ჰადესის ქალიშვილისა და ზევსის ვაჟის სიყვარულის ისტორია
ალბათ ყველამ იცით ბერნულ-რომაული მითების შესახებ. სწორედ ამ თმაზე მინდა დავწერო მე ისტორია. იმედია საინტერესო იქნება, მკითხველი ეყოლება და მოგეწონებათ. გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ :LOVE: პროლოგი სულ თავიდან სამყაროში არაფერი არ არსებობდა, მხოლოდ შავი და ბნელი იყო გარემო და ქაოსი მეფობდა, არ არსებობდა არანაირი ქვეყანა და არ არსებობდნენ ღმერთები.დროთა განმავლობაში კი პირველად ამ ქაოსიდან ამოვიდა ქალღმერთი გეა. გეა და ქაოსი დაქორწინდნენ და ერთად იყვნენ. გეამ ფართოდ გაშალა ხელები და ყველაფერს სიცოცხლე მისცა და გაზარდა ყველაფერი. როგორც ცა არის სამყაროს ასე დაშორებული, ზუსტად ასე განუზომელ სიღრმეში მდებარეობდა ტარტაროსი. ამ სიბნელეში გამოჩნდა სინათლე - ეფირი, და მან შექმნა დღე - ჰემერა და ღამე - ნიუკტუ. ეფერმა გაანათა ყველაფერი და დღე და ღამე ამის შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ.მალე, დიდი წვიმების შედეგად გაჩნდა ოკეანეები. გეამ და ქაოსმა ბევრი შვილები გააჩინეს, მაგრამ ყველა მახინჯი იყო: ციკლოპები, ტიტანები. ქაოსს მათი ყურებაც კი არ მოსწონდა და ამიტომ გეას ისინი ტარტაროსში გამოამწყვდევინა. გეა ამაზე გაბრაზებული და განაწყენებული იყო და ქმრის მიმართ დიდი სიყვარული აღარ ჰქონდა. მისი ერთ-ერთი შვილი როდესაც გაიზარდა უთხრა: დედა, გამომიშვი მე აქედან, მამას მოვკლავ და შენც ბედნიერი იქნები და მეც ავალ ტახტზეო. განაწყენებულმა გეამ ის გამოუშვა და კრონოსმა მამამისი მოკლა. თვითონ კი სხვა ტიტანებისგან შედარებით უფრო მაღალი წოდება დაიკავა და მამამისის ოქროს ტახტს დაეუფლა. ცოლად შეირთო მისი და რეა, რომელმაც გააჩინა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი და კენტავრი ქირონი. ის შვილებს ჭამდა რადგან ქაოსმა უწინასწარმეტყველა შენც საკუთარი შვილი დაგამხობსო. რეას არ მოსწონდა მისი ქმარი მის შვილებს რომ ჭამდა ამიტომაც მან ზევსი მოიპარა და გადამალა, მის მაგივრად კი კრონოსს ჩვარში გახვეული ლოდი გადააყლაპა. ზევსი ირდებოდა და გაიერდა. მამამისთან დაბრუნდა როცა უკვე იფიქრა რომ დაამარცხებო და მას თავი წააჭრა, ხოლო მისი დები და ძმები კი კრონოსის მუცელში იზრდებოდნენ და მისი სიკვდილის შემდეგ შეძლეს აქედან გამოსვლა. ამ ღმერთებიდან მთავარი ზევსი, პოსეიდონი და ჰადესი იყო. აქედან ჰადესი ყველაზე კეთილი და მამაცი იყო, მაგრამ ზევს პირველობა სურდა, ამიტომ ის მოატყუა და ქვესკნელში განაწესა, თვითნ კი ღრუბლებზე უფრო მაღალ მთაზე, ოლიმპოზე დაიწყო თავის და ძმებთან ერთად ცხოვრება. მხოლოდ პოსეიდონი, ოკეანეებისა და ზღვებისმბრძანებელი ცხოვრობდა წყლის სიღრმეში, მხოლოდ საჭირო დროს ადიოდა ოლიმპოს მთაზე. ღმერთები ხშირად ერთობოდნენ მოკვდავებთან და ნახევარღმერთებს აჩენდნენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზევსვმა მოკვდავებთან გართობა აკრძალა, მაგრამ თვითონ, ჰადესმა და პოსეიდონმაც დაარღვიეს თავიანთი სიტყვა და ჰადესმა გოგონა, ზევსმა ვაჟი, ხოლო პოსეიდონმაც ვაჟი ჩასახეს. მაგრამ ეს მანამ დარჩა საიდუმლოდ სანამ ეს სამი ერთმანეთს არ შეხვდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.