უსათაურო
„მე არ ვიცი,რა არის სიყვარული“, „როგორ უნდა,მივხვდე,რომ მიყვარს?“ დედაჩემს რომ წნევა უწევს,მე ეგრვე გულის რევა მეწყება...ეს სიყვარულია,თან ძალიან დიდი,ამ დროს დედაზე ვნერვიულობ,რომ არ მოკვდეს. ბავშვობაში როგორც ყველა ბავშვს,ერთი სული მქონდა დედაჩემი სახლში მოსულიყო,მეშინობა ვაითუ არ მოვიდეს,ვაითუ რამე დაემართოს გზაში-მეთქი.როცა კარს შემოაღებდა,ყველა სადარდებელი მთავრდებოდა ჩემთვის,ის სახლში იყო,მნიშვნელობა არ ჰქონდა დაღლილი,მხიარული,მოწყენილი...მთავარია ცოცხალი იყო და სახლში.არ ვიცი,ალბათ ბევრ ბავშვს ემართება ასე,მე გამონაკლისი არ ვარ.უბრალოდ სიყვარულთან დაკავშირებით პირველად ეს გამახსენდა. მე მიყვარს ჩემი და...ერთხელ გული წაუვიდა,არა ორჯერ.ოპერაციაც გაუკეთეს,როცა სახლში დაბრუნდა სულ მეტირებოდა,კარგად იყო,მაგრამ მაინც. ღმერთი გვეუბნება,რომ კაცთმოყვარენი უნდა ვიყოთ.კი უნდა ვიყოთ,მაგრამ ვართ?როგორ ვარ კაცთმოყვარე,როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული მაღიზიანებს?როცა უცხო ადამიანი მეხება,როცა მათ უსიამოვნო სუნს ვგრძნობ და მინდება ყველა გაქრეს იმ წუთას და მარტო მე დავრჩე? რატომ ვდგებით და ადგილს ვუთმობთ მოხუცს ან ორსულს?ამაზე გიფიქრიათ? მართლა გეცოდებათ,თუ გრცხვენიათ გარშემომყოფების?თუ გინდათ,თავი კეთილ ადამიანად მოაჩვენოთ ვინმეს? მე რატომ ვდგები ხოლმე? არ ვიცი,ალბათ სამივე ერთად.ამას წინათ ავტობუსში უკნიდან ერთი ქალი რაღაცას მეუბნება,ვერ გავიგე და გავამეორებინე: -მოხუცი გადგას თავზე...ო ( ) არ მინდა გამომრჩეს და აქვე აღვნიშნო,რომ როცა ყვითელი ავტობუსი მოდის (რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი უცდის მას) შუა ხნის ქალბატონები და მამკაცები ცდილობენ ადგილები დაიკავონ,შემდეგ კი ახალგაზრდებს აწვდიან თავიანთ ბარათებს,ბილეთი ამიღეო. რატომ არ იღებენ მაშინვე,როცა ადიან? იმიტომ,რომ უნდა დადონ ავტობუსის სკამზე.მე აქ არ ვგულისხმობ იმ შემთხვევას,როცა შენც ფეხზე დგეხარ და ფიზიკურად ვერ ახერხებ ბილეთის აღებას. მე ვარ სტუდენტი,რომელიც მთელი ცხოვრებაა სწავლობს,მაგრამ ჯერ არ მუშაობს.მე ვარ გოგო,რომელსაც უნდა სიყვარული,როგორც ყველა გოგოს. მე ვარ მეგობარი,რომელსაც ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს. მე ვარ ადამიანი,რომელმაც არ იცის რა უნდა,რა არის სწორი,ვინ არის მართალი? მე ვარ ის,ვისაც ყველაფერი აშინებს. მე ვარ ის გოგო,რომელიც ძალიან ბევრს წვალობს,მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ უნდა,არ უნდა,რომ წარმატებას მიაღწიოს,არა კი უნდა,მაგრამ არა იმიტომ,რომ თავად მას უნდა ეს,არამედ იმიტომ,რომ წარმატებას თუ მიაღწევს,ყველას მოეწონება,ყველა ტაშს დაუკრავს. რატომ უნდებათ ადამიანებს წარმატების მიღწევა, ძალაუფლება? და რატომ არიან ძალაუფლების მქონე ადამიანები დამპლები? რატომ გვინდა ეს ოხერი სამსახური? მათხოვრული ხელფასი? იმიტომ,რომ საჭმელი ვჭამოთ,ტანსაცმელი ვიყიდოთ,სელფები გადავიღოთ სამსახურში,რა თქმა უნდა,თუ კარგი სამსახური გვაქვს,იმიტომ რომ facebook-ზე დავწეროთ ,რომ ვმუშაობ PR მენეჯერად რაღაც ორგანიზაციაში.ეხლა ამ სამსახურებზე რომ დავიწყე ლაპარაკი,გამახსენდა სიტყვა CV. როგორი უნდა იყოს ჩვენი რეზიუმე,ძალიან ძალიან ,ძალიან მოტივირებული და გამწარებული უნდა იყო ,რომ გასაუბრებაზე არ ჩაიჯვა...როგორები არიან ის ადამიანები,ვინც გასაუბრებაზე გხვდებიან? -თქვენ უნდა იყოთ ყოვლისშემძლე და ამაში სულ რაღაც 250 კარს მიიღებთ. (ძირითადად ამ შინაარსის ტექსტს გეუბნებიან) კარგი,დავანებოთ ცოტა ხანი თავი ამ სამსახურს და იძულებით რაღაცებს,მინდა ისეთ თემაზე გადავიდე,რაც თქვენც გესიამოვნებათ. რა არის ისეთი რაღაც,რაც ყველას უყვარს,ყველას უნდა და ყველას სჯერა? სიყვარული. რამდენი ხანი მინდოდა,ეს სიყვარული მოსულიყო და ბედნიერება მეგრძნო.ყველა ქალს უნდა ეს,სიყვარული ყველაფერს ალამაზებს,ყველა გიყვარს,სულ კარგ ხასიათზე ხარ... ვიცი ბანალურად და სულელურად ვწერ და შეუძლება ზოგმა თქვენგანმა უკვე დახურა კიდეც ჩემი წიგნი,მაგრამ მე მაინც ვწერ,იმიტომ,რომ სიყვარულია ის ერთადერთი რამ,რის გამოც ამ წუთას ცხოვრება მინდა და მიხარია... სხვა არაფრის გამო არ მინდა.არ ვიცი ის არის ნამდვილი სიყვარული,ტყუილი სიყვარული თუ სხვა რამ,მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი,რომ მინდა კიდევ გაგრძელდეს და უფრო მეტი,უფრო საინტერესო რაღაცები მოხდეს.მე გულწრდელი ვარ. 5 წლის შემდეგ, ჩვენი პირველი შეხვედრის დღეს ძალიან ბევრი ვიპრანჭე,მაგრამ მაინც ძალიან სადად და მოკრძალებულად მეცვა,მრცხვენოდა მისი,არ მინდოდა რამე თვალშისაცემი ყოფილიყო.პომადაც კი არ წავისვი ამის გამო,მაგრამ ტონალურის არ წაუსმელობა ვეღარ მოვითმინე,თხლად გადავისვი და წავედი... მოვატყუე,რომ უკვე მივედი იმ ადგილას-მეთქი,არ მინდოდა მე მომწეოდა ლოდინი,ალბათ იმიტომ ,რომ ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო წლების მერე... შეუჩვეველი ვიყავი ყველაფერს. -იქით რატომ იყურები? შემომხედე და ისე მელაპარაკე... (ეს არის ერთ-ერთი ფრაზა ,რაც იმ დღეს მისი საუბრიდან დამამახსოვრდა) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.