შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (11)


24-09-2016, 20:15
ავტორი Genius))
ნანახია 3 326

დილით ადრე გავიღვიძე , ინსტიქტურად ფანჯარას გავხედე და ბნელოდა , მზე მხოლოდ ახლა ამოდიოდა...
ჩემი თავის გამიკვირდა რადგან შუადღემმდე მეძინა ხოლმე და ახლა მზესთან ერთად მეც გავიღვიძე...
ძილის მობრუნება ვცადე მაგრად ამაოდ , ვტრიალებდი და თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი...
ბოლოს გაბრაზებული წამოვდექი და სააბაზანოსკენ გავემართე , ვიბანავე , მოვწესრიგდი და ჩემს კარადას მივეყრდები
ხელში სპორტული შარვალი მომხდა ამიტომ მისი შაცმა გადავწყვიტე და მას შავი უბრალო მაისური შევუხამე , შლოპანცები ამოვიცვი და როგორც ყოველთვის შემდეგ გაჩერებაზე წავედი , ანუ სამზარეულო!
როგორც ადრე დილა ყავით დავიწყე , აპარატთან მივედი და ჩავრთე , პულტი იქვე იდი ამიტომ ტელევიზორში მუსიკალური არხი ჩავრთე მაგრამ ხმა ისე დავუწიე რომ ვიბლიანი არ გამეღვიძებინა...
გუშინდელის შემდეგ მისი თავი საერთოდ არ მქონდა , მართალია ძალიან მაინტერესებდა დღეს რას მეტყოდა მაგრამ იგივე რომ გაემეორებინა მერე მე რა უნდა მექნა?..
გუშინ მთვრალი იყო და ამიტომ ჩავთვალე რომ მატყუებდა , ამ საქციელით ჩემი დამცირება უნდოდა ,თუ უნდა მაგრამ მაგას შემდეგ გავიგებ...
უბრალოდ თავს ვერ მივცემ უფლებას ეს დაიჯეროს , თავს ვერ მივცემ უფლებას შემდეგ მის გამო ცრემლები ღვაროს და გული ეტკინოს...
ჩვენ ხომ ერთმანეთით ვთამაშობთ?..
ჩვენ ხომ განსხვავებულები ვართ?..
ამ ფიქრებში ისიც დამავიწყდა ყავას რომ ვაკეთებდი , ვიდექი ერთ ადგილას და ტელევიზორს მივშტერებოდი , წრიპინმა გამომაფხიზლა და აპარატი სასწრაფოდ გამოვრთე რომ ვიბლიანს არ გაღვიძებოდა...
ყავა ჩამოვასხი და მაგიდასთან ჩამოვჯექი... თავი ხელზე ჩამოვდე და ფანჯარას მივაშტერდი...
-გამისკდა თავი! - გავიგე ვიბლიანის ხმა და მისკენ გავიხდე , კართან იდგა და ხელები ჰაერში გაეშალა , ტელევიზორს გახედა შემდეგ კი ჩემკენ გამოიხედა
მე არაფერი მითქვამს , თავი გავატრიალე და ყავას ჩავაშტერდი
ვგრძნობდი რომ სამზარეულოსკენ მოდიოდა და თანდათან მიახლოვდებოდა...
ისე შემოვიდა რომ ჩემთვის არც ჩემოუხედავს , ყავის აპარატი ჩართო და ჩემკენ მოტრიალა , ფეხები გადააჯვარედინა , ხელებით დახლს დაეყრდნო და თვალები მე მომაპყრო
მისი მზერა მწვავდა და მძაბავდა , ფინჯანს ისე ვუჭერდი ხელეს მეგონა რომ შემომატყდებოდა , ყავას ყოველ წამს "ვწრუპავდი" და ვცდილობდი სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება , მაგრამ რამდენად გამომდიოდა არ ვიცოდი...
მთელი სხეული დაძაბული მქონდა და ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ვიბლიანს , მაგრამ არც ხმას იღებდა და არც მზერას მაშორებდა...
აპარატს ვთხოვდი ყავა მალე გაეკეთებინა და მას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა...
ასეც მოხდა და სიხარულისგან ხტუნაობა მომინდა , ჩავიღიმე და გავსწორდი , სკამის საზურგეს მივეყრდენი და ამაყად ავწიე თავი , მართალია მას არ ვუყურებდი მაგრამ რატომღაც ვიცოდი რასაც აკეთებდა , თვალების გაპარვის გარეშე ვნახე როგორ აიღო ფინჯანი , ჩამოასხვა ყავა და ჩემკენ მოტრიალდა...
სხეულმა ისევ დაიწყო პანიკაში ცავარდნა მაგრამ მთელი ძალით ვეცადე გამეჩერებინა , მას გავხედე და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხნენ...
მზერა ამარიდა და ჩემ წინ ჩამოჯდა...
არაფერს ამბობდა , უბრალოდ მიყურებდა...
მეც ესე ვიჯექი და მას ვუყურებდი...
ვინმეს რომ ვენახეთ ესე სიცილისგან მუცელი ასტკივდებოდა , ორივე ისეთი დაძბულები ვიჯექით და რაღაცას ველოდით...
ჩემთვის კი ეს სიჩუმე გაუსაძლისი გამოდგა , ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე
-აქ იმისთვის არ შემოსვულვარ რომ გამეგდე - მშვიდად ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა , ჩემთვის არც შემოუხედავს
-მაგაში დარწყმუნებული ვარ - მეც გავეცი პასუხი და მას მივაჩერდი , რატომ გავჩერდი ვერ ვხვდებოდი მაგრამ ჩემს სხეულს სამზარეულოდან გასვლა არ უნდოდა
-მაშინ დაჯექი და ნორმლურად დალიე ყავა - ხელი სკამისკენ გაიშვირა მაგრამ ჩემკენ გამოხედვაც არ უცდია
-და რამე მნიშვნელობა აქვს ამას? - ჩემს სიტყვებზე გამეცინა ისეთი დებილური იყო
-არანაირი , უბრალოდ ფაქტია ჩემ გამო მიდიხარ და ეს არ მსიამოვნებს - მზერას მარიდებს
მაგიჟდებდა ის ფაქტი რომ ერთხელაც არ გამომხედა! მელაპარაკებოდა მაგრამ არ მიყურებდა , რატომ იქცეოდა ესე? რატომ მაწამებდა?
-ეგ არაფერ შუაშია - ჩავილაპარაკე ისე ვითომც არაფერი მომხდარიყო
-მაშინ წინ დამიჯექი! - უემოციოდ ჩაილაპარაკა
მხოლოდ იმის დასამტკიცებდა რომ მის გამო არ მივდიოდი ისე ჩემი ადგილი დავიკავე და ყავა მოვსვი...
როგორც იქნა შემომხედა! სახე გამისწორა და შესამჩნევად გაეღიმა...
მეც გავუღიმე , რადგან ირონია ყოფილიყო , რადგან ამ ყველაფერს ეთქვა რომ მასზე საერთოდ არ ვნერვიულობდი...
-ხელი როგორ გაქვს? - დუმილის შემდეგ ძლივს ამოიღო ხმა ვიბლიანმა და დანაღვლიანებული თვალებით შემომხედა , შემდეგ ხელს დახედა და თავი გაატრიალა
-კარგად , ისე აღარ მტკივა როგორც გუშინ - მოკლედ გავეცი პასუხი და თვალები ავარიდე
-მაპატიე რა კატო - მითხრა მაგრამ თავი არ აუწევია , თვალებს ვერ მისწორებდა და ხმაც შესცვლოდა
ამაზე მეტად კი ის გამიკვირდა რომ "ხუჭუჭა" აღარ დამიძახა
ანუ მართლა შეიცვალა!
მართლა შეიცვლა ჩვენს უერთიერთობაში რაღაც , მაგრამ საითკენ?
ეს კარგია თუ ცუდი?
მისთვის არაფერი აღარ მითქვამს , გაჩუმება ვარჩიე , მინდოდა მისგან კიდევ მომესმინა რამე...
რამე რაც დამეხმარებოდა მეპატიებინა , რადგან ეს ნამდვილად მინდოდა...
-როცა მთვრალი ვარ ზოგჯერ თავს ვერ ვაკონტროლებ , განსაკუთრებით მაშინ როდესაც რაღაცაზე ან ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ , იმ დღეს მართლა არ მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი თავი გამეკონტროლებინა , გეფიცები არასდროს არაფერს დაგიშავედბი , ვიცი რომ ძალიან დავაშავე და მაპატიე გევედრები - უეცრად ამომხედა და მისი თვალები სხვანაირი იყო , შავი მაგრამ თითქოს უფრო გაშავდა , თითქოს სიბნელემ დაისადგურა
კვლავ არაფერი მითქვამს , მაგრამ იმიტომ რომ არაფერი მქონდა სათქმელი , სიტყვებს თავი ვერ მოვუყავირე , ვერ ვეტყოდი რომ ვაპატიე რადგან ეს ესე ნამდვილად არ იყო... ისევ ნაწყენი ვიყავი მასზე და ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი...
ბოდიშები ვერასდროს ვერაფერს განკურნავს , განსაკუთრებით მაშინ თუ იარა დიდია...
-კატო მაპატიე - თავი გააქნია , გაეღიმა იმაზე რომ არაფერს არ ვეუბნებოდი
-კატოს რატომ მეძახი? - შეიძლება სისულელეს გავდა კითხვა მაგრამ მთელი გულით მაინტერესებდა
-რა? - დაბნეულმა მკითხა , არ ელოდა რომ ამაზე ყურადღებას გავამახვილებდი
-რაც გაიგე - უემოციოდ ვუთხარი და თავი მაღლა ავწიე
უეცრად ჩაფიქრდა , მგონი თვითონაც გაუკვირდა , შემდეგ ჩაეცინა და თავი გააქნია , ეს კი რას ნიშნავდა არავინ არ იციდა...
-არვიცი - ღიმილით მიპასუხა - ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს - მხრები აჩეჩა და ღიმილით გამომხედა
-ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი! - მეც ახლა მომინდა ფილოსოფოსობა , ალბათ უბრალოდ საუბრის შეცვლას ვცდილობდი
-და შენ გინდა რომ ხუჭუჭა დაგიძახო? - ღიმილით მკითხა ვიბლიანმა რადგან ისევ ჩიხში მომაქცია
-ჩემთვის ეს სულერთია , უბრალოდ არ მოგიმართავს სახელით - გავუღიმე და ვხვდებოდი რომ წყენა თანდათან უკან რჩებოდა , ეს კი არ მომწონდა
-მაპატიებ ხუჭუჭ? - ნაღვლიანად ჩაიღიმა და ჩემკენ გადმოიხარა - ერთი შანსიც მომეცი და გპირდები რეალურად გაგაცნობ დატი ვიბლიანს - თითქოს მიჩურჩულა და ჩაიცინა
-არარეალურს გიცნობ? - წარცდურად ვკითხე და ცალი წარბი ავწიე
-სხვებთან ნამდვილად ისეთი ვარ როგორსაც მხედავ მაგრამ მაქვს მეორე მხარეც - დაბნეულმა ჩაილაპარაკა , რადგან უკვირდა მე რატომ მეუბნებოდა ამას
-და მე განსაკუთრებული ვარ რომ უკეთესი გაგიცნო? - ჩავიცინე და გაღიმებული მივაშტერდი
"რა მალე აპატიე შე უტვინო გოგო" - გაიელვა ამ აზრმა თავში მაგრამ გადავწყვიტე მისთვის ყურადღება არ მიმექცია , მე მომწონს ვიბლიანის შემოთავაზება და უარის თქმას არ ვაპირებდი
-კი - დაუფიქრებლად მიპასუხა და თვითონვე გაკვირვებულმა გამომხედა
მეც შემეცვალა გამომეტყველება , თავი დავხარე და გავიღიმე , თან ვცდილობდი მას ეს არ შეემჩნია
-არ ველოდი - თავი ავწიე და ირონიულად ჩავილაპარაკე
-არც მე - ის კი სულ დაიბნა და თავდახრილი რაღაცაზე ფიქრობდა
-კარგი მაშინ მინდა გავიცნო რეალური ვიბლიანი - ვუპასუხე მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ჩემი სიტყვები არც გაუგია
მას არც უპასუხია , მე კი არ ჩავთვალე საჭიროდ მისთვის სიტყვები გამემეორებინა
-რაც შეეხება გუშინდელს - უეცრად გონს მოვიდა და თავი გაასწორა , ცოტახანი გაჩუმდა და მომაშტერდა - არაფერი არ მითქვამს ტყუილი - გამიღიმა და ჩემს რეაქციას დაელოდა
სიმართლე რომ ვთქვათ ჩემი რეაქცია გავდა გიჟის მოქმედებას , თვალები გამიდიდგა და ტუჩებს უაზროდ ვათამაშებდი .თვალებს ვერ ვუსწორებდი და სხვადასხვა მხარეს ვიხედებოდი , ის კი იცინოდა და მელოდებოდა...
მელოდებოდა სანამ რამეს ვიტყოდი...
მაგრამ რა უნდა მეთქვა?.. რომ მეც მომწონდა და უნდა გვეცადა?... ეს ხომ უდიდესი სისულელე იყო , მას ნორმლურად არც ვიცნობდი , ჩვენ ერთმანეთის შესახებ რეალური ისტორიები არ ვიცოდით , მხოლოდ სახელები და მორჩა , ვცხოვროდით ერთი აწმყოთი მაგრამ წარსულზე არაფერს ვყვებოდით , რაც ურთიერთგაგებისთვის მნიშვნელოვანია...
გამიკვირდა მისი სიტყვები , ველოდი რომ გუშინდელის გამოც ბოდიშს მოიხდიდა , მაგრამ იმას არა რომ მის სიტყვებს ფხიზელზე დაამტკიცებდა...
გულის სიღრმეში კი ნამდვილად გამიხარდა... ნუ რაღა გულის სიღმეში , მეგონა რომ გული ხტუნავდა როდესაც ეს სიტყვები გავიგე მისგან , თითქოს სხვა სხეულის ნაწილები დავიწყდა და მხოლოდ მას მოუნდა ბედნიერებს , ყველაფერი გაყინა და მხოლოდ ის დარჩა მხურვალე ცეცხლში რომელიც წვადა...
მე ამ სისულელეებზე ვფიქრობდი ის კი მიმზერდა და იღიმოდა , თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა და პასუხი უთქმელადაც ესმოდა...
-ესე საშინლადაც ნუ მეხუმრები! - საბოლოოდ ეს პასუხი გავეცი და გაბრაზებული მივაშტერდი
-არადა ზუსტად ვიცი რომ გჯერა - სიცილი დაიწყო - და შენც განსხვავებული ხარ ჩემთან - გაიღიმა
-განსხვავებული ? - ვითომ დაბნეულმა ვკითხა და მის პასუხს დაველოდე
-სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით - მოკლედ მომიჭრა და ფეხზე წამოდგა - იცი ძალიან მშია - დამხედა და მაცივარი გამოაღო - რა ვჭამოთ? - ინტერესით ჩაილაპარაკა
-პიცა - დაუფიქრებლად ვუპასუხე და ღიმილით ავხედე
-შენ სულ პიცას როგორ უნდა ჭამდე? - ირონიულად ჩაილაპარაკა - ერთ დღესაც მაგრად გასუქდები - ნიშნისმოგებით მითხრა და მიცივარს დაუბრუნდა
-არ გავსუქდები - ბედნიერმა ჩავილაპარაკე და მეც გამიკვირდა
-აი ნახავ თუ არა - ისე მიპასუხა რომ არც მობრუნებულა - ხაჭაპურს გააკეთებ? - უეცრად მომიტრიალდა და გამიღიმა , თან პატარა ბავშვივით მიყურებდა რომელსაც რაღაც ძალიან უნდოდა
-გავაკეთოთ - მეც ღიმილით ვუპასუხე და მის სახეზე გამეცინა რომელიც ჩემი პასუხის მოსმენის შემდეგ მიიღო
-ბიჭი ხაჭაპურს აკეთებს? - ვითომ დაბნეულმა ჩაილაპარაკა და დაინჯ-შეყწილი წინ დამიდგა
-ცომის მოზელას არ გავალებ - დამნაშავესავით ჩავილაპარაკე და ავხედე
-ვაიმე რა საყვარელი ხარ - უეცრად წამოსცდა და შემდეგ გაეცინა - აბა რას დამავალებ? - თემა შეცვალალა და წინ დამიდგა
-ყველი დაჭყლიტე - გავუღიმე და ჯამებს გადავწვდი , ერთი მას დავუდგი მეორე კი ჩემ წინ - მაგრამ წყლის დასხმაში მოგიწევს დახმარება , მე ერთი ხელი მაქვს - სიცილით ვუთხარი და ფქვილი ჯამში გადავყარე
ჩაყრისას ფქვილი სახეში შემეყარა და მთლიანად გავთეთრდი , რაზეც ვიბლიანს სიცილი აუტყდა
ხელიც ფქვილში მქონდა დასვრილი ამიტომ ვერ მოვიშორებდი სახეზე , ამიტომ მის წინ ჩამოვდექი და მივაშტერდი , ველოდებოდი სანამ სიცილს მორჩებოდა
-მოიცა მე დაგემხარები - ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა , ონკანიდან წყალი მოუშვა და ხელი დაისველა , სანამ სახესთან მოიტანდა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე
-გაგიჟდი? გინდა რომ უფრო დამსვარო? - პატარა ბავშვივით გაბუტულმა გავხედე
-არ გამომივიდა ხომ ხედავ - მხრები აჩეჩა ვიბლიანმა და გამიღიმა
უეცრად იმდენად გავბრაზდი რომ ფქვილში ხელი ჩავყავი და მას შევაყარე , შემდეგ კი სიცილი დავიწყე
ვიბლიანმა ინსტიქტურად მისი სველი ხელი სახესთან მიიტანა და ზუსტად ის დაემართა რასაც ჩემთვის ისურვებდა
ამაზე უფრო მეტად გამეცინა და ადგილზე ჩავიკეცე , მუცელზე ხელს ვიკიდებდი და ვცდილობდა გავჩერებულიყავი მაგრამ იმდენად სასაცილო ეს ყველაფერი რომ არ გამომდიოდა
-თოვლის ბაბუას გავხარ - საყვარლად ვუთხარი და როდესაც მისი გაბრაზებული სახე დავინახე დიდი მანძილით გავეცალე
-მოიცა გადაგიხდი - სიმწრით ჩაილაპარაკა და ირონულად გამიღიმა - მოდი გააკეთე მშია! - ხელით სკამისკენ მანიშნა
-ხომ არაფერს გააკეთებ? - სიცილისგან ძლივს ამოვისუნთქე და გულზე ხელს ვიკიდებდი , თან კედელს ვეყრდნობოდი
-არაფერს არ ვიზავ! - ხელები ჰაერში ასწია პირობის ნიშნად და პარკიდან ყველი თეფშზე გადაიტანა , ხელი ისე მაგრად მოუჭრა რომ ხელი შუაზე გაიყო და მე ძალიან შემაშინა
-ხომ მართლა არაფერს არ იზავ? - შეშინებულმა ვკითხე და ყველას მივაშტერდი
-ხუჭუჭ არაფერს არ ვიზავ! - გაბრაზებული ლაპარაკობდა და მისი დაჯერება ძნელი იყო - მოდი რა მართლა მშია - მაცივრისკენ მიბრუნდა და წყალი გამოიტანა
მე კი ამასობაში ვისარგებლე და სირბილით წავედი ჩემს ადგილას...
ნეტავ სად მივრბოდი წინ არ მეჯდა?
გამიღიმა და მისი საქმე გააგრძელა , მე კი ჯამში მარილი და საფუარი ჩავყარე და წყალი დავასხი
მართლაც არაფერს არ აკეთებდა და ეს მიკვირდა , მის საქმეს ისე მხიარულად აკეთებდა რომ მგონი მე აღარც ვახსოვდი
ეს კარგიც იყო , რადგან მისგან მეტ თავდასხმას აღარ უნდა ველოდო
-აუ დათი წყალი ჩაასხი რა - ვუთხარი როდესაც ცომის მოსაზელად მეტი წყალი დამჭირდა , ის წამოდგა და ღიმილით მომიდგა გვერდით , ბოთლს ხელი მოჰკიდა და ჯამში ჩაასხა
-კიდევ? - ღიმილით გამომხედა და მიტრიალდა
-არა მადლობა - მხიარულად ჩავილაპარაკე და ჩემი სამე განვაგრზე
უეცრად რაღაც ცივი ვიგრძენი სხეულზე რომელიც კისრიდან მოდიოდა და ხერხემას მიყვებოდა , მაისურში ისეთი თავისუფალი ვერ ვიყავი , მთელ ზურგზე ამკროდა და საშინლად მაციებდა , შემდეგ ცივი სითზე მუცელზე შემომასხეს და მთლიანად მოვიყინე...
გავიგე ვიბლიანის "ხითხითი" და მისკენ გაბრაზებულმა გავიხედე , დახლს ეყრდნობოდა და მიღიმოდა...
მისკენ წავედი მაგრამ ის არსად არ მიდიოდა , მე კი ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი
-შენ სულ შეიშალე? - სიმწრით ვკითხე და მასთან ძალიან ახლოს დავდექი , ჩემი სველი მაისური მის სხეულს ავაწებე და როდესაც სიცივისგან გააკანკალა ერთი ნაბიჯით უკან გავიწიე
-შენ დაიწყე - ნიშნისმოგებით მითხრა როდესაც გონს მოვიდა და ჩემს სხეულს მიაშტერდა
-მე ხო? - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ცომიანი ხელე მის სახეს ჩამოვუსვი
შემდეგ კი უკან მოუხედავად გავიქეცი სამზარეულოდან , თვითონაც უკან გამომყვა და სანამ მის ოთახში შევიდოდი იქმდე დამიჭირა , დამარცხებული კედელს ავეკარი და მას ავხედე , ისიც მიყურებდა , მის გახშირებულ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი და ვდებილდებოდი , მისი ტუჩები ძალიან ახლოს მოიტანა ჩემსასთან და...
-მშია! - ჩუმად ჩაილაპარაკა და მომშორდა - გააკეთე რა ყოველგვარი თამაშის გარეშე - გაიცინა - ეს მომენტი შემდეგ გავაგრძელოთ თუ გინდა - თვალი ჩამიკრა და სამხარეულოსკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა
მეც გაბრაზებული უკან გავყევი და სიცილისგან თავს ძლივს ვიკავებდი...
*********
ესე კიდევ ნახევარი საატი გავაგრზელეთ და როგორც იქნა ერთი საათის შემდეგ ხაჭაპური ღუმელში შევდეთ...
ამის შემდეგ ტელევიზორთან მოვკალათდით და "გრეის ანატომიის" ყურება დავიწყე , მას ეს სულაც არ აინტერესებდა , უბრალოდ არაფრის თქმა არ უნდოდა ჩემთვის გაბუტული ბავშვივით
მე კი მთელი ინტერესით ვუყურებდი ამ სერიალს , რადგან სამედიცინო ჩემი სფერო იყო მიყვარდა ყველა მსგავსი სერიალი , ვგიჟდებოდი ექიმ ჰაუსზე და გრეის ანატომიაზე , თავისუფლად შემეძლო მათი ყველა სერია მილიონჯერ მეყურებინა...
-ნახე მე მგავს , მაგრამ მწვანე თვალები აქვს ამას - უეცრად დაიწყო საუბარი ვიბლიანმა
-შენზე ბევრად სიმპატიურია ეს - ირონიულად ვუთხარი და ტელევიზორს გავხედე
-აბა კარგად დაგვაკვირდი - სახე ჩემკენ შემოატრიალა და ჩემს პასუხს დაელოდა
ცოტახანი გავჩერდი , თითქოს ვფიქრობდი
-არა ის გჯობია - ბოლოს რიმილით ვუპასუხე და თვალები ავარიდე
-თვალეში მინუსი გაქვს - ნაწყენმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-შენ კიდევ გადამეტებული შეხედულება საკუთარ თავზე - თავი გავაქნიე
-ცუდია საკუთარი თავი რომ მიყვარს? - ნიშნისმოგებით მკითხა
-არა - დაუფიქრებლად ვუპასუხე
-მაშინ გაჩერდი რა - ირონიულად ჩაილაპარაკა და გაიცინა
-ვიბლიანი მაყურებინე! - უხეშად მოვიშორე - შენ წადი და შენი ხაჭაპური ნახე გაკეთდებოდა - ხელი სამზარეულოსკენ გავიშვირე
-არ გაჭმევ - მითხრა და ფეხზე წამოდგა
-მაშინ ვერც შენ შეჭამ - ისე ვუთხარი რომ მისთვის არც შემიხედავს
საინტერესო ის იყო რომ ყველაფერი სწორად გაიგო , თვითონ "მომართვა" ხაჭაპური და წინ დამიდგა , ისე მექცეოდა მეგონა შემომთავაზებდა რომ თვითონ მაჭმევდა...
რომ შევჭამე ჩემი ტელეფონის მოძებნა დავიწყე , რომ თემოსთვის დამერეკა და სამუშაოს მოსაძებნად წავსულიყავით
-რას ეძებ? - ინტერესით მკითხა ვიბლიანმა
-ტელეფონს - მოკლედ მოვუჭერი მე და ჩემი ოთახისკენ წავედი
-და რისთვის? - უკან გამომყვა
-თემოსთან ერთად სადღაც უნდა წავიდე - მეც არ მესმოდა რატომ ვპასუხობდი კითხვებზე
-და სად უნდა წახვიდე? - ნეტავ რატომ ნერვიულობდა ასე ძალიან ჩემზე
-რა მნიშვნელობა აქვს - ტელეფონი რომ ვიპოვე საწოლზე ჩამოვჯექი და მას გაცხედე , თემოს ნომერი ავკრიფე , უნდა დამერეკა მაგრამ...
-არ წახვიდე რა - ჩუმად ჩაილაპარაკა და დამნაშავესავით გამომხედა
-რატომ? - დაბნეულმა ვკითხე
-უბრალოდ დღე კარგად დაიწყო და არ დაამთავრო რა - თავი დახარა და ოთახიდან გავიდა
ტელეფონს მივაშტერდი , თემოს ნომერს ვუყურებდი და ვერ გამეგო რა გამეკეთებინა...
ბოლოს ტელეფონი მოვისროლე და ვიბლიანთან დავბრუნდი...
****************************************************
მთელი დღე რაღაც იდიოტობებზე ვლაპარაკობდით , მას ნახევარი დღე ეძინა რადგან "პახმელიაზე" იყო და უნდა გონს მოსულიყო , მე კი ჰაუსის თავიდან ყურება დავიწყე და ამით გავიყვანე დღე...
რადგან ვიბლიანს არ შევუწუხებივარ საჭმლის გაკეთება დამეზარა და მთელი დღე ხილს ვჭამდი , ვერ გეტყვით რომ ეს ჩემს კუჭს აძღობდა მაგრამ მაინც სხვა ყველაფერი მეზარებოდა...
უკვე ძალიან დაღამდა , მე დაძინებას ვაპირებდი როდესაც ვიბლიანი ოთახიდან გამოვიდა და ცხენივით გამოაჩინა მისი კბილები
დაბნეულმა გავხედე და და გავუცინე
-გავისეირნოთ რა - უეცრად მითხრა და ბედნიერი კარისკენ წავიდა
-ოთხია დაწყებული - საათისკენ გავიშვირე ხელი და გავუცინე
-მერე რა ? ჩემ გარდა მაინც ვერავინ შეძლებს შენს მოტაცებას - სიცილით მითხრა და კარი გამოაღო - რამე ისეთი მოიცვი რომ არ შეგცივდეს
-და რომ მეძინება? - ნაღვლიანად ვკითხე და ჩემი ოთახიდან ჭაკეტი გამოვიტანე
-უკვე მზად ხარ ,თორემ ნამდვილად დავრჩებოდით - ჟაკეტს გახედა და ხელით მანიშნა გავსულიყავი
-შუქს ნუ ტოვებ! - გაბრაზებულმა ვუყვირე როდესაც კარი დახურა , შუქი კი არ გამოურთია
-რა გაღრიალებს? ძინავთ ხალხს! - თითი ტუჩთან მიიტანა და მე გამომხედა
ვაიმე მაინც რა საყვარელია ეს იდიოტი! - გავიფიქრე და თავი გავაქნიე რომ ეს ფიქრი ჩემში არ დარჩენილიყო
შიშით მივყვებოდი უკან , მინდოდა ხელი მომეკიდა მაგრამ მერიდებოდა და ხელს ჟაკეტში ვმალავდი...
მივუყვებოდით ყაზბეგს და საერთოდ არაფერზე ვლაპარაკობდით , მხოლოდ ერთმანეთს თუ გავხედავდით ხოლმე და გაგვეღიმებოდა , გარეთ საერთოდ არავინ არ შეგვხვედრია და დავრწყმუნდი რომ ეს ბიჭი ნამვდილად გიჟი იყო...
-მიყვარს ღამე - ისევ მან დაიწყო საუბარი
-მეც - მოკლედ მოვუჭერი და მთვარეს ავხედე
-ისე არ გეყვარება როგორც მე - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
-და რატომ? - დაბნეულმა ვკითხე
-არვიცი , უბრალოდ ესე ვარ , მიყვარს მიშვიდე რასაც მხოლოდ ღამით იპოვი - გამიღიმა
-კი ნამდვილად ეგრეა - დავეთანხმა რადგან არ ვიცოდი სხვა რა მეთქვა
-ისე არასდროს მიკითხავს შენთვის და - სიცილით გამომხედა - შეყვარებული გყავს? -სიცილი დაიწყო
-არა - დაუფიქრებლად ვუპასუხე და გამეღიმა
-მართალია , შენ ვინ გაგიძლებდა - თავი გააქნია
-და შენ? - ირონიულად ვკითხე
-მე საერთოდ არ მჭირდება შეყვარებული და არც ვაპირებ - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
ამის შემდეგ არაფერი გვითქვამს...
მაგრამ მისი სიტყვები გულში ჩამრჩა , თითქოს რაღაც ძალიან მცირე იმედი დავკარგე , ის იმედი რომელიც არსებობდა და მოვიწყევინე...
მიკვირდა ჩემი თავის მაგრამ ვაღიარებდი რომ ეს ბიჭი რაღაც სხვა გახდა ჩემთვის...
რაღაც განსაკუთრებული და ამის მეშინოდა...
რადგან მისთვის მე ერთი ქარაფშუტა გოგონა ვიყავი , პატარა ბავშვი რომელსაც ცხოვრების არაფერი გაეგეობა მაგრამ სინამდვილეში მასზე მეტი გამოიარა...
*********************************************
საათები დავდიოდით , ისე მიუახლოვდა დრო რვა საათს რომ ვერც გავიაზრეთ , მივუყვებოდით ქუჩებს და საერთოდ არ გავჩენია სურვილი სახლში წავსულიყავით...
მართალია არაფერს არ ვლაპარაკობდით ბევრს მაგრამ მეგონა რომ ეს დუმილი უაზროდ ნასროლ სიტყვებზე მეტი იყო...
უკვე ვაკეში გავედით , 55სკოლას ვუახლოვდებოდით ბავშვები კი მოდიოდნენ , ამ ყველაფერმა გამახსენა რომ ეს დრო ძალიან მენატრებოდა , როდესაც პატარა ჩანთით თეთრ პერანგში გამოწყობილი თოჯინასავით დავდიოდი სკოლაში... მომინდა მათი ტოლი ვყოფილყავი...
მაგრამ თან გული დამწყდა რადგან მალე უნივერსიტეტში უნდა გავსულიყავი , რასაც ვაცდენდი ისიც ზედმეტი იყო
სკოლას უნდა გავცდენოდით მაგრამ ჩვენს წინ პატარა გოგონა წაიქცა და მისი მწვანე თვალები ჩვენ მოგვანათა , სადაცაა ატირდებოდა მე კი ამას ვერ ვუყურებდი
მისკენ დავიხარე და ადგომაში დავეხმარე , კაბა გავუწმინდე და გავუღიმე
-კარგად ხარ? - ლოყაზე წავეთამაშე
-კი დიდი მადლობა - მხიარულად ჩაილაპარა და სკოლისკენ გაიქცა რადგან გოგონები ელოდებოდნენ
მას ღიმილით გავაყოლე თვალი
-როგორ გგავს - დაბნეულმა და თან ბედნიერმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-საერთოდ არ მგავს - სიცილით ვუთხარი
-ისიც ხუჭუჭა , მწვანე თვალები , პატარა ცხვირი - ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ვიბლიანმა - ძალიან გგავს - გამიღიმა
-არ მგავს! - ისევ იგივე პასუხი გავეცი და გოგონასკენ გავიხედე...

************************************
როგორც ყოველთვის ველოდები თქვენს კომენტარებს.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე აღფრთოვანებული ვარ ძაან მომეწონა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Guest მარი მარი

ძააან მაგარიააააა

 


№3 სტუმარი NaTa0o0...

Momwonsss zaann

 


№4  offline წევრი isterichka123

kaia gagrdzele

 


№5  offline წევრი Genius))

ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent