შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 1)


26-09-2016, 15:50
ავტორი Salivan
ნანახია 4 650

- ნუ იქცევი ბებია ველურივით. რა არის ფეხით სიარული საერთოდ არ გინდა? ან სხეული მაინც არ გადარდებს? - დოინჯშემორტყმული ქოთქოთებს ბებია.
- ნეტა აქ ვის გავეპრანჭო?- ვითომ სხვათაშორის ვბუტბუტებ ხმამაღლა და ბებოს თვალს ვუკრავ.
- ჩამოდი გოგო მიწაზე! - გაკივის ბებო - ნაკაწრები მაინც არ გაქვს ან ტერფები მაინც არ გაწუხებს? მაჩვენე დროზე! ასე სად წაგიყვანო ან რას მერჩი რატო მიმოკლებ ისედაც დამოკლებულ დღეებს?! არ გეცოდები მაინც? რომ ჩამოტყდეს ეგ ტოტი ხომ დაასხამ ტვინს მიწაზე? შენ გგონია გიშველი... იქვე გამიგჯება ეს ნატანჯი გული და დავისვენებ მერე საუკუნოდ. -დრამატულად დაასრულა დილიდან დაწყებული ქადაგება თინა ბებომ და 20 წლის განმავლობაში მის გვერდით გატარებული ყოველი დღე მომაგონა. რომ იტყვიან ბავშვობიდან აქა ვარო, აი ისეა ჩემი საქმე.
- რა ვქნა ბებო, რომ გამზარდე ამ მთა-ღრეში აბა სხვას რას ელოდი? ქუსლებიანით ვივლიდი თუ აბრეშუმის თავშლებით? რომ მეუბნები მდინარის ქალწულს გავხარ და ტყის დედოფალსო არ უნდა შევიფერო?!- დავეჭყანე ბებიას ხიდან და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
- მე არ მითქვამს ბებია გამაიმუნდი და ხეზე გადასახლდითქო. რას გავხარ ვინ მოგიყვანს ნეტა შენ ცოლად. უბედური ის! არადა ხომ დამრჩება ეს სოფლები უპარტონოდ. შენს ხელში კიდევ კარგად მიძლებს ეს ქვად ქცეული გული. ჩამოდი გოგოთქო, ნუ მაკივლებ. დაბაში მივდივართ ხვალ და მოსამზადებლები ვართ.- ამომკივლა თინა ბებომ და მუშტი მომიღერა. მე ბებოს წამოჭრილი თემა განვავრცე და გაოცებულმა ჩამოვხედე ბებოს.
- სად ვიპოვო თინა ბებო ამ გადაკარგულში კაცი?
არადა რა დროს ხუმრობაა რომ იცოდეთ ეს და კიდევ ზედა ორი სოფელი ბებოს საკუთრებაა. ამ სოფლების მაცხოვრებელნი კი მხოლოდ მე და ბებო ვართ. ზედა ორი სოფელი ბაბუას მხრიდან დამრჩა, ეს კი სადაც მე და ბებო ვცხოვრობთ თინა წიკლაურის საკუთრებაა. ამ ფიქრებში გართულმა ხიდან ვისკუპე და ბებოს წინ ჩამოვხტი, მერე წამოვიმართე და ჩემს ბუტია ბებოს ლოყაზე ვაკოცე.
- მართლა ავაზა ხარ შვილო. დაგანახა რა ლამაზად მოძრაობ.- სიყვარულით მომეფერა თმებზე.
- ხოდა შენ მიკრძალავ.- წამში ვიპოვე პასუხი და თავი მექანიკურად დამექაჩა მარცხენა მხარეს საითაც ბებო წამის უკან მეფერებოდა. ასე გადახრილ დაქინჩული შემათრია სახლში და მომდევნო დღის გეგმები გამაცნო.
დაბას თინა ბებო თბილისს ეძახის. თბილისში წელიწადში ორჯერ ჩამოვდივართ. გაზაფხულის დასაწყისში და გვიან შემოდგომაზე, სანამ თოვლს გზები ჩაუკეტია. ახლა გაზაფხულის მეორე თვეა დაწყებული და ჩვენ რატომღაც მთელი თვით დავაგვიანეთ თბილისში ჩასვლა. ისიც მითხრა რომ იქ სტუმრად გველოდნენ და გაკვირვებისგან რა მეთქვა არ ვიცოდი.
ფანჯრიდან მთებს გავხედე და კამკამა ჰაერი ჩავისუნთქე. ახლა ჩემი სამი სოფელი საოცარი სანახავია. სახლსა თუ გარეთ ყველგან სიმწვანე ბიბინებს, ცა ხელის გაწვდენაზეა და მზე ყოველდღიურად უფრო და უფრო გვათბობს. ჩიტები გალობენ და ჩვენც გვამღერებენ. ყოველ დილით ისეთი ხმები შემომდის ფანჯრიდან რომ მეც ჩიტად ქცევა მინდება, მათსავით ფრთების გაშლა, ამ არემარეს შემოფრენა და ლამაზად გალობა. ამ ფიქრებით ჩემს პატარა ოთახში გავდივარ და სამგზავროდ ტანსაცმელს ვარჩევ. ოთახში ბებო იხედება და მაფრთხილებს რომ დამატებით ტანისამოსი წამოვიღო. მე გაოცეული შევყურებ, დამავიწყდა რომ იქ ვიღაცას ვსტუმრობთ. ბებო კი მახსენებს და ამატებს რომ იქ ერთი კვირა დავრჩებით. სიხარულისგან ხტუნვას ვიწყებ, ერთი კვირა ხომ მთელი საუკუნეა. როგორც იქნა მეძლევა შანსი რომ თბილისი დავათვალიერო, დედაჩემის საყვარელი ქუჩები დავიარო და მისი ძველი საცხოვრებელი ვნახო.
გახარებულმა მთელი გარდერობი გადმოვყარე. რამოდენიმე მაისური, ორი ჯინსის შარვალი და გრძელი მუქი ლურჯი კარდიგანი შევარჩიე. ბებია წელში გამოყვანილი ცისფერი ფრიალა კამის წამოგებას მირჩევს და მეც მხრების ჩეჩვით ვტენი კაბას ჩანთაში. ბოტებს გზისთვის ვამზადებ, ბალეტკებს კი ქარალდში ვახვევ და ჩანთაში ვათავსებ.
- მორჩა, მზადა ვარ!- ვაცხადებ საზეიმოდ და წყალს ვაცხელებ ბუხარში. მდუღარე სათლს საბანაოდ გამოყოფილ ოთახში მივათრევ და ნაწნავს ვიშლი. ოთახში ბნელა მაგრამ კედელზე აყუდებულ სარკეში საკუთარ თავს მაინც გარკვევით ვარჩევ. ვიხდი და ორეულს სარკიდან ვათვალიერებ.
- მგონი ლამაზი ვარ.- ვბუტბუტებ ჩემთვის და გაშლილ ხვეულებს ახლა წინ ვიყრი, რომ უკნიდან დავათვალიერო ჩემი სხეული. კისერს ვღრიცავ და საკუთარ თავს უკნიდან შევცქერი.
- ხო არამიშავს რა- ვაჯერებ საკუთარ თავს და პატარა სათლით თავზე ცხელ წყალს ვისხამ.
- უფფ, რა ბედნიერებაა ცხელი წყალი - ვოხრავ ხმამაღლა და სხეულზე გასაპნულ ხელებს დავაცურებ.
უფრო კარგად რომ გამიცნოთ და მეტ-ნაკლებად წარმოდგენა შეიქმნათ ჩემზე გეტყვით რომ მე თინია აფციაური ვარ, 22 წლის ვხდები ივლისში. ორი წლიდან ბებოსთან ვცხოვრობ და დედასაც მას ვეძახი, მამასაც და ბებოსაც. ობოლი ვარ. მშობლები 20 წლის უკან საშინელ ავარიაში დამეღუპა. ჩემზე პასუხისმგებლობა კი არც ბიძამ აიღო მამის მხრიდან და არც დეიდამ. ბებო რომ არა ალბათ ობოლთა თავშესაფარში ჩამაბარებდნენ. ამაზე რომ ვფიქრობ მათ მიმართ ისეთ წყენას ვგრძნობ რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მაგრამ არ იფიქროთ რომ ბოღმიანი ვიყო. ვიცი რომ კეთილი გული ვაქვს, მაგრამ ბრაზიანი ვარ. ფეთქებადი და იმპულსური. ბებია მოფერებით „ველურს“ და „მოურჯულებელს“ მეძახის. და ხშირად მიმეორებს რომ შემთხვევით ვარ გოგოდ გაჩენილი. ხო კიდევ მიწაზე სიარულს მთხოვს, ფეხსაცმლის ჩაცმას, კაბის ტანზე გაკარებას და თმების დავარცხნას. რა ვქნა ასეთი ვარ . მაგრამ იმასაც ხშირად მიმეორებს რომ არც აფციაურების და არც წიკლაურების მოდგმას ასეთი სილამაზე ჯერ არ ახსოვსო. ამაზე სიხარულით ვიბერები და სურვილი მიჩნდება სხვაც მხედავდეს. ნეტა ჩემი მშობლები თუ იამაყებდნენ ჩემით? ამ ფიქრებით გართულს მეძინება. დილით კი ბებოზე ადრე ვიღვიძებ და სხეულს ვერ ვიმორჩილებ. სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ. რაღაც დიდის და არაჩვეულებრივის მოლოდინში ვარ.
უთენია მივუყვებით გზას თბილისსიკენ. ისეთი აჟიტირებული ვარ რომ მარშუტკის სავარძელზე ძლივს ვვოკდები.
- ღმერთო როდის ჩავალთ. - ვბურდღუნებ მერემდენედ და ჩემი ხვანცალით ბებოსაც ვაწუხებ.
ავტო სადგურში შესვლისას პირველი ვხტები მარშუტკიდან და ღრმად ვისუნთქავ ქალაქის ჰაერს.
- ფუუ - ვიძახი დაჭმუხნული, პირზე ხელს ვიფარებ და ბებოს ჩამოსვლაში ვეხმარები. ქალბატონი თინა ჯიბიდან მისამართ დაწერილ ქაღალდს იღებს და მძღოლს თხოვს გზის სწავლებას. მისი მითითებით მე და ბებო სხვა მარშუტკაში ვბარგდებით რომელსაც „კიკეთი“ აწერია და ულამაზეს დასახლებაში ჩამოვდივართ. აქ ჰაერიც უფრო სუფთაა და ირგვლივ ისეთი ლამაზი სახლებია რომ გაოცებულს პირის დახურვა მავიწყდება. იქ კი კითხვა კითხვით ვაგნებთ სასურველ სახლს და ნანახით გაოგნებულები ალბათ 10 წუთის განმავლობაში ხმას ვერ ვიღებთ.
- ვისია ბებო ეს სახლი? - გაოცებული ბებოს იმ ზღაპრული სახლისკენ ვუთითებთ რომელსაც 7 ნომერი აწერია და ქვემოთ „გარსვიანი“ აქვს მიწერილი.
- არ გაბრაზდე ბებია, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. .. მაგ კი არა გვიანი არ იყოს... - აქ ღრმად ჩაისუნთქა ბებიამ და უკვე დალაგებულად დაიწყო საუბარი - ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც მე გეტყვი. არ შემეწინააღმდეგო იცოდე. ეს დეიდაშენის სახლია. ჩემი უფროსი შვილის. 20 წელია არ მინახავს და ახლა შანსს ვაძლევ. და იცოდე არაფერი თქვა. მე თუ ვაპატიე შენც უნდა დაინდო ბებო. ერთი უბედური ქალია. დაბერდა და საკუთარი შვილი არ გაუჩნდა. პირველმა ქმარმა კი სხვასთან გაჩენილი ბიჭი მოუყვანა სახლში და ზრდიდა მას როგორც საკუთარს. უყვარდა იმ ცხონებულს მარინა და ალბათ იმიტომ გააკეთა ასე. მერე იოანე მალე გარდაიცვალა და დარჩა სხვისი შვილი მარინას გასაზრდელი. მგონი ანდრია ქვია იმ ბიჭს. ეს კი მისი მეორე ქორწინებაა. მასავით ქვრივს გაყვა ცოლად და ზრდის ბესიკის ორ შვილსაც. ზრდის რა შენი ხნისანი იქნებიან მეტის თუ არა. ბესიკმა ანდრია იშვილა და როგორც საკუთარი ისე მიიღო. ბებია იცოდე რაც კი რამ ოდესმე მისწავლებია ყველაფერი გაიხსენე და პირველ რიგში პატივი ეცი საკუთარ თავს და შენს მშობლებს. არავის ცუდი არ ათქმევინო შენზე . ჭკვიანი მყავხარ და ახლა მინდა ბედნიერიც გნახო. - უცნაურად დააგვირგვინა ბებომ მონოლოგი და ჭიშკრისკენ მიბიძგა.
მეც რა უნდა მექნა დავეთანხმე და ჭიშკარი შევაღე. ღმერთო რა ლამაზი სახლია, რამდენი ფანჯარა და აივანი აქვს. ეს რა ზღაპარში მოვხვდით, ულამაზესი ბაღჩით და სკვერებით. ათრთოლებული ვაკვირდები გარემოს და საერთოდ ვერ ვამჩნევ როგორ ჩუმად გვიახლოვდება ძაღლი. უზარმაზარი ნაგაზი უცებ გვიყეფს და ჩვენსკენ მორბის. მე ვკივი და ბებოსკენ გავრბივარ, წინ ვეფარები და ხელებს ვშლი.
- დაწექი ბომბორა!- საიდანღაც მამაკაცის მკაცრი ბრძანება გაისმა და ჩემი მოულოდნელად დაწყებული კოშმარი ასევე მოულოდნელად დასრულდა. შეშინებულს მთელი სხეული მიბჟუის, ღრმად ვსუნთქავ და ხელებით ბებოს ვიცავ.
- ნუ გეშინიათ- იმეორებს იგივე ხმა და მეც მისი მიმართულებით ვიყურები. მეორე სართულის დიდი აივნიდან ახლაგაზრდა მამაკაცი გვიყურებს და ხელით დაცდას გვანიშნებს. სახლში შედის და პანიკის გრძნობაც უკან მიბრუნდება. ძაღლი ისევ ისე მტრულად შემოგვცქერის.
კარების ხმაზე სახლისკენ ვიხედებით და ჩვენსკენ მომავალ ჩვენს გადამრჩენელს ვხედავთ.
- წადი ბომბორა! - ბრძანებს ის და ამ დრომდე მიწაზე გაწოლილი ძაღლი სახლს უკან უჩინარდება.
- გამარჯობა. - გვესალმება ის და ინტერესით გვაკვირდება.
- ბებო შენ რომელი ხარ? - თბილად ეკითხება ბებია.
- მე სანდრო ვარ. – პასუხობს ის და ჩემსკენ ბრუნდება.
- სანდრო, სანდრო ალექსანდრე ბებო? - აზუსტებს ბებია და ბიჭისგან თანხმობის მიღების მერე საუბარს აგრძელებს. - ე.ი. შენ უმცროსი გარსვიანი ხარ. დედ-მამა სახლშია?
- მარინა სახლშია, ბესო კი სამსახურში. - სახელებით მოიხსენიებს მათ და წარბაწეული თვალს მაყოლებს ზემოდან ქვემოთ. მეც ნელ-ნელა შიშით მიღებული შოკიდან გამოვდივარ და ნელ-ნელა აღვიქვამ რომ ჩემს წინ არაადამიანურად სიმპათიური ბიჭი დგას.
- მიდი ბებო დაუძახე დედიკოს- თბილად თხოვს ბებია და მე ხელს მჭიდებს.
სანდრო გაკვირვებით გვაცქერდება, მერე სახლისკენ ბრუნდება და ხმამაღლა იძახის:
- მარინა ... მარინაა .... დედააა სტუმრები გყავს გამოდიიი. - ასრულებს ყვირილს და ჩემსკენ ბრუნდება. ხელებს ჯიბეში იწყობს და თვალებში მაცქერდება. მე კი მისი თვალები მაფრთხობს და მაბნევს. აშკარად ვწითლდები და საგულედან ამოვარდნილ გულს გარედან ხელით ვაწვები, ვითომ ასე დავაწყნარებ და ადგილზე დავაბრუნებ. ისეთი თვალები აქვს, ისეთი გამოხედვა რომ მისი მერიდება და არ ვიცი რატომ მაგრამ მრცხვენია. ტანზე ვიხედები ვცდილობ არ გავხედო მაგრამ მაინც მეპარება თვალი და ესეც საკმარისი ხდება რომ კვლავ მივეჯაჭვო მის ჭაობისფერებს. ის კი მშვიდად მაკვირდება და წარბაწეული ტუჩებს ბურცავს და მიღიმის. ამის შემხედვარეს პირი მიშრება და ხელის გულები ოფლით მეცვარება. პირს ვაღებ ჰაერის ჩასასუნთქად, ტუჩებს ვისველებ და ხელებს ზურგს უკან ვმალავ. წამებში ეცვლება სანდროს გამომეტყველება, თვალები უმუქდება, სუნთქვაც უხშირდება და მოუსვენრობა ეტყობა.
ამ დროს სახლის კარი იღება და იქედან შუა ასაკის გამხდარი და ძალიან ლამაზი ქალი გამოდის. ჯერ გვაკვირდება, მერე კი ფერს კარგავს, სახეზე ხელს იფარებს და ჩამწყდარი ხმით ხნავის
- დედაა .... შენ... დედიკოოო .... დეეე- ატირებული გამორბის და ბებოს ეხვევა. გულმკერდს უკოცნის და ფეხებში უვარდება.
- მოხვედი დედაა... დამიბრუნდი დეე... მაპატიე დედიკოო?! - იმეორებს ტირილით და ბებოს კაბის კალთას უკოცნის.
ჩვენს წინ საოცარი სანახაობაა. ამდენი წლის უნახავი დედა-შვილის შეხვედა, პატიება, ალერსი და მონატრება ყველაფერს მავიწყებს და მაშინვე ვპატიობ დეიდას შეცდომას. სანდროსკენ ვაპარებ თვალს და მის ახეზე სევდიან ღიმილს და წყლიან თვალებს ვამჩნევ. როგორი მგრძნობიარე ყოფილა. ვასკვნი გონებაში და ბებოსთან ჩახვეულ დეიდას ვუღიმი.
- თქვენ თინა ბებო ხართ? - ეკითხება სანდრო ბებიას და მათ წინ იმუხლებს.
- ხო ბებო. - პასუხობს ბებია და სახეზე ეფერება, ის კი მის ხელს ეჭიდება აბრუნებს და ზედ კოცნის. მისი ეს მოქმედება ისე მახარებს რომ მათკენ მივიწევ. მეც მინდა მათი ჩახუტება, მეც მინდა ეს სითბო, მეც მინდა ოჯახის წევრად ვიგრძნო თავი. თუმცა მარინას შეძახილზე ვატორმუზებ და თავს ვხრი.
- შეენ ... შენ თინია ხარ? ღმერთო როგორ გავხარ დედაშენს. სულ მთლად დეას ასლი ხარ. მოდი ჩემთან შვილო... შეიძლება ჩაგეხუტო? - სლუკუნით ითხოვა ნებართვა და გულში ჩამიკრა. რა თბილია ღმერთო. ნეტა დედიკოსაც ასეთისურნელი ქონდა? რატომღაც უცებ ვიგრძენი დეიდას მიმართ სიყვარული და მისგანაც იგივე მივიღე.
- სანდრო დედიკო ეს ჩვენი თინიაა. - მიმართა ბიჭს. - ჩვენი ლამაზი და კეთილი თინია. რა ლამაზი ხარ შვილო თვალს ვერ გწყვეთ. ფერებით განაგრძო ლაპარაკი და აცრემლებული ტვალები დამიკოცნა. - ასე მგონია ტყის ქალღმერთი მიდგას წის. ხელები დამიკოცნა და ისევ ბებიას ჩაეხუტა.
სახლის კარებში შესვლისას სანდრო ზურგზე მეხება, წამში დენი მირტყამს და მეც მკვეთრი მოძრაობით გვერდზე ვხტები, თან ვუბღვერ. ტანში ჯერ კიდევ ელექტრო მუხტი მივლის და ამაზე საერთოდ ვირევი. ისიც ხელებს წევს, გვერდით დგება და ჩავლისას ყურში „ველურს“ ჩამჩურჩულებს.


მეგობრებო დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. ცოტა არ იყოს რულ ისტორიას ვწერ ურთიერთობებზე და თქვენი დახმარების, რჩევის და კრიტიკის დიდი იმედი მაქვს. ნუ დაიშურებთ ნურცერთს. ყველაფერი ერთი ამერიკული სერიალის ბრალია. იმან ამირია ტვინი. სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი და დღეს ამოხეთქა ამ ისტორიამ. თქვენი დიდ გამოცდილების და თანადგომის იმედი მაქვს. არ ვიცი გავაგრძელო თუ არა.



№1 სტუმარი Guest მარიამიი

გააგრძელეე მალე დაწერე და დადეე

 


№2 სტუმარი etiko

aucileblad unda gaagrdzelo sandro momewona dzalian tiniastvis male dade axali tavi da cota didi

 


№3  offline წევრი შამხათი

დასაწყისი ძალიან მომწონს, ველოდები მოუთმენლად გაგრძელებას. რომელი სერიალის ბრალია ეს ისტორია?

 


№4 სტუმარი ემი

მშვენიერი იყო, სასიამოვნოდ წასაკითხი, ემოციაც იყო და ჩემი ცრემლებიც...

გელოდებით...

 


№5 სტუმარი Teona

Variantis gareshe aucileblad gaagrdzele. Veli shemdeg tavs moutmenlad. Imedi maqvs wina istoriasavit daxvewil ambavs gviyvebi. bednier da lamaz wyvils sheqmni da sasiamovno wutebs gagvatarebineb am istoriastan ertad.

 


№6 სტუმარი Guest La-Na

გააგრძელე ჯარგია

 


№7  offline წევრი Salivan

Madloba chemo kargebo. Martla didi stimuli xart. Istoriis msvlelobisas mixvdebit romelma serialma amomitriala tvini. Arada iset sasiamovno da mxiarul istorias vamzadebdi. Magram... Imedi makvs imedebs arc am istoriit gagicruebt. Moemzadet tkbilebo da tbilebo win didi dadzabuloba, emociebis zgva, amouxsneli grdznobebi, utkmeli sityvebi da udznelesi gadawyvetilebebi gelit. Gkocnit pativiscemit sali

 


№8  offline წევრი isterichka123

kaia gagrdzele

 


№9  offline წევრი amaru14

გააგრძელე ძალიან მაგარია ველოდები შემდეგს დიდხანს არ გვალოდინო heart_eyes

 


№10 სტუმარი მიკა

ახლანდელ დროში ნუ წერ,ისე განაგრძე.

 


№11  offline წევრი Salivan

გოგოებო როგორ მახარებთ თქვენ ხომ არ იცით. ან შეიძლება იცით კიდეც. აუცილებლად გავაგრძელებ. არ მეგონა თუ მოგეწონებოდათ. უღრმესი მადლობა თითოეულ მკითხველს და შემფასებელს :*

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ მალე დადე რა ძალიან საინტერესოა

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Oho pirveli tavi shesanishnavi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent