ალუბლები (7)
*** პატარა ანდრია ბავშვი იყო? აი, რაღაც სასწაული. სულ ეძინა ან ჭამდა. პრინციპში რა უნდა გააკეთოს დღეების ბავშვმა სხვა, მაგრამ მაინც. უმშვიდესი, უწყნარესი და უსაყვარლესი. ისე მეშინოდა თავიდან ხელში რომ დავიჭირე მუხლები მიკანკალებდა. მეგონა, ჩემი შვილი დავიჭირე ხელში. თხემით ტერფამდე დამიარა უცნაურმა ტალღამ. თან რა სუნი აქვთ პატარა ბავშვებს! ჩემი და-ძმა გამახსენდა და ძალიან მომინდა ისინიც სულ რაღაც ერთი დღით ყოფილიყვნენ პატარები. ჩემ თავს რა ხდებოდა ვერც მე ვერ ვხვდებოდი. უკვე იმდენი დრო იყო გასული გიორგიზე სულ აღარ ვდარდობდი. და რა მოვიგე ღამის გათენებით, ტირილით,უჭმელობით, უხასიათობით? არც ერთი ზარი,არც ერთი მოკითხვა, არც ერთი სიახლე მის შესახებ. წავიდა და წავიდა. არ გამიშვია გულიდან. მეგობრის სიშორე და მონატრება როგორია და ხომ წარმოგიდგენიათ საყვარელი ადამიანის რა იქნება? არასდროს შემეძლო ჩემი გრძნობებისა და ემოციების აფიშირება. ეს ძალიან ცუდი იყო. ყოველთვის ვაფასებდი ადამიანებს, რომლებსაც ყველა ემოცია სახეზე ესახებოდათ და იყვნენ გამჭირვალეები. ცხოვრებას, რაღაც ძალიან რთულად ვუყურებდი და ეს მე თვითონ მაშინებდა. როდის გავხდი ასეთი რთული არ ვიცი. ალბათ, გიორგიმაც იქონია დიდი გავლენა. იმდენად მოულოდნელი იყო მეგობრობიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯის გადადგმა რომ ალბათ ამის გავლენა მქონდა. ყველა ადამიანი ხო ინდივიდუალურია. მაგალითად, კლასელები მყავდნენ რომლებიც, აი, რომ დავამთავრეთ უნივრსიტეტი მაშინ მიხვდნენ რომ უყავრდათ ერთმანეთი. არადა, გადამკვდარი მეგობრები იყვნენ და დღეს უკვე მეორე შვილს ელოდება სალომე. ჩემში იყო პრობლემა, რომ ასე მარტივად ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე ვერ გადავდიოდი. გიორგის წასვლიდან ერთი წელი ხდებოდა. არც ერთი ზარი! გჯერათ? არც მე მჯერა. თითქოს შევეჩვიე უმისობას. ისე ვიყავი ვითომ არაფერი ხდებოდა. იკას რომ ვნახულობდი, რაღაცნაირად მიყურებდა თუმცა საერთოდ ხმას არ ვიღებდი გიორგიზე. ერთი წელი და არც ერთი ზარი! მარტო სასიყვარულო ისტორიებში მაქვს წაკითხული ასეთი რაღაც და ბოლოს, მეც ამ სასიყვარულო ისტორიის გმირი გამოვედი. დავდიოდი უნივერსიტეტში, მეგობრებთან ერთად. ბევრი ბიჭი გამოჩნდა, მაგრამ როგორც გამოჩდნენ ისე გაქრნენ. ფლირტამდე რომ მივიდოდი ყველა სადღაც შორს ქრებოდა და შორიდან თუ მოვკრავდი თვალს. ძალიან მიკვირდა, მაგრამ თან მიხაროდა. სულ არ მინდოდა ახალი ურთიერთობები. სოფი კარგად გავიცანი. თუმცა, ვერ ვხვდებოდი რა ტიპის გოგო იყო. აი, რომ ამბობენ არც წყალია არ ღვინოო.აი, ეგ ვარიანტი იყო ზუსტად. მეც ძალიან ნეიტრალური მეჭირა. ვხედავდი რატის, რომელსაც სულ არ ეტყობოდა რომ ბედნიერი იყო. ზოგჯერ, სოფის ქცევები, რეპლიკებიც კი ძალიან აღიზიანებდა. ჩვენ საერთოდ არ გვქონია ერთმანეთთან კონტაქტი. ნუ, გამარჯობა-ნახვამდის თუ არ ჩავთვლით. ანდრიას ნათლობა იყო.ჩემი პირველი ნათლული იქნებოდა ანდრია. სასწაული გრძნობაა ნათლიობა. ვაანალიზებდი პასუხისმგებლობას ანდრიას და ღმერთის წინაშე და ერთი სული მქონდა როდის შევუდგებოდი ღირსეულ ნათლიობას. სიონში მივდიოდით ყველა 3 საათზე და მერე ოქროყანაში წისქვილში ავდიოდით აღსანიშნად ახალგაზრდები. -ნენ, ვერ გამოგივლით, რა ჩვენ. რატი და სოფი მოვლენ,-დამირეკა ნიცამ. -კაი, რა პრობლემაა. მე ჩაცმული ვარ უკვე. როდის მოვა რატი? -დაურეკე, არვიცი..კაი, გოგო ხარ მიყვარხარ!-მითხრა ნიცამ და ტელეფონი გამითიშა. მეც ჩვეულებრივად დავურეკე რატის, მაგრამ არ მიპასუხა. ცოტახანში კიდევ ვცადე და რატის ხმის გაგონებაზე ცოტა ავნერვიულდი. არაადექვატური ხმა ჰქონდა.. -ხო, ნენე მოვდივარ 10 წუთში ვიქნები..-ხმის ამოღება არ მაცადა ისე გამითიშა. ზუსტად 10 წუთში დავინახე როგორ გაჩერდა მანქანა ჩემს სადარბაზოსთან და მეც ჩავედი ქვემოთ. მანქანაში ჩაჯდომისთანავე დავინახე ანერვიულებული რატი, რომელიც კანკალებდა ერთიანად. -რატი, რა ხდება? მშვიდობაა? -კი.-მიპასუხა მოკლედ. -სოფი სადაა? -მოვა,-ისევ მოკლე პასუხი და მეც გავჩუმდი. რა უნდა მეთქვა? მისი საქმე იყო და ვიცოდი, წყვილის ურთიერთობაში ყოველთვის რაღაც პრობლემა იქნებოდა და ჩაციება არ იყო საჭირო. ნათლობა იყო რაღაც სასწაული ცერემონია. თუ შეიძლება ასე რომ დავარქვათ. მე მეჭირა ჩემი პატარა გოდორი. გატრუნული იყო ჩემს მკლავებში და თითები ედო პირში. არც მაშინ უტირია გაყინული წყალი რომ გადაასხსეს. ისევ ჩემს ხელებში იყო გატრუნული და დაძინებულიც კი. -პროსტა, შენი სიშტერე რო დაგენათლებინა ბავშვისთვის სამუდამოდ მოგკვეთავ!-მითხრა ნიცამ სიცილით. -ნუ, ხარ იდიოტი!-გამეცინა მეც.-ხედავ? ბავშვი უკვე ჩემნაირია.. -კაი, რა.. იმედი მაქვს შენს სწავლისადმი სიყვარულს დაანათლებდი და შენსავით დაამთავრებს ოქროს მედალზე სწავლას! -რა იყო სხვა არაფერი მივარგა?-წარბი ავუწიე დაქალს. -არაგიშავს, რა..-მითხრა ნიცამ და დიდი მონდომებით ჩააცვა ანდრიას. -გოგო, რა სჭირს რატის? -შენ ცხოვრებას რო მიხედო არა?-კითხვა შემომიბრუნა ნიცამ. -რა შუაშია ეგ? ხო, იცი ვმეგობრობთ მე და რატი. უბრალოდ, დღეს ძაან სხვანაირია. -არვიცი, მართლა.. -სოფის პონტშია? -აბა, ჩემ პონტში ხო არ იქნება? -ვაიმე, ნიცა ორსულად ხარ შენ? -გააფრინე, ხო?-შეიცხადა ნიცამ. -აბა, რა ემოციური ხარ და აგრესიული.. -ოხ, ბოდიში შენსავით რკინის ლედი რო არ ვარ,-გაგვეცინა ორივეს. ბავშვობიდანვე რკინის ლედის მეძახდა. არა, ძალიან არ შევცვლილვარ აშკარად. ბავშვობიდანვე უგრძნობი ვიყავი და თავს ვეღარ დავიდანაშალებდი ამ საკითხით! წისქვილში ირაკლი დაგხვდა. კიდევ ერთხელ შემიღონდა გული.. მიმოვიხედე გიორგიც იქვე ხომ არ იყო. ბოლოს და ბოლოს ნათლიის შვილიშვილის ნათლობა იყო.. (საიდან სად წავედი, მაგრამ ხო ხვდებით რომ ახლობლობაა?!). გადავრჩი. მაინც მეფიქრებოდა ჩემს დადვანზე.. ღამე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. გიორგითი ვიძინებდი, მაგრამ დღის შუქზეც ხანდახან გადამკრავდა ხოლმე ფიქრები. -ნენე, როგორ ხარ?-მოვიდა იკა ჩემთან და გადამკოცნა. -კარგად, შენ როგორ ხარ? -მეც, კარგად. მშვენივრად გამოიყურები როგორც ყოველთვის რძალო,-მითხრა იკამ და გამიღიმა. გამაცია.. რა რძალო? გააფრინა ამ ბიჭმა. -რძალო აღარ ვარ დიდიხანია ჩემო ირაკლი,-გავუღიმე ირაკლის და თავის არიდება ვცადე. -კაი, რა.. ხომ იცი რომ შენ და ის ვერასდროს..? -ვერასდროს? იცი, როდის აღარ ვარ რძალი? აი, რომ წავიდა და ერთი არ დაურეკავს. -შენ დაურეკე? -როგორ ირაკლი? უკრაინა საქართველო ხომ არაა უცებ რომ მოძებნო ადამიანი?-შევიცხადე და უკვე ვხვდებოდი რომ ჩიხში მამწყვდევდა ირაკლი. -მეღადავები, ტო?-ჩაეცინა ირაკლის და წამში სახე დაუსერიოზულდა,-საქართველო პატარაა, ჩვენ ამ პატარა საქართველოს შვილები ვართ. ერთი მონდომება და ვერ გაიგებდი მის ნომერს? -თვითონ რატომ არ დამირეკა?! -ნენე, ნუ გადაგაქვს თემა, რა.. იქნებ, რა უჭირდა და რატომ ვერ გირეკავდა? იქნებ როგორ არის? -იკა, შენ გგონია მე კარგად ვარ? რომ მაცვია კარგად, მოწესრიგებული ვარ, დასვენებული სახე მაქვს გგონია სულ არ ვფიქრობ გიორგიზე? სულ არ მენატრება? სისულელეს ნუ მელაპარაკები, რა..-ვუთხარი მობეზრებულად.-მგონი, ნასვამი ხარ იცი? -და შენ გგონია სასმელმა გამათამამა და ამდენი ხნის მერე მაგიტომ გელაპარაკები? ცდები, ნენე.. ძალიან ცდები. აქამდე ვითმენდი. შენ აქ გიყურებდი,იმას-იქ. ვიკავებდი თავს იმიტომ რომ ძმაკაცი მაკავებდა, თორემ აქამდე მოვიდოდი და დაგელაპარაკებოდი. -და რა გინდა ვერ ვხვდები? არ ჯობია თვითონ დამელაპარაკოს ვიდრე შენ? დავიღალე რა.. როცა ვცდილობ რომ წინ ერთი ნაბიჯი გადავდგა ყოველთვის ისეთი რაღაცა ხდება, რაც გიორგის უკავშირდება და უკან ვეცემი. აღარ მინდა! გესმის?-ვუთხარი იკას და ფეხზე წამოვდექი,-თუ, არ გეწყინება აივანზე გავალ..-ვუთხარი ისე რომ არ შემიხედავს და გამოვიქეცი აივანზე. საკმაოდ გრილოდადა სიცივე მომედო სახეზე. რა სასიამოვნო იყო ამ გახურებულ სახეზე სიცივე! დღეს უფრო დამიარა გიორგის მონატრებამ ირაკლი რომ დამელაპარაკა. გამახსენდა ერთად გატარებული დღეები ირაკლისთან ერთად ან მხოლოდ ჩვენ ორი. რა კარგი იყო! უბედნიერესი ვიყავი.. ამხელა ბედნიერებისგან მეგონა გავსკდებოდი. მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორი მოლოდინიც გვაქვს. ეგრეა ცხოვრება. ცუდია რეალობა.. ვარდისფერი სათვალე და მისი ჯანი! ფიქრებში ვიყავი გართული რატი რომ შევამჩნიე აივანზე ჩაფიქრებული. ამ ბიჭს აშკარად რაღაცა უჭირდა. დანაღვლიანებული სახე ჰქონდა, მოწყენილი იყურებოდა და თან სიგარეტს ეწეოდა. მომენტებში ქვემოთ ხრიდა თავს და გაშტერებულიყო ერთ ადგილას. ისევ ისეთი სიმპათიური იყო, მაგრამ აი რაღაც აკლდა. ის სხივი აკლდა, რომელიც შეყვარებულ ადამიანს აქვს. -შევიცვალე, არა?-რატის ხმამ გამომაფხიზლა, რომელსაც მივშტერებოდი. -კი, ძალიან. რატი, რა ხდება? -გქონია შემთხვევა რომ გინანია შენ მიერ გადადგმული ნაბიჯი? -არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონია და არ უნანია მწარედ. -პირად ცხოვრებას ვგულისხმობ. გიორგი რომ აირჩიე, ინანე?-მკითხა და ენა მუცელში ჩავიგდე. ძალიან მოულოდნელი იყო რატის ეს შეკითხვა.-დუმილი თანხმობის ნიშანია? -არა, არ მინანია. ზოგადად, რა აზრი აქვს სინანულს? თუ იმ დროს ბედნიერი იყავი. -არ გინდა ნენე სტენდალური საუბრები, რა.. მართლა გულახდილად მითხარი.. -არა, არ მინანია!-ვუთხარი და ჰორიზონტს გავხედე, რომელშიც ამ შეკითხვის პასუხს ვეძებდი. -მე კიდევ მინანია სოფისთან შერიგება. იცი, რომ მელაპარაკე თავბრუ დამახვიე. იმდენად იდეალი ხარ დღემდე ჩემთვის და იმდენად კარგი ხარ, რომ შენმა სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია და არც მომისმენია არც ჩემი ტვინისთვის არც ჩემი გულისთვის. -ჩემი ბრალია?-გავოგნდი. -არა, შენი ბრალი არ არის. ჩემი ბრალია, რომ ამ ასაკში კიდევ დაუფიქრებლად ვიქცევი და ბენდიერების საშუალებას არ ვაძლევ ჩემ თავს. ჩემი ბრალია, რომ ემოციებს ავყევი და პატარა ლაწირაკივით მოვიქეცი შენთანაც და სოფისთანაც და საერთოდაც. -რატი..-ძლივს ამოვიღე ხმა. -იცი, თაკო თხოვდება..-მითხრა და გამიღიმა. -მართლა? რა კარგია!-გულწრფელად გამიხარდა. -შენზე მელაპარაკა და ძალიან უნდა რომ ქორწილში იყო. უბრალოდ, ეხლა იტალიაში არიან წასულები და რომ ჩამოვლენ მერე.. -ხო.. მიულოცე.. ანდა მე შევეხმიანები ვაიბერში..-ვუთხარი რატის და ისევ ჰორიზონტს გავხედე. -გენატრება? -მხოლოდ ღამე. -ანუ, ეხლაც გენატრება. -არა, ამ დროს არა.. -მე სულ მენატრება. -ვინ გენატრება?-გონება დავძაბე და ვკითხე რატის. -სულ მენატრება და სულ ვნანობ..-ერთი ღრმად ამოისუნთქა რატიმ და მოაჯირს მოშორდა.-ნენე, ალუბლები ხეს ისევ ასხია ბევრი ალუბლები..-მითხრა რატიმ და დარბაზში შევიდა. *** სადღაც შორიდან მესმოდა ტელეფონის ხმა, მაგრამ ისე მეზარებოდა განძრევაც კი, რომ ვერ ვიყოლიებდი ტანს ტელეფონის ასაღებად. არადა, ზუსტად გვერდზე მედო კომოდზე ჩემი მომღერალი ტელეფონი. არა და არ ჩერდებოდა და მეც მაფხიზლებდა უკვე. არადა, ძილი ისე მშველოდა ხოლმე როცა ვნერვიულობდი! ძლივს ავწიე ხელი რომ ამეღო ტელეფონი. არც შემიხედავს ისე მივიდე ყურზე. -ალო..-სასწაული ვაჟკაცის ხმა მქონდა ახალგაღვიძებულზე. -ისევ რატი, არა?!- დავაჭყიტე თვალები. ჩემი საყვარელი ხმა.. ჩემი საყვარელი ბოხი, ხრინწიანი ხმა.. ჩემი საყვარელი ბიჭი იყო.. ჩემი საყვარელი და მონატრებული დადვანი.. ჩემი საყვარელი და გამქრალი დადვანი! ეს იცით რა იყო? რაღაც საოცრება! ავკანკალდი, გული ამიჩქარდა, სულ მთლად ავწითლდი და ხმა ვერ ამოვიღე. -ნენე!-მკაცრი იყო დადვანი. როგორ მომნატრებია მისი სიმკაცრე.. ყველაფერი მომენატრა გიორგისი..! ყვე-ლა-ფე-რი ! -რომელი ხარ?-ყველაზე იდიოტური შეკითხვა დავსვი რაც კი მთელი ჩემი 19 წლის განმავლობაში მიკითხავს. -იმდენად აითქვიფე ბიჭებში რომ მე ვეღარ მცნობ?-გამაღიზიანა გიორგის ტონმა. -შენ ხო არ გააფრინე?! რა უფლებით მელაპარაკები ასე?!-დავუყვირე გიორგის და არ მჯეროდა, რომ მე ვიყავი ეს. -რა უფლებით?! რა ჯანდაბა გინდოდა რატისთან! ამიხსენი, ნენე! -არანაირი უფლება არ გაქვს შენ ჩემ ცხოვრებაში ჩაერიო და შემეშვი, რა.. როცა წახვედი და დაიკარგე მაგის მერე ყველანაირი უფლება ჩამოგერთვა ! -ხო, არა? მაგასაც ვნახავ, ნენე..! -რას იმუქრები ვერ გავიგე?! შენც ეხლა უცებ არ ჩამოხვიდე. რომც ჩამოხვიდე რა?! ძველებურად მაინც არაფერი იქნება..! -მაგასაც ვნახავთ..!-მითხრა და დამიხეთქა ტელეფონი. ჩემი ოცნება, რომელიც ამდენი დღის განმავლობაში მქონდა ახდა. უცებ, ძალიან შემესინდა და ვერ მივხვდი რა ხდებოდა ჩემ თავს. ძალიან მაგრად მოვიჭირე ხელი რომ გამერკვია მეზინა თუ მეღვიძა. მაგრამ! ფაქტია, რეალობაში ვიყავი.. ცოტა ხნის წინ დადვანს ველაპარაკე.. ჩემ გიორგის ველაპარაკე, რომლის გამოც ყოველ ღამე ვფიქრობდი. ყოველ ღამე ყველაზე ცუდს და ყველაზე კარგს წარმოვიდგენდი, რომ როგორმე გამემართლებინა გიორგი მაგრამ ერთი ზარის არ არსებობა როგორ შეიძლებოდა გამემართლებინა?! გიჟივით დავდიოდი წინ და უკან და საერთოდ ვერაფერს ვხვდებოდი.. ** -ნენე!-თიკო მეძახდა. -აუ, თიკო შეიძლება დამაძინო?!-ბალიშიდან ამოვძახე დედაჩემს. -ნენე, რაღაც მოიტანა კურიერმა..-მითხრა თიკომ. ბალიშიდან ძლივს ამოვწიე თავი და დავინახე დიდი ყუთი, წითელ პარკში შეფუთული. -აუ, რა არის ეს? -ნუ, კნავიხარ, რა.. ადექი და ნახე! -ძაან იცი ჩემია თუ არა.. -აუ, ნენე! ქმარი სახლში მყავს და მარიამს როგორმე არ გამოუგზავნიდნენ ბაღიდან, რა...-ზალზვნით წამოვიწიე და ყუთი გამოვართვი თიკოს. თიკო ინტერესით მიყურებდა და აინტერესებდა რა იყო ყუთში. ისეთი შეფუთული იყო ძლივს გავხსენი. ათასნაირი ტკბილეულობა იყო. ოღონდ ალუბლის ფორმის! და ყველაფერი უკრაინული იარლიყით.. -აუ, დე რა მაგარია! ხომ მაჭმევ ცოტას?-მითხრა თიკომ და ხელი წაიღო ერთ-ერთი ტკბილეულისკენ. -სულ წაიღე!-მივეცი თიკო და საბანში ჩავიმალე. „ჯანდაბა გიორგი! ჯანდაბა! მეთამაშები ძალიან ცუდად..! ჯანდაბა....!“-საშინლად მეშლებოდა ნერვები გიორგის საქციელზე. კატასტროფა ხდებოდა ჩემ თავს! რომელი სტიქიური მოვლენა იყო მხოლოდ ვერ ვხვდებოდი.. ძლივს ავწიე თავი და ძლივს ჩავიცვი. სუფთა ჰაერი მინდოდა ყველაზე მეტად.. ჩავიცვი სპორტულები და სასეირნოდ გავედი. გზად ვიყიდე ყავა და ნელ-ნელა გავუყევი ჭავჭავაძის ქუჩას ვაკის პარკისკენ. შიშით ვიყურებოდი გარშემო. მეგონა, რომ ყველგან გიორგი იყო.. მეგონა, რომ მომყვებოდა, ან წინ მიდიოდა, ან გვერდზე მომყვებოდა, ან უბრალოდ შორიდან მიყურებდა. საშინელი შეგრძნება იყო. ვაკის პარკში შესული სულ ზემოთ ავედი, რომ გადმომეხედა და დამენახა თბილისის ნახევარი მაინც. აღარ მინდოდა მთაწმინდა.. აზრი არ ჰქონდა გიორგის გარეშე იქ ასვლას.. აზრი არაფერს აღარ ჰქონდა გუშინდელი ზარის მერე. -მთაწმინდა ვაკის პარკმა ჩაანაცვლა?-თითქოს ჩემი ფიქრები გაიგო. თითქოს ჩემ სულში აფათურა ხელები.. ღრმად ამოვისუნთქე და შევტრიალდი. ცოტაც და ყავა დამივარდებოდა. გიორგი დადვანი იდგა ჩემს წინ. საკმაოდ შეცვლილი იყო. თუმცა, ისევ ის სხივი ჰქონდა თვალებში, რაც აქამდე. თვალებით მაინც იცნობდი, რომ ეს გიორგი იყო.. ჩემი დადვანი. -რა იყო გიორგი ეჭვიანობამ ჩამოგიყვანა?-არ დავაკელი გიორგის ცინიზმი. -რა იყო ნენე გასაკვირია ამაში რამე?-საოცრად გაიკვირვა გიორგიმ. -კი, თან ძალიან.. მგონი, გასაგებად გითხარი გუშინ, არა? -და შენ თუ გახსოვარ მგონი სულ ერთი იყო ჩემთვის ყველაფერი რაც ჩემს სურვილებს ეწინააღმდეგებოდა, არა?-გამიღიმა გიორგიმ. ღიმილი! აი, ის ღიმილი რომ მკლავდა იმ წუთას. -რა გინდა გიორგი?-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. -შენ ნენე.. მარტივი გასაგებია..-მითხრა და ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. -მანდ იდექი არ მომიახლოვდე!-კატეგორიულად ვუთხარი გიორგის,-შენ დამკარგე უკვე გიორგი.. რა გინდა? ამიხსენი რა გინდა! -შენ-მეთქი. მარტივი გასაგებია.. -იცი, რა? სად იყავი ერთი წელი? სად იყავი?! რომ წახვედი, საერთოდ არ გაიტნერესებდი, რას ვაკეთებდი, ვიღაც ნაშებში გულაობდი.. -უკრაინაში ვიყავი და ნაშებშიც აღარ მეგულავა?-გაიღიმა გიორგიმ. -ფუ, რა საზიზღარი ხარ!-დავიყვირე და ყავა ძირს დავაგდე. -დამშვიდდი, რა.. -რა დამამშვიდებს? შენ ნორმალური ხარ? ავადმყოფი ხარ ჩვეულებრივი. ერთი ზარი გიორგი.. ერთი! კარგი, ის რომ უკვე გადაწყვეტილი გქონდა წასვლა კაი გავიგე, მაგრამ როგორ გაპატიო რომ დამტოვე? მიმაგდე? უყურადღებოდ. ეგრე გიყვარდი, არა? ესაა შენი სიყვარული?-ვღრიალებდი ბოლო ხმაზე. -ნუ, ღრიალებ!-არანაკლებ დამიყვირა გიორგიმ. -აღარც ვიღრიალო?! ცხოვრება ამირიე.! -შენც ხომ ეს გინდოდა, ნენე? -რა მინდოდა გიორგი, რომ ერთი წელი ყოველ ღამე შენზე მეფიქრა? მეტირა? და საკუთარი თავი დამედანაშაულებინა ყველაფერში? -ნენე! შენ არ იცი რა ხდებოდა, რა.. მამაჩემი დაიჭირეს, ნენე! დაიჭირეს და მეც მაგიტომ მომიწია იქ ყოფნა.. -არ შეგეძლო გეთქვა? -როგორ მეთქვა, ნენე? ტელეფონით? როგორ ფიქრობ ადვილია, როცა ან მამის სიკვდილით იმუქრებიან ან შვილის? -ეგ როგორ?-ძლივს ამოვილუღლუღე და უკვე დარწრმუნდი როგორი იდიოტკა გოგო ვიყავი. -შეეშალა რაღაცები. დასახმარება კრიმინალურ ავტორიტეტებს თხოვა, იქ უკრაინაში და არ გაახარეს.. დაიჭირეს და მთელი ეს პერიოდი მისი საქმეების მოგვარებით ვიყავით დაკავებულები მე, ბიძაჩემი და ბიძაშვილი. -მერე? ეხლა რა ხდება? -არაფერი. ცოტაც დარჩა, სულ ცოტა და გამოვა.. ყველაფერი ბოლომდეა თითქმის მიყვანილი.. -ვაიმე, გიორგი... იკას რომ ეთქვა.. -მირჩევნოდა არაფერი გცოდნოდა. იმიტომ რომ როცა იკას მოვუყევი და გაიგო ამ ყველაფრის შესახებ მასზეც რაღაც ზეწოლები ხორციელდებოდა. სხვას ვერ შევუქმნიდი საფრთხეს.. -როგორმე.. როგორმე მაინც. ერთი ზარი გიორგი, ერთი..-ვლუღლუღებდი ჩემთვის. -ნენე, ჩემო ალუბალო.. იცი, რამდენი დღე და ღამე გამითენებია შენზე ფიქრში? როგორ იყავი, რას აკეთებდი? მერე ვიღაც ს**რები რო გეფლირტავებოდნენ ცოტაც და ფეხით ჩამოვიდოდი. კინაღამ, გავაფრინე, კინაღამ მოვკალი სულ ყველა.. იცი, როგორ მენატრებოდი? უსაზღვროდ! -შენ შეგეძლო გიორგი.. შეგეძლო სხვანარიად ყოფილიყო ყველაფერი..-ძლივს ვუთხარი და მისკენ ზურგით შევტრიალდი. ვაკის პარკს გადავხედე, საიდანაც წერტილებივით ჩანდნენ ადამიანები. -შემეძლო და ცოტაც და სხვანაირად იქნება.. -არ იქნება ძველებურად..-ხმადაბლა ვთქვი. -რატო? იმ ს**რის გამო?-დაიყვირა გიორგიმ. -არა!-შევუტრიალდი და პირდაპირ სახეში შევხედე. მისი თვალები.. ჩაწითლებული, ამღვრეული, მაგრამ სიყვარულით მოციმციმე,-ნუ, გაქვს ეს პანიკა! იცი, შენ რომ მიყვარხარ. იცი, ასე მარტივად ვერ გადაგიყვარებდი და ისიც იცი რომ ასე მარტივად სხვა ურთიერთობას ვერ დავიწყებდი. ნუ, გაქვს რატიზე გართულება, რა.. მაგიტომ ჩამოხვედი -ბოლო წვეთი იყო..-მითხრა გიორგიმ. -როდის მიდიხარ? -დღესვე..-მიპასუხა და თავი დახარა. გული ამიჩქარდა.. პულსი დავკარგე.. ვერ ვგრძნობდი საერთოდ. ეს ის მომენტი იყო ტვინი და გული რომ არც ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს და არც ერთ აზრზე არ იყვნენ. უბრალოდ, ისინიც გაჩუმებულიყვნენ და ხმას არ იღებდნენ. ალბათ, მათაც ვეცოდებოდი და არ იცოდნენ რა ერჩიათ ჩემთვის. ნელა მივუახლოვდი გიორგის და სახეზე ხელი მოვკიდე. უხ! ისე დამბურძგლა, თითქოს პირველად ვეხებოდი.. ისე დამაჟრიალა, თითქოს პატარა გოგო ვიყავი და პირველად ხდებოდა ეს ყველაფერი. თითის წვერებზე ავიწიე და ვაკოცე.. აი, ამ დროს მართლა სადღაც აღმოვჩნდი. მენატრებოდა, ისე მენატრებოდა რომ მეგონა რომ წავიდოდა მოვკვდებოდი. ისე მენატრებოდა მეგონა, ეს გული აღარ დამემორჩილებოდა არასდროს. ზუსტად ვიცოდი, რომ წინ კიდევ უძილო ღამეები მელოდებოდა, მაგრამ ამ კოცნად მიღირდა. კი, ნამდვილად მიღირდა. ტირილი კოცნასთან ერთად? ემოციების ზღვა ყოფილა! ცრემლებმა გაიკვლიეს გზა სიყვარულის ამოხეთქვამდე. -მიყვარხარ, რა..-ხმადაბლა ვუჩურჩულე და კიბეებისკენ წამოვედი. ჩამოვდიოდი და მომდიოდა ცრემლები. ალბათ, გიჟი ვეგონე ვაკის პარკში მორბენალ ბავშვებს, მოალერსე წყვილებს, მოსეირნე მოხუცებს მაგრამ ყველაფერი სულ ერთი იყო. ხვალ უკვე არ ვიცოდი ჩემი ალუბლები გიორგისთან ისევ იხარებდნენ თუ არა. *** დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. შემდეგზე ასე ძალიან არ დავაგვიანებ პირობას ვდებ!:) იმედი მაქვს მოგეწონებათ :):* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.