შენს გამო ყველაფერს შევძლებ..თავი 2
ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასოდეს იქნება შენი! * * * -როცა სადარბაზოში ჩავედი მია გაბრწყინებული თვალებით გადმოხტა მანქანიდან და დაიწყო ჩემი ტრიალი -რალამაზიხარ შეოხეროო, დედა რათვალი რაფეხი რატანი , ოხ სადგაქვთ ბიჭებო თვალები , საად! რაგოგო დადის დედამიწაზე მარტოსულად -ყვიროდა და თან იცინოდა -კარგი გოგო სირცხვილია-ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი -ვოუ ლიიზ , ამ საღამოს რას აკეთებ?-კითხა და ახლა ლიზას დაუწყო თვალიერება -უნდა ვინადირო ბარში ,- არც ლიზა ჩამორჩა და სიცილით ჩასხდნენ მანქანაში -აბა ჰე! - გასცა მიამ ბრძანება, დღეს ვსავთ და ვცეკვავთ ბევრს, მოსულა? -სხვა რა გზა მაქვს რო? -ვკითხე და გავიცინე -არაფერი -მიპასუხა და გაზს მიადგა ფეხი.. 15 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით, მაგიდა ავირჩიეთ და ,,DON JULIO ANEJO'' შევუკვეთეთ.ცოტა დავლიეთ და გოგოები საცეკვაოთ გაემართნენ. უცებ რაღაც ხმაური შემომესმა გავიხედე და ლევანი , საბა, გიო და რატი იყვნენ ვიღაც გოგოებთან ერთად ერთ- ერთი კი ნინა იყო. აშკარად სახეზე წამოვხურდი გაბრაზებისგან, ცოტაც და ვიტირებდი ამიტომ გარეთ გასვლა ვამჯობინე როცა საბამ და რატიმ დამიძახა -ეეე გვაანც, როგორხარ ტოო - ჩამეხუტა საბა -კარგად ბიჭებო თქვენ როგორხართ -გვანც როგორ შეცვლილხარ ეე , რაპატარა მახსოვხარ-მითხრა რატიმ და მაკოცა -თქვენც როგორი შეცვლილებიხართ და როგორ მომნატრებიხართ -ვუთხარი და გავუღიმე -გვანცა? აშკარად არ გამოვრჩენილვარ ნინას -ვა ნინ? როგორხარ? ვკითხე და ძლივს გავუღიმე -კარგად შენ როგორხარ? არ მეგონა აქ თუ გნახავდი -არამიშავს. ბიჭებო მე უნდა გავიდე , ჩახუთულობაა , ნუ დაიკარგებით რა შემეხმიანეთ -კაი გვანც , თურამე დაგჭირდა არ მოგერიდოს , -მითხრეს და გადამეხვივნენ -კარგით , ვუთხარი და წამოვედი..სიგარეტის სუნმა და ხმაურმა თავი მატკინა ამიტომ გარეთ გასვლა ვამჯობინე..მახსენდებოდა ყოველი დეტალი და ამ დროის მანძილზე ლევანის ერთხელაც არ შეუხედავს ჩემთვის. ნუ რათქმაუნდა დროთა განმავლობაში გრძნობებიც გაუქრა, ვფიქრობდი ჩემთვის და თან მოზღვავებულ ცრემლებს ვაკავებდი როცა უკნიდან ხმა შემომესმა -გვანცა? -გისმენ ლევან - ვუპასუხე და შევტრიალდი -შეცვლილხარ-მითხრა მშვიდად -რას ვიზავთ, დროთა განმავლობაში ყველა და ყველაფერი იცვლება- ვუპასუხე და გავუღიმე -შენ როგორხარ?-მკითხა მზრუნველი ხმით რამაც გამაკვირვა -მადლობა კარგად- გავიგე ცოლი მოგყავს, გილოცავ ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ -და შენ? -რა მე? -შენ არავინ არ გყავს? -ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვე და ბარში დავბრუნდი.როცა მივედი გოგოები ადგილზე დამხვდნენ და გაკვირვებული სახეებით მიყურებდნენ. -სად იყავი გოგო?-მკითხა ორივემ ერთხმად -გარეთ -ნახე ბიჭები რომ მოვიდნენ? -კი ლიზ ვნახე -მერე? -მომიკითხეს და ეგ იყო. -მეტი არაფერი? -არა! ვისკი შეუკვეთეთ რა ვუთხარიდა ტელეფონს ჩავაშტერდი.. ცოტა დავლიე და აშკარად იმოქმედა კიდეც, საცეკვაოდ წავედი როცა ვიღაც ბიჭმა წელზე ხელები მომხვია, გავბრუნდი და აშკარად ძალიან მთვრალი იყო. -იქნებ თქვენი ხელები გაწიოთ? ვკითხე ზრდილობიანად -რაო პატარავ არ შეიძლება? მკითხა ირონიულად როცა უკნიდან ვიღაცამ გასცა პასუხი -მოდი აბა პატარავ აქ და ძლიერად გაარტყა სახეში -საბა გთხოვ არ გინდა ვეხვეწებოდი მაგრამ არ ანებებდა თავს.როცა გული იჯერა აიყვანა ხელში და უთხრა:- მეორედ გეცოდინება ვის როგორ უნდა მოექცე და დააგდო -მადლობა , -ვუთხარი აცრემლიანებული თვალებით , მან კი შუბლზე მაკოცა და მითხრა დავმშვიდებულიყავი.სასწრაფოდ გოგოებისკენ ავიღე გეზი და ვთხოვე წავსულიყავით. ისინიც უცებ ადგნენ და წამოვედით.სახლში მისვლამდე ხმა არავის ამოგვიღია, როცა მივედით მიას ვთხოვე ჩვენთან დარჩენილიყო ისიც სიხარულით წამოგვყვა, აშკარად ლაპარაკი უნდოდა მაგრამ ამდენი ემოციების შემდეგ მაგიდასთან ისე დამეძინა ვერც კი მივხვდი. * * * დილით ჩემდა გასაკვირად საწოლში გამეღვიძა. თავი ისე მტკიოდა ფეღზე ვერ ვდგებოდი, არც ყვირილის თავი მქონდა ამიტომ ლიზის დავურეკე..არ მიპასუხა პირდაპირ ოთახში შემოცვივდა ორივე -აე ლოთო პრინცესა, როგორ გრძნობ თავს? -მკითხა ლიზამ და საწოლში ჩამიხტა -თავი მისკდება! მინერალური მომიტანე რა. ისიც უცებ წამოხტა და მომართვა -მია სადაა? ვკითხე და მოვსვი -დილით წავიდა უნდა გავემზადოო -კაი და შენ რას აკეთებდი? -არაფერს, ჩვენი ფოტოები დავაწყე ,,facebook''ზე -აჰა კაი. ავდგები ეხლა გავემზადები და რამე გავაკეთოთ -კაი მიდი.-მითხრა და ოთახიდან გავიდა.. მეც მალევე ვიბანავე და ხალათით გავედი სამზარეულოში სადაც მოფუსფუსე ლიზი დავინახე -რას აკეთებ მეტიჩარა? ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე -სალათს გიმზადებ, გამოცდა როდის გაქვს შენ კიდე? -ხვალ -გამოცდების მერე სად მივდივართ? -ჯერ ბებოსთან გურიაში და მერე ზღვაზე -ურაა ! ვაშაა! როდის გაქვს ბოლო გამოცდა? -ერთ კვირაში წავალთ -კაი, ანუ დავიწყო მზადება -ჰო ,გავიცინე და ჭამას შევუდექი..შემდგომმა ერთმა კვირამ უაზროდ გაიარა. თითქმის სულ სახლში ვიყავი , გამოცდებზე ნერვიულობამ ჭამა სმა გადამავიწყა მხოლოდ ძილში გამყავდა დრო. იმდენად დავიკელი რომ ყველაფერი გამიდიდდა.ბოლო გამოცდიდან რომ გამოვედი ლიზა კარებთან მიცდიდა -აბა რა ქენი? -დავწერე -წავედით ანუ საყიდლებზე? -წავედით- გავუღიმე და ტაქსი გავაჩერე..თითქმის ყველა მაღაზია შემოვიარეთ და ბოლოს დატვირთულებმა ავაღწიეთ სახლში.დალაგების თავი არ გვქონდა არცერთს, დავყარეთ ყველაფერი და ყავა გავიმზადეთ -აუ გვანც-დამიძახა ლიზამ -ხო ლიზ -მოდი ერთწამს -გისმენ -არ გინდა მანქანა ვიყიდოთ? როდემდე უნდა ვიაროთ ტაქსებით? მითუმეტეს მართვა იცი, პრავაც გაქვს და ფულიც. წამო ხვალ რამე კარგი მანქანა ვიყიდოთ და იმით წავიდეთ სოფელში -კარგი იდეაა მაგრამ მეშინია. -კაი რა როდემდე? ვიცი რაც დედა და მამა დაიღუპა იმის მერე შეგზიზღდა მანქანა მაგრამ თუ კი სიკვდილი გვიწერია ხოიცი მაინც ვერსად გავექცევით -კარგი, კარგი ნუ ბუზღუნებ ხვალ დილით წავიდეთ საყიდლად და მერე წავიდეთ სოფელში -ყველაზე მაგარი დაიკოხარ მსოფლიოში მოვიდა და ჩამეხუტა. დიდხანს ვიჭორავეთ ბოლოს კი ბარგის ჩალაგება გადავწყვიტეთ.როგორც იქნა მზადებას მოვრჩით და დასაძინებლად წავედი..დილით რაღაც უჩვეულო განწყობაზე გამეღვიძა, ადრე ავდექი და ლიზაც გავაღვიზე. სახლი დავალაგეთ ჩავიცვით და მიას დავურეკე , რადგან მანქანის საყიდლად გამომყოლოდა. 10 წუთში ჩემს სახლთან გაჩნდა ისიც და აიკლო ეზო სიგნალებით -რა მანქანა გინდა? მკითხეს ორივემ ერთად -BMW X6 ვუთხარი და გავიცინე.მალევე მივედით BMWს ცენტრში და სასურველი მანქანაც ვიყიდე. -დამღლელი გზის შემდეგ ძლივს ჩავაღწიეთ ოზურგეთში.რაც ჩემი მშობლები დაიღუპა მას მერე აქ არ მყოფილვარ. როგორ შეცვლილა და როგორ გალამაზებულა ჩემი გურია გავიფიქრე და გამეღიმა. ერთ ერთ მარკეტთან გავაჩერე და პროდუქტები ვიყიდე რადგან იქ მაღაზია შორსაა და ყველაფერს ვერ იყიდი.როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყრიდა თავს . თავიდან შემეშინდა რამე ხოარ მოხდა თქო მაგრამ მერე მივხვდი რომ ჩვენს ჩასვლას ზეიმობდნენ.მანქანის ხმა რომ გაიგეს ყველა გარეთ გამოგვეგება ბებომ და ბაბუმ თბილად ჩაგვიკრეს გულში და სახლში შეგვიყვანეს. -ბე მოყევით აბა როგორხართ -კარგად ბები კარგად. გუშინ მოვრჩი გამოცდებს და პასუხების მოლოდინშივარ, თქვენ როგორხართ , რახდება აქეთ ახალი -ყველაფერი კარგადაა ბები , უთქვენოდ ზაფხული ისეთი აღარ იყო როგორც ადრე -როგორც ადრე ისე აღარაფერი აღარაა ბები გავიღიმე და თვალზე მომდგარი ცრემლი შევაკავე -ბე ხშირად იარეთ ხოლმე რა , ვიცი გიჭირდათ მაგრამ თქვენში სანდრას ბავშვობას ვხედავ და ნუ გვკრავთ ხელს -აწი ბებო სულ ვივლით , ზამთარშიც ჩამოვალთ ხოლმე ვუთხარი და ჩავეხუტე.. იქიდან ბაბუამ დაუწყო ჩხუბი -ქალო ბავშვებს დასვენება უნდათ აცადეთ ცოტახანს ამხელა გზა გაიარეს დაჭმელი გაუხაზირეთ ეშივებათ -ბე მე არ მშია , ცოტახანს დავიძინებ რა -ლიზა ბები შენ ხო შეჭამ? -კი ბე აბა რას ვიზავ. ისე ბე ეს ქალბატონი სისხლს მიშრობს არ ჭამს საერთოდ , დღე გავა რომ საერთოდ არ შეჭამს ნახე თვალები რას უგავს -დაიწყო ლიზამ ქოთქოთი და თან ხაჭაპურს შეექცეოდა -არ იდარდო ბები მე მოვასუქებ ამას თქვა ბებომ იმედიანად -მასექენით გავიცინე და ოთახში შევედი დასაძინებლად.როცა გავიღვიძე უკვე ღამე იყო , ცოტახანს ვიკოტრიალე და შემდეგ ფეღზე ადგომა გადავწყვიტე. ყველა ტელევიზორს უყურებდა მხოლოდ ლიზა არ ჩანდა სახლში -გავიღვიძეე ვუთხარი და გავიღიმე -მოდი ბე არგშია? -არა ჯერ. ლიზა სადაა?? -მარიამთან წავიდა შენი მანქანით -რაა?? ტვინში სისცხლი ჩამექცა უცებ შევვარდი ოთახშიბდა ტელეფონს დავწვდი და ლიზასთან დავრეკე -ალო. -აუ არ მიყვირო რა, აუ გთხოვ დამიწყო ახსნები. -ოთარი ძია დამალაპარაკე ვუთხარი მშვიდად. -კაი ეხლავე.. -ხო ძია -აუ ძაან გთხოვთ თუარ გეზარებათ ჩემი მანქანა ჩამიმიყვანეთ რა და უკანაც მანქანით ავიდეთ , თან ბავშვებს ვნახავ -კი ძია რაპრობლემაა ჩამოვალ -კაი მადლობა. ლიზას მიეცით ტელეფონი -ხო დაი -გასაღები მიეცი ოთარის -კაი..მალევე მომაკითხა და წავედით ბავშვებთან. იმ დღეს ვაჩე ჩამოდიოდა ამიტომ მისი საძმაკაცოც იკრიბებოდა.. სუფრის გაშლაში ვეხმარებოდი დეიდას როცა კართან ვიღაც იძახდა. კარისკენ დავიძარი რომ გამეღო როცა ნაცნობი სახე დავლანდე და მარის დავუძახე კარი რომ გაეღო.. მე კი თეფშების დაწყობა გავაგრძელე.ოთახში მარტო ვიყავი როცა შემოვიდა და დაჯდა. ორივე ვდუმდით და ვუცდიდით რომელი დაიწყებდა ლაპარაკს.ბოლოს ისევ მან დაიწყო -როდის ჩამოხვედი?? -დღეს, რამოდენიმე საათია -გამოცდები დაამთავრე? -კი , პასუხებს ვუცდი -მჯერა შენი რომ შეძლებ მითხრა და გამიღიმა -ნინაც აქეთ გყავს ვკითხე მოულოდნელად -არა დავშორდით მე და ნინა -აჰამ ცუდია ვუთხარი არადა ორგანიზმში ფეიერვერკებს ვუშვებდი -შენ დიდხანს აპირებ აქ გაჩერებას? -არამგონია, ჯერ ზღვაზს წავალთ და მერე დავბრუნდებით ისევ იმედია -ძალიან კარგი თქვა და გარეთ გავიდა მოსაწევად..გაკვირვებული ვიყავი , არ ვიცოდი გამხარებოდა თუ მწყენოდა, ის ვიცოდი რომ ისევ ისე მიყვარდა , არა უფრო ძლიერად ვიდრე მაშინ, მთელ სიცოცხლეს დავთმობდი მისი ერთი ჩახუტების ნაცვლად.ფიქრებში ვიყავი გართული როცა ბიჭები მოვიდნენ. ვაჩეს დიდიხანი ვეხუტებოდი , ჩემების სიკვდილის მერე არ მყავდა ნანახი და უზომოდ მენატრებოდა.მალე ყველა სუფრას შემოვუსხედით და დაიწყო დიდ დიდი სადღეგრძელოები. უცებ ვაჩემ დასვა კითხვა -მეგობრებო! თქვენთვის რა არის სიყვარული??- ყველამ თავის აზრი გამოხატა , მხოლოდ მე და ლევანი ვიყავით ჩუმად.უცებ ვაჩემ კითხა ლევანის- რა არის შენთვის სიყვარული? -დავფიქრდი და დავიწყე, ჩემი აზრით სიყვარულია როცა დრო , მანძილი და ასაკი არ გაბრკოლებს, როცა რა დროც არ უნდა გავიდეს მაინც ისე გიყვარს როგორც თავიდან, როცა ხალხის აზრი მეორე ხარისხოვანია და არაფერი და არავინ არ გაინტერესებს მის გარდა. სიყვარულია როცა მას ვერ უბრაზდები იმიტომ რომ იცი ეტკინება, როცა მხოლოდ მისთვის დახრი თავს, აჯობებ სიჯიუტეს და გადადგავ პირველ მაბიჯს იმდენჯერ რამდენჯერაც საჭირო იქნება და არ დაუწყებ თვლას თუ რამდენჯერ მოიხადე უკვე ბოდიში. სიყვარულია როცა, მის ნაკლს ვერ ხედავ და ვერ ამჩნევ, როცა მისი ტკივილი შენ უფრო გტკივა, მოკლედ ,,სიყვარული უდიდესი ნიჭია რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ გრძნობის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან" თქვა და დაამატა დაგილოცავთ ყველას სიყვარულებს და გისურვებთ ყველას გამოგეცადოთ ეს გრძნობა აიღო ჭიქა და დალია.ყველა ჩუმად უსმენდა ჯერი კი ჩემზე მიდგა. -გვანცა რა არის შენი აზრით სიყვარული? -როდესაც შეყვარებული ხარ მთელი სამყარო სულ სხვანაირი გეჩვენება, სული სიყვარულით მაღლდება , ფრთებს იბამს და უსაზღვროდ იწყებს ფრენას. უბრალოდ ხის გამხმარ ფოთოლშიც კი შეგიძლია სილამაზე დაინახო. გულის რიტმი სასიამოვნო მუსიკას უკრავს სიყვარულის განცდისას.მისი გახსენების გამო ჟრუანტელი გივლის მთელს ტანში, მისი სუნთქვის მოსმენა შენთვის ბედნიერებაა. მისი ღიმილით იღიმი,მისი სიხარულით ხარობ, მისი ტკივილო გტკივა. ვთქვი და ჭიქა გამოვცალე. ყველა ტაშს უკრავდა მხოლოდ ლევანი მიყურებდა თვალებში ..უცებ წმოიწყეს სხვა თემა და მალე ყველა ამღერდა. ლევანის გიტარა მოუტანეს და თხოვეს ემღერა მანაც ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა დაიწყო , ირაკლი ჩარკვიანის მენატრება და მთხოვა მემღერა მასთან ერთად.მეც უარი არ ვუთხარი რადგან საკმაოდ კარგი ხმა მქონდა და დავიწყეთ სიმღერა. ყველა გასუსული გვისმენდა ბოლოს კი მხურვალე ტაში დაგვიკრეს. * * * - დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ამიტომ გასეირნება გადავწყვიტე.იმაზე კარგი გრძნობა არ არსებობს როცა დილით იღვიძებ იქ სადაც გაიზარდე და ბავშვობის ტკბილი წლები გაქვს გატარებული, რომელის თითქმის ყველა ადგილი რაღაც მოგონებას უკავშირდება. მახსოვს მე და ჩემი ძმა ხშირად დავრბოდით ამ ეზოში, მუდმივი კონფლიქტის მერე მაინც ერთად ვთამაშობდით.დედ-მამა კი თბილი მზერით გვიყურებდა და ჩვენს ბავშვურ შეცდომებზე იცინოდნენ. ჩემი სახლის გვერძე ცხოვრობს ლევანი , ბავშვობაში აქ არ ჩამოდიოდა ხოლმე , დედის დაღუპვის მერე მამამისი აქეთ გადმოცხოვრდა ამიტომ ხშირად უწევდა აქ ყოფნა, სწორედ მაშინ გავიცანი მეც. ზემდეტად ცივი და უკარება იყო,მასთან საერთო ენის პოვნა ძალიან რთული იყო ამიტომ პირველ წლებში მუდმივად ვჩხუბობდით. სულ მისი მოკვლის სურვილი მქონდა , მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდით რას ვნიშნავდით ერთმანეთისთვის. -ფიქრებში გართულმა, ისე მივედი ხეხილის ბაღში ვერც კი მივხვდი. ბაღი საუცხოოდ ლამაზი იყო, მოგეხსენებათ ზაფხულში გურია მეტად ცხელია , აქ კი მხოლოდ ამ ბაღში იყო სიგრილე.ბაღი დიდ ფართობს მოიცავდა სადაც თითქმის ყველა სახეობის ხილი იყრიდა თავს. ბაღის შუა გულში ორი დიდი ნაძვი იდგა რომლის ქვეშაც ჰამაკი ეკიდა . ასევე იყო პატარა წყარო რომელიც ჩაედინებოდა დიდ აუზში.- სიხარულით შევედი ბაღში და დავიწყე ხეხილის დათვარიელება. ბევრი თვალიერების შემდეგ დიდი მწვანე ვაშლის ხეს მივაგენი, მწვანე ვაშლი კი ყველაფერზე მეტად მიყვარდა ამიტომ გადავწყვიტე ხეზე ასვლა.ძლივს როგორც იქნა ავედი და სასურველი ვაშლი მოვწყვიტე როცა ის ტოტი ჩამომიტყდა რომელზეც ფეხი მედო ამიტომ ჩემი ჩამოსვლა გამორიცხული იყო, ძალიან მაღალზე ვიყავი , ამიტომ რომ გადმოვმხტარიყავი აცილებლად რამეს მოვიტეხდი ამიტომ ყვირილი და ტირილი დავიწყე.ეზოს მხოლოდ ლევანის სახლი დაჰყურებდა, ამიტომ ჩემი მშველელი ეხლა მხოლოდ ის იყო. ბევრი ყვირილის შემდეგ ახალ გაღვიძებული ლევანი გამოვიდა ბალკომზე და გაკვირვებული გამომხედა, როცა დამინახა ვტიროდი გაშრა შევარდა სახლში და სასწრაფოდ ჩემთან წამოვიდა.მალევე ამოვიდა ხეზე და ერთი ხელის მოკიდვით ჩამომიყვანა ძირს და მკითხა -როდის უნდა გაიზარდო? -ა, ა , არვიცი ვუპასუხე და ცრემლები მოვიწმინდე -პატარა ჭინკახარ შენ მითხრა და თავზე გადამისვა ხელი.- მე გავინაბე , არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ მალევე მოვუხმე გონებას და ხელი გავაშვებინე. ჩემი ვაშლი ავიღე და ჰამაკში ჩავჯექი. ლევანი დაკვირვებით ადევნებდა თვალს თუ რას ვაკეთებდი. ბოლოს ინტერესით გავუწოდე ვაშლი და ვკითხე -გინდა ვაშლი?-მას ჩემს ბავშვურ გულწრფელობაზე აშკარად კარგად გაეცინა და მიპასუხა -არა , არა ჭამე შენ -არც გაძლევდი, გავიბუსხე და ვაშლის ჭამის დაწყებას ვაპირებდი როცა ტელეფონმა დაურეკა. გვერძე გავიდა და ლაპარაკი დაიწყო. ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა ვის ელაპარაკებოდა მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე როცა მოვიდა და მითხრა -საღამომდე. ხეზე აღარ ახვიდე , თუ რამე მოგინდება მითხარი და მე მოგიტან, მითხრა და წავიდა.. ------------ სალამით ბავშვებო !! მე ბატიბუტავარ ^___^ იმედია მოგეწონებათ ჩემი პირველი ისტორია.ღირს გაგრძელებად?ველოდები თვქენს კომენტარებს სიყვარულით მე ^_^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.