შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 2)


29-09-2016, 12:29
ავტორი Salivan
ნანახია 3 885

ტანში ელექტრო მუხტი მივლის და ამაზე საერთოდ ვირევი. ისიც ხელს სწევს გვერდით იწევა და ჩავლისას "ველურს" ჩამჩურჩულებს ყურში.
მე ბოლომდე ვაიგნორებ ვაჟბატონს და სახლის ინტერიერით დაშოკილი პირღია ვტრიალებ ოთახში. სახლის მარცხენა ნაწილიდან ვიწყებ, კედლებს ავეჯს და ჭერს ვაკვირდები, ნელ-ნელა მარჯვნივ ვბრუნდები და იქ ბრიალა ჭრელ თვალებს ვაწყდები. მისი შემყურე ვშეშდები მაგრამ მერე მახსენდება რომ ასე პირ ღია ძალიან სასაცილო სანახავი ვიქნები. პირს ვხურავ ჩემს წინ მდგარ საოცრებას ნაზად ვუღიმი და მისაღებ ოთახში გავდივარ.
ხმაურზე გამოსული ოჯახის სხვა წევრებიც მისაღებში შემოდიან და ჩვენი ვინაობის გაგების შემდეგ თბილად გვიღიმიან.
- ეს ჩემი შვილებია- ხმაგატეხილი გვაცნობს მათ მარინა და წარდგენას იწყებს.
-ანდრია ჩემი პირველი სიხარულია. ჩემი თბილი და საამაყო შვილია. ანდრია ფილფანი-გარსვიანი. ბესომ შვილებისას მისი გვარიც შეუნარჩუნა.
-მოდი ბებო- ხელებითაც უხმო ბებომ და მის წინ ჩამუხლული გულში თბილად ჩაიკრა. ანდრია ადგა და ჩემს წინ გადმოინაცვლა. -ეს კი შვილო თინიაა, ჩემი დისშვილი-გააცნო ჩემი თავი და ორივეს შემოგვცინა. ანდრია წარბაწეული მაკვირდებოდა, ოდნავი ღიმილით წინ გადმოხარა და ლოყაზე რბილად მაკოცა. ვაიმე დედააა, დაიკვნესა ჩემმა გულმა წამიერი გაჩერების შემდეგ. ვატყობ რომ ძალიან საწყალი თვალებით ვუყურებ ბიჭს, ის კი ჩემი რეაქციებით აშკარად ხალისობს. ხელს წევს ლოყაზე მჩქმეტს და " კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახშიო" თბილად მეუბნება. მის კეთილგანწყობაზე გული მიჩუყდება, ამდენი სითბო ერთბაშად ჩემს ემოციებზე ძალიან მოქმედებს. თან მისი შეხების სურვილიც მკლავს, ასეა თუ ისე სწრაფად ვიწევი ფეხის წვერებზე ანდრიას ხელებს ვხვევ და კისერზე ვეკიდები. ისიწ წამებში მხვევს ხელს, ჰაერში მწევს და ჩემთან ერთად ტრიალებს. ყელში რბილად მკოცნის და რეალობაში იატაკზე დასმით მაბრუნებს. მოსულიერებული ვხვდები რომ ძალიან თამამად მოვიქეცი და დარცხვენილმა გავხედე ბებოს. ის კი ბედნიერი გვიყურებდა და ჩურჩულით გვლოცავდა.
- ეს მარიტაა ჩემი მეორე, მაგრამ მაინც პირველი მერცხალი. ჩემი მალამო და იმედი.- თითები დაუკოცნა მარინამ ქერა ულამაზეს გოგონას. ისიც თითქოს ნებართვას ელოდაო, ბებოსკენ გაქანდა კალთაში ჩაუხტა და დამჭკნარი ლოყები დაუკოცნა. ისეთი ნაზი იყო, ისეთი თბილი და კეთილი რომ გულში ნატვრა დავიწყე, რა მოხდებოდა ჩემი და რომ ყოფილიყო ან უფრო ადრე გამეცნოთქო.
შემდეგ მარიტა ჩემთან მოცქრიალდა. გულში ჩამიკრა, ლოყები დამიკოცნა და " დღეიდან შენ ჩემი პატარა დაიკო ხარო" ბრძანების კილოთი მომახსენა.
ასე მგონია ფრთები შემესხა და ვინც კი მაკლდა მთელი ცხოვრება ერთბაშად დამიბრუნდა. ოთახს უბედნიერესი ვავლებ თვალს და სანდროს მზერას ვაწყდები. რაღაცნაირად იღიმის, მგონი ირონიულად და წარბების თამაშით თვალს მიკრავს. რა უნდა ამ ბიჭს? ვეკითხები ჩემს თავს და მარიტას ვაყოლებ თვალს.
-ეს კი ჩემი ნებიერაა- სიამაყით გვიცხადებს მარინა და ალექსანდრეს მკლავზე ეფერება. - ჩემი დაუმორჩილებელი ბიჭი. წარბაწეული ვისმენ ნებიერას დახასიათებას და სიცილს ძლივს ვიკავებ. ალექსანდრე ღიმილს მამჩნევს დაპრუწულ ტუჩებზე და თვალებს მიბრიალებს. ისიც ჯერ ბებოსთან მიდის. ეხუტება, ყურში რაღაცას უჩურჩულებს და მერე ჩემსკენ ინაცვლებს. წინ მიდგება და მაიძულებს თვალებში ვუყურო. მაშინვე ვიძაბები და ჟანგბადის ნაკლებობას ვგრძნობ. პირს ვაღებ რომ ჰაერი ჩავისუნთქო და გაგუდული იქვე არ გავიშხლართო. ღმერთო ამ ძმება რა თვალები აქვთ ან რა მზერა...ესენი მომიღებენ მე ბოლოს ვუტყდები თავს და ალექსანდრეს წინწამოწეულ ხელს ვხედავ. ვხვდები რომ სახისკენ მოაქვს, ვკრთები და განზე ვიწევი. არ მინდა რომ შემეხოს. იმ ელექტრო იმპულსებს ვეღარ გავუძლებ. სასაცილოა, მაგრამ ვამჩნევ რომ ძმებზე საპირისპირო რეაქციები მაქვს.
ყველასგან ზურგშექცევით მდგარი ალექსანდრე ირონიულად შემომყურებს, მგონია რომ ნაწყენია. მერე კი ჩემსკენ იხრება და ყურში ჩამჩურჩულებს
-ველური ხარ, მორჯულება არ გაწყენდა.
მისი თვალებით დაბნეული თავიდან ვერ ვიაზრებ რას მეუბნება, მერე კი ბრაზისგან ვინთები და საჩხუბრად მისკენ ვიწევი. ხო რა გაგიკვირდათ? ტყუილად კი არ მეძახის ბებია ველურს. მე მართლა ესეთი ვარ. თან საზოგადოებაში მოქცევაც არ ვიცი. მე ხომ 20 წელი მხოლოდ ბებოსთან ერთად ვიზრდებოდი ტყეში და სიმარტოვეში. თუმცა ბებოს ჩახველწბამ უცებ მომაგონა სად ვიყავი და სახედამანჭულმა მოვატარე ოთახს თვალი. ერთადერთი ანდრია მიღიმოდა. მის ლამაზ ღიმილზე მეც გამეგიმა და ბებოს მივუჩოჩდი. აღრენილი სანდრო ძმას დაუდგა გვერდით და იქედან განაგრძო ბღვერა.
"რა უბედურებაა, რამსიმაღლეები არიან" თვალს ვავლებ ორივეს და მზერა მარიტაზე გადამაქვს. ის კი ნამდვილად ულამაზესი გოგონაა. გრძელი გაფუებული ქერათმებით. ულამაზესი ცისფერი თვალებით და რბილი ვარდისფერი ტუჩებით. თითქოს სანდროს წააგავს, მაგრამ ქალურად ნაზია და უფრო დახვეწილი. ისევ ბიჭბისკენ ვაპარებ თვალს და ანდრიას დაჟინებულ მზერას ვაწყდები. ძალიან სიმპატიურია. შავი თმებით, ლამაზი სახის მოყვანილობით, სწორი ცხვირით და სქელი ტუჩებით. ისევ მიღიმის და ისევ მაშტერებს.
ამ დროს მარიტა ხელზე მქაჩავს ოთახიდან გავყავარ და სახლს მათვალიერებინებს. ულამაზესი სახლი აქვთ. კომფორტით და ფუფუნებით. მსახურიც ყავთ და მებაღეც. სადილობისას შევუვარდით სამზარეულოში. ყველას გააცნო ჩემი თავი მარიტამ და მეორე სართულისკენ გამაქანა სადაც საძინებლები და სააბაზანოები იყო.
-ეს დედიკოს და მამიკოს ოთახია.- მეორე სართულის მრჯვენა ნახევარზე მიმითითა.- აქეთ კი ჩვენი საძინებლებია. ეს ანდრიასია, მისი მოპირდაპირე კი სანდროს. ეს ჩემია, ჩემს წინ კი შენი. ოთახში შემიყვანა და ყველა კუთხე მომატარა. მერე აბაზანაში გამიყვანა და ყველაფერი ამიხსნა.
- ხო სულ დამავიწყდა მეთქვა. აბაზანა და აივანი შენ და სანდროს საერთო გაქვთ, როგორც მე და ანდროს. იმედია საკეტი ექნება დაზაფრულმა გავიფიქრე გონებაში და მარიტას მივყევი უკან.
-ბებო სად დაიძინებს?- უცებ გამახსენდა.
- ბებოს ქვემოთ მოუწყობენ. საძინებლები იქაც არის. ცოდოა ამ კიბეებზე. მისი მზრუნველობა ისე მაბედნიერებს რომ მთელი ძალით ვეხვევი მარიტას და თმებზე ვკოცნი.
-იცი დედა ხშირად მიყვებოდა შენს მშობლებზე და ამბობდა რომ ულამაზესი წყვილი იყოო. მაგრამ შენ რომ გიყურებ გეფიცები ამ სიტყვას ფასი ეკარგება. დამატყვევებლად ლამაზი ხარ.რომ გიყურებ სული მეხუთება, მავიწყდება რომ უნდა ვისუნთქო.- აღფრთოვანებული შემომყურებდა თავად ქალღმერთი.
- იცი იგივეს თქმა შემიძლია შენზე. შენი მსგავსი ჯერ არ მინახავს. ჯადოსნურ არაებას გავხარ. მგონია რომ ახლა ფრთებს გაშლი და ფერიასავით აფრინდები. ჩემს ნათქვამზე გულიანად იცინა. მერე კი ზურგჩანთას დაეტაკა, მე უნდა მოგეხმარო დალაგებაშიო.
- ყოველთვის ვოცნებობდი და მყოლოდა და ამ შანს გავუშვებ ხელიდან? - განმიცხადა ხალისით დ ჩანთა ამოაპირქვავა - რა არის ეს?- ცალ ხელში მოიქცია მთელი ჩემი ავლა დიდდება და გაოცებულმა გამომხედა. - ესაა სულ? წამოდი მე მოგცემ. სულ ახალი ტანსაცმელები მაქვს. შენ კი მოგიხდება თინ.
- არაა, არ მინდა მარიტა. ესეც საკმარისია. არ არის საჭირო, გთხოვ.- სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი.
- წამოდი რომ გეუბნები. მაგეებით წამოხვალ დღეს წვეულებაზე? - უცებ დამპატიჟა და თვალი ჩამიკრა. სულ იარლიყიანი ტანსაცმელწბი გადმომიწყო, ორივემ ძლივს გავიტანეთ ჩემს ოთახში და საწოლზე დავეხეთქეთ.
- მიდი მოემზადე, რაც გაგიხარდეს ის ჩაიცვი. მაინც ყველაფერი მოგიხდება. აქვე ახლოს მივდივართ, ფეხით გადავდივართ ხოლმე მათთან. ასე რომ ჩაცმულობაში ნუ შეიზღუდები. განახო მე რას ვიცვამ?- მკითხა ბედნიერმა. აუცილებლადთქო და ისიც ულამაზესი კაბითა და ფწხსაცმელებით ხელში ბრუნდება უკან. კაბა ლურჯია, მომდგარი და მოკლე. ფეხსაცმელები შავი და მაღალი. მისი არჩევანი ძალიან მომწონს. მარიტას მოუხდება. მე კი ალბათ ვერ ჩავიცმევდი მსგავსს. ძალიან გამომწვევი კაბა ჩანდა.
მარიტას გასვლის შემდეგ, აბაზანისთვის საჭირო მარიტას მოცემული ნივთები შევაგროვე. გავიხადე, ოთახის მოკლე აბრეშუმის ხალათი მოვიცვი და აბაზანაში შევედი. იქ კი ისეთ რამეს ვხედავ... რამეს კი არადა ვინმეს რომ ადგილზე გავშეშდი და გავიტრუნე. დუშკაბინაში ალექსანდრე დგას, დგას რა შხაპს იღებს. ფეხები გაშლილი, ჩემსკენ ზურგითაა. მარცხენა ხელით კედელს ეყრდნობა, მარჯვენას კი თმებზე იტარებს. ისეთი მიმზიდველი სხეული აქვს, ისეთი გრძელი მკლავები და უკანალზე ხომ არაფერ ვამბობ, კიდევ დიდხანს ვერ ვფხიზლდები. მერე კი ვხვდები რომ საშინლად ვიქცევი, ჩუმი სვლით უკან ვიხევ და გაღებულ კარებს ვაწყდები. ის ხმაურით იკეტება და ალექსანდრეც სწრაფად აბრუნებს თავს. " ვაი" ვკნავი მე. თითქოს მთელი ხუთი წუთი არ მეთვალთვალოს მისთვის. ვაჟბატონი ცბება, მაგრამ მერე ეშმაკურად მიღიმის, მთელი ტანით ბრუნდება და ისე განაგრძობს შხაპის მიღებას. ხელებს სასწრაფოდ ვიფარებ თვალებზე და ბოდიშს ვუხდი. საპასუხოდ კი მისი დამხინავი კომენტარი მესმი.
- რაო პატარა პირველად ხედავ შიშველ მამაკაცს? რა მკითხა ამ თავხედმა? ავიფოფრე წამებში და თვალებიც ვჭყიტე გაბრაზებულმა.
- არ გეყო რაც დაინახე? მეტი გინდა? - შემეკითხა უსირცხვილოდ და წარბებიც ამითამაშა. მე გაოგნებული პირს ვაღებ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. რა ჯანდაბა მჭირს? სად გაიპარა ბასრი ენა?
- რაო ველურო პირველად ხედავ შიშველ მამაკაცს ასე ახლოდან? - უტეხად მიმეორებს შეკითხვას და ამით გონზეც მოვყავარ.
- გულახდილად? - ვეკითხები დამცინავად.
- გულახდილად. - მპასუხობს ინტერესით.
- არა. ჯერ არ მინახავს შიშველი მა მა კა ცი.- ვპასუხობ თავხედურად და მამაკაცს ხასგასმით ხმამაღლა და დამარცვლით წარმოვთქვავ.
ჩემს პასუხზე სანდრო ენთება. გაცოფებული მაფრინდება მარჯვენა ხელზე და მანჯღრევს.
- გოგოო, შენ ცოტა ჭკვიანად გესმის? სიტყვები შეარჩიე და ტონი დააყენე ჩემთან საუბრისას.
- მეტკინა ბიჭოო- არც მე დავაკელი ირონიაა. ბიჭოზე სულ გაგიჟდა და მეორწ ხელზეც ჩამაფრინდა.
- ბიჭო დაუძახე იქ შენნაირ ტყეში გაზრდილებს. გაიგე ქაჯო? - შემეკითხა აგდებით და წამში თავი უკან გადაწია სახე შეცვლილმა. თვალები აენთო და მათში სურვილი ჩაუსახლდა. ოხვრით შეისუნთქა ჰაერი და თვალები ჯერ ჩემს ტუჩებს მერწ კი ყელს ჩააყოლა. მექანიკურად მეც ქვემოთ დავიხედე და ხვანცალი ავტეხე. "აბრეშუმიი" ჩემი გონება კივის და მეც სანდროს ხელებიდან განთავისუფლებას ვცდილობ. ამდენ ნჯღრევაში ჩემი ხალათი გადაღეღილა და ძლივს მიფარავს მკერდს სა ქვედა ნაწილს. ხელება ვექაჩები, მაგრამ სანდრო უფრო მჭიდროდ მიჭერს. კედელზე მაყუდებს და რასაც ქვია თვალებით მაშიშვლებს. ტაო მაყრის მისი თბალების შემყურწს და ისევ უჟანგბადობა მაწუხებს. თევზივით ვაღებ პირს და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ალექსანდრე მოულოდნელად ხელწბს ადუნებს და ნაზი შეზების მიუყვება მკლავებს, მერე ყელს და ბოლოს სახეს მიჭერს. ამღვრეული თვალებით დამყურებს და მოულოდნელად მცილდება. აბაზანიდან გადი და მტოვებს ასე დაბნეულს, ემოციებ აშლილს და აღგზნებულს.
ბევრი წვლების შემდეგ ვხვდებიროგორ უნდა ჩავრთო წყალი და დავაყენო სასურველ ტემპერატურაზე. იაიც არ შემოვიდესთქო ამის გაფიქრებაზე შეაინებული ვკეტავ კარებებს და ცხელ წყალს ვუშვერ სახეს. ბესნიერი ვვოხრავ და ქალაქში ცხოვრებაზე პირველად ვფიქრდები. რა ბედნიერებაა როცა წყალი მისით გეღვრება და მთელს სხეულს გითბობს. ერთი საათი მაინც ვნებივრობ ცხელი წყლის ქვეშ. მერე კარებზე კაკუნი მაფხიზლებს და ფაცხაფუცხით ვიმშრალებ ტანს. ჩაკეტილ კარებებს ვაღებ და საძინებელში გავდივარ. იქ კი გაპრანჭული ულამაზესი მარიტა მხვდება.
რა ლამაზი ხარ მარტი- ვეუბნები მას და თმებზე ვეფერები. ის კი ჩემი შემხედვარე საყვედურებს მაყრის.
- შენ კიდევ არ მომზადებულხარ თინი? ვაი, სულ დათუთქულხარ გოგო. წითელი ხარ თინ. თითებზეც ბებრები გაგჩენია. გამოდი ჩქარა გარეთ. იქნებ გაგიგრილდეს ცოტა კანი. - განერვიულებული ხელს მაგლებს და აივანზე გავყავარ. აემდეგ ოთახში აედის და უკან იმ ავბედით ხალათთან ერთად ბრუნდება.
- ამას არ ჩავიცვამ!- ვაცხადებ კატეგორიულად და მოსალოდნელ კითხვასაც ვისმენ, ოღონდ არა მარიტასგან.
- რატომ?- ხმის მიმართულებით ვიხედები და აივნის მარჯვენა მხარეს მდგარ დივანზე გაწოლილ ნახევრად შიშველ ალექსანდრეს ვხედავ. ისევ პირსახოცითაა. კი მაგრამ ამდენ ხანს რა ვერ ჩაიცვა? ვეკითხები საკუთარ თავს და მარიტას ხალათს ვართმევ.
- მოგიხდება დარწმუნებული ვარ. - აგრძელებს ღიმილით და მარიტასკენ აბრუნებს თავს.- მარ, ბაჭია ყავა მომიმზადე რა შენ რომ იცი ისეთი. უცებ ასაქმებს დას და მისი გასვლის შემდეგ ჩემსკენ მოემართება. მე ფეხზე ვხტები ოთახაი შევრვივარ და აივნის კარების ჩაკეტვას ვცდილობ. ის კი ხელს მახვედრებს და კარებიანად უკან მიმასრიალებს. ოთახში შემოდის და კარებს უკან მიქცევს.
- რაო ჩემი გეშინია ველურო?
- ზედმეტობ ალექსანდრე.- ვპააუხობ გულნატკენი.- დღეს გამიცანი და უკვე იმხელა უპატივცემულობას იჩენ ჩემს მიმართ, რომ ვერ გამიგია რა დაგიშავე. გთხოვ გადი და მეორედ ასე აღარ მომექცე. ნურც მსგავსი ტონით დამელაპარაკები. არ დამიმსახურებია, ერთი დღის გაცნობილი ადამიანისგან კი მითუმეტეს.
- ერთი ეს მითხარი ამდენი ტლიკინის უფლება ვინ მოგცა? სადაც მინდა და როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები და მოგექცევი. ეს ჩემი გადასაწყვეტია ველურო. შენგან განსხვავებით მე არ ვთამაშობ. რასაც მინდა იმას გაგიკეთებ და ამაზე შენნაირი მატყუარისგან ნებართვას არ ავიღებ. გაიგე გოგო? - მეკითხება უდიერად და ჩემი სახისკენ იხრება.
თავზარდაცემული და მისი სიტყვებით შეურაცხოფილი სხეულს ვეღარ ვიმორჩილებ და მოახლოებულ სახეზე სილას ვაწნი. და ეს იმდენად ძლიერად გამომდის რომ ალექსანდრე დარტყმის ძალით გვერდზე ბრუნდება. ლოყა და თვალები ერთნაირად უწითლდება. საშინელების მოლოდინში ვცდილობ კედელს შევეზადო და ალბათ მართლაც რამეს მიზამდა ალექსანდრე რომ არა მარიტა. ის გვეძებდა. მე ამით ვისარგებლე ალექსანდრეს ხელებს შორის გავძვერი და აბაზანას შევაფარე თავი. კარი შიგნიდან ჩავკეტე და მივაყურადე. " მშიშარა ველური" მოულოდნელად მისი ჩურჩული მომესმა კარის მეორე მხრიდან. " უხეში ნადირი" გავეპასუხე მე. და ჩემი თავით კმაყოფიმა სარკეში ჩავიხედე. ონკანი მოვუშვი და წყალი სახეზე შევისხი. "ცოტა მოსულიერება არ მაწყენდა როგორ შემაშინდა იმ ნადირმა". ვფიქრობდი ჩემთვია რომ მოულოდნელად ალექსანდრეს მხრიდან აბაზანის კარები გაიხო და ოთახში ლოყააწითლებული სანდრო შემოვიდა. "ღმერთო რა დაგიშავეს" სახეს ვიღებ და მისი გამომეტყველების აღქმის მერე გასაქცევს ვეძებ.
- გეგონა ამას შეგარჩენდი?- ლოყაზე მიმითითებს ხელით და ჩასაფრებული ცხოველივით ნელი ნაბიჯებით მოიწევს ჩემსკენ.



№1  offline წევრი isterichka123

ჰაჰაჰ ველურო კაია გაგრდზელე

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

მომწონს ძალიან.ეგ სანდრო კარგიაა ძაანნ

 


№3 სტუმარი Shore shore

ra kargia gaagrzele

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Sainteresoa dzalian
--------------------
ლანა

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შესანიშნავია..
ამ გოგოს ვეთანხმები რა დაუშავა ასეთი ასე რო ექცევა
მალე დადე რა

 


№6 სტუმარი teona

Mgonia rom tinias andro ufro moewona. Es sandro ki tavxedia. Xval dade raa. Geliii

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

teona
Mgonia rom tinias andro ufro moewona. Es sandro ki tavxedia. Xval dade raa. Geliii

არა მე მგონია რომ ანდრო და ის ყველაზე მაგარი მეგობრები დადგებიან და მართლაც რომ და ძმასავით იქნებიან და ჩემი აზრით შემდეგ თავში ისიც გაირკვევა სანდრო რატომ იქცევა აე და მერე თავის ქცეევას გამოასწორებს იმედია ასე იქნება

 


№8 სტუმარი Guest თეონა

ანი ანი
teona
Mgonia rom tinias andro ufro moewona. Es sandro ki tavxedia. Xval dade raa. Geliii

არა მე მგონია რომ ანდრო და ის ყველაზე მაგარი მეგობრები დადგებიან და მართლაც რომ და ძმასავით იქნებიან და ჩემი აზრით შემდეგ თავში ისიც გაირკვევა სანდრო რატომ იქცევა აე და მერე თავის ქცეევას გამოასწორებს იმედია ასე იქნება

ხო მაგრამ ასე ხომ ძალიან მარტივი ისტორია ჩანს.

ვფიქრობ უფრო რთული ისტორია გველოდება წინ. ავტორმაც ასე არ თქვა?

 


№9  offline წევრი Salivan

isterichka123
ჰაჰაჰ ველურო კაია გაგრდზელე


დიდი სიამოვნებით

miyvarxar1992
მომწონს ძალიან.ეგ სანდრო კარგიაა ძაანნ

მიხარია რომ ჩემი მოთხრობის გმირები თქვენს სიმპატიებს იმსახურებენ. იმედი მაქვს მომავალი თავები იმედებს არ გაგიცუებთ...

Guest თეონა
ანი ანი
teona
Mgonia rom tinias andro ufro moewona. Es sandro ki tavxedia. Xval dade raa. Geliii

არა მე მგონია რომ ანდრო და ის ყველაზე მაგარი მეგობრები დადგებიან და მართლაც რომ და ძმასავით იქნებიან და ჩემი აზრით შემდეგ თავში ისიც გაირკვევა სანდრო რატომ იქცევა აე და მერე თავის ქცეევას გამოასწორებს იმედია ასე იქნება

ხო მაგრამ ასე ხომ ძალიან მარტივი ისტორია ჩანს.

ვფიქრობ უფრო რთული ისტორია გველოდება წინ. ავტორმაც ასე არ თქვა?

ნამდვილად ვთქვი რომ ძალიან მძიმე ისორიას ვწერ რთულ ურთიერთობებზე.

ჩემო საყვარლებო რომ იცოდეთ როგორ მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით და სიმპატიებით. ძალიან მიყვარხართ ყველანი და გპირდებით ისეთ ისტორიას დავწერ, ისეთი დასასრულით აზრადაც რომ არ გაივლებდით. ხვალამდე პატივისცემით სალი

 


№10  offline წევრი Bluefloyd

Vაიმეე გააგრძელეMe თორე მოგკლავMe

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra sazizgaria sandro

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent