შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეთოდიანი.


23-09-2016, 20:51
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 1 182

-თქვენ ადამიანი გაიტაცეთ, ამას ნორმალურ საქციელად მიიჩნევთ?
მიყვირის პოლიციის ოფიცერი, თვალებს მიბრიალებს, ხელებით რაღაც მოძრაობას აკეთებს, ვფიქრობ, ჩემს შეშინებას ცდილობს, ვერ გავამტყუნებ, ის ხომ არ მიცნობს.
პასუხს, რა თქმა უნდა, ისევ არ ვცემ, ალბათ სწორედ ეს აგიჟებს.
-ახალგაზრდავ! ხმა ამოიღეთ! ენა ჩაგივარდათ?
ჭაღარა თმა ყალყზე უდგება და მეც ვცდილობ ტაქტიკა შევცვალო.
-როგორ არის?
-ვინ როგორ არის? აქ კითხვებს მხოლოდ მე ვსვამ!
-ნია როგორ არის.
ვეკითხები, თუმცა ჩემი კითხვა სასოწარკვეთას უფრო ჰგავს.. ხმაში სევდა მერევა და გული ისე მიჩქარდება მგონია რომ ოფიცერსაც ესმის, ყოველთვის ასე მემართება როცა მის სახელს ვამბობ, წამით თითქოს დრო ჩერდება, მასთან ერთად მეც, თითქოს ვითომ ყველაზე მაგარ ბიჭს ყველაფრის ძალა მეკარგება როცა მის სახელს წარმოვთქვამ..
ოფიცერი წარბს მაღლა სწევს, ცდილობს მკაცრი გამოჩნდეს, თუმცა არც ეს გამოსდის.
-ოხ, ახლა გაგახსენდათ ნია? კარგად არის, ყოველ შემთხვევაში უსაფრთხოდ მაინც.
უ ს ა ფ რ თ ხ ო დ..
ეს სიტყვა წამით ჩემს გონებას თიშავს.
-უსაფრთხოდ.
ვიმეორებ ოფიცრის სიტყვას და თვალით კედელს ვაშტერდები, მხოლოდ იმას ვგრძნობ როგორ მიწვავს მთელს სხეულს ეს ერთი არც თუ ისე დიდი სიტყვა.
ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ ვერკვევი როცა ოფიცერი უკვე კართან დგას.
-თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, დაველოდოთ დაზარალებულის ოჯახი რას იტყვის.
სასიამოვნოდ მიღიმის და მარტო მტოვებს.
მე ისევ კედელს ვაშტერდები, ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე რომ ერთადერთი ვისაც მისთვის საფრთხის მოტანა შეუძლია, ეს მე ვარ, მეე, თორნიკე ლეთოდიანი.
სკამს ვეჯაჭვები და მოგონებების მორევში ვეშვები..
რა ხშირად გამიგია, რომ თითქოს ბიჭებს სიყვარული არ შეუძლიათ, ეს აფსურდია! სიცრუე..
თუ სიყვარული არ შემიძლია, მაშინ რა ჰქვია იმ გრძნობას როცა ჩემი სხეულის ყველა ნაწილი ერთიანად წარმოთქვამს მხოლოდ მის სახელს..
ნ ი ა.
პირველად რომ ვნახე, ამის გახსენებაც არ მინდა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული და ამავდროულად სასიამოვნო დღე იყო.
ის ყველაზე ლამაზი იყო იმ დღეს და მე მისთვის გული უნდა მეტკინა..
ქუჩას მიუყვებოდა, მუხლამდე კაბას კიდევ უფრო ქვევით ქაჩავდა, წელამდე თმას ხან მარჯვნივ იქნევდა, ხან მარცხნივ..
სახეზე მზის სხივივით უთამაშებდა ღიმილი, დღემდე არ ვიცი ვის უღიმოდა ან რას..
რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი, მით უფრო მეტად ვგრძნობდი მის სურნელს და ეს მაგიჟებდა.
უკვე ძალიან ახლოს იყო როცა ფიქრები მასზე თავიდან მოვიშორე და მოქმედება დავიწყე.
-გამარჯობა.
გავუღიმე, თუმცა ჩემი ღიმილი რა მოსატანი იყო მის ღიმილთან.
უცებ შეკრთა, წამით ბედნიერი იერი მოიშორა სახიდან, მერე ისევ დაუბრუნდა და უფრო მეტადაც, თვალებში ნაპერწკლები აუთამაშდა.
-გამარჯობა.
ახლა უკვე მიცინის, ალბათ გრძნობს რომ ნამდვილად სასაცილო სიტუაციაა.
-თქვენი დახმარება მჭირდება, ამ ქუჩიდან გასასვლელს ვერ ვპოულობ.
ვცდილობ ჩემს ხმას დამაჯერებლობა შევმატო და ვოცნებობ რომ გაცილებაზე უარი არ მითხრას.
-ოოჰ! თქვენ ერთადერთი არ ხართ, აქ ყოველდღე ათობით ადამიანი იკარგება, მამაჩემი ამბობს რომ კარგი იქნება თუ ქუჩას საერთოდ გადაკეტავენ და მხოლოდ ისინი შემოვლენ ვინც აქ ცხოვრობს. წამოდით, გაგაცილებთ.
ისევ ისე მიღიმის და გასასვლელისკენ მივყავარ, მეც დამჯერი ბავშვივით მივყვები და ვფიქრობ რას იზავდა რომ იცოდეს წინ რა ელოდება-თქო..
-ისე აქ ვისთან იყავით?
-სახლი ვიქირავე ერთი დღით.
თამამად ვუღიმი, ფეხს პატარა პატარა ქვას კრავს და წონასწორობის შესანარჩუნებლად ჩემს ხელს ეყრდნობა.
მის ნაზ ხელს სიმხურვალეს ვატყობ, ღმერთო.. ვერასდროს წარმოიდგენთ რა ნაზი ხელები ჰქონდა.. წამით გონებას ვკარგავ.
-კარგად ხართ?
თავს მაღლა მაწევინებს, ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოაქვს თავისი პატარა სახე და ახლა უკვე შიშის სუნი აქვს.
-კი კარგად ვარ.
ვამბობ როგორც შემიძლია თამამად და ისიც მშვიდდება.
რამდენიმე წამში გასასვლელთან ვიქნებით, გული მტკივა ისე არ მინდა, მაგრამ ჩემი საქმე უნდა გავაკეთო, უკნიდან ნაჭერს ვიღებ, როგორღაც შეუმჩნევლად მიმაქვს მის ლამაზ სახესთან და ცხვირზე ვაფარებ, რამდენიმე წამში გონებას კარგავს..
ვამოწმებ ხალხი არის თუ არა, როცა ვრწმუნდები რომ არავინაა მანქანასთან მიმყავს ჩემს მკლავებში ჩასვენებული პატარა გოგო და შიგნით ვაწვენ, მე საჭესთან ვჯდები, ხელებს სახეზე ვიფარებ და ვცდილობ უკან არ გავიხედო, ვცდილობ არ ვიფიქრო მის ლამაზ ღიმილზე და ნაზ ხელებზე..
მანქანა იჟღენთება მისი სუნით.
მივდივარ რაც შეიძლება სწრაფად, მგონი ვცდილობ იმას გავექცე ვინც ჩემს მანქანაში ზის და მეცინება, ჩემს თავს დავცინი..
იმდენად სწრაფად მივდიოდი სულრამდენიმე წუთში მივედი დანიშნულების ადგილას.
ნია მანქანიდან გადმოვიყვანე, ყველასგან და ყველაფრისგან მიტოვებულ სახლში შევიყვანე და ტახტზე დავაწვინე.
რამდენიმე წუთში გაიღვიძებს-თქო გავიფიქრე ჩემდაუნებურად და ჩემს უფროსთან დავრეკე.
-ადგილზე ვარ.
-გოგოც მანდაა?
-კი.
-კარგი, თითქმის მოვედი.
ვოცნებობ რომ როცა გაიღვიძებს პირველი მე არ დამინახოს, მას ისევ მშვიდად სძინავს და კარის ხმაც ისმის, სიხარულისგან თვალები მინათდება, ოთახში ბატონი გიორგი შემოდის.
-ყოჩაღ თორნიკე, კარგად მუშაობ.
ამაყად მიყურებს და გოგოს უახლოვდება.
-ეს რაში გჭირდება?
ვეკითხები და ვგრძნობ რომ ხმა მიკანკალებს.
-ეეს?? ეს რაში უნდა მჭირდებოდეს, მე მამამისი მჭირდება და ეს უბრალოდ დაგვეხმარება მამამისის მოპოვებაში.
იცინის და ნიკაპზე ხელს უსვამს.
მინდა რომ შუაზე გავგლიჯო, ეს განცდა ცხოვრებაში პირველად დამეუფლა, მინდა რომ მოვკლა მხოლოდ იმის გამო რომ მას ხელი შეახო, მუშტს ვკრავ და თავის ხელში აყვანას ვცდილობ, ფეხზე ვდგები და იქით გავდივარ, სახლს ვათვალიერებ და მისი ხმა მესმის..
-სად ვარ?
ხმაში მხოლოდ შიში იგრძნობა.
-ნუ გეშინია, შენზე იზრუნებენ, კარგად იქნები, არავინ არაფერს დაგიშავებს.
ბატონი გიორგი მის დამშვიდებას ცდილობს.
-ჩემს სახლში მინდა! ჩემს სახლში წამიყვანეთ!
კივის და მისი კივილი გულს ისე მწვავს თითქოს რაღაც მერჭობა.
-დამშვიდდი! შენთვის რამის დაშავება რომ გვინდოდეს აქამდე დაგიშავებდით, ჩვენ მოგხედავთ, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში, სულ რამდენიმე კვირა მოგიწევს აქ დარჩენა, ეს მამაშენის იდეაა.
ცრუობს მის დასამშვიდებლად და გამოსდის კიდეც, ის ხმას აღარ იღებს.
-კარგი, ჩემი წასვლის დროა, ჩემი ნახვა ხშირად არ მოგიწევს, შენზე თორნიკე იზრუნებს, ის გვერდიდან არ მოგშორდება, თუ რამე დაგჭირდა მას უთხარი.
ბატონი გიორგი წელში სწორდება და ჩემკენ მოდის.
-მასთან შედი, თუ რამე პრობლემა იქნება დამირეკე.
ხელს მხარზე მადებს და უზარმაზარ სახლს ტოვებს.
ვცდილობ ძალა მოვიკრიბო მასთან შესასვლელად, ფეხები არ მემორჩილება, მათ მთელი ჩემი დარჩენილი სხეულით მივათრევ და მასთან შევდივარ.
კართან ვდგები და ვუყურებ, თვალს არ მაშორებს, კარგად მაკვირდდბა, თითქოს რაღაცის თქმა უნდა და არ იცის საიდან დაიწყოს, ვუახლოვდები და რაც უფრო ახლოს მივდივარ მასთან, მით უფრო კარგად ვხედავ მის სხეულში გამეფებულ შიშს, რომელიც თვალებში ეტყობა..
პატარა სკამს ვიღებ და მის თავთან ვჯდები.
არ ვიცი როგორ აღვწერო მისი სილამაზე..
ბევრი გოგო მყავდა 26 წლამდე, ბევრიც ისე მინახავს, მაგრამ ასეთი არავინ..
ყურებასაც ვერ ვბედავდი დიდხანს, ანერვიულებული ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით..
იმ დღემდე არ ვიცოდი რას ნიშნავდა სიყვარული, იმას რასაც მაშინ ვგრძნობდი არასდროს მიგრძვნია..
-ჩემი ნუ გეშინია.
ვეუბნები, როგორც შემიძლია მშვიდად.
-შენ მე მომატყუე.
მის ნაცრისფერ თვალებში იმედგაცრუებას ვხედავ.
-პირდაპირ რომ მეთქვა გამომყვებოდი?
-შეგეძლო აგეხსნა, შენ მე მოტყუებით წამომიყვანე აქ, სახლში უნდა წამიყვანო.
ლოგინიდან დგება და თმას ისწორებს.
-მე ეს არ შემიძლია.
-მაშინ მე თვითონ წავალ.
ოთახიდან გადის, ალბათ გასასვლელს ეძებს, მე სკამიდან არ ვიძვრი, ისედაც ვიცი, რომ გასვლის შანსი არ აქვს, კარს პოულობს, მთელი ძალით ეჯაჯგურება თავისი ნაზი ხელებით, თუმცა არაფერი გამოსდის, კივილს იწყებს და იკეცება, თვალებიდან ცრემლები მოსდის და ხელებს სახეზე იფარებს, მასთან გავდივარ და გვერდზე ვუჯდები.
-კარგად იქნები.
ვეუბნები, თუმცა ვიცი რომ ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს.
-მპირდები?
მიყურებს პატარა ბავშვის თვალებით, მე ვცდილობ მისმა სილამაზემ გონება არ დამაკარგვინოს და კედელს ვაშტერდები, თან ვპასუხობ.
-გპირდები.
თავის პატარა წვრილ ხელებს ჩემს სქელ მაჯას ხვევს და თავს მადებს, ვიცი რომ მისთვის ერთადერთი იმედი ვარ და ასე ამიტომ იქცევა, ჩემ გარდა ხომ ამ სახლში მას არავინ ჰყავს.
ხელებს მკლავზე მიჭერს და ნაცნობი ღიმილით წევს თავს მაღლა.
-რა ძლიერი ხარ.
მეუბნება და ისევ ისე მაგრად მიჭერს მკლავზე ხელს, ვიცი რომ არ აშინებს ჩემი სიძლიერე, პირიქით, მას ეს მოსწონს.
საპასუხოდ მხოლოდ ვუცინი, ფეხზე დგება და უცნაურად მოძრაობს.
-მცივა.
მეუბნება და ხელს მაწვდის ასაყენებლად, მეც მის სურვილს ვემორჩილები და ფეხზე ვდგები.
-აქ არაფერია რითიც შეიძლება რომ გათბე, თუმცა არ ინერვიულო, დღეს ყველაფერს მოვიტან.
იღუშება, მე ჩემს ჟაკეტს ვიხდი და მას ვაძლევ, არ შემიძლია ვუყურო მის მოწყენილ სახეს, მინდა სულ იღიმოდეს, მინდა როცა ჩემთან არის ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოუვარდეს და როგორ ავიტან რომ სციოდეს..
ჩემი ფიქრები და საქციელები მე თვითონვე მაკვირვებს..
ჟაკეტს მართმევს იცმევს და ხელებს წელზე იხვევს.
-დიდი მადლობა.
სახეზე ისევ ის ღიმილი უბრუნდება და მეც ბედნიერი ვარ.
ისევ იმ ოთახში გადის საიდანაც გავიდა და სავარძელზე ჯდება, მეც გვერდზე ვუჯდები.
-იმ კაცის ვინ ხარ? ვინც მელაპარაკებოდა.
-მე მასთან ვმუშაობ.
-ანუ შენ ჩემს მოსავლელად დაგიქირავეს?
მიცინის და ვგრძნობ ეს როგორ მოსწონს.
-თითქმის.
-მაშინ მშია, ვალდებული ხარ მაჭამო, ეს შენი სამსახურია.
სიცილს აგრძელებს.
-გავალ და რამეს მოგიტან.
-კარგი, წავიდეთ.
ფეხზე დგება და მელოდება მეც როდის ავდგები.
-არა, მე წავალ, შენ აქ დამელოდე.
-აქ დაგელოდო?
სახიდან ღიმილს იშორებს.
-ხო, მალე დავბრუნდები.
ფეხზე ვდგები და კარისკენ მივდივარ.
-შენს უფროს გადაეცი რომ ორი მომვლელი მჭირდება, როცა ერთი მაღაზიაში ჩავა, მეორე ჩემთან უნდა დარჩეს რომ მარტო არ ვიყო.
-კარს გარედან ჩავკეტავ, ნუ გეშინია, არავინ შემოვა.
სავარძელზე ნაზად ეშვება.
-ქათმის სალათს შევჭამ, ასევე მინდა ბევრი შოკოლადი რომ დავმშვიდდე, ასევე კარგი იქნება თუ რამე სასმელს მიყიდი.
სასმლის ხსენებაზე სახე მეცვლება, ამჩნევს და ღიმილით აგრძელებს.
-არა, არა, მე ვიგულისხმე რაიმე წვენი, სასურველია ალუბლის, თუმცა გაჭირვებაში ფორთოხალსაც დავლევ, სულ ეს არის.
-კარგი.
ვპასუხობ უხეშად და ჩემს თავზე ვბრაზდები გრძნობების გამოხატვა რომ არ შემიძლია.
კარებამდე მაცილებს.
-თუ გინდა ჟაკეტი წაიღე, გარეთ უფრო ეციება.
-არ მცივა.
ვუღიმი და გარეთ გავდივარ, მას მარტო ვტოვებ და ეს არ მომწონს, ვიცი რომ ვერავინ მიეკარება, მაგრამ მაინც არ მინდა რომ მარტო იყოს, მანქანასთან სირბილით მივდივარ, პირველივე მაღაზიასთან ვაჩერებ და ყველაფერს ვყიდულობ რაც დამავალეს, მაღაზიიდანაც ასევე სირბილით გამოვდივარ და უკან ვბრუნდები, მანქანას ვაჩერებ და სავარძელზე მის ტელეფონს ვხედავ, ხელში ვიღებ, რამდენიმე წამით ასე ვშტერდები და მერე ვიღაც რეკავს.. ინსტიქტურად ვპასუხობ, თუმცა ხმას არ ვიღებ.
-სად ხარ?? სამი საათია გელოდები, ასეთი გაუჩინარება როგორ შეიძლება? მესიჯი მაინც მოგეწერა!
ბიჭის ხმაა, ტელეფონს ვთიშავ სიმ ბარათს ვიღებ და ვტეხავ, ვგრძნობ როგორ მაგიჟებს და მაფორიაქებს ის რომ მას ვიღაც ბიჭმა დაურეკა, ბიჭი, რომელიც მას სადღაც ელოდებოდა.. უეცრად მისი მოკვლის სურვილი მეუფლება, თან ისე ძლიერად რომ თავს ვერ ვიკავებ და მუშტებს საჭეს ვურტყამ.
მას შეყვარებული ჰყავს, ის სხვას ეკუთვნის.
სიბრაზეს ჭკუიდან გადავყავარ და ვცდილობ დავწყნარდე და ფიქრს ვიწყებ..
მე მას მხოლოდ დღეს შევხვდი, სულ რამდენიმე წუთით ვისაუბრეთ, ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს და მნიშვნელობა არ აქვს ყავს თუ არა ვინმე, მე მაინც არ მაქვს მისი შეყვარების უფლება მე უბრალოდ ჩემი სამუშაო უნდა შევასრულო, ფული ავიღო და აქედან გავქრე.
ვწყნარდები..
მერე უეცრად ის ეპიზოდი მახსენდება, ჩემს ხელს რომ მოეხვია და თავი მხარზე დამადო, მერე ყველაფერი ისევ თავიდან იწყება..
ძლივს დაწყნარებული მანქანიდან გადმოვდივარ, პარკებს ხელს ვკიდებ და სახლში შევდივარ, თვალებით ვეძებ და ვერსად რომ ვხედავ გული მიჩქარდება, მერე მისი ნაზი ხმა მესმის.
-თორნიკე, შენ ხარ?
სხეულის ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი, მეგონა გადავიწვებოდი..
-ხო, მე ვარ.
ვპასუხობ და მისკენ მივდივარ, პარკებს მაგიდაზე ვაწყობ და ის ამოლაგებას იწყებს, თან მთელი გულისყურით აკვირდება ჩემს ნაყიდ საჭმელს.
-ყოჩაღ, არაფერი დაგვიწყებია.
ისევ მიცინის.
-არ გშია?
-არა, არ მშია.
-კარგი.
მშვიდად მპასუხობს და ჭამას იწყებს.
-გემრიელია, არ გინდა გასინჯო?
მისი ხმა თითქოს არც გამიგია.
-ვიღაც ბიჭმა დაგირეკა, გელოდებოდა.
ვცდილობ ბოლომდე შევისწავლო მისი გამომეტყველება.
-შენ რა უპასუხეე?
ჩანგალს ხელს უშვებს და თვალები სიბრაზით ევსება.
-ხო, ინსტიქტურად ავიღე.
-იმედი მაქვს ხმა არ ამოგიღია.
-არა.
-ახლავე მომეცი ჩემი ტელეფონი.
-გადავაგდე.
-მას უნდა დავურეკო, ახლავე უნდა დავურეკო!
ისევ ტირილს იწყებს, სიბრაზისა და სიბრალულის გრძნობა ერთიანად მეუფლება, საერთოდ არ მინდა მან ვიღაც ბიჭს დაურეკოს, მაგრამ მისი ცრემლების ყურება არ შემიძლია ამიტომ ჩემს ტელეფონს ჯიბიდან ვიღებ და მას ვაძლევ.
-აიღე და დარეკე.
ტელეფონს მართმევს და რეკავს.
"-რატი მე ვარ, მაპატიე რომ ვერ მოვედი, დედაჩემმა სადღაც წამიყვანა, რამდენიმე დღით აქ ვიქნები."
"-ჩემი ტელეფონი არ იჭერს, ამიტომ ვეღარ მირეკავ."
"-მეც მენატრები! მალე გნახავ, ახლა უნდა წავიდე, გკოცნი და მიყვარხარ."
პასუხს ისმენს და ტელეფონს თიშავს, მე არ ვიმჩნევ როგორ მინდა იმ ბიჭს ყველა ორგანო ამოვაცალო..
ჩემს ტელეფონს მიბრუნებს.
-დიდი მადლობა.
-შენი შეყვარებულია?
ვეკითხები გაუაზრებლად.
-ხო.
ხმას აღარ ვიღებ.
-შენ არ გყავს შეყვარებული?
-არა.
-ცუდია.
შოკოლადებს იღებს და ისევ იმ სავარძლისკენ მიდის, თან გზაში მელაპარაკება.
-ჩემი აზრით, ყველას უნდა ჰყავდეს შეყვარებული.
-რატო?
ლაპარაკის დაწყება სურს, მაგრამ ჩემი ტელეფონის ზარი აწყვეტინებს.
-მაპატიე უნდა ვუპასუხო.
ტელეფონს ეგრევე ვპასუხობ.
-თოკო სად ხარ?
-საქმეზე ლაშ შენ?
-ლიზი დამშორდა.
-რააა??
ნია გაოცებული მიყურებს და თვალებით მეკითხება რა ხდებაო..
-ხო, ეხლა ცოტახნის წინ, დალევა მინდა მნახე რა.
-მისმინე, ეხლა არ შემიძლია, ვერ გამოვდივარ, ხო იცი რა პონტშიც.
-მე მოვალ სად ხარ ადგილი მითხარი.
-მოგწერ.
ტელეფონი გავთიშე და მისამართი გავუგზავნე.
-რამე მოხდა?
მეკითხება ღიმილით.
-ისეთი არაფერი.
-ძალიან ანერვიულებული ხარ, ამიტომ გკითხე.
სახეზე წყენა დაეტყო, ეწყინა რომ ყველაფერი არ ვუთხარი, თუმცა ვალდებული არც ვყოფილვარ.
-ჩემი ძმაკაცი იყო, შეყვარებული დაშორდა და კარგად არ არის.
-თუ გინდა წადი, ამ დროს მასთან უნდა იყო, სულ რომ გასაღები დამიტოვო არ წავალ, მართლა არ წავალ.
ვუყურებ და მჯერა მისი..
ის ისეთი სუფთაა, ისეთი წმინდა და გულჩვილი..
-თვითონ მოვა.
მისგან განსხვავებით გრძნობების გამოხატვა ისევ არ შემიძლია და ისევ უხეშად ვპასუხობ..
-მე იქით ოთახში გავალ, ხელს არ შეგიშლით.
-იყავი.
ვუღიმი და შოკოლადს ვართმევ, რამდენიმე წუთი ცდილობდა მის გახსნას, გახსნილს უკან ვუბრუნებ, ბავშვივით უხარია.
მერე სამზარეულოში გადის, წვენს სვავს და სალათის ნარჩენებს ყრის, ცოტახანში კარზე ზარის ხმაც ისმის.
-თორნიკეე.
ისე მეძახის თოთქოს მე ვერ გავიგებდი, მეცინება, სიცილით მივდივარ კარამდე და ვაღებ.
ლაშას წაშლილი სახე აქვს, ხელში პარკი უჭირავს სადაც მხოლოდ სასმელი აწყვია, სახლში ისე შემოდის ხმას არ იღებს ხელით ვანიშნებ მისაღებზე და ისიც იქ შედის, მეც მივყვები, მაგიდასთან სავარძელში ვსხდებით და ლაშა სასმლის ამოლაგებას იწყებს ამ დროს ოთახში ნია შემოდის.
-გამარჯობა, მე ნია ვარ.
ლაშას უღიმის და ჩემს ჟაკეტს უხერხულობისგან ისწორებს, ეტყობა ასეთ სიტუაციებს მიჩვეული არ არის.
-გამარჯობა ნია, მე ლაშა, თოკას ძმაკაცი.
-ხო, თორნიკემ ეს უკვე მითხრა.
ნია ისევ იღიმის და იქით გადის, ზუსტად ვიცი რომ ისევ წვენს დაისხავს და ამაზეც კი მეცინება.
-რა ლამაზია შე**მა.
მეუბნება ლაშა ჩუმად.
-ვიცი.
ისე ვპასუხობ თითქოს ნია ჩემი შეყვარებულია და სიამაყით ვივსები როცა მასზე კარგად ლაპარაკობენ.
ლაშა ხვდება რომ ნია მომწონს, განადგურებული სახით როგორც შეუძლია მიცინის და თითს მიქნევს.
-შენ არ დალევ?
მეკითხება უკვე სერიოზულიდა ჩემს მაგივრად პასუხს ნია სცემს.
-არა, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ვერ დალევს.
-ოოხ, რატომ ვითოომ?
ვეკითხები სიცილით და მომწონს რომ მან ჩემ მაგივრად გადაწყვიტა.
-იმიტომ რომ შენი მოვალეობაა იზრუნო ჩემზე და ამას მთვრალი ვერ შეძლებ.
-აბა მე მარტო დავლიო?
კითხულობს ლაშა სიბრაზით და არყის ბოთლებს აკვირდება.
-მე დავლევ შენთან ერთად.
ნია მაგიდასთან სკამს წევს და ჯდება.
წინააღმდეგობა არ გამიწევია, მე მასთან უნდა ვყოფილიყავი და რომც დამთვრალიყო ამით არაფერი დაშავდებოდა, თან ვხვდებოდი რა რთული იყო მისთვის უცხო სახლში, უცხო ბიჭებთან ერთად, ამიტომ რადგან სასმელი ოდნავ მაინც დაავიწყებდა დარდს, უფლება მივეცი ლაშასთან ერთად დაელია.
დალევის პროცესში მოყვა ლაშამ თავის შეყვარებულზე, ნია რაღაც რჩევებს აძლევდა, რამდენჯერმე ლაშამ ლიზისთან წასვლა მოინდომა და ძლივს გადავაფიქრებინეთ, ნიას საერთოდ არ უხსენებია თავისი შეყვარებული და ძალიან მიკვირდა ეს, ვიღაცებისგან გამიგია რომ მთვრალი ადამიანი უფრო ხშირად იხსენებს იმ ადამიანს, რომელიც უყვარს..
სასმელი რომ დაუმთავრდათ გაგრძელებას აპირებდნენ, ამის უფლება არცერთს მივეცი, რამდენიმე წუთში ლაშა იმ სავარძელში გაითიშა რომელშიც იჯდა, ნია სიცილს ვერ იკავებდა.
-წამოდი, შენს ოთახში წაგიყვან და დაწექი.
-ხელში ამიყვანე და ისე გამიყვანე.
მთვრალია და ცანცარებს, მე ამაზე ვბრაზდები და თავს ვერ ვიკავებ.
-ნია!
ვეუბნები ხმამაღლა.
-მიდი რაა, შენ ხო ძლიერი ხარ.
ჩემთან ახლოს მოდის და ხელს ჯერ მუცელზე, მერე მკლავზე მისმევს, მგონია რომ ყველა მისი შეხებისას ყველაფერი არსებობას წყვეტს და მდოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით სამყაროში..
ხელში ამყავს და საძინებელში ლოგინში ვაწვენ, ტანზე პლედს ვახურავ და თმას ვუსწორებ, თვალებს ხუჭავს და მეც კარისკენ მივდივარ.
-არ დავიძინებ თუ შენ ჩემ გვერდით არ იწვები.
თვალს არ ახელს ისე მეუბნება.
-ნია, შენ მთვრალი ხარ, თან დაღლილი, დაისვენე.
თვალს ახელს და წელში იმართება.
-არ დავიძინებ!
-დილით შემოვალ.
ყველაზე მეტად მინდა მის გვერდზე დავიძინო, მაგრამ თავს ვიკავებ, ვიცი რომ მთვრალია და შეიძლება დილით ისევ მე გამიბრაზდეს, მას ხომ შეყვარებული ჰყავს..
ოთახს ვცილდები, მაგიდას ვალაგებ და მეორე ოთახში გავდივარ, პატარა ლოგინზე ძლივს ვთავსდები და ვითიშები..
რამდენიმე საათში ვიღაცის სუნთქვა მესმის, მერე ვგრძნობ როგორ ეკვრის ვიღაცის მხურვალე სხეული ჩემს სხეულს.. თვალს ვახელ..
ნია ჩემ გვერდით წევს და მთელი ძალით მეხუტება.
ჩემს თავზე ნერვები მეშლება, ისე მეძინა მისი მოსვლაც კი ვერ ვიგრძენი.
შემეცოდა რომ გამეღვიძებინა, ამიტომ მეც მოვეხვიე, ფრთხილად ვაკოცე შუბლზე და თვალები დავხუჭე.
ასეთი რაღაცები ჩემს ცხოვრებაში არასდროს ხდება, ამიტომ სასიამოვნოდ მიკვირს და სხეულში ჟრუანტელი მივლის როცა ვაანალიზებ რომ ის ჩემ გვერდით წევს..
მასზე ფიქრში ჩამეძინა, რომ გავიღვიძე უკვე 11 იყო, ისე ავდექი ნიას რომ არ გაღვიძებოდა და ლაშასთან გავედი.
-ლაააშ, გაიღვიძე რააა.
ხელით შევანჯღრიე რამდენჯერმე, თვალები გაახილა და სავარძლიდან ისე წამოხტა თითქოს მის მოსაკვლავად მივედი.
ორივეს გაგვეცინა.
-სადაა ნია? ცუდად ხო არ არის?
-ძინავს.
-ხოდა სანამ ძინავს მითხარი რა ხდება მაგ გოგოსთან.
-რა უნდა ხდებოდეს? გუშინ მოვიტაცე, აქ მოვიყვანე და დანარჩენი შენც იცი.
-თორნიკე დაბადებიდან მაინც არ გიცნობდე.
მიყურებს ოდნავ გაბრაზებული და სავარძელში კარგად თავსდება, ელოდება მოყოლას როდის დავიწყებ და თითებს ათამაშებს.
-მომწონს, ლამაზი გოგოა.
-შენ ბევრი გოგო მოგწონდა მარა ასეთი რაღაც არ მახსოვხარ.
-ხო, ეს ცოტა სხვანაირად მომწონს.
მგონია რომ ყველაფერი შუბლზე მაწერია და ლაპარაკის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ვხედავ, ლაშა თავში ხელებს ირტყავს.
-ბიჭოო რამდენი დავლიეე აზრზე ხარ?
-საკმაოდ ბევრი.
-ლიზისთან ხო არ დამირეკავს?
-არა, ნიამ ტელეფონი წაგართვა რომ არ დაგერეკა.
-ყოჩაღ, ყოჩააღ.
-მიდი ადექი დაიბანე მოწესრიგდი.
-ხოო, ხოოო, მაცადე სიცოცხლე.
ნაბიჯების ხმა მესმის, ნია მისაღებში თვალების ფშვნეტით შემოდის.
ვხედავ თუ არა ძალდატანების გარეშე მეღიმება.
-როგორ გეძინა?
ვეკითხები და მისკენ მივდივარ.
-კარგად, თქვენ?
-ასე კარგად არასდროს მძინებია.
მიღიმის, ხვდება რაც ვიგულისხმე.
სანდროს ჩაეძინა, სამზარეულოში გავდივართ, ნია ჩაიდანს ადგავს და მომლოდინე რეჟიმში ჯდება ჩემ გვერდით.
-ხომ გითხარი ვერ დავიძინებ თუ ჩემთან არ დაწვები-თქო.
ისე იღიმის თითქოს ამაყობს თავისი საქციელით.
-შეყვარებულიან გოგოებთან ძილი სარისკოა.
თვალს ვუკრავ, ისიც, რა თქმა უნდა, ხვდება რომ მისი შეყვარებული ჩემთვის რისკს არ წარმოადგენს და ეს უბრალო ნამიოკია.
-მე ის არ მიყვარს.
ეს სიტყვები მაბნევს.
-რას ნიშნავს არ გიყვარს?
-მასთან იმიტომ ვარ რომ მარტოობამ ჭკუიდან არ გადამიყვანოს, ჩემს მშობლებს ჩემთვის არ ცალიათ, ვერც ჩემი მეგობრები იცლიან ხშირად, მას კი ყოველთვის ცალია ჩემთვის, ამიტომ მასთან ვარ.
-ეს არ არის სწორი.
-რატომ?
ხელს ხელზე მადებს და არ ვიცი ამით რის მიღწევას ცდილობს.
-მას ჰგონია რომ გიყვარს?
-არა, იცის რომ მასთან მხოლოდ დროის გასაყვანად ვარ, არც მას ვუყვარვარ, უბრალოდ ერთმანეთს ვართობთ.
-ართობთ?
ხელს ვუშვებ.
-ხო, ანუ შენ ვერ მიხვდი რას ვგულისხმობ, ერთმანეთს ყურადღების გადატანაში ვეხმარებით, დროის გაყვანაში, ჩვენი ურთიერთობა კაფეში ჯდომას და სეირნობას არ სცდება.
ვმშვიდდები.
-ამის ახსნა საჭირო არ არის.
ვეუბნები მშვიდად, თუმცა ყველაფრის მოსმენა მინდა..
-დღესაც ხომ დარჩები?
-აა, ახლა მე გავხდი შენი გამრთობი?
ფეხზე ვდგები, ცინიკურად ვიღიმი და ოთახიდან გავდივარ, არ ვიცი ამ ერთმა კითხვამ ასე როგორ გამაღიზიანა, აივანზე ვდგავარ და ხელებს მოაჯირს ვუჭერ, ცოტახანში კარი იღება.
-რა გჭირს თოკოო?
ახალგაღვიძებული ლაშა მხარზე ხელს მადებს და ჩემს შემობრუნებას ცდილობს.
-არაფერი.
ვპასუხობ გულგრილად, ისე რომ მისკენ არც ვიხედები.
-ოხ, ეს სიყვარული!
იცინის.
-მისთვის გამრთობი ვარ.
თავს ვერ ვიკავებ და ჩემდაუნებურად ვამბობ.
-ეს სიყვარულის სინდრომია ძმაო, საბედნიეროდ მხოლოდ დასაწყისში, რამდენადაც გიყვარს, იმდენად გგონია რომ მას არ აინტერესებ.
-და როგორ ვაინტერესებ თუ არა?
-უნდა აეჭვიანო, თუ გოგო ეჭვიანობს ესეიგი მისთვის სულერთი არ ხარ.
-ვიზე ვაეჭვიანო ლაშა შენზე?
-ეს ანგელოზის ფორმა მოიშორე, არ ვიცოდე მაინც ვინ ხარ, დაურეკე შენს რომელიმე ყოფილ გოგოს და ამოიყვანე.
-არ მინდა გული ეტკინოს.
-იქნებ არც ეტკინოს.
ხელს ისევ მხარზე მადებს, ცალყბად მიღიმის და მეც გადაწყვეტილებას ვიღებ, უნდა ვაეჭვიანო..
მომენტალურად ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ჩემს ერთ-ერთ გოგოსთან ვრეკავ..
-ნინაა, როგორ ხარ?
-თორნიკე??? ნუთუ ეს მართლა შენ ხარ? როგორ მომენატრა შენთან ღამის გატარება.
-დღეს რა გეგმები გაქვს?
-შენ უარს არაფერზე გეტყვი, ხომ იცი.
-მისამართს გამოგიგზავნი და გელოდები.
-უუხ!! მოვწესრიგდები და წამოვალ.
ტელეფონს ვთიშავ, მეც კი ვგრძნობ როგორი საშინელი გამომეტყველება მაქვს.
-რა იყო? უარი გითხრა შე**მა?
-არა.
-აბა რა სახე გაქვს?
-მგონი ცუდი აზრია, ვერ წარმომიდგენია ნიას გარდა სხვას როგორ უნდა შევეხო..
-26წელია არავინ გყვარებია და ერთ დღეში ასე რამ გაგაგიჟა ბიჭო.
ლაშა დამცინის, აივანზე ნია გამოდის.
-თორნიკე, მშია.
-აუუ თოკო მეც მშიაა.
-გადი მერე და მოიტანე რამე.
დიდხანს მეწუწუნებოდა ლაშა, პახმელიაზე ვარ როგორ წავიდეო, ბოლოს მაინც გავიდა, მე და ნია მარტო დავრჩით, თუმცა ერთმანეთისთვისხმა არ გაგვიცია, მე ერთი აული მქონდა როდის მოვიდოდა ნინა, რომ გამეგო ვნიშნავდი თუ არა რამეს ნიასთვის.
სავარძელზე ვიყავი წამოწოლილი, ნია ტელევიზორს უყურებდა, კარზე ზარის ხმა გავიგე და ეგრევე წამოვხტი, კართან მივირბინე და გამოვაღე, ნინას ველოდი, თუმცა მხოლოდ ლაშა იყო..
ისაუზმეს, რაღაცაზე საუბრობდნენ თუმცა რაზე არ მესმოდა.
____________________
ჩემო საყვარლებო, როგორ ხართ? იმედი მაქვს მოგეწონათ, თუ სურვილი გექნებათ გავაგრძელებ!



№1  offline მოდერი tsn

განაგრძე.. საინტერესოა, მოუთმენლად ველოდევი შემდეგ თავს და არ დააგვიანო რა..

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

გმადლობ, აუცილებლად გავაგრძელებ.❤

 


№3  offline წევრი Kiki )))

უბრალოდ ერთი რაღაც არ მომეწონაა... ლაშას და თორნიკეს საობარიი არის ჩემთვის სასაცილო იმიტომ რიმ გავს დაქალების ლაპარაკს.. აი ეს ლააშ და რაღაცეები იმედია ხვდები რასაც ვამბობ უბრალოდ მასე ნაღდი ძმაკაცები არ ლაპარაკობენნ... გამიხარდება თუ გაითვალისწინებ..დანარჩენი ყველაფერი კარგიაა და მომწონშ..გააგრძელე აუცილებლად ♥♥♥♥

 


№4  offline წევრი Ketacharkviani

ოი, ოი, ჩემი ბიჭები, რომლებსაც ვიცნობ, ასე საუბრობენ, აუცილებელი არ უნდა იყოს წინადადებაში 10-ჯერ გინება.❤
გმადლობ, საყვარელო.❤

 


№5  offline წევრი Kiki )))

Ketacharkviani
ოი, ოი, ჩემი ბიჭები, რომლებსაც ვიცნობ, ასე საუბრობენ, აუცილებელი არ უნდა იყოს წინადადებაში 10-ჯერ გინება.❤
გმადლობ, საყვარელო.❤

ათჯერ გინება არმიგულისხმია ჩემო კარგო... უბრალოდუკეთესი იქნება თუ დაქალებივით არ ილაპარაკებენ. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent