შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული თითები 3


25-09-2016, 00:59
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 193

შეცდომებს ვუშვებთ, ძალიან ხშირად. ასეთები ვართ ადამიანები. მერე ვნანობთ, ან არ ვნანობთ და ეს შეცდომები შეიძლება რაღაც დიდის, ძალიან დიდის დასაწყისი იყოს. ჩვენ ბევრს არ ვფიქრობთ, სამაგიეროდ ვლაპარაკობთ ბევრს.

ხუთი დღე იყო გასული. ხუთი დღე, და უამრავი ტკივილით და ცრემლებით სავსე გული. კატო, რომელსაც ეძინა და არავინ იცოდა, გაიღვიძებდა თუ არა ოდესმე. გეგა, რომელიც მთელს თავის სიცოცხლეს დაუფიქრებლად დათმობდა ახლა, ოღონდ კი კატოს ეცოცხლა და საშინელი დანაშაულის გრძნობა. არასრულფასოვნების გრძნობა, რომელსაც შეუძლია ადამიანი გაგიჟებამდე მიიყვანოს. თურმე ყველაზე ცუდი ყოფილა, სუნთქავდე და ვერაფერს აკეთებდე. უკვე მეორედ გრძნობდა ასეთ შიშს და ვერსად გაექცეოდა იმას, რომ რაც არ უნდა მართალი და იდეალური ყოფილიყო, არაფერი იღირდა კატოს გარეშე.
_ ძალიან ცუდად გამოიყურები გეგა _ ფრთხილად მიუჯდა გვერდით დათი და გაუღიმა. თვითონაც დანაკლისის შეგრძნება არ ასვენებდა და განიცდიდა, ძალიან განიცდიდა როგორც კატოს, ისე ცაცას. ყველამ იცოდა, რომ ცაცა ვერ გაუძლებდა ამდენს და გადაყვებოდა საუკეთესო მეგობარს.
_ გამოვიყურები? _ არ გაუცინია, ვერც გაიღიმა და უბრალოდ ნაღვლიანი თვალებით ახედა.
_ ხომ იცი რომ გადარჩება, კატო ძალიან ძლიერი გოგოა
_ ნუ მამშვიდებ, კარგი რა. ნუ მატყუებ_
_ იმედებს ნუ იწურავ, ასე პესიმისტი ნუ იქნები
_ შენ არ გესმის დათი, კატოს გარეშე... არ აქვს უფლება რომ დამტოვოს. დაიფიცა, დამპირდა
_ შენც დაპირდი გახსოვს?
_ მე არ დამიტოვებია, ის კი მიდის
_ როგორ არა, გეგა. შენ შენი საქციელებით ყოველდღე კლავდი და წასვლითაც დიდი ხანია რაც წახვედი მისგან. უბრალოდ ვერ ამჩნევ... მაპატიე
_ ვიცი, ეგ შენს გარეშეც ვიცი მე
_ უბრალოდ ასეა და ეს თქვენ ხართ, მოგვარდება ყველაფერი ერთ დღეს, ხომ იცი
_ ახლა არ მინდა ამაზე ფიქრი, გვიანია უკვე ძალიან.

" ნუ დამიკარგავ იმედს... იმედს რომ ხარ... "

დაქორწინდნენ. საუკეთესო ქორწილი იყო, ბედნიერება არღვევდა საზღვრებს და არ ეტეოდა არც მათ გულებში. მთლიანად ავსებდათ ერთმანეთის შეგრძნება და თავს ყველაზე კარგად გრძნობდნენ.
_ გეგა, მიყვარხარ _ იცინოდა კატო და ქუსლებზე დამდგარი წვალებით დადიოდა.
_ სულ ტყუილად, ხელში მაინც არ აგიყვან _ სიცილით დაიხარს გეგა და ცხვირზე აკოცა. კატომ ხელი კრა მხარზე და ტუჩები გამოსწია
_ არც მინდოდა, ნაგლო
_ აუ ცოლი ხარ შენ?
_ კაი, ახლა მიხვდი? _ სიცილით გაწვა ტრასაზე. პირდაპირი მნიშვნელობოთ. გეგასაც რა ექნა, გვერდით მიუწვა. კატომ შეწყვიტა სიცილი, ღრმად ამოისუნთქა და თავი გეგას მკერდზე დაადო. თვალები დახუჭა, მერე გაახილა და ლამპიონებს ახედა.
_ ნახე გეგა, პეპელა...
_ სად?
_ ლამპიონზე
_ მანდ რა უნდა?
_ უყვარს ის, რაც კლავს
_ ყველა ეგრეა
_ შენ მე არ მკლავ
_ ჯერ არ გკლავ, მერე თანდათან გაგანადგურებ. ჩემი სიყვარული გაგანადგურებს და მე შენი _ ღიმილით საუბრობდა და კატოს წყლიანი თვალებდან ნელ-ნელა სდიოდა ცრემლები
_ არ მინდა რომ მომკლა
_ ყველაფერი თავისდაუნებურად ხდება. გამიზნულად კი არა, ასე, უცებ. თვალს ვერ დაახამხებ, ისე ქრება
_ გეგა, გახსოვს რას დამპირდი? მე არასდროს დაგტოვებ, არც შენ დამტოვო კარგი?
_ კარგი. მაშინ, ვინც წავიდეს ხაში ჭამოს _ გაიცინა და წამოდგა. კატოს ხელი გამოუწოდა, მაგრამ დაღლა შეამჩნია მის თვალებში და ზურგზე მოიგდო.
_ ეე, წესიერად ამიხუპე _ ფეხები ააქანავა და გეგამ ქუსლიანები გახადა.
_ რა ვქნა?
_ ამიხუპე!
_ ყელზეც ხომ არ შემოგისვა _ გაჩერებული ტაქსისკენ მიდიოდნენ. გეგას სიგიჟემდე უყვარდა, სიგიჟის იქითაც და კატოც ვერ იტევდა ამდენ სიხარულს და ტირილი უნდოდა, ასეთი ბედნიერი რომ იყო და გეგა რომ ყავდა. იტირა კიდეც, ბევრი იტირა. "

_ გონს მოვიდა, გილოცავთ _ ღიმილით გამოვიდა ექიმი და მოსაცდელში მჯდომებს შეხედა.
_ არ მჯერა _ პირზე ხელი აიფარა ცაცამ და კივილით წამოდგა ფეხზე. ნანამ ტირილი დაიწყო, გივის ჩაეხუტა და მაგრად მოუჭირა ხელები მხრებზე.
_ სიზმარია გივი? მესიზმრება? _ თვალები ისე უბრწყინავდა, როგორც ვარსკვალები ბრწყინავენ და უდიდეს შვებას გრძნობდა. ტკივილია, ძალიან დიდი ტკივილია შვილის დაკარგვის შიში, რომელსაც აღმერთებ და მართალია ყველა დედას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ყველას მაინც სხვადასხვანაირად. ნანას სიყვარული უსაზღვრო იყო, მისი დამოკიდებულებაც კატოსადმი და ნიკოლოზისადმი მუდამ განსხვავებული.
_ რა მაგარია _ ღიმილით გადაავლო თვალი იამ ყველას. კუთხეში გეგა, ნიკოლოზი და ლევანიკო იდგნენ. ბიჭები რაღაცას ელაპარაკებოდნენ, მაგრამ გეგას თითქოს არ ესმოდა. დათი მოვიდა, გახარებული ცაცა რომ დაინახა მაშინვე მიხვდა ყველაფერს და ამჯერად ყველა გეგას უყურებდა. გეგა ერთიანად გრძნობდა, როგორ ცხელოდა. როგორ უხუთავდა სულს ჰაერი, რომელსაც სუნთქავდა და როგორ აღარ შეეძლო ამდენი ემოციის დატევა და ართქმა.
_ უნდა ვნახო _ საშინელი ხმა ჰქონდა. გამტყდარი, ნაღვლიანი და ექიმს რომ შეხედა, კაცმა მუხლებში ძალა დაკარგა, გეგას სევდით სავსე თვალები რომ დაინახა.
_ იქნებ ჯერ არ შეიძლება? რა თქვა, ექიმო? _ ჰკითხა ნიკოლოზმა ექიმს და პალატისკენ გაიხედა
_ არაფერი, წყალის თხოვნის გარდა. ძალიან კარგად არის, უბრალოდ არ ლაპარაკობს ჯერ... ყველა ნუ შეხვალთ _ თავი დაუქნია გეგას და გაიწია, რომ შეეტარებინა. გეგამ კარის სახელურს ჩამოადო აკანკალებული თითები და თვალები დახუჭა. კატოს ღიმილი წარმოიდგინა, იმედიანი მზერა და კარი გააღო. წამლების სუნი ისე უსიამოვნოდ ეცა, სანამ მიხურავდა კარებს გაქცევაზეც კი იოცნება. მერე საწოლისკენ გაიხედა, მზერა დაებინდა და თვალებში წყალი ჩაუდგა.
_ გეგა _ გაიღიმა კატომ. იწვა, ათას რაღაცაზე შეერთებული, სახეზე ფერდაკარგული და სუსტი, მაგრამ ყველა ქალზე ძლიერი კატო. იწვა და ისევ ისე გაუღიმა გეგას, როგორც ადრე. გულში რაღაც ძლიერად მოაწვა გეგას
_ როგორ ხარ, კატო? _ ფრთხილად დაჯდა საწოლთან
_ ძალიან მშვენივრად _ გაეცინა კატოს. ამდენი ხნის მანძილზე, პირველად ესმოდა გეგას ნორმალური მოკითხვა და ესიამოვნა
_ როგორ გითხრა, რომ მომენატრე? _ თვალებში ვერ უყურებდა გეგა _ კატო, რამდენი რამის თქმა მინდა...
_ მითხარი, გთხოვ.
_ ეს ერთი კვირა, თავს არარაობად ვგრძნობდი. შენ როცა არ ხარ, როცა შენი სუნთქვის ხმა არ მესმის და არ ხარ ჩემთან ახლოს, როგორ შევძლო სიცოცხლე? ვერასდროს ვიფიქრებდი თუ შემეშინდებოდა. ბზარი გაჩნდა ჩემს იდეაურობაში, ყველაფერმა დაკარგა აზრი, საერთოდ ყველაფერმა. შეიძლება ადამიანი ასე გიყვარდეს და ასე კლავდე? ჩემი ბრალია კატო ეგ.
_ შენ ხომ იცი, რომ ორივემ დავაშავეთ გეგა. ძალიან დავაშავეთ, აქამდე არ უნდა მოვსულიყავით
_ პატიებას არ გთხოვ, იმიტომ რომ ოდნავადაც არ ვნანობ. შეიძლება ვიღაცას სადისტურად მიაჩნდეს, მაგრამ ყველა ტკივილი საჭირო იყო, რაც გამოვიარეთ. მე და შენ კატო...
_ შენი საყვარელი იყო, ხომ?
_ არა, ეგეც ერთი ღამის იყო. ყველა მასე იყო, მერე ყველა ქრებოდა და მე შენი იდეალურობა მანადგურებდა. შენ მაინც სწევდი ფარდებს კატო და მაინც არ მტოვებდი, როგორც დამპირდი. გახსოს, გაგარტყი მე შენ, ოთხჯერ გაგარტყი კატო და მინდა მოვიჭრა ეს ხელი, მინდა მოვიკლა საკუთარი თავიც, ასე რომ გტკენდი და გფიტავდი
_ არ მტკიოდა
_ ნუ იტყუები, კატო. შენ მსხვერპლად შეეწირე ჩვენს სიყვარულს, მაგრამ ვერ წარმოიდგენ, როგორ ცუდად ვიყავი მე. შენზე მეტად მე მტკიოდა, აწეული ხმაც მე უფრო არ მსიამოვნებდა, ვიდრე შენ. შენ რომ ერთხელ მაინც გეყვირა, თუნდაც შემწინააღნმდეგებოდი, დაგელეწა ყველაფერი.. უფრო ადვილი იქნებოდა კატო. მაგრამ შენ სულ იდეალური იყავი, ბოლომდე შეინარჩუნე იდეალურობა და გამანადგურე
_ ახლა რა იქნება, გეგა? _ არ უნდოდა, ეტირა და ისე მაგრად დახუჭა თვალები, ეტკინა კიდეც
_ მე არ ვარ ამისთვის საკმარისად ძლიერი. ძალიან მიყვარხარ...
_ გეგა, მეც _ მაინც ჩამოუგორდა ლოყებზე ცხელი წვეთები
_ გშორდები კატო. მაპატიე, მივდივარ _ ყურებში უწუოდა კატოს ეს სიტყვები. გეგა წამოდგა და დაიხარა, შუბლზე მიაკრო ტუჩები და დიდხანს გაჩერდა ასე. კატოს ნიკაპი აუკანკალდა და ტირილით გული ამოუჯდა, გეგა რომ მოშორდა და სახეზე თითები ფრთხილად ჩამოუსვა. უნდოდა ჩახუტებოდა, გულში ჩაკვროდა. მაგრამ გეგა წავიდა. პალატის კარი ხმაურით გაიხურა და საავადმყოფოდან ხმის ამოუღებლად წავიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე რა იყო ეს? რა გააკეთა გეგამ?
რატომ წავიდა ნუთუ არ უყვარდა? მაინტერესებს გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


ჩემო ელენიკო... სასწაული ხარ.. ერთადერთი მწერალიხარ ვისაც პერსონაჟების ასეთი ქცევისთვის საყვედურს არ ვეუბნები. იმდენ სიყვარულს ვიხედები კატოში და უფრო მეტს გეგაში რომ მათბობს. ცხოვრებაში ყოველთვის დგება მძიმე მომენტები და ეს აუცილებელიცაა რომ მიხვდე ვინაა შენს გვერდით და ვინ რას აკეთებს შენი სიყვარულისთვის. მოველოდი სიმართლეგიჸხრა გეგას ამ გადაწყვეტილებას და გამიხარდა, რადგან თავისგან იცავს კატოს. იმედი მაქვს ყველაფერს დაალაგებ მათ ურთიერთობაში. გეტყოდი არაუშავს გეგათი არმთავრდება სიცოცხლე და შეუძლია კატოს ცხოვრების გაგრძელებათქო, მაგრამ შენც ხომ კარგად იცი, რომ მათი ისტორია გამონაკლისია? არ მემეტებიან ისინი ცალ-ცალკე ცხოვრებისთვის....

პ.ს იმედია არგეწყინება ჩემოო გოგოვ :*

 


№3  offline წევრი (((end)))

კიდევ ამეტირა
რას მიკეთებ ?
ყველაფერი მომწონს
ცოტა პატარა თავი კი იყო,მაგრამ არაუშავს
დაიგვიანე კიდევაც
მოკლედ რათქმაუნდა ძალიან მომეწონა
ესეც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება შენი ნამუშევრებიდან <3
წარმატებები !! kissing_heart yum

 


№4  offline წევრი sofia25

აუუ ეს რაიყოო!!!! ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები
გეგა არის ჩემთის იდიალური
სასწაული...
იმედია მალმალე დადებდ ა არამომაძრობ სულს ლოდინით

 


№5 სტუმარი ემი

ელენიკო.... რა გითხრა... პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და...

ამატირე, ბევრი ძალიან. გადამრიე. მაგარი გოგო ხარ. ასეთი პატარა, ასე ღრმად როგორ წვდები გრძნობებს. ყველას გრძნობა მოიტანე ჩემამდე... განსაკუთრებით გეგას და კატოს...

საოცარი იყო... heart_eyes

 


№6  offline წევრი annye

რამდენჯერ უნდა მატირო??? heart_eyes

საოცარი ისტორიაა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent