძახა და მანქანა დაძრა. წარმატება ნამდვილად მჭირდება ახლა,როდის ყოფილა მარტივი მიზნის მიღწევა. ეკატერინე ჯიუტი და ამაყი ჩანს,გამიჭირდება,მაგრამ ყველაფერს ვიღონებ რომ ჩემად ვაქციო.ნეტავ რა მელის წინ,ფეხშველს ფეჩიდან ახალ გადმოყრილ ნაკვერჩხალზე გამატარებენ თუ პირდაპირ გილიოტინაზე გამიყვანენ,ღმერთო,მხოლოდ შენ იცი რა შეიძლება მოუვიდეს ცოლის წინ მორბენალ კაცს,მაგრამ ისიც კარგად მოგეხსენება რომ არ მიყვარს,ვიცი დანაშაულია,მაგრამ ჩვენ ხომ ცოდვილები ვართ,არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ საკუთარ უმზგავსო ქმედებებს. -დილამშვიდობის,-უკვე მისაღებში ვდგავარ ჩემოდნით -დილამშვიდობის,-ღიმილით მესალმება ქალი,-დაჯავშნილი გაქვთ ნომერი? -არა,სამწუხაროდ,გვიან მომიწია წამოსვლა და ვერ დავრეკე,იმედი მაქვს ერთი ნომერი გექნებათ თავისუფალი -გაგიმართლათ,სწორედ ახლა გავაცილეთ უცხოელი სტუმარი,შეგიძლიათ მისი ოთახი დაიკავოთ -ბედი მქონია,-სიცილით მივუგე -დიახ,წელს ბევრი სტუმარი გვყავს,-მითხრა და ერთი ობოლი გასაღები მომაწოდა -ბოდიშით,უადგილო შეკითხვაა,მაგრამ ეზოში ჰამაკი გაქვთ? -დიახ,არის,მაგრამ ცუდი ამინდის გამო ჩამოვხსენით,დღეის მერე სულ წვიმას ვარაუდობენ -არაუშავს,მთავარია სწორად მოვსულვარ,მეტად განმტკიცებისთვის,ვინმე ეკატერინე შენგელია თუ გყავთ სიაში,რომ ნახოთ? -თქვენი ნათესავია? -ამ,დიახ, ჩემი დაა,-ღმერთო,რას ვბოდიალობ -თქვენც დემეტრე შენგელია ბრძანდებით ანუ,-ფურცელს და კალამს დასწვდა -ნახევარ დაა,მე დემეტრე ლაბაური ვარ -ლაბაური? რა უცნაური გვარია -გეთანხმებით -ფული გადაიხადეთ და თავისუფალი იქნებით -აქაა ხომ ეკატერინე -წესით უნდა იცოდეთ რომ აქაა,-გაეცინა -გადავამოწმე,თორემ როგორ არ ვიცი,-მხრებში გავსწორდი-აიღეთ,-საფულედან ფული ამოვიღე და მივაწოდე-თავისუფალი ვარ? -დიახ,მეორე სართულზე აბრძანდით,ხელმარჯვნივ პირველივე კარია -მადლობთ,-ვუთხარი ღიმილით და დავცილდი. _ _ ისეთი სასიამოვნოა წყლის ქვეშ დგომა,ძლივს გამოვაღწიე აბაზანიდან,ხალათი შემოვიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი,უჯრიდან წიგნი ამოვიღე,წამოვწექი და კითხვა დავიწყე.“ უცნაურია, რა გზებს აღარ ვირჩევთ რომ დავფაროთ ჩვენი ნამდვილი გრძნობები."(რემარკი) და მერე სადამდე მიგვიყვანს ეს გზა? ან კლდიდან გადაგვაგდებს,ან გვაიძულებს დაფარულ გრძნობებს ფარდა ავხადოთ.რომელ გრძნობებზეა საუბარი? დემეტრე გრძნობაა,რომელიც არსებას არ სცილდება. ისევ წვიმს,რა ცუდი დრო შევარჩიე აქ ჩამოსასვლელად,ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ,მართალია შემოდგომით ბუნება ძალიან ლამაზია,მაგრამ თუ ვერ ვნახავ რად მინდა.დემეტრეს ენის ბრალია,მშვენიერი ამინდი იყო გუშინ. -ეკატერინე,-დედას ხმა გავიგე და საწოლიდან წამოვხტი,წიგნი დავდე და ოთახიდან ხალათის ამარა გავედი-არ შეგცივდეს,თმაც სველი გაქვს,შედი თბილად ჩაიცვი -რატო მეძახდი? -ოთახში მარტო ჯდომით გამოვყრუვდი და ვიფიქრე ეკატერინეს დავუძახებ-მეთქი -კარგი,შევალ ჩავიცვამ და გამოვალ,-ვუთხარი და ოთახში შევბრუნდი.ყველაზე თბილი რაც მაქვს,ნაქსოვი “ჟაკეტია“,კიდევ კარგი თბილა აქ,თორემ გავიყინებოდი. შეძლებისდაგვარად თბილად ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი,დედას ოთახთან ვდგავარ უკვე და შეგრძნება მიპყრობს,თითქოს ჩემს უკან ვიღაც დგას,ვიხედები,მაგრამ არავინაა,მერე გვერდით ვბრუნდები და ვხედავ,როგორ იხურავს ვიღაც კარს.საჩქაროდ ვაღებ კარს და სავარძელზე ჩამომჯდარ დედას ვვარდები. -რა მოგივიდა?-მეკითხება შეშინებული -არაფერი,ძალიან ცივა -ჩემი სვიტერი ჩაიცვი,-მითხრა და წამოდგა,კარადასთან მივიდა,გააღო და ჩემთვის შესაფერისი სვიტერის ძებნა დაიწყო -რა იცოდი რომ აცივდებოდა? -ყაზბეგში ყოველთვის ცივა,დამავიწყდა შენთვის მეთქვა რომ თბილი ტანსაცმელიც ჩაგეწყო -არაუშავს,-ღიმილით ვუთხარი და სვიტერი გამოვართვი -უნივერსიტეტში საქმე ხომარ გაგიფუჭდება? -არა,ერთი კვირა არაფერი მომივა,--სიცილით ვუპასუხე და სვიტერი გადავიცვი.დედის სუნი აქვს. -მიხარია,-ღიმილით მითხრა და ისევ ჩამოჯდა-ის ბიჭი კიდევ გეხმიანება? -ვინ ბიჭი? -მგონი დემეტრე ჰქვია -გუშინ მომწერა,-მოწყვეტით დავეშვი საწოლზე -ამიტომ იყავი გამოშტერებული? -დედა! -რა იყო? ვნერვიულობ შენზე,არ მინდა უჩემოდ აკეთო რამე,გამოუცდელი ხარ სიყვარულში -გამოუცდელი ვიქნები,არავინ მყვარებია -შენს ჯგუფელს არ უყვარხარ? -ვის,გიორგის?-გადავიხარხარე-რა სისულელა -შენ მიყვებოდი ხოლმე,ძალიან ყურადღებიანია ჩემდამიო -მერე ეგ არაფერს ნიშნავს,თვითონ მეუბნებოდა ვინც მოსწონდა ჯგუფში -და შენ არ იცი ,რომ თუ ,ბიჭი გოგოსთან მასეთ თემაზე საუბრობს ,იმ გოგოს მიმართ გულგრილი არაა? -ნუ ხარ ეჭვიანი,დედა. -კარგი,შენ ვერაფერს დაგაჯერებს კაცი,-მზერა მომარიდა -ნუ მებუსხები,-საწოლიდან წამოვდექი და მასთან მივედი,ხელები ყელზე შემოვხვიე და თავი მხარზე დავადე-ხოიცი რომ ძალიან მიყვარხარ და შენს რჩევებს ყოველთვის გავითვალისწინებ,-ლოყაზე ხელი დავუსვი და ნაზად ვაკოცე. -ვიცი,-ამღვრეული ხმით მომიგო და მანაც მაკოცა. -შიში გაქვს რომ ვინმე შემიყვარდება და შენგან წავალ,მაგრამ მშვიდად იყავი,ასე იოლად ვერ მომიცილებ თავიდან,სულ გვერდით მეყოლები. -სულელო, გოგონა უნდა გათხოვდეს,ქმართან იცხოვროს და მომავალზე იზრუნოს,იმისთვის არ გამიჩენიხარ რომ ჩემს მომვლელად იქცე,უბრალოდ მუდამ უნდა გახსოვდე,საღამოობით მირეკავდე და შენს გამომცხვარ ნამცხვარზე მპატიჟებდე,შენი ქმარი თბილად მხვდებოდეს და სამივე ერთად მივირთმევდეთ შენს საფირმო დესერტს. -არსებობს ეგეთი მამაკაცი? -როგორი? -ცოლის დედას რომ ზრდილობიანად ექცევა? -თუ სიდედრი იმსახურებს სიძეც კარგად ექცევა,-მიპასუხა და ფანჯრისკენ გაიხედა,მე კი ახმაურებული ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან. “ოთახიდან გამოდი“ ესემესი რომ წავიკითხე გული შემეკუმშა,ასე მეგონა ვეღარ ვისუნთქებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.