ჩემი სამოთხე (თავი 2)
თითქოს ჩვეულებრივი დღე გათენდა,მზიანი და თბილი.დილით გამოღვიძებულმა გამოვაღე ფანჯარა და ვიგრძენი გაზაფხულის სურნელი.თუმცა, კარგი იქნებოდა დილი დაწყება ბიძაჩემისა და ბიცოლაჩემის ყვირილით რომ არ დაწყებულიყო,მაგრამ ამასაც მივეჩვიე.ახლა მომზადების დრო იყო,დღეს სამსახურში წასვლის დღეა.აბაზანაში წყალი გადავივლე,თავი მოვიწესრიგე,ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლი ხმის ამოღების გარეშე დავტოვე ან რამის თქმას რა აზრი ექნებოდა მოსმენით მაინც არავინ მომისმენდა.ტრასპორტში ასულს ყოველთვის მიყვარდა სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიების ადამიანებზე დაკვირვება.ვუყურებდი მოხუც ადამიანებს და ვფიქრობდი როგორი შეიძლება ვყოფილიყავი 50წლის შემდეგ,ვისთან გავატარებდი მთელ ცხოვრებას,ვუყურებდი ბავშვების მხიარულ სახეებს და ვიხსენებდი სკოლის პერიოდს,ვუყურებდი მშობლებს შვილებთან ერთად და გულში ჩხვლეტას ვგრძნობდი,რაღაც ტკივილს მსგავს,ბოლოს კი ყოველთვის მიყვარდა შეყვარებულ წყვილებზე დაკვირვება,მიყვარდა მათ სახეებზე სიყვარულის და სითბოს დანახვა,მომწონდა მათ თვალებში სიყვარულის ნაპერწკლების დანახვა.ეს ყველაფერი ჩვევად მექცა.ავტობუსში მჯდომი თითქოს სამყაროს ვწყდები.გაგიკვირდებათ,მაგრამ ავტობუსი ჩემი საყვარელი ტრანსპორტია,თუმცა ამის მიზეზი არ ვიცი,აი ასე უბრალოდ მიყვარს.დღესაც ვზივარ და ვუყურებ ჩემ წინ მჯდომ წყვილს,სიყვარულის თვალებით რომ უმზერენ ერთმანეთ და ვიხსენებ ჩემ პირველ და ჯერ-ჯერობით უკანასკნელ სიყვარულს ,რომელიც იმედგაცრუებითა და ტკივილით იყო სავსე. საბა სკოლის ასაკში გავიცანი,მაშინ 16წლის ვიყავი,ჩუმად ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ყველაფერი გამეგო,რა უყვარდა და როგორი ხასიათი ჰქონდა.მე რა თქმა უნდა,შეუმჩნეველი ვიყავი ყველასათვის ,თუმცა სწავლით ყოველთვის კარგად ვსწავლობდი.საბამ პირველად მაშინ შემამჩნია,როცა ჩემი დახმარება დასჭირდა ერთ-ერთ საგანში.შემდეგ მოვლენები სხვანაირად განვითარდა,ყველას გასაკვირად მე და საბა შეყვარებულები ვიყავით.მე სკოლის ჩრდილი და საბა სკოლის გოგოების სასურველი ბიჭი,მაგრამ ზღაპარი მალე მთავრდება ,მითუმეტეს როცა ზღაპრის გმირი მე ვარ.საბამ თავის მეგობრებთან ერთად ჩემი დამცირება გადაწყვიტეს ალბათ სხვა გასართობი ვერ ნახეს.ყველაზე მეტად რა თქმა უნდა საბასგან ვერ ან არ წარმოვიდგენდი,რადგან ალბათ მასთან ერთად ღრუბლებში დავფრინავდი,მეგონა ერთად შეუძლებელს შევძლებდით.მე კი მაშინ სიბრაზემ მომკლა,თითქოს ხელახლა დავიბადე,ჩემში უცებ ყველა გრძნობა გაქრა,თითქოს გულიც უეცრად ქვად მექცა,სულიც დამშვიდდა,ემოციები მოვიკალი,გული გავაღე და რაც კი მქონდა ყველაფერი ამოვიღე,გავათავისუფლე,გავუშვი.თითქოს სიყვარულმა შინაგანად მომკლა და ჩემში არაბუნებრივი მხარე გააღვიძა,მისი სახელიც კი მაღიზიანებდა,თურმე სიყვარულიდან სიძულვილამდე არც ისე დიდი გზა ყოფილა.ყველა მოგონება გავაქრე,თითქოს ჩემში სხვა ადამიანმა გაიღვიძა,ყველაფერი წავშალე,რაც კი მასთან მაკავშირებდა.მე ყველანაირად მოვკვდი,თითქოს ცარიელ სხეულად ვიქეცი.ამასობაში ჩემი გაჩერებაც მოახლოვდა,ჩამოვედი და სასტუმროში შემოვედი.აქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ,ზოგადად ძალიან თბილი გარემოა,ისინი ოჯახის წევრებივით არიან.ჩემი ერთადერთი ცხოვრების მეგზურიც,რომელთანაც ბავშვობის წლები გავატარე და თითქმის ყველაფერი ერთად გადავიტანეთ, აქ მუშაობს,ელენე ჰქვია,მასთან ერთად გატარებული დრო სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს.ისიც რა თქმა უნდა იქ დამხვდა: -კუუს..როგორ ხარ?(ასე მომმართავს ყიველთვის) -კარგად ელე შენ? -რავი ქალო ამათ ხელში როგორ ვიქნები,რასაც ჭამენ იქვე ყრიან,ღორები არიან,აღარ მაქვს ამათი ნერვები -კაი ხო ახლა არ მოხვედი,უკვე ქოთქოთებ,მალე დაიღლები.გავუცინე და საპასუხოდ კარგი მუჯლუგუნიც მივიღე.მთელი დღე სამსახურში ვიყავით,10 საათზე კი სახლში დავბრუნდით და ხვალინდელი გეგმებიც დავაწყვეთ.დადებითი ენერგიით დამუხტული დავბრუნდი სახლში,ყოველთვის აეე ვარ,როცა ელენეს ვნახავ ხოლმე,მერე მთელი დღე პოზიტიურად ვარ,ხანდახან ვეუბნები კიდეც ჩემი პოტივი ხართქო,თუმცა ყველაფერი ქრება,როცა სახლში მთვარი ბიხაჩემი მხვდება.ყოველთვის ვცდილობ მის იგნორირებას,რადგან ვიცი მასთან პოლემიკაში ჩართვა საბოლოოდ,რითაც დამთავრდება.საძინებელში შესვლას ვაპირებდი,როცა ვანო (ბიძაჩემი) ბანცალით წამოვიდა ჩემსკენ და მომაფრქვია ალკოჰოლის სუნი: -სად ეგდე გოგო? არ ვიცი რატომ მაგრამ შევეპასუხე: -მოდი კორექტირებას შევიტან,ვეგდე არა ვიყავი და მაინცდამაინც მართლა დაინტერესებული ხარ გეტყვი სამსახურში ვიყავი. ვიცოდი,რასაც მოიმოქმედებდა,მაგრამ იმ მომენტში მომინდა ერთხელ და სამყდამოდ მიმხვდარიყო სად არის მაგის ადგილი.საპასუხოდ ხელები მაჯებზე მომიჭირა და მითხრა: -როგორ ბედავ ენის შემოტრიალებას? მე მხოლოდ ვუყურებდი მის გაცეცხლებულ თვალებს და ვცდილობდი თავის დახსნას,თუმცა თავის ხელებს ძლიერად მიჭერდა და ყვირილს განაგრძობდა -ხელი გამიშვი და იცოდე ასე ლაპარაკის უფლებას აღარ მოგცემ,პატარა გოგო აღარ ვარ,ისე ვეღარ მომექცევი,როგორც 3 ან 4 წლის წინ,იცოდე იმას გავაკეთებ,რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა. გაცეცხლებულ,თვალებანთებული ვუყურებდი და სიბრაზე მახრჩობდა,მინდოდა ის ხელები გადამემტვრია და სახლიდან მიმებრძანებინა,თუმცა ეს არც ისეთი ადვილი იყო.ჩემმა მუქარამ გაჭრა.ხელები გამიშვა და მაგიდას მიუბრუნდა,სადაც თავისი ,,ძმა და მეგობარი” არაყი ელოდა.მე კი ოთახისკენ წავედი.დასვენება და ფიქრი მჭირდებოდა,რა უნდა ვქნა მომავალში,ასე როდემდე უნდა ვიცხოვრო.აბაზანაში შესულმა მაჯებზე ჩალურჯებები შევამჩნიე და ერთი კარგად შევუკურთხე ბიძაჩემს ასეთი საჩუქრისათვის.აბაზანიდან იძულებით გამოვედი,ტელეფონის ზარით შეწუხებული,რომელიც აშკარად გაჩერებას არ აპირებდა.სწრაფად მივედი ტელეფონთან,რა თქმა უნდა ელენე იყო: -კუუს.. რას შვები? -იქნებ ჩემთვის წყლის გადავლება დაგეცადა,ტკბილად ძილს შევძლებდი. სიცილით ვუპასუხე და სალანძღავ სიტყვებს დაველოდე. -უიმე,როგორი უჟმური გოგო ხარ,მომენატრე,შენთან ლაპარაკი მინდოდა,შენ კიდე მეჯუჯღუნები.საყვედურნარევი ხმით მივხვდი.რომ უნდა მომესმინა თორე კარგი დღე არ მელოდა ,ამიტომ ვუპასუხე: -ხო კარგი, მაპატიე,მითხარი რა ხდება? -კუუს მე რო გეუბნებოდი ერთი ბიჭი მომწონს ჩვენთან გავიცანი სასტუმროშითქო ხო გახსოვს? გონება დავძაბე და ვცდილობდი გამეხსენებინა 1 ან 2 კვირის წინ მე და ელენეს დიალოგ და გახსენება მიჭირდა,თუმცა შეუძლებელია დაივიწყო ელენეს გაფართოებული თვალები და აღფრთოვანებული სახე,სასტუმროში შემოსულ ბიჭს რო შესცქეროდა,თუმცა მის გარეგნიბას ვერ ვიხსემებდი -კუუს კარგად ხარ? -კი,კი..მახსოვს ის ბიჭი,მაგრამ ვერ ხვდები რა ხდება? -ხოდა მაცადე გითხრა,ჩემი ტელეფონის ნომერი გაუგია და შეხვედრა მთხოვა,პირველ დღეს მარტო შეხვედრა არ მინდა,ვაიდა მანიაკი აღმოჩნდეს,ამიტომ ხვალ კაფეში მოვა,იქ წასვლას რო ვაპირებთ -ღმერთო ჩემო ამხელა ფანტაზიის უნარი საიდან გაქვს..კარგი როგორც შენ გინდა.ახლა წავედი დაღლილი ვარ,ხვალ ვილაპარაკოთ,ტჯბილი ძილი და მიყვარხარ -მეც მიყვარხარ კუუს! ტელეფონი გავთიშე და ლოგინში ყონემიხდილი ჩავწექი,ყველაზე მეტად მიყვარს ეს მომენტი,ალბათ ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს.ჩაწვები ლოგინში,დაბუჟებული სხეული გიდუნდება,თვალებს ხუჭავ და ხვდები,რომ სხვა სამყაროში ხარ,სიზმრების სამყაროში მადლობა,რომ კითხულობთ იმედია მოგწონთ..თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი..მადლობა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.