შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -1-


26-09-2016, 19:27
ავტორი sopiko
ნანახია 3 128

[თავი 1]
პროლოგი
ამბობენ, ვარსკვლავები შენს მომავალზე მეტყველებენო, შენი ბედის მწერალიც გალაქტიკებში იმალებაო... მათი მოძებნა ადვილი არაა, თუმცა თუ იპოვი, ერთ სურვილს აგისრულებენ! დრო ჩერდება, სიყვარული იძვრის... უკან რჩება ძალიან ბევრი გულდასაწყვეტი რამ, მაგრამ ზეცა თავისას არ კარგავს! არსებობს წრე, არსებობს დასაბამი და ყველაფერი ამ წრის გარშემო ტრიალებს... აუცილებლად დაბრუნდება ის, რაც უკან თვალაცრემლებულს გახედებს... მერე კი რა უნდა ქნა, თუ არა ის, რომ გაიღიმო და თქვა, ცხოვრება მშვენიერია!

^წინა ნაწილის დასასრულს^
-შენ, ეი!-ვყვირი, რადგან ის მხედავს და კარის მოხურვას აპირებს, მაგრამ ჩემს შეძახილზე სახელურს ხელს უშვებს, სულ ოდნავ არხევს ტუჩის კუთხეებს და ირონიული გამომეტყველებით მეკითხება:
-გამოჩნდი?

ნინო თავს ატრიალებს ჩემკენ და ძმას თვალებით ანიშნებს, ჩემი ბრალი არაა, უკან გამომყვაო. ალბათ ხვდება, რომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა და სინდისი ქენჯნის. შეიძლება მეც იგივეს უნდა ვგრძნობდე მის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ნინოს ძმა რომ იყოს შიო, რა მიჭირს. ქურდული ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე და და-ძმას წინ ვეტუზები.
-მაპატიე, ნინო. ყველაფერს მერე მოგიყვები.-მშრალად ვეუბნები ემოციებისგან გამოფიტულ ქალს და მერე საშუალო სიმაღლის მამაკაცზე გადამაქვს ყურადღება. დაბალი რომ არ ვიყო, სიმაღლეში გავუსწრებდი. აი, მაგალითად ნინო ცხენივით ქალია და ძმას უსწორდება, მაგრამ მამაკაცის კვალობაზე მაინც ვერ ვუწოდებ შიოს მაღალს.
ჯიუტი, ღია ყავისფერი თმა აქვს, ჩაზნექილი ცხვირი და სქელი ტუჩები. ესეც მამაკაცს მონატრებული ქალი, თორემ რა მეტუჩება მე? არა, საოცარი ღიმილი კი აქვს ჩემს ირემს! იდუმალი, უცნაური, რომ ვერ გაიგებ, რას გეუბნება და რაზე მიგითითებს ამ ღიმილით, ამავე დროს სასიამოვნო და გულის ამაჩუყებელი... გაბრაზებული რომ იყო მასზე, გულჩვილი ადამიანი ვერ გაუძლებ და აპატიებ... მე ერთი პრინციპი მაქვს! მიყვარს, შეცდომას უშვებს, ვბრაზდები, ვპატიობ... არ მიყვარს? შეცდომას უშვებს, ვკიცხავ, ვთათხავ, მიწასთან ვასწორებ, გულში ვჭორავ და ვივიწყებ. მშვენიერი ტაქტიკაა, არა? რა ვქნა, ქვეცნობიერი არ მეკითხება, თავისით წყვეტს, რა როგორ უნდა გააკეთოს... თავდაცვაა ეს, ტკივილის ბლოკვა, სიხარული თუ ცუდი საქციელის ჩადენა.
-ლეა დაგიძახოთ, თუ თიკათი მოგმართოთ?-სარკასტულად მეკითხება შიო და თავს ოდნავ მიკრავს.
-როგორც გენებოთ.-ასეთივე ტონით ვპასუხობ და ნიკაპს ამაყად ვწევ მაღლა.
-არ გეწყინოთ, მაგრამ ლეა მირჩევნია. ყველას როდი აქვს საშუალება სახელი თვითონ აირჩიოს, თქვენ კი ეს შესაძლებლობა მოგეცათ და არჩევანი მეტად ბანალურ და არაფრისმთქმელ სახელზე შეაჩერეთ.-არჩეულ სახელს მიწუნებს ის და შესასვლელს გვითავისუფლებს.
მეც ჩემის მხრივ ნინოს ვანიშნებ, შედი_მეთქი. ბოლოს და ბოლოს დაუპატიჟებელი სტუმარი ვარ არც თუ ისე სასიამოვნო მიზეზით.
-თქვენ რას უცდით?-ირონიას არ იცილებს მამაკაცი.
-ირმის ნახტომს.-მოკლედ ვუჭრი და კურტუმოს ქნევით მივყვები ნინოს. ის რომელ ოთახშიც შედის, მეც იქ შევდივარ და მოღუშული მასთან ერთად ვჯდები დივანზე.
-მე საქმე მაქვს. თუ და-ძმამ რამეზე უნდა ილაპარაკოთ, ჯერ მე ვიყვი ჩემს სათქმელს და წავალ.-ვაცხადებ, როგორც კი შიოც შემოდის ოთახში და ტუჩებს ერთმანეთს ვუსმევ.
-სხვათა შორის ჩემი სალაპარაკო თემა ნინოსთან სწორედ შენ ხარ, ლეა.-სკამს წევს მამაკაცი და ური ამოგმინვით ჯდება ზედ.-მოდი, ერთ რამეს გეტყვი. შენ ძალიან უხეშად ჩაერიე ჩვენს ბრაზილურ სერიალში, სხვანაირად რომ ვთქვათ, ძვირფასი ოჯახის ცხოვრებაში და პასუხის გება მოგიწევს.
-პასუხი უნდა ვაგო? მე ხომ თქვენი დახმარება მინდოდა. რა დაუნახაობაა!-ხელებს მოულოდნელი შემოტევისგან გაოცებული ვშლი და ნინოს ქვეშ-ქვეშ გავყურებ.-შენც ასე ფიქრობ?
-შიო, ლეა მართალია. ის მხოლოდ მეხმარებოდა. სულ შემთხვევით...
-შემთხვევით, მომთხვევით არ მაინტერესებს!-აწყვეტინებს ნინოს ის.-სიმართლე ისაა, რომ კიდევ ერთხელ მომიწია ძვირფას ძამიკოსთან შეხვედრა! იცი, რამდენად მიჯდება იმის გააზრება, რომ ჩემი ძმაა, ჩემი სისხლი, ხორცი და იმის მოთმენა მიწევს, რასაც ის აკეთებს?
მისი ღრიალზე ფეხზე ვდგები და შიშის დაფარვას გაცხარების გამოაშკარავებით ვცდილობ.
-თქვენს ძმურ კავშირებზე მე არ მიფიქრია! ჯერ კიდევ დღეს გავიგე, რომ ცალწარბა თქვენი ნახევარძმა იყო... ირმის ნახტომზეც დღეს მითხრა ნინომ და შენზეც! და რას ყვირი, რომ ყვირი, ამით მოაგვარებ საქმეს?-თავდასხმით ვიხსნი თავს.
-ლეა, შიო...-სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს ნინო.
-ნინო, კი ნუ გვაწყნარებ, უთხარი შენს ძმას, რომ ამ საქმეში საერთოდ შენ გამრიე... ვიცი, ცალწარბა რა ადამიანიცაა და არ მიკვირს, შიო, შენი განწყობა მისდამი, მაგრამ აქ ამაზე სალაპარაკოდ სულაც არ მოვსულვარ. მერი გარდაიცვალა.-ყოველანრი შემზადების გარეშე ვუმხელ, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ მქონდა დაგეგმილი.
-ვინ მერი?-კბილებში ცრის მამაკაცი. ცხადია, ხვდება, ვინ მერიც ვახსენე და ამ აზრთან შეგუება არ სურს.
-ახლა ვისზეც გაიფიქრე, ის.-დაღონებული ვპასუხობ და თავს ვქინდრავ.
ნინოს სახეზე გაურკვევლობა ახატია. მართალია ვერ ხვდება, ვინ მერიზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სამაგიეროდ ამჩნევს, როგორ იძაბება მისი ძმა, როგორ ეჭირება მაისურის სახელოები მკლავებზე და თვალები როგორ უქრება... არადა უემოციოს შთაბეჭდილებას ტოვებს. მეგონა გრძნობებს ჩემთან არასდროს გამოაშკარავებდა, მაგრამ ეტყობა ეს მერისთან დაკავშირებით შეუძლებელი გახდა.
-გარდაიცვალა?-ჩაბჟუტული, ხრინწიანი ხმით მეკითხება ის.
-მშობიარობას გადაყვა. შვილი აირჩია. უნდოდა თათა დაერქმია. სიკვდილის წინ მთხოვა.-მოკლე-მოკლე წინადადებებით ვცდილობ ხმაში შეპარული სისუსტის დამალვას.
-თათა?-თავისთავად ეღიმება მენაბდეს.
თავს უსიტყვოდ ვუქნევ და თავშეუკავებელ ცრემლს ღაწვზევე ვსპობ თითის მოსმით.
-ახლა სად არის?
-ბავშვთა სახლში. ბავშვი არ დამიტოვეს მიუხედავად მერის წერილისა. თქვა, რომ საბუთები მოწესრიგებული ჰქონდა შენს მეურვეობასთან დაკავშირებით. ეს საბუთები კი შენ უნდა გქონდეს წესით.
-მაქვს კიდეც.-ამის თქმისას დგება, ბარს აღებს და იქიდან რაღაც ფაილს იღებს.-როდის შემეძლება ბავშვის წამოყვანა?
-როცა მოინდომებ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა. თათას ვერ დაგითმობ.-მყარად ვამბობ და საბუთებს მივჩერებივარ.
-ვერ გავიგე?!
-თათას ისე მოვუვლი, როგორც საკუთარ შვილს. შინაგანი ხმა მიქადაგებს, რომ ეს ბავშვი ჩემი ბედია. ტყუილად ხომ არ აღმოვჩნდებოდი ასეთი სიტუაციაში მაინც და მაინც მე?-ვცოფდები მის ირონიულ გამომეტყველებაზე.
-გასაგებია...-მწარედ იღიმის ის.-მოიცა, მოიცა, იქნებ მითხრა, ვინ არის თათას მეურვე? შენ როგორ შეძლებ მის დედობას? რაიმე კავშირი გაქვს მასთან? როგორ ბედავ, ასეთ რამეს რომ მეუბნები?
-ახლა გაჩუმდით და გამარკვიეთ, რა ხდება!-ჩვენ შორის იფოფრება ნინო.
-მერი ჩემი მეგობრისგან იყო ორსულად. მერაბი გარდაიცვალა და მთხოვა, რომ მისი შვილისთვის მიმეხედა. შენი ძვირფასი მეზობელი კი აქ რაღაც სისულელეებზე მედავება.-ხმას უწევს შიო და კარისკენ იშვერს ხელს.-წადი... წადი_მეთქი!
ეს ჩემი შეურაცხყოფის კულმინაციაა. მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ. ჯერ ნინოს ვაპყრობ მზერას, მერე კი შიოს ვუბღვერ. თავმომწონე ნაბიჯებით და მხრებში გამართული გავდივარ სადარბაზოში და კარს ვიბრახუნებ.
მორჩა! ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის ჩერჩეტი ლეა აღარ ვარ! ყველაფერი ახლა იწყება! თათას არ დავთმობ, შიოსთან ეს შეხვედრა კი სამწუხაროდ ბოლო არ არის... ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი! წესრიგის დამყარება მხოლოდ ბრძოლით შეიძლება. ხოდა წინ!

ჩემი მისვლიდან სულ მალე მოდის სახლში ნინო და ლიკო მიყავს. გასვლის წინ მადლობას მიხდის და თავაზიანად მიღიმის, თუმცა ვიცი, რომ ჩემზე ნაწყენია. რა ვუყოთ, ასე სულაც არ მოვიქცეოდი, თათა რომ არ მყავდეს დასახსნელი. ნიცა უხმოდ შემომყურებს. ალბათ უამრავი რამის მოყოლა უნდა ჩემთვის, მე კი ვერ ვიცლი. დავივიწყე ის, რაც გამიკეთა? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ მივუტევე, შანსი მივეცი და ახლა მისგან განმარტებასაც ველი.
ბალახეულის ჩაის ფინჯანში ვასხამ და ფანჯრის რაფაზე ვსკუპდები. ნიცას ეღიმება. წარსული დრო და ჩემი საყვარელი ადგილი თუ ახსენდება. ის ხალიჩაზე ინდოელებისთვის დამახასიათებელ პოზაში ჯდება და ისე აცეცებს თვალებს, ეტყობა ამბის დაწყება უნდა და ვერ ბედავს.
-მიდი.-სიცილით ვაქეზებ.
-რა?-ეცინება მასაც.
-დაიწყე.
წუთიერად დუმს. ორჭოფობს. ვერ წყვეტს, როგორ მოიქცეს. სინამდვილე შეალამაზოს თუ უფრო დააბნელოს. მხარს ნერვიულად იქექს და კარისკენ იხედება. რადგან თავისი ემოციები არ დამალა, უნდა დაიწყოს, მაგრამ რომ ვერ იწყებს? ხოდა მისთვის შვება იქნება, ვინმე რომ მომადგეს კარზე.

^^^
დაგიბრუნდით ''ირმის ნახტომის'' მეორე ნაწილით, ჩემო ძვირფასებო!
ხომ დაგხვდათ ძალიან შეცვლილი ლეა? მე ასეთი უფრო მომწონს, სიმართლე რომ გითხრათ. მგონი იმდენი რამ გაიარა, კი უნდა გარდაქმნილიყო.
ამ ნაწელში ისეთი რამეები მოხდება, რომ ვერც წარმოიდგენთ...
შეცვლილ სათაურზე რა უნდა გითხრათ, თუ არა ის, რომ სიუჟეტს დასჭირდა ასე. ველი თქვენს შეფასებებს!
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი neilo

kargia momwons

 


№2  offline მოდერი sopiko

neilo
kargia momwons

გმადლობ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent