შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გამო ყველაფერს შევძებ..თავი 1


29-09-2016, 21:26
ავტორი BATIBUTA
ნანახია 2 191

ზაფხულია ! იწვის თბილისი, მე, მე , მე კი ეროვნულების ციებ ცხელება მაქვს!! მხოლოდ აბიტურიენტი მიხვდება რასაც მე ეხლა ვგრძნობ..დღეს პირველი გამოცდა მაქვს ქართულში, ცოტა ვნერვიულობ რადგან არ მინდა ჩავფლავდე. მთელი ღამის უძილობის შემდეგ, დილით 7საათზე ავდექი ფეღზე და ძლიერი ყავა გავიმზადე და წყნარი მუსიკა ჩავრთე.ვამშვიდებდი ჩემს თავს რომ არ უნდა მენერვიულა, რადგან ყველაფერი გავლილი მქონდა როცა ჩემი პატარა და ლიზა გამოვიდა ოთახიდან. თმა ისე საყვარლად ქონდა აჩეჩილი, გავიქეცი და ჩავეხუტე
- გვანც გეშინია?- მკითხა ლიზამ და მომლოდინე თვალებით მიყურებდა
-ცოტა- ვუპასუხე და ყავა მოვსვი
-მიდი ჩაარტყი 100 გრამი , ხოდზე მოხვალ
-ხუმრობ? - და ავტეხე სიცილი , ჯერ ერთი ამ სიცხეში არაყი , მერე მეორე ხოიცი ჩემი სიმთვრალე არა?
-ხო რავი მე გირჩიე, მიდი ეხლა ახტი და გაემზადე თორე ვერ მოასწრებ
-ხო ვდგები, ავბუზღუნდი და ოთახისკენ წავედი, როცა მომაძახა
-გვანც, მე ვიძინებ, გამოცდიდან რო გამოხვალ დარეკე, და სახლში მოსვლამდე ნაყინი წამომიღე
-კაი მიდი- ვუთხარი და აბაზანისკენ გავეშურე. გრილი წყალი გადავილე, რომ ადამიანს დავმგვანებოდი და დავიწყე ტანსაცმლის არჩევა , ამინდის მიხედვით კომფორტულად რომ მეგრძნო თავი მაღალ წელიანი მოკლე შორტები და ტოპი ჩავიცვი , თმა კოსად დავიბჯინე კედები ამოვიცვი , კონტური გადავისვი და დავიძარი გამოცდისკენ.თან გზად ბავშვობის დაქალს მიას დავურეკე.
-მიი რასშვები?
-გამოვდივარ შენ რაქენი გაემზადე?
-კი გარეთ ვარ! ტაქსით მოგაკითხავ
-კაი გიცდი! გაკოცე
-მეც ბევრი, ვუთხარი და გავუთიშე
* * *
მოკლედ,მე ვარ გვანცა წერეთელი , საშუალო სიმაღლის, არც სუსტი და არც მსუქანი ,მუქი ყავისფერი თვალებით რომელიც ხასიათის მიხედვით იცვლის ფერს , დიდი წითელი ტუჩებითა და პატარა ცხვირით.ქვეყნად მხოლოდ ერთი ადამიანი მყავს ვისთვისაც ვცოცხლობ, ჩემი პატარა და ლიზა, მშობლები და უფროსი ძმა ავარიაში დამეღუპა, რამაც ჩემზე და ლიზაზე დიდი გავლენა მოახდინა,დღესდღეობით ვცხოვრობთ მხოლოდ მე და ლიზა , მშობლებისგან საკმაოდ დიდი ქონება დაგვრჩა , რის გამოც ჯერჯერობით მუშაობას არ ვიწყებ. მშობლების დაღუპვის შემდეგ, მხოლოდ სწავლას დავუთმე დრო, რის გამოც ერთი წლით ადრე დავამთავრე სკოლა.მყავს ბავშვობის დაქალი მია , რომელიც ,როგორც ლიზა ისე მიყვარს.
* * *
-მიი , ჩამოდი მალე გვაგვიანდება
-მოვდივარრ ჩამომძახა სიცილით, დიდი დრო არ დამჭირვებია ცდაზე ,2 წუთში უკვე მანქანაში იჯდა
-რაო პატარავ ნერვიულობ?
-ცოტა , ვუთხარი და გამეღიმა
-არ იდარდო დედას ვუტურებთ მითხრა და მძღოლს სთხოვა მუსიკისთვის ხმა აეწია. - რომელ სკოლაში ხარ გამოცდაზე?
-177ში
-მმ, კაი...-მალევე მივედით სკოლასთან , ბევრი ხალხი ირეოდა, ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგიც კი მასწავლებლებს რჩევებს ეკითხებოდა. მე და მია მანქანიდან გადავედით და ხალხში გავირიეთ. მალევე დაიწყო რეგისტრაცია, მიას დავემშვიდობე და საგამოცდო ოთახისკენ ავიღე გეზი. მალევე მაჩვენეს ჩემი მაგიდა და როცა ყველაფერს მოვრჩი სკოლის დასათვალიერებლად გამოვედი , თან იქნებ ვინმე ნაცნობიც მენახა. მალევე დავბრუნდი კლასსში ,უკვე ყველა ადგილზე იყო და ერთმანეთს იცნობდა. მეც შევუერთდი მათ და მალევე დავმეგობრდი. ერთ ერთი ზედმეტად სწერვა იყო. შუბლამდე წითელი პომადა ესვა და ზედმეტად დიდი წარმოდგენა ქონდა თავის თავზე. ყველა მეგობართან ერთად იყო, მოსული მან კი იმიჯის ასამაღლებლად წამოიყვირა მე საქმრომ მომაცილა და იმედია მალევე დავწერო.გამეღიმა და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.მალევე დაიწყო გამოცდა. 3 საათი გაუჩერებლად ვწერდი ბოლოს კი როგორც იქნა მოვრჩი და პასუხების ფურცელი დავუბრუნე დამკვირვებელს. გარეთ როცა გამოვედი ის სწერვა დავინახე ვიღაც ბიჭს ეხუტებოდა , როცა დამინახა ჩემსკენ დაიძრა და თავისი შეყვარებულის გაცნობა დააპირა როცა ბიჭის დანახვაზე ენა ჩამივარდა, გავშრი , გავშეშდი, სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი. მალევე მოვეგე გონს და გავყევი
-ლევანი გაიცანი ეს გვანცაა, გამოცდაზე ერთად ვიყავით
-გვანცა ეს ლევანია, ჩემი შეყვარებული.- ლევანიმ რომ შემომხედა აშკარად მასაც ძალიან გაუკვირდა, ხმა ჩაუწყდა , მე კი გონს მოვეგე და ხელი გავუწოდე
-სასიამოვნოა ლევან! და გავუღიმე
-ჩემთვისაც, მითხრა და ხელი ჩამომართვა
-ბოდიშით უნდა დაგტოვოთ , მაგვიანდება ვუთხარი და გამოვეცალე
მალევე მოვძებნე მია, ბევრი ვილაპარაკეთ , გზაში გადავწყვიტეთ კაფეში წავსულიყავით
-გვანცაა, გვანცაა, გვანც არმისმენ??მიყვიროდა მია
-უი ჰო, რაღაცაზე ჩავფიქრდი და
-რამოხდა? რაც გამოცდიდან გამოხვედი ასეხარ
-ლევანი ვნახე, ახალ შეყვარებულთან ერთად
-რაა?? მართლაა? რაო რაგითხრა?
-არაფერი, ვითომ არ ვიცნობდით ერთმანეთს.
-კიდე გიყვარს?
-არა ხუმრობ?- გავიღიმე და გავაგრძელე, 4 წელი გავიდა მის მერე , თან მას შეყვარებულიყავს
-ნახე გვანც მოდის
-სად? ვინ? რა?
- არაა, არ უყვარს- მითხრა და ატეხა სიცილი
-შეჭამ ამ ნაყინს თუ წავიდეთ?
-კაი ხო ნუბრაზდები , არ გიყვარს და ნუ გიყვარს , ვჭამოთ და წავიდეთ სახლში
-კაი..
* * *
(ლევანთან)
განერვიულებული გამოვედი სკოლიდან, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. -ნუთუ ისევ მიყვარს?? - არა !არა ! შანსი არაა. მას შემდეგ ხომ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ მის დანახვაზე რა მემართება?? - ფიქრებში ვიყავი გართული როცა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა გიო რეკავდა ( საუკეთესო ძმაკაცი)
-გისმენ!
-სადწახვედი ?
-ბარშივარ, მოდი და ბიჭებიც წამოიყვანე
-მოხდა რამე?
-არა არაფერი.
-კაი მოვდივართ.
* * *
ლევანი დადიანი, ყველასთვის გამოუცნობი განტოლებაა. სუსტი, მაღალი, ცოტა დაკუნთული და ზედმეტად სერიოზული ხასიათის მქონე. მისი ხვეული თმა და შავი დიდრონი თვალები დიდ მორევს ჰგავს, რომელშიც თუ ჩაიძირები, ძნელად დააღწევ თავს. რაც მშობლები დაეღუპა მის მერე სულ შეიცვალა. გოგოები ჭიანჭველებივით ახვევია თავზე, თუმცა მას მხოლოდ ერთხელ უყვარდა , უყვარდა უანგაროთ, რომლის გამოც ყველას და ყველაფერს დათმობდა, მხოლოდ მასთან იყო მხიარული , მისთვის უხაროდა დილის გათენება, ღმერთმა კი მისი თავიც წაართვა..იგი ზედმეტად ნიჭითაც გამოირჩევა, რასაც ხელს მოკიდებს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს, აქვს სიმღერის ნიჭი ასევე ცეკვავს ძალიან კარგად, ცხოვრებაში არ დაუზეპირებია გაკვეთილები ისე ჩააბარა ,,free''-ში. ყავს სამი საუკეთესო ძმაკაცი , რომლებსაც ძმებისგან ვერ არჩევს, გიო , რატი და საბა
* * *
ფიქრებში ვიყავი წასული და ბიჭები ისე მომიახლოვდნენ ვერც კი გავიგე..
-ეე რაჭირს ამას? - იკითხა რატიმ თან გაოცებული მიყურებდა
-მართლა რა გჭირს ბიჭო შენ?? - მკითხა საბამ
-შეყვარებულიხარ გეჟო?? - რაც გვანცას დაშორდი ასეთი არმინახიხარ- თქვა გიორგიმ
-გვანცა ვნახე დღეს, ძალიან შეცვლილია , უფრო გალამაზებულა , გაზრდილა ვთქვი და თვალები ამიწყლიანდა.
-ისევ გვანცა ტოო? -გაცოფდა გიორგი
-ხო გიო გვანცა, ხოიცი როგორ მიყვარს არა?? ამდენ გოგოში მხოლოდ მასთან ვპოულობ ჩემს თავს, მხოლოდ მასთან ვარ ისეთი როგორიც სინამდვილეში.
-უნდა ვიმოქმედოთ- თქვა რატიმ და გამიღიმა
- არ აქვს აზრი !
-მაცადეთ -თქვა საბამ და ტელეფონი მოიმარჯვა, ვიღაცასთან რეკავდა
-სად რეკავ? -ვკითხე გაოცებულმა
-ალო! უპასუხა საბამ მხიარულად - ხო ჩემო ცუცქნა როგორხარ?-არამიშავს მეც! მოკლედ გვანცა წერეთელზე ყველა ახალი ამბავი მჭირდება სასწრაფოდ ! ნუ ბოლო 4 წლის განმავლობაში რა მოხდა მასთან და ეხლა თუ ყავს კიდე ვინმე !- არა პატარავ ჩემთვის არმინდა.-კაი გაკოცე გამოგივლი ამ დღეებში-უთხრა და გაუთიშა
-ვის ელაპარაკებოდი ? კითხა რატიმ და გაიცინა
-ყოფილი ნაშაა! თბილისის თვალი და ყური, კითხე ნალუბოი გოგო ზეპირად იცის მასზე ინფორმაციები.
-ხო მაგრამ ნინა?? იკითხა რატიმ
-ხო იცი არა ნინა არ მიყვარს
-კაი დაწყნარდი მოვაგვარებთ
-კარგი. რასაც გაიგებთ გადმომიგზავნეთ, წავედი მე საქმემაქვს ვთქვი და წამოსვლა დავაპირე
-კნუტოო- მიძახდნენ სამივე
-გადახდილია დამშვიდდით , გავიცინე და წამოვედი..
* * *
სახლში რომ მივედი გათიშული დავდიოდი, ჩემს თავს უამრავ კითხვას ვუსმევდი, -ნუთუ ისევ მიყვარს? ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ის?? არა ! არა ! შეუძლებელია ვბურტყუნებდი და თან დავდიოდი, თან მას შეყვარებულიყავს! შეყვარებული?? თან რა ლამაზი გოგოა, ნუთუ ეჭვიანობ გვანცა?? ვბურტყუნებდი და დავდიოდი როცა ლიზა გამოვიდა ოთახიდან
-სადაა ჩემი ნაყინი?
-ჰა? რა ? სად?
-ეხლა არ თქვა რომ არ გიყიდია
-დამავიწყდა
-გვანცა წერეთელი, 2 წუთში მაღაზიაში წადი თორე შენს კივილს გაიგებს მთელი თბილისი
-კარგი მივდივარ, ვუთხარი ბუზღუნით და მაღაზიაში წამოვედი.მალევე ვიყიდე ნაყინი და ლიზას მივუტანე ოთახში მე კი დასაძინებლად წავედი. დიდხანს მეძინა , მაგრამ კიდე უფრო დიდხანს მეძინებოდა ტელეფონის ზარს რომ არ გავეღვიძებინე, მია რეკავდა
-გისმენ მიი
-გძნავს ცუნცულ?
-უკვე აღარ, რახდება?
-ადექი ბარში მივდივართ, უარი არ მიიღება
-აუ მეზარება
-მიდი ადე დავლიოთ
-კაი ჰო.
-ლიზაც წამოიყავნე მითხრა და გამითიშა..ძლივს ავწიე თავი და სამზარეულოში შევედი, ლიზაც იქ დამხვდა საყინულეში შეეყო თავი და მღეროდა
-აე ბულბულ
-ჰოო
-ჩაიცვი ბარში მივდივართ
-აეე რამაგარიიაა დაიწყო ყვირილი და ცეკვა
-ჩუ რა თავი მისკდება, ამოვიზმუვლე საწყლად
-ეხლავე გიშველი ჩიტო, აიღო ჭიქით წყალი და გადამასხა
-გაიქეცი ვიყვირე და გავეკიდე. ბევრი ვირბინე ბოლოს კი სააბაზანოში შევედი მომზადება დავიწყე.. ჩემდა გასაკვირად დღეს კაბის ჩაცმა მომინდა. შავი მოკლე ზურგზე ამოღებული კაბა და კრემისფერი მაღლები ჩავიცვი, აასევე ფეხსაცმლის ფერი ჩანთა ავიღე , თმა გავიშალე , მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და მიასთან დავრეკე
-მზად ვარ! გამოგვიარე
-მოვდივარ ცუნცულიკებო..- გავთიშე და ლიზას ოთახში შევედი. შორტი და ტოპი ჩაეცვა და ცეკვავდა , რომ დამინახა გაოცდა რა ლამაზი ხარო მერე სარკესთან ვიტრიალეთ , ფოტოები გადავიღეთ და მიამაც დარეკა ჩამოდიო.



№1  offline წევრი nervebis mshleli^_^

pm armushaobs gaasworet too

 


№2  offline წევრი isterichka123

vaime rakaia momwons gagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent